ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა განათლების სამინისტროს აღიარება და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს

პირველი ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. ეს არის პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა განათლების სამინისტროს აღიარება და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. ასევე ევროპულ ფიტნეს აკადემიასთან პარტნიორობით შესაძლებელი გახდა, საქართველოში საერთასორისო სერტიფიკატის აღება.

მომხმარებლებს ვთავაზობთ კვალიფიციურ ფიტნეს მწვრთნელებს და უსაფრთხო ვარჯიშს.

ჩვენი მიზანია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ვარჯიშის დაწყებას, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოს ვარჯიში. ჩვენს  პროფესიულ ენაზე ამას ვუწოდებთ “ნულოვან ადაპტაციას“, როცა ადამიანს აქამდე არ ჰქონია ფიზიკური აქტივობების გამოცდილება. ამ შემთხვევაში ვარჯიშის ყველა პროგრამა უნდა იყოს შედგენილი იმ დეტალების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. თუ ადამიანს აქამდე არ უვარჯიშია, მან უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind

ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს

ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა.
ვლილების მიხედვით, აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება. განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც – დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი – მინიმუმ, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისათვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. აქ დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს, ატმოსფერულ ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება

აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება.
განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც – დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი – მინიმუმ, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისათვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით.
ქიმწმენდის საწარმო, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.
ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს, ატმოსფერულ ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.
ახალი რეგლამენტი, ძალაში, 2024 წლის სექტემბრიდან შევა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

კლინიკებში უკანონო ქირურგიული მომსახურების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა?

გულის ოპერაცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

2023 წელს კლინიკებისთვის ამოქმედებული ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების სტანდარტების დაწესების შემდეგ, კლინიკებში უკანონო სამედიცინო საქმიანობის (ქირურგიული მომსახურება) სამი შემთხვევა გამოვლინდა.

2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული წესების თანახმად, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კლინიკებს უწყდებათ ან არ ეძლევათ აღნიშნული სერვისის მიწოდების უფლება. აღნიშნული არ ითვალისწინებს დაჯარიმებას. დაჯარიმება ხდება უკვე გაცემული სანებართვო პირობების დარღვევისა ან ნებართვის გარეშე – უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაში. გასული წლის 4 თვეში, სამინისტრომ 3 ასეთი ფაქტი გამოავლინა და თითოეული კლინიკა 20 000 ლარით დააჯარიმა. სამივე დარღვევა თბილისში ფიქსირდება.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

საგანგაშოა, ჭარბი წონა მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს – ჯანმო

კვლევით დადგინდა, რომ 2022 წლის მონაცემებით, ჭარბი წონა მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს, ყოველი რვა ადამიანიდან ერთი – ჭარბწონიანია. ჭარბწონიანობა სრულწლოვნების 43%-ს აწუხებს. საგანგაშოა, რომ 1990 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, ბაშვებსა და მოზარდებში ეს მაჩვენებელი გაოთხმაგდა.

ჯანმოს კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა ჭარბი წონის მაჩვენებელი მსოფლიოში 1990 წლიდან 2022 წლამდე გაორმაგდა, ხოლო მოზარდების სიმსუქნის მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა.

კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

როგორც ექიმები ამბობენ, რაც უფრო მაღალია სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო მაღალია შანსი ადამიანს სხვადასხვა დაავადებები განუვითარდეს.

ჭარბწონიანობა  ქრონიკული პრობლემაა. მაგრამ მთავარ პარამეტრად ექიმები სხეულის მასის ინდექსს, იგივე BMI-ის იყენებენ, რომელიც ადამიანის სიმაღლეს და წონას ითვალისწინებს.

მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატებს ქმნიან. ჭარბწონიანობის მკურნალობის ტრადიციულ გზად ჯანსაღი კვება და ვარჯიში ითვლება.

„ადამიანების განსაცვიფრებელი რაოდენობა ჭარბი წონით ცხოვრობს“, – აცხადებს ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორი, მაჯიდ ეზატი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

კვლევა – „დეპრესიის რისკი 23%-ით შემცირდება…“

ერთი საათით ადრე გაღვიძება ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკს მთელი 23%-ით ამცირებს.

კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა 23andMe-დან და გაერთიანებული სამეფოს Biobank-დან 800 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები აიღეს. მათგან 85 000 ძილის ტრეკერს ატარებდა, 250 000-მა გამოკითხვა შეავსო, სადაც წერდნენ, რომ ისინი იყვნენ ტოროლები (დილის ადამიანები), ღამის ადამიანები ან ისინი, რომლებიც, ამ ორს შორის, სადღაც შუაში არიან გამოკიდებულნი.

აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დასაძინებლად დაახლოებით 11 საათზე წვებოდა და 6 საათზე იღვიძებდა. შემდეგ მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს მათ გენეტიკურ მონაცემებს და სამედიცინო ჩანაწერებს იმის შესახებ, იღებდნენ თუ არა ისინი დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან ოდესმე თუ ჰქონდათ დასმული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

კვლევა – „დეპრესიის რისკი 23%-ით შემცირდება…“

ამ კვირაში ჟურნალ JAMA Psychiatry-ში კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 1 საათით ადრე გაღვიძება ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკს მთელი 23%-ით ამცირებს.

კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა 23andMe-დან და გაერთიანებული სამეფოს Biobank-დან 800 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები აიღეს. მათგან 85 000 ძილის ტრეკერს ატარებდა, 250 000-მა გამოკითხვა შეავსო, სადაც წერდნენ, რომ ისინი იყვნენ ტოროლები (დილის ადამიანები), ღამის ადამიანები ან ისინი, რომლებიც, ამ ორს შორის, სადღაც შუაში არიან გამოკიდებულნი.

აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დასაძინებლად დაახლოებით 11 საათზე წვებოდა და 6 საათზე იღვიძებდა. შემდეგ მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს მათ გენეტიკურ მონაცემებს და სამედიცინო ჩანაწერებს იმის შესახებ, იღებდნენ თუ არა ისინი დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან ოდესმე თუ ჰქონდათ დასმული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.

შედეგებმა აჩვენა, რომ დილის ადამიანები 23%-ით ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისკენ დანარჩენებთან შედარებით. ასევე აღმოჩნდა, რომ 1 საათით ადრე დაძინებამ და, შესაბამისად, დილით ჩვეულებრივზე 1 საათით ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, დეპრესიის რისკი 23%-ით შეამციროს. ჩვეულებრივზე 2 საათით ადრე დაძინებამ კი, შესაძლოა, მთელი 40%-ით შეამციროს ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკი.

კვლევის მთავარი ავტორი იიას დაგლასი განმარტავს, რომ “ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მორგებულია დილის ადამიანებზე და ღამის ადამიანები ხშირად თავს ისე გრძნობენ, თითქოს ისინი მუდმივ შეუსაბამობაში არიან საზოგადოების საათთან”.

დაგლასმა ისიც აღნიშნა, რომ საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება იმის დასამტკიცებლად, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც შედარებით გვიან იღვიძებენ, ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, რეალურად შეამციროს დეპრესიის რისკი. ისიც უნდა ითქვას, რომ ღამის ადამიანების დეპრესიულობას მხოლოდ მათი გენეტიკა არ განაპირობებს — მათ ისეთ საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება, რომელიც სხვა ტემპით მოძრაობს. ამის შედეგად, ისინი ყოველთვის ისე გრძნობენ თავს, თითქოს ამ დროს ჩამორჩნენ, გარიყულები არიან და რამენაირად მას უნდა დაეწიონ. აქედან გამომდინარე, მათ მუდმივად უწევთ რაღაცასთან ბრძოლა, რაც სხვებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

თუნდაც ერთი საათით ადრე გაღვიძება შეუძლებელი არავისთვისაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ამან ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე შეიძლება ძალიან კარგი გავლენა იქონიოს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ყველანაირი გამოწვევა დაძლევადია…”…

„ყველანაირი გამოწვევა დაძლევადია…”…

„ონკოლოგიური გამოცდილება, ჩემთვის არის ცხოვრებისეული გამოცდილება.

ამ დროს არავინ არ უნდა ჩაიქნიოს ხელი.

ნებისმიერი გამოწვევის დროს უნდა გადავცეთ ერთმანეთს პოზიტივი…“

სად იცხოვრებენ, შშმ ხანდაზმული პირები საქართველოში, როცა მოხუცდებიან?!

სად იცხოვრებენ, შშმ ხანდაზმული პირები საქართველოში, როცა მოხუცდებიან?!

„ყველას უნდა დიდხანს სიცოცხლე, თუმცა არავინ უნდა დაბერება“, -სარკასტულად შენიშნავდა ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯონათან სვიფტი.

ჩვენ კი ჩვენის მხრივ დავძენდით, – მით უფრო, არავის უნდა დაბერება მაშინ, როცა შეზღუდულია შესაძლებლობები, მაშინ, როცა აღარ რჩება ადგილი ღირსეული სიბერისათვის…“

 

ლაპაროსკოპია VS ღია ქირურგია …

ლაპაროსკოპია VS ღია ქირურგია …

„სანამ არ მოვხვდი უროლოგიის ინსტიტუტში, ვერ მივხვდი რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი…“

„შენი ოპერაცია არის შენი პასუხისმგებლობ…“

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights