ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

“აუტიზმის სპექტრის შესახებ მითები აღარ უნდა არსებობდეს” – ორგანიზაცია “საქართველოს ბავშვები”

{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ორგანიზაციამ “საქართველოს ბავშვები”  ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში ღონიძიება გამართა, რომელსაც მედიაჰოლდინგი “შენი” ესტუმრა და გთავაზობთ ინტერვიუს ორგანიზაციის აუტიზმის პროგრამის სუპერვიზორ მარიამ ჟიჟიაშვილთან:

– 2 აპრილი არის აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. რა თქმა უნდა, ეს პირობითად, რადგან აუტიზიმის შესახებ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები ყოველდღიურად ვცდილობთ, ინფორმაცია გავავრცელოთ და სწორი მესიჯები გავგზავნოთ საზოგადოებაში.

ჩვენი დღევანდელი მთავარი  მესიჯი არის, რომ დავინახოთ და დავანახოთ სხვებს მათი შესაძლებლობები. ჩვენ ყველას, თითოეულ ადამიანს გვაქვს განსხვავებული ტემპერამენტი, პიროვნული თვისებები, მახასიათებლები თუ შესაძლებლობები, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათში ვფოკუსირდეთ შესაძლებლობებზე და არა უნარების შეზღუდულობაზე.

-გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ…

-ჩვენი ორგანიზაცია არის „საქართველოს ბავშვები“, რომელიც უშუალოდ აუტიზმის მქონე ბავშვებს ემსახურება 2015 წლიდან, თუმცა 2006 წლიდან ბავშვთა სფეროში ვართ… ჩვენი ორგანიზაცია კეთილდღეობის მიმართულებით ძალიან ბევრ  პროექტში მონაწილებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ ბავშვებთან აუტიზმის და სხვადასხვა საჭიროების მიმართულებით. ვცდილობთ, აუტიზმის მქონე ბავშვების და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს არის მთავარი მიზანი, რა სერვისსაც ჩვენ ვაწვდით, როგორც პროვაიდერი ორგანიზაცია.

– მომავალშიც თუ გეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას?

-რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ერთჯერადი სახე ჰქონდეს ამ ღონისძიებას. მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოებაში აღარ არსებობდეს მითები  აუტიზმის მქონე ბავშვების შესახებ, რომ არ შეიძლება ჰყავდეთ მათ მეგობრები, არ შეუძლიათ ემოციური მდგომარეობის გაზიარება,თუ იდენტიფიცირება. დღეს დიდი ჟრიამულია აქ, უამრავი ბავშვი ერთობა და ჩვენც ეს გვახარებს. იმედი გვაქვს, რომ მიმღებლობაც გაიზრდება ამ ცნობიერების ამაღლების ფონზე.

-ძალიან ბევრი ადამიანია ამ ღონისძიებაში ჩართული, რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

-ჩვენი ორგანიზაციის „საქართველოს ბავშვების“ და ამ სივრცის „ანდიოლენდის“ მხარდაჭერითა და კოლაბორაციით შედგა ეს ღონისძიება. ჩვენ ვეპატიჟებით არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის და სპექტრის წარმომადგენლებს ან მათ ოჯახის წევრებს, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერი გამვლელი, რომელიც გაივლის და დაინტერესდება ამ ჟრიამულითა და  ხალხმრავლობით მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, ხვალ ერთი სწორი აზრით მეტი იყოს გავრცელებული საზოგადოებაში სპექტრის შესახებ.

“ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნათლიის, მეუფე კალისტრატეს თხოვნა შევასრულე!”- გიორგი ფხაკაძე

2024 წლის 2 აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, კლინიკის ხელმძღვანელობა და “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი.

შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ ქუთაისში, საღორიის ცნობილ საავადამყოფოში, რომელსაც ახლა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი” ჰქვია.
 ამ საავადმყოფოსთან არაერთი რამ მაკავშირებს. პირველ რიგში, როცა ახალგაზრდა ქირურგი ვიყავი, ვოცნებობდი, აქ მემუშავა ქირურგად, თუმცა ჩემი კარიერული გზა შეიცვალა…
 მახსოვს, როცა ჩამოსული ვიყავი ქუთაისში რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ნათლიამ, მეუფე კალისტრატემ მითხრა – გიორგი, შენ უნდა ჩაიბარო და მიხედო საღორიის საავადმყოფოსო.
 ვუთხარი, ჟენევაში ვცხოვრობ და აქ როგორ მივხედავ-მეთქი, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი, როგორც შემეძლო, დავხმარებოდი ამ საავადმყოფოს.
 მეუფე უკვე აღარ არის ჩვენთან, მაგრამ მისი თხოვნა და სურვილი, პრაქტიკულად, შევასრულე, რადგან ირიბად თუ პირდაპირ უკვე ჩართული ვარ ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ხარისხის გაუმჯობესებაში, როგორც “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი და არამარტო ოფიციალურო წარმომადგენელი ამ საერთაშოეისო უძლიერესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, არამედ ქუთაისელი გიორგი ფხაკაძე ჩემი ნათლიის დავალებას ვასრულებ და ეს ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა.”

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

“ამ ინიციატივაში ვუერთდებით გიორგი ფხაკაძეს”- პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი, ვალიტა გორელჩანიკი

საქართველოში ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის პროცესი იწყება.

“ჯორჯიან აქტივმა” და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა” ერთობლივად ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნებაყოფლობითი ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის სისტემა.

პროცესში ჩართულია საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემია, რომლის  დამაარსებელ ვალიტა გორელჩანიკსშენი პულსი” ესაუბრა:

 

პირველი ფიტნეს აკადემია” ამ ეტაპზე საქართველოში არის ერთადერთი, რომელმაც განათლების სამინისტროს აღიარება და “ევროპა აქტივის” აკრედიტაცია მოიპოვა. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მწვრთნელების მომზადებასა და გადამზადებაზე, ასევე მათთვის, ვისაც მომავალში სურს მწვრთნელობა.

ჩვენ ვართ ინიციატორები იმისა, რომ საქართველოში არსებული ყველა ფიტნესკლუბი თუ აკადემია აუცილებლად იყოს აკრედიტებული და ლიცენზირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აამაღლებს მომუშავე ბიზნეს სექტორის ხარისხს.

ლიცენზიების პროექტის ფარგლებში აკადემია, როგორც ინიციატორი, შემოუერთდა “ევროპულ ფიტნეს აკადემიას”და გიორგი ფხაკაძეს, რომელიც იქნება ჩვენი პროექტის ხელმძღვანელი. ჩვენი აკადემიის მხრიდან არის უფრო დარგობრივი რეკომენდაციები, სტანდარტებთან იქნება ეს დამოკიდებული თუ უშუალოდ მის განხორციელებასთან. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, თუ რაში გვჭირდება კონკრეტულად ეს საკითხები…”

ცნობისთვის, “პირველი ფიტნეს აკადემია” არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რიმელმაც მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია ფიტნეს ინსტრუქტორების საბაზისო დონეზე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით და ამაში მათ გვერდით უდგას “ფიტნეს აკადემია”. 

ამ ორი ორგანიზაციის ფუნქციაა საერთაშორისო სტანდარტებზე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ერთობლივად შექმნას და შესთავაზოს ბაზარს სხვადასხვა დონის ინსტრუქტორის მოსამზადებელი და გადასამზადებელი კურსები. ორივე აკადემია ამ ეტაპზე არის მოწინავე, რომელთაც სურთ და აქვთ ინიციატივა, რომ ხარისხი იყოს უმაღლესი.

 

“MMT ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით, აკრედიტაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა” -გიორგი ფხაკაძე

2024 წლის 1-ელ აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “MMT ჰოსპიტალის” -ის წარმომადგენლობასთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, “MMT ჰოსპიტალის” ხელმძღვანელი, უროლოგი, პროფესორი, საქართველოში ქირურგიის თანამედროვე ტექნოლოგიის დამფუძნებელი, გურამ ქარაზანაშვილი და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოში “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

ნაყოფიერი შეხვედრის შესახებ “შენი პულსი” გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“ჩვენ – “აკრედიტაცია კანადა” და “MMT ჰოსპიტალი” რამდენიმე თვეა, ვთანამშრომლობთ აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თანამშრომლობა “MMT ჰოსპიტალთან”, რომელიც არის მოწინავე თავის დარგში საქართველოში და არა მარტო საქართველოში.

პრაქტიკულად, ეს არის ერთადერთი საავადმყოფო, რომელმაც შემოიტანა ტექნოლოგიური სიახლეები ჩვენს რეგიონში. ქირურგიაში ახალი მიდგომები სწორედ ამ კლინიკაშია დანერგილი. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ კლინიკები, სადაც “აკრედიტაცია კანადა” მუშაობს, არის ყველაზე მოწინავე თავის დარგში.

ისინი ყოველთვის ცდილობენ სერვისის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, არიან პაციენტზე ორიენტირებული. მარტო იმიტომ კი არა, რომ ისინი ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიებით მუშაობენ და აუმჯობესებენ კლინიკურ მაჩვენებლებს, პაციენტებს უფრო კარგი შედეგი აქვთ ოპერაციის შემდეგ, არამედ უფრო ნაკლები ზიანის მომტანი ოპერაციები ტარდება…

 მიხარია, რომ “MMT ჰოსპიტალში ” დანერგილია ყველაზე მოწინავე და პაციენტზე გათვლილი ტექნოლოგიები.
ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებაში. ამ კლინიკაში ჩვენ ვატარებთ ყოველკვირეულ შეხვედრებს და რეგულარულ ტრენინგებს. აქ ჩამოდიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც კლინიკას უტარებენ ტრენინგებს და “ქოუჩინგს”. ჩვენ გვიხარია, რომ არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ თანამშრომლებიც არიან ამ პროცესში ჩართული და უკვე ვამჩნევთ წინსვლას.
იმედი გვაქვს, რომ აკრედიტაციის დროს “MMT ჰოსპიტალი” იქნება რეგიონში პირველი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქირურგიაში უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.”

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება და პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, თბილისის მასშტაბით, კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართული სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ცვლილების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ცენტრის ჩართულობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების წინაპირობებზე ესაუბრა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რა არის ალერგია, რამდენად საშიშია და რატომ გავრცელდა ის ბოლო წლებში?

რა არის ალერგია, რამდენად საშიშია და რატომ გავრცელდა ის ბოლო წლებში?

საუბრობს ექიმი, ალერგოლოგი  ქეთი ომიაძე გადაცემაში „იმუნიტეტი“:
„ამის რამდენიმე ახსნა არსებობს.. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორია გახლავთ ე.წ. „ჰიგიენური თეორია“, რომლის მიხედვითაც ადამიანი იმუნური სისტემის განვითარების პერიოდში, ანუ ბავშვობის ასაკში თუ იმყოფება, თუ იზრდება ის სტერირულ გარემოში, რაც დამახასიათებელია არის განვითარებული ქვეყნებისთვის, მისი იმუნური სისტემა, მისი წონასწორობა გადახრილი არის ალერგიული და ზოგადად იმუნური სისტემის ავტოიმუნური დაავადებისაკენ.
თუ მას ნაკლები შეხება აქვს ინფექციებთან, მიწასთან, ეს გარკვეულწილად, „მეგობარი ბაქტერიები“, მათთან ურთიერთობა აღმოჩნდა, რომ სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ალერგიული დაავადებები ნაკლებად ვლინდება ისეთ ადამიანებში, ვისაც მეტი კონტაქტი აქვს ინფექციასთან…“
◽

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ახალი თაობა, როგორც ახალი შესაძლებლობა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის

ახალი თაობა, როგორც ახალი შესაძლებლობა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის.

„ისეთი უნარების განვითარებაზე ვმუშაობთ, რაც 21-ე საუკუნეში რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„ორგანიზაციის მთელი აზრი არის ის, რომ კონფლიქტის გარეშე მოაგვაროს მოცემული პრობლემები…“

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

სწორედ ამ თემაზე გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე უძღვებოდნენ…

ეს ფოტო მრევლის გადაღებულია – გიორგი ფხაკაძე სტუმრებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი დაათვალიერა და სანთლები დაანთო

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

„აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

“აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” წარმომადგენლებთან. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის ემზადება.

შეხვედრის შემდეგ გიორგი ფხაკაძე სტუმრებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი დაათვალიერა და სანთლები დაანთო.

ეს ფოტო მრევლის გადაღებულია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მცხეთაში სტურემბთან ერთად იმყოფებოდა. ფოტო მრევლმა გადაიღო და გაუგზავნა.

„განსაკუთრებულად მიყვარს მცხეთა. ძალიან წყნარი და ლამაზი ქალაქია. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის ვსტუმრობ მცხეთას სტუმრებთან ერთად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ალერგია

ალერგია – დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა ზოგიერთი გარემო პირობების ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის მაღალი მგრძნობელიობით (ალერგენებით) და ვლინდება იმუნური სისტემის მხრიდან საპასუხო რეაქციებით სხვადასხვა სიმპტომების ფორმებში.

ალერგიის სახეობები:

·         ატოპიური დერმატიტი  – კანის ქრონიკული ალერგიული დაავადება;
·         ალერგიული რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის დაავადება;
·         ალერგიული კოიუქტივიტი – თვალების დაავადება;
·         პოლინოზი – ალერგია მტვერზე;
·         ჭინჭრის ციება – ხასიათდება კანზე სხვადასხვა ზომის ბურთულების გარჩენით;
·         ალერგია საკვებზე –  წარმოიქმნება გარკვეული საკვები პროდუქტების მიღებისას.

მიზეზები

ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ აიცილოს თავიდან ალერგია. ალრგიული რეაქციები წარმოიშობა ზოგიერთი გარემო პირობების ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის მაღალი მგრძნობელიობის გამოხატვის შედეგად.
შესაძლო ალერგენები:
·         მტვერი და სახლის მტვრის клещи;
·         მზე (ულტრაიისფერი სხივები);
·         აბები (ანტიბიოტიკები);
·         საკვები (თხილი, კვერცხი, რძე, მარცვლეული, ციტრუსი, თაფლი);
·         მწერების ნაკბენი;
·         მატყლი, ცხოველის ნერწყვი;
·         ტანსაცმლის ქსოვილი (სინთეთიკური ნაჭერი);
·         მეტალები;
·         ქიმიური საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები;
·         აყვავებული მცენარეების მტვერი.

ალერგიის სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე და ვლინდება შემდეგი სახით:
·         ალერგიული ასთმა (ხველა, ქოშინი, სუნთქვის დარღვევა);
·         ალერგიული გრიპი (ცემინება, ცხვირის ლორწოვანის ქავილი, გამონადენი ცხვირიდან, გაჭედილი ცხვირი);
·         ალერგიული კონიუქტივიტი (თვალების გაწითლება, ცრემლდენა, ქუთუთოების ქავილი);
·         ატოპიური დერმატიტი (გამონაყარი, ქავილის თანხლებით);
·         ანაფილაქტიკური შოკი (გონების დაკარგვა, სუნთქვის გაჩერება).
მეორადი სიმპტომები:
·         თავის ტკივილი;
·         მადის დაკლება;
·         მოთენთილობის შეგრძნება;
·         გულის რევა, ღებინება;
·         გაღიზიანებულობა.

დიაგნოსტიკა

ალერგიის დიაგნოსტირებას ახდენს ექიმი-ალერგოლოგი. ამისათვის ის აკეთებს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ცხვირიდან გამონადენის და სისველის ანალიზს;
·         იმუნოგრამას;
·         რინოსკოპიას;
·         პროვოკაციულ და კანის ტესტებს.
დამატებითი დიაგნოსტიკისთვის შესაძლოა დაინიშნოს:
·         კალას (განავლის) ანალიზი;
·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         ენდოსკოპიური გამოკვლევა.

ალერგიის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
·         ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
·         სისხლძარღვების შემავიწროვებელ საშუალებას ცხვირისთვის;
·         ინჰალაციას;
·         იმუნოთერაპიას.

საშიშროება

ალერგიის არადროულად მკურნალობას შესაძლოა მოყვეს გართულებები, როგორიცაა:
·         დაავადების უფრო რთულ ან ქრონიკულ ფორმაში გადასვლა;
·         ზედა სასუნთქი გზების შეშუპება;
·         ანაფილაქტიკური შოკი.

პროფილაქტიკა

ალერგიის თავიდან ასაცილებლად დაიცავით პროფილაქტიკის წესები:
·         ჰიპოალერგიული დიეტისგან თავის შეკავება;
·         შესაძლო ალერგენებთან კონტაქტის გამორიცხვა;
·         ზაფხულში ნაკლები დროის გატარება ქუჩაში (მზის ალერგიული რეაქციის დროს);
·         სახლში საფუძვლიანი დასუფთავების მუდმივად ჩატარება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights