სამშაბათი, მაისი 12, 2026

მკვეთრად გაიზარდა ახალგაზრდებში კიბოს შემთხვევები – The Wall Street Journal

ოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ჟურნალ BMJ Oncology-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ კიბოს ახალი შემთხვევები 50 წლამდე ადამიანებში გახშირდა. შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 12,8 პროცენტით გაიზარდა 2000 წლიდან 2019 წლამდე – ნათქვამია კვლევაში. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მემორიალ სლოან კეტერინგის კიბოს ცენტრში კუჭ-ნაწლავის კიბოს ადრეული გამოვლინების მქონე პაციენტებისთვის პროგრამის ხელმძღვანელი, ანდრეა ჩერჩეკი ვარაუდობს, რომ კიბოს მქონე პაციენტების ასაკის შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს გარემოს, თანამედროვე საკვების და მედიკამენტების ცვლილებებთან. თუმცა, ექიმებმა აღნიშნეს, რომ ეს ფაქტორები სრულად ვერ ხსნიან მიზეზებს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ყინულში გამომწყვდეული უძველესი „ზომბი ვირუსები” შესაძლოა, „გაცოცხლდნენ” – შეუძლიათ ახალი სასიკვდილო პანდემია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ან­ტარ­ქტი­დის და არ­ქტი­კის ყი­ნუ­ლის დნო­ბამ შე­საძ­ლოა, უძ­ვე­ლე­სი ვირუ­სე­ბი გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­დეს.

ჩვენ ახლა ხელ­შე­სა­ხე­ბი საფრ­თხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და მზად უნდა ვი­ყოთ მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად”, – გა­ნუ­ცხა­და Guardian-ს მარ­სე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის და გე­ნო­მი­კის პრო­ფე­სორ­მა, ჟან-მი­შელ კლა­ვე­რიმ.

ექ­სპერ­ტე­ბი უკვე თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ არ­ქტი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რომ შექ­მნან მო­ნი­ტო­რინ­გის ქსე­ლი, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ად­რე­ულ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

ქსე­ლი ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­კა­რან­ტი­ნო ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნას და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თათ­ვის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს, მათ შორის გადამდები პაციენტების რეგიონის დატოვების პრევენციას.

ე.წ. მე­თუ­ზა­ლა­ჰის მიკ­რო­ბებს, ცნო­ბილს, რო­გორც “ზომ­ბი ვირუ­სებს” შე­უძ­ლი­ათ, გა­ყი­ნულ ნი­ა­დაგ­ში ათი­ა­თა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იცო­ცხლონ, რომელიც მოიცავს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თითქმის 20%-ს.

„ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვი­ცო­დეთ, რომ ის ცი­ვია, ბნე­ლი და ჟანგბა­დი აკ­ლია, რაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის შე­სა­ნა­ხად შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­რო­ბე­ბია”, – თქვა კლა­ვე­რიმ. “შე­იძ­ლე­ბა იო­გურ­ტი ჩა­ტო­ვო ყი­ნულ­ში და 50 000 წლის შემ­დე­გაც კი საკ­ვე­ბად გა­მო­სა­დე­გი იყოს”.

მეცნიერები თვლიან, რომ მუდმივი ყინვის ღრმა ფენებში შეიძლება მოხდეს ვირუსების შენარჩუნება, რომლებიც ბინადრობდნენ დედამიწაზე მილიონამდე წლის წინ, როგორც ვარაუდობენ, პლანეტაზე პირველად გამოჩნდნენ დაახლოებით 300 000 წლის წინ.

„ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა შე­საძ­ლოა არას­დროს ყო­ფი­ლა ზო­გი­ერთ ამ მიკ­რობ­თან კონ­ტაქ­ტში და ეს კი­დევ ერთი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი რა­მაა… ის სცე­ნა­რი, რომ შე­საძ­ლოა ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბის უც­ნო­ბი ვირუ­სი ჩვენ­თან დაბ­რუნ­დეს, ახლა უკვე რე­ა­ლუ­რი გახ­და”, – გა­ნა­ცხა­და კლა­ვე­რიმ.

ვირუ­სო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ “ზომ­ბი ვირუ­სის” გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის სიმ­ცი­რეს­თან ერ­თად, შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მა­ინც არ­სე­ბობს.

„არ ვი­ცით ყი­ნულ­ში რა ვირუ­სე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი. ვფიქ­რობ, იმის რე­ა­ლუ­რი რის­კი არ­სე­ბობს იმისა, რომ ის რა­ი­მე პან­დე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გახ­დეს, მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის უძ­ვე­ლე­სი ფორ­მის”, – აცხა­დებს ვირუ­სო­ლო­გი მა­რი­ონ კუპ­მან­სი ერას­მუ­სის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

სასწრაფოს ექიმებმა შუახნის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავეს

„თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმატება.
გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ.
ბრიგადის ექიმების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია. პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.
გვეამაყება: პარამედიკოსი – ირაკლი ხეჩიკაშვილი, უმცროსი ექიმი – სალომე ჩიკვაიძე, მძღოლი – სიმონ მამაიაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”

როგორ დავჯდეთ სწორად სამუშაო მაგიდასთან – ერგონომიული რჩევა თქვენი ხერხემლის ჯანმრთელობისთვის

სახლიდან მუშაობისას შეზღუდვებს არავინ გვიწესებს. ხშირად ვართ მოკალათებული სავარძელში ან კომფორტულად ვწევართ დივანზე. თუმცა უმეტესად გვავიწყდება, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის გარკვეული პოზები შეიძლება კომფორტული, თუმცა საზიანოა. მაგალითად, ჯდომისას ბეჭებში მოხრა, რაც გრძელვადიან პერსეპქტივაში იწვევს ხერხემლის გამრუდებას.

იმისათვის, რომ აირიდოთ სხვადასხვა სახის ტკივილები, მოგცემთ სასარგებლო ერგონომიულ რჩევს, რომელიც სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას გამოგადგებათ:

  • არ გქონდეთ ფეხები დაკიდულ მდგომარეობაში

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სმენა ზიანდება – „არ შეიძლება დინამიკების ამხელა ხმის ქვეშ…“

რა გავლენა აქვს ბავშვების სმენაზე რესტორნებსა და დაბადების დღის ცენტრებში მაღალ ხმაზე ჩართულ მუსიკას

საუბრობს ოტორინოლარინგოლოგი არჩილ წულაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“

„ბავშვებს ისეთ ხმაურიან გარემოში ვამყოფებთ, თუ დავფიქრდებით, რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს ეს მათი სმენისთვის, ალბათ, თავადაც რეაქცია გვექნება. მაგალითად, დაბადების დღის ცენტრებში, რესტორნებში, მშობელმაც ყურადღება მიაქციოს და ამ დაწესებულებების მფლობელებმაც.

დადგება დრო, ჩვენთან დეციბელების კონტროლი აუცილებლად დაინერგება. არ შეიძლება დინამიკების ამხელა ხმის ქვეშ ამდენი ბავშვი შეკრიბო და დაბადების დღე გადაუხადო. ამ დროს სმენა ზიანდება“.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს და აკნეს ზამთარში – ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგთან

შემოდგომაზე ჩვენი კანი ნელ-ნელა კარგავს ბზინვარებას. ზამთრის სუსხი კი ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ცივ პერიოდში სრულიად უნდა შეიცვალოს თავის მოვლის რუტინა, მით უფრო მაშინ, თუ ცხიმიანი კანი გვაქვს და აკნე გვაწუხებს.

კონკრეტულად როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში კანს, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ და რა პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ? – ამ საკითხებზე „ბათუმელები” ექიმ-კოსმეტოლოგ, ბაია კონდრატიევას ესაუბრა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

7 რჩევა, როგორ მივიღოთ ნაკლები მარილი

მარილის მოხმარების შემცირება ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.ნატრიუმის ქლორიდის, ან უბრალოდ მარილის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის დღეში არის 5 გ – ეს არის დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. ამდენი მარილი სჭირდება ორგანიზმს წყლისა და მინერალური ბალანსის შესანარჩუნებლად, ნერვული იმპულსების გასატარებლად და კუნთების მუშაობისთვის.

იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიურ მენიუში აუცილებელია იოდიზებული მარილი და იოდის შემცველი საკვების შეტანა. თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს მინიმუმ 150 მიკროგრამი იოდი დღეში – იოდის ეს მოთხოვნილება მარტივად შეიძლება დაიფაროს თქვენს დიეტაში ჩვეულებრივი მარილის იოდირებული მარილით ჩანაცვლებით.

რა მარტივი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება მარილის ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად:

საფეხურები:

მოაყარეთ მარილი კერძს არა ხარშვისას, არამედ ჭამის წინ. ამ შემთხვევაში გემოვნების რეცეპტორები მაშინვე მიიღებენ მარილიანობის სიგნალს. თუ მოხარშვის დროს საჭმელს აზავებთ, მარილის გემო ნაკლებად მკვეთრად გამოიხატება და ორგანიზმი მას მაშინვე ვერ „იცნობს“. აქედან გამომდინარე, მარილის მოყვარულთა შორის მოხარშულ საკვებში ჭარბი მარილის დამატების ტენდენციაა.

მოაცილეთ სამარილე სასადილო მაგიდიდან. ხშირად ჩვენ ჩვევის გამო ვაყრით მარილს საკვებს დაუფიქრებლად (და არც კი ვსინჯავთ). თუ მარილი ხელთ არ არის, შეიძლება არ გაგახსენდეთ.

მოერიდეთ მარილიან სნექებს და ფასტფუდებს. თხილი, ჩიფსები, მშრალი სუპები, კარტოფილის პიურე კატეგორიიდან „უბრალოდ დაამატეთ წყალი“ ჩვეულებრივ უზრუნველყოფილია სანელებლებისა და სხვა საკვები დანამატების ნარევით, რომლებიც შეიცავს უამრავ მარილს. თუ ასეთ საკვებზე უარს იტყვით, დიეტა გაცილებით ჯანსაღი გახდება.

დაკონსერვებული ბოსტნეულის გამოყენებისას ჯერ მარილწყალიდან გაავლეთ უბრალო წყალში. და თუ ახალი ბოსტნეული ხელმისაწვდომია, უმჯობესია მათ მიანიჭოთ უპირატესობა.

მოძებნეთ დაბალი ნატრიუმის მარილი. ახლა მაღაზიებში არის მარილიანი პაკეტები, სადაც ნატრიუმის ქლორიდის ნაწილი იცვლება კალიუმის და მაგნიუმის ნაერთებით. ასეთი პროდუქტი ბევრად უფრო სასარგებლოა. ასევე, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უხეში ზღვის მარილი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის მარილი. მასში ნატრიუმის შემცველობის პროცენტი უფრო დაბალია, ხოლო ქიმიური შემადგენლობა უფრო მდიდარია, იმის გამო, რომ დიდ კრისტალებში მეტი ნარჩენი ტენიანობაა.

შეცვალეთ მარილის ნაწილი თქვენს დიეტაში სურნელოვანი მწვანილებით. ყველასთვის ნაცნობი კამა, ოხრახუში, ნიახური და მწვანე ხახვი, ისევე როგორც უფრო ეგზოტიკური რეჰანი, ქონდარი, როზმარინი, მაიორანი, ჯანჯაფილი კერძების გემოს უფრო მძაფრს და საინტერესოს გახდის. გარდა ამისა, მწვანილი არის ანტიოქსიდანტების წყარო, რომელიც კარგად მოემსახურება იმუნურ სისტემას.

გაამრავალფეროვნეთ თქვენი დიეტა კალიუმით მდიდარი საკვებით (ბანანი, კარტოფილი, ისპანახი). კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი მარილის სწრაფად მოცილებას.

წყარო: rogor.ge

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

2024 წლის პროგრამების ფარგლებში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა.

სამინისტროს ცნობით, 2024 წლის პროგრამების ფარგლებში 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება. კერძოდ, ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია; კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები; ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია; მხედველობის ორგანოს სკრინინგი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი; ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება; ბავშვთა აბილიტაცია; მაღალტექნოლოგიური კვლევები; დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა; ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.

აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს.

ადამიანს შავი ჭირი დაუდასტურდა…

შავი ჭირი შეიძლება წარსულთან ასოცირდება, მაგრამ ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია კიდევ არსებობს და მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აინფიცირებს; აშშ-ში მისი შემთხვევები შედარებით იშვიათია.

ორეგონის შტატში შავი ჭირის შემთხვევა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა; ოფიციალურ უწყებათა განცხადებით, დაავადება ადამიანზე სავარაუდოდ შინაური კატისგან გადავიდა, რომელსაც ასევე ჰქონდა სიმპტომები.

ორეგონის ჯანდაცვის ოფიცრის, რიჩარდ ფაუსეტის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც შავი ჭირი კატისგან გადაედო, ძალიან ცუდად გახდა.

როგორც წესი, ამ სახის ინფექციები გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება, აღენიშნებათ დაღლილობა, ცხელება, შემცივნება და თავის ტკივილი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი კი, 2.6%-ია“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 66,5%-ის ხელფასი 1200-ლარზე ნაკლებია, ქართველი ექთნების 37.5% 50 წელს გადაცილებულია, საქართველოს რეგიონების კლინიკებს კი, იმაზე ორჯერ ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იყო შემდეგი საკითხები:

  • სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა;
  • დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება;
  • დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია.

აუდიტი, სახელმწიფოს 3 ძირითად რეკომენდაციას აძლევს:

  • ადამიანური რესურსების საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვის გაუმჯობესება;
  • ადამიანური რესურსების პროფესიული კვალიფიკაციის გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ჯანდაცვის სისტემაში ექთნების კომპეტენციების, აღიარებისა და როლის გაზრდა.

აუდიტის ძირითადი მიგნებები ასეთია:

  • 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში;
  • 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში.
  • ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის. საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია: 2021 წელს ქვეყანას 100,000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს.
  • 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში აქტიური ექთნების რაოდენობამ შეადგინა 20,756, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი რაოდენობა. OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი 38 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე უნდა მოდიოდეს 880 ექთანი. საქართველოში 2022 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 563 ექიმი მოდიოდა.
  • ექიმების სიჭარბის და ექთნების სიმწირის გარდა, პრობლემაა სამედიცინო კადრების არათანაბარი განაწილებაც: თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით, 15,000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights