რამდენად სერიოზულია ეს ჩივილები და რა არღვევს გულის რითმებს?
„მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს“
ჯანდაცვის მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.
გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი. ყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე. სექტორის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, რეანიმაციისა და ქირურგიის სტანდარტის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგია მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა – Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირინე წაქაძემ და თეა გიორგაძემ, ასევე საჯარო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
“კოვიდის KP.2 ზაფხულის “სეზონი” დაიწყო…“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდის KP.2 ზაფხულის “სეზონი” დაიწყო… (ვაქცინა/წამალი არ არის და არც ეძებოთ)“





როგორ გავუმკლავდეთ უმადობას ქიმიოთერაპიის დროს…
ქიმიოთერაპიამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი მადა. ამის მიზეზი, ძირითადად, თერაპიის ისეთი გვერდითი მოვლენებია, როგორიცაა: გულისრევა, პირის ღრუს პრობლემები (როცა ჭამა მტკივნეულია) ან გემოს შეგრძნების დაკარგვა. უმადობა შესაძლოა დაღლილობის შეგრძნებამაც გამოიწვიოს. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან კვირა, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე თვეც.
მიუხედავად უმადობისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სრულფასოვნად იკვებოთ და მიიღოთ საჭირო კალორიები, ცილები და ვიტამინები. კარგი კვება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დაავადებას და ქიმიოთერაპიის სხვა გვერდით მოვლენებს. ცუდი კვება კი წონის კლებას, სისუსტეს და დაღლილობას გამოიწვევს.
როგორ გავუმკლავდეთ
იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ: ბევრი ადამიანისთვის უფრო მარტივია დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფების მიღება, ვიდრე დღეში 3-ჯერ კვება.
მიირთვით ცილებითა და კალორიებით მდიდარი საკვები: ძროხის და ქათმის ხორცი, კვერცხი, ბარდა და ლობიო, ნაყინი, რძე და რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, არაჟანი, კარაქი, ნაყინი, იოგურტი, მაწონი, ნადუღი.
დააწესეთ კვების განრიგი: შეადგინეთ საათობრივი განრიგი და მიიღეთ საკვები ან წაიხემსეთ გაწერილ დროს და არა მაშინ, როცა მოგშივდებათ. შესაძლოა არ მოგშივდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ჭამოთ.
თუ გიჭირთ მყარი საკვების მიღება, მიიღეთ თხევადი საკვები: კრემ-სუპები, რძე, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, რძის კოქტეილები, ხილისა და ბოსტნეულის პიურეები, იოგურტები და სხვა. ასევე, არსებობს საკვების სპეციალური თხევადი შემცვლელები, რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.
გამოიყენეთ პლასტმასის დანა-ჩანგალი: ზოგიერთი პრეპარატი პირში რკინის გემოს ტოვებს, რის გამოც რკინის დანა-ჩანგლით კვება არასასიამოვნოა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის ან ხის დანა-ჩანგალი და კოვზი. ასევე, უმჯობესია საჭმელი მინის ან კერამიკულ ქვაბში მოამზადოთ.
იყავით აქტიური: ხანმოკლე გასეირნება სადილამდე ან ვახშმამდე დადებითად იმოქმედებს თქვენს მადაზე.
ცვალეთ კვების პროცესის გარემო: არ ჭამოთ სულ ერთსა და იმავე ადგილას. მიირთვით ოჯახის წევრებთან ერთად, თუ მარტო ხართ, შეიძლება დაგეხმაროთ ტელევიზორის ან ფილმის ყურება.
ჭამეთ მეტი, როდესაც გშიათ: ისარგებლეთ იმ მომენტებით, როდესაც თავს უკეთ გრძნობთ, რომმეტი საკვები მიირთვათ. ბევრ ადამიანს უკეთესი მადა აქვს დილით, როდესაც ორგანიზმი დასვენებულია.
