ჰეილიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი და აზიანებს ტუჩის ლორწოვან გარსს.
მიზეზები
· კანის სხვადასხვა დაავადეების არსებობა;
· არაეკოლოგიური გარემო;
· ორგანიზმში В ვიტამინის ნაკლებობა;
· ნევროლოგიური აშლილობა;
· ქიმიურ საშუალებებზე რეაქცია.
სიმპტომები
· ტუჩების დახეთქვა, წვა, შეშუპება, ტკივილი;
· ტუჩების სიმშრალე, სისხმდენი ნაპრალების გაჩენა, ეროზია, ტუჩის კანი კარგავს ელასტიურობას;
· ტუჩების შეშუპება, ჰიპერემია ქავილის და წვის თანხლებით, ტკივილი, ტუჩებზე ბუშტუკების გაჩენა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· საერთო სტომატოლოგიური დათვალიერება;
· კანის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
შესაძლოა საჭირო გახდეს ნევროლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
· ვიტამონოთერაპია;
· ჰორმონალური პრეპარატები;
· ანთების საწინააღმდეგო მალამოები;
· ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებები;
· ლაზერული თერაპია.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს კიბო.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
· ქრონიკული პაროდონტის, კბილებზე ნადებისა და ქვის, ასევე კარიესის მქონე ადამიანები;
· 20-60 წლის ასაკის მამაკაცები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ნაკლებად ყოფნა;
· ტუჩის კოსმეტიკური საშუალებების დაკვირვებით შერჩევა;
· ტუჩის მკვებავი საშუალებების გამოყენება;
· პირის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა.
ჰეილიტი
ხშირად მოავადმყოფე ბავშვები
ბავშვის ორგანიზმის დამაზიანებელ დაავადებებს შორის მეორე ადგილი უჭირავს ბავშვთა ინფექციებს, მესამე კი ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს, როგორიცაა ოტიტი, რინიტი, სინუსიტი. ეს დაავადებები ძალიან აქტიურია სიოცხლის პირველი სამი წლის მანძილზე.
მიზეზები
· ცხვირხახის ქრონიკული ინფექციები;
· გლანდების გადიდება;
· ამინოგლობულინ А-ს უკმარისობა;
· სამშობიარო ტრავმები, ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა;
· ენდოკრინული სისტემის არასწორი მუშაობა;
· კორტიკოსტეროიდული ჰორმონების გამომუშავების დარღვევა;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· ხშირის სტრესი და სერიოზული ფსიქიკური ტრავმები;
· მთელი რიგი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
· ეკოლოგიურად არასასურველ გარემოში ცხოვრება.
სიმპტომები
· ცხვირით სუნთქვის გართულება;
· ყელის ტკივილი;
· ყურების ტკივილი;
· ფაღარათი ან შეკრულობა;
· ნახველიანი ან მშრალი ხველა;
· სხვადასხვა ზომის პაპულებით გამონაყარი და ძლიერი ქავილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
· რინოსკოპია;
· ყურიდან, ცხვირიდან, ყელიდან გამონადენის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა;
· ოტოსკოპია;
· სისხლის, შარდის, კალას ანალიზი.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· ფიზიოთერაპიული პროცედურები;
· ზოგადგამაჯანსაღებელი და ანტიალერგიული პრეპარატები;
· ყელის გამორეცხვა ბალახეული ნაყენით;
· კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის მოსაწესრიგებელი პრეპარატები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· ბავშვის ვარჯიშისთვის მიჩვევა;
· კვების რეჟიმის დაცვა.
ქოშინი – ახასიათებს სუნთქვის სიხშირის, რითმის და სიღრმის დარღვევა
ქოშინი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის სიხშირის, რითმის და სიღრმის დარღვევა.
დაავადებას აქვს შემდეგი ფორმები:
· ინსპირატორული ხუთვა;
· ექსპირატორული ხუთვა;
· შერეული ხუთვა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
· ფილტვების ქსოვილის დაავადება;
· ფილტვების დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები;
· გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევა;
· გულმკერდის დეფორმაციის გამომწვევი ტრავმები;
· სიმსუქნე;
· ფსიქიკური დარღვევები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის დროს გართულებები;
· გულის არეში სიმძმის შეგრძნება;
· ჰაერის უკმარისობა;
· ღრმად სუნთქვისას პრობლემები;
· ხუთვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· სისხლში გაზების შემცველობის გამოკვლევა;
· გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
· გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· სპიროგრაფია;
· ბრონქოპროვოკაციული ტესტი;
· ბოდილეტიზმოგრაფია;
· ფიბრობრონქოსკოპია;
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· ფილტვების ბიოპსია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ბრონქოლიტიკებს;
· ჟანგბადოთერაპიას;
· ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას;
· ოპერატიულ ჩარევას;
· სუნთქვის ვარჯიშებს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა;
· სხეულის მასის კონტროლი;
· მოწევაზე უარის თქმა;
· ბრონქების სპაზმების თავიდან აცილება
· სასუნთქი გზების გასაძლიერებელი ვარჯიშის შესრულება.
მალთაშუა თიაქარი წარმოიქმნება ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით
მალთაშუა თიაქარი – წარმოადგენს მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას ხერხემლის არხში, რომელიც წარმოიქმნება ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ოსტეოქონდროზი;
· სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;
· ხერხემლის ტრავმები;
· რევმატიული დაავადებები;
· თანდაყოლილი პათოლოგიები;
· ასაკობრივი ცვლილებები, რაც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილების დარღვევას.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
· სიმძიმეების აწევა;
· მკვეთრი მოძრაობები;
· დაცემა ან დარტყმა, რომელიც იწვევს ხერხემლის დაზიანებას.
მალთაშუა თიაქარის სახეობები
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი;
· გულმკერდის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი;
· ხერხემლის გავა-წელის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი.
ზომების მიხედვით გამოიყოფა:
· პატარა –2 მმ-მდე კისრის ნაწილში და 4 მმ-მდე წელის ნაწილში.
· საშუალო – შესაბამისად 4 მმ-დან 7 მმ-მდე.
· დიდი – 6 მმ-დან 9 მმ-მდე.
· ძალიან დიდი – 9 მმ-დან ზევით.
სიმპტომები
· კისრის ნაწილის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ტკივილის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს მხარსა და მკლავშიც. თითებზე აღინიშნება გრძნობის დაკარგვა და პარესთეზია. დაავადების ხანგრძლივი გაგრძელების დროს აღინიშნება უძილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა.
· გულმკერდის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: გულმკერდის არეში ტკივილი, განსაკუთრებით მკვეთრი მოძრაობებისას, ღრმა სუნთქვა, ზოგჯერ ეს ტკივილი ერევათ გულის ტკივილში.
· წელის ნაწილის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: წელის არეში ტკივილი, რაც ხელს უშლის მოძრაობას. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფეხების, წვივების, თეძოების ტკივილსაც. ტკივილს ხშირად ახლავს მგრძნობელობის დაკარგვაც.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. ხშირად საჭირო ხდება ნეიროქირურგის და მანუალური თერაპევტის კონსულტაცია.
მკურნალობის დასადგენად საჭიროა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია;
მკურნალობა
· ვარჯიში – სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშის შესრულება რეგულარულად, რაც ხელს უწყობს ხერხემლის დისკების გასწორებას და სტაბილიზაციას;
· სპეციალისტის მიერ ჩატარებული მასაჟი;
· გაჭიმვა – რომელსაც ატარებს მანუალური თერაპევტი ან სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებით სრულდება.
· არატრადიციული თერაპია: წერტილოვანი მასაჟი, ნემსების თერაპია, ჰირუდოთერაპია;
· მედიკამენტური თერაპია – გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად. წამლები შეიძლება იყოს ადგილობრივი მიღების ან ინექციური.
· ჰომეოპათიაც მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს. საზღვარგარეთ მიღებულია ჰომეოსინიატრიისს მეთოდი, რომელიც ემყარება დეტოკსიკაციას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და ორგანიზმის დამცავი ძალების სტიმულაციას, რის შედეგადაც ხდება ანთებით პროცესებით გამოწვეული ტკივილების მოხსნა და დისკის სტრუქტურის აღდგენა.
რისკის ჯგუფი
ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ:
· ხერხემლის გამრუდება და სხვა დაავადებები;
· ჭარბი წონა;
· არიან 25-50 წლის ასაკის;
· აქვთ მჯდომიარე სამუშაო;
· წევენ სიმძიმეებს ხშირად.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის ეფექტური საშუალებაა სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, დილაობით ყავის ნაცვლად ბალახეული ჩაის დალევა და დაბალანსებული კვება. ასევე ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.
ხალები თანდაყოლილი ან შეძენილი კანის განვითარების ფორმაცია
ხალები – თანდაყოლილი ან შეძენილი კანის განვითარების ფორმაცია.
არსებობს ხალების შემდეგი სახეობები:
· ჰემანგიომა;
· ბრტყელი ხალები;
· გაბერილი ხალები;
· წითელი ხალები;
· ლურჯი ხალები;
· პიგმენტირებული გიგანტური ხალები.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
· ულტრაიისფერი დასხივება;
· ფეხმძიმობა;
· ძლიერი სტრესი.
სიმპტომები
· დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით ხალების გაჩენა;
· ხალების ფერის ცვლილება;
· ხალის ადგილას კანიდან თმის საფარის გაცვენა;
· ხალის გარშემო მოწითალო ან მოშაო რკალის გაჩენა;
· ხალების ადგილას კანის დახეთქვა;
· ხალის არათანაბარი შეფერილობა;
· ხალის ადგილას ქავილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ალერგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· ჰისტოლოგიური ანალიზი;
· ხალის ადგილიდან ნაცხის ანალიზი;
· ახლომდებარე ლიმფოკვანძების გამოკვლევა;
· ეპილუმინსცეტური მიკროსკოპია;
· კომპიუტერული დიაგნოსტიკა.
მკურნალობა
· კრიოდესტრუქცია;
· ლაზერული;
· ელექტროკოაგულაცია;
· რადიოტალღური;
· ქირურგიული.
საშიშროება
ავთვისებიანი ხალები დროული მკურნალობის არარსებობისას იწვევენ მელანომას.
რისკის ჯგუფი
· 5მმ-ზე მეტი დიამეტრის ხალების მქონე ადამიანები;
· ფეხმძიმე ქალები;
· ღია კანისა და თმის ფერის ადამიანები;
· ბევრი ჭორფლის მქონე ადამიანები;
· კანზე პიგმენტური ლაქების მქონე ადამინები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მზის პიკი საათის დროს გარუჯვისგან თავის შეკავება (11-16 სთ);
· სოლარიუმში ხშირი ვიზიტისგან თავის შეკავება;
· ახალი ხალების გაჩენის გაკონტროლება და დერმატოლოგთან დროულად მისვლა.
წინამენსტრუალური სინდრომი
წინამენსტრუალური სინდრომი – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა ტკივილები მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (მენსტრუაციის დაწყებამდე 2-12 დღით ადრე).
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ხშირი ფსიქო-ემოციონალური დატვირთვა;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები;
· არასწორი კვება;
· ჰორმონების დონის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გინეკოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· ანამნეზის შეკრებას;
· სისხლის ანალიზს ჰორმონებზე
დამატებით შეიძლება დაინიშნოს:
· ელექტროენცეფალოგრამა;
· თირკმელების ფუნქციის შემოწმება;
· მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიალერგიულ პრეპარატებს;
· ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს;
· შარდმდენებს;
· ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს;
· არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
მკურნალობა გრძელდება 3 თვე. ხდება 2-3 მენსტრუალურ ციკლზე შესვენება. თუ სიმპტომები ისევ გამოვლინდება თერაპია გრძელდება.
რისკის ჯგუფი
· 30 წელს ზემოთ ქალები;
· გამხდარი ქალები;
· არამდგრადი ხასიათის მქონე ქალები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რაციონალური და დაბალანსებული კვება;
· სხეულის მასის კონტროლი;
· ინტენსიური ფსიქიკური და ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება;
· გინეკოლოგთან ვიზიტი წელიწადში 2-ჯერ.
წელის ოსტეოქონდროზი – აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს
წელის ოსტეოქონდროზი – დაავადება, რომელიც აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს. წარმოადგენს ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებულ სახეობას.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ნერვული დაბოლოებების დაზიანება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებები;
· ხერხემლის მალებს შორის მანძილის შეკუმშვა;
· მცირე მენჯის ორგანოების დაავადება;
· ჭარბი წონა;
· ზურგის დაზიანება;
· ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესი;
სიმპტომები
· ყრუ ტკივილები ხერხემალში, რომელიც შეიძლება გადაეცეს ფეხს;
· ნებისმიერი მოძრაობის დროს გაძლიერებული ტკივილი;
· წვივის, ტერფის მგრძნობელობის გაზრდა;
· ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;
· ტკივილის კერებში კანის სიმშრალე და დახეთქვა;
· ფეხებში სიცივის შეგრძნება;
· ტერფების არტერიების სპაზმები;
· შარდვის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· ხერხემლის გავა-წელის ნაწილის რენტგენი;
· გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მცირე მენჯის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ნოვოკაინის ბლოკადებს;
· მანუალურ თერაპიას;
· ხერხემლის გაჭიმვას;
· ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
· სამკურნალო ფიზკულტურას.
ქირურგიული ჩარევა ხდება ხერხემალშორისი თიაქარის განვითარების შემთხვევაში.
საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:
· იშიასი;
· მალების არასტაბილურობა;
· შარდსასქესო სისტემის დარღვევები;
· რადიკულიტი;
· თიაქარი;
· პროტრუზია;
· კიფოზი.
რიკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· მძიმე ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები;
· სუსტი განვითარების კუნთების სისტემის მქონე ადამიანები;
· მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ზურგისა და თეძოების კუნთების გამაგრება;
· ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი;
· ხერხემლის სწორად დაჭერა;
· ზურგის ტრავმებისგან თავის დაცვა;
· მკვეთრი მოძრაობების გაკეთების გარეშე დახრა, ან მოტრიალება.
მოციმციმე არითმიამოციმციმე არითმია: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის მოციმციმე არითმია?
მოციმციმე არითმია: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის მოციმციმე არითმია?
რა არის მოციმციმე არითმია? – მოციმციმე არითმია (Atrial Fibrillation, AFib) გულის რიტმის აშლილობაა, რომლის დროსაც გულის სარტყელი (ატრიუმი) უწესრიგოდ და სწრაფად ციმციმებს. ეს დარღვევა ხელს უშლის გულში სისხლის სწორ ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის უსიამოვნო შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება და გულის პალპიტაციები. მოციმციმე არითმია არის ყველაზე გავრცელებული ტიპი გულის არითმიისა და ითვლება იმპლანთური დაავადებების მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად.
მოციმციმე არითმია – ეს არის ადამიანის გულისცემის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მოციმციმე არითმია არსებობს ორი სახის:
· დროებითი;
· პაროკსიზმალური.
ასევე არსებობს მუდმივი და ქრონიკული ფორმებიც.
მიზეზები
დაავადებას იწვევს შემდეგი მიზეზები:
· არტერიული ჰიპერტენზია;
· მიოკარდის გამტარობისა და აღგზნებადობის დარღვევა;
· მიოკარდიტი;
· კარდიოსკლეროზი;
· დისფუნქცია;
· რევმატული დეფექტები სარქვლების დაზიანებით;
· კარდიოლოგიური პათოლოგიები;
· ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
· ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
· გულის უკმარისობის დროს მედიკამენტების გადაჭარებებული დოზის მიღება;
· დიაბეტი;
· ფსიქოემოციური დაძაბულობა;
· წინაგულის მიოკარდის სტრუქტურის ასაკობრივი ცვლილებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები
· დისკომფორტი გულმკერდის არეში;
· გახშირებული გულისცემა;
· სისუსტე;
· თავბრუსხვევა;
· ხუთვა;
· პარკუჭის დახურვის სიხშირე 140-160;
· მწვავე ინსულტის სიმპტომები;
· არარეგულარული პულსი;
· პულსის დეფიციტი;
· გულის მუშაობის დარღვევა;
· უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
· თვალებში დაბნელება;
· გულყრა;
· სისუსტე.
დიაგნოსტიკა
მოციმციმე არითმიის სამკრუნალოდ საჭიროა სწორი დიაგნოსტიკა, რისთვისაც ტარდება:
· კარდიოლოგის მიერ დათვალიერება;
· გულის ელექტროკარდიოგრამა;
· ექოკარდიოგრაფია;
· გულის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
· სინუსური რითმის აღდგენა და შენარჩუნება;
· გულის უკმარისობის გაკონტროლება;
· მედიკამენტოზური თერაპია;
· ელექტრონული კარდიოვერსია;
· ქირურგიული ჩარევა.
დაავადების მკურნალობას ატარებს ექიმი-კარდიოლოგი.
საშიშროება
მთავარი საშიშროება ისაა, რომ მოციმციმე არითმია იწვევს გულის უკმარისობას. ასევე შესაძლოა თრომბოემბოლური გართულებები.
პროფილაქტიკა
· აღნიშნული დაავადების მაპროვოცირებელი დაავადებების დროული მკურნალობა;
· მედიკამენტოზური თერაპიისას რეკომენდაციების დაცვა;
· კარდიოქირურგიული ჩარევა;
· ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის შეზღუდვა;
· სპირტიანი სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.
თუ თქვენ გაქვთ მოციმციმე არითმიის სიმპტომები ან გულის დაავადების რისკი, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევები. ასევე, გაიარეთ რეგულარული შემოწმებები და მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.








