საშარდე გზების ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში – სიმპტომები, რისკის ჯგუფები, დიაგნოზი, მკურნალობა
დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს
დიაბეტური რეტინოპათია
დიაბეტით დაავადებულებს შესაძლოა განუვითარდეთ თვალის დაავადება, რომელსაც დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარძღვები შუპდება. შედეგად ფერხდება სისხლძარღვში სისხლის მოძრაობა და ზიანდება ბადურა. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის სიმახვილის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება.
არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის ორი ძირითადი ტიპი:
1. არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – უმეტესწილად დაავადების ადრეულ ეტაპზე გვხვდება. ამ დროს წვრილი სისხლძარღვებიდან ჟონვადობის მატება იწვევს ბადურის შეშუპებას. კლინიკურად მნიშვნელოვანია ბადურის ცენტრალური ზონის, მაკულის შეშუპება, რაც მხედველობის სიმახვილეს მკვეთრად აუარესებს.
ბადურის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებისას, ბადურა ღარიბდება ჟანგბადით. ამ პროცესს იშემია ეწოდება. ქრონიკული იშემიისას იკლებს მხედველობითი ფუნქციები, ასევე თავს იჩენს პატარა ზომის მრავალი სისხლჩაქცევა ბადურის შიგნით.
2. პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია დაავადების უფრო მწვავე გამოვლინებაა. პროლიფერაციულ ფაზაში ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები. ახალი სისხლძარღვები ადვილად ზიანდება, რაც თვალის შიგნით სისხლჩაქცევის მიზეზი ხდება.
დროთა განმავლობაში ბადურის ზედაპირზე ჩნდება პათოლოგიური ქსოვილი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ბადურას და ახდენს მასზე მექანიკურ ზემოქმედებას. შედეგად ვითარდება ბადურის აშრევება, რასაც ბადურის ტრაქციული ჩამოცლა ეწოდება. ბადურის ტრაქციული ჩამოცლა მკვეთრად აქვეითებს მხედველობას და შესაძლოა სრული სიბრმავე გამოიწვიოს.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
„დიდ მადლობას ვუხდი მედპერსონალს“ – მადლიერი პაციენტი
მადლიერი პაციენტი.
„2008 წლის ივნისის თვიდან გავიკეთე ლითოტრიფსია. დიდ მადლობას ვუხდი მედპერსონალს. ჩემს მკურნალ ექიმს ლევან ვარშანიძეს, ექიმს ქალბატონ ნათელა ყურაშვილს და მთელ კოლექტივს შედეგიანი მკურნალობისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. ვუსურვებ მათ წარმატებებს საქმიანობაში და დიდხანს იყვნენ მხნედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე.
პატივისცემით პაციენტი, ნუნუ ჯალაღონია“
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
მადლიერი პაციენტი – „უდიდესი მადლიერების გრძნობით პაციენტი: პედაგოგი ედვარდ გოდერიძე და მეუღლე ქეთევან გოდერიძე“
მადლიერი პაციენტი.
„2009 წლის 18 ნოემბერს გავიკეთე ლითოტრიფსია. უპირველესად მთელ მედ პერსონალს მადლობა გულთბილი მიღებისთვის, რჩევა-დარიგებისთვის. უღრმესი მადლობა ექიმ ლევან ვარშანიძესა და ექიმ ნათელა ყურაშვილს. დავინახე მაღალი პროფესიონალიზმი… ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ჯანმრთელობის სადარაჯოზე. გაიხარეთ ჩვენდა საიმედოდ. სიკეთე, სიყვარული, ბედნიერ დღეთა სიმრავლე თქვენი და თქვენი ოჯახის მუდმივი თანამგზავრი ყოფილიყოს.
ძვირფასებო! გქონოდეთ სიცოცხლე ისეთი ლამაზი როგორც ყვავილთა ყელმოღერება. არ მოგკლებოდეთ პაციენტების სიყვარული და ცხოვრების თბილი ხსენება. გენახოთ მუდამ სიხარულიდა ბედნიერება.
უდიდესი მადლიერების გრძნობით პაციენტი: პედაგოგი ედვარდ გოდერიძე და მეუღლე ქეთევან გოდერიძე“
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში – „მადლობა მინდა ვუთხრა მთელს მედ-პერსონალს“
25 წლის მარიამი იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში. მას გაუკეთდა ლითოტრიფსია.
„მე ვარ ქეთი სესიაშვილი, პაციენტის – მარიამ ბებიავას დედა. ჩემი შვილი, 25 წლის მარიამი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას გაუკეთდა ლითოტრიფსია.
მიხარია, რომ ექიმთა დიდი პროფესიონალიზმით, გულმოდგინებითა და სიყვარულით ჩემი გოგონა გამოკეთდა.
მადლობა მინდა ვუთხრა მთელს მედ-პერსონალს: ბატონებს – გიორგი მანაგაძეს, ლევან ვარშანიძეს, ქალბატონებს: ნათელა ყურაშვილს, მედდებს: რუსუდან წივაცაძეს, ექთანს – ნინო ვასუაშვილსა და დეიდა ვარას. ღმერთს ებარებოდეთ. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის. მრავალ ფესტივალების დღესასწაულს დაესწარით. ჩემი მეუღლეც ექიმია – ონკოლოგი ზურაბ (ზაქარია) როჭიკაშვილი. ისიც ასეა შეყვარებული თავის საქმეზე. მიყვარხართ ხალხო და მიხარია ასეთი ექიმები, ასეთი ადამიანები რომ გვყავს საქართველოს.“
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან წარმატებული ოპერაციის შემდეგ, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს
ქალბატონი გულნარა გულდასმით ეძებდა მკურნალობის ადგილს და მან არჩევანი MMT ჰოსპიტალზე გააკეთა! წარმატებული ოპერაციის შემდეგ, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს კლინიკის შერჩევის, ექიმებისა და პოსტოპერაციული პერიოდის შესახებ!
MMT ჰოსპიტალი გადის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ და ძლიერ საერთაშორისო ჰოსპიტალურ Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას.
კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან წარმატებული ოპერაციის შემდეგ, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს:
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
6 წლის პაციენტი განკურნებული დაუბრუნდა ცხოვრების აქტიურ რეჟიმს
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
MMT ჰოსპიტალი გადის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ და ძლიერ საერთაშორისო ჰოსპიტალურ Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას.
დროული დიაგნოსტიკისთვის და მაღალკვალიფიციური მკურნალობისთვის, მოგვმართეთ ემ ემ ტე ჰოსპიტალში
მენტალური ჯანმრთელობა: ფიტნეს სექტორის როლი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონების საზრდოობაში
მენტალური ჯანმრთელობა: ფიტნეს სექტორის როლი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონების საზრდოობაში
„ევროპა აქტივის” ფიტნესისა და ფიზიკური აქტივობის ეკოსისტემაში ყველასთვის ინკლუზიური და მიმღები გარემოს წახალისებისა და დაცვის პირობითი ვალდებულების, ასევე „ევროპა აქტივის” ინკლუზიურობის კალენდრის ფარგლებში მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის მეოთხე გამოცემას გთავაზობთ. ეს ჩვენს ევროპულ საქმიანობას უკავშირდება და ჩვენ მიერ დადებული #HealthyLifestyle4All პირობის ფარგლებში განხორციელებული ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ნაწილია.
Lenus Health-ის ჯანდაცვის ინოვაციების დირექტორი, დოქტორი იმრან რაშიდი, „ევროპა აქტივის” გუნდს ამ თემის შესახებ საუბარზე დათანხმდა.
მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული (EMHW) არის შესაძლებლობა ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომ მენტალური ჯანმრთელობის აღიარების, აღნიშვნისა და დაცვისთვის გაერთიანდნენ. როგორც „ევროპა აქტივის” ინკლუზიური სამუშაოების ნაწილი, ფიტნეს სექტორს ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდასაჭერად იდეალური პოზიცია უკავია. მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების ზრდასთან ერთად, ჯანსაღი გონებისა და სხეულების განვითარებაში დასახმარებლად ფიტნეს ექსპერტებისთვის ამაზე კრიტიკული დრო არასდროს ყოფილა.
ვარჯიშის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე
მენტალურ ჯანმრთელობაზე რეგულარული ფიზიკური აქტივობის დადებითი გავლენა მრავალმა კვლევამ აჩვენა. ცნობილია, რომ ვარჯიში შფოთვას, დეპრესიას და სტრესს ამცირებს და საერთო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. როგორც დაბალანსებული ცხოვრების წესის აუცილებელ კომპონენტს, ვარჯიშს კოგნიტური ფუნქციის გაძლიერება, თვითშეფასების გაზრდა და სოციალური კავშირების გამყარება შეუძლია.
ფიტნეს სექტორის როლი მენტალურ ჯანმრთელობაში
ფიტნეს სექტორი მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობაში ინდივიდებისთვის ფიზიკური აქტივობისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცეების უზრუნველყოფის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფიტნეს ექსპერტებს ისეთი ინკლუზიური გარემოს შექმნა შეუძლიათ, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს აკმაყოფილებს. ეს ვარჯიშის სარგებლის ყველასთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
Lenus.io-ში ასევე გამოვცადეთ, რომ ონლაინ ქოუჩინგის საშუალებით მწვრთნელებს ისეთ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ, რომლებსაც შესაძლოა სოციალური ფობიები ან მსგავსი პრობლემები აწუხებდეთ. ამის გამო ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჯანდაცვის პრევენციის მომავალი როგორც პერსონალიზებული ფიზიკური, ასევე ონლაინ მომსახურებისგან შედგება.
ფიტნეს სექტორში მენტალური ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერება, საერთო ჯამში, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პერსონალისთვის მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების ტრენინგი, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის სპეციალიზებული გაკვეთილები და მენტალური ჯანმრთელობის ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, სულ უფრო ხშირი ხდება. ეს ფიტნეს სექტორის მენტალური ჯანმრთელობისადმი თავდადებას ადასტურებს.
წარმატების ისტორიები
ევროპულ ფიტნეს სექტორში ინოვაციური პროგრამებისა და სერვისების უამრავი მაგალითია, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას მხარს უჭერს:
- ფიტნეს ცენტრები და ონლაინ ქოუჩინგ სერვისები, რომლებიც ტრადიციულ ვარჯიშთან ერთად გონებამახვილობისა და მედიტაციის პრაქტიკებს აერთიანებს. ეს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისადმი ჰოლისტიკურ მიდგომას გვთავაზობს.
- საზოგადოებრივი პროგრამები, როგორიცაა უფასო ჯგუფური სავარჯიშო გაკვეთილები პარკებში, რომელიც სოციალური კავშირის დამყარებას უწყობს ხელს და ფიტნეს სერვისებზე წვდომის ბარიერებს აღმოფხვრის.
- მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებთან თანამშრომლობა, რათა სავარჯიშო პროგრამები იმ პირებზე იყოს მორგებული, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს ებრძვიან. ეს მათ გამოჯანმრთელებას და ამტანობის გამომუშავებას უწყობს ხელს.
მოქმედებისკენ მოწოდება
მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის აღნიშვნასთან ერთად, „ევროპა აქტივი” ფიტნეს სექტორს მენტალური ჯანმრთელობის ინიციატივების შემდგომი მხარდაჭერისთვის ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს. ფიტნეს ექსპერტებს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ განათლების თავად მიღება, მენტალურ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებაზე მუშაობა და მენტალური ჯანმრთელობის ორგანიზაციებთან რესურსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად მუშაობა შეუძლიათ. მთლიანობაში, ჯანდაცვისადმი უფრო ჰოლისტიკური მიდგომა მკაცრად არის რეკომენდებული.
ჩვენ ევროპის მასშტაბით უამრავი ადამიანის ცხოვრების შეცვლა ერთად შეგვიძლია. მოდით, წარმოქმნილი ძლიერი იმპულსი არ შევწყვიტოთ და ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ მენტალური ჯანმრთელობა ფიტნეს სექტორის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი იყოს.
ფიტნეს სექტორი ცალსახად ისეთ ადგილს იკავებს, რომ მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის კუთხით გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისადმი ჰოლისტიკური მიდგომით ფიტნეს ექსპერტებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა იმ ადამიანებზე შეუძლიათ, რომლებსაც თავად ემსახურებიან. მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის მიზანია ჯანსაღი გონებისა და სხეულის ხელშეწყობის პროცესში ვარჯიშის, ინკლუზიურობისა და თანამშრომლობის ძალა დაგვანახოს.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
ფარმაცევტული სექტორისთვის იმპორტის ახალი სტანდარტის ამოქმედება გადავადდა
მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების იმპორტის შესახებ ახალ სტანდარტების ამოქმედება 6 თვით გადავადდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აქამდე ამოქმედების ვადად 1-ელი აპრილი იყო განსაზღვრული.
უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილებების გადავადების ინიციატორი თავად ფარმაცევტული სექტორი იყო. შესაბამისი გადაწყვეტილება კი ჯანდაცვის მინისტრისა და მისი პირველი მოადგილის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს.
„ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.
ცვლილების ამოქმედება 1-ელი აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაგრძელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საგულისხმოა, რომ უწყებაში, მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად, ცვლილებების დაინიცირებას აანონსებენ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვაა, თუმცა მწარმოებლების ინტერესებიც დაბალანსებულად უნდა იყოს დაცული.
„პრიორიტეტულია, საქართველოში, მედიკამენტების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, თუმცა მწარმოებელთა ინტერესების დაბალანსებულად დაცვის პირობით. მათი დაცვის პირობით, ისეთი შეზღუდვებისგან, რომელიც ჩაითვლება არასაჭიროდ, ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან მიმართებით”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეხვედრაზე, შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო, უახლოეს პერიოდში, ამ კონკრეტული მიმართულებით, შესაბამის ცვლილებებს დააინიცირებს.
ახალ სტანდარტები ერთ-ერთი საკითხია, რომელიც 20 მარტს, საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილეს. ასოციაცია კომპანიებისთვის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად მცირე ვადასთან ერთად, ხაზს უსვამდა, რომ კომპანიების აზრით, წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე აშშ-სა და ევროპაშია.
მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალი წესები მთავრობის 51-52 დადენილებებით განისაზღვრა.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
„ფაგებს აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვთ და მათი გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება“
„ჩვენ ძალიან დაჩქარებული წესებით შევეცდებით, რომ 2026 წელს უკვე საქართველოში მთელი ეკოსისტემა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აქ მიმდინარეობდეს ყველა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ფაგებზე კვლევების ჩატარება, წარმოება და შემდეგ საქართველოდან ხდებოდეს ამ პრეპარატების გაყიდვა“, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან საქართველოში ფაგების შექმნის ისტორიაზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე იმ ინოვაციაზე, რის განხორციელებასაც სააგენტო გეგმავს.
„ბიოტექნოლოგიების თემაში ვინც არის, ყველამ იცის, რომ საქართველო ნომერ პირველი სამეცნიერო ქვეყანაა. ჩვენ რაშიც პრობლემა გვაქვს, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება და პრემიერ-მინისტრის მხრიდან პრიორიტეტად გამოცხადება ამას გულისხმობდა, რომ ჩვენ მთელ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ, რომ შესაბამისი ეკოსისტემა იყოს – კლინიკური კვლევებისთვის, ფაგების შექმნის საერთაშორისო სტანდარტი, ასევე, წარმოების, დისტრიბუციის, ყველა სეგმენტი იყოს საქართველოში, რათა ქვეყანაში შექმნილი ფაგები მთელ მსოფლიოში იყოს მიღებული გასაყიდად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები.
საქართველოს მთავრობის მხრიდან პრიორიტეტების განსაზღვრა გულისხმობს, მათ შორის, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღებას სამი მიმართულებით, კერძოდ, ეს არის – ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. ფაგების მიმართულებით გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ გლობალური ლიდერები, რადგან სამეცნიერო მიმართულებით ეს ასეა. ახლა ჩვენ ეს უნდა გადავიტანოთ ბიზნესში. ბიზნესში იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ეს ინოვაციური ეკოსისტემის შედეგად მიღებული ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა კასრაძემ.
მისივე თქმით, ფაგებს აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვთ და მათი გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება. კასრაძემ აღნიშნა, რომ ფაგებით დამზადებული პრობიოტიკები ერთ-ერთი ღირებული პროდუქტია.
„ჩვენ ძალიან დაჩქარებული წესებით შევეცდებით, რომ 2026 წელს უკვე საქართველოში მთელი ეკოსისტემა იყოს შექმნილი, რათა აქ მიმდინარეობდეს ყველა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ფაგებზე კვლევების ჩატარება, წარმოება და შემდეგ საქართველოდან ხდებოდეს ამ პრეპარატების გაყიდვა“, – განაცხადა კასრაძემ.
ფაგები, ანუ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება – გვერდითი და უკუჩვენებების გარეშე, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ არის რეზისტენტული. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ლაბორატორია საქართველოში შეიქმნა.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi










