თავის ტვინი და ვარჯიში – გამოიყოფა ნორეპინეფრინი, რაც აუმჯობესებს ყურადღებას, აღქმას და მოტივაციას. გამოიყოფა სეროტონინი, რითაც უმჯობესდება განწყობა
ეს ძალიან ბევრ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული – რა იწვევს ბაქტერიულ ვაგინოზს, რა სიმპტომებით ვლინდება ის
რა იწვევს ბაქტერიულ ვაგინოზს, რა სიმპტომებით ვლინდება ის, როგორ ვუმკურნალოთ?
ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანამგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდზე საუბრობს:
„საშოდან გამონადენი თუ გაწუხებთ, რომელსაც შესაძლოა, არასასიამოვნო სუნი, ქავილი, წვა, სქესობრივი კონტაქტის დროს დისკომფორტი ჰქონდეს და თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი პერიოდულად მწვავდება, ან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ან კავშირშია მენსტრუალურ ციკლთან. მაგალითად, მწვავდება ყოველი მენსტრუაციის დროს ან შემდგომ, დიდი ალბათობით, ბაქტერიული ვაგინოზი გაქვთ.
ბაქტერიული ვაგინოზი სქესობრივად გადამდები ინფექცია არ არის. ის საშოში ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. საშო სტერილური ორგანო არ არის. მასში თანაცხოვრობენ როგორც ბოროტი, ასევე კეთილი ბაქტერიები. ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ბოროტი ბაქტერიები მრავლდება, მათი რაოდენობა აჭარბებს კეთილი ბაქტერიების რაოდენობას და არეულობა იწყება. შედეგად, ვიღებთ ბაქტერიულ ვაგინოზს და იმ სიმპტომებს.
საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია, დათვალიერება ხდება, რომლითაც საშოს ნაცხის მჟავიანობას განვსაზღვრავთ. საშოს ნაცხს მჟავე გარემო აქვს. როცა ბაქტერიული ვაგინოზია, ტუტე გარემო იქმნება“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„თვალის ჩინივით მოსაფრთხილებელი ორსულების თვალის ჩინი“ – ნახეთ, სამედიცინო ეკოსისტემა “პინეოს” ოფთალმოლოგები…
ბოლო 15 წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ახალგაზრდა ასაკში კოლორექტალური კიბოს შემთხვევებმა
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩვენს ორგანიზმში წლობით მიძინებული იყოს…
ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ლორიამ და ქირურგ-ოფთალმოლოგმა რეზო ომიაძემ გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” ისაუბრეს, რა იწვევს ჰერპესის ვირუსის განვითარებას და როგორ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი შექმნეს, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს პროგნოზირებს
დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი შექმნეს, რომელსაც ადამიანთა მომავლის პროგნოზირება შეუძლია, მათ შორის სიკვდილის დროსიც.
ნაშრომი ჟურნალში Nature Computational Science გამოქვეყნდა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ადამიანების ცხოვრების შედეგები.
„მოდელი გამოვიყენეთ, რათა პასუხი გაგვეცა ფუნდამენტური კითხვისთვის: რამდენად ზუსტად შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება იმ პირობებსა და მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებიც წარსულში მოხდა?” — განაცხადა სუნე ლემანმა, ნაშრომის ავტორმა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა.
მეცნიერებმა დანიის 6 მილიონი მოქალაქის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სამუშაოს უკავშირდებოდა. ასე შექმნეს life2vec, “გარდამქმნელი მოდელი”, რომელსაც შეუძლია, კონტექსტი გაიგოს და მიწოდებული ერთი ტიპის ინფორმაციიდან სხვა მონაცემები დაგვიბრუნოს.
ამ შემთხვევაში საწყისი ინფორმაცია ადამიანთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალია: დაბადების დრო და ადგილი, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ანაზღაურება. მეორე მხრივ, კვლევას თუ დავუჯერებთ, დაბრუნებული მონაცემები ყველაფერს პროგნოზირებს, “ნაადრევი სიკვდილი” იქნება ეს თუ “პიროვნული ნიუანსები”.
“ამაღელვებელი ისაა, რომ ადამიანის ცხოვრებას იგი მოვლენათა გრძელ თანმიმდევრობად აღიქვამს იმის მსგავსად, როგორც ენაში წინადადება შედგება სიტყვათა სერიისგან”, — განმარტა ლემანმა.
გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენად ზუსტია ეს პროგნოზები.
ამას გარდა, ნაშრომის ავტორი ამბობს, რომ ეთიკური პრობლემები ნამდვილად შეიქმნება, თუკი მოდელი ზუსტი აღმოჩნდა — მსგავს პროგნოზებს ხომ უკვე არაერთი კომპანია იყენებს, რათა ჩვენგან მოგება მიიღოს.
“ცხოვრებისეული მოვლენებისა თუ ადამიანის ქცევის პროგნოზირებისთვის მსგავს ტექნოლოგიებს უკვე იყენებენ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ჩვენს ქცევას ადევნებს თვალს, ჩვენს ზუსტ პროფილებს ქმნის და ამ პროფილებს იყენებს, რათა ჩვენი ქცევა წინასწარ განსაზღვროს და გავლენა იქონიოს ჩვენზე”, — განაცხადა მეცნიერმა.
გაცილებით მეტი კვლევა იქნება საჭირო იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა AI-ს რეალურად წინასწარ განსაზღვროს მონაცემებზე დაყრდნობით სიკვდილის დრო იწინასწარმეტყველოს.
ლემანის აზრით, კაცობრიობამ უნდა გადაწყვიტოს, საით მივყავართ ამ ტექნოლოგიას და რამდენად მისაღებია იგი ჩვენთვის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ“-მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სტუმრობდა.
„ეს არის გამორჩეული დაწესებულება არა მხოლოდ საკუთარი უზარმაზარი ისტორიით და ტრადიციებით, არამხოლოდ შესანიშნავი პერსონალით, ამავდროულად, იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის გათვალისწინებით, რომელსაც ასრულებს ეს დაწესებულება. გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ და როგორ შევძლოთ, რომ დღითიდღე მზარდი იყოს სტანდარტები, რომლის მეშვეობითაც მოხდება სამედიცინო სერვისების მიწოდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო შელია.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მარიამ ბანძელაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიასა და ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებაზე. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოება.
მიხეილ სარჯველაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრები. ასევე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი.










