„ჩვენი ბევრი პრობლემა მომდინარეობს კუჭის მჟავას დაბალი რაოდენობისგან! (hypochlorhydria)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ძირითადი პუნქტები
• ციკლური შიმშილობა ხელს უწყობს NK უჯრედების შუამავლობით სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტს.
• ციკლური შიმშილობა ხელს უწყობს ელენთის NK უჯრედების მეტაბოლურ რეპროგრამირებას.
• შიმშილით გამოწვეული ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა აუმჯობესებს NK უჯრედების სიმსივნის საწინააღმდეგო რეაქციას
• ციკლური შიმშილობა გადაანაწილებს NK უჯრედებს ძვლის ტვინში, სადაც ისინი აქტიურდებიან IL-12-ით.
აბსტრაქტული შიმშილობა დაკავშირებულია კიბოს მკურნალობის გაუმჯობესებულ შედეგებთან. აქ ჩვენ გამოვიკვლიეთ შიმშილობის ეფექტი ბუნებრივი მკვლელი (NK) უჯრედების სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტზე. ციკლურმა შიმშილობამ გააუმჯობესა იმუნიტეტი მყარი და მეტასტაზური სიმსივნეების მიმართ NK უჯრედზე დამოკიდებული გზით.
შიმშილის დროს NK უჯრედები განიცდიდნენ გადანაწილებას პერიფერიული ქსოვილებიდან ძვლის ტვინში (BM). შიმშილი ასევე ამცირებს მოცირკულირე NK უჯრედების რაოდენობას. უზმოზე თაგვების ელენთა NK უჯრედები მეტაბოლურად გადაკეთდა ცხიმოვანი მჟავების და გლუკოკორტიკოიდების გაზრდილი კონცენტრაციით, ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის გაზრდით ფერმენტ CPT1A-ს ექსპრესიის გაზრდით და Cpt1a-ს წაშლა არღვევდა NK უჯრედების გადარჩენას და ფუნქციონირებას ამ პირობებში. პარალელურად, შიმშილის დროს NK უჯრედების BM-ზე გადანაწილება მოითხოვდა ტრეფიკინგის შუამავლებს S1PR5 და CXCR4. ეს უჯრედები დამუშავდა BM მიელოიდური უჯრედების გაზრდილი აუზით, რომლებიც გამოხატავდნენ ინტერლეიკინს (IL)-12, რამაც გააუმჯობესა IFN-γ წარმოება.
ჩვენი შედეგები განსაზღვრავს კავშირს დიეტურ შეზღუდვებსა და ოპტიმიზებულ თანდაყოლილ იმუნურ პასუხებს შორის, რაც პოტენციურად გააუმჯობესებს იმუნოთერაპიის სტრატეგიებს.
Голодание изменяет форму тканеспецифичных ниш для улучшения противоопухолевого иммунитета, опосредованного NK-клетками.
Основные моменты • Циклическое голодание способствует противоопухолевому иммунитету, опосредованному NK-клетками. • Циклическое голодание способствует метаболическому перепрограммированию NK-клеток селезенки. • Окисление жирных кислот, индуцированное голоданием, улучшает противоопухолевый ответ NK-клеток • Циклическое голодание перераспределяет NK-клетки в костный мозг, где они активируются IL-12.
Краткое содержание Пост связан с улучшением результатов лечения рака. Здесь мы исследовали влияние голодания на противоопухолевый иммунитет естественных киллеров (NK). Циклическое голодание улучшало иммунитет против солидных и метастатических опухолей, зависимым от NK-клеток. Во время голодания NK-клетки претерпевали перераспределение из периферических тканей в костный мозг (КМ). У людей голодание также снижает количество циркулирующих NK-клеток. NK-клетки в селезенке голодных мышей метаболически перестраивались за счет повышенных концентраций жирных кислот и глюкокортикоидов, увеличивая метаболизм жирных кислот за счет повышенной экспрессии фермента CPT1A, а удаление Cpt1a нарушало выживаемость и функцию NK-клеток в этих условиях. Параллельно перераспределение NK-клеток в BM во время голодания требовало медиаторов трафика S1PR5 и CXCR4. Эти клетки были обработаны увеличенным пулом миелоидных клеток BM, экспрессирующих интерлейкин (IL)-12, что улучшало выработку IFN-γ. Наши результаты определяют связь между диетическими ограничениями и оптимизированными реакциями врожденного иммунитета, что потенциально может улучшить стратегии иммунотерапии.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.
სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო. 2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ტყვია განსაკუთრებით მძიმე ტოქსინია ბავშვების შემთხვევაში, იმიტომ, რომ მოზარდის ქსოვილი ოთხ-ხუთჯერ უკეთ ითვისებს ტყვიას, ვიდრე ზრდასრულის. ყურადღებით დააკვირდით ხომ არ აწუხებს ეს სიმპტომები რომელიმე ბავშვს ან მოზარდს ოჯახში?“ – ამბობს ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე, კლინიკაში, სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.
ჯანდაცვის მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამედიცინო ობიექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი, რეგიონებში, სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარებაა, რათა ყველა მოქალაქეს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კვლევა შედგება პაციენტის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევისგან, ასევე კვლევის მიერ მიღებული შედეგის განხილვისგან „პაციენტთა საბჭოების“ მიერ.
პაციენტის კვლევა ხორციელდება QR კოდის დასკანერების მეშვეობით, სადაც პაციენტს ეძლევა საშუალება, ანონიმურად/კონფიდენციალურობის დაცვით დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული მომსახურების შესახებ. კითხვარი მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურულ კითხვებს და მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას იძლევა პაციენტის კმაყოფილების შესახებ.
ყველა კლინიკაში, რომელშიც აღნიშნული პროექტი დაინერგა, იქმნება ე.წ. პაციენტთა საბჭოები, რომელთაც ჰყავთ მოდერატორი. საბჭოს წევრები რეგულარულად (თვეში ერთხელ) შეიკრიბებიან, რათა განიხილონ პაციენტთა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია და იმსჯელონ გამოკვეთილი გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ.
მოდერატორი, რომელიც წარმართავს (პაციენტთა საბჭოების) შეხვედრებს, ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს კლინიკას, რათა აღსრულდეს სტანდარტის მიზანი – გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი კლინიკებში პაციენტთა მოსაზრების გათვალისწინების მეშვეობით.
აღნიშნული კვლევის სტანდარტი უკვე წარმატებით დაინერგა კლინიკებში: „პინეო“; „ვივამედი“; ბათუმის სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრში“, რომელშიც 5 კლინიკა შედის; ქუთაისის „ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში“, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონში“. კვლევა ასევე დაინერგება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოში აღნიშნული კვლევის სტანდარტი მორგებულია და ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან, რათა კვლევის მიზანი მაქსიმალური სიზუსტით იქნას მიღწეული.
ასეთი მედიკამენტის ერთ კურსს შეუძლია არა მხოლოდ გაანადგუროს დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, არამედ უარყოფითი გავლენა იქონიოს ნაწლავებზე და შესაბამის მიკრობებზე. ეს გავლენა შეიძლება სოკოების ჭარბ განვითარებაშიც გადაიზარდოს. მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ქალებში სოკოვანი ინფექციების განვითარების შანსები 30%-ით იზრდება.
ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები გამოსავალზე მუშაობენ. ღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, სახელწოდებით ლოლამიცინი, რომელიც გრამ-უარყოფით პათოგენებზე მოქმედებს, მაგრამ სხვა მიკრობებს არ
წამლის ადამიანებზე ტესტირებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის ანტიბიოტიკების მომავალი.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიები ნაწლავებში, ფილტვებში, შარდის ბუშტსა და სისხლში ინფექციების ხშირი მიზეზია. მათი განადგურება საკმაოდ რთულია. ისინი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები არიან და ეს სერიოზული პრობლემაა.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს შეუძლიათ როგორც გრამ-უარყოფითი, ისე გრამ-დადებითი ბაქტერიების მოკვლა. მეცნიერების თქმით, აუცილებელია ისეთი მედიკამენტის შემუშავება, რომელსაც შეუძლია კონკრეტულად გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურება.
ლოლამიცინის მსგავსი პრეპარატი სწორედ ამას აკეთებს. ლაბორატორიული ცდების დროს, ანტიბიოტიკმა მხოლოდ ის ბაქტერიები გაანადგურა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მღრღნელებში ლოლამიცინი ასევე წარმატებით გამოიცადა მწვავე პნევმონიისა და სისხლის ინფექციების წინააღმდეგ. ამის პარალელურად, არაფერი დაუშავდა ნაწლავის მიკრობიომს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მედიკამენტს გავლენა არ ჰქონდა გრამ-დადებით ბაქტერიებზე და არაპათოგენურ გრამ-უარყოფით კომენსალურ ბაქტერიებზე.
2024 წლის 15 ივნისს “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით, ქ. თბილისში, სასტუმრო თბილისი მერიოტში, ჩატარდა „სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი“, რომელიც დაეთმო სამედიცინო სამართლის პრობლემურ და მნიშვნელოვნად აქტუალურ საკითხებს.

კონგრესის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
პაციენტის ავტონომიის უფლება, ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი, სამედიცინო მომსახურების გამწევის სამართლებრივი პასუხისმგებლობსი ზოგადი საკითხები, მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემატიკა სამედიცინო დავების წარმოებისას, სამედიცინო მუშაკთა პასუხისმგებლობის დაზღვევის ასპექტები, სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევები და აშ.

კონგრესში სპიკერის სახით მონაწილება მიიღეს:
ირმა გელაშვილმა – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან მესხიშვილმა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ნინო მამულაშვილმა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე – ნატალია მოწონელიძემ – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მეგი საჯაიამ – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, ქეთევან მჭედლიშვილი -ჰედრიხმა- საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, გივი ჯავაშვილმა – დოქტორი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო ლიპარტიამ – პროფესორი, სამართლის დოქტორი, სამედიცინო დავების ცენტრის დამფუძნებელი, ადვოკატი.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მოსამართლეები, ადვოკატები, მედიატორები, სამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიკოსები, სამეცნიერო საზოგადოებისა და სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და აშ.
ღონისძიებას აშუქებს მედიაპლატფორმა “შენი ექიმი” და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე შევქმენით პლატფორმა “შენი უფლებები”, სადაც აქტიურად ვსაუბრობთ სამედიცინო უფლებების შესახებ, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სამედიცინო სფეროს უფლებებს უკავშირდება.

შეხვედრის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორს, პროფესორ ნინო ლიპარტიას ვესაუბრეთ:

,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის’’ და,, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია’’ წელს პირველად აწყობს სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესს, რომელიც ეხება სამედიცინო სამართლის იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა.
დღევანდელ ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობენ მედიკოსები, ადვოკატები, სასამართლო ხელისუფლებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
თითოეული აქტორი და ამ ურთიერთობებში ჩართული პირი აღიარებს, რომ ეს წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან ყველა ამ სექტორს დაუგროვდა ბევრი სამართლებრივი პრობლემა და აუცილებელი გახდა გაერთიანებულ ფორმატში მსჯელობა.
ამიტომ დაიგეგმა ყოველწლიური კონგრესის მასშტაბური ღონიძიების ჩატარება. დაინტერესება ძალიან დიდია, რაც ადასტურებს თემის აქტუალურობას. ამიტომ ამ ღონისძიების და მსგავსი ფორმატის შეხვედრების მოწყობას სამომავლოდაც ვგეგმავთ, რადგან როგორც უკვე გითხარით, ამ საკითებში სამუშაო საკმაოდ ბევრია.
რაც შეეხება ამ კოგრესის შინაარსს:
ღონისძიება ორ ნაწილადაა გაყოფილი-
პირველი: ეს არის სამედიცინო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები და სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობა. თუ როდის დგება სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება როგორც პაციენტის, ასევე ექიმის მხრიდან.
მეორე ნაწილი კი გახლავთ ინფორმირებული თანხმობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია სამედიცინო ურთიერთობაში.
პრაქტიკულად, ყველა სამედიცინო ჩარევის განხორციელების წინ ექიმი ვალდებულია, მოიპოვოს ინფორმირებული თანხმობა. სწორედ ეს საკითხია დღეს ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ჯეროვანი ინფორმირებული თანხმობის არარსებობის პირობებში დგება სასამართლო გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება თქვენს ვებგვერდზე პლატფორმის “შენი უფლებები” შექმნას, მივესალმები, რადგან დღეს პაციენტთა ცნობიერების ამაღლება ყველაზე მნიშვნელოვანია.
ერთია, რა წერია კანონმდებლობაში, მეორეა სამართლებრივი რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა.
მესამე- ყველაზე აქტუალურია, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება აღნიშნულის შესახებ.
თუ პაციენტებს არ ექნებათ ინფორმაცია, ვერ შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით დღის წესრიგში დგას სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა ტრენინგით თუ სემინარით, რომელსაც ჩვენ ვმართავთ და მომავალშიც ვგეგმავთ.
ერთი ნაწილი ამას აქტიურად ვახორციელებთ, ვმუშაობთ სასამართლო კორპუსთან ერთად, რომელიც ჩვენი დიდი მხარდამჭერია.
ღონისძიება ორგანიზებულია ადვოკათთა კორპუსის მიერ. გვერდით გვიდგას საქართველოს სასამართლო კორპუსი, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. მიმაჩნია, რომ მათი ჩართულობის გარეშე, იმ სამართლებრივი პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენს სფეროშია შეუძლებელია.
სამედიცინო უნივერსიტეტმაც გამოხატა საკითხის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და მომავალი წლიდან გეგმავს მსგავსი საკითხების საუნივერსიტეტო სწავლებაში ჩაშვებას.”
კონგრესის სპიკერები:





„ჩემი ნიკა ექიმი…
ადამიანი, რომელმაც ორჯერ გადამარჩინა სიკვდილს – საქართველოსა და ევროპის უროლოგთა ასოციაციის, ონკოუროლოგიის ასოციაციის წევრი ნიკა გაგოშიძე.
უფალი გფარავდეთ
წარმატებები“
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალის კიდევ ერთი კმაყოფილი პაციენტი,
მარიამ ღარიბაშვილი