შეზღუდეთ სითხის მიღება კვების დროს: სითხეებმა, შეიძლება, სწრაფად დაგანაყროთ და ვეღარ შეძლოთ უფრო კალორიული საკვების მიღება. უმჯობესია სითხის დალევა ჭამამდე ნახევარისაათით ადრე ან მის შემდეგ.
კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ?
მიირთვით ცივი საკვები. ცივი ან ოთახის ტემპერატურის საკვები შეიძლება იყოს უფრომიმზიდველი – ცივი სენდვიჩები, მაკარონის, ტუნას, ქათმის, კვერცხისა და ლორის სალათები კარგი არჩევანია.
ივარჯიშეთ. რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ მადის გაუმჯობესებაში. ჰკითხეთ ექიმს, არის თუარა ვარჯიში თქვენთვის უსაფრთხო.
თავად მოამზადეთ სმუზი. შეურიეთ ხილი და ბოსტნეული იოგურტს, ნაყინს ან რძეს, შეარჩიეთთქვენთვის ყველაზე სასურველი ინგრედიენტები.
კალორიების გაზრდა
ავადმყოფობის და მკურნალობის დროს კალორიები და პროტეინი ჩვეულებრივზე მეტირაოდენობითაა საჭირო. ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენს მიერმოხმარებული კალორიების რაოდენობა:
- მზა საჭმელს დაუმატეთ კარაქი ან ზეთი: კარტოფილს, პურს, ტოსტს, ცხელ ბურღულეულს, ბრინჯს, ბოსტნეულს და სუპებს.
- წაუსვით და მიირთვით არაქისის ან სხვა თხილის კარაქი, რომელიც შეიცავს ცილებს და ჯანსაღცხიმებს, ტოსტზე, პურზე, ვაშლის ან ბანანის ნაჭრებზე.
- სენდვიჩის დასამზადებლად გამოიყენეთ კრუასანი ან ორცხობილა.
- სალათებსა და სენდვიჩებს დაამატეთ დაჭრილი ავოკადო ან გუაკამოლე.
- საკვებს დაამატეთ მზესუმზირასი და გოგრის თესლი.
- მიირთვით ტორტი, ნამცხვარი, ჟელე ან პუდინგი ნაყინით ან ნაღებით.
- დალიეთ მაღალკალორიული სასმელები, როგორიცაა ხილის წვენი, ლიმონათი, ხილისარომატიზებული სასმელები, კაკაო, რძის კოქტეილი ან სმუზი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რჩევის მიხედვით თქვენს რაციონში მეტი ცხიმი და შაქარია, ამან არ უნდა შეგაშფოთოთ, რადგან თქვენ კალორიებს ამატებთ, ვიდრე მადა არ დაგიბრუნდებათ. თუ გაქვთ კითხვები კვების რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, ან გაქვთ თანმხლებიდაავადებები, რომლის დროსაც საჭიროებთ კვების მკაცრი რეჟიმის დაცვას, მაგ: დიაბეტი,მიმართეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს ან დიეტოლოგს.
მეტი ცილა
ცილა მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის ჯანმრთელობისა და აღდგენისთვის. გთავაზობთრამდენიმე რჩევას მეტი ცილის მისაღებად:
- დაუმატეთ ხორცი, თევზი, ყველი ან ლობიო კერძებსა და სუპებს.
- მიირთვით ხორციანი სალათები.
- მიირთვით ცილის მზა დანამატი.
თუ მკურნალობის დროს აღარ გსურთ, მიირთვათ წითელი ხორცი – საქონლის, ღორის ან ცხვრის, სცადეთ ის საკვები, რომელიც, ასევე, ცილის კარგი წყაროა: ყველი, ხაჭო, ლობიო, ოსპი, კვერცხი, თევზი, ფრინველის ხორცი, თხილი და თხილის კარაქი, მიწისთხილის კარაქი, რძე, რძიანიკოქტეილი, იოგურტი, კინოა.
სითხეები
- დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი სითხე დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმმა დაგინიშნათ სითხის მიღების შეზღუდვა.
- მიირთვით კალორიული სასმელები. თუ სასმელი თქვენთვის ძალიან ტკბილია, სცადეთარომატიზებული წყალი ან წყლით გაზავებული ხილის წვენი.
გახსოვდეთ, ყველა და ყველაფერი ინდივიდუალურია, შესაძლოა, თქვენ საერთოდ არ გქონდეთ უმადობა, ან კვებასთან დაკავშირებით გამოგივლინდეთ სულ რამდენიმე ჩივილი. ყველა ინდივიდი ერთსა და იმავე მკურნალობაზეც კი განსხვავებულად რეაგირებს. ამიტომ აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს ამ საკითხზე. თუ უმადობა ძალიან შემაწუხებელი იქნება თქვენთვის, კლინიკური ონკოლოგი იზრუნებს, რომ კონსილიუმის გუნდში შესაბამისი სპეციალისტები ჩაერთონ, რათა პრობლემა მაქსიმალურად შემსუბუქდეს.
მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით „კონსილიუმ მედულას“ მიერ მომზადებულ ქიმიოთერაპიის გზამკვლევს.
რატომ არის მნიშვნელოვანი შვილთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება?
ბავშვები ვითარდებიან, როცა თავს დაცულად გრძნობენ, როცა ისინი უყვართ და მათზე ზრუნავენ. ზოგიერთი მშობლისთვის შვილთან მჭიდრო კავშირის დამყარება მარტივი პროცესია. თუმცა, ბევრი ისეთი ადამიანისთვის, ვინც ბავშვობაში თავად არ გრძნობდა თავს დაცულად ან დაფასებულად, ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ მშობლობის უნარების სწავლა შესაძლებელია. გააგრძელეთ კითხვა, რათა გაიგოთ, თუ რატომ არის თქვენი პატარასთან მჭიდრო კავშირის დამყარება გადამწყვეტი მნიშვნელობის მისი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ასევე ნახეთ რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის ცდაც ყოველდღიურად შეგიძლიათ.
რატომ არის მნიშვნელოვანი შვილთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება?
თქვენი შვილის სიყვარულითა და ალერსით უზრუნველყოფა არის აუცილებელი წინაპირობა მისი ტვინის განვითარებისთვის, თავდაჯერებულობის გამომუშავებისთვის, იმისათვის რომ თქვენმა შვილმა მიაღწიოს წარმატებას და შეძლოს ცხოვრებაში ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება.
არ არსებობს მშობლის „ზედმეტი“ სიყვარული. ბავშვები არ “ფუჭდებიან” ალერსით ან ყურადღებით. ბავშვის საჭიროებებზე მშობლის პასუხი მათ თავს დაცულად აგრძნობინებს. როდესაც ჩვილებს რეგულარულად ტოვებენ მარტო, ისინი ამ დროს ფიქრობენ, რომ მიატოვეს. ამიტომ, ასეთი ბავშვები მშობლებზე უფრო მიჯაჭვულები ხდებიან და თავდაჯერებულობა აკლიათ.
როცა ამჩნევთ თქვენი შვილის საჭიროებებს და პასუხობთ მათ სიყვარულით, ეს ეხმარება თქვენს პატარას თავი კომფორტულად იგრძნოს. დაცულობის, სიმშვიდის და ურთიერთგაგების შეგრძნება ზრდის ნეიროპლასტიურობას, ტვინის უნარს შეიცვალოს და ადაპტირდეს. როდესაც ბავშვის გარემო სავსეა სიყვარულით, ის უკეთ არის მომზადებული სამყაროს გამოწვევებთან შესაგებებლად. ადრეული პოზიტიური კავშირი მშობელთან საფუძველს უქმნის ბავშვებს, რომ გაიზარდონ ბედნიერი, დამოუკიდებელი მოზარდები. მოსიყვარულე, უსაფრთხო ურთიერთობები გვეხმარება გამძლეობის ჩამოყალიბებაში, გვიყალიბებს გამოწვევებთან გამკლავებისა და სტრესის დაძლევის უნარებს.
როგორ დავამყაროთ მჭიდრო კავშირი შვილთან
მშობლობა ზოგჯერ ძალიან რთულია და იდეალური მშობელი არ არსებობს. მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ შეუქმნათ თქვენს შვილს მოსიყვარულე და მზრუნველი გარემო, და ხართ მუდმივი და საიმედო პერსონა მათ ცხოვრებაში, მაშინ თქვენ უკვე ეხმარებით მას ცხოვრების სწორად დაწყებაში. გთავაზობთ რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ შვილთან ძლიერი კავშირის დამყარებაში შეხვედრის მომენტიდან.
- დააკვირდით, რას აკეთებს. როდესაც თქვენი ჩვილი ან მცირეწლოვანი შვილი ტირის, ხელით განიშნებთ რამეს ან ტიტინებს, სათანადოდ უპასუხეთ ჩახუტებით, მხედველობითი კონტაქტით ან სიტყვებით. ეს არა მხოლოდ აგრძნობინებს, რომ თქვენი ყურადღება მას ეკუთვნის, არამედ ხელს უწყობს თქვენი პატარას ტვინში ნეირო-კავშირების დამყარებას, რაც კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
- ითამაშეთ ერთად. მასთან თამაშით, თქვენ აჩვენებთ თქვენს შვილს, რომ ის თქვენთვის ძვირფასია და მასთან ყოფნა გეხალისებათ. ერთად თამაშის დროს დაუთმეთ ბავშვს სრული ყურადღება და ისიამოვნეთ სამყაროს მისი თვალით დანახვით. როდესაც მხიარული მომენტებით ტკბებით და ერთად იცინით, თქვენი სხეული გამოყოფს ენდორფინებს (ე.წ. “ბედნიერების ჰორმონს”), რაც თქვენი და თქვენი შვილის კარგად ყოფნის საწინდარია.
- ჩაეხუტეთ. თქვენს პატარასთან ჩახუტება და კანით კანთან კონტაქტი დაგეხმარებათ მასთან დაახლოებაში. ჩვილს ამშვიდებს მშობლის გულისცემა და ეჩვევა მის სუნს. როდესაც ბავშვი ცოტა იზრდება, ჩახუტება ეხმარება მას მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავებაში და სტრესის მართვაში. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს ოქსიტოცინს – “კარგად ყოფნის” ნივთიერებას – და მცირდება კორტიზოლის, “სტრესის” ნივთიერების გამოყოფა.
- ესაუბრეთ. თქვენი მცირეწლოვანი ბავშვის სათქმელით დაინტერესება მას აჩვენებს, რომ თქვენ გაინტერესებთ მათ მოსაზრებები და გრძნობები. საუბარი შეიძლება პირველი დღიდანაც კი დაიწყოთ. ახალშობილთან ლაპარაკი და მისთვის სიმღერა აგრძნობინებს მას რომ თქვენ ახლოს ხართ და მასზე ზრუნავთ. როდესაც ჩვილი ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ სიტყვებით, რათა ისწავლონ, რომ საუბარი ორმხრივი პროცესია.
- უპასუხეთ მათ საჭიროებებს. საფენის გამოცვლა, საკვების მიცემა და დაძინებაში დახმარება აგრძნობინებს პატარას, რომ მისი საჭიროებები დაკმაყოფილდება და რომ შეუძლია უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. შვილზე ზრუნვა ასევე შესანიშნავი შეხსენებაა თქვენთვისაც, თუ რამდენად შეგიძლიათ თქვენი შვილის მხარდაჭერა.
და რაც ყველაზე მთავარია, ისიამოვნეთ შვილთან ყოფნით, გამოიყენეთ ერთად გატარებული დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად და იცოდეთ, რომ თქვენი სიყვარული და მის გვერდით ყოფნა უდიდეს როლს თამაშობს თქვენი შვილის განვითარებაში.
სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები …
მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს;
ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს;
ფიზიოთერაპიას;
სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური;
ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთათვის.
ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.
თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა.
ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი – ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.
მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოდ ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური წყლის, მარგალიტის, ტალახის აბაზანებით და ტალახის აპლიკაციებით, გაიკეთოთ წყალქვეშა მასაჟი, მიიღოთ შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპი, გაიკეთოთ ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავების ღრმა გამორეცხვა), ჟანგბადის კოქტეილი, ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიული პროცედურები, ასევე გთავაზობთ სხვადასახვა სახის მასაჟს: მანუალური, პლანტარული, ტაილანდური, ანტიცელულიტური თაფლით, ყავით შოკოლადით.
ფარმაცევტები ახალი რეგულაციების მოლოდინში
კვლევა – ტვინი იმაზე 10-ჯერ მეტ ინფორმაციას იტევდეს, ვიდრე ვვარაუდობდით
ადამიანის ტვინში 100 ტრილიონზე მეტი სინაფსია, რომლებიც ინფორმაციის გადატანას ქიმიური ნაერთების მეშვეობით უზრუნველყოფს. სწავლის პროცესში სპეციფიკურ კავშირებში მეხსიერების მოცულობა იზრდება, რათა ახალი მონაცემები დაიტიოს. ფაქტობრივად, ასეთი გაძლიერება და შესუსტება ნეირონების აქტიურობაზეა დამოკიდებული, რასაც სინაფსური პლასტიკურობა ეწოდება.
მისი შესწავლა სინაფსების ფიზიკურ მახასიათებლებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ზოგჯერ ნეირონი ამგვარი სტრუქტურების წყვილს იყენებს, ხოლო იმის გარკვევა, ორივე მათგანი ერთნაირად ძლიერდება ან სუსტდება თუ არა, პლასტიკურობის განსაზღვრაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არაა, მაგრამ მეცნიერებმა ე.წ. ინფორმაციული თეორია მოიშველიეს, მათემატიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რა ოდენობის მონაცემები გადაიცემა სისტემაში, ამ შემთხვევაში სინაფსებში. რაც უფრო მეტი ბიტია მათში, მით უფრო მეტია ტევადობაც.
ამგვარად, ავტორები ვირთხის ჰიპოკამპუსში სინაფსების წყვილებს დააკვირდნენ, რომლებიც ერთი და იმავე ტიპისა და რაოდენობის სიგნალების საპასუხოდ აქტიურდებოდა. დადგინდა, რომ ისინი აბსოლუტურად ერთნაირად ძლიერდებოდა და სუსტდებოდა, ანუ ტვინი ამ პროცესების დარეგულირებისას მაღალ სიზუსტეს ავლენს.
დადგინდა, რომ ჰიპოკამპუსს 4.1-დან 4.6-მდე ბიტის დატევა შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ თითო სინაფსში 1 ბიტზე მეტი ინფორმაცია ინახება. ეს შედეგები ვირთხის ტვინის მცირე არეალის მიხედვით მიიღეს, ამიტომ უცნობია, როგორი მაჩვენებლები იქნება მთლიანობაში ან ადამიანის შემთხვევაში.
სისხლის II, III და IV ჯგუფების I ჯგუფად გარდაქმნა შესაძლებელი იქნება
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღწერა, როგორ შეძლეს ადამიანის ნაწლავში ბაქტერიებისგან მიღებული ფერმენტების გამოყენება AB, A და B სისხლიდან ანტიგენების მარკერების მოსაშორებლად. სისხლს ეფექტურად აქცევს O ჯგუფად. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
არსებობს ოთხი ძირითადი ტიპის სისხლის ჯგუფი: AB, A, B და O. თითოეული მათგანი გამოირჩევა ანტიგენებით, ეს არის შაქრები, რომლებიც დევს სისხლის წითელ უჯრედებზე. A ტიპის სისხლს აქვს A ანტიგენები. B ტიპის სისხლს აქვს B ანტიგენები. ტიპი AB აქვს ორივე.
ქიმიის ამერიკული საზოგადოების 256-ე შეხვედრაზე მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ისინი სისხლის ჯგუფის ცვლილების პროცესს ხსნიან.
მეცნიერებმა ადამიანის კუჭ-ნაწლავში აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელსაც სისხლის II, III და IV ჯგუფის უჯრედებიდან სპეციალური ანტიგენების “წაშლა” შეუძლიათ, რაც ნებისმიერ სისხლს I ჯგუფად აქცევს.
მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის ერთმანეთში გადასხმა არ შეიძლება, რადგან სისხლის მიმღები ორგანიზმი ანტისხეულების წარმოქმნას დაიწყებს, რომელიც გადმოსხმული სისხლის წითელ უჯრედებზე მისთვის უცხო ანტიგენს ამოიცნობს და მას შეებრძოლება.
A ჯგუფის მქონე ადამიანს არ შეუძლია მიიღოს B ჯგუფის სისხლი და პირიქით. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს სისხლის წითელ უჯრედებზე თავდასხმის მიზნით ანტიგენებით, რომლებიც არ ემთხვევა საკუთარ თავს. თუმცა, AB ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ტიპის სისხლი, რადგან მათ სისხლის წითელ უჯრედებს აქვთ A და B ანტიგენები, ამიტომ მათი სხეული არ გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ამ ადამიანებს უწოდებენ “უნივერსალურ მიმღებებს.
ტიპი O-ს ხშირად უწოდებენ “უნივერსალურ დონორს”, რადგან ამ სისხლის წითელ უჯრედებს არ აქვთ ანტიგენები. ეს ტიპი, კონკრეტულად ტიპი O უარყოფითი (რომელიც არის ჭეშმარიტი „უნივერსალური დონორი“), ყველაზე ღირებულია, რადგან მისი ადმინისტრირება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველასთვის. ამიტომ მას ხშირად სამედიცინო ვერტმფრენებით ატარებენ.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კი ნებისმიერი სისხლის მიღება შეუძლიათ, ისინი უნივერსალური რეციპიენტები არიან. მათი სისხლის უჯრედებზე მეორე და მესამე ჯგუფის სისხლისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი არსებობს, შესაბამისად ეს ანტიგენები ორგანიზმისთვის ნაცნობია და ის მათ განადგურებას არ შეეცდება.
სისხლის პირველი ჯგუფი ხშირად უნივერსალურ დონორად მოიხსენიება, რადგან მას წითელ უჯრედებზე ანტიგენები საერთოდ არ აქვს. პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის გადასხმა ყველა ადამიანისთვის შეიძლება, რადგან ის რეციპიენტებში უარყოფით რეაქციას არ იწვევს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭ-ნაწლავში არსებულ ბაქტერიებს ნაწლავებში არსებულ ცილებზე მიბმული შაქრების დაშლა განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ეს კი ძალიან ჰგავს სისხლის წითელი უჯრედებიდან შაქრის შემცველი ანტიგენების ჩამოცილების პროცესს.
მეტაგენომიკის გამოყენებით მეცნიერებმა ადამიანის ფეკალიებში არსებული მიკრობების კულტურა გამოაცალკევეს, შემდეგ კი მასში სისხლის წითელ უჯრედებზე არსებული ანტიგენების მსგავსი ცილები შეიყვანეს. მათ აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც სისხლის მეორე ჯგუფს ანტიგენებს განსაკუთრებულად დიდი ეფექტურობით აცლიდა. აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი იყო ერთი ფერმენტი, რომელიც სისხლის მესამე ჯგუფის ანტიგენებზე წარმატებით მუშაობდა. ახლა კი მათ ეს ორი ფერმენტი გააერთიანეს, რითაც შეძლეს, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს ანტიგენები სრულად მოაშორონ და ისინი პირველ ჯგუფად გადააკეთონ.
კვლევის ავტორების თქმით, პროცესი თეორიულად სრულად გამართულია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა ადამიანებში ჯერჯერობით არ მომხდარა.
რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?
ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბას სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომლმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1970 წლისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 – 7,8 გ/დმ3;
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.
რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?
ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას










