გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შარდის ბუშტის კიბო
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ქოშინი
ქოშინი (დისპნოე) არის სუნთქვის გაძნელების შეგრძნება.
გამომწვევი მიზეზები
ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა დაავადებამ, რომელიც არღვევს ბალანსს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებასა და ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის. ქოშინი ხშირია ფილტვების დაავადებების, როგორიცაა ინფექციები, ასთმა, ალერგია, აგრეთვე, სასუნთქი კუნთების და ნერვული სისტემის დაავადებების, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირების დროს.
ზემოხსენებულის გარდა, ქოშინი გულის უკმარისობისა და კორონარული არტერიების დაავადების ჩვეული სიმპტომია.
გულის უკმარისობის დროს ქოშინი გამოწვეულია ფილტვებში სითხის დაგროვებით; ამ მდგომარეობას ფილტვებში შეგუბება ან ფილტვის შეშუპება ეწოდება. ის მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს იჩენს თავს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ქოშინი ვითარდება უფრო და უფრო მცირე ფიზიკური დატვირთვისას და, საბოლოოდ, მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
მოსვენებულ მდგომარეობაში ჰაერის უკმარისობა უმეტესწილად პაციენტის წოლით მდგომარეობაში ყოფნისას ვითარდება, ამ დროს სითხე გრავიტაციით გადაადგილდება ფილტვის ქსოვილში. ეს სიმპტომი ხშირად ღამით ვითარდება და მას ღამის დისპნოე ეწოდება. წამოჯდომისას, როცა პაციენტი საწოლიდან ფეხებს ჩამოუშვებს, გრავიტაციით სითხე ფილტვების ქვედა წილებში გადაინაცვლებს, ზედა წილები თავისუფლდება და ქოშინის ინტენსიურობა მცირდება. ამიტომაც ღამის დისპნოეს მქონე ადამიანებს ძილის დროს სასთუმალი ამაღლებული აქვთ, ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში სძინავთ.
კორონარული არტერიების დაავადების დროს, ქოშინი, ჩვეულებრივ, ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება; დაავადების მძიმე ფორმის დროს – უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კლინიკა „ჭიამაია“, რომლის წამყვანი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილია, სოციალურ ქსელში მშობლებისთვის აქვეყნებს ექიმის საინტერესო რეკომენდაციებს:
„ძვირფასო მშობლებო, ხშირად გებადებათ სურვილი გაუძლიეროთ თქვენს პატარებს მადა და აძლევთ მადის აღმძვრელ ვიტამინებს და სხვა საშუალებებს, ღრმა ჩაკითხვით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს (საუზმეს, სადილს, ვახშამს) სამაგიეროდ ჭარბად მიირთმევს სასუსნავებს, სნექებს, უყვარს ნახშირწყლოვანი, ერთფეროვანი საკვები. მადის გაძლიერება ასეთ შემთხვევაში ისევ ამ საკვების ხშირი მოთხოვნით მოხდება, ის მაინც არ მიიღებს იმ საკვებს, რომელიც თქვენ გსურთ, რომელიც აუცილებელია დღეღამური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ძირითად ინგრედიენტებზე და გაძლიერებული მადით ისევ გემრიელად შეექცევა იმას, რაც უყვარს…
თუ თქვენ შეუზღუდავთ ამ საკვებს, მერწმუნეთ, ბავშვი მშიერი ვერ დარჩება და თანდათან სასარგებლო და ბალანსირებული კვების მიღება-შეგუებას დაიწყებს! ნაკლები ხემსი, ტკბილი და მარილიანი, შეეცადეთ არ მისცეთ არაფერი კვებათა შორის, გარდა ხილისა და რძემჟვა პროდუქტების, შეულამაზეთ საკვების ვიზუალური მხარე და კვებეთ თქვენთან ერთად, აჩვენეთ, რომ თქვენც იღებთ იმავე საკვებს! სნექებით ბავშვი იკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ეს ხომ არაჯანსაღი, არაბალანსირებული კვებაა, ამიტომ ნუ მისცემთ ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით ექიმის დანიშნულების გარეშე, ეცადეთ (ძალიან რთულია, მაგრამ მაინც) შეაგუოთ ჯანსაღ კვებას!!!
მადის გაძლიერება გამოსავალი არ არის, რადგან, გავიმეორებ, გააძლიერებს იმ საკვების მიღებას, რაც მას უყვარს… ეს ნამდვილად ასეა! თუ ბავშვს შეუპოვარი უმადობა აქვს და ეს ქცევის დევიაციასთან არ არის დაკავშირებული, ამ პრობლემას ექიმის კონსულტაცია და მიზეზის დადგენა სჭირდება! ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერია განცხადებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შეიძლება ფიქრობთ, რომ რეკომენდაცია ,,არ გამოტოვოთ საუზმე”, უბრალოდ, კარგი რჩევაა. თუმცა ყველას სჭირდება საკმარისი ენერგია დილისთვის, რაშიც საუზმე გვეხმარება.
ალბათ, საუზმის ყველაზე მიმზიდველი სარგებელი ის არის, რომ ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და, ამრიგად, გეხმარებათ მეტი კალორიის დაწვაში მთელი დღის განმავლობაში.
როდესაც საუზმეს მიირთმევთ, თქვენ ამით თქვენს სხეულს აფრთხილებთ, რომ დღის განმავლობაში ბევრი კალორია უნდა მიიღოთ. თუ თქვენ საუზმეს გამოტოვებთ, თქვენი სხეული შეტყობინებას იღებს, რომ მას უბრალოდ შენახვა სჭირდება და არა კალორიების დაწვა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ გრიპის „ა“ და „ბე“ ტიპის ვირუსის ქვე ტიპებს გართულებები ახასიათებს, შესაბამისად, რისკ ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ.
ინფექციონისტების განმარტებით, მიზანშეწონილია აქამდე ცნობილი რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. მათივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ე.წ. სეზონურ ვირუსებს, სხვა ვირუსებთან შედარებით, მაღალი ტემპერატურა ახასიათებს. არის რეინფიცირების შემთხვევებიც.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi