სამშაბათი, მაისი 12, 2026

„კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს“ – რა რეგულაციები იგეგმება

საქართველოში კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განუცხადა.

როგორც კობალაძე აღნიშნავს, 2019 წელს შემოწმდა 35 ნიმუში, საიდანაც 5 ნიმუშში ევროკავშირის სტანდარტით აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა.

„ჩვენ გვაქვს ნიმუშები გამოკვლეული კოსმეტიკის და პარფიუმერიის 2019-2021 წლებში. მასალა შევამოწმეთ ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო 2019 წლის სექტემბერში, როდესაც შევამოწმეთ 35 ნიმუში და აქედან 5 ნიმუშში აღმოჩნდა ევროკავშირში აკრძალული პარაბენები“, – ამბობს კობალაძე.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რამდენად სარისკოა კოვიდ ინფექციები? – კოვიდის გადატანა არ გიცავთ ნფექციებისგან!

კოვიდის გადატანა არ გიცავთ მომავალი ინფექციებისგან!

„ერთი ინფექცია გიცავს მომავალი ინფექციებისგან“, მაგრამ არა სრულად“, – ამბობს ჯეიმი რაილანსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლინიკური მართვის გუნდის მედიკოსი.
SARS-CoV-2 ვირუსი სწრაფად განიცდის მუტაციას, ადამიანის იმუნურ სისტემას არ შეუძლია სრულად ებრძოლოს ახალ ინფექციას, მაშინაც კი, თუ ეს ბოლო დროს განსხვავებული შტამით არის განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი აცრები ეხმარება ადამიანის იმუნურ სისტემას უფრო ეფექტურად უპასუხოს ინფექციას და შეამციროს COVID შემთხვევის სერიოზული გართულებები, ამჟამინდელი COVID ვაქცინები ინფექციას სრულად ვერ თავიდან აიცილებენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ამ პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარება დარტყმით ტალღოვანი თერაპიით არის შესაძლებელი!

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი

გაწუხებთ ერექციული დისფუნქცია ან ტკივილის სინდრომი,
ამ პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარება დარტყმით ტალღოვანი თერაპიით არის შესაძლებელი!
დარტყმით-ტალღოვანი თერაპია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტური სამკურნალო-სარეაბილიტაციო მეთოდია. ორგანიზმის ქსოვილებზე ზემოქმედების ნატიფი მექანიზმის კუთხით, მას სადღეისოდ ანალოგი არ ჰყავს.
პროცედურა არაინვაზიური, უსაფრთხო და მაღალეფექტურია
მისაღებია ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის
╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍╍
დეტალური ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად:
დაგვირეკეთ 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑
მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდები
ქ.თბილისი, ლუბლიანას 5, მე-9 სართ.
ქ.ბათუმი, რუსთაველის ქ. 35
ქ.ზუგდიდი, გამარჯვების ქ. N9
ქ.ქუთაისი, რუსთაველის ქ. N124
ქ.თელავი, ალაზნის გამზირი 43
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

NASA-მ დედამიწაზე „უხილავი სამყაროს“ შესასწავლად ახალი მისია დაიწყო

NASA-მ დედამიწის ზღვის მიკროსკოპული სიცოცხლისა და პაწაწინა ატმოსფერული ნაწილაკების შესასწავლად ახალი მისია დაიწყო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი სატელიტი PACE ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 კანავერალის კონცხიდან გაიყვანა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ PACE-ის დახმარებით უკეთ გაერკვევიან იმაში თუ რა გავლენას ახდენს ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები პლანეტაზე.

კერძოდ, მისია დაადგენს აეროზოლების, ღრუბლებისა და ფიტოპლანქტონის, როგორც ოკეანის სიჯანსაღისა და გლობალური დათბობის ინდიკატორებს. PACE-ს მისია 3 წელზეა გათვლილი, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მას საკმარისი საწვავი აქვს 10-წლიანი მუშაობისთვის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში – სად მიდის ჯანდაცვის ყოფილი მოადგილე?

ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. მინისტრის მოადგილის პოსტი თამარ ბარკალაიამ დატოვა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ თამარ ბარკალაიას ადგილს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ირაკლი მხეიძე დაიკავებს.

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის.

ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ბარკალაიამ განაცხადა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

„ჩემი შემდგომი კარიერის განვითარება. საქმიანობას 1-ელი მარტიდან საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ექსპერტთა ჯგუფში გავაგრძელებ.

მინისტრისგან იყო შემოთავაზება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, უბრალოდ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ასე უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ბარკალაიამ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

პირველად მსოფლიოში, 13 წლის ბავშვი თავის ტვინის იშვიათი კიბოსგან სრულად განიკურნა

როდესაც ლუკასს ექვსი წლის ასაკში თავის ტვინის იშვიათი ტიპის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პროგნოზი ყველასთვის აშკარა იყო.

ფრანგი ექიმი ჟაკ გრილი ცრემლებს დღესაც ვერ მალავს, როცა იხსენებს, როგორ უნდა ეთქვა ლუკასის მშობლებისთვის, რომ მათი ვაჟი დაიღუპებოდა.

თუმცა, მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, ლუკასი ახლა 13 წლისაა და მის თავში კიბოს კვალიც კი აღარ არის დარჩენილი.

ბელგიელი ბიჭი პირველი ბავშვია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კიბოსგან — თავის ტვინის ღეროს გლიომასგან (DIPG) განიკურნა.

„ლუკასმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და გადარჩა“, — ამბობს გილი, პარიზის გუსტავ რუსის კიბოს ცენტრის თავის ტვინის სიმსივნეების პროგრამების ხელმძღვანელი.

ამ ტიპის კიბოს დიაგნოზს მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ბავშვს უსვამენ, საფრანგეთში კი 100-ს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ინოვაციური ტექნოლოგია – შესაძლებელია ინფარქტის რისკის 10 წლით ადრე განსაზღვრა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. აღნიშნული მაჩვენებლიდან ხუთიდან ორზე მეტი გამოწვეულია გულის შეტევით და ინსულტით. მათი ერთი მესამედი კი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.

ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.

მას შეუძლია აჩვენოს გულის შეტევის რისკი, არტერიების შევიწროების ინფორმაცია და სხვა კლინიკური რისკფაქტორები.

ხშირად, როდესაც ადამიანი გულმკერდის ტკივილს უჩივის, ექიმი მას გულის CT სკანირების რეკომენდაციას აძლევს, თუმცა ამ შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში მნიშვნელოვანი შევიწროების ნიშანი არ იკვეთება, რის გამოც პაციენტები შემდგომ გამოკვლევას აღარ მიმართავენ.

მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც კორონარულ არტერიებში შესამჩნევი შევიწროება აქვთ, უფრო მეტად განიცდიან გულის შეტევებს, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შევიწროების არმქონე პაციენტებში ორჯერ უფრო ხშირია გულის შეტევითა და პრობლემებით გამოწვეულ სიკვდილიანობა.

“ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – თქვა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა – პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.

სწორედ აქ ვლინდება ხელოვნური ინტელექტის როლი. მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა ახალი ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს  ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებსა და სხვა კლინიკურ ფაქტორებს და აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.

თითქმის რვა წლის განმავლობაში 3393 პაციენტზე ტესტების ჩატარების შემდეგ, AI ინსტრუმენტმა დამოუკიდებლად და ზუსტად შეძლო გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკის პროგნოზირება.

როგორც გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის შეხედულების საფუძველზე, კლინიცისტების 45%-მა შეცვალა მკურნალობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი AI ინსტრუმენტი შეიძლება გულმკერდის ტკივილების მქონე პაციენტების მკურნალობის დანიშვნაში გადამწყვეტი საშუალება გახდეს. აღნიშნული კი ექიმებს დაავადების ადრეული იდენტიფიკაციისა და პრევენციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას,” – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?

თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია დამფუძნებელი

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ…
სიკვდილიანობის 6%-იანი მაჩვენებლის შემთხვევაში, კლინიკებს სახელმწიფოსგან დაფინანსების შეწყვეტა ემუქრებათ.
| სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს პაციენტების სიცოცხლის უფლებასაც კი დაარღვევს და ლეტალობა გაიზრდება, რადგან დახურვის რისკის გამო მომაკვდავ პაციენტებს კლინიკები აღარ მიიღებენ…

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ნახეთ – სად ამოქმედდა დიალიზის სერვისები

წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა.

„ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება ამავე წელს ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights