ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

წარმატებით დასრულდა – GM PHARMA უწყვეტ ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ჩვენი კომპანიის პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც.

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ – 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში, რაც მას იდეალურ მშრალ გრანულატორად აქცევს და მისი, როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წარმოებაში თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების განყოფილებას სამომავლო გეგმებში ისეთი პრეპარატების შექმნა-განვითარება აქვს, რომლებსაც სწორედ MINI-PACTOR® დასჭირდება. აღნიშნული დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის GM PHARMA-ში წარმოებული მედიკამენტების ჩამონათვალს. მაგალითად, ესენია პროლონგირებული ანუ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების პრეპარატები, რადგან სწორედ MINI-PACTOR® უზრუნველყოფს წამლის ნაწილაკების ისეთ გადანაწილებას და ზომას, ასევე შუალედურ ფარმაცევტულ პროდუქტში დამხმარე ნივთიერების ისეთ ჩართვას, რომ წამლის მზა ფორმაში აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებული გამოთავისუფლება მივიღოთ, რაც მედიკამენტის დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების შესაძლებლობას ქმნის. MINI-PACTOR® საშუალებას იძლევა, კომპანიამ შექმნას და აწარმოოს ტენისადმი და სითბოსადმი მგრძნობიარე მედიკამენტები, რომელთა წარმოება სველი გრანულაციით თითქმის შეუძლებელია; ასევე არსებობს ისეთი ფარმაცევტული სუბსტანციები, რომლებსაც დაბალი ლღობის ტემპერატურა აქვთ და მშრალი გრანულაციის აღნიშნული დანადგარი ასეთი სუბსტანციების შემცველი პრეპარატების წარმოებაშიც გამოიყენება.

MINI-PACTOR® აუმჯობესებს ისეთი აქტიური სუბსტანციებისგან მიღებული შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის დენადობას, რომლებიც ორგანულად ხასიათდებიან ცუდი დენადობით ან ნაწილაკების დაბალი ზომით გამოირჩევიან და მშრალი გრანულატორის გამოყენების გარეშე, ასეთი სუბსტანციებისა და შუალედური ბალკის დატაბლეტება ან კაფსულირება თითქმის შეუძლებელია. ასევე აქტიურად მოხდება MINI-PACTOR®-ის გამოყენება ისეთი პრეპარატების წარმოებაში, სადაც აქტიური ნივთიერების შემცველობა ტაბლეტის სრული მასის 20%-ზე ნაკლებია; ასეთ პრეპარატებში მშრალი გრანულაციის აპარატი დოზირებისა და მასის ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს.

GERTEIS არის პრემიუმ ხარისხის მშრალი გრანულაციის მოწყობილობების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Bayer, GSK, Roche და სხვ.

GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე.

GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებით და გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს მედიკამენტებს და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი იღებს ყოველწლიურად, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„განსაკუთრებით, ქალებშია გავრცელებული…“ – ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარების შესახებ საუბრობს, რაც ბოლო დროს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.

ნარკოლოგი ასახელებს გავრცელების 2 ძირითად მიზეზს:

„რის გამო იწყებენ მოხმარებას, ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ გავრცელებული ორი ძირითადი მიზეზია, რომელიც მნიშვნელოვანი ჰგონიათ ადამიანებს, რომლებიც იწყებენ „მეტამფეტამინის“, ზოგადად „ამფეტამინის“ და „მეფედრონის“ მოხმარებას, ე.წ მარათონს ეძახიან. პირველი, იმისთვის იწყებენ მოხმარებას, რომ სულ „დვიჟენიაში“ იყვნენ, უკაცრავად ჟარგონისთვის.

მეორე მიზეზი, სექსუალური ლტოლვის გაძლიერებაა. ეს ძალიან გავრცელებულია ქალებში. სამწუხაროდ, ეს ლტოლვა და „დვიჟენია“ ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. მოხმარება ყოველდღიურობაში გადადის, რატომღაც, ბედნიერების განცდას ეძებენ…“ – ამბობს ნარკოლოგი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ნაყოფი არ დაზიანებულა – ცოცხალი ჩანასახისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელები შექმნეს

ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ცოცხალი ჩანასახისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელები შექმნეს. ეს ამნიონური სითხიდან აღებული ღეროვანი უჯრედებით მოხერხდა და პროცესში ნაყოფი არ დაზიანებულა. შესაძლოა, მიღწევა დაგვეხმაროს, რომ სამომავლოდ სხვადასხვა დაავადებას საშვილოსნოშივე ვუმკურნალოთ.

ეს ორგანოიდები ორგანოების სრული ასლები ნამდვილად არაა. მიუხედავად ამისა, მსგავსება საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მათი მეშვეობით დაავადებებისა თუ სხვა რთულად საკვლევი ბიოლოგიური ასპექტების კვლევა მოხერხდეს.

მეცნიერებმა ამნიონური სითხის ცოცხალი ღეროვანი უჯრედებისგან ფილტვის, თირკმლისა და ნაწლავების ორგანოიდები გაზარდეს. აღნიშნული სითხე ნაყოფს იცავს და მას საკვები ნივთიერებების მიღებაში ეხმარება. იგი დედის ორგანიზმიდან რეგულარული გამოკვლევების დროს მოიპოვეს, პროცესში კი ნაყოფი არ დაზიანებულა.

ორგანოიდები აქამდე მკვდარი ჩანასახის უჯრედებისგან გაუზრდიათ, თუმცა ამას რეგულაციები ზღუდავს და ეთიკის თვალსაზრისითაც საკმაოდ სადავო საკითხია. მათი შექმნა ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედებისგანაც შესაძლებელია, მაგრამ ეს სხეულის განვითარების გაცილებით გვიანი ეტაპია.

შესაძლოა, ახალი ქსოვილის საშუალებით მეცნიერებმა შეძლონ და სამომავლოდ საშვილოსნოშივე გამოიკვლიონ სხვადასხვა პრობლემა — ბავშვის დაბადებამდე კვირებით ადრე. აქამდე მისასვლელად დამატებით უამრავი კვლევა იქნება საჭირო, მეცნიერთა ეს მიღწევა კი ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

უფრო ზუსტად, გუნდი დიაფრაგმის თანდაყოლილ თიაქარს (CDH) აკვირდებოდა — ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სუნთქვის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. მკვლევრებმა CDH-ის მქონე და არმქონე ჩანასახებისგან გაზრდილი ორგანოიდები შეისწავლეს, შედეგად კი დაავადებასთან დაკავშირებული გენების დაფიქსირება შეძლეს.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბავშვის თანდაყოლილი დაავადების ფუნქციური შეფასება მის დაბადებამდე შევძელით, ეს კი პრენატალური მედიცინის კუთხით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია”, — აცხადებს პაოლო დე კოპი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პედიატრ-ქირურგი — “დიაგნოზი, როგორც წესი, ულტრაბგერითი გამოკვლევით, MRI-ს მეშვეობით ან გენეტიკური ანალიზით ისმება. როდესაც თანდაყოლილი დიაგნოზის მქონე ოჯახებს ვხვდებით, ხშირად ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ყოველი შემთხვევა განსხვავებულია”.

ეს იმის შანსს გვაძლევს, რომ სამომავლოდ დაავადებას მანამ ვუმკურნალოთ, სანამ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

მკვლევართა თქმით, შესაძლებელია, თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალო წამლები ჯერ ორგანოიდებზე გამოიცადოს, სანამ მათ ჯერარდაბადებულ ბავშვს მისცემენ. ეს ახალი გზაა, რათა საშვილოსნოს შიგნით ნაყოფის განვითარებას დავაკვირდეთ. მკვლევართა მიღწევა საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა სამუშაო კვლავაც ბევრია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ყელის ტკივილი მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომელიც ვირუსულთან ერთად ბაქტერიული ინფექციების თანმხლებიცაა“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მაია ხერხეულიძე საუბრობს თემაზე: ზაფხულის სეზონზე ბავშვებში გავრცელებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.

„ყელის ტკივილი მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომელიც ვირუსულთან ერთად ბაქტერიული ინფექციების თანმხლებიცაა, აუცილებელია დიფერენციაცია და განსაზღვრა, თუ რამ გამოიწვია ყელის ტკივილი. ბაქტერიული ინფექციების, განსაკუთრებით ახლა გავრცელებული სტრეპტოკოკული ფარინგიტების შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი დიაგნოსტიკა და ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნა, რადგან არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს. ძლიერი ყელის ტკივილის დროს, როდესაც ბავშვს უმადობა აქვს და საკვების მიღება უჭირს, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუმცა, ყელის ტკივილის გარდა ბავშვებს პირის ღრუს სხვა პრობლემებიც ხშირად აქვთ, მაგალითად, სტომატიტი, კანდიდოზური ინფექცია, ღრძილების ანთება და სხვა, როცა ასევე აუცილებელია სპეციალისტის შეფასება და სწორი დიაგნოზის დასმა, თუმცა მანამდე მშობელს თვითონ შეუძლია ბავშვის მკურნალობა ურეცეპტო მედიკამენტებით…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ზაფხულის სეზონზე ბავშვებში გავრცელებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მაია ხერხეულიძე საუბრობს თემაზე: ზაფხულის სეზონზე ბავშვებში გავრცელებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.

„რა თქმა უნდა, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები გაზაფხულსა და ზაფხულშიც ხშირია. ყველაზე კრიტიკული მაინც ზამთრის სეზონია.

განსაკუთრებით ხშირია ქუნთრუშისა და ჩუტყვავილას შემთხვევები ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის გართულებული იყო ვაქცინაცია. ასეთი  პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, მაგრამ საქართველოში გარკვეული პერიოდით მაინც შევძელით პრობლემის მოგვარება, ახლა ძალიან შემცირდა აცრილთა რაოდენობა. ჩვენთან წითელას „აფეთქება“ ზრდასრულ მოსახლეობაში ვაქცინაციაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ვირუსული ინფექციები ყველაზე აგრესიულად პატარებში, განსაკუთრებით ბაღში ახლად წასულ ბავშვებში ვრცელდება, რომელთა წრე მანამდე მხოლოდ ოჯახით იყო შეზღუდული ახლა კი, უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა.

ყელის ტკივილი მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომელიც ვირუსულთან ერთად ბაქტერიული ინფექციების თანმხლებიცაა, აუცილებელია დიფერენციაცია და განსაზღვრა, თუ რამ გამოიწვია ყელის ტკივილი. ბაქტერიული ინფექციების, განსაკუთრებით ახლა გავრცელებული სტრეპტოკოკული ფარინგიტების შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი დიაგნოსტიკა და ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნა, რადგან არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს. ძლიერი ყელის ტკივილის დროს, როდესაც ბავშვს უმადობა აქვს და საკვების მიღება უჭირს, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუმცა, ყელის ტკივილის გარდა ბავშვებს პირის ღრუს სხვა პრობლემებიც ხშირად აქვთ, მაგალითად, სტომატიტი, კანდიდოზური ინფექცია, ღრძილების ანთება და სხვა, როცა ასევე აუცილებელია სპეციალისტის შეფასება და სწორი დიაგნოზის დასმა, თუმცა მანამდე მშობელს თვითონ შეუძლია ბავშვის მკურნალობა ურეცეპტო მედიკამენტებით…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

რა არის, ენტეროვირუსული ინფექცია? იკურნება, საშიშია?

რა არის, ენტეროვირუსული ინფექცია?

იკურნება, საშიშია?
საუბრობს ნუცა სორდი:
„ ენტეროვირუსული ინფექციები საკმაოდ გახშირებული ინეფქციებია ბავშვებსა და მოზრდილებში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს.
მცდარი შეხედულებაა, რომ ენტეროვირუსები იწვევენ მხოლოდ დიარეას და დიარეით მიმდინარე დაავადებებს…“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

სამკურნალო წყალი “ლუგელა” – გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ

სამკურნალო წყალი “ლუგელა” — უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იანი მინერალური წყალია, გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი, რომელიც მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზეც არ იყინება.

“ლუგელას” წყაროები მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სააფთიაქო ქსელისთვის “ლუგელას” ჩამოსხმა 1946 წელს დაიწყო. მისგან ამზადებენ კბილის პასტა “ლუგელას”, იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

სწრაფი და ეფექტიანია – მეცნიერების კიდევ ერთი მიღწევა უნაყოფობის დასაძლევად

მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების გამოყვანის ახლებური მეთოდი გამოცადეს, რომელიც აქამდე არსებული გზებთან შედარებით გაცილებით სწრაფი და ეფექტიანია. მკვლევრებმა ამისთვის თაგვების კანის უჯრედები გამოიყენეს. ექსპერიმენტი Science Advances-ში გამოქვეყნდა.

თუ მეცნიერები ამ პროცედურას დახვეწენ და ის კლინიკურად განხორციელებადი იქნება, უნაყოფო პაციენტებს ინ ვიტრო ფერტილიზაციის (IVF) გზით შეეძლებათ, ჰყავდეთ ბავშვები, რომლებიც მათ გენეტიკურად ენათესავებიან.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, შუხრატ მიტალიპოვმა თქვა, რომ უკვე 20 წელია, რაც მისი ლაბორატორია უნაყოფო პაციენტების დასახმარებელ გზებზე მუშაობს. მისივე თქმით, არსებული ვარიანტები ადამიანებს დონაციის გზით მხოლოდ გენეტიკურად არამონათესავე შვილების ყოლის საშუალებას აძლევს.

“ჩვენი ტექნოლოგია უნაყოფო პაციენტებს საშუალებას მისცემდა, გენეტიკურად მონათესავე შვილები ჰყავდეთ და გაუხსნიდა მშობლობის გზას, რომელიც ამჟამად IVF-ს საშუალებითაც კი მიუღწეველია”. – თქვა მიტალიპოვმა.

სასქესო უჯრედების ლაბორატორიული გზით შექმნას ინ ვიტრო გამეტოგენეზი ეწოდება, რომლის დროსაც მეცნიერები დონორულ კვერცხუჯრედს ბირთვისგან ცლიან, შემდეგ კი მასში არასასქესო, სომატური უჯრედის ბირთვი შეჰყავთ, რომელსაც ქრომოსომების წყვილის ნახევარს აკარგვინებენ, რათა მისი ფერტილიზაცია იყოს შესაძლებელი.

პირველი კლონირებული ცხვარი დოლი 1996 წელს მსგავსი მეთოდით შეიქმნა, რომელსაც  სომატური უჯრედის ბირთვის გადატანა (SCNT) ეწოდება. SCNT-ის დროს უბირთვო კვერცხუჯრედში არასასქესო უჯრედის ბირთვი შეჰყავთ.

მკვლევრებმა კვერცხუჯრედების შესაქმნელად აქამდე გამოყენებულ გზებისგან განსხვავებული და მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი მეთოდი გამოიყენეს. დონორ კვერცხუჯრედში კანის უჯრედის შეყვანის შემდეგ, მას იმგვარად ამუშავებენ, რომ ქრომოსომების წყვილის ნახევარი შედარებით ადრე, ბუნებრივი გზით, დაკარგოს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ალექსეი მიხალჩენკოს თქმით, მათი მეთოდით კვერცხუჯრედები 2-3 საათში მზადდება. შედარებისთვის, აქამდე არსებული მეთოდებით ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს.

“თუ ეს ტექნოლოგია მომავალში კლინიკურად პრაქტიკული იქნება, პოტენციალი აქვს, რომ IVF-ს რევოლუციონიზირება მოახდინოს და იმედი მისცეს მრავალ უნაყოფო პაციენტს, რომლებმაც თავიანთი გამეტები (რედ. – კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები) დაავადების, ასაკისა თუ კიბოს მკურნალობის გამო დაკარგეს”. – თქვა მიხალჩენკომ.

ობსეტრიკისა და გინეკოლოგიის პროფესორისა და კვლევის თანაავტორის, პაულა ამატოს თქმით, ჯგუფის ტექნიკის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კვერცხუჯრედის კულტურიზაციის ხანგრძლივ დროს თავს არიდებს.

,,თვეების განმავლობაში მრავალი მავნებელი გენეტიკური და ეპიგენეტიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს“, – თქვა ამატომ.

მეცნიერები კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების ლაბორატორიაში შექმნაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ.

აქამდე, იაპონელმა მკვლევრებმა მამრი თაგვების კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედები შექმნეს. შედეგად, დაიბადნენ წრუწუნები, რომლებსაც ორი მამა ჰყავდათ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“ – მიხეილ სარჯველაძე

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიღწეულია გარკვეული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს ბუნებრივია მივდევთ და სამომავლოდაც, ძირითადად ალბათ ეს პოსტულატები იქნება განმსაზღვრელი, რაც ითქვა წინდაწინ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.

მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს DRG მეთოდის შესახებ.

„ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და შერჩევა საუკეთესო მოდელის, რომელიც წაადგება თითოეულ პაციენტს. მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა.მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.

მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას. მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება“ – მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ინფორმაცია მიიღო მათი საჭიროებებისა და მომსახურების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრისას განიხილეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზები.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება. მინისტრის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიდგომებით იხელმძღვანელებს სამინისტრო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებზე მუშაობის პროცესში.

შეხვედრაზე იმსჯელეს პაციენტების ჩართულობის საკითხებზეც, სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტებთან კომუნიკაცია უწყვეტად გაგრძელდება და იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად შემდგომ ნაბიჯებს მათთან ერთად განიხილავენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights