რა არის, გულის უკმარისობა?
„გულის უკმარისობა გახლავთ კომპლექსური კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება და ვითარდება ისეთი ფუნქციური დარღვევის შედეგად, რომელიც ახლავს გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებას…“
რა არის, გულის უკმარისობა?
„გულის უკმარისობა გახლავთ კომპლექსური კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება და ვითარდება ისეთი ფუნქციური დარღვევის შედეგად, რომელიც ახლავს გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებას…“
ვიდეო დამკვრელი
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხელ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი როლი უკავია.
სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, სამუშაო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის ასოციაციისა და კლინიკების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა. შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს.
კვლევა მცირემაშტაბიანი იყო, ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, სკანირებისას და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიისას აღარ აღმოჩნდა. ყოველი პაციენტი ერთი და იმავე წამალს იღებდა.
სტატიაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, სლოუნ–კატერინგის სახელობის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ექიმი, ლუის დიასი კვლევის შედეგებს აღწერს და ამბობს, რომ არ იცის არცერთი მსგავსი კვლევა ამ სფეროში, როცა მკურნალობამ ყოველ პაციენტში კიბოს განადგურება გამოიწვია.
“ჩემი აზრით, ეს კიბოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა“ – ამბობს ექიმი დიასი.
ექიმი ალან ვენჩუკი კალიფორნიის სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, რომელიც კოლორექტალური კიბოს სპეციალისტია, კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ისიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ყოველ პაციენტში სრული რემისია აქამდე არგაგონილი ფაქტია.
კვლევაში მონაწილე პაციენტებს სწორი ნაწლავის კიბოთი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია უნდა გაეკეთებინათ და ნაწილს ალბათ, ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდებოდა, რასაც შეიძლებოდა ნაწლავის დისფუნქცია, შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია გამოეწვია.
მათ კვლევის დაწყების წინ ეგონათ, რომ როცა ის დამთავრდებოდა, ყველა ჩამოთვლილი პროცედურის გავლა მოუწევდათ, რადგან სინამდვილეში არავინ ელოდა, რომ სიმსივნე გაქრებოდა.
თუმცა, მათ სიურპრიზი ელოდათ: შემდგომი მკურნალობა აღარ გახდა საჭირო.
“ბედნიერების ბევრი ცრემლი იყო “– ამბობს ექიმი ანდრეა ჩერჩეკი, სლოუნ–კეტერინგის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ონკოლოგი, რომელიც ასევე არის ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.
მისი თქმით, ერთ–ერთი სიურპრიზი ისიც იყო, რომ მკურნალობის პროცესში არცერთ პაციენტს კლინიკურად მნიშვნელოვანი გართულება არ ჰქონია.
საშუალოდ ყოველ მეხუთე პაციენტს რაიმე გვერდითი რეაქცია აქვს ისეთ წამალზე, რომელსაც პაციენტები ამ კვლევაში იღებდნენ. ეს არის დოსტარლიმაბი, რომელიც ცნობილია, როგორც საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორი. წამალს პაციენტებს ექვსი თვის მანძილზე ყოველ სამ კვირაში ერთხელ აძლევდნენ. მისი ერთი დოზის ფასი დაახლოებით, 11 000 დოლარია. ის კიბოს უჯრედებს გამოააშკარავებს და იმუნურ სისტემას მათი იდენტიფიცირების და განადგურების საშუალებას აძლევს.
სარედაქციო სტატიაში, რომელიც კვლევის შესახებ სტატიას თან ახლავს, ექიმი ჰანა სანოფი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კომპლექსური ონკოლოგიის ცენტრიდან, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა კვლევაში, მას უწოდებს “მცირეს, მაგრამ დამაჯერებელს“ თუმცა დასძენს, რომ გაურკვეველია, განიკურნენ თუ არა პაციენტები სამუდამოდ.
“ძალიან ცოტაა ცნობილი იმ დროის პერიოდის შესახებ, რომელიც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ კლინიკური პასუხი დოსტარლიმაბზე ნამდვილად განკურნებაა“– წერს ის სარედაქციო სტატიაში.
ამ კვლევაში მონაწილე პაციენტები მერკის მიერ დამზადებულ საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორს, ტემბროლიზუმაბს იღებდნენ თითქმის ორი წლის მანძილზე. სიმსივნე შემცირდა ან დასტაბილურდა პაციენტების მესამედიდან ნახევარში, და მათი სიცოცხლე გახანგრძლივდა. კიბო სრულად გაქნა კვლევის მონაწილეთა 10%–ში.
ამან ექიმები ჩერჩეკა და დიასი დააფიქრა, რა მოხდებოდა, თუ წამალს ბევრად ადრე გამოიყენებდნენ, ვიდრე კიბო ორგანიზმში ფართოდ გავრცელდებოდა.
საბოლოოდ, მათ არჩევანი შეაჩერეს ისეთი პაციენტების მკურნალობაზე, რომლებსაც სწორი ნაწლავის კიბო ადგილობრივად ჰქონდათ განვითარებული – სიმსივნე, რომელიც სწორ ნაწლავში, ზოგჯერ ლიმფურ კვანძებში იყო, თუმცა არა სხვა ორგანოებში.
ექიმმა ჩერჩეკმა შენიშნა, რომ ქიმიოთერაპია ვერ დაეხმარა პაციენტთა ნაწილს, ვისაც იგივე მუტაციები ჰქონდათ, როგორიც 2017 წელს კვლევაში მონაწილე პაციენტებს. იმის ნაცვლად, რომ შემცირებულიყო, მკურნალობის პროცესში მათი რექტალური კიბო გაიზარდა.
ექიმებმა ივარაუდეს, რომ საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორით იმუნოთერაპიას შესაძლოა ასეთი პაცენტებისთვის ქიმიოთერაპიისგან, სხივებისა და ქირურგიული ჩარევისგან თავის არიდების საშუალება მიეცა.
ექიმმა დიასმა ინჰიბიტორების მწარმოებელ კომპანიას ჰკითხა, ხომ ვერ შეძლებდნენ ისინი პატარა კვლევის დაფინანსებას, თუმცა უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ეს კვლევა მეტისმეტად სარისკო იყო. ექიმ დიასს და ექიმ ჩერჩეკს უნდოდათ პრეპარატი იმ პაციენტებისთვის მიეცათ, რომელთა განკურნება მკურნალობის სტანდარტული მეთოდებით შესაძლებელი იყო.
“ძალიან ძნელია სამედიცინო დახმარების სტანდარტის შეცვლა. მთელი სტანდარტული სამედიცინო მანქანა ოპერაციაზეა კონცენტრირებული“ – ამბობს ექიქმი დიასი.
ბოლოს და ბოლოს, პატარა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ – Tesaro–მ თანხმობა განაცხადა კვლევა დაეფინანსებინა, თუმცა ის მსხვილმა კომპანიამ – GlaxoSmithKline–იყიდა. ექიმ დიასს ახლა ამ კომპანიის დარწმუნება მოუწია, რომ პატარა კვლევა დაეფინანსებინა.
მათი პირველი პაციენტი 38 წლის საშა როტი იყო. პირველად მან რექტალური სისხლდენა 2019 წელს შენიშნა, თუმცა მთლიანობაში თავს ნორმალურად გრძნობოდა. ქალი იხსენებს, როგორ დაუსვეს კიბოს დიაგნოზი და რა მძიმე დარტყმა იყო ეს მისთვის.
მალე მას ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო, თუმცა მეგობარმა დაიჟინა, რომ ჯერ ექიმ ფილიპ პატის ესტუმრებოდა. ექიმმა პატიმ აუხსნა საშა როტის, რომ მისი აზრით, სიმსივნე იმ მუტაციას შეიცავდა, რომლის გამოც სავარაუდოდ, ქიმიოთერაპიას ეფექტი არ ექნებოდა. გაირკვა, რომ როტს ჰქონდა უფლება კლინიკურ კვლევაში მიეღო მონაწილეობა. მას რომ ქიმიოთერაპიით მკურნალობა დაეწყო, დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა.
კლევაში ჩართვის მიუხედავად, სამომავლოდ, ახალგაზრდა ქალი ნიუ-იორკში გადასვლას გეგმავდა, რათა ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსები დაეწყო და არც ქირურგიულ ჩარევას გამორიცხავდა კვლევის დასრულების შემდეგ, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ კვლევის ფარგლებში მკურნალობას შედეგი ექნებოდა, თუმცა მოხდა დაუჯერებელი ამბავი:
კვლევის დასრულების შემდეგ მას უთხრეს, რომ მისი კიბო სრულად გაქრა და შემდგომი მკურნალობა აღარ სჭირდებოდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, და მის ორგანიზმში კიბო აღარ გამოჩენილა.
ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია და რადიაცია, რასაც მოჰყვება სწორი ნაწლავის ქირურგიული რეზექცია, არის სტანდარტული მკურნალობა ლოკალურად განვითარებული სწორი ნაწლავის კიბოსთვის. სწორი ნაწლავის კიბოს ქვეჯგუფი გამოწვეულია შეუსაბამობის აღდგენის დეფიციტით. იმის გამო, რომ შეუსაბამობის შეკეთება-დეფიციტური კოლორექტალური კიბო პასუხობს დაპროგრამებულ სიკვდილს 1 (PD-1) ბლოკადას მეტასტაზური დაავადების კონტექსტში, გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ საკონტროლო პუნქტის ბლოკადა შეიძლება ეფექტური იყოს პაციენტებში შეუსაბამობის აღდგენის დეფიციტით, ლოკალურად განვითარებული სწორი ნაწლავის კიბოთი.
ჩვენ დავიწყეთ პერსპექტიული მე-2 ფაზის კვლევა, რომელშიც ერთ-აგენტიანი დოსტარლიმაბი, ანტი-PD-1 მონოკლონური ანტისხეული, შეყვანილი იყო ყოველ 3 კვირაში 6 თვის განმავლობაში პაციენტებში, რომელთაც აქვთ შეუსაბამობის აღდგენა-დეფიციტური სტადიის II ან III სწორი ნაწლავის ადენოკარცინომა. ამ მკურნალობას უნდა მოჰყვეს სტანდარტული ქიმიორადიოთერაპია და ქირურგია. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ კლინიკური სრული პასუხი დოსტარლიმაბის თერაპიის დასრულების შემდეგ, განაგრძობდნენ ქიმიორადიოთერაპიისა და ოპერაციის გარეშე. პირველადი საბოლოო წერტილები არის მდგრადი კლინიკური სრული პასუხი დოსტარლიმაბის თერაპიის დასრულებიდან 12 თვის შემდეგ ან პათოლოგიური სრული პასუხი დოსტარლიმაბის თერაპიის დასრულების შემდეგ ქიმიორადიოთერაპიასთან ან მის გარეშე და საერთო პასუხი ნეოადიუვანტურ დოსტარლიმაბის თერაპიაზე ქიმიორადიოთერაპიასთან ან მის გარეშე…
საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
“ძალიან დატვირთული დღეები მელოდება… 23 საავადმყოფოში მაქვს შეხვედრები. “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტები ჩამოდიან. გვექნება შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან და საავადმყოფოების მფლობელებთან.
ასევე გვექნება შეხვედრა ტელევიზიებთან და რადიოსთან, რადგანაც მედიაჰოლდინგი შენი》ძალიან გაძლიერდა. იქნება ხელმოწერა მემორანდუმებზე სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
ეს ორი კვირა იქნება ძალიან დატვირთული და არ ვიცი როგორ მოვასწრებ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
მიხარია, რომ მოვდივარ და წარმატებული პროექტები მომაქვს საქართველოში. დიახ, ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი და ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ააშენოს ძლიერი ჯანდაცვა”, – ამბობს გიორგი დხაკაძე.

მადლიერი პაციენტი.
„ექიმი თუ ხარ უნდა იყო ისეთი, რომ ერთი შეხედვით შეგეძლოს ადამიანის მონუსხვა, ასეთი სათნო, ლმობიერი, თბილი ადამიანი არის მცოდნე თავისი სპეციალობის, ონკოლოგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი, გადამარჩინა და მომაბრუნა იმ ქვეყნიდან. მთელი დარჩენილი სიცოცხლე ვალდებული ვარ, მადლიერება გამოვხატო ამ შესანიშნავი ექიმის მიმართ, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ადამიანების გადასარჩენად!“ – თქვენი მადლიერი პაციენტი თინათინ ნებიერიძე.

ჰიდრონეფროზი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?
იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია საუბრობს:
„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა მარტივად არის შესაძლებელი, ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს ნიშნავს იმას, რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან.
იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს.
ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, მწვავე სურდოს, გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექ-ციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს.
ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა.
ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ანთებაა. ადამიანს სულ ოთხი წყვილი წიაღი აქვს, ესენია: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არის მოთავსებული, ასევე შუბლის წიაღები, ძირითადი ძვლის წიაღები (მოთავსებულია თავის ქალას შუა ნაწილებში) და ეთმოიდური წიაღები (განლაგებულია ცხვირის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში). ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარებით. ჰაიმორის წიაღის ანთებით პროცესს ჰქვია ჰაიმორიტი.