ორშაბათი, მაისი 11, 2026

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ?

გრი­პი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლია A და B ტი­პის ვირუ­სე­ბით. გრი­პი ზო­გა­დად მწვა­ვე, თვით­ლი­მი­ტი­რე­ბა­დი ინ­ფექ­ცი­აა, თუმ­ცა ის შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მძი­მე­დაც და გარ­თულ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით და დას­რულ­დეს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი­თაც,

სიმპტო­მე­ბით გრი­პი ჰგავს გა­ცი­ე­ბას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ასე­ვე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა და შე­სა­ბა­მი­სად არის გა­დამ­დე­ბიც. ამი­ტომ მიდ­გო­მა – „მხო­ლოდ გა­ცი­ე­ბუ­ლი ვარ“ და გა­დამ­დე­ბი არ ვარ, სრუ­ლი­ად არას­წო­რია.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი გადაწყვეტილება“-ზურაბ აზარაშვილი

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჩვენ უზრუნველვყოთ მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური მომსახურებით ჩვენი მოქალაქეები. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც შეგვიძლია, სამედიცინო უნივერსიტეტთან კოორდინაციით, მძლავრი სახელმწიფო კლინიკა შევქმნათ, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, გავრცელებულ სპეკულაციებსაც უპასუხა. აღნიშნა, რომ კოვიდის პერიოდში ქვეყანა სხვა რეალობის წინაშე იდგა, შესაბამისად, მაშინ, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები, სწორედ პანდემიური პირობებიდან გამომდინარე ჩატარდა.

„ის, რომ რამდენიმე წლის წინ კოვიდის პერიოდში, იქ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, ეს არ ნიშნავს გრძელვადიან გადაწყვეტას. თუ შევაფასებთ კლინიკის მდგომარეობას, სხვადასხვა დასკვნების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას აშენდება 500 საწოლზე გათვლილი, მძლავრი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც იქნება მრავალპროფილური და ასევე ერთ-ერთი დასაყრდენი და ბაზა სამედიცინო უნივერსიტეტისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე თანამშრომლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

„მე რამდენჯერმე მქონდა მცდელობა შეხვედრის. ერთ-ერთი, ბოლო მცდელობა იყო ერთი კვირის წინაც და კონკრეტულად შეთანხმებულ დროს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რადგან ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ შეხვედრა დამოკიდებული ყოფილა მთავრობის იმ გადაწყვეტილების გაუქმებასთან, რაც ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გვაქვს მიღებული. თუმცა, აქ კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ეს არის უალტერნატივო გამოსავალი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, შეიძლება სახელმწიფოებრივად ჩვენ გავაკეთოთ და გრძელვადიანად, ჩვენ ქვეყანას დავუტოვოთ მძლავრი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც ასევე იქნება ძალიან ძლიერი კონკურენტი კერძო სექტორისთვის.

თანამშრომლებთან შეხვედრებისთვის, ყოველდღიურად, საღამოს 6 საათზე სპეციალური ჯგუფია გამოყოფილი, რომელიც ნებისმიერ თანამშრომელს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეხვდება. ისინი იქ არიან ყოველდღიურად, ელოდებიან და რამდენადაც ვიცი ბოლო დღეებში აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დეპუტატების კითხვებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამჟამინდელ მდგომარეობასა და ახალი კლინიკის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც უპასუხა.
„რესპუბლიკურის სარდაფის ნახვას ვერ შემოგკადრებთ და ვერ შემოგთავაზებთ რომ ერთად გვენახა. იქ არსებულ სიტუაციას კლინიკასთან თუ შეიძლება რამე საერთო ჰქონდეს. აქ იგულისხმება კანალიზაცია, ჩამდინარე წყლები, სადრენაჟე წყლები, თუ ყველანაირი ტიპის ნაგავი ასე ვიტყოდი, რაც ორი სართულის სიმაღლეზე იქ არის. ის, რასაც თქვენ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ნახულობდით იყო ათეულობით წლის წინ, ახლა წლებია იქ ჩასვლა საერთოდ აკრძალულია“, – უპასუხა ზურაბ აზარაშვილმა ნატო ჩხეიძეს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს სარდაფში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, როგორც დემონტაჟი, ასევე პროექტთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს ასიგნებებიდან ანაზღაურდება. თუმცა, თუ იქნება ამის საჭიროება, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის აღნიშნული პროექტი დააფინანსოს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„მძიმედ მიმდინარეობს ორ წლამდე და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. ფიქსირდება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც კორონავირუსი“-ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩამოყალიბებული პიკია. ყველაზე ხშირად გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც დადასტურებული შემთხვევების 24%-ია. ასევე, ფიქსირდება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც კორონავირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. მოსალოდნელია სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა ისევ გაგრძელდეს და ალბათ მარტის ბოლომდე, რასაც სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მიმართვიანობა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის როგორც ჯანდაცვის ცენტრებში, ისე კლინიკებში დარჩეს მაღალი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“.

„ვინც განცხადებებს აკეთებდა, თითქოს, ჩვენ ხელს ვუწყობდით უხარისხო მედიკამენტების ქვეყანაში შემოსვლას, თვითონ შემოჰქონდათ უხარისხო მედიკამენტები“-აზარაშვილი

იყო სპეკულაციები, თითქოს, კონკრეტული მედიკამენტის შემცვლელებთან მიმართებაში, ხარისხს ვერ ვაკონტროლებდით და რეფერენტული ფასწარმოქმნით, მოტივაცია შევუქმენით, იაფფასიანი, აზიური მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლასა და მათ ძვირად გაყიდვას. ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვინც განცხადებებს აკეთებდა, თითქოს, ჩვენ, ხელს ვუწყობდით უხარისხო მედიკამენტების ქვეყანაში შემოსვლას, თვითონ შემოჰქონდათ უხარისხო მედიკამენტები. ეს, უბრალოდ, უხერხულია და ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს, ეტაპობრივად, უკვე აღვკვეთეთ და გავაგრძელებთ პრევენციას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე.

მისივე განცხადებით, სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, ბოლო თვეების განმავლობაში, მოხდა მაღალრისკიანი ქვეყნების იდენტიფიცირება, სადაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ადგილზე ამოწმებს ყველა იმ საწარმოს, რომლებიდანაც საქართველოში, მედიკამენტების იმპორტი ხორციელდება.

„ზუსტად, ამ ყველაფრის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში, როგორც კი მთავრობა დამტკიცდება, წარმოვადგინოთ შესაბამისი ცვლილებები – სამწუხაროდ, დაფიქსირებულია ფაქტები, რომ რამდენიმე მაღალრისკიანი ქვეყნიდან, მედიკამენტების შემოტანა ხდება დაუფასოებელ და თხევად მდგომარეობაში, შემდეგ კი აქ ხდება დაფასოება. ასეთი ტიპის, საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა და წარმოება შეიზღუდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„პანდემიამ და ასევე სხვადასხვა რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება“-ზურაბ აზარაშვილი

„პანდემიამ და ასევე სხვადასხვა რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ 2023 წელს ძალიან გავააქტიურეთ ორ დიდ სახელმწიფო კლინიკაში, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ყველა საჭირო სამედიცინო სერვისებით აღჭურვისა, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესი“, – აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ძირითადი სამედიცინო მიმართულებები დაემატა და სერვისით უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა.

„ათასობით ადამიანმა სამეგრელოს რეგიონიდან უკვე მიიღო კლინიკაში მომსახურება. ასევე, ყველაზე კარგია ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც ასეულობით ადამიანი ჩამოდის და იღებს სამედიცინო სერვისს. ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია რაც კეთდება და იქაც მძლავრად არის სახელმწიფო კლინიკა წარმოდგენილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს.

“განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე – ონკოქირურგიის სერვისები.

2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანი, თითოეული ბენეფიციარისთვის მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ უკანასკნელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 12 მილიონი ლარი იქნება და დაახლოებით, 150 მსურველი დაფინანსდება“, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პროგრამა გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისა და სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, გადამზადების ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება შერჩეული მიმართულების ხანგრძლივობაზე.

პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წლიდან იგეგმება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა

„გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მოეწყობა. მშენებლობის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, წელს უკვე დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემა. პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა“

პრიორიტეტული რჩება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვა, დიალიზის, ტრანსპლანტაციის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დაიწყო და სერვისი 12 რეგიონში დაემატა.

„პროგრამის გაფართოება, 2022 წლის აპრილში დავაანონსეთ. მალევე, მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. 2023 წლის დეკემბრიდან, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილსა და ხულოში. უახლოეს მომავალში, მომსახურების მიღება იწყება და წლის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ჭიათურაში, საგარეჯოში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორში, კასპსა და დედოფლისწყაროში. შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება გეოგრაფიული მოცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო. ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

“თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით – შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.

მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.

საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა.

შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:

1. იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები – ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
2. იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი – ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
3. იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები – ადაზალ ნეო (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
4. იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი – არიპრადა;
5. იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი – ზინასენი N60;
6. იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი – ლორნიკუსი ამპულა N1;
7. იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები – ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
8. იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი – ტრეპარინი.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს – მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას.

ვრცლად: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1446

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights