ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ჯანმრთელობისა და ფიტნესის სტანდარტების უპირატესობები

ჯანმრთელობისა და ფიტნესის სტანდარტების უპირატესობები:

ჯანმრთელობისა და ფიტნესის ინდუსტრია მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა 1990-იანი წლების დასასრულს და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფიტნესის მომსახურების მიწოდებისას დაფიქსირდა პირადი ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კლიენტებისთვის მიყენებული მრავლობითი დაზიანებები და სიკვდილიანობის ფაქტები.

შედეგად, 2006 წელს, გლობალური ჯანმრთელობისა და ფიტნესის ასოციაციამ www.ihrsa.org  მსოფლიოში ფიტნესის ერთ-ერთმა უდიდესმა  მომსახურეობის მომწოდებელმა ორგანიზაციამ შეიმუშავა საბოლოო და ოფიციალური კორპორატიული დადგენილება, რომლის თანახმადაც მის წევრ სპორტულ-გამაჯანსარებელ კლუბებში დასაქმდებოდნენ მხოლოდ ის პირადი ტრენერები/მწვრთნელები, რომლების სერტიფიცირებულნი იქნებოდნენ სასერტიფიკატო სააგენტოების ეროვნული კომისიის (NCCA) www.credentialingexcellence.org მიერ აკრედიტირებული სასერტიფიკატო ორგანიზაციების მიერ ან აშშ-ს განათლების დეპარტამენტის (USDE) მიერ აღიარებული რომელიმე ორგანიზაციის და/ან უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საბჭოს (CHEA) მიერ.

IHRSA-ს რეზოლუციის თანახმად, აღიარებული ორგანიზაცია მოგვიანებით გახდა დისტანციური განათლებისა და ტრენინგის საბჭო (DETC), რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც დისტანციური განათლების აკრედიტაციის კომისია (DEAC).

IHRSA–ს კორპორატიული რეკომენდაციის შედეგად, დაიწყო მრავალი პირადი მწვრთნელის კვალიფიკაციისა და მომსახურების მიწოდების წესების გაუმჯობესება. დაახლოებით ამავე დროს, ჯანდაცვისა და ფიტნესის ინდუსტრია გადაერთო სტანდარტებისა და გზამკვლევების შემუშავებაზე, რომელიც იქმნებოდა სხვადასხვა შეთანხმებული პროცესებით, რათა დაემტკიცებინათ კლიენტებისთვის სათანადო ფიტნესის მომსახურების მისაწოდებლად შექმნილი გზამკველვები და სტანდარტები. ამასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისა და ფიტნესის გზამკველვები და პრაქტიკული სტანდარტები შემუშავდა მთელი რიგი ცნობილი ფიტნესის ორგანიზაციის მიერ, მათ შორის IHRSA www.ihrsa.org, ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯი (ACSM) www.acsm.org, ამერიკის აერობიკისა და ფიტნესის ასოციაცია (AFAA), ძალასა და გამძლეობაში წვრთნის ეროვნული ასოციაცია (NSCA) www.nsca.com და სამედიცინო ფიტნესის ასოციაცია (MFA) www.medicalfitness.org.

მსგავსი სტანდარტების დადგენილებების შექმნის შემდეგ, შემუშავდა ასეთი სტანდარტების ახალი რედაქციები, მათ შორის, ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯისა (ACSM) და ძალასა და გამძლეობაში წვრთნის ეროვნული  ასოციაციის (NSCA) მიერ.

რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთი მსგავსი ძალისხმევა იქნა გაწეული პარტნიორული ურთიერთობების  ACSM–სა და NSF International–ს (NSF) www.nsf.org შორის ჩამოსაყალიბებლად, რამაც ხელი შეუწყო ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის (ANSI) მიერ დამტკიცებულ პირველად ამერიკის ეროვნული სტანდარტის (ANS) შექმნას. მოსალოდნელი იყო, რომ ეს სტანდარტი საბოლოო ჯამში გააუმჯობესებდა შეერთებულ შტატებში ფიტნესის მომახურების ხარისხს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთხელ ANSI-ს ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ სტანდარტის შექმნის მცდელობისას ფიტნესის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნა გაუთვალისწინებელი, სტანდარტისთვის დაწესებული ANSI-ს სანქცია, როგორც ამერიკის ეროვნული სტანდარტი, 2014 წლის 8 აგვისტოს სტანდარტი NSF–ს მიერ გაუქმდა, როგორც ამერიკის ეროვნული სტანდარტი. ინდუსტრიის სტანდარტებთან მიმართებაში NSF-ის ჩამორჩენის მიუხედავად, მთელი ინდუსტრიის პერსპექტივის გათვალისწინებით სწორად დაწერილმა სტანდარტებმა უნდა გააუმჯობესოს ქვეყანაში ფიტნესის მომსახურების მიწოდების ხარისხი.

ჯანდაცვისა და ფიტნესის სფეროს ყველა პროფესიონალს, ვინც მომხმარებელს ემსახურება, კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდებისას, უნდა ესმოდეს და იყენებდეს ინდუსტრიის მოქმედი სტანდარტების დებულებებს. სტანდარტებით უნდა განისაზღვროს ფიტნესში კლიენტების მომსახურების სათანადო ზომები და პროცედურები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დაცული იყვნენ როგორც მომხმარებლები, ასევე ფიტნესის პროფესიონალები (სავარაუდო პრეტენზიებისაგან და სასამართლო დავებისაგან).

სტანდარტების დებულებებში გათვალისწინებულია ფიტნესის პროცედურები კლიენტებითვის, სკრინინგი, ტესტირება, ვარჯიშის დანიშნულება/რეკომენდაცია, ზედამხედველობა, ფიტნესის აღჭურვილობის შერჩევა/გამართვა/გამოყენება/შენახვა, არსებული მომსახურების გაწევა, გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება და ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ინფორმირებული თანხმობა, გამოშვებისა და უარის თქმის უფლების გამოყენება, დაზღვევა და სხვა საკითხები. აშკარაა, რომ ასეთი განცხადებები ქმნის ბარიერს, რომელიც ფიტნესის ყველა პროფესიონალმა, პირადი ტრენერების ჩათვლით, უნდა სცადოს, რომ გადალახოს, რათა თავიდან აიცილოს ნაკლებად ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც ფიტნესის ინდუსტრიის კლიენტებს, ასევე, ფიტნესის პროფესიონალებს პოტენციური პრეტენზიისა და სარჩელის სახით.  ფიტნესის გამოჩენილი ასოციაციების მიერ  შემუშავებული სტანდარტების დებულებებში, ასევე,  შედის IHRSA1, ACSM2, AFAA3 და NSCA4 სტანდარტები.

  1. IHRSA-ს კლუბის წევრობის სტანდარტები. IHRSA–ს სახელმძღვანელო კლუბის წევრობისა და ქცევის შესახებ. მე-3 გამოცემა. ბოსტონი: გლობალური ჯანმრთელობის და ფიტნესის ასოციაცია; 2005 წ.
  2. Tharrett S.J., Peterson J.A., რედ. ACSM-ის ჯანმრთელობის/ფიტნესის დაწესებულების სტანდარტები და სახელმძღვანელო მითითებები. მე-5 გამოცემა. შამპანი, III; ადამიანის კინეტიკა; 2012 წ.
  3. AFAA-ს ფიზკულტურის სტანდარტებისა და გზამკვლევების საცნობარო სახელმძღვანელო, შერმან ოქსი, კალიფორნია; ამერიკის ათლეტიკისა და ფიტნესის ასოციაცია (AFAA); 2010 წ.
  4. NSCA-ს გამაჯანსაღებელი და წვრთნის პროფესიული სტანდარტები და გზამკვლევები, დამტკიცებული 2009 წლის 8 ივლისს, განახლებული 2001 წლის NSCA-ს სტანდარტებისა და გზამკველვების მიხედვით. ხელმისაწვდომია: www.nsca.com/WorkArea/DownloadAsset.aspx?id=638.

Colorado Springs: ძალასა და გამძლეობაში წვრთნის ეროვნული ასოციაცია (NSCA) ხელმისაწვდომია 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები

“ბორჯომის” სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ძველ ეპოსშია აღწერილი. ცნობები ამ სასწაულმოქმედი წყლის წყაროების შესახებ 1500 წელზე მეტს ითვლის.

“ბორჯომი” — საშუალო მინერალიზაციის, სუფრის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატული, სამკურნალო მინერალური წყალია. წყაროები საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარეობს.

სხვა ანალოგიური მინერალური წყლებისგან განსხვავებით “ბორჯომი” მიწის ზედაპირთან გაცივებას ვერ ასწრებს და თბილი ამოდის (38–41 გრადუსი ცელსიუსით), “გზადაგზა” ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის.

მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, თირკმლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული ქვის აბაზანები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისშია აღმოჩენილი, მოწმობს, რომ მინერალური წყაროები საბანაოდ ძველი დროიდან გამოიყენებოდა.

ქართველი ისტორიკოსების კვლევების თანახმად, ბორჯომის ხეობის მინერალური წყლები I საუკუნიდან XVI საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა, მაგრამ შემდეგ ისინი დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

წყარო აღადგინეს XIX საუკუნის დასაწყისში ხერსონის პოლკის გრენადერების წყალობით, რომლებმაც წყარო მდინარე ბორჯომის მარჯვენა ნაპირზე აღმოაჩინეს. უკვე 1850 წელს იქ მინერალური წყლების პირველი პარკი გაშენდა, ხოლო 1854 წელს პირველი ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.

კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა — რომანოვების სასახლე აიგო.

ეს უნიკალური ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების მტკვრისა და ბორჯომულას ხეობაში მდებარეობს.

წყარო:

სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს

სქურის წყალი, გამორჩეულად სუფთაა, რასაც მოწმობს კალმახების ჭარბი რაოდენობა სქურის მდინარე ჭანისწყალში და სასმელი წყალი, რომლითაც ირგვლივ სოფლები მარაგდება. 1920 წელს მას სამკურნალო წყლის სტატუსი მიენიჭა.

სამეცნიერო დასკვნით სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს.

კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გაბუნია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შერაზ გასრის შეხვდა.
შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, განხორციელებული რეფორმები და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.
თამარ გაბუნიამ, საფრანგეთის მთავრობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ, ელჩმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის, მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო თამარ გაბუნიას ვიზიტს საფრანგეთში.
ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნება ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჰაერის დაბინძურების შემცირება, წყლის ხარისხის გაუმჯობესება და ქიმიკატების ზემოქმედებით გამოწვეული ავადობის პრევენცია. აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, საფრანგეთში, 18-21 მარტს გაიმართება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

რა სიკეთე მოაქვს თავსატეხს ბავშვებისთვის

რა სიკეთე მოაქვს თავსატეხს ბავშვებისთვის?… თავსატეხის გავლენა და სიკეთე ბავშვებში. თავსატეხის კეთების დროს ბავშვი იწყებს ფიქრს, გამოსავლის პოვნას, საკუთარ თავთან სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს…

„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…

მისი თქმით, შეფასება დაწერილი ქონდა, როცა ბატონი დავითის კომენტარი გაუგზავნეს. ბატონი დავითი იგივეს ამბობს, რაც მან დაწერა.

„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…

პოსტი დაწერილი მქონდა. დილით მეგობარმა ბატონ დავით გადელიას კომენტარი გამომიგზავნა….

წავიკითხე და ბატონი დავითი იმას ამბობს, რაც მე დავწერე, ოღონდ მე უფრო “დიპლომატიური” ტექსტი გამომივიდა…

გადავწყვიტე ჩემი პოსტის მაგივრად ბატონი დავითის პოსტი უცვლელად გავაზიარო…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

“….რასაც 30 წელი ცოდვილობდნენ, მე ორ წელიწადში გავაკეთე!..” – არ გეგონოთ თენგიზ ჩანტლაძის შესანიშნავი მინიატურიდან “ბატონი სამსუნის იუბილე!” ფრაგმენტს ვკითხულობდე! ეს გადამდგარმა მინისტრმა დაწერა ამ წუთას თავის გვერდზე! ანუ ხალხს, რომლებიც წლები ვწერდით ჯანდაცვის კონცეფციას, შემდეგ შესაბამის კანონებს და ზუსტად რომ ვთქვათ 32 წელი ვწვალობდით ქვეყნის ქართული ჯანდაცვის შექმნაზე- ტყუილად გვიჯახირია! ჩემს თავს არ დავეძებ- ბევრად მეტი ღვაწლი აქვთ ამ საქმეში სხვებს. ზოგი აღარცაა ცოცხალი და თავის დასაცავად რა პასუხს გასცემენ. მეც ვიფიქრე, არ გამეცა პასუხი- საერთოდ, ექიმებმა არც ვიცით დიდი ყურადღების მიქცევა სფეროში შემთხვევით მოხვედრილი ხალხის ნათქვამზე. ალბათ ცოტა პატივმოყვრობითაც მოგვდის, ამიტომაც სარგებლობენ ხანდახან ამით… ადამიანმა, რომელიც არანაირ აზრზე არ იყო ჯანდაცვის სისტემაზე, შეძლო ორ წელიწადში უზარმაზარი რეფორმა ჩაეტარებინა!!
😄…ნეტა მართლა თუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს შესაძლებელია? ჰოლივუდურ ფილმებშიც კი უფრო მოზომილადაა სცენარი. არ ვამბობ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად ექიმი უნდა იყოს- სულაც არაა საჭირო. მით უფრო, როცა ჩამოყალიბებულ, მდგრად სისტემას ხელმძღვანელობს და მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მოუპოვოს დარგს და ეს ფინანსები ეფექტურად გამოიყენოს!
სინამდვილეში კი აღნიშნულმა მინისტრმა ჩვენი მედიცინა- რომელიც 2013 წლიდან დაწყებული, საკმაოდ სწრაფად გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნის მედიცინაზე უკეთესი, რეგიონის ლიდერი და თითქმის გაუთანაბრდა თურქეთს- ახლა, ამ ორ წელიწადში სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო! უკიდურესად მძიმე ვითარებაა ბევრი მიმართულებით და განსაკუთრებით ინტენსიური მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფების მკურნალობაზე; თითქმის ყველა კლინიკა გააღატაკა და ყველა მოვალეებად, ფინანსური დისციპლინის დამრღვევებად გვაქცია და ამისთვის მშვენივრად გამოიყენა ბანკში მუშაობის 20 წლის გამოცდილება- სულ წვრილი შრიფტებით დაწერილის სათავისოდ გამოყენებით მილიონობით ვალი აკიდა კლინიკებს.
მე კლინიკებთან მუშაობის მისი “სიმართლე” ვიცი და აქედან თუ ვიმსჯელებთ- აღარც ფარმაცევტულ დარგთან მისი სიმართლის მჯერა- თუმცა, როგორც გავიგე, მათ თავიდანვე უჩივლიათ სასამართლოში და გაარკვევენ თავიანთ სამართალს. ჩვენ ჩივილიც ვერ გავბედეთ, რადგან ისეა დაწერილი დადგენილება, რომ სათავისო ინტერპრეტაციით აქეთ სამჯერ მეტ ჯარიმას მოგვარტყამდნენ.
საოცარია, მინისტრად ისე მოვიდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავს სოციალური სფეროს მინისტრი- ეს არაა ბანკის მმართველობა, რომ გაძარცვო კლინიკა და ძველი გაცემულიც წაართვა, წვრილი შრიფტის საშენოდ გამოყენებით! სოციალურ სფეროში მინისტრობა ნიშნავს მაქსიმალურად დიდი სახსრები მოიზიდო, განკარგო ეფექტურად და გყავდეს კმაყოფილი ქვეყნის მოქალაქეები- ამავე დროს, შესაძლებლობა მისცე დარგსაც განვითარდეს!! მოხდეს რეინვესტიცია. რაც შეეხება თაღლითებს, ბიუჯეტის ფულის მფლანგავებს- ამისთვის არსებობს სულ სხვა სამსახურები და ისინი ხედავენ, საკმაოდ ეფექტურადაც.
ვიცი, რომ მოსახლეობაშიც არის სამედიცინო სისტემაზე განაწყენებული მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება მოეწონოთ მინისტრის ნაწერი- “ფული წაართვა კლინიკებს!”-ო, მაგრამ ყველაფერი ეს ცუდად უბრუნდება ისევ მოსახლეობას! ისე კარგად მიდიოდა საქმე, რომ უმეტესი დაავადებების მკურნალობა უკვე ჩვენს ქვეყანაში, სხვაგან წაუსვლელად იყო შესაძლებელი! უძვირფასესი, ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურაა ახლა საქართველოში. მახსოვს, თხუთმეტიოდე წლის წინ, გულის შუნტირებისთვის სომხეთში მიდიოდნენ ჩვენი მოქალაქეები.
სახელმწიფო მოხელემ არ უნდა შეუწყოს ხელი ადამიანების ქვენა გრძნობებზე მოქმედებას და ვინმეს (მით უფრო- შენი სახელმძღვანელო დარგის მუშაკების!!) მტრად და წურბელებად წარმოჩენას. გახსოვდეთ- ინკვიზიციამ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ხალხმრავალ ადგილებში, გასულელებულ მაყურებელთა ტაშისკვრით შეაგდო კოცონზე…“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.

შეიძლება დრამატული გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე…

ყველამ ვიცით, რომ ღამის ცვლაში მუშაობა დამღლელი ამოცანაა, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. ეს ზრდის წონის მომატების რისკს, რადგან ადამიანი ამ დროს ნაკლებ ენერგიას ხარჯავს – რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მზის ნაკლებობამ გამოიწვიოს ინდივიდში დეპრესია.

Brigham and Women’s Hospital-ის მკვლევრები გვთავაზობენ ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაეხმარება ღამის ცვლაში მყოფ მუშაკებს დააბალანსონ განწყობა და ემოციური კეთილდღეობა ამ ხანგრძლივი ღამის საათების მუშაობის დროს და ეს დღისით ჭამაა.

კვლევა გამოქვეყნებულია Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

„ჩვენი დასკვნები გვაძლევს მტკიცებულებას საკვების მიღების დროზე, რაც აუცილებელია ინდივიდის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ეს განსაკუთრებით მათთვისაა, რომლებიც მუშაობენ ცვლაში და განიცდიან ცირკადული რიტმის დარღვევას”, – თქვა კვლევის ავტორმა ფრენკ ა.ჯ.ლ შეერმა.

კვლევის ავტორების თქმით, საჭიროა შემდეგი კვლევები ცვლის მუშაკებზე რათა მტკიცედ დადგინდეს რამდენად ცვლის განწყობას კვების დარეგულირება. მანამდე კი, მათი კვლევა მიუთითებს, რომ საკვების მიღების დრო პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.

საკვები წამალია
19 მონაწილე, 12 კაცი და 7 ქალი, მონაწილეობდა კვლევაში. ორი კვირის განმავლობაში პირველი ჯგუფი ჭამდა დღის და ღამის საათებში, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ დღის საათებში.

მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ ჭამის დრომ ნამდვილად იმოქმედა მონაწილეთა განწყობის დონეზე. მე-4 დღეს, დღის და ღამის კვების საკონტროლო ჯგუფს ჰქონდა მომატებული დეპრესიის ნიშნები. თუმცა, განწყობის ცვლილებები და დეპრესიის ნიშნები არ დაფიქსირებულა დღის კვების ჯგუფში. მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ცირკადული ცდომილების უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდათ, უფრო მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისა და შფოთვის მსგავსი განწყობის ცვალებადობისკენ.

მთლიანობაში, ჯგუფმა დაადგინა, რომ დეპრესიის მსგავსი განწყობის დონე გაიზარდა 26 პროცენტით და შფოთვის მსგავსი განწყობის დონე 16 პროცენტით.

„ცვლის მუშაკებს — ისევე როგორც პირებს, რომლებსაც აქვთ ცირკადული შეფერხება, სჭირდებათ კვების დარეგულირება. ჩვენი აღმოჩენები ხსნის კარს ახალი ძილის/ცირკადული ქცევითი სტრატეგიისთვის, რომელიც ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ძილისა და ცირკადული ციკლების ოპტიმიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. კვების დრო უშუალოდ დაკავშირებულია ამ ყველაფერთან”, – ამბობენ მკვლევრები.

თუმცა, საკვების მიღების დროის მიზეზობრივი როლი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ შესამოწმებელია. საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა საკვების დროის ცვლილებას დაეხმაროს იმ პირებს ვისაც დეპრესია უკვე აწუხებს.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მედიცინის ქვაკუთხედაა მიჩნეული პათოლოგიური ანატომია, მისი განვითარება

უკვე თავადაც ამ ისტორიის ნაწილი……
ანატომიასთან ერთად მედიცინის ქვაკუთხედაა მიჩნეული პათოლოგიური ანატომია, მისი განვითარება.
ამ მხრივ საქართველოს პათოლოგ-ანატომიური სკოლის ტრადიციები მდიდარი და საინტერესოა.

მსხვილი ნაწლავის კიბო – დიაგნოზი და არა განაჩენი…

მ ა რ ტ ი – მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვე …

მსხვილი ნაწლავის კიბო – დიაგნოზი და არა განაჩენი. სიმსივნე, რომლის პრევენციაც შესაძლებელია…

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

40 წლამდე ადამიანებში გულის შეტევით გარდაცვალილთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება

გულისა და ღვიძლის ორგანოიდების შექმნით, რომლებიც საკუთარ სისხლძარღვებს შეიცავს
#post_seo_title

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 40 წლამდე ადამიანებში გულის შეტევით გარდაცვალილთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება,  – წერს dailymail,
გულის შეტევა გამოწვეულია სისხლის ნაკადის უეცარი დაკარგვით გულის ნაწილში, ჩვეულებრივ, კორონარული არტერიის ბლოკირების გამო.

„გულის შეტევით მოყვანილი პაციენტების რაოდენობა 10-დან 20 პროცენტამდე 40 წლამდეა“, – ამბობს დოქტორი მარტინ ლოუ, ლონდონის საავადმყოფოს კონსულტანტი კარდიოლოგი.

„აშშ-ში მონაცემები აჩვენებს, რომ გულის შეტევით ყოველი მეხუთე პაციენტი 40 წლამდეა“.

დოქტორმა ჯო მილსმა, ლივერპულის გულისა და გულმკერდის საავადმყოფოს კარდიოლოგმა დაამატა: „ჩვენ ნამდვილად შევამჩნიეთ ტენდენცია, რომ 20 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებს აქვთ გულის შეტევა, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

„ახლა, როგორც კარდიოლოგი, არც კი შეშფოთდები, როცა 30 წელს გადაცილებულ ადამიანს დაინახავ გულის შეტევით – ეს საკმაოდ ტიპური ხდება და საშინელებაა“.

მაშ, რა იწვევს ახალგაზრდებში გულის შეტევების მატებას?

მრავალი ფაქტორი არის დამნაშავე, მათ შორის არასწორი კვება და სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, ძალიან გახშირებული მეორე ტიპის დიაბეტი (რაც ასოცირდება სქელ, წებოვან სისხლთან, რაც ზრდის სისხლის შედედების რისკს და, თავის მხრივ, გულის დაავადებას). მოწევა და ალკოჰოლი, ამბობს დოქტორი ლოუ.
სიმსუქნე ხშირად იწვევს არტერიულ წნევას, რამაც შეიძლება დამატებითი დატვირთვა მოახდინოს არტერიებზე და გულზე, ხოლო ძილის აპნოემ (ღამით სუნთქვის დარღვევა, რომელიც იწვევს სუნთქვის დროებით შეჩერებას) ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება.

კიდევ ერთი მთავარი მიზეზი არის სტრესი, როგორც დოქტორი ლოუ განმარტავს: „ჩვენ ყველა ჩვეულებრივ სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან გულისცემის ცვლილება ზოგიერთ ადამიანში, ზოგში კი არა“. მე დავინახე გულის პრობლემების უზარმაზარი ზრდა სტრესის გამო“.

პროფესორი თომას ლუშერი, ლონდონის სამეფო ჰოსპიტლების კარდიოლოგი ამბობს, რომ სტრესი ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც ზრდის გულისცემას და შეიძლება გამოიწვიოს ძირითადი კორონარული არტერიების შეკუმშვა.

ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს დაფის (ცხიმისგან და ქოლესტერინისგან დამზადებული ნივთიერება, რომელიც გროვდება არტერიებში) გახეთქვა, რაც იწვევს სისხლის შედედების წარმოქმნას არტერიაში. თრომბის ზრდასთან ერთად მას შეუძლია დაბლოკოს სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს გულის შეტევა.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights