დიმიტრი ტვილდიანი სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან…
„ბევრ საქმეში „პიონერობა მომიწია…
„თეთრი ყვავი“, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
დიმიტრი ტვილდიანი სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან…
„ბევრ საქმეში „პიონერობა მომიწია…
„თეთრი ყვავი“, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი გულზე პრობლემებს ტოვებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ახალმა კვლევამ, რომელიც მოიცავს 1400 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემებს მთელს ჩინეთში, აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი იზრდება ჰაერის ხარისხის დაქვეითებით. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა გეგმამ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელიწადში ათიათასობით თვითმკვლელობის თავიდან აცილება.
კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.
ჩინეთს აქვს რამდენიმე ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში, მისი მეტროპოლიები დაფარულია სქელი სმოგით, რომელიც მძიმედ ეკიდება მილიონობით ურბანულ მაცხოვრებელს.
ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.
2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.
2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.
ჰონკონგის ჩინეთის უნივერსიტეტის ეკონომისტმა პენ ჟანგმა და მისმა კოლეგებმა ისარგებლეს ამ “გასაოცარი” ტენდენციებით, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა ჰაერის დაბინძურების ეფექტის იზოლირება სუიციდის რისკზე სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან.
მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.
„მიუხედავად იმისა, რომ რჩება ბევრი ღია კითხვა ჰაერის ხარისხთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირთან დაკავშირებით, ეს ანალიზი აქტუალურობას მატებს მთელ მსოფლიოში დაბინძურების კონტროლის პოლიტიკის მოწოდებებს“, წერს გუნდი.
სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.
ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.
„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.
რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 3 მარტს ულოცავს ყველა დედას, ყველა ბებიას…
ძალიან ემოციურია, – გიორგი ფხაკაძე დედამისს და ბებიებს იხსენებს:
„ჩემი ორი ბებია ძალიან მიყვარს. ვაფანატებ ორივე ბებიაზე. ორივე არის ძალიან განსხვავებული ადამიანები. ერთი ბებია უკრაინელია, მეორე ბებია ქართველია. ერთი დაიბადა ყირმში, მეორე დაიბადა ყაზბეგში. მე ვფიქრობ, ორივენი არიან საუკეთესო დედები. ქართველი ბებია არის ჭარხალაშვილი-ფხაკაძე, სხვათა შორის, ჩვენს პატრიარაქს იცნობდა, იყო დამსახურებული პედაგოგი. ბებია არის ჩემთვის განათლების, სითბოს, ყველაფრი კარგის განსახიერება. ასევე დედაჩემის დედა, კატია ილჩუკ – ძალიან განსხვავებული ქალბატონი იყო, რომ გარდაიცვალა, მერე გავიგე, კგბ-ს გენერალი ყოფილა, – მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე. მისი და იყო ყირიმის მთავარი პროკურორი. ორივე ამზადებდა საოცარ საჭმელებს, კატია ბებია ამზადებდა ისეთ ბორშჩს, რომ ვერ წარმოიდგენთ, ქეთო ბებია აცხობდა ისეთ იმერულ ხაჭაპურებს, გაგიჟდებოდა ადამიანი.
დედაჩემი ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, ყველას გულშია დედა. შეიძლება, ხან რაღაც გაურკვევლობა მოხდება, ზოგჯერ ვერ გამოვნახოთ საერთო ენას, მაგრამ რაც უნდა იყოს, დედა არის დედა. არ ვიცი, დედამიწაზე რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დედაზე იყო ბოლომდე გაბრაზებული, ეს ხომ გამორიცხულია.
მეცნიერი ადამიანია, მაგრამ, თურმე რაღაცა არსებობს ისეთი, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის – დედას და შვილს შორის კომუნიკაცია. 2002 წელს ვიყავი ონდოეთში, ვიმყოფებოდი კონფერენციაზე ისეთ ადგილას, სადაც მოწყვეტილი ვიყავი სამყაროს (არ იყო ინტერნეტი, არ იჭერდა ტელეფონი), სიტყვით უნდა გამოვსულიყავი კონფერენციაზე. როცა ჩავედი, გავხდი ავად, მქონდა მაღალი ტემპერატურა, მეგონა, მოვკვდებოდი (მეგონა, მალარია დამემართა, დენკი დამემართა), სამი დღის განმავლობაში ვიყავი ძალიან ცუდად, ოთახიდან ვერ გავდიოდი. კონფერენცია დასრულდა და მეც კარგად გავხდი. როცა დავბრუნდი ჩენაიში, სადაც ვცხოვრობდი (სამხრეთ ინდოეთში), დამირეკეს და მითხრეს, რომ დედა გარდაიცვალა. მეგონა, რომ მსოფლიო ჩამოინგრა. დედაჩემი ყოფილა ძალიან ცუდად სამი დღის განმავლობაში, ზუსტად იმ დროს, როცა ცუდად ვიყავი. ექიმი ვარ და არ მჯერა არც ასტროლოგიის… მაგრამ, ფაქტია, ის სამი დღე, დედაჩემი როცა ძალიან ცუდად იყო, მეც ვიყავი ძალიან ცუდად. სულ ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, დედაჩემი ცუდად რომ იყო, ახსენებდა ჩემს სახელს. ეს გრძნობაა, რომელიც, ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენ ეს გამოცადოთ, ძალიან რთულია. მინდა, რომ ყველას დედამ ძალიან დიდხანს იცოცხლოს, დედა არის დიდი ბედნიერება.დედასა და შვილს შორის კავშირი არის ისეთი ძლიერი, რომელიც არის ენით აუწერელი, მეცნიერულად ამოუხსნელია, – ეს არის კომუნიკაცია, რომელიც ყოველთვის არის დედასა და შვილს შორის. არის ბევრი დედა, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი შვილი, მაგრამ ის არის ისეთი თბილი დედა, ძალიან უყვარს ბავშვები.
ჩვენი დედები, ბებიები არიან ჩვენი საგანძური და უნდა გავუფრთხილდეთ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა სახლში მიხვალ და დაგხვდება სადილი. ქუთაისში როცა ჩავიდოდი, მეგობრების სანახავად როცა მივდიდოდი, მირეკავდა დედა, – სად ხარ, გიორგი?!- უნდა ვიცოდე, სად ხარ! – ვეტყოდი, დედა, ტერორისტებთან ვცხოვრობდი… დედა ყოველთვის შენზე ნერვიულობს.
სხვათა შორის, ძალიან თანამედროვე ქალბატონი იყო დედაჩემი, „ჯიგარ დედას“ ეძახდნენ ჩემი მეგობრები. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მყავდა ქუთაისში. როცა დედა იყო სახლში, ძალიან სხვანაირი იყო ჩემი ოჯახი.
თითოეული წამი არის ძალიან, ძალიან, ძალიან ღირებული ცხოვრებაში! – მოეფერეთ დედებს, მოეფერეთ ბებიებს! ეს სიყვარული არის ღრმა, უანგარო, რომელსაც ვერ იყიდი! ეს არის ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში გაქვს ერთი და უნდა გაუფრთხილდე, როგორც ყველაზე, ყველაზე დიდ საგანძურს! დედაზე დიდი საგანძური არ არსებობს დედამიწაზე, ვერც ფულით იყიდი და ვერც ვერაფრით!
ვისაც გაქვთ ყველაზე დდი ბედნიერება, სახლში გყავთ დედა და ბებია, გაუფრთხილდით და ისიამოვნეთ თითოეული წამით, იხალისეთ, აუცილებლად ელაპარაკეთ, თორემ მერე ინანებთ, რატომ ბევრი არ ველაპარაკე, რატომ ბევრი არ ჩავეხუტე, რატომ ბევრი არ ვჭამე მისი გამზადებული სამჭელი!
მოეფერეთ დედებს! დედაზე ძლიერი თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაზე, არ ვიცი! ჩემთვის დედაჩემი არის ის ადამიანი, რომელმაც შექმნა გიორგი ფხაკაძე! ჩემს გაზრდაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ! ვისაც აღარ გყავთ დედები, ბებიები და ბაბუები, ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის, ყოველთვის გვახსოვდეს, გვახსოვდეს, ისინი რას აკეთებდნენ, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, იმათი სახელით ვაკეთებთ ყველაფერს, სიკეთეს იმათი სახელით ვაკეთებთ!..“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე „ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.
დეპუტატი ამბობს, რომ სფეროში უამრავი გამოწვევა იყო, რაც მეტ კომუნიკაციას ითხოვდა მინისტრის მხრიდან.
„სფეროში იყო უამრავი გამოწვევა, რაც მეტ კომუნიკაციას ითხოვდა მინისტრისგან ექიმებთან, ექთნებთან და ა.შ. ბოლო წელიწად ნახევარში ერთდროულად ათზე მეტი რეფორმა მიდიოდა ჯანმრთელობის სფეროში, სოციალურ საკითხებში და ძალიან დიდი მოცულობის საქმე სრულდებოდა. აღინიშნა და კიდევ ერთხელ მკვეთრად შეიძლება აღინიშნოს, რომ ნაკლები კონტაქტი იყო სფეროს წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;
რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?
რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;
რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;
– თქვენ წარმოადგენთ საერთაშორისო მაკრედიტებელ ორგანიზაციას – აკრედიტაცია კანადას. ამ ორგანიზაციას აქვს ამ სტანდარტების დანერგვის საკმაოდ დიდი გამოცდილება.
უკვე თანამშრომლობს თუ არა ეს ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულებებთან. რა გზის გავლა უწევთ ამ პროცესისთვის? რამდენად რთული პროცესია როგორც დროის, ასევე ფინანსების გათვალისწინებით და რა ვადებში შეძლებენ კლინკები ამ სტანდარტების დანერგვას.
– მადლობა გიხდით მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის პროცესი დაიწყო ქვეყანაში.
არის 6 სააკრედიტაციო ორგანიზაცია ოფიცალურად რეგისტრირებული და აღიარებული ჯადაცვის სამინისტროს მიერ. აკრედიტაცია კანადა სიაში არის პირველი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, როგორც ერთ-ერთ საერთაშორისო მაკრედიტირებელ ორგანიზაციას.
რაც შეეხება პროცესს, აკრედიტაცია კანადა ბევრ ქვეყანაშია. საქართველო არის 39-ე ქვეყანა. დაახლოებით 15 ათასამდე სამედიცინო დაწესებულება არის აკრედიტირებული აკრედიტაცია კანადის მიერ.
აკრედიტაცია კანადა პროცესს უყურებს როგორც, უფრო მორგებულ ადგილობრივ ბაზარზე, – თუ რა ხდება. ჩვენ ვუყურებთ პროცესს ისე, რაც არის რეალობა, – ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.
გაეცანით – აკრედიტაცია კანადის პარტნიორი კლინიკები საქართველოში
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე და მისი გუნდი სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან ტელეკომპანიაში „პულსი“
რა საჭიროა კლინიკების აკრედიტაცია?
„გიორგი ფხაკაძეს ბევრი იდეა აქვს და ჩვენ მოგვწონს ასეთ ადამიანთან მუშაობა, რადგან ჩვენც ბევრი იდეა გვაქვს.
იდეა იყო ის, რომ გადაგვემზადებინა სწრაფად და როგორც პაციენტებისთვის, ასევე პერსონალისათვის უსაფრთხო საშუალებების გამოყენებით.
ყველა ორგანიზაცია, რომელიც ვნახეთ, ძალიან სწრაფად რეაგირებადი და პოზიტიურია, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შესანიშნავად გამოვა.
ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან, რომ გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა უსაფრთხოებისა და ხარისხის კუთხით“, – ამბობენ გიორგი ფხაკაძის გუნდის წევრები.
კლინიკების აკრედიტაცია
„კლინიკების აკრედიტაცია დაიწყო კანადაში. 2000 წლის დასაწყისში მთელი მსოლფლიო მოიცვა.
ეს იყო ჩემი ოცნება. ეს პროცესები მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. უნდა დავიწყოთ ქართული აკრედიტაცია“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ცვლილებები
„ჩვენ გვჭირდება ცვლილებები ჯანდაცვის სისტემაში. კლინიკებმა დაინახეს, რომ გვჭირდება უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტები. მთავარი არის პაციენტი, – პაციენტის უსაფრთხოება“, – ამბობს აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე.
აკრედიტაციის ქართული თავისებურებები
„ჩვენ თუ გვინდა, რომ დავნერგოთ ეს პროცესი, უნდა გაკეთდეს ქართულად. საქართველოში ეს პროცესი უნდა იმართებოდეს ეროვნულ ენაზე“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
კლინიკების აკრედიტაცია საქართველოში იდეიდან რეალობამდე
„ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. აკრედიტაციის პროცესი ამაში გვეხმარება…“, – განაცხადა აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მორიგი პროექტი…
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამ მიმართულებით საკმაოდ მძლავრი ჯგუფი მუშაობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი ერთი დიდი ციხესიმაგრეა, რომლის ჯარისკაცებიც იმუნური უჯრედები არიან. ამ უჯრედების ერთობლიობა იმუნურ სისტემას აყალიბებს, რომლის დახმარებითაც ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, თავიდან მოიშოროს როგორც პათოგენური მიკროორგანიზმები – ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, ისე საკუთარი სიცოცხლისუუნარო და გადაგვარებული სიმსივნური უჯრედებიც კი.
თუმცა, დროთა განმავლობაში სიმსივნურმა უჯრედმა შესაძლოა თავად განივითაროს დაცვის მექანიზმი და გახდეს მდგრადი ადამიანის იმუნური უჯრედების ზემოქმედებისადმი: „დაემალოს“ ჩვენს იმუნურ სისტემას ან უბრალოდ დათრგუნოს იმუნური უჯრედების მოქმედება, რაც სიმსივნურ უჯრედს აძლევს ზრდისა და გამრავლების შესაძლებლობას.
სიმსივნურმა უჯრედებმა იმუნიტეტისგან თავდაცვა შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა მექანიზმით განახორციელონ, თუმცა ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე მყოფ სპეციალურ მოლეკულას – PD-L1-ს, რომელიც უკავშირდება სიმსივნის საწინააღმდეგოდ მებრძოლ მთავარ იმუნურ უჯრედზე – T ლიმფოციტზე არსებულ PD-1 მოლეკულას. ამ ურთიერთკავშირით სიმსივნური უჯრედი თრგუნავს T ლიმფოციტის მოქმედებას და მას აღარ შეუძლია სიმსივნური უჯრედის განადგურება. ეს მოლეკულები „ჩექ-ფოინთის“ სახელითაა ცნობილი.
ამ მექანიზმის აღმოჩენამ და შესწავლამ დასაბამი დაუდო იმუნოთერაპიას, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ ეპოქას: შეიქმნა პრეპარატები – „ჩექ-ფოინთ“ ინჰიბიტორები, რომლებიც ბლოკავს კავშირს PD-1 და PD-L1 მოლეკულებს შორის, შედეგად სიმსივნური უჯრედი ვეღარ თრგუნავს T ლიმფოციტს, ის რჩება ბრძოლისუნარიანი და ანადგურებს გადაგვარებულ სიმსივნურ უჯრედებს.
მკურნალობის ამ ინოვაციურ მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი იმუნური უჯრედების დახმარებით გაანადგუროს სიმსივნური უჯრედი, იმუნოთერაპია ეწოდება.
რით განსხვავდება იმუნოთერაპია კიბოს დაავადებების სისტემური მკურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდებისაგან?
ქიმიოთერაპიული პრეპარატი ციტოტოქსიკურია: ის კლავს სწრაფად გამრავლებად სიმსივნურ უჯრედებს და, ასევე, აზიანებს ადამიანის ზოგიერთ ნორმალურ უჯრედსაც. რაც შეეხება ტარგეტულ, ანუ დამიზნებით თერაპიას, ის მოქმედებს სიმსივნური უჯრედისათვის სპეციფიკურ სამიზნე მოლეკულაზე და კლავს სიმსივნურ უჯრედს.
იმუნოთერაპია კი სიმსივნის წინააღმდეგ იყენებს ორგანიზმის საკუთარ რესურსს – იმუნურ სისტემას.
დღეისათვის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) არაერთი იმუნოთერაპიული პრეპარატი აქვს დარეგისტრირებული სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi