#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია
ხერხემლის პრობლემები და მათი მკურნალობა
ხერხემალი, ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია, ის ასრულებს როგორც სტატიკურ ისე დინამიკურ ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს რომ ხერხემლის სვეტი ფაქტობრივად მუდმივად არის ფიზიკური დატვირთვის ქვეშ. აქედან გამომდინარე ხშირად ვლინდება ხერხემლის სვეტის სხვადასხვა ტრავმული, დეგენრაციული თუ სტრუქტურული დაზიანება .
ხერხემლის სვეტის ტრავმული და ქრონიკული დეგენერაციული დაზიანებების მართვა შესაძლებელია რეაბილიტაციის სხვადასხვა ინტერვენციით. ინტერვენციის ტიპი უნდა შეირჩეს კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის სისტემის ექსპერტული ანალიზი – სირთულეები და პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში
~ულსისირთულეები და პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში;
ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები;
„ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც ექიმის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებს ფინანსები, რაც დაუშვებელია.
მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული პაციენტის ინტერესები.
ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს იმ სერვისებზე, რომელიც მოსახლეობას ჭირდება და არა იმ სერვისებზე, რომელიც მომგებიანია…“
რატომ ვერ მოხდა იდეალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება?..
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ნევრული და იმუნური სისტემა უშუალო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ქართული ანგიოქირურგიის ტრიუმფი საერთაშორისო არენაზე…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კოვიდი იწვევს ქრონიკულ დაღლილობას…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ყველაფერი, რაც სქოლიოზისა და მალთა შუა დისკის თიაქრის შესახებ უნდა ვიცოდეთ…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში ბენეფიციარები მოინახულეს
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მიღწევა – სისხლის ახალი ტესტი შიზოფრენიის რისკს ავლენს
ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შიზოფრენიის სიმწვავესა და რისკს ავლენს.
„ფსიქოზი ადრეულ ზრდასრულობაში ვლინდება – სიცოცხლის ძირითად პერიოდში. სტრესი და ნარკოტიკები, მათ შორის მარიხუანა, გენეტიკური მოწყვლადობის დამაჩქარებელი ფაქტორებია.
თუ ფსიქოზს უყურადღებოდ დავტოვებთ, ის ბიოლოგიურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად დაგვაზიანებს”, — აცხადებენ სპეციალისტები.
შიზოფრენია ტვინს რეალობის უწყვეტ აღქმაში უშლის ხელს და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. მიუხედავად ამისა, მისი კონტროლი შესაძლებელია.
პირველ რიგში, დიაგნოზის დასმაა საჭირო. სისხლის ტესტი სწორედ ფსიქოზთან ასოცირებული ფიზიკური ცვლილებების, ბიოინდიკატორების, იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
მკვლევრებმა სისხლში ზემოხსენებული ცვლილებების კვალის შესასწავლად პაციენტთა 1-დეკადიანი მონაცემები გამოიყენეს და ახალი ტესტი შექმნეს. ზოგიერთი ასეთი ბიომარკერი ამჟამინდელი თერაპიების სამიზნეა, ანუ შესაძლებელია, შიზოფრენიის ადრეული დიაგნოსტირების შემდეგ მათ აღმოფხვრას ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებით ვეცადოთ.
მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ ტესტზე ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გავლენის შესწავლაცაა საჭირო, მაგრამ ის, სავარაუდოდ, წელსვე იქნება ხელმისაწვდომი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
აღმოჩენილია ძვალში შენახული ლენცოფას თესლები, რაც უძველეს დროში ამ მცენარის სამკურნალოდ გამოყენებაზე მიუთითებს
ათასობით წლის წინანდელი ძვალი პირველი მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპაში ადამიანები ძლიერ და სახიფათო ნარკოტიკს აგროვებდნენ და ინახავდნენ. აღმოჩენილია განზრახ ამოღრუტნული და არყის ხის ფისით დაცობილი ცხვრის ან თხის ძვალი, რომელშიც დიდი ოდენობით შავი ლენცოფას (Hyoscyamus niger) თესლია შენახული.
გერმანელ და ნიდერლანდელ მკვლევართა ჯგუფი ირწმუნება, რომ ეს მცენარეული მასალა კონკრეტული მიზნისთვის იყო შენახული. შავი ლენცოფა მთელ ევროპაშია გავრცელებული და მისი მცირე დოზაც კი სახიფათოა. შეიცავს ტოქსინებს — ჰიოსციამინსა და სკოპოლამინს და მისმა შეჭმამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi









