ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან.
„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯების 70% მიდის ჰოსპიტალურ სერვისზე, 30% მიდის პირველადი ჯანდაცვისკენ…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან.
„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯების 70% მიდის ჰოსპიტალურ სერვისზე, 30% მიდის პირველადი ჯანდაცვისკენ…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ათენის ოფთალმოლოგიური კლინიკა არის სპეციალური ჰოსპიტალი ოფთალმოლოგიური დაავადებებისთვის, რომელიც მიეკუთვნება ატიკის რაიონს (ათენი).
მდებარეობს პანეპისტიმიუს (ელ. ვენიზელოუ) და სინას ქუჩების კვეთაზე.
ეს არის პირველი ოფთალმოლოგიური კლინიკა, რომელიც დაარსდა საბერძნეთში. ერთ-ერთი უძველესი საექთნო დაწესებულება ევროპაში და ერთ-ერთი პირველი ოფთალმოლოგიური საავადმყოფო, რომელიც კი შექმნილა მსოფლიოში.
ათენის ოფთალმოლოგიური კლინიკა დაარსდა 1843 წელს, რომლის მიზანი იყო ტრაქომის გავრცელება, იმდროინდელი გადამდები დაავადება , რამაც გამოიწვია სიბრმავე
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სტაფილოკოკურ ინფექციებს იწვევს სტაფილოკოკის ბაქტერიები, რომლებიც ხშირად გვხვდება ჯანმრთელი ადმაიანების კანზე ან ცხვირში. უმეტეს შემთხვევაში ეს ბაქტერიები არ იწვევენ პრობლემებს ან იწვევენ მსუბუქ კანის ინფექციას.
სტაფილოკოკური ინფექცია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს, თუ ბაქტერია მოხვდება სისხლში, სახსრებში, ძვლებში, ფილტვებში ან გულში. დღესდღეისობით ბევრ სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანს უვითარდება სიცოცხლისთვის საშიში სტაფილოკოკური ინფექციები.
სტაფილოკოკის დადგენისთვის საჭიროა ნიმუშია აღება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჰიდრონეფროზი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა „სტუმრად ექიმთან“
როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან
საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მადონა დევიძე:
„ალერგიული პაციენტებისთვის ზამთარი პრობლემურია. ზაფხულში მცენარეებია პრობლემა, ზამთარი კი ალერგიული პაციენტებისთვის, სიცივიდან გამომდინარე. ვირუსული ინფექცია და ალერგია მსგავსი სიმპტომების გამო ხშირად ერთმანეთში ეშლებათ.
ალერგიას თან არასდროს ახლავს ტემპერატურა. ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია მაღალი ტემპერატურის გარეშე ძალიან იშვიათად მიმდინარეობს, თუნდაც ერთჯერადად მაინც ხდება ტემპერატურის მატება. საყურადღებოა სიმპტომების ხანგრძლივობაც.
ალერგიის სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს ხანგრძლივდება, ვირუსული ინფექციის 3, 5, 7 დღე, ანუ უფრო ხანმოკლე დროით. ალერგიას მრავალჯერადი ცემინება ახასიათებს, ეს ხდება ერთმანეთზე მიყოლებით და ხშირად პაციენტს სუნთქვაც კი უჭირს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სირთულეები და პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში;
ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები;
„ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც ექიმის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებს ფინანსები, რაც დაუშვებელია.
მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული პაციენტის ინტერესები.
ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს იმ სერვისებზე, რომელიც მოსახლეობას ჭირდება და არა იმ სერვისებზე, რომელიც მომგებიანია…“
რატომ ვერ მოხდა იდეალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება?..
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევით, რომელიც 2023 წლის სექტემბრით თარიღდება, ბავშვთა სიმსივნეების მკურნალობაში მედიცინამ საგრძნობი პროგრესი განიცადა. ჯამში გამოჯანმრთელების 90-პროცენტიანი შედეგი აჩვენა, ეს მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მასშტაბური კვლევის დეტალებს გვიზიარებს, რომელიც 2006 წლიდან 2010 წლამდე ჩატარდა და ბავშვებს ეგვიპტესა და გერმანიაში აკვირდებოდნენ. განვითარებადი და ღარიბი ქვეყნები, კვლევისთვის შეგნებულად იქნა აღებული, რათა სტატისტიკა შეედარებინათ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებმა ლაბორატორიაში ორი სათესლე ჯირკვალი წარმატებით შექმნეს, რისთვისაც ახალდაბადებული თაგვის სათესლე უჯრედები გამოიყენეს. ამ ბიოლოგიური მასალიდან ნამდვილი ჯირკვლების მსგავსი სტრუქტურები მალევე გაიზარდა და შესაძლოა, იქ სპერმაც წარმოიქმნას.
ასეთ სტრუქტურებს ორგანოიდები ეწოდება და ისინი სპეციალისტებს ორგანოების ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. აქამდე სათესლე ჯირკვლების მოდელირებისთვის ლაბორატორიული სისტემა არ არსებობდა, ამიტომ ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი მიღწევა სქესობრივი ფუნქციების სიღრმისეულ კვლევებს გაუხსნის გზას.
ხელოვნური სათესლე ჯირკვლები მათი ფუნქციების განვითარებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა სქესობრივი დარღვევებისა და უნაყოფობის საწინააღმდეგო თერაპიების შემუშავებაში დაგვეხმაროს.
უჯრედთა ასეთი ორგანოიდული შეჯგუფებების შესაქმნელად, რომლებშიც სათესლე ჯირკვლებში მიმდინარე პროცესები მეორდება, მეცნიერებმა ახალდაბადებული თაგვის უჯრედები სპეციალურ საზრდელ გარემოში მოათავსეს. სულ რაღაც ორ დღეში მცირე ზომის ორგანოიდებში ნამდვილ გონადებში, ანუ რეპროდუქციულ ჯირკვლებში, არსებულის მსგავსი მილოვანი სტრუქტურები ჩამოყალიბდა.

როგორც წესი, ასეთ ორგანოიდებს მათ ემბრიონულ ფაზამდე ზრდიან, მაგრამ მეცნიერებმა მინიატიურული სათესლე ჯირკვლები შედარებით “მომწიფებულ” ფაზამდე გაზარდეს. საერთო ჯამში მკვლევრებმა ეს ნიმუშები 9 კვირის განმავლობაში შეინარჩუნეს. ამ დროის განმავლობაში ისინი ზომაში გაიზარდა, სანამ უფრო მეტი სისხლის საჭიროების გამო კოლაფსს განიცდიდა.
ავტორებმა ყურადღება სერტოლის უჯრედების განვითარებაზე გაამახვილეს, რომლებიც სპერმის წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას. დადგინდა, რომ 9-კვირიან პერიოდში ამ უჯრედების მომწიფება ისევე მიმდინარეობდა, როგორც ცოცხალ თაგვებში იმავე ფაზების გავლისას.
აღსანიშნავია, რომ ამ მღრღნელებში სპერმის ფორმირებას დაახლოებით 35 დღე სჭირდება, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდილ სათესლე ჯირკვლებში ეს მიიღწეს. ექსპერიმენტმა ორგანოიდებში ამის ბიოლოგიური წინაპირობა აჩვენა, კერძოდ მეიოზის, ანუ უჯრედული დაყოფის, რაც სპერმის წარმოსაქმნელად მნიშვნელოვანია.
ავტორები ამბობენ, რომ შესაძლებელია, ამგვარი ორგანოიდები ადამიანის უჯრედებისგანაც შეიქმნას და, პოტენციურად, უნაყოფობის სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში დაეხმაროს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi