#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ორსულობა და მშობიარობა გრიპის ფონზე – ორსულობის დროს ექიმის რეკომენდაციით დასაშვებია…
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გინეკომასტია ხასიათდება მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაჭარბებული ზრდით
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს მშობლებისაგან და რა ნიშან-თვისებებს იღებს ის გენეტიკურად მემკვიდრეობით
გადაცემა „“დილა მშვიდობისა საქართველო”
რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს მშობლებისაგან და რა ნიშან-თვისებებს იღებს ის გენეტიკურად მემკვიდრეობით
საუბრობს გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა არის, იობის სინდრომი?
გადაცემა „შენი დილა“
რა არის იობის სინდრომი
სტუმარი – ექიმი-იმუნოლოგი გია კამკამიძე
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ნახეთ – რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს რა ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობენ

ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ქართველი ექიმების მორიგი წარმატება და გადარჩენილი სიცოცხლე
14 წლის მოზარდს იშვიათი პათოლოგია დაუდგინეს. ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მოზარდი “ჯეო ჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მუცლის მწვავე, ძლიერი ტკივილებით და ღებინებით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა.
ადგილზე, მორიგე ქირურგის, მალხაზ გვასალიას მიერ სწორად და დროულად შეფასდა პაციენტის მდგომარეობა, ჩაუტარდა მაშინვე საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და დაუდგინდა პილორუსის პერფორირებული წყლულის და პერიტონიტის დიაგნოზი, რაც ბავშვთა ასაკში საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია “ჯეო ჰოსპიტალსის” თბილისის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიის სამსახურის უფროსის,გოგა ბახტაძის და მორიგე ბავშვთა ქირურგის, მალხაზ გვასალიას მიერ.ოპერაციისას ნანახი იქნა პილორუსის დიდი ზომის პერფორაცია, დანეკროზებულ, ასევე დიდი ზომის წყლულთან ერთად.
მოხდა წყლულის ამოკვეთა, ჩატარდა პილოროპლასტიკა ჰეინეკე-მიკულიჩის მეთოდით, რითიც შენარჩუნებული იქნა პილორუსის სათანადო გამავლობა.
“ბავშვთა ასაკში საკმაოდ იშვიათად გვხვდება მსგავსი პათოლოგია, ამ შემთხვევაში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა გადაუდებელი მწვავე პერიტონიტი და პერფორირებული წყლულის დიდი ზომა და რთული მდებარეობა. სწორად და დროულად ჩატარებული კვლევებისა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შედეგად პაციენტის სიცოცხლე შევინარჩუნეთ. ოპერაციამ და მის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა წარმატებით და გადარჩენილი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში.” – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალსის” თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგა ბახტაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
“გასაოცარია, ვინ იოცნებებდა, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევა ნულოვანია“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევა ნულოვანია.
გოგონა მებიუსის სინდრომით | უხილავი ღიმილი, რომელიც უნდა ვიგრძნოთ
ასე გავიცანით 2 წლის ვივიენი, მისი მშობლები, სალომე და იური. ასე აღმოვაჩინეთ მებიუსის სინდრომი.
ვივიენი – მზე რომელიც ყოველდღე ამოდის
“მართალია, მის სახეზე ვერავინ ნახავს ღიმილს, მაგრამ ვივიენი ძალიან ლაღი, პოზიტიური ადამიანია. მე ყოველთვის ვიცი, როდის იცინის, როდის არის გაბრაზებული, როდის არის აღფრთოვანებული. შეუძლებელია, ადამიანი გიყვარდეს და მის სახეზე ვერ წაიკითხო თითოეული ემოცია”, – გვეუბნება სალომე ნიკოლეიშვილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










