კოვიდის გადატანა არ გიცავთ მომავალი ინფექციებისგან!
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კოვიდის გადატანა არ გიცავთ მომავალი ინფექციებისგან!
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
NASA-მ დედამიწის ზღვის მიკროსკოპული სიცოცხლისა და პაწაწინა ატმოსფერული ნაწილაკების შესასწავლად ახალი მისია დაიწყო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი სატელიტი PACE ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 კანავერალის კონცხიდან გაიყვანა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ PACE-ის დახმარებით უკეთ გაერკვევიან იმაში თუ რა გავლენას ახდენს ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები პლანეტაზე.
კერძოდ, მისია დაადგენს აეროზოლების, ღრუბლებისა და ფიტოპლანქტონის, როგორც ოკეანის სიჯანსაღისა და გლობალური დათბობის ინდიკატორებს. PACE-ს მისია 3 წელზეა გათვლილი, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მას საკმარისი საწვავი აქვს 10-წლიანი მუშაობისთვის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როდესაც ლუკასს ექვსი წლის ასაკში თავის ტვინის იშვიათი ტიპის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პროგნოზი ყველასთვის აშკარა იყო.
ფრანგი ექიმი ჟაკ გრილი ცრემლებს დღესაც ვერ მალავს, როცა იხსენებს, როგორ უნდა ეთქვა ლუკასის მშობლებისთვის, რომ მათი ვაჟი დაიღუპებოდა.
თუმცა, მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, ლუკასი ახლა 13 წლისაა და მის თავში კიბოს კვალიც კი აღარ არის დარჩენილი.
ბელგიელი ბიჭი პირველი ბავშვია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კიბოსგან — თავის ტვინის ღეროს გლიომასგან (DIPG) განიკურნა.
„ლუკასმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და გადარჩა“, — ამბობს გილი, პარიზის გუსტავ რუსის კიბოს ცენტრის თავის ტვინის სიმსივნეების პროგრამების ხელმძღვანელი.
ამ ტიპის კიბოს დიაგნოზს მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ბავშვს უსვამენ, საფრანგეთში კი 100-ს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. აღნიშნული მაჩვენებლიდან ხუთიდან ორზე მეტი გამოწვეულია გულის შეტევით და ინსულტით. მათი ერთი მესამედი კი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.
ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.
მას შეუძლია აჩვენოს გულის შეტევის რისკი, არტერიების შევიწროების ინფორმაცია და სხვა კლინიკური რისკფაქტორები.
ხშირად, როდესაც ადამიანი გულმკერდის ტკივილს უჩივის, ექიმი მას გულის CT სკანირების რეკომენდაციას აძლევს, თუმცა ამ შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში მნიშვნელოვანი შევიწროების ნიშანი არ იკვეთება, რის გამოც პაციენტები შემდგომ გამოკვლევას აღარ მიმართავენ.
მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც კორონარულ არტერიებში შესამჩნევი შევიწროება აქვთ, უფრო მეტად განიცდიან გულის შეტევებს, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შევიწროების არმქონე პაციენტებში ორჯერ უფრო ხშირია გულის შეტევითა და პრობლემებით გამოწვეულ სიკვდილიანობა.
“ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – თქვა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა – პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.
სწორედ აქ ვლინდება ხელოვნური ინტელექტის როლი. მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა ახალი ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებსა და სხვა კლინიკურ ფაქტორებს და აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.
თითქმის რვა წლის განმავლობაში 3393 პაციენტზე ტესტების ჩატარების შემდეგ, AI ინსტრუმენტმა დამოუკიდებლად და ზუსტად შეძლო გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკის პროგნოზირება.
როგორც გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის შეხედულების საფუძველზე, კლინიცისტების 45%-მა შეცვალა მკურნალობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი AI ინსტრუმენტი შეიძლება გულმკერდის ტკივილების მქონე პაციენტების მკურნალობის დანიშვნაში გადამწყვეტი საშუალება გახდეს. აღნიშნული კი ექიმებს დაავადების ადრეული იდენტიფიკაციისა და პრევენციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას,” – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა.
„ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.
სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება ამავე წელს ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებული სერვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.
„2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე.
გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე – ონკოქირურგიის სერვისები.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს.
მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც – თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს, პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს, 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის მარტიდან, ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას, ადრეულ ეტაპზე.
ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi