ორშაბათი, ივნისი 29, 2026

პანარიცია

პანარიცია – წარმოადგენს ხელის თითების ქსოვილების მწვევე ჩირქოვან ანთებით პროცესს. რიგ შემთხვევებში ფეხის თითებზეც გვხვდება. არსებობს დაავადების რამოდენიმე სახეობა:
·         კანქვეშა პანარიცია;
·         ფრჩხილის მიმდებარე;
·         სახსრების;
·         ძვლის;
·         ძვალ-ხრტილოვანი;
·         მყესის.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         ნემსის ნაჩხვლეტი;
·         მცირე ზომის ნაკაწრები;
·         ჭრილობები;
·         ტრავმები;
·         დამწვრობა;
·         შინაური ცხოველებისგან მიყენებული ჭრილობები.
 
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         ჩირქოვანი კერის ტკივილი;
·         ძლიერი ტკივილი, რომელიც არღვევს ძილს და მოსვენებას;
·         დაჩირქება;
·         შეშუპება;
·         ჭრილობის ადგილას კანის დაჭიმვა;
·         თითი ემსგავსება კოლბას;
·         ტემპერატურის აწევა;
·         ციება;
·         თავის ტკივილი;
·         სისუსტის შეგრძნება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ქირურგის კონსულტაცია. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         ანთებითი კერის დათვალიერება;
·         სისხლის საერთო ანალიზი.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         მარილით ან საჭმელი სოდით მომზადებული ცხელი აბაზანის გაკეთება დაზიანებულ თითზე;
·         პარაფინოთერაპია;
·         ქირურგიული ჩარევა;
მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარულად. თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი და საშიში შედეგი.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება პრობლემის დროული აღმოფხვრა, ჩირქი შეიძლება გავრცელდეს ქსოვილების შიდა ფენებში, ძვლებში, სახსრებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თითების ფუნქციის დაკარგვა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         ფეხისა და ხელის თითების მექანიკური დაზიანებისგან დაცვა;
·         მჭრელი საგნების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა;
·         რეკომენდირებული არ არის სხვისი პირადი ჰიგიენის, მაგალითად მანიკური გასაკეთებელი ნივთების გამოყენება;
·         მანიკურისა და პედიკურის გაკეთებისას აკურატულობის გამოჩენა;
·         მცირე ჭრილობების დეზინფიცირება;
·         ქირურგთან დროულად მისვლა.

პანიკური შეტევა

პანიკური შეტევა  –  ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და აუხსნელი დაავადებაა, რომელსაც კიდევ ეძახიან «ვეგეტატიურ კრიზს», «კარდიონევროზს» და ა.შ.
გამოყოფენ პანიკური შტევის სამ ძირითად ტიპს:
·         სპონტანური პანიკური შეტევა;
·         სიტუაციური პანიკური შეტევა;
·         პირობით-სიტუაციური პანიკური შეტევა. 
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         გადატანილ სტრესზე ორგანიზმის სწორი რეაქცია;
·         სომატური პათოლოგიები;
·         ფსიქიკური დაავადებები;
·         დეპრესიული აშლილობა.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         გახშირებული გულისცემა;
·         ციება, ოფლიანობა;
·         შინაგანი კანკალის შეგრძნება;
·         ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;
·         გულის მარცხენა ნახევრის ტკივილი;
·         არაადეკვატური ქცევის ჩადენის შიში;
·         სიკვდილის შიში;
·         კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა;
·         აზროვნების დაქვეითება;
·         გულყრის, გონების დაკარგვის შეგრძნება. 
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ფსიქოთერაპევტი. რაც უფრო ადრე მივა პაციენტი ექიმთან, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ინდივიდუალური ფსიქოთერაპია;
·         მედიკამენტური თერაპია;
·         პათოლოგიურად გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან პაციენტის იზოლირება;
·         დელფინოთერაპია. 
მკურნალობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ფსიქოთრაპევტის კონტროლის ქვეშ.
 
საშიშროება
დროული და ადეკვატური მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო რთული ფსიქოლოგიური პრობლემები.
 
პროფილაქტიკა
ერთად-ერთი პროფილაქტიკური საშუალებაა სიმშვიდის შენარჩუნება სტრესული და დაძაბული სიტუაციების დროს. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტთან დროული ვიზიტი.

პანკრეატიტი

პანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთბა.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         სპირტიანი სასმელის ჭარბი გამოყენება;
·         ცილების უკმარისობა;
·         ჰორმონალური დისბალანსი;
·         კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებები;
·         მეტაბოლიური აციდოზი;
·         ტოქსინები;
·         ინფექციები;
·         ტრავმები;
·         ზედმეტაც ცხიმიანი, შემწვარი საკვები;
·         მუდვმივი სტრესი;
·         ფეხმძიმობა;
·         ანტიბიოტიკების მიღება;
·         შარდკენჭოვანი დაავადება;
·         ალერგიული რეაქციები.
ფორმების მიხედვით გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
·         მწვავე პანკრეატიტი;
·         ქრონიკული პანკრეატიტი;
·         რეაქტიული პანკრეატიტი;  
 
სიმპტომები:
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         გულის რევა, ღებინება;
·         წონის სწრაფად დაკარგვა;
·         მეტეორიზმი;
·         თმის ცვენა;
·         კანის სიმშრალე და დახეთქვა;
·         ენაზე თეთრი ნადები;
·         კუჭქვეშა ჯირკვლის ძლიერი ტკივილი. 
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის ქიმიური ანალიზი;
·         სისხლის კლინიკური ანალიზი;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების რენტგენი;
·         გასტეროსკოპია;
·         ენდოსკოპიურ რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია;
·         ტომოგრაფია;
·         კალას ანალიზი;
·         ქოლეცისტოქოლანგიოგრაფია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობისთვის საჭიროა:
·         სამკურნალო შიმშილობა;
·         ელექტროფორეზი;
·         სინუსოიდალური ტიპის მოდულირებული შოკი;
·         ფერმენტების ინჰიბიტორებით მკურნალობა;
·         ანტაციდური პრეპარატები, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები, «პროტონული ტუმბოს» ბლოკატორები, რომლებიც ხელს უწყობენ კუჭის წვენის მჟავიანობის დაკლებას.
·         დიეტა №5;
·         ჯირკვლის მუშაობის კორექცია;
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატების მიღება;
 
საშიშროება
·         პაკრეონეკროზი;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         კისტების გაჩენა;
·         ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდა.
 
რისკის ჯგუფი
ალკოდამოკიდებულები და არაჯანსაღი ცხოვრებისა და კვების მქონე პირები.

პარაპროქტიტი

პროქტიტი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
#post_seo_title

პარაპროქტიტი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის გარშემო ქსოვილების ჩირქოვანი ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
·         სასქესო ორგანოების და უკანა ტანის ჰიგიენის დაუცველობა;
·         უკანა გასასვლელის დაავადებები;
·         უკანა გასასვლელის ნერვების დაავადებები;
·         დიარეა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ანალური ხვრელის არეში ქავილი;
·         სწორ ნაწლავში გაძლიერებული ტკივილი;
·         უაკნა ტანის კანის ჰიპერემია;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         ანალური ხვრელის აბსცესი;
·         უკანა ტანიდან ჩიქრდენა;
·         ანალური ხვრელის გარშემო შეშუპება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ფიზიკური გამოკვლევა;
·         უკანა ტანის დათვალიერება და გამოკვლევა;
·         რექტორომანოსკოპია;
·         ანოსკოპია;
·         ულტრასონოგრაფია.

მკურნალობა
მკურნალობის დროს ტარდება ოპერაცია და ჩირქოვანი კერის დრენირება, რაც მოითხოვს ადგილობრივ ნარკოზს. ოპერაციის შემდეგ მკურნალობა გრძელდება და გამოიყენება:
·         ანტიბიოტიკები;
·         ვიტამინები;
·         იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.

საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
·         ნაწლავის ჩირქოვანი ანთება;
·         საშარდე არხის ჩირქოვანი ანთება;
·         სეპსისი;
·         პერიტონიტი;
·         საშოს აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
·         მამაკაცები;
·         კუჭის მოქმედების დარღვევების მქონე ადამიანები;
·         ანალური სექსის მქონე ადამიანები;
·         სწორი ნაწლავის ტრავმების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მცენარეული უჯრედების შემცველი საკვები პროდუქტის გამოყენება;
·         დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის მიღება;
·         პირველივე მოთხოვნილების დროს კუჭ-ნაწლავის დაცლა;
·         სხეულის მასის კონტროლი;
·         სიმძმის აწევის კონტროლი.

პაროდონტიტი

პაროდონტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის გარშემო ქსოვილის ანთებით პროცესი. 
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
·         ლოკალიზირებული პაროდონტიტი — პაროდონტის კონკრეტული ნაწილის ანთება;
·         გენერალიზირებული პაროდონტიტი — ყველა ან უმეტესობა კბილების გარემო ქსოვილის ანთება.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა;
·         შინაგანი ორგანოების დაავადებების არსებობა;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         სტომატოლოგის მიერ არაჰიგიენური და არასაკმარისად სტერილური საგნების და სამუშაო იარაღების გამოყენება;
·         პირის ღრუს ტრავმები.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მსუბუქი ფორმის დროს – შეშუპებული, დაწითლებული ღრძილები, სისხლდენა;
·         საშუალოდ მძიმე ფორმის დროს – ანთება, ღრძილების ატროფია, კბილებს შორის ნაპრალების გაჩენა, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი;
·         მძიმე ფორმა – კბილების მორყევა, ძვლების ქსოვილების ატროფია.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         კაპილარების სიმყარის ტესტირება;
·         ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური გამოკვლევა;
·         ყბის რენტგენოგრამა.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;
·         მედიკამენტოზურ მკურნალობას;
·         ლაზერულ, ულტრა-ბგერით მკურნალობას;
გვიან სტადიაზე ტარდება:
·         ღრძილების ოპერაცია;
·         გინგივექტომია;
·         დენტალური იმპლანტაცია.
 
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
·         პაროდონტალური აბსცესი;
·         კბილების ჩამოცვენა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
·         მოწევაზე უარის თქმა;
·         სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);
·         საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.

პაროდონტოზი

პაროდონტოზი  –  კბილების დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის დამაკავშირებელი აპარატის ერთიანობა ძვლის ქსოვილთან. კბილების სხვა დაავადებებს შორის აღნიშნული პრობლემა ფიქსირდება შემთხვევების 10-15%-ში.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         კბილებზე დიდი რაოდენობით ნადების დაგროვება;
·         კბილებზე ქვების გაჩენა;
·         ყბისა და კბილების განვითარების ანომალიები;
დაავადების გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ასევე:
·         გულსისხლძარღვთა ათეროსკლეროტული ტიპის დაავადებები;
·         ენდოკრინული დაავადებები;
·         საჭმლის მომნელებელი სისტემი დაავადებები.
 
სიმპტომები
·         ღრძილებიდან სისხლდენა;
·         ღრძილების შეშუპება, სადაც ხდება საკვების ნარჩენების დაგროვება;
·         ცუდი სუნი პირის ღრუში;
·         კბილების ძირების მოშიშვლება;
·         ღრძილების ქავილი;
·         ღრძილების მწვავე ანთება;
·         ღრძილებზე კისტების გაჩენა;
·         კბილების გაფართოვება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         საერთო დათვალიერება;
·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;
·         ყბის რენტგენი;
·         პირის ღრუს რადიოვიზიგრაფია.
შესაძლოა საჭირო გახდეს ორთოპედის კონსულტაცია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ღრძილების მასაჟს;
·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
·         პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;
·         კბილების ულტრა-ბგერით წმენდას;
·         ვიტამინოთერაპიას;
·         თანმდევი დაავადებების მკურნალობას.
დაავადების გვიან ფორმებზე გამოიყენება კბილების იმპლანტაცია;
 
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
·         პაროდონტალური აბსცესი;
·         კბილების ჩამოცვენა.
 
რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
·         ყბის აგებულების დეფექტის მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
·         მოწევაზე უარის თქმა;
·         სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);
·         საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.

პაროქსიზმი

პაროქსიზმი – დაავადების გამწვავება. მაგალითად როგორიცაა ციებ-ცხელება, ტკივილები, ხუთვა და ა.შ.

მიზეზები
·         დაავადებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება;
·         ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაზრდილი მგრძნობელობა;
·         ნევროზი; 
·         არამყარი ნერვული სისტემა;
·         ინფექციების ზემოქმედება ჰოპოთალამუსზე;
·         ანთებითი პროცესები.

სიმპტომები
·         სისუსტე;
·         ტაქიკარდია;
·         კანის სიფერმკრთალე;
·         კიდურებში სიცივის გრძნობა;
·         ციება;
·         კანკალი;
·         პირის სიმშრალე;
·         გულის წამოვლით ტკივილი;
·         სუნთქვის გართულება, ხუთვა;
·         გულის რევა;
·         ჰიპერჰიდროზი;
·         ემოციური დაძაბულობა, შფოთვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         ელექტროენცეფალოგრამა;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის კომპიუტერული დიაგნოსტიკა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობისთვის საჭიროა:
·         დეჰიდრატაციული პრეპარატები;
·         ვიტამინები;
·         დეზალერგიული კომპლექსები;
·         მასტიმულიერებელი საშუალებები;
·         სადეზინფექციო საშუალებები. 

საშიშროება
გართულების ფორმები შეიძლება იყოს:
·         ეპილეფსიური შეტევები;
·         გულყრა;
·         ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირველივე სიმპტომებზე ექიმ-ნევროლოგთან ვიზიტი;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება.

პატაუს სინდრომი

პატაუს სინდრომი – წარმოადგენს ქრომოსომულ დაავადებას, რომელიც განპირობებულია დამატებითი მე-13 ქრომოსომის გამო. აღნიშნული პრობლემა მოიცავს მთელ რიგ დეფექტებს, ნერვული სისტემის, თვალების, კუნთ-ძვლოვანი სისტემის, გულის, უროგენიტალური სისტემის პრობლემების ჩათვლით და ა.შ.
 
მიზეზები
·         მე-13, დამატებითი ქრომოსომის არსებობა, რომლის გასამების მიზეზები დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გენეტიკური დარღვევა შეიძლება განვითარდეს ზიგოტას წარმოქმნის ეტაპზე ან გამეტების ფორმირების დროს;
·         დედის ასაკი;
·         დედის სომატური და ინფექციური დაავადებები;
·         ფეხმძიმე ქალის მავნე ჩვევები;
·         რობერტსონის ტრანსლოკაციის არსებობა;
·         ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო. 
 
სიმპტომები
·         მძიმე შედეგები, რომლებიც სრულდება ნაყოფის დაღუპვით;
·         პრენატალური ჰიპერტროფია;
·         თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები;
·         ახალშობილის თავის პატარა ზომა;
·         სახის ანომალიები;
·         ყურის ნიჟარების დეფორმაცია;
·         გულის თანდაყოლილი მანკი;
·         ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევა;
·         გონებრივი ჩამორჩენა;
·         მადის არქონა და ძუძუზე უარის თქმა;
·         დედის მიერ გადატანილი სხვადასხვა გართულებები, უძლობა და ა.შ. 
 
დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსავლენად ტარდება ფეხმძიმობის პერიოდში სქრინინგი, ასევე ბავშვის დაბადების დროს მისი კარიოტიპის გამოკვლევა. 
 
მკურნალობა
სამწუხაროდ სინდრომის მკურნალობა შეუძლებელია. მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით საჭიროა განსაკუთრებული მოვლა, კვება, ინფექციების პროფილაქტიკა, სიმპტომატიკური თერაპია. შესაძლოა ქირურგიული ჩარევა სახის ანომალიის აღმოსაფხვრელად.
 
საშიშროება
აღნიშნული პრობლემის შემთხვევაში 95% უარყოფითი პროგნოზია. ამ სინდრომით დაავადებული ბავშვები სიცოცხლის პირველ წელს კვდებიან ან ცოცხლობენ 5-10 წლამდე.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         უწყლოობის დროულად გამოვლენა და მკურნალობა;
·         ფეხმძიმობამდე და მის დროს სრულფასოვნად კვება;
·         ინფექციური დაავადებების გამოვლენა და ფეხმძიმობამდე მკურნალობა;
·         სქესობრივი კონტაქტით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

პედიკულოზი

პედიკულოზი (ტილიანობა) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ადამიანის თმიანი ნაწილის დატილიანებით.
გამოიყფა დაავადების შემდეგი სახეობები:
·         თავის – ტილები ვრცელდებიან თმაში, დებენ კვერცხებს თავის კანსა და თმის ღერებზე;
·         ტანსაცმლის – ტილები ვრცელდებიან სამოსზე და კვერცხებს დებენ ქსოვილის ნაკერებში;
·         შუბლის – ტილები ვრცელდებიან შუბლის, წარბებისა და წამწამების ადგილებში.
 
მიზეზები
დაავადების გავრცელების მიზეზია ტილების დასევა, რომლებიც გადამდებია უკვე დასნეულებულ ადამიანთან სქესობრივი ან ახლო კონტაქტით.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         კანის დაზიანება თავის, მხრების, კისრის არეში;
·         ტილის ნაკბენს თან ახლავს ძლიერი ქავილი;
·         ნაკბენი ადგილები მოლურჯო ფერის პაპულების მსგავსია;
·         ხშირი ქავილის გამო კანზე ჩნდება წყლულოვანი გამონაყარი;
·         თმაზე ჩნდება ტილების პატარა ზომის კვერცხები – წილები;
·         ყურებს უკან ხდება ლიმფური კვანძების გადიდება.
 
დიაგნოსტიკა
ექიმი პედიატრი მკურნალობის დასადგენად ატარებს თავისა და ტანის საერთო დათვალიერებას.
საჭიროა ქავილის მკურნალობა, რაც იწვევს კანის დაზიანებას.  რიგ შემთხვევებში აუცილებელია დერმატოლოგისა და ინფექციონისტის კონსულტაცია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         თავის პედიკულოზის დროს – თმის შეჭრას, წილების გაცლას, ტილის საწინააღმდეგო შამპუნით თავის დაბანას;
·         შუბლის პედიკულოზის დროს – შუბლზე თმის აჭრას, დატილიანებული ადგილების დამუშავებას სპეციალური ხსნარებით და ბორის მალამოთი;
·         ტანსაცმლის პედიკულოზის დროს  – ტანსაცმლის სრული დამუშავება და ტანის საგულდაგულოდ დაბანა.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
·         ზურგის ტიფი;
·         თავის კანის დასნეულება;
·         სტაფილოკოკური ინფექციების განვითარება;
·         მეორადი პიოდერმია.
 
რისკის ჯგუფი
·         ბავშვები (განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის);
·         ადამიანები, რომელბიც უსუფთაო გარემოსა და არაჰიგიენურ პირბებში ცხოვრობენ;
·         შემთხვევითი სქესობრივი კავშირების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
·         ახალი სამოსის გარეცხვა და ისე ჩაცმა;
·         ტანსაცმლისა და თეთრეულის დროულად გარეცხვა;
·         შემთხვევითი სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება.

მხარის პერიართროზი

მხარის პერიართროზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მხარის მიმდებარე ქსოვილების ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები
·         მოტეხილობები;
·         მხარზე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
·         შინაგანი ორგანოების დაავადებები;
·         ქალებში სარძევე ჯირკვლის ოპერაციები;
·         ხერხემლის კისრის ნაწილის დაავადებები;
·         ნივთიერებათა ცვლის დამრღვევი დაავადებები;
·         პერიფერიული სახსრების დაავადებები.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მხარის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღამით;
·         ხელის გვერდით ან ზურგისკენ მოძრაობის დროს ტკივილი;
·         ზურგის სახსრების მოძრაობის შეზღუდვა;
·         მხარის შესიება;
·         დაზიანებული ხელის დამოკლება;
·         ტემპერატურის აწევა 37,5-მდე;
·         ხელის თითებში გრძნობის დაკარგვა;
·         თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         მხრის სახსრის რენტგენს;
·         მხრის სახსრის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         მხრის სახსრის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         მხრის სახსრის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         ართროგრამას.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ნოვოკაინის ბლოკადებს;
·         ფიზიოთერაპევტუპ პროცედურებს;
·         სამკურნალო ფიზკულტურას;
·         მხრის გათბობას;
·         ბალახეულის კომპრესებს.
 
საშიშროება
მკურნალობის არარსებობას თან სდევს შემდეგი სახის გართულებები:
·         მხრის სახსრის კაფსულიტი;
·         მხრის სახსრის გარშემო ქსოვილების კალციფიკაცია.
 
რისკის ჯგუფი
·         40 წელს ზემოთ მამაკაცები;
·         სპორტსმენები;
·         კისრის ოსტეოქონდროზით დაავადებულები;
·         ქალები, ვისაც გადატანილი აქვთ სარძევე ჯირკვლის ოპერაცია.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         კისრის ოსტეოქონდროზის დროული მკურნალობა;
·         მხარზე დატვირთვის გაკონტროლება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         მხრის კომპლექსის გასამაგრებელი ვარჯიშის შესრუელბა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights