ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ევროპა აქტივი EQF 4 დონის პილატესის ინსტრუქტორის სტანდარტებს ანახლებს

ევროპა აქტივი EQF 4 დონის პილატესის ინსტრუქტორის სტანდარტებს ანახლებს

„ევროპა აქტივმა” პილატესის მასწავლებლის პროფესიული როლის სტანდარტები განიხილა და განაახლა. განხილვა ჩაატარა ტექნიკურმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც „ევროპა აქტივის” პროფესიული სტანდარტების კომიტეტმა შექმნა და პილატესის ეროვნული ფედერაციების, პილატეს ასოციაციებისა და სასწავლო სკოლების ექსპერტებისგან შედგებოდა. შემდეგ, სტანდარტების შესახებ ინდუსტრიის გარე კონსულტაციები შედგა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს პროექტზე უკუკავშირის მიცემის საშუალება ჰქონდათ.

ცოდნისა და უნარების მოთხოვნების თვალსაზრისით, სტანდარტები ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს (EQF) მე-4 დონეზე რჩება. თუმცა, უფრო მარტივად გაგებისა და გამოყენების მიზნით, სტანდარტები ასოცირებული სწავლის შედეგებითა და შეფასების კრიტერიუმებით სასწავლო ერთეულების სერიებად არის წარმოდგენილი. ამჟამად აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული პილატესის ინსტრუქტორის კურსები ყველა ამ ერთეულსა და თითოეულის მოთხოვნას შეესაბამება. ანალოგიურად, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც „ევროპა აქტივის” აკრედიტაციის მიღება სურს და ამჟამად მის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, განახლებული სტანდარტების მოთხოვნების შესრულება მოუწევს.

განახლებული სტანდარტების ძირითადი არსებითი ცვლილება არჩევითი ნაწილის დამატებაა, რომელსაც „პილატესის დანადგარის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება“ ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ წინა სტანდარტი მხოლოდ დასაფენ მატზე შესასრულებელ ვარჯიშებზე ფოკუსირდებოდა, სასწავლო დაწესებულებებს ახლა შესაძლებლობა ექნებათ აკრედიტაცია მიიღონ „ევროპა აქტივის” აღიარებული ისეთი სასწავლო კურსების ჩასატარებლად, რომლებიც არა მხოლოდ დასაფენ მატზე შესასრულებელი ვარჯიშებს, არამედ პილატესის დანადგარებსაც მოიცავს. ეს   პილატესის ინსტრუქტორების პროფესიული როლის აღიარებაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული სტანდარტები სწავლის შედეგების შეფასების რეკომენდებულ მეთოდებს, საგანმანათლებლო კრედიტების რაოდენობასა (ECVET და ECTS) და სასწავლო დატვირთვის მოცულობასაც მოიცავს. ასეთი დანამატები კვლავ ევროპის მასშტაბით პილატესის სასწავლო დებულებების სტანდარტიზაციას ემსახურება.

„ევროპა აქტივი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფში მონაწილეობდა და გარე კონსულტაციების პროცესში თავისი წვლილი შეიტანა. „ევროპა აქტივის” საგანმანათლებლო სტანდარტების პროგრესი და ეფექტურად გავრცელება მხოლოდ ასეთი ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი. ორგანიზაციას სჯერა, რომ განახლებული პილატესის ინსტრუქტორის სტანდარტები პილატესის განათლების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაში ყოვლისმომცველი საცნობარო პუნქტი იქნება.

განახლებული EQF 4 დონის პილატესის ინსტრუქტორთა სტანდარტები ხელმისაწვდომია მოთხოვნით ელ.ფოსტის მისამართზე: accreditation@europeactive.eu იმ „ევროპა აქტივის” მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებებისთვის და პილატესის სასწავლო სკოლებისთვის, რომლებსაც აკრედიტაციის მიღება სურთ.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რა როლი აქვს თამაშსა და სხვა აქტივობებს ბავშვის ცხოვრებაში?

რა როლი აქვს თამაშსა და სხვა აქტივობებს ბავშვის ცხოვრებაში?
საუბრობს ფსიქოლოგი თამთა ცირამუა:
„თამაში, ბავშვის, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
საინტერესოა, რა გავლენას ახდენს?
თამაში ეს არის ბავშვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა, განსაკუთრებთ, თუ საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე…
შევუწყოთ ბავშვებს ხელი გამოავლინონ საკუთარი თავი…”

“ვუცხადებთ ნდობას “აკრედიტაცია კანადას” და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ მათ დადებით შეფასებას” – “პინეოს” სამედიცინო დირექტორი, ქირურგი გია თომაძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
“პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” წარმომადგენლებთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

 

ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” კლინიკის სამედიცინო დირექტორს, ქირურგ გია თომაძეს ესაუბრა:

“ეს არის ძალიან საინტერესო და წინ გადადგმული ნაბიჯი კოლეგებთან თანამშრომლობისა, რამეთუ გავდივართ საერთაშორისო ავტორიზაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ასე აქტიურად მოითხოვს საქართველოს კლინიკებისგან.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ გზით შევძლებთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
კანადის სააკრედიტაციო ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ავტორიტეტული და აქიდან გამომფინარე, ჩვენ ვუცხადებთ ნდობას და იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ მათ დადებით შეფასებას.”

ბავშვის ნერვული სისტემა – რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას 

ბავშვის ნერვული სისტემა. რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას 

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში –  „პირადი ექიმი“:

„ნერვული სისტემა ორგანიზმის მართვის პულტია. ყველა ორგანო, სისტემა არის ორკესტრი, რომელსაც ერთი დირიჟორი ჰყავს, თავის ტვინის სახით. იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის დაცვაზე მთლიანადაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ნერვულ სისტემაზე, კავშირის ხელოვნურად ძებნა არც გვჭირდება. მოსაძებნია კავშირი კვებას, ნერვულ სისტემასა და იმუნურ სისტემას შორის.

დადგენილია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ანთებას ხელს უწყობს, ბავშვის ნერვულ სისტემას, თავის ტვინსა და მის განვითარებასაც აზარალებს. მეორე მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. შესაბამისად, ასუსტებს ბავშვის იმუნურ პასუხს სხვადასხვა გამოწვევაზე. ყველა ის პროდუქტი, რომლებიც კალორიებითაა დატვირთული, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბია, პრობლემაა ნერვული სისტემის განვითარებისთვის, თავის ტვინისთვის, შემეცნებისა და რასაკვირველია, იმუნური სისტემისთვის.

როდესაც კვება კალორიებით მდიდარია, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ნივთიერებებით იტვირთება ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმი. ესენია:

  • ბევრი შაქარი,
  • ბევრი მარილი,
  • ბევრი ცხიმი.

ბავშვებს უყვართ: ჩიფსი, ბურბუშელა, ხრაშუნა პოპკორნი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული, სწრაფი კვების პროდუქტები. ეს ტვინის განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის ერთხელ მოხმარებით პრობლემას არ შექმნის. ჯანმრთელი ბავშვებისთვის ხანდახან ასეთი პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია.  როდესაც სისტემატურ, არარაციონალურ, დიდი რაოდენობით გამოყენებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რისკი ცალსახაა. ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობაზე, თავის ტვინსა და იმუნურ სისტემაზე აუცილებლად აისახება.

ცილას “სიცოცხლის მოლეკულას”ეძახიან, რომელიც სჭირდება იმუნიტეტსაც და თავის ტვინსაც. ცილა, სწორად შერჩეული ნახშირწყლები, თუთია იმუნიტეტსაც და თავის ტვინის განვითარებასაც სჭირდება.

უნდა გავითვალისწინოთ B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინი და მისი წინამორბედი ნივთიერებები, რომელთა არსებობაც საკვებში ტვინსაც სჭირდება და იმუნიტეტსაც.

რკინა და ქოლინი. თავის ტვინის, ბავშვის ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარების, ზრდასრულ ასაკში საღი, ადეკვატური აზროვნება, სწორი შემეცნება რომ გვქონდეს, რკინა და მისი შესაბამისი მოხმარება გვჭირდება.

რკინა ძირითადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია – წითელი ხორცის შემადგენლობაში არსებული რკინა, რომელშიც საქონლის, ფრინველის ხორცი იგულისხმება. რკინა გარკვეული რაოდენობით არის თევზსა და კვერცხშიც. რკინა გვხვდება გამომშრალ პროდუქტებში, – ლობიოში, სხვადასხვა სახის თესლში, გაღვივებული ხორბლის პროდუქტებში, – ხალგაზრდა ჯეჯილში, ან გაღვივებისთანავე გამოყენებულ ხორბალში. გამომშრალი ყურძენი – ქიშმიში. ქლიავის ჩირი, გარგრის ჩირი –  მათთან ერთად, ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ისპანახი, ან სეზონურად მიწასთან ახლოს მზარდი ბოსტნეული, რომლების დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, ეს კი რკინის შეთვისებაში გვეხმარება.

ქოლინი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც დიდი რაოდენობითაა წითელ ხორცსა და ფრინველის ხორცში. რეკორდულად დიდი რაოდენობითაა კვერცხში, მცირე რაოდენობითაა თევზშიც. მისი მიღება მიზანშეწონილია C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების შემცველ პროდუქტებთან ერთად.“

 

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

კვლევა – როგორ მოქმედებს მოწევისთვის თავის დანებება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე

თამბაქოს მოხმარება

მოწევისთვის თავის დანებება არასოდეს არის გვიან.

არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკში ანებებს თავს ადამიანი სიგარეტს — კანადელ და ნორვეგიელ მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი მასშტაბური ანალიზების მიხედვით, მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას მაინც ემატება წლები.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

მეცნიერები ვარჯიშის ეფექტის მქონე აბს ტესტავენ

გასახდომი წამლების მომრავლების ფონზე მეცნიერები ისეთი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება. ამის შესაძლო კანდიდატია ნაერთი SLU-PP-332, რომელსაც მეცნიერები მღრღნელებზე დიდი ხანია ტესტავენ.

როგორც ამერიკის ქიმიური საზოგადოების პრესრელიზში ვკითხულობთ, SLU-PP-332-ის კვლევის შედეგები დამაიმედებელია და იმაზე მიანიშნებს, რომ ნაერთს ვარჯიშის ეფექტის მიბაძვა შეუძლია.

„ვარჯიშს ვერ ჩავანაცვლებთ; ვარჯიში ყველა დონეზე მნიშვნელოვანია”, — აცხადებს ბაჰა ელჯენდი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი და ახალი ნაერთის კვლევაზე მომუშავე მეცნიერი — “თუ ვარჯიში შემიძლია, უნდა წავიდე და ფიზიკური აქტივობით დავკავდე, მაგრამ მრავალი ისეთი შემთხვევაა, როცა ამის ჩამნაცვლებელია საჭირო”.

მღრღნელების უჯრედებზე ნაერთმა რამდენიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, საერთო ჯამში კი დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, სანამ SLU-PP-332-ს ადამიანებზე გამოცდიან.

მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ წამლის შექმნაზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი და ცოტა გვერდითი მოვლენა ექნებოდა. მიუხედავად ამისა, წლები აღმოჩნდა საჭირო იმისათვის, რომ შესაძლო პრეპარატების ცხოველებზე გამოცდა დაწყებულიყო.

ელჯენდი ფიქრობს, რომ SLU-PP-332 ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, აბის მეშვეობით ვარჯიშის ეფექტს ისეთი ადამიანებიც მიიღებენ, რომელთაც ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლიათ. პრეპარატი დაეხმარება მათაც, ვინც მედიკამენტების გამოყენებით სწრაფად დაიკლეს წონაში, თუმცა კუნთოვანი მასა ჯერ არ გაზრდიათ.

„შესაძლებელია, სავარჯიშო პროგრამები შეავსოს და პაციენტებს მეტი სარგებელი მისცეს”, – თქვა ელჯენდიმ — “ან შესაძლებელია, ახალ მედიკამენტებთან ერთად მიიღონ: დიაბეტის საწინააღმდეგო წამლებთან ან სიმსუქნისა და წონის კლებისათვის გამოყენებულ პრეპარატებთან”.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ SLU-PP-332 დაახლოებით ათი წლის წინ აღმოაჩინეს, როცა სპეციალურ ცილებს, ERR-ებს, იკვლევდნენ. მეცნიერები გულდასმით აკვირდებოდნენ ამ ცილების სტრუქტურასა და მათ შემაკავშირებელ მოლეკულებს. შედეგად ელჯენდიმ და მისმა კოლეგებმა ახალი მოლეკულები შექმნეს, რომლებიც ERR-ების აქტივაციის იმიტაციას აკეთებს. სწორედ ასე შეიქმნა ნაერთი SLU-PP-332.

მეცნიერების განმარტებით, ნაერთი კუნთში დაღლისადმი გამძლე ბოჭკოების რაოდენობას ზრდის და ცხოველების ამტანობას აუმჯობესებს. მისი ეფექტი სარბენ ბილიკზე მორბენალ მღრღნელებზე შეამოწმეს. სავარაუდოა, რომ ნაერთი ვარჯიშს ადამიანებსაც გაუმარტივებს და პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.

ელჯენდის თქმით, მინიმუმ ხუთი წელი მაინც იქნება საჭირო, სანამ ადამიანები SLU-PP-332-ის მიღებას შეძლებენ. იგი ჯერ ცხოველებზე უნდა შემოწმდეს საფუძვლიანად, შემდეგ კი — ადამიანებზეც. და მაინც, ვარჯიშის ეფექტის მქონე უსაფრთხო აბი იმდენად მიმზიდველი პერსპექტივაა, რომ ბევრს ნამდვილად უღირს ლოდინად.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

„მსურს მადლობა გადავუხადო მას, ოპერაცია უნაკლოდ ჩატარდა“ – მიხაილ სეხნიაშვილი / ნეიროქირურგია / საქართველო

მადლიერი პაციენტი:

„როდესაც გავიგე, რომ მომიწევს ოპერაცია, შევშფოთდი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ასეთი ოპერაციის ჩატარება სათანადო დონეზე შესაძლო იყო ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ექიმის რეკომენდაციით, გადავწყვიტე ოპერაცია ჩატარებულიყო თქვენს ქვეყანაში – Acıbadem-ის კლინიკაში.

ოპერაცია ჩაატარა გამოცდილმა პროფესორმა, მსურს მადლობა გადავუხადო მას, რომ იგი უნაკლოდ ჩატარდა, პრობლემების და გართულებების გარეშე. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს.“

მიხაილ სეხნიაშვილი / ნეიროქირურგია / საქართველო

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ემ ემ ტე ჰოსპიტალში ფუნქციონირებს კენჭის დაშლის უახლესი მოდელის ლითოტრიპტერი #MODULITH SLX-F2

ემ ემ ტე ჰოსპიტალში ფუნქციონირებს კენჭის დაშლის უახლესი მოდელის ლითოტრიპტერი #MODULITH SLX-F2.
👉შტორც მედიქალის MODULITH SLX-F2 აპარატის კონკურენტული უპირატესობებია:
✅უნიკალური დამიზნების სისტემა და მაღალი ვიზუალიზაციის მქონე რენტგენი;
✅ბავშვთა სპეციალური პროგრამა (პროცედურა არ არის რადიაციული ბავშვებისთვის);
✅ტალღის შეღწევა ხდება კანიდან და კენჭთან წვდომა გამარტივებულია ტალღის სიმძლავრის დანაკარგის გარეშე;
✅პროცედურას უმტკივნეულოა და არ სჭირდება ანესთეზია;
✅ არ გააჩნია თანმხლები დაავადებების შეზღუდვა;
✅პროცედურა ზემოქმედებს მხოლოდ კენჭზე და არ აზიანებს სხვა ორგანოებს.
👉ხშირად კენჭის დასაშლელად ერთი სეანსი სრულიად საკმარისია
#MODULITH SLX-F2 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მოწყობილობაა, დაპატენტებული ენდოსკოპიური ქირურგიის ლიდერი შვეიცარიული კომპანია შტორცის მიერ (STORZ MEDICAL).
#MMT ჰოსპიტალში კენჭის დაშლის ყველა მეთოდი, თუმცა #STORZ MEDICAL-ის უნიკალურმა შესაძლებლობებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლა დღემდე არსებული ინვაზიური მეთოდები და საშარდე გზებში არსებული კენჭებისგან განთავისუფლება ახლა უკვე ანესთეზიისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე შეგიძლიათ.
▪ დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 📞 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑 ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი პირად შეტყობინებაში და ჩვენ დაგიკავშირდებით!
▪ ონლაინ ჩაწერისთვის გამოიყენეთ ბმული: https://mmt.ge/visit/

MMT ჰოსპიტალი გადის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ და ძლიერ საერთაშორისო ჰოსპიტალურ Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას.

საქართველოში “პაციენტის საბჭოები” შეიქმნა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “პაციენტის საბჭოების სამდივნოს” ქმნის. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი კი ამ საბჭოების სამდივნოა:

“საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ინსტიტუტი მუშაობს იმისათვის, რომ განვითარდეს ჯანდაცვა საქართველოში, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ არ იქნება ჩართულობა პაციენტების მხრიდან.

შესაბამისად, ჩვენ უკვე წლებია, ვმუშაობთ პაციენტებთან სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩართულობა იყოს უფრო ორგანიზებული და სტრუქტურიზებული.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, თავისი პლატფორმა “შენი პულსი” -ზე შეიქმნას დამატებითი პლატფორმა “შენი პაციენტი”.
“შენი პაციენტი” გააერთიანებს პაციენტებს სხვადასხვა საავადმყოფოებიდან. “შენი პაციენტის” სამდივნო იქნება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში და თითოეულ საავადმყოფოში იქნება პაციენტთა საბჭო.

ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის. საავადმყოფოების საბჭოები გააჟღერებს პაციენტების ინფორმაციას, რის შემდეგაც ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ პაციენტების ხმა იყოს ხელმისაწვდომი სამინისტროსა და საავადმყოფოებში.

ასევე ჩვენ დავუთმობთ პლატფორმას პაციენტებს, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოება გაიგებს. პრაქტიკულად, ჩვენ დღეს ვიწყებთ პაციენტების ჩართულობას არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ ღრმა ჩართულობით პაციენტების უშუალოდ ჯანდაცვის სისტემაში.”

„თქვენ ნამდვილად ხართ პროფესიონალები“ – ეკა-დავიდ ბარამიძე, ონკოლოგია, საქართველო

მადლიერი პაციენტი.

„არ ვიცი რით დავიწყო. თქვენ ყველა ნამდვილად ხართ პროფესიონალები, მით უმეტეს, აქ მე თავს ვგრძნობდი არა როგორც ხასთანში, არამედ როგორც 7-ვარსკვლავიან სასტუმროში. თქვენ ყველა ხართ სასიამოვნო, ღია და კეთილი ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი აქ თავს გრძნობს ისე, როგორც უნდა იყოს 21 საუკუნეში.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ექიმს, ბ-ნ ენის ოზიარს.

ყველა მიყვარხართ“, – დიდი პატივისცემით, ელა ბარამიძე

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights