პარასკევი, ივნისი 12, 2026

კვლევა – მუსიკა ამშვიდებს ნერვებს ოპერაციის წინ

xr:d:DAGCHA4b0I0:11,j:6464215901768232478,t:24041113

ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს. კვლევაში 157 ადამიანი მონაწილობდა.

წერს BBC-მ რამდენიმე მაგალითსა და კვლევაზე დაყრდნობით. 

პაციენტებმა თქვეს, რომ ამჯობინებდნენ საკუთარი მუსიკის არჩევას

სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე.

კვლევაში მონაწილე პაციენტებს მიეცათ პრეპარატი მიდაზოლამი, ან უკრავდნენ ბრიტანული ჯგუფის Marconi Union-ის სიმღერას Weightless სამი წუთის განმავლობაში, იმ დროს, როდესაც საანესთეზიო საშუალება ჰქონდათ სხეულის ნაწილის დასაბუჟებლად.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიინა გრაფი ამბობს, რომ მუსიკა ტვინს ემიციური ფონისგან ათავისუფლებს და ახალისებს ნერვულ სისტემას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ახალი კვლევის თანახმად, უმარილო საკვების მიღება ამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს

xr:d:DAGCHA4b0I0:9,j:6592568494501208982,t:24041113

რაციონში ნაკლები მარილის მიღება შეიძლება მოსაწყენი ჩანდეს, მაგრამ სარგებელი შეიძლება იყოს ისეთივე დიდი, როგორც სიკვდილის რისკის შემცირება.

ახალი კვლევის თანახმად, უმარილო საკვების მიღება ამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მივაწოდოთ მტკიცებულება, რომ მარილის შემცვლელები ეფექტურია“, – თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა დოქტორ ლოაი ალბარკუნიმ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მარილის ჩანაცვლება ასევე დაკავშირებულია შარდში ნატრიუმის და არტერიული წნევის შემცირებასთან, რაც არტერიული წნევის წამლების მსგავსი ეფექტია.

„არსებობს რამდენიმე ფიზიკური ნიშანი იმისა, რომ ზედმეტ მარილს მიირთმევთ, როგორიცაა შებერილობა ან შეშუპება, დაღლილობა, მაღალი წნევა, მომატებული წყურვილი და/ან შარდვა“, – განმარტავს პროფესორი.

ექსპერტები გირჩევენ, რომ სცადოთ მარილის შემცვლელების შეძენა ან უმარილო სანელებლების გამოყენება, რათა მეტი გემო შემატოთ თქვენს საკვებს.

მარილიანი საკვები თავიდან მოსაწყენად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ რამდენიმე კვირაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა სიტყვები უნდა იცოდეს 2 წლის ბავშვმა?

ბევრ მშობელს აინტერესებს, რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს მათმა 2 წლის ბავშვმა.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ ბავშვებმა უნდა გამოიყენონ მინიმუმ 50 სიტყვა 2 წლის ასაკში. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კვლევის თანახმად, როცა ბავშვი 2 წლის ხდება, მან უნდა იცოდეს გარკვეული სიტყვები.

25 სიტყვა, რომელიც 2 წლის ბავშვის ლექსიკონში უნდა იყოს:

1. წავიდა

2. ბავშვი

3. ბურთი

4. ბანანი

5. დაბანა

6. ნახვამდის

7. წიგნი

8. მანქანა

9. კატა

10. ჭამა

11. მამა

12. ძაღლი

13. თვალი

14. ქუდი

15. გამარჯობა

16. ცხელი

17. წვენი

18. რძე

19. დედა

20. მეტი, ან კიდევ

21. არა

22. ცხვირი

23. თავი

24. მადლობა

25. დიახ

განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ჩამონათვალში მოცემული სიტყვები,  ისინი ძირითადი სიტყვებია, რომლებსაც პატარები იყენებენ საუბრისას თავიანთ სამყაროსთან ურთიერთობისას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

პრეპარატი, რომელიც ფილტვის კიბოს უმძიმეს ფორმას აჩერებს – მეცნიერების სენსაციური მიღწევა

xr:d:DAGCHA4b0I0:8,j:3256527065895006957,t:24041112

ფილტვის კიბოს „წვრილუჯრედოვანი“ ფორმა (SCLC) ერთ-ერთი ყველაზე საშიშია.

ფილტვის კიბოს „წვრილუჯრედოვანი“ ფორმის დადგენის შემთხვევაში პაციენტს გადარჩენის დაბალი შანსები აქვს.

ქიმიოთერაპია დაავადების თავდაპირველ ეტაპზე სამკურნალო, ეფექტურია, თუმცა, შესაძლოა, სიმსივნემ სწრაფად განავითაროს წინააღმდეგობა წამლების მიმართ და დაავადებამ პროგრესი განიცადოს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეუძლიათ შეაჩერონ სიმსივნის ზრდა თაგვებში ორი წამლის კომბინაციით.  წერს sciencealert-ი.

ერთ-ერთი პრეპარატი,– ციკლოფოსფამიდი, წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მკურნალობაში 1980-იანი წლების შემდეგ თითქმის აღარ გამოიყენებოდა, რაც ის ჩაანაცვლეს უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე პრეპარატით.

როგორც ციკლოფოსფამიდის, ისე მისი ალტერნატივის შემთხვევაში, კიბოს სწრაფად უვითარდება პრეპარატისადმი რეზისტენტულობა.

კვლევებით დადგინდა, რომ კიბოს უჯრედების აღდგენაში ჩართულია ცილა RNF113A.

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ეწინააღმდეგება წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ციკლოფოსფამიდის ეფექტებს. მათ მიერ შემუშავებული მეთოდი არსებითად ბლოკავს აღდგენის იმ პროცესს, რომლითაც კიბოს უჯრედები ციკლოფოსფამიდისადმი რეზისტენტულობას გამოიმუშავებენ.

RNF113A-ს არეგულირებს SMYD3 ცილა, რომელიც ძლიერ არის გამოხატული წვრილუჯრედოვან ფილტვის კიბოში და მაღალი დონით გვხვდება დაავადების უფრო ინვაზიურ ფორმებში. მომატებული დონე ასევე დაკავშირებულია ალკილირების ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი გაზრდილ რეზისტენტულობასთან და აუარესებს ზოგად პროგნოზს.

ამისგან განსხვავებით, ფილტვის ჯანსაღ სხეულებს SMYD3-ის ძლიერ დაბალი დონე აქვს.

ამ ცოდნით შეიარაღებულმა მკვლევრებმა სცადეს, მიზანში ამოეღოთ SMYD3 თაგვებში, რომლებშიც მათ ადამიანის ფილტვის სიმსივნე ჩანერგეს; ზოგიერთი მათგანი უკვე ნამკურნალევი იყო ქიმიოთერაპიით, ზოგი კი არა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ციკლოფოსფამიდმა დროებით იმუშავა, SMYD3 ინჰიბიტორმა კი გარკვეულწილად შეამცირა სიმსივნის ზრდა, კიბომ ზრდა სრულად შეწყვიტა მხოლოდ ორი პრეპარატის კომბინირების შემდეგ.

იმედისმომცემი შედეგების შემდეგ, ექსპერიმენტული პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა იგეგმება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

2024 წლის 10 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მედიაჰოლდინგ “შენის” თანამშრომლობა, ასევე მათთვის არაერთი სიახლე შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერას გიორგი ფხაკაძე სრულიად საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს. ეს პროექტი კი საკუთარი მშობლიური ქალაქიდან, ქუთაისიდან დაიწყო… 

შეხვედრა უკავშირდებოდა ჩვენს ახალ პროექტს – მედიაჰოლდინგ “შენის” 11-დან ერთ-ერთ ვებგვერდ sheniganatleba.ge -ზე შევქმნით პლატფორმას “შენი სიტყვა”, რომლის მიზანია, სტუდენტებს, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, გამოხატონ აზრი იმ პროფესიის შესახებ, რასაც ეუფლებიან.

მათ საშუალება ექნებათ, ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნონ სტატია თანდართული ვიდეოთი, სადაც მოკლედ და ლაკონიურად ახსიან, თუ რას ფიქრობენ იმ პროფესიის შესახებ, რაც აირჩიეს. სტუდენტები ამით საკუთარ თავს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და გაუწევენ პოპულარიზაციას იმ უნივერსიტეტს, რომელსაც წარმოადგენენ. 

 მჯერა, რომ ახალგაზრდების ფართო ჩართულობა და საჯაროობა არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი მედიაჰოლდინგი კარს უხსნის ახალგაზრდობას, სტუდენტობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს…” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეხვედრის შესახებ ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა იმერი ბასილაძემაც:

“დღევანდელ შეხვედრაზე შევჯერდით –  ეს პროექტი არის საუკეთესო და გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაცია, რაც აკლია სტუდენტებს, იყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი. თანაც, ეს პროექტი პოპულარულზაციას გაუწევს უნივერსიტეტს და ჩვენს სტუდენტებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
 ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი ფხაკაძის ამ შემოთავაზებით სტუდენტების ძირითადი ნაწილი დაინტერესდება, რა თქმა უნდა.

ამასთან, ფაკულტეტებიდან მათ გამოეყოფათ კურატორები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის წარმოდგენის და რედაქტირების მხრივ და ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ვებგვერდებზე, არამხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას მოახდენს, არამედ თავად სტუდენტებისათვისაც იქნება ხელსაყრელი, რადგან ისინი გახდებიან ცნობადები და გამოქვეყნებული ინფორმაცია იქნება მათთვის საინტერესო.”

ეკატერინე გაჩეჩილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე:

“უნივერსიტეში სტუმრად გვყავდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც გამართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

მან წარადგინა თავისი კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია სტუდენტების თავისუფალი სიტყვასთვის, მათი თავისუფალი ნების გამოხატვისათვის. გიორგი ფხაკაძემ დააანონსა ახალი პლატფორმა “შენი სიტყვა” , სადაც სტუდენტები შეძლებენ 50-წამიანი ვიდეოების ატვირთვას, რომელშიც გააჟღერებენ მათ ინტერესებსა და იდეებს.

რა თქმა უნდა, ამ პლატფორმამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგზარდებში, გაიმართა აქტიური ინტერაქცია, დისკუსია. გვჯერა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ათეულობით ვიდეო ჩაიწერება ახალი პლატფორმისთვის….”

ბოლო სამ თვეში 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა…

„ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული“ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, 10 აპრილამდე პერიოდში კი 235 შემთხვევაა აღრიცხული. ინფორმაცია ამის შესახებ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება.

“ყივანახველას დიაგნოზით ბავშვი იმ შემთხვევაში შეიძლება მოთავსდეს სტაციონარში, თუ დაავადება ფილტვების ანთებით გართულდა. იმ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მოთავსდნენ, ყივანახველის განვითარების გართულებები აღენიშნებათ. ფილტვების ანთება შესაძლოა განვითარდეს დაავადების დასაწყის ეტაპზე, ან ალაგების დროს.

2024 წელს ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, წელს კი, 10 აპრილამდე პერიოდში 235 შემთხვევა გვაქვს.

მთავარია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს. დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები იმდენად სპეციფიკურია, რომ მშობელსაც და ექიმსაც შეუძლია აქტიურ ფაზაში მისი გარჩევა.

დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს.

ეს იწყება დაავადების პირველი ნიშნის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ და რიგ შემთხვევაში თან ახლავს ღებინების შეგრძნება, მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა, ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას ხველის ხანგრძლივობა გამოარჩევს. ხველა, შესაძლოა, გაგრძელდეს 100 დღემდე.

ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე მთავარი ფაქტორია. ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას. პირველი 6 თვე, ბავშვის იმუნიტეტი დედის რძისგან ყალიბდება, ანტისხეულების ხარჯზე. თუ ძუძუთი კვებაზეა ბავშვი, პირველი 6 თვე დაცულია. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა თავიდან აცილების თვალსაზრისით,” – აღნიშნა ჩხაიძემ.

„სახელმწიფო პროგრამაში, რა მედიკამენტიც არის გათვალისწინებული იმის დეფიციტი დღეს არ არსებობს – ნუ შევქმნით პანიკას და გავუფრთხილდეთ პაციენტების ინტერესებს“- მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტებზე

„სახელმწიფო პროგრამაში, რა მედიკამენტიც არის გათვალისწინებული იმის დეფიციტი დღეს არ არსებობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაცინეტებზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

„ნუ შევქმნით პანიკას და გავუფრთხილდეთ პაციენტების ინტერესებს, რომ ტყუილად, არასწორ აჟიოტაჟს ნუ დავთესავთ. სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, ასეთი დეფიციტი არ არსებობდეს არც მომავალში. რა ნაკლოვანებებიც შეიძლება არსებობდეს კომუნიკაციის, ლოგისტიკის თვალსაზრისით, ამ პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმირებულია და ამ თემაზეც მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურების ამერიკული გამოცდილება – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრი, დოქტორანტინინო ენდელაძე ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურების სისტემის შექმნისთვის გვიზიარებს ამერიკულ გამოცდილებას და რეკომენდაციებს:

,,ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება საერთაშორისო აკრედიტაციის გზით, აქედან გამომდინარე სწორი იქნება, თუ ამ სფეროში წარმატებული და განვითარებული ქვეყნების მაგალითს გავიზიარებთ.

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია (American Medical Association) დაარსებულია 1847 წელს,  ის ყველაზე დიდი და ერთადერთი ეროვნული ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს 190-ზე მეტ სახელმწიფო, სამედიცინო პროფესიულ ასოციაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ისტორიის მანძილზე, (American Medical Association) ყოველთვის  ხელს უწყობდა მედიცინის, მეცნიერების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია, (American Medical Association) როგორც ექიმების ძლიერი მოკავშირე პაციენტთა მოვლაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ექიმებს სასამართლოებსა და საკანონმდებლო ორგანოებში წარმოადგენს, აღმოფხვრის დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლის პაციენტის მოვლას, რაც იწვევს ქრონიკული დაავადებების პრევენციას და საზოგადოებასთან დაპირისპირებას.

აგრეთვე ახორციელებს, ჯანმრთელობის მართვის კრიზისების და მედიცინის სისტემის განვითარებისთვის მუდმივ შეფასებას,  გამოვლენას და აღმოფხვრას. (https://www.ama-assn.org/).

ამ ასოციაციის მრვალწლიანი წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, ,,შენი უფლებების’’ ფარგლებში სამედიცინო და სამოქალაქო სექტორის განვითარების, გაძლიერებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის რვა რეკომენდაციას გთავაზობთ, რომელიც დაიცავს მედ-პერსონალს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

 საერთაშორისო ხარისხის ჯანდაცვის სექტორის შექმნისთვის აუცილებელია:

  1. სამედიცინო პროფესიული ასოციაციების საქმიანობის გაძლიერება და მათი სავალდებულო ჩართულობა სამედიცინო გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავებაში.
  2. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის შექმნა, რომელიც სამედიცინო დავებს განიხილავს, რაც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დავების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს, რითაც შემცირდება სასამართლო დავების რაოდენობა.
  3. სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულობა და ამ მიმართულებით დაზღვევის ფუნქციების გაზრდა, როგორც საკონსულტაციო ისე საპროცესო დონეზე.
  4. სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიღების პროცესში სამედიცინო სექტორის აქტიური ჩართულობა, მათ შორის საექსპერტო დონეზე.
  5. სახელმწიფო დაქვემდებარებაში ექიმ ექსპერტ-სპეციალისტთა საბჭოს შექმნა, დამოუკიდებელი ან სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, რაც კონკრეტული სამედიცინო შემთხვევის ან/და გადაცდომის დროს საექსპერტო დასკვნის შემუშავების პროცესს გაამარტივებს.
  6. მედ-პერსონალის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების პროცედურის გაწერა მათ შორის, მტკიცებულებების წარდგენის წესის განსაზღვრა, მოსარჩელეების მტკიცების ტვირთის გაზრდა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანის მიზნით, მისი დასაშვებობის შემოწმება.
  7. საჩივრის განხილვის დოკუმენტაციის კონფიდენციალურად შენახვა იქამდე სანამ შემთხვევაზე წინასწარი, შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და მათ შორის პირ(ებ)ის პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობა არ იქნება სათანადოდ გათვალისწინებული.
  8. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის კატეგორიის სიხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე ადმინისტრაციული გადაცდომის შედეგად მედ-პერსონალის ლიცენზირების საკითხის განხილვა დაექვემდებაროს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. (https://tcc.court.ge/ka/Jurors)’’.

შენი კანონი:

,,1. საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი.

  1. ექიმს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
  2. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).’’ (წყარო საქართველოს კანონი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ მუხლი94.)

„პრაქტიკულად არცერთი ონკოპაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“-მიხეილ სარჯველაძე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს პერიოდში შევა.

„ბევრი ონკოპაციენტისთვის ეს ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი იყო გარკვეულ დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ალტერნატიული შესაძლებლობებიც ჰქონდა საიმისოდ, რომ რაღაცა ფორმით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი ონკოპაციენტისთვის. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ახლო მომავალში, რამდენიმე დღეში ეს გახდება ნორმატიული, ძალაში შესული აქტი. მანამდეც, ამ პერიოდშიც არცერთი პაციენტისთვის რეალური პრობლემა ეს არ იქნება. ვინმეს თუ მსგავს საკითხზე ექნება კითხვა, მზად ვართ სამინისტროში, რომ სრული მომსახურება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პროცესს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights