78 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიომიელიტს გადარჩენილი ადამიანი, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ „კაცს რკინის ფილტვში“.
მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, განახლდა შეხვედრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან
სასუნთქი გზების ინფექციები – აქტუალური თემა
სასუნთქი გზების ინფექციები
შემოდგომა და ზამთარი ცივ სეზონებთან ერთად ხსნის სასუნთქი გზების ინფექციების სეზონს, რაც ბავშვებში ხშირად ხდება ბაღისა და სკოლის გაცდენის მიზეზი. დახურულ სივრცეებში გატარებული დრო ვირუსების გავრცელებას აიოლებს.
შედეგად, წელიწადის ამ პერიოდში ხშირია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება, რაც მშობლებისგან მოითხოვს ყურადღებას, სწორი რეაგირების უნარს და სწორი მკურნალობის მეთოდების შერჩევას.
რატომ ხდება ინფიცირება ასე ხშირად?
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების გამომწვევთა უმეტესობა ვირუსებია – მათი რაოდენობა 300-ზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებული სახელებით მოიხსენიებიან, სიმპტომები ხშირად ერთმანეთის მსგავსი აქვთ.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ თუ ინფექცია ზედა სასუნთქი გზებიდან ქვედა ნაწილში გავრცელდება, შესაძლოა საქმე გვქონდეს ბრონქიტთან ან ფილტვების ანთებასთან.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების განსხვავება
სასუნთქი სისტემა ორ ნაწილად იყოფა:
-
ზედა სასუნთქი გზები – ცხვირი, ხახა, ხორხი
-
ქვედა სასუნთქი გზები – ტრაქეა, ბრონქები, ფილტვები
ხორხის ქვემოთ არსებული ინფექციები უფრო მძიმეა და საჭიროებს დამატებით მეთვალყურეობას.
როგორ ვლინდება ინფექცია?
ბავშვებში ინფექციების ნიშნები შეიძლება იყოს:
-
სხეულის ტემპერატურის მომატება
-
წუწუნი, მოთენთილობა
-
სითხეების ან საკვების მიღებაზე უარი
-
ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი
-
მშრალი ან სველი ხველა
-
ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება
ზოგჯერ ცხელება არ აღინიშნება, მაგრამ სხვა სიმპტომები აქტიურად გვხვდება.
როგორ განვასხვავოთ ვირუსები სიმპტომების მიხედვით?
-
პარაგრიპი: მყეფავი ხველა, ხმის ცვლილება
-
რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (RSV): ბრონქოსპაზმი და სუნთქვის გაძნელება
-
გრიპი: მაღალი სიცხე, კუნთების და თვალბუდეების ტკივილი, მოგვიანებით ხველა
როგორ მოვახდინოთ სწორად მკურნალობა?
🏠 ბავშვი უნდა დარჩეს სახლში
-
ბაღში ან სკოლაში დაბრუნება მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ შეიძლება
-
ეს იცავს მას გართულებებისგან და აჩერებს ინფექციის გავრცელებას
🧴 ჰიდრატაცია არის პირველი ნაბიჯი
-
ხშირად მისცეთ თბილი სითხეები – წყალი, ჩაი, სუპი, კომპოტი
-
ძუძუთი კვების შემთხვევაში – უფრო ხშირი კვება
-
თბილი სითხეები ამსუბუქებს ხველას და ახშირებს ლორწოს გამოდევნას
🌡 სიცხის კონტროლი
-
38.5°C და მაღლა ტემპერატურისას გამოიყენეთ პარაცეტამოლი
-
ალტერნატივად – იბუპროფენი
-
პარაცეტამოლს შორის შუალედი: 4 საათი
-
იბუპროფენის შემთხვევაში: 6 საათი
🧊 სხეულის გაგრილება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი ზუსტად ცხელია, არა როდესაც მას სცივა.
მეთოდები:
-
თხელი სამოსი
-
სხეულის დაზელა ოთახის ტემპერატურის წყლით
-
გრილად ჩაცმა სიცხის შემდეგ
❌ ხველის წამლები ექიმის გარეშე – აკრძალულია
-
თვითმკურნალობამ შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს
-
ბრონქოსპაზმის დროს ნახველის წამალი რისკიანია
-
კრუპის სინდრომის დროს წამლები პრაქტიკულად არ მოქმედებს
👩⚕️ აუცილებელია პირადი კონსულტაცია ექიმთან – არავითარი დისტანციური დანიშნულება ხველის წამალზე!
💊 ანტიბიოტიკები: როდის არის მათი საჭიროება?
-
მხოლოდ მაშინ, როცა ინფექცია ბაქტერიულია
-
ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, მაგრამ ნეგატიური ეფექტები აქვს:
-
აზიანებს ნაწლავის მიკროფლორას
-
ასუსტებს იმუნურ სისტემას
-
ზრდის რეზისტენტული ბაქტერიების წარმოქმნის რისკს
-
📌 მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ანტიბიოტიკის დანიშვნა, და ის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს.
დასკვნა: როგორ დავიცვათ ბავშვები?
-
არ შეგეშინდეთ ცხელების ან ხველის – ეს ბუნებრივი იმუნური პასუხია
-
მიყევით ექიმის რჩევებს და ნუ გამოიყენებთ წამლებს თვითნებურად
-
მნიშვნელოვანია ჰიგიენა, ვიტამინებით მდიდარი საკვები და სუფთა ჰაერი
-
დაისვენოს ბავშვმა, იკვებოს სწორად და მიიღოს საკმარისი სითხე – ეს ყველაზე ეფექტური “წამალია”
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სასუნთქი გზების ინფექციები – როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?
სასუნთქი გზების ინფექციები
წლის ცივი სეზონის დროს ბავშვების თავშეყრა დახურულ სივრცეებში ხდება, სადღაც ჩასაფრებული ვირუსებიც აქტიურდებიან, ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით ადვილად ვრცელდებიან და ხველისა და ცხვირცემინების სეზონიც იხსნება.
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს უხშირესად ვირუსები იწვევენ. მათი რიცხვი 300-მდეა და წლის მანძილზე სხვადასხვა გამომწვევით დასნებოვნების შანსი საკმაოდ მაღალია.
300 ვირუსს 300 სხვადასხვა სახელი კი აქვს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და გართულებებიც მსგავსი აქვთ – ზედა სასუნთქი გზებიდან ინფექციამ ხორხს ქვევით თუ ჩაინაცვლა, ბრონქიტისა და ფილტვის ანთებამდე აღარაა შორი.
როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?
პატარებში ის უხშირესად ცხელებით იწყება, თუმცა შესაძლოა, ტემპერატურის მომატების გარეშეც ჩაიაროს. უმადობა, ჭირვეულობა, ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა – აი, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მთავარი ნიშნები.
როგორ ვუმკურნალოთ
პირველ რიგში, პატარა შინ უნდა დატოვოთ. მისი საბავშო ბღსა და სკოლაში გაშვება არ შეიძლება, ამით მასაც დაიცავთ გართულებისაგან და მის პატარა მეგობრებსაც – დასნებოვნებისაგან.
გახსოვდეთ, მკურნალობის მთავარი პრინციპი თბილი სითხეების მიწოდებაა. შესთავაზეთ ყველაფერი, რაც მას მოსწონს – რძე, ჩაი, თბილი კომპოტი, სუფი. თუ პატარა ძუძუზე გყავთ, ძუძუ უფრო ხშირად უნდა მისცეთ.
გაზომეთ ტემპერატურა
თუ ის 38,5 გრადუსი და მეტია, იზრუნეთ სიცხის დაწევაზე. ამისათვის პირველ რიგში პარაცეტამოლი აირჩიეთ. სწორედ ამ პრეპარატს მიიჩნევენ ექიმები ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტად ცხელების მართვისათვის. არჩევის მეორე რიგის პრეპარატი იბუპროფენი გახლავთ.
გახსოვდეთ, რომ პარაცეტამოლის ორ დოზას შორის მინიმალური შუალედი 4 საათია, იბუპროფენის დოზებს შორის კი 6 სთ.
არ დაივიწყოთ სხეულის გაგრილების ფიზიკური მეთოდები – გახადეთ ბავშვს სამოსი, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, შეამშრალეთ და გრილად ჩააცვით. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – სხეულის გაგრილება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა პატარას მაღალი ცხელება აქვს, მაშინ კი, როცა მას ამცივნებს, სიცხე უწევს, დაზელვა არ შეიძლება. ამ დროს პირიქით, აუცილებლად ჩაათბუნეთ.
უნდა მივცეთ თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ხველის წამლები?
არა! ეს უსაფრთხო არ არის. არც ისაა სწორი, ექიმს დისტანციურად სთხოვოთ ხველის წამლის დანიშვნა. ხველას მიზეზი და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი აქვს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ბრონქოსპაზმი აქვს, ნახველის გამათხევადებელი წამლის დანიშვნამ შესაძლებელია მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველის დროს კი წამლის დალევა უშედეგო იქნება, რადგან ის ხორხის შეშუპებაზე არ იმოქმედებს.
ინიშნება თუ არა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს ანტიბიოტიკები?
დიახ, თუ საქმე ფილტვის ანთებასთან გვაქვს.
ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა აბსოლუტურად უშედეგოა – ისინი ვირუსებს ვერა, მაგრამ ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას ანადგურებენ, აქვეითებენ იმუნიტეტს, რასაც ხშირი ავადობა, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები მოჰყვება.
მრავალი კვლევა ადასტურებს – ანტიბიოტიკის გამოყენება გართულებებს თავიდან ვერ აგვაცილებს, ამიტომ მათი დანიშვნა მაშინ უნდა მოხდეს, როცა ვირუსით გამოწყვეული დაავადება ბაქტერიული ინფექციით გართულდება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ციფრული ტექნოლოგიების ხანაში გასაკვირი აღარაფერია – გულის მრტ და კტ- შესაძლებლობები და პერსპექტივები…
გულის მრტ და კტ- შესაძლებლობები და პერსპექტივები…
დღეს ციფრული ტექნოლოგიების ხანაში გასაკვირი აღარაფერია. გლობალური ინოვაციების ცენტრშია სამედიცინო, ამ შემთხვევაში კი კარდიოლოგიური სფეროც…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
რა არის, გულის უკმარისობა?
რა არის, გულის უკმარისობა?
„გულის უკმარისობა გახლავთ კომპლექსური კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება და ვითარდება ისეთი ფუნქციური დარღვევის შედეგად, რომელიც ახლავს გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებას…“
ენდოკრინოლოგიას ეძახიან მედიცინის მათემატიკას – დიაბეტი, პრევენციიდან მკურნალობამდე
დიაბეტი – პრევენციიდან მკურნალობამდე
ენდოკრინოლოგიას გერმანიაში ეძახიან მედიცინის მათემატიკას.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ 12 აგვისტო დააწესა დიაბეტის პრევენციის დღედ…
მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია – უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად – სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე – მედპერსონალის ინტერესები.
ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა. მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.
მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას. მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ გახდეს სრულყოფილი არსებული DRG სისტემა“- მიხეილ სარჯველაძე
DRG მეთოდთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრები გაიმართება, ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, DRG მეთოდი უნდა იყოს სამართლიანი, აქედან გამომდინარე, საჭირო იქნება მსჯელობა.
„DRG არის მეთოდი და ინსტრუმენტი, როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისის ანაზღაურება, ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, რამდენად სრულყოფილად მუშაობს, რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, ალბათ მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ შეიძლება გახდეს სრულყოფილი არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იყოს იმგვარად მხარდაჭერილი, ფუნქციონირებადი, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა.მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.
მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას. მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„ალერგიის გამოვლინების ასაკი შეუზღუდავია“
როგორ დავიცვათ თავი და როგორ გავუმკლავდეთ?
პრევენცია უნდა მოხდეს იქამდე, სანამ შეგაწუხებს…
საუბრობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:
„ალერგიის გამოვლინების ასაკი შეუზღუდავია”…










