ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

საყლაპავის სტენოზი

საყლაპავის სტენოზი – დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავი მილი ტრავმების ან სხვა მიზეზთა გამო ვიწროვდება. ეს პრობლემა  საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში გვხვდება. რთულ შემთხვევებში პაციენტისთვის თხევადი საკვების მიღებაც კი შესაძლოა, მტკივნეული აღმოჩნდეს.
 
 
 
 
 
 
მიზეზები:

საყლაპავის განვითარების ემბრიონალური მანკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანოს დაავადება;
წყლულები;
ფეხმძიმობის დროს არსებული ტოკსიკოზი;
ანორექსია;
ბულიმია;
მძიმე ინფექციური დაავადებები;
ტუბერკულოზი;
ქუნთრუშა;
სიფილისი;
საყლაპავის ტრავმები;
სხივური თერაპია;
კეთილთვისებიანი სიმსივნის გაჩენა;
საყლაპავის კიბო;
ლიმფური კვანძების და შეშუპების გამო საყლაპავის შევიწროვება. 

 
 
სიმპტომები:

ახალშობილის ხშირი რეგურგიტაცია;
ჭარბი ნერწყვდენა;
ახალშობილის ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი;
ყლაპვის ფუნქციის მოშლა;
ღებინება;
ხველის ან ხუთვის შეტევები;
საკვების მიღების შემდეგ რეგურგიტაცია;
საყლაპავის ტკივილი;
ასპირაციული პნევმონია;
სტრიქტურის არეში შეშუპება;
საყლაპავის სპონტანური ან ტრავმატული დაზიანება. 

 
 
დიაგნოსტიკა:

გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
პედიატრის კონსულტაცია;
საჭმლის მომენელებელი სისტემის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
საჭმლის მომენელებელი სისტემის რენტგენი;
ეზოფაგოსკოპია;
ენდოსკოპიური ბიოპსია.

 
 
მკურნალობა:

გასტროენტეროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
დიეტა, რომელიც მოიცავს წვნიანი საკვების მიღებას;
ანტაციდური საშუალებების მიღება;
ბუჟირება;
ბალონური დილატაცია;
შევიწროვებული ნაწილის რეზექცია;
ეზოფაგოპლასტიკა;
გასტროსტომია.

 
 
რეკომენდირებულია:

ეზოფაგიტის, გასტრიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების თერაპია;
აგრესიული ქიმიით, უცხო სხეულებით და სხვა მხრივ ტრავმების მიღებისგან თავის დაცვა;
სწორი და რეგულარული კვება.

საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს მიომა – წარმოადგენს საშვილოსნოს დამაკავშირებელი ქსოვილების და კუნთის უჯრედების შეშუპებას და ხასიათდება კეთილთვისებიანობით. ადგილმდებარეობის და განვითარების ხასიათის მიხედვით მიომა იყოფა სამ ნაწილად:
 

საშვილოსნოს შიდა კედლის – ინტრამულარული მიომა;
საშვილოსნოს შიგნით მზარდი – სუბმუკოზური მიომა;
საშვილოსნოს გარეთ მზარდი – სუბსეროზული მიომა.

 
გარდა ამისა, გამოიყოფა საშვილოსნოს ყელის მიომა, რომელიც არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს საშოში. 35 წლის ასაკისთვის ქალების 40%-ს აღენიშნება საშვილოსნოს მიომა.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: მემკვიდრეობითი მიდრეკილება, სხვა დაავადებები (დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ჰიპერტენზია), არაჰარმონიული ინტიმური ცხოვრება.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ჭარბი ციკლური სისხლდენა;
ხანგრძლივი ტკივილები;
ნაყოფის შენარჩუნების პრობლემა;
შარდის ბუშტისა და ნაწლავების მუშაობის პრობლემები;
ანემია.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება: ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ან ლაპარასკოპია.  
 
მკურნალობა
მკურნალობის კურსში შედის: თერაპია, აპარატული მკურნალობა, ქირურგია.
 
საშიშროება
მიომატოზური კვანძების გაჩენამ შესაძლოა გამოიწვიოს აუცილებელი ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა. მიომის ფეხის გადაკვანძვა იწვევს პერიტონიტს, რაც ფეხმძიმობის დროს იწვევს ბავშვის დაკარგვას და დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მკურნალობის გარეშე დატოვებული საშვილოსნოს მიომა შეიძლება გადაიზარდოს სარკომაში, არღვევს თირკმელების ფუნქციას, აჩქარებს ენდომეტრიოზის დინამიკას.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან 35 წელს ზემოთ ქალბატონები, რომლებსაც არ აქვთ სქესობრივი კავშირი, გაკეთბული აქვთ ბევრი აბორტი, ჰორმონალური ფონის დარღვევების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა

რეგულარული გინეკოლოგიური კონტროლი;
აბორტის გამორიცხვა;
ფიზიკური აქტივობა.

სიფილისი

სიფილისი – ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სქესობრივი ურთიერთობით გადაეცემა. დაავადება, როგორც წესი, სასქესო ორგანოებზე, სწორ ნაწლავსა ან პირზე უმტკივნეულო წყლულის გაჩენით იწყება. სიფილისი ადამიანიდან ადამიანზე სწორედ ამ წყლულებთან კანის ან ლორწოვანი გარსის კონტაქტით გადადის. სიფილისის ადრეულ სტადიაზე განკურნება ზოგჯერ შესაძლებელია სხეულში პენიცილინის ერთი ინექციის შეყვანით. მკურნალობის გარეშე სიფილისი ხშირად  გულს, ტვინს ან სხვა ორგანოებს სერიოზულად აზიანებს. 

 
გადაცემის გზები:

სქესობრივი;
საყოფაცხოვრებო;
ტრანსპლაცენტარული.

 
სახეობები:

პირველადი;
მეორადი;
მესამე ხარისხის;
ნაყოფის;
ადრეული თანდაყოლილი;
გვიანეული თანდაყოლილი;
ფარული თანდაყოლილი;
ნეიროსიფილისი.

 
სიმპტომები:

წყლულების გაჩენა ტუჩებზე, პირის ღრუში, სასქესო ორგანოებზე;
ლიმფური კვანძების გადიდება;
გაჩენიდან 3-6 კვირაში წყლულის გაქრობა.

 

ტანზე უფერული, სიმეტრიული გამოანყარი;
თავის ტკივილი;
საერთო სისუსტე;
ტემპერატურის აწევა;
მთელს სხეულზე ლიმფური კვანძების გადიდება;
თავიდან თმის დიდი რაოდენობით გაცვენა;
სასქესო ორგანოებზე ფართე კონდილომების გაჩენა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

სეროლოგიური ანალიზი;
მიკროპრეციპიტაციის რეაქცია;
იმუნოფლუორესცენციის რეაქცია;
ბაქტერიოლოგიური ანალიზი. 

 
მკურნალობა

სიფილისის სამკურნალო თანამედროვე მეთოდების გამოყენება;
დადიბითი შედეგბისთვის მედიკამენტების საჭირო დოზები;
მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალების ხანგძლივობის დაცვა;
იმუნოთერაპიის საშუალებების გამოყენება პაციენტის იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
ექიმის მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და წესების დაცვა.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია – საშოს ნაწილში ეპითელიის ატოპური ცვლილებაა, რაც ითვლება კიბოს საწყის დაავადებად. ჩვეულებრივი ეროზიისგან განსხვავებით, რომელიც წარმოიქმნება ქსოვილების მექანიკური დაზიანებით, დისპლაზია ეხება უჯრედოვან სტრუქტურებს, რომლებიც ფარავს საშვილოსნოს ყელს. აღნიშნული პრობლემა გვხვდება 25-35 წლის ქალებში.
 
მიზეზები
საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი მიზეზია ადამიანის პაპილომას ვირუსის ონკოგენური ტიპები (HPV-16 და HPV-18). თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ახდენენ აღნიშნული დაავადების პროვოცირებას:

ორგანიზმის იმუნოდეფიციტი (იმუნიტეტის დაქვეითება ქრონიკული დაავადებების, სტრესის, მედიკამენტების, არასწორი კვების შედეგად);
მწეველობა;
სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები;
ჰორმონალური ფონის დარღვევა, რაც გამოწვეულია ფეხმძიმობის, მენოპაუზის, ჰორმონების მიღების შედეგად;
ადრეული სქესობრივი ცხოვრება;
ადრეული მშობიარობა;
საშვილოსნოს ყელის ტრავმები.

 
სიმპტომები
როგორც წესი საშვილოსნოს ყელის დისპლაცია რაიმე ნიშანს ან სიმპტომს ან წარმოშობს, ამიტომ ნაცხის ანალიზი და რეგულარული სკრინინგი მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული აღმოჩენისთვის. ზოგჯერ შესალოა ჩივილები მოიცავდეს:

საშოს წვას და ქავილს;
საშოდან უცნაური ფერის გამონადენს, უსიამოვნო სუნით, ზოგჯერ სისხლის ნარევით;
პარალელურ მიმდინარეობას ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა ქლამიდიოზი, ვულვის კონდინომა, უკანატანის დაავადება, ჰონორეა.

 
დიაგნოსტიკა
მკურნალობის დასანიშნად საჭიროა დიაგნოსტიკური გამოკვლევა:

გინეკოლოგის კონსულტაცია;
კოლპოსკოპიის ჩატარება (უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა);
საშოდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა;
მიზნობრივი ბიოპსია (უტყუარი მეთოდი, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს დაავადებას 100%-ით);
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია.

 
მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.
 
რიგ შემთხვევებში თეარპია არ ტარდება:

თუ პაციენტის ასაკი 20 წელზე ნაკლებია;
თუ აღინიშნება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის წერტილოვანი დაზიანებები;
თუ არ ფიქსირდება პაპილომავირუსული ინფექცია;
თუ დისპლაზია გავრცელებული არ არის ცერვიკალურ არხზე.

 
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგი პროცედურების ჩატარებით:

კრიოთერაპია (საშვილოსნოს ყელის მოწვა თხევადი აზოტით);
დიათერმოკოაგულცია (ელექტრული მოწვა);
აქტუალურია ლაზეროვაპორიზაცია (დაბალი ინტენსივობის ლაზერული სხივების მოქმედება დაზიანებულ ადგილზე);
შესაძლოა ოპერატიული გზით საშვილოსნოს კონუსური ნაწილის მოცილება;
საშვილოსნოს ყელის ამპუტაცია.

 
დისპლაზიის ქირურგიული გზით მოცილების მეთოდს აქვს რამოდენიმე უკუჩვენება:

ფეხმძიმობა;
საშოს და საშვილოსნოს ყელის ინფექციები;
მცირე მენჯის ანთებით დაავადებები.

 
საშიშროება
მთავარი საშიშროება დაავადების სიმსივნურ სტადიაზე გადასვლის შესაძლებლობაა, მაგრამ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დისპლაზიის ოპტიმალური მკურნალობა გართულებების თავიდან აირდების საშუალებას იძლევა. ყურადღების მიქცევის გარეშე  დაავადება შეიძლება გადავიდეს ინვაზიურ კიბოში. ფეხმძიმობის დროს საშვილოსნოს ყელის დისპლაზია საშიშია, მაგრამ შედეგი ფატალური არ არის, რადგან მწვავე სტადიების დროს ექიმები პაციენტებს  საკეისრო კვეთის გაკეთებას ურჩევენ.
 
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

გინეკოლოგთან რეგულარული გამოკვლევის ჩატარება;
კონტრაცეპტივების მიღება;
ვიტამინების მიღება;
მოწევაზე უარის თქმა;
სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვა;
ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები – დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე სისხლძარღვების მკვეთრი გამოჩენით.
 
მიზეზები

ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
დამაკავშირებელი ქსოვილის თანდაყოლილი პრობლემები;
ქრონიკური ვენოზური უკმარისობა;
გინეკოლოგიური, ენდოკრინული დაავადებები;
ფეხებში სისხლის ვენური დაგუბება;
С ვიტამინის ნაკლებობა, რაც იწვევს სისხლძარღვების კედლების დასუსტებას;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
ჰორმონალური პრეპარტების მიღება.

 
სიმპტომები
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები კანზე ჩნდება მოიასამნისფრო ან მუქი წითელი ფერით. მენსტრუალური ციკლის პერიოდში ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ აღნიშნული პრობლემის ლოკალიზაციის ადგილებში ტკივილი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფლებოლოგი, რისთვისაც ნიშნავს სისხლძარღვების ულტრა-ბგერით დოპლეროგრაფიას.
 
მკურნალობა

ელექტროკოაგულაცია;
სკლეროზული თერაპია;
ლაზერული გზით მოცილება;
მიკროტული თერაპია,
ოზონოთერაპია;
რადიოსიხშირული თერმოაბლაცია.

 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების ზომის პროგრესული ზრდა;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
პრობლემის მოცილების შემდეგ განმეორებით გაჩენა;
კანის ზედა ფენის ნეკროზი;
პროცედურის ადგილას კანის ჰიპერპიგმენტაცია.

 
რისკის ჯგუფი

ჭარბწონიანები;
ჰორმონალური პრეპარატების მიმღები ადამიანები;
პასიური ცხოვრების წესის მქონე პირები;
ადამიანები, ვისაც ფეხზე დიდხანს დგომა უწევს;
მძიმე ფიზიკური შრომის მქონე ადამიანები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

გრილი წყლით დაბანა, სპირტიანი ლოსიონების გამოყენების შეზღუდვა;
ცხელი შხაპისა და აბაზანის გამორიცხვა, ფეხებზე დატვირთვის შემცირება.

სახსრების დისპლაზია

სახსრები
#post_seo_title

სახსრების დისპლაზია – დამაკავშირებელი ქსოვილის დარღვევაა, რაც იწვევს მის დასუსტებას და სახსრების ჰიპერმობილობას (გაზრდილი მოძრაობა). სახსრების დისპლაზია ახალშობილებს დაბადებისთანავე ეტყობა, ხოლო ზრდასრულებში დაავადება იშვიათია.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;
იდაყვის სახსრების დისპლაზია (იშვიათი);
მხრის სახსარის დისპლაზია;
მუხლის სახსრების დისპლაზია.

მიზეზები:

მემკვირეობითი მიდრეკილება;
სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
​​​​​​​ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევები;
ნაყოფის მჯდომიარე მდგომარეობა.

სახსრების დისპლაზია ხშირად აღენიშნება ახალშობილებს, რომელთა მშობლები 40 წელს არიან გადაცილებული.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია მისი ლოკალიზაციის ადგილზე და შემდეგია:

ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა, დუნდულების და მათი ნაკეცების ასიმეტრია, რომელიც ჩანს გაშლილი ფეხების დროსაც (მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია);
ტკივილი მხარის მოძრაობისას (მხრის სახსრების დისპლაზია);
ტკივილი მუხლში მოძრაობისას, მუხლის ფორმის ცვლილება (მუხლის სახსრების დისპლაზია).

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
სახსრების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:

მასაჟები;
სამკურნალო ფიზკულტურა;
ფიზიოთერაპევტული პროცედურები;
მედიკამენტები;
სპეციალური სახვევები;
ქირურგიული ოპერაციები (სახსრის შეცვლა ხელოვნურით).

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები შედეგიანია 1 წლამდე, თუ ბავშვი უფრო დიდია, მაშინ ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს:

სიარულის დარღვევას;
სხეულის ფორმის დარღვევას;
ცვლილებებს ხერხემალში.

რისკის ჯგუფები:

ახალშობილები, რომელთა მშობლები 40 წელზე ზემოთ არიან;
ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
ბავშვები, რომლებიც ნორმაზე მეტი წონით დაიბადნენ.

რეკომენდაცია!

ფეხმძიმობის პერიოდში დაავადების განვითარების დროული შეწყვეტა;
მეძუძური ბავშვების ფეხების გაკოჭვის გამორიცხვა;
სამკურნალო ვარჯიშები.

სისტემური წითელი მგლურა

წითელი მგლურა – იმუნური წარმოშობის დამაკავშირებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც აზიანებს შინაგან ორგანოებს და კანის ზედაპირს.
 
მიზეზები:

გენეტიკური მემკვიდრეობა;
პარამიქსოვირუსები;
ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
რიგი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.

 
სიმპტომები:

სახეზე დიდი წითელი ლაქებით გამონაყარი;
თავში, გულმკერდზე, ზურგზე გამოანაყარი;
წვრილი სისხლძარღვების ართრიტი
თმის კეროვანი დაცვენა;
სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
კანის რეაქცია მზეზე;
ცხვირისა და პირის ლორწოვან გარსზე წყლულების გაჩენა;
სუნთქვის დროს ტკივილი, ხუთვა;
თავის ხშირი ტკივილი;
დათრგუნული ხასიათი;
თვალების ტკივილი და სიმშრალე;
გულის რევა, ღებინება;
კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.

 
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
შარდის ანალიზი.

გულმკერდისა და ფილტვების გამოკვლევა;
პლევრალური პუნქცია;
ელექტროკარდიოგრამა;
ექოკარდიოგრამა.

 
მკურნალობა:

კორტიკოსტეროიდული მალამოები;
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
ციტოსტატიკური იმუნოდეპრესანტები.

 
გართულებები:

ღვიძლის უკმარისობა;
აზროვნებისა და მეხსიერების დარღვევა;
ინსულტი;
ანემია;
თრომბოციტოპენია;
შინაგანი სისხლდენა;
ვასკულიტი;
პლევრიტი;
მიოკარდიტი;
პერიკარდიტი;
გულის უკმარისობა;
ონკოლოგიები.

 
რიკს-ჯგუფი:

20-40 წლის ასაკის ქალები;
ნეგროიდული რასის წარმომადგენლები;
მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები.

 
რეკომენდაცია!

უარი თქვით მოწევასა და ალკოფოლზე
გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე
დააბალანსეთ კვება
დროულად უმკურნალეთ დაავადებებს.

კბილის ქვა

კბილის ქვა — კბილის ზედაპირზე არსებული რბილი ნადებისგან წარმოიქმნება, რაც პირის ღრუს არასწორი მოვლისგანაა გამოწვეული. ჩვეულებრივ ნადები მუქი ფერისაა, თუმცა შეფერილობას შემადგენლობა (საკვების ნარჩენები, ბაქტერიები, ფოსფორისა და რკინის მარილების ნარჩენები) განსაზღვრავს.
 
გამოიყოფა დაავადების ორი ფორმა

ღრძილზედა კბილის ქვა (განთავსებულია ღრძილის ზემოდან და აქვს მოთეთრო-მოყვითალო ფერი);
ღრძილსქვედა კბილის ქვა (განთავსებულია ღრძილის ქვედა ნაწილში და აქვს მუქი ყავისფერი შეფერილობა).

 
მიზეზები:

პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილების არარეგულარული ხეხვა;
საკვების ღეჭვა მუდმივად ერთ მხარეს;
კბილების თანდაყოლილი დეფექტი;
ორგანიზმში მარილის ბალანსის დარღვევა.

 
სიმპტომები:

ცუდი სუნი პირის ღრუში;
ღრძილებიდან სისხლდენა;
ღრძილის რეცესია.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ სტომატოლოგს, რომელიც ზონდის საშუალებით დაათვალიერებს პირის ღრუს.
 
მკურნალობა:
კბილის ქვის მოცილების მეთოდებია:

ლაზრეული (ქვის ლაზერით მოცილება – პროცედურა ძვირადღირებულია და ძალიან ცოტა კლინიკებში გამოიყენება);
ულტრაბგერითი (ამ გზით ქვის მოცილება არ არის რეკომენდირებული კარდიომასტიმულირებლების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის).

ასევე არსებობს დამატებითი პროცედურები:

Air Flow-მეთოდი (ჰაერ-აბრაზიული მეთოდი);
მჟავა ან ტუტე ხსნარებით ქიმიური ზემოქმედება.

 
თუ კბილის ქვებს დროულად არ მოიცილებთ შეიძლება განვითარდეს:

გინგივიტი (ღრძილების ანთება);
პაროდონტიტი (კბილის ქსოვილების ანთება).

 
რეკომენდაცია!

გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტები;
ჩართეთ რაციონში მყარი ხილი და ბოსტნეული;
გამოიყენეთ საკვებში ლიმონი;
ჩაიტარეთ წელწადში ორჯერ პროფესიული წმენდა;
დაანებეთ თავი მოწევას;
სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი.

სინუსიტი

სინუსიტი – ანთებითი ხასიათის პროცესია, რომლის დროსაც ცხვირის წინამდებარე ნაწილი ზიანდება. სინუსები შუბლის, ცხვირის, ლოყების ძვლის უკან, თვალებს შორის მდებარე პატარა საჰაერო ჯიბეა. ისინი წარმოქმნიან თხელ ლორწოს, რომელიც იცავს სხეულს მიკრობების აღმოჩენით და გარეთ გამოდევნით. ზოგჯერ ბაქტერიებმა ან ალერგენებმა შესაძლოა, ბევრი ლორწოს წარმოქმნა გამოიწვიოს, რაც ბლოკავს სინუსების ღიობებს. ჭარბი ლორწო გაციების და ალერგიის დროს ხშირია. სინუსური ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია და მკურნალობის გარეშე ერთ ან ორ კვირაში ქრება. თუ თქვენმა ჩივილებმა მალევე არ გაიარა, შესაძლოა ბაქტერიული ინფექცია გქონდეთ და ექიმს აუცილებლად დაუკავშირდით. 
 
დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები გამოიყოფა.
დაავადების ტიპები:

ჰაიმორიტი;
ფრონტიტი;
სფერნოიდიტი;
ეტმოიდიტი;
პანასინუსიტი.

 
მიზეზები:

მწვავე რესპირატორული დაავადებები;
მწვავე ინფექციური დაავადებები;
ორგანიზმის გადაციება;
ფარინგიტის და რინიტის გართულება;
ცხვირის ღრუს ტრავმები ან ოპერაციები;
კბილების ან ზედა ყბის ანთებით დაავადებები;
ალერგიული რინიტის გართულება;
ნაზალური პოლიპი;
ფიზიოლოგიური თავისებურებები.

 
სიმპტომები:

უწყვეტი სურდო;
სუნთქვის გართულება;
ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი;
ცხვირსა და პირში ცუდი სუნი;
თავის ტკივილი ძლიერდება დილაობით;
თვალების ქვემოთ შეშუპება;
ზედა ყბის ტკივილი;
მაღალი ტემპერატურა.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ოტოლარინგოლოგს!
დიაგნოსტიკა:

ცხვირის რენტგენი;
ცხვირის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ცხვირის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 
მკურნალობა:

ანტიბიოტიკები;
სისხლძარღვების შესავიწროვებელი პრეპარატები;
ანტიჰისტამინური პრეპარატები;
ცხვირის გამორეცხვა, ინჰალაცია;
გამწოვი საშუალებები;
ფიზიოთერაპიული პროცედურები;
ქირურგიული მკურნალობა.

 
საშიშროება:

ოსტეომიელიტი;
მენინგიტი;
თვალის ფლეგმონის აბსცესი;
ტვინის აბსცესი.

 
რეკომენდაცია!

დროულად იმკურნალეთ გაციების დროს;
თავი დაიცავით გადაციებისგან;
აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები;
თავი შეიკავეთ კვამლიან და დაბინძურებულ შენობებში დიდხანს ყოფნისგან;
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე.

სებორეა

სებორეა – კანის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით. იგი სებორიული დერმატიტის გამოვლინებაა და იწვევს ქერტლსა და სიწითლეს სახისა და გულმკერდის მიდამოებში. სებორეამ შესაძლოა მკურნალობის გარეშე გაიაროს ან წლობით მოგიწიოთ ექიმის დანიშნულებიის მიღება. შესაბამისი პროდუქტებით სახის ყოველდღიური დატენიანება კანის ცხიმიანობას ამცირებს.
 
 
დაავადების ტიპები:

ცხიმიანი სებორეა;
მშრალი სებორეა;
შერეული სებორეა.

 
მიზეზები:

მემკვდრეობითი ფაქტორი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება;
ენდოკრინული სისტემის დარღვევები;
ჰორმონალური დარღვევები;
ნერვული აშლილობა;
არასწორი კვება;
ავიტამინოზი;
პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა.

 
სიმპტომები:

კანის ძლიერი ქავილი;
ქერტლის გაჩენა;
თმის ცვენა, კეროვანი გამელოტება;
კანის გარე ფენის გასქელება;
კანის ცხიმოვანი სიპრიალე;
კანის დახეთქვა.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ექიმ-დიეტოლოგს!
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
სებომეტრია;
ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 
მკურნალობა:

სპეციალური შამპუნის გამოყენება;
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
ანტიალერგიული პრეპარატები;
პოლივიტამინები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის საჭირო პრეპარატები;
სედატიური პრეპარატები.

 
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტა დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

პურს;
მაკარონის ნაწარმს;
საკონდიტრო ნაწარმს;
კარტოფილს;
ცხიმიანი ხორცის სახეობებს;
სპირტიანი სასმელს;
ყავას, კაკაოს;
თხილს;
დამარილებული პროდუქტს.

 
გართულებები:

გამონაყარი;
კანის დახეთქვა;
გამელოტება;
ერითროდერმია.

 
რისკ-ჯგუფები:

მამაკაცები;
1 წლამდე ბავშვები;
მოზარდები;
მოხუცები;
შიდსით და აივ-ინფიცირებულები;

 
რეკომენდაცია!

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები
შეარჩიეთ კანის მოვლის სწორი საშუალებები
გაატარეთ მზეზე მეტი დრო
მიიღეთ ვიტამინები
გაიძლიერეთ იმუნიტეტი
დროულად უმკურნალეთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს
შეზღუდეთ ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights