უიპლის დაავადება – წარმოადგენს დაავადებას, რომელიც აზიანებს წვრილ ნაწლავს და სხვა შინაგან ორგანოებს. დაავადების დროს მისი გამომწვევი ბაცილები ეკვრიან წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, რაც სისხლში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიერ დაშლილი საკვები ნივთიერებების შეწოვის მიზეზი ხდება.
სარისკო ჯგუფს წარმოადგენენ 50 წლის და უფროსი მამაკაცები. ამასთან, ბოლო დროს დაავადება გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებშიც.
დაავადებას აქვს სამი სტადია:
· არანაწლავური გამოვლენის პერიოდი;
· ნაწლავის მიერ შეწოვის პროცესის დარღვევა;
· პოლიორგანული გამოვლინებების სტადია.
მიზეზები
უიპლის დაავადება ვითარდება ორგანიზშმი Tropheryma whippelii-ის ბაცილების შეღწევისა და დაგროვების შედეგად, რომელიც აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, ამასთან, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხვა ორგანოებზე (მაგალითად: ტვინზე, გულზე, თვალებზე, სახსრებზე და ა.შ.).
უიპლის დაავადების სიმპტომები
დაავადების სიმპტომები ვლინდება შემდეგნაირად:
· ცხელება, ტკივილი სახსრების არეში, კანის სიწითლე, კუნთების ტკივილი;
· შემცივნება;
· ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
· კუჭის აშლა, დიარეა დღე-ღამეში 10-ჯერ, კუპრისებური განავალი;
· სისხლის მიმოქცევის დონის დაწევა;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· სისხლდენა;
· მუცლის შებერილობა, ტკივილი ჭიპის არეში;
· წონის დაკარგვა;
· მოთენთილობა;
· ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა;
· გულის რევა, ღებინება, მადის დაკარგვა;
· გულის კუნთებისა და სარქველების დაზიანება;
· თვალის ლორწოვანის ანთება;
· უძილობა, მეხსიერების გაუარესება;
· არტერიული წნევის დაცემა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირებას ახორციელებს ექიმი-გასტროენტეროლოგი. უიპლის დაავადებაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პაციენტის გასინჯვა შეიძლება მოიცავდეს:
· წვრილი ნაწლავის ლორწოვანას ბიოპსიას;
· გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოპსიას;
· კალას ანალიზს;
· ენდოსკოპიურ პროცედურებს (ენტეროსკოპიას, ფიბროდუოდენოსკოპიას, ეიუნოსკოპიას ან ფიბროილეოკოლონოსკოპიას);
· საყლაპავის რენტგენს;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· მუცლის ღურს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· ქსოვილის ნიმუშის ჰისტოლოგიურ კვლევას.
უიპლის დაავადების მკურნალობა
უიპლის დაავადების მკურნალობა ხანგრძლივ პიეროდს მოიცავს – დაახლოებით ერთ წელს. მკურნალობის მეთოდებში შედის:
· დიდი რაოდენობით ცილების დიეტა, ცხიმების გამორიცხვით;
· ანტიბიოტიკების კურსი;
· ანტიმიკრობული საშუალებების მიღება;
· ჰორმონალური თერაპია;
· კალციუმის, მაგნიუმის, რკის და კალიუმის მიღება;
· ვიტამინების თერაპია (D, A, B).
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევში უიპლის დაავადებამ შეიძლება მიგვიყვანოს ორგანიზმის ცხოველქმედების ესრიოზულ მოშლამდე, რის ფონზეც შეიძლება განვითარდეს ლეტალური შედეგი. თერაპიის არარსებობის და სიმპტომების მომატების შემთხვევაში პაციენტი კვდება დაავადების მეორე სტადიაზე.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ჯანსაღი ცხოვრების წესი;
· სწორი კვება;
· გასტროენტეროლოგთან ყოველწლიური ვიზიტი.
უიპლის დაავადება
ტურეტას სინდრომი
ტურეტას სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტები გაფანტულები, მგრძობიარეები და ემოციურები არიან და მხედველობით-სივრცითი ფუნქციების პრობლემები და კომპლექსური მოტორული და ვოკალური ტიკები ახასიათებთ. ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში ახლავს დეპრესიისაკენ მიდრეკილება, კონცეტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა. ტურეტას სინდრომი ქრონიკული დაავადების ხასიათს ატარებს, ამიტომ განკურნება შეუძლებელია.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ითვლება, რომ დაავადება ვითარდება თავის ტვინის ქერქის და ქერქქვეშა სტრუქტურების დისფუნქციის შედეგად.
სიმპტომები
სახის, კისრის და მხრის კუნთების მრავალჯერადი და გაუკონტროლებელი კანკალი;
ენისა და ტუჩების ხშირი მოძრაობა;
ხშირი ხველა და ამოხველება;
ერთი და იგივე მოძრაობის, სიტყვების ხშირი გამეორება;
რიგი სიტყვების წამოძახება, რომლებიც ხშირად უცენზურო ფორმისაა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
ანტიფსიქოტროპული პრეპარატები;
ანტიჰიპერტენზული საშუალებები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
ბავშვის სოციალური ადაპტაციის დარღვევა;
დეპრესიისა და ნევროზისკენ მიდრეკილება.
რისკის ჯგუფი
გენეტიკური მემკვიდრეობის მქონე ბავშვები.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.
ტირეოიდი
ტირეოიდი – ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესი.
მიზეზები
მემკვიდრეობითი ფაქტორი;
სასუნთქი გზების მწვავე ან ქრონიკული დაავადებები;
სასუნთქი გზების ტრავმები;
ფარისებრი ჯირკვლის ტრავმები;
შაქრიანი დიაბეტი.
სიმპტომები
ფარისებრი ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება, ციება, ტემპერატურა 40 გრადუსამდე, კისრის ზედა ნაწილში ტკივილი, ტაქიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, კისრის კანის ჰიპერემია;
ტემპერატურა 38 გრადუსამდე, კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რომელიც ყბაზე გადადის, სახსრების ტკივილი, სისუსტე;
გართულებული ყლაპვა, ყელში ქვის გაჩხერის შეგრძნება, ჩახლეჩილი ხმა, არტერიული წნევის აწევა, ოფლიანობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
სისხლის საერთო ანალიზი;
იმუნოგრამა;
ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის წვრილნემსოვანი ბიოპსია;
ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.
მკურნალობა
არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
სტეროიდული ჰორმონები;
ანტიბიოტიკები;
ანტიბაქტერიული პრეპარატები;
ანტიჰისტამინური საშუალებები;
პოლივიტამინები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა;
მედიასტინიტი;
პნევმონია;
ფილტვის აბსცესი;
კისრის ფლეგმონა;
მენინგიტი;
ენცეფალიტი;
სეფსისი.
რისკის ჯგუფი
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების მქონე ადამიანები;
ენდემური ჩიყვისა და ბაზედოვის დაავადების მქონე ადამიანები;
გენეტიკური მიდრეკილების ადამიანები;
ალერგიული, აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
ორგანიზმის გაკაჟება;
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
იოდისა და სხვა ვიტამინების საკმარისი რაოდენობით მიღება.
ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი – ტუბერკულიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს და ეს ხშირად პაციენტისთვის ფილტვების გამართულად ფუნქციონირების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია.
მსოფლიოში ტუბერკულიოზი გარდაცვალების 10 ყველაზე ხშირ მიზეზს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. მიკრობაქტერია შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება
მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანიზმის Mycobacterium tuberculosis-ით დაინფიცირებისას და გადაედება ჰაერ-წვეთოვანი გზით.
სიმპტომები
მშრალი ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით და დილით, ახლავს სისხლიანი ნახველი;
თავის ტკივილი, ღებინება, მენინგიტის სიმპტომები;
მუცლის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა;
სახსრების, ძვლების ტკივილი, მოტეხილობების გაზრდა;
ზურგის ტკივილი, შარდში სისხლის ნარევი, ნეფრიტის სიმპტომები;
კანქვეშ მყარი კვანძების გაჩენა, რომლებიდანაც დროთა განმავლობაში ხაჭოსებრი გამონადენი გადმოდის.
ბავშვებში ტუბერკულოზის სიმპტომებია:
ტაქიკარდია;
საერთო სისუსტე;
ჰიპერთერმია;
მადის დაკარგვა;
წონის დაკლება;
ჭარბი ოფლიანობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:
გულმკერდის ორგანოების ფლუოროგრაფია;
ფილტვების რენტგენი;
ფილტვების, თავის ტვინის, ხერხემლის, სახსრების კომპიუტერული ტომოგრაფია;
ფილტვების და ლიმფური კვანძების ბიოპსია;
თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
მუცლის ღრუს ორგანოების, შარდის ბუშტის, თირკმელების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
დერმატოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
მედიკამენტოზური მკურნალობა;
ფიზიოთერაპია;
ქირურგიული ჩარევა;
სამკურნალო ფიზკულტურა.
საშიშროება
დაავდების გართულება შეიძლება იყოს:
ფილტვების სისხლდენა;
ტუპერკულოზური პლევრიტი;
უნაყოფობა;
პნევმოტორაქსი;
ფილტვისმიერი გული;
სუნთქვის უკმარისობა;
გულის უკმარისობა;
ფისტულების გაჩენა;
თირკმლის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პირები;
აივ და შიდსის ვირუსის მქონე პირები;
კორტიკოსტეროიდების დიდი ხნის მანძილზე მიმღები პირები;
არასაკმარისი წონის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
ფლუოროგრაფიის ყოველწლიურად ჩატარება;
ვაქცინაციის ჩატარება;
იმუნიტეტის გაძლიერება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ტროფიკული წყლული
ტროფიკული წყლული – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე ან ლორწოვან გარსზე წყლულების გაჩენა. მტკივნეული გამონაყარი დიდი ხნის მანძილზე არ შუშდება და მოცილება ქირურგიული ჩარევის შედეგადაა შესაძლებელი. ტროფიკული წყლული უმეტესად ტროფიკული სარტყელის ქვეყნებშია გავრცელებული
მიზეზები
ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
ვენების ქრონიკული უკმარისობა;
ლიმფომის მიმოცვლის დარღვევა;
პოსტთრომბოფლებიური დაავადება;
შაქრიანი დიაბეტი;
ჰიპერტონია;
ათეროსკლეროზი;
გაყინვა, დამწვრობა;
ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი.
სიმპტომები
კუნთების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება;
კუნთების კრუნჩხვები ღამით;
წვივების წვა და ქავილი;
კანის ალაგ-ალაგ ჰიპერპიგმენტაცია;
ეგზემისა და დერმატიტის გაჩენა;
დაზიანებულ ნაწილში კანის გასქელება;
მუქი წითელი ფერის ლაქების გაჩენა;
დაზიანებული ადგილებიდან ჩირქოვანი გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფლებოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
სისხლის საერთო ანალიზი;
ქვედა კიდურების ულტრა-ბგერითი და დოპლეროგრაფიული გამოკვლევა;
ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური გამოკვლევა;
ულტრა-ბგერითი დუპლექსური გამოკვლევა;
ფუნქციონალური სინჯები;
ქვედა კიდურების რეოვაზოგრაფია;
წყლულის ზედაპირის და სიღმის ბიოპსია.
მკურნალობა
ელასტიური კომპრესია;
მედიკამენტოზური პრეპარატები;
ადგილობრივი მკურნალობა;
სისხლის გაწმენდა.
საშიშროება
სეფსისი;
ოსტეომიელიტი;
ართრიტი;
ჩირქოვანი ვარიკოთრომბოფლებიტი;
ალერგიული დერმატიტი;
მეორადი ლიმფოდემა.
რისკის ჯგუფი
მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე პირები;
ღრმა ვენების თრომბოზის მქონე პირები;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები;
შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
კომპრესული თეთრეულის ტარება;
ერთ პოზაში დიდ ხანს ყოფნისგან თავის შეკავება და მეტი მოძრაობა;
გადაციებისგან თავის დაცვა;
სამკურნალო ვარჯიში.
ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზი – იმ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმაა, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი ურთიერთობის დროს. დადგენილია, რომ ამ დაავადებით დაინფიცირებულია პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები და უმეტესად სიმპტომები სხვა სგგდ-ების მსგავსია, ამიტომ დიფერენცირება ჭირს. ტრიქომონიაზს იწვევს წვრილი ერთუჯრედოვანი პარაზიტი
მიზეზები
დაავადების გამომწვევია – ვაგინალური ბაქტერია ტრიქომონადა (Trichomonas vaginalis).
სიმპტომები
სიმპტომები ქალებში:
შარდვისა და სქესობრივი კავშირისას ტკივილი;
ჰიპერემია და გარე სასქესო ორგანოების ქავილი;
გამონადენი, რომელსაც უსიამოვნო სუნი და მოყვითალო ფერი აქვს.
სიმპტომები მამკაცებში:
ურეტრადან გამონადენი, უსიამოვნო შეგრძნება შარდვისას;
გართულებების დროს პროსტატიტის განვითარება.
დიაგნოსტიკა
მიკროსკოპული მეთოდი;
მოლეკულარულ-ბიოლოგიური გამოკვლევები;
კულტურალური გამოკვლევა.
მკურნალობა
ანტიბიოტიკები;
დაავადების ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა დაინიშნოს მთელი რიგი სამკურნალო პროცედურები;
მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, რადგან ეს იწვევს პარტნიორის დაავადების საშიშროებას.
რისკის ჯგუფი
მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის დაცვა;
დაცული სქესობრივი აქტი.
ტრაქომა
ტრაქომა – ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანების თვალებთან, ქუთოთოებთან და ცხვირის ან ყელის სეკრეტთან პირდაპირი კონტაქტით. ტრაქომა გადამდებია და თითქმის ყოველთვის აზიანებს ორივე თვალს. იგი იწყება თვალებისა და ქუთუთოების მსუბუქი ქავილით და გაღიზიანებით, საბოლოოდ კი იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის დაბინდვას. მკურნალობის გარეშე ტრაქომამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ტრაქომას ადრეული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გართულებების თავიდან არიდება.
მიზეზები
ქლამიდიები, რომლებიც პარაზიტობენ უჯრედებს შიგნით;
დაავდებული ლორწოვანიდან ჯანსაღზე დაინფიცირებული ნივთიერების გადატანა;
დასუსტებული იმუნიტეტი;
ალერგია;
თვალის სხვა დაავადებების არსებობა;
ექიმის დანიშნულების შეუსრულებლობა ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაზე.
სიმპტომები
კონიუქტივის ანთებით პროცესი, გაწითლება, გაღიზიანება;
ქუთუთოს ჩაბრუნება;
თვალების ტკივილი, ქავილი;
რქოვანას ამღვრეული ფერი.
დიაგნოსტიკა
ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
ოპტიკური საშუალებებით გამოკვლევა;
კონიუქტივის ნაცვეთის ანალიზი;
სისხლის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
თვალის დამუშავება ანტიბიოტიკებით;
ფოლიკულას გამოტანა პაციენტის მიერ;
დაზიანებული ადგილის ანტიბიოტიკების შემცველი ხსნარით მობანა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითება, ქუთუთოს ჩაბრუნება, რქოვანას ფერის ამღვრევა. მთლიანობაში, დორული მკურნალობის არსებობის პირობებში შედეგი დადებითია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
კონტაქტური ლინზების მოხმარების წესების დაცვა;
ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი.
ტრაქეიტი
ტრაქეიტი – ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესი. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
ვირუსული ინფექცები;
გადაციება;
ცივი და ცხელი ჰაერი, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს;
სტრეპტოკოკული ან სტაფილოკოკური ინფექცია.
ფაქტორები, რომელბიც ზრდიან დაავადების განვითარების რისკს:
მოწევა;
ალკოჰოლის ხშირი გამოყენება;
თირკმელების და გულის დაავადებები;
ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებები;
ფილტვების ემფიზემა.
სიმპტომები
დაავადების დასაწყისში მშრალი ხველა;
სისველე ცხვირში;
გულმკერდის და ყელის ტკივილი;
ჩახლეჩილი ხმა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის სპეციალური ხელსაწყოებით დათვალერება.
მკურნალობა
სითხის დიდი რაოდენობით მიღება;
ანტიბიოტიკები;
მდოგვის საფენები გულმკერდისთვის;
მალამოები;
ანტივირუსული პრეპრატები;
ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები;
ამოსახველებელი პრეპარტები;
ინჰალაცია.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება გახდეს ბრონქიტი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
გადაციებისგან თავის დაცვა;
მოწევაზე უარის თქმა;
ალკოჰოლზე უარის თქმა;
ცხვირ-ხახის დაავადებების დროული მკურნალობა.
ტოქსიკოდერმია
ტოქსიკოდერმია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის საფარის მარტივი ტოქსიკო-ალერგიული ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ალერგენის ზემოქმედებით, რომელიც კანში აღწევს ჰემატოგენური გზით.
სიმპტომები
კანზე გამონაყარი;
გენიტალიის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ტუჩების დაზიანება;
გამონაყარი ქავილი, წვა და ტკივილი.
ზოგადი სიმპტომები
საერთო მოთენთილობა;
უძილობა;
გაღიზიანება;
სხეულის ტემპერატურის აწევა;
სახსრების ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რომელიც საერთო ჩივილების გარკვევისა და ანამნეზის აღების შემდეგ ნიშნავს:
გამონადენის ბაქტ-დათესთვას;
ნაცხების მიკროსკოპიას;
კანის ნაცვეთის ანალიზს;
ტესტს სიფილისზე;
სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;
კოაგულოგრამას.
შესაძლოა საჭირო იყოს კარდიოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნეფროლოგის კონსულტაცია და დამატებით შემდეგი ღონისძიებები:
ელექტროკარდიოგრამა;
ექოკარდიოგრამა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
თირკმელების ულტრა-ბგერითი ან კომპიუტერული გამოკვლევა.
მკურნალობა
ანტიჰისტამინური პრეპარატები;
მადენსესიბილიზებელი პრეპარატები;
შარდმდენი პრეპარატები;
სისხლის გაწმენდა;
გლუკოკორტიკოსტეროიდები;
ანთების და ქავილის საწინააღმდეგო მალამოები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
ერთი და იგივე პრეპარატების ხანგრძლივად მიღებისგან თავის შეკავება;
პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
პრეპარატების აუტანლობის დროული დადგენა.
ტიფლიტი
ტიფლიტი – წარმოადგენს ბრმა ნაწლავის ანთებით პროცესს.
მიზეზები
სეპსისი;
ტიფი;
კრონის დაავადება;
მწვავე აპენდიციტი;
ნაწლავის ტუბერკულოზი და სხვა დაავადებები.
სიმპტომები
ყრუ ტკივილები;
ჭამის შემდეგ მუცლის ჭვალი;
მუცლის შებერილობა;
წელის ტკივილი;
მადის დაკარგვა, ფაღარათი, შეკრულობა;
გულის რევა;
მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა;
ორგანიზმის საერთო სისუსტე;
თავის ტკივილი, მიგრენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:
გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
კალას ანალიზი;
ირიგოსკოპია;
პარიეტოგრაფია.
მკურნალობა
ჯანსაღი და სრუფასოვანი კვება;
ნაწლავის მასაჟი;
ადგილობრივი თბილი პროცედურები;
ფერმენტების მიღება;
ინფუზიური თერაპია;
სხვა პრობლემების მოგვარება.
საშიშროება
ტიფლიტის დროს შესაძლოა შემდეგი გართულებები: პარატიფლიტი, მეზადენიტი და სხვა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
ნაწლავის ინფექციური დაავადებების მკურნალობა;
დიარეის და შეკრულობის დროული მკურნალობა;
კვების რეჟიმის დაცვა;
მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
ანთებითი პროცესების ჩაქრობა.










