ორშაბათი, ივნისი 22, 2026

აქილევსის მყესის დაზიანება

xr:d:DAGCMF0v15g:25,j:1853655875033574351,t:24041210

აქილევსის მყესის დაზიანება – ეს არის ყველაზე გავრცელებული წვივის რბილი ქსოვილების დახურული ტრავმა.

მიზეზები
აღნიშნული პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         პირდაპირი ტრავმა;
·         წვივის კუნთის მკვეთრი დაპატარავება;
·         ცივი სტარტი (გახურების გარეშე ვარჯიშის დაწყება);
·         აღნიშნული კუნთების განმეორებითი მიკროტრავმები.

სიმპტომები:
აღნიშნული პრობლემის დამახასიათებელი სიმოტომებია:
·         დაზიანების ადგილში მწვავე ტკივილი;
·         მყესის შეშუპება;
·         ტერფის ქუსლისკენ გადახრის შეუძლებლობა;
·         ფეხის წვერებზე დადგომის შეუძლებლობა;

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         რენტგენოგრაფია;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კანქვეშა დახურული ნაკერების გამოყენებას;
·         1 თვის მანძილზე თაბაშირის სახვევის დადებას;

საშიშროება
აღნიშნული ტრავმის გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს სიარულის შეუძლებლობა. შესაბამისად, ამ ტრავმის არსებობისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს თვითმკურნალობისგან და მიმართოს სპეციალისტებს.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სპეციალური სახვევის ტარება.

ბადურის დისტროფია – დეგენერატიული დაავადება, რომლის შედეგად ხდება ბადურის მოშლა, რაც თავის მხრივ იწვევს მხედველობის დაქვეითებას

xr:d:DAGCMF0v15g:26,j:6662374376910999935,t:24041210

ბადურის დისტროფია  – ეს არის დეგენერატიული დაავადება, რომლის შედეგად ხდება ბადურის მოშლა, რაც თავის მხრივ იწვევს მხედველობის დაქვეითებას. აღნიშნული დაავადება ხდება ყველაზე ხშირად გარდატეხის ასაკში მხედველობის დაქვეითების მიზეზი. ზოგჯერ აღნიშნულ პრობლემას ურევენ ბადურას მოლეკულალურ დისტროფიაში, მაგრამ პირველი ფორმა ითვლება თვალის შიდა გარსის დისტროფიის მიზეზად.
არსებობს აღნიშნული დაავადების რამოდენიმე ფორმა:
·         ბადურას ასაკობრივი დისტროფია;
·         ბადურას პერიფერიული დისტროფია;
·         ბადურას პიგმენტური დისტროფია;
·         ბადურას ცენტრალური დისტროფია.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         თვალის კაკლის სისხლძარღვების სისტემის ცვლილება;
·         ორგანიზმის დაბერება;
·         ჰიპერტონია;
·         დიაბეტი;
·         თირკმელზედა ჯირკვლების და თირკმელების დაავადებები;
·         ინტოკსიკაცია;
·         მიოპიის მაღალი დონე;
·         თვალის კაკლის სტრუქტურის ცვლილება;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ფეხმძიმობა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         თვალებში მოძრავი წერტილების გაჩენა;
·         თვალებში ნაპერწკლები;
·         სწორი ხაზების გამრუდება ჰორიორეტინალური დისტროფიის დროს;
·         მხედველობის არიდან ობიექტების ამოვარდნა;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         თვალების დაბინდვა;
·         ფერების აღქმის დაქვეითება;
·         სიბნელეში ხედვის დაქვეითება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისათვის საჭიროა:
·         ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
·         მხედველობის სიმახვილის დადგენა;
·         ფერების აღქმის შესაძლებლობის დადგენა;
·         თვალის ძირის გამოკვლევა გოლდმანის ლინზის საშუალებით;
·         თვალის კოგერენტული ტომოგრაფიის ჩატარება;
·         თვალის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         თვალის ბადურის ლაზერული კოაგულაცია;
·         ფოტოდინამიური თერაპია;
·         ანტი-VEGF-ის ინექციები(პრეპარატი, რომელიც აფერხებს დეგენერატიული პორცესის განვითარებას);
·         ვიტამინოთერაპია;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;
·         ვაზორეკონსტრუქციული ოპერაცია, რომელიც მიმართულია თვალის ბადურაში სისხლის მიმოქცევის აღდგენისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სპეციალისტი გასინჯვის შემდეგ დაადგენს როგორ უნდა მოხდეს ბადურის დისტროფიის მკურნალობა, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს პაციენტს და დაიცვას ის მხედველობის დაკვარგვისგან.

საშიშროება
აღნიშნული დაავადების საშიშროებას წარმოადგენს მხედველობის დაქვეითება, რიგ შემთხვევებში ხდება მისი სრული დაკარგვა. თუმცა დროული და სწორი მკურნალობის პირობებში ამ საშიშროების თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია.

პროფილაქტიკა
დაავდების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია
·         ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
·         გამოკვლევის ჩატარება პროფესიონალურ ოფთალმოლოგიურ აპარატურაზე;
·         სპეციალისტთან რეგულარული ვიზიტი (განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის 60 წლის ზემოთ – მინიმუმ წელიწადში ერთხელ).

ბავშვების ცერებრიალური დამბლა – მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, საშიშროება

ბავშვების ცერებრიალური დამბლა - მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, საშიშროება
#post_seo_title

ბავშვების ცერებრიალური დამბლა – მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, საშიშროება

ბავშვთა ცერებრული დამბლა განსაზღვრული სინდრომების ერთობლიობაა, რომლებიც უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია.

ბავშვების ცერებრიალური დამბლა – კრებითი ტერმინი, რომელიც აერთიანებს ქრონიკულ, არაპროგრესირებად მამოძრავებელ დარღვევებს, რაც გამოწვეულია პერინატალურ პერიოდში განვითარებული თავის ტვინის ანომალიის შედეგად.

ცერებრული დამბლისთვის დამახასიათებელია ბავშვის მოტორული განვითარების შეფერხება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. მოძრაობითი დარღვევები ხშირად შერწყმულია მგრძნობელობით პრობლემებთან, მეტყველებისა და ფსიქიკური განვითარების შეფერხებასთან, კრუნჩხვასთან. თუმცა შეიძლება, დაავადების დროს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იყოს.

ფორმის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი სახის დამბლა:
·         ადრეული – ვითარდება 6 თვემდე ასაკში;
·         საწყისი – ვითარდება 6-თვიდან 2 წლამდე;
·         გვიანი – ვითარდება 2 წლიდან.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ნებისმიერი ცერებრიალური დამბლის განვითარების მიზეზად ითვლება თავის ტივნის ქერქში წარმოქმნილი პათოლოგიები.
ბავშვის ცერებრიალური დამბლის მიზეზებია:
·         ნაყოფის ასფიქსია, ჰიპოქსია;
·         სამშობიარო ტრავმები (თავის, კისრის დაზიანება);
·         პერინატალურ პერიოდში თავის ტვინში სისხლჩაქცევა;
·         ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები (წითელა, გრიპი, სიფილისი);
·         დედის ორგანიზმში არსებული ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი);
·         ფეხმძიმობის დროს ინტოქსიკაცია.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კუნთების ტონუსის დაწევა;
·         კიდურების უნებლიე მოძრაობები;
·         ფეხებისა და ხელების სისუსტე;
·         კრუნჩხვა;
·         მეტყველების დარღვევა;
·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
·         ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაქვეითება;
·         მხედველობისა და სმენის დაქვეითება.
·         ფსიქიკის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ქალას შიდა  წნევის დამწევ პრეპარატებს;
·         კუნთების დაჭიმულობის მომხსნელ პრეპარატებს;
·         ტვინის მკვებავ პრეპარატებს;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         სამკურნალო ფიზკულტურას;
·         სამკურნალო მასაჟებს.

საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობის პირობებში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         გონებრივი ჩამორჩენა;
·         ეპილეპსია;
·         სიმაღეში ზრდის შეფერხება;
·         ხერხემლის დეფორმაცია;
·         შეგრძნებების დარღვევა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         დღენაკლული ბავშვები;
·         ნორმაზე მეტი ან ნაკლები წონით დაბადებული ბავშვები;
·         სტიმულაციის საშუალებით დაბადებული ბავშვები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გაკონტროლება;
·         სპირტიანი სასმელების გამოყენებაზე უარის თქმა.

ბაზალიომა – ახასიათებს კანის ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა, რაც ვითარდება ეპიდერმისის უჯრედებისგან

ბაზალიომა – ახასიათებს კანის ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა, რაც ვითარდება ეპიდერმისის უჯრედებისგან
#post_seo_title

ბაზალიომა (ბაზალურ-უჯრედოვანი კიბო) – ონკოლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა, რაც ვითარდება ეპიდერმისის უჯრედებისგან.

არსებულ ონკოლოიგიურ დაავადებებს შორის 70% მოდის ბაზალომაზე.
გარეგნულად ბაზალომა შეიძლება იყოს:
·         კვანძურ-წყლულოვანი – ხშირად აზიანებს ლოყას, ცხვირ-ტუჩის ნაწილს და თვალის შიდა კუთხეს;
·         თმიანი (პაპილარული, ეგზოფიტური) – მსხვილი კვანძები, რომლებიც წააგავს ყვავილოვან კომბოსტოს;
·         ნოდულარული (მსხვილკვანძიანი) – კანის გარედან ზრდადი კვანძი;
·         პიგმენტური – გვერდებზე აქვს მელანომას მსგავსი მუქი პიგმენტაცია;
·         სკლეროდერმიფორმული – წარმოადგენს თხელ, მკვრივ და მკვეთრი ფორმის ფირფიტას;
·         ნაწიბუროვან-ატროფიული – წარმოადგენს წყლულს ცენტრში ნაწიბურით და დაწყლულებული ნაპირებით;
·         თხელი ხედაპირული ბაზალიომა – არ იზრდება კანის სიღრმეში.

მიზეზები
განვითარების ზუსტი მექანიზმი დღემდე დაუდგენელია.
შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:
·         მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნა;
·         კანცეროგენებთან, ქიმიურ და ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი;
·         კანის ერთი და იგივე ადგილის ხშირი დაზიანება;
·         დამწვრობა;
·         იონიზირებული დასხივება.

ბაზალიომას სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         კანზე (სახის ან ყელის) მკრთალი-ვარდისფერი ან მოწითალო ფერის კვანძის გაჩენა;
·         კვანძის უმტკივნეულო ზრდა;
·         წარმონაქმნზე ქერქის გაჩენა;
·         კვანძებიდან სისხლდენა;
·         შესიებული ნაწილის გადიდება;
·         ხრტილოვანი და ძვლის ქსოვილების დაშლა;
·         ნერვების დაზიანება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირებისთვის ექიმი-ონკოლოგი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს:
·         ნაცხის  ციტოლოგიური გამოკვლევა;
·         ნაცხის  ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
საჭიროა დაავადების გარჩევა წითელი მგლურასგან, წითელი წვრილი გამონაყარისგან, სებორეული კერატოზისგან, ბოუენის დაავადებისგან, სკლეროდერმიისგან, ფსორიაზისა და მელანომისგან.

დაავადების მკურნალობა
ბაზალიომას მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სიმსივნის ტიპზე და მისი ზრდის პროცესის სიჩქარეზე.
მკურნალობაში შედის:
·         ბაზალიომას ქირურგიული გზით მოშორება;
·         ბაზალიომას რენტგენოლოიგური დასხივებით მოცილება;
·         ბაზალიომას თხევადი აზოტით მოცილება (კრიოდესტრუქცია);
·         წარმონაქმნების ლაზერით მოცილება.
ასევე ინიშნება ადგილობრივი ქიმიოთერაპია (ციტოსტატიკების აპლიკაციის დადება).

საშიშროება
თუ დროულად არ მოხდება აუცილებელი მკურნალობის ჩატარება, შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი, რაც გამოწვეული იქნება ძვლების, ყურების, თვალების და ტვინის გარსის დაზიანებით.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
·         40 წელს ზემოთ ადამიანები;
·         კანის ღია ფერის მქონე ადამიანები;
·         ქიმიურ წარმოებაში მომუშავეები.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         გარუჯვის დროს სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება;
·         კანის დაცვა დაზიანებებისგან;
·         კანის საფარის დაავადებების დროული მკურნალობა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბაზედოვის დაავადება

xr:d:DAGCd9ubXew:30,j:2918757505025901815,t:24041512

ბაზედოვის დაავადება (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი) – აუტოიმუნური ენდოკრინული დაავადება, წარმოადგენს ჩიყვის ერთ-ეთ სახეობას. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქ ან მძიმე ფორმებში.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერტროფიისა და ჰიპერფუნქციის შედეგად, რასაც მივყავართ თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე.
ბაზედოვის დაავადების მიზეზები:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ქრონიკული დაავადებები (ანგინა);
·         აუტოიმუნური დარღვევები (შაქრის დიაბეტი, ვიტილიგო);
·         იოდის შემცველი პრეპარატების ჭარბი გამოყენება.

ბაზედოვის დაავადების სიმპტომები
ინფუზიური ტოქსიკური ჩიყვისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
·         თვალის გუგების გაფართოვება, დასიება;
·         თვალებში სიმშრალის, ტიკვილის შეგრძნება;
·         კონიუქტივიტი;
·         თვალისშიდა წნევის მომატება;
·         ფარისებრი ჯირკვლის გადიდება;
·         გახშირებული გულისცემა;
·         არითმია;
·         გახშირებული სუნთქვა;
·         წონის სწრაფი დაკლება;
·         ცხელება;
·         ძვლების სიმყარის შემცირება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რომელიც ნიშნავს შემდეგ გამოკვლევებსა და ანალიზებს:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
·         სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;
·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსია;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია;
·         რეფლექსომეტრია.

ბაზედოვის დაავადების მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიტირეოიდულ პრეპარატებს;
·         რადიოაქტიული იოდით თერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას.
ბაზედოვის დაავადების ქირურგიული გზით მკურნალობა (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) მიმდინარეობს მედიკამენტებზე ალერგიული რეაქციების ფონზე, სისხლში ლეიკოციტების დონის სწრაფი დაგდებით და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევებით.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
·         ჰიპერტირეოზი;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება;
·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
·         კუნთების სისუსტე;
·         პარალიჩი;
·         კანის ჰიპერპიგმენტაცია;
·         ტიეროტოქსიკური კრიზი;
·         გულის შეტევა;
·         ინსულტი.
ტიეროტოქსიკურ კრიზს მოსდევს ლეტალური შედეგი შემთხვევების 30-50%-ში.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         30-50 წლის ქალბატონები;
·         ადამიანები, ვისაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი ან რევმატოიდული ართრიტი;
·         ფეხმძიმე ქალბატონები.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         საკვებად იოდისა და ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობის შემცველი პროდუქტების გამოყენება;
·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         სისხლში ჰორმონების შემცველობის რეგულარულად გაკონტროლება.

ბილანიტი

xr:d:DAGCd9ubXew:31,j:615166293985557050,t:24041512

ბილანიტი — დაავადება წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ორგანოს თავის კანის ანთებით პროცესს. უმეტეს შემთხვევებში მას შეიძლება თან ახლდეს პოსტიტი – სასქესო ორგანოს დაბოლოების ანთება – «ბალანოპოსტიტი».

ბალანიტი ბავშვებში გვხვდება საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ექსუდიური დიათეზის არსებობისას  (ანთებითი დაავადებების მიმართ მიდრეკილება). ასევე ბალანიტი ბავშვში წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ მას არ გაუკეთეს წინადაცვეთა.
გამოყოფენ ბალანიტის შემდეგ სახეობებს:
·         ირიტატიული ბალანიტი (მჭიდრო ტანსაცმელის გამო გაღიზიანება);
·         ტრამვატული ბალანიტი;
·         ინექციური (კანდიდოზური, ტრიქომონადული, ქლამიდური, კარეტოტიული, ქსეროტიული, ცირცინარული) ბალანიტი;
·         სკლეროტიკული მაობლიტირირებელი ბალანიტი;
·         ზოონას ბალანიტი.

მიზეზები
ბალანიტის წარმოშობის მიზეზები:
·         პენისის თავის ან გამტარი ნაწილების ტრამვა (სმეგმით (თეთრი ნადები პენისზე) შარდით, სამოსით გაღიზიანება);
·         ინფექციური დაავადების შემდგომი გართულება (კანდიდოზი, ქლამიდოზი, სიფილისი);
·         ჩირქოვანი ურეტიტი;
·         შაქრიანი დიაბეტი.

ბალანიტის სიმპტომები
·         სიწითლე, შეშუპება, ეროზია, კანის დახეთქვა, პრეპუციალური ჩანთის ჩახევა (ტრამვატული ბალანიტი);
·         სიწითლე, შეშუპება (ირიტატიული ბალანიტი);
·         ღია-წითელი ეროზიები (ცირცინარული ბალანიტი);
·         გაუხეშებული ქერქით დაფარული პაპულები, (კსეროტიული ბალანიტი);
·         აქერცვლა, ეროზია, სასქესო ორგანოს გარსის შეშუპება და სიწითლე, ნაპირა გარსის დახეთქვა (კანდიდოზური ბალანიტი);
·         მოყავისფრო-მოვარდისფრო გამონაყარი, სისველის მქონე ზედაპირით, სასქესო ორგანოს თავზე წვრილი წითელი ალქები (ზოონას ბალანტი).
ყველა ტიპის ბალანიტისთვის დამახასიათებელი დამატებითი ნიშნებია:
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         მუდმივი დაღლის შეგრძნება;
·         აღგზნებისა და ერექციის შეტევები.

დიაგნოსტიკა
ბალანიტის მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოსაჩენად ბაქტეროლოგიური გამოკვლევის ჩატარება (ნაცხი ურეთრადან);
·         სისხლის ანალიზი შაქრის დასადგენად;
·         შარდის ანალიზი;
·         სხვა სასქესო ინფექციების გამოსაკვლევად ანალიზების გაკეთება.

ბალანიტის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბაქტერიალური პრეპარატების მიღებას;
·         სასქესო ორგანოს თავის დაბანას წყალბადის ზეჟანგის, ფურაცილინის ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით;
·         ქირურგიულ ჩარევას (უკიდურესი ნაწილის მოკვეთა).

საშიშროება
ბალანიტის მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს:
·         ლიმფანგიტი (სასქესო ორგანოს ლიმფატური სისხლძარღვების ანთება);
·         საზარდულის ლიმფადენიტი (საზარდულის ლიმფოკვანძების ანთება);
·         სასქესო ორგანოს განგრენა.

რისკის ჯგუფი
რისკის ძირითად ჯგუფს წარმოადგენენ 25-35 წლის მამაკაცები;

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         სასქესო ორგანოს თავის (ფიმოზის) გაშიშვლების შეუძლებლობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმ-უროლოგთან მისვლა და მკურნალობის დაწყება.

ბეკის საროიდი

ბეკის სარკოიდი – წარმოადგენს კანის გავრცელებულ დაავადებას. აღნიშნული პრობლემა კანის სარკოიდოზის ნაირსახეობაა.  დაავადების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მისი არსებობისას ტუპერკულოზური რეაქციები უარყოფითია, ხოლო კვეიმის რეაქცია – დადებითი.   
 
მიზეზები
·         იმუნოლოგიური;
·         ეკოლოგიური;
·         გენეტიკური.
 
სიმპტომები
·         ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
·         მადის დაქვეითება;
·         აპათიურობა;
·         მოთენთილობა;
·         წონის დაკარგვა;
·         ტემპერატურის აწევა;
·         მშრალი ხველა;
·         კუნთების და სახსრების ტკივილი;
·         გულმკერდის არეში ტკივილი;
·         ხუთვა;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         ბოლო სტადიაზე ზიანდება ღვიძლი, თირკმელები და თავის ტვინი.
 
დიაგნოსტიკა
·         დერმატოლოგის კონსულტაცია;
·         გულმკერდის რენტგენი;
·         სპირომეტრია;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         სცინტიგრაფია;
·         ბრონქოსკოპია;
·         ფილტვების ბიოპსია.
 
მკურნალობა
·         მონოთერაპია;
·         კორტიკოსტეროიდული პრეპარატები;
·         მლარიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ციტოსტატიკების მიღება;
·         სანატორიული მკურნალობა;
·         ვიტამინოთერაპია;
·         დიათერმოკოაგულაცია;
·         კრიოთერაპია;
·         ულტრა-ბგერითი დასხივება;
·         ბუკის სხივები.
 
საშიშროება
დროული და სათანადო მკურნალობისას შედეგი დადებითია.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ცხოვრების ჯანსაღი წესი;
·         ქიმრეაგენტების შემცველი პრეპარატების მიღება;
·         კალციუმის მაღალი შემცველობის პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავება;
·         პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ყოფნისგან თავის შეკავება.

ბელის დამბლა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს

xr:d:DAGCd9ubXew:32,j:1994393685244889490,t:24041513

ბელის დამბლა (სახის ნერვის ნევრიტი) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         თავის ქალის ტრავმები;
·         ინფექციები;
·         ძლიერი გადაციება;
·         იშემიური, ჰემორაგიული ინსულტი;
·         სახის ნერვის სისიხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         თავში სიმსივნური დაავადებების არსებობა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ასიმეტრიული ღიმილი;
·         ერთი თვალი არ იხუჭება ბოლომდე;
·         ძილის დროს იბერება ქუთუთო;
·         სახის ცალი მხარე უძრავია;
·         თვალიდან მუდმივი ცრემლდენა ან პირიქით, თვალის სიმშრალე;
·         სმენის გაუარესება;
·         გემოს შეგრძნების დაკარგვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         სისხლის საერთ ანალიზი;
·         თავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ანგიორგრაფია;
·         თავის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ელექტრომიოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
·         დიურეტიკები;
·         ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         А, В, С ჯგუფის ვიტამინები;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         ანტიაგრეგანტები;
·         ფიზიოთერაპევტული პროცედურები;
·         ნეიროტროფიკები;
·         ქირურგიული მკურნალობა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გართულებების საშიშროება:
·         მიმიკური კუნთების კონტრაქტურა;
·         სინკინეზია;
·         ნევროლოგიური დეფექტი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დაბალანსებული დიეტა;
·         თავის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.

ბლეფარიტი

xr:d:DAGCd9ubXew:34,j:615166301663721835,t:24041513

ბლეფარიტი – წარმოადგენს თვალის დაავადებათა მთელ ჯგუფს, რომელიც ხასიათდება თვალის ქუთუთოების კიდურების ანთებით.
არსებობს ბლეფარიტის 4 სახეობა:
·         ქავილით;
·         წყლულით;
·         დემოდეკოზური;
·         ალერგიული.
ლოკალურობის მიხედვით ბლეფარიტი არის:
·         წინა ზღვრული (წარმოიქმნება ქუთუთოს წინა ზღვარზე);
·         უკანა ზღვრული;
·         შიდა (როცა დაავადება თვალის შიგნით მიმდინარეობს და მოიცავს თვალის გუგას და კონიუქტივს).

მიზეზები
ბლეფარიტის მიზეზებია:
·         თვალის უფრო სერიოზული დაავადებები, როცა ბლეფარიტი მხოლოდ მათ შედეგს წარმოადგენს;
·         ორგანიზმის იმუნიტეტის დაწევა;
·         ალერგიული რეაქცია;
·         რეფრაქციის დარღვევა (შორსმხედველობა, ახლომხედველობა);
·         პარაზიტული დაავადებები;
·         ავიტამინოზი;
·         ენდოკრინული ცვლილებები;
·         მძიმე მედიკამენტების მიღება;
·         სტრესი;
·         მავნე ჩვევები;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები;
·         მემკვიდრეობა.

ბლეფარიტის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         ქავილი თვალების არეში;
·         თვალებში სიმძიმის შეგრძნება, განსაკუთრებით ქუთუთოების;
·         თვალების დაღლის მაღალი დონე;
·         თვალების კიდურების შესიება;
·         სიწითლე;
·         მძაფრ შუქზე მომატებული რეაქცია;
·         ქავილით გარქოვანებული ადგილები ან «ქერტლი» ქუთუთოებზე;
·         წამწამების არასწორი ზრდა ან ცვენა.

დიაგნოსტიკა
ბლეფარიტის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი მანიპულაციები:
·         გამოცდილ ოფთალმოლოგთან შემოწმების გავლა;
·         თვალის გამოკვლევა სადიაგნოსტიკო ნათურით;
·         კონიუქტივის ნაცხის მიკრობული და უჯრედოვანი შემადგენლობის ლაბორატორიული გამოკვლევა;
·         წამწამების მიკროსკოპული გამოკვლევა დემოდექსზე.

ბლეფარიტის მკურნალობა
როგორ ვუმკურნალოთ ბლეფარიტს? დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდი მოიცავს შემდეგ კომპლექსურ ქმედებებს:
·         თვალის დამუშავებას სპეციალური ხსნარით (ბლეფაროგელი, დემალანი, ტეტრაციკლის მალამო, ჰიდროკორტიზონი და ა.შ.) რომელთა გამოყენება დამოკიდებულია ბლეფარიტის ტიპზე;
·         თვალის ანტისეპტიკური დამუშავება (მირამისტინი, კალენდულას ნაყენი);
·         ანტიბიოტიკების შემცველი თვალის წვეთების გამოყენება (ტობრადექსი, მაქსიტორლი);
·         ქუთუთოების მასაჟი;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;
·         «სიდორენკოს სათვალის» გამოყენება (ქუთუთოების მასაჟით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა);
·         ვიტამინოთერაპია (ლუტეინის მიღება);
·         დაავადების მიზეზების მოსპობა, მაგალითად, როცა არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ენდოკრინული სისტემის დარღვევები.
როგორ უნდა მოხდეს ბლეფარიტის მკურნალობა პროფესიონალი ოფთალმოლოგი პირველივე დათვალიერების და დაავადების ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ იტყვის.

საშიშროება
კომპლექსური და დროული მიდგომის შემდეგ ბლეფარიტის მკურნალობა შედეგიანია და მას არ მოჰყვება მხედველობის სერიოზული გართულებები. რიგ შემთხვევებში ბლეფარიტის გართულებას წარმოადგენს მხედველობის სიმკვეთრის სემცირება, ასევე თვალის ბადურის და რქოვანას პრობლემები და ა.შ. ასევე დაავადების შედეგი შეიძლება იყოს თვალის ქუთუთოების არაესთეტიკურობა. თუმცა საბოლოოდ ბლეფარიტისგან განკურნების შედეგი დამაკმაყოფილებელია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში მინიმუმ ერთხელ);
·         იმ დაავადებების თანამედროვე მეთოდებით აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობენ ბლეფარიტის წარმოქმნას;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

ბოუენის დაავადება – დაავადებას შეუძლია დააზიანოს როგორც კანის ნაწილი, ასევე ლორწოვანი გარსი

ბოუენის დაავადებას ხშირად ეძახიან შიდაეპიდერმალურ კიბოს. აღნიშნული პრობლემა დერმატოლოგიური ხასიათისაა და წარმოადგენს კანის ზედაპირზე წერტილოვან ან მრავალწერტილოვან წარმონაქმნებს. დაავადებას შეუძლია დააზიანოს როგორც კანის ნაწილი, ასევე ლორწოვანი გარსი.

მიზეზები
ბოუენის დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         ქიმიური ნივთიერებების კონცეროგენული ურთიერთქმედება;
·         ულტრაიისფერი დასხივება;
·         იონიზირებადი რადიაცია;
·         ტრავმული დაზიანებები, რომელსაც ახლავს ნაწიბურების გაჩენა;
·         ქრონიკული დერმატოზები (მაგალითად, ლორწოვანი გარსის წითელი ანამორფები, დიოქსიდური წითელი მგლურა, დისტროფიული ბულოზური ეპიდერმოლიზი).

ბოუენის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მომრგვალებული და არასწორი შემოწერილობის მოწითალო ლაქები;
·         ლაქები, რომლებიც ნელ-ნელა ემსგავსება მოწითალო ფირფიტებს დახეთქილი ზედაპირით;
·         გამონაზარდის ზედაპირიდან ქავილით წარმოქმნილი თეთრი და მოყვითალო ნადების მოშორების შეუძლებლობა;
·         წანაზარდიდან უსისხლო, სველი გამონადენი;
·         წანაზარდის არაერთგვაროვანი ზედაპირი;
·         თმით დაფარული წანაზარდები, ატროფია, ჰიპერკერატოზი ახალ წანაზარდზე;
·         წანაზარდების დაწყულება – ეს სიმპტომი, როგორც წესი, ადასტურებს ბოუენის დაავადების გადასვლას ბრტყელუჯრედოვან კიბოში.
შიდაეპიდერმალური კიბო მიმდინარეობს წანაზარედების ერთმანეთთან შერწყმით, რომლებიც იძენენ ხავერდოვან ტექსტურას. თუ სიმსივნე ჩნდება მაგალითად ფრჩხილის არეში, ამან შეიძება გამოიწვიოს ფრჩხილის ფირფიტის ფორმის ცვლილება და მის გარშემო კანის დახეთქვა. იშვიათია, როცა წანაზარდს აქვს მუქი ფერი.

დიაგნოსტიკა
ბოუენის დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია შემდეგი მანიპულაციები:
·         დერმატოლოგთან ვიზიტი;
·         წანაზარდის ბიოპსიის ჩატარება;
·         მასალის რამოდენიმე მონაკვეთზე ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
ბოუენის დაავადება ხშირად ერევათ ფსორიაზში, ეგზემაში, მეჭეჭში, ტუბერკულოზურ მგლურაში, ზედაპირულ ბაზალიომაში, ბოუენოიდურ პაპულეზში. სწორედ ექიმის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და პრობლემის დროული მკურნალობის კომპლექსი.

ბოუენის დაავადების მკურნალობა
დაავადების მკურნალობა გულისხმობს:
·         წანაზარდების ქირურგიულ მოშორებას;
·         წანაზარდების ლაზერული თერაპიით მოშორებას;
·         კრიოდესტრუქციის მეთოდის გამოყენებას;
·         ელექტროკუაგულაციას;
·         ციტოსტატიკურ თერაპიას (ციტოტსტატიკური წამლების მიღება);
·         რენტგენოთერაპიას.

საშიშროება
დროული მკურნალობის შედეგი დადებიათია. მთავარი საშიშროება არის იმაში, რომ დროთა განმავლობაში დაავადება შეიძლება გადაიზარდოს ბრტყელუჯრედოვან კიბოში, სიმსივნის ზრდითა და მეტასტაზების წარმოქმნით. თუმცა ოპტიმალური თერაპიისას ასეთი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია. გამოუვლენელი ბოუენის დაავადება ყოველთვის გადადის ბრტყელუჯრედოვან კიბოში, რომელიც თავის მხრივ აქვს მძიმე პროგნოზი, ლეტალური დასასრულით.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკური ზომებისთვის რეკომენდირებულია 40 წელზე ზემოთ მყოფი ადამიანებში კანზე ნებისმიერი წანაზარდის გაჩენისას სასწრაფოდ მისვლა ექიმ-დერმატოლოგთან ან ონკოლოგთან.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights