ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

„ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული“ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, 10 აპრილამდე პერიოდში კი 235 შემთხვევაა აღრიცხული. ინფორმაცია ამის შესახებ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება.

“ყივანახველას დიაგნოზით ბავშვი იმ შემთხვევაში შეიძლება მოთავსდეს სტაციონარში, თუ დაავადება ფილტვების ანთებით გართულდა. იმ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მოთავსდნენ, ყივანახველის განვითარების გართულებები აღენიშნებათ. ფილტვების ანთება შესაძლოა განვითარდეს დაავადების დასაწყის ეტაპზე, ან ალაგების დროს.

2024 წელს ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, წელს კი, 10 აპრილამდე პერიოდში 235 შემთხვევა გვაქვს.

მთავარია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს. დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები იმდენად სპეციფიკურია, რომ მშობელსაც და ექიმსაც შეუძლია აქტიურ ფაზაში მისი გარჩევა.

დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს.

ეს იწყება დაავადების პირველი ნიშნის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ და რიგ შემთხვევაში თან ახლავს ღებინების შეგრძნება, მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა, ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას ხველის ხანგრძლივობა გამოარჩევს. ხველა, შესაძლოა, გაგრძელდეს 100 დღემდე.

ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე მთავარი ფაქტორია. ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას. პირველი 6 თვე, ბავშვის იმუნიტეტი დედის რძისგან ყალიბდება, ანტისხეულების ხარჯზე. თუ ძუძუთი კვებაზეა ბავშვი, პირველი 6 თვე დაცულია. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა თავიდან აცილების თვალსაზრისით,” – აღნიშნა ჩხაიძემ.

„სახელმწიფო პროგრამაში, რა მედიკამენტიც არის გათვალისწინებული იმის დეფიციტი დღეს არ არსებობს – ნუ შევქმნით პანიკას და გავუფრთხილდეთ პაციენტების ინტერესებს“- მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტებზე

„სახელმწიფო პროგრამაში, რა მედიკამენტიც არის გათვალისწინებული იმის დეფიციტი დღეს არ არსებობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაცინეტებზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

„ნუ შევქმნით პანიკას და გავუფრთხილდეთ პაციენტების ინტერესებს, რომ ტყუილად, არასწორ აჟიოტაჟს ნუ დავთესავთ. სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, ასეთი დეფიციტი არ არსებობდეს არც მომავალში. რა ნაკლოვანებებიც შეიძლება არსებობდეს კომუნიკაციის, ლოგისტიკის თვალსაზრისით, ამ პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმირებულია და ამ თემაზეც მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურების ამერიკული გამოცდილება – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრი, დოქტორანტინინო ენდელაძე ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურების სისტემის შექმნისთვის გვიზიარებს ამერიკულ გამოცდილებას და რეკომენდაციებს:

,,ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება საერთაშორისო აკრედიტაციის გზით, აქედან გამომდინარე სწორი იქნება, თუ ამ სფეროში წარმატებული და განვითარებული ქვეყნების მაგალითს გავიზიარებთ.

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია (American Medical Association) დაარსებულია 1847 წელს,  ის ყველაზე დიდი და ერთადერთი ეროვნული ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს 190-ზე მეტ სახელმწიფო, სამედიცინო პროფესიულ ასოციაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ისტორიის მანძილზე, (American Medical Association) ყოველთვის  ხელს უწყობდა მედიცინის, მეცნიერების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია, (American Medical Association) როგორც ექიმების ძლიერი მოკავშირე პაციენტთა მოვლაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ექიმებს სასამართლოებსა და საკანონმდებლო ორგანოებში წარმოადგენს, აღმოფხვრის დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლის პაციენტის მოვლას, რაც იწვევს ქრონიკული დაავადებების პრევენციას და საზოგადოებასთან დაპირისპირებას.

აგრეთვე ახორციელებს, ჯანმრთელობის მართვის კრიზისების და მედიცინის სისტემის განვითარებისთვის მუდმივ შეფასებას,  გამოვლენას და აღმოფხვრას. (https://www.ama-assn.org/).

ამ ასოციაციის მრვალწლიანი წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, ,,შენი უფლებების’’ ფარგლებში სამედიცინო და სამოქალაქო სექტორის განვითარების, გაძლიერებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის რვა რეკომენდაციას გთავაზობთ, რომელიც დაიცავს მედ-პერსონალს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

 საერთაშორისო ხარისხის ჯანდაცვის სექტორის შექმნისთვის აუცილებელია:

  1. სამედიცინო პროფესიული ასოციაციების საქმიანობის გაძლიერება და მათი სავალდებულო ჩართულობა სამედიცინო გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავებაში.
  2. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის შექმნა, რომელიც სამედიცინო დავებს განიხილავს, რაც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დავების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს, რითაც შემცირდება სასამართლო დავების რაოდენობა.
  3. სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულობა და ამ მიმართულებით დაზღვევის ფუნქციების გაზრდა, როგორც საკონსულტაციო ისე საპროცესო დონეზე.
  4. სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიღების პროცესში სამედიცინო სექტორის აქტიური ჩართულობა, მათ შორის საექსპერტო დონეზე.
  5. სახელმწიფო დაქვემდებარებაში ექიმ ექსპერტ-სპეციალისტთა საბჭოს შექმნა, დამოუკიდებელი ან სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, რაც კონკრეტული სამედიცინო შემთხვევის ან/და გადაცდომის დროს საექსპერტო დასკვნის შემუშავების პროცესს გაამარტივებს.
  6. მედ-პერსონალის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების პროცედურის გაწერა მათ შორის, მტკიცებულებების წარდგენის წესის განსაზღვრა, მოსარჩელეების მტკიცების ტვირთის გაზრდა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანის მიზნით, მისი დასაშვებობის შემოწმება.
  7. საჩივრის განხილვის დოკუმენტაციის კონფიდენციალურად შენახვა იქამდე სანამ შემთხვევაზე წინასწარი, შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და მათ შორის პირ(ებ)ის პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობა არ იქნება სათანადოდ გათვალისწინებული.
  8. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის კატეგორიის სიხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე ადმინისტრაციული გადაცდომის შედეგად მედ-პერსონალის ლიცენზირების საკითხის განხილვა დაექვემდებაროს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. (https://tcc.court.ge/ka/Jurors)’’.

შენი კანონი:

,,1. საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი.

  1. ექიმს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
  2. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).’’ (წყარო საქართველოს კანონი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ მუხლი94.)

„პრაქტიკულად არცერთი ონკოპაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“-მიხეილ სარჯველაძე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს პერიოდში შევა.

„ბევრი ონკოპაციენტისთვის ეს ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი იყო გარკვეულ დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ალტერნატიული შესაძლებლობებიც ჰქონდა საიმისოდ, რომ რაღაცა ფორმით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი ონკოპაციენტისთვის. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ახლო მომავალში, რამდენიმე დღეში ეს გახდება ნორმატიული, ძალაში შესული აქტი. მანამდეც, ამ პერიოდშიც არცერთი პაციენტისთვის რეალური პრობლემა ეს არ იქნება. ვინმეს თუ მსგავს საკითხზე ექნება კითხვა, მზად ვართ სამინისტროში, რომ სრული მომსახურება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პროცესს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ჩემი მთავარი საზრუნავი არის პაციენტი და მისი ტკივილი. მინდა, ყველა პაციენტმა იცოდეს, ვმუშაობ, რათა არც ერთი მათგანის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა“-მიხეილ სარჯველაძე

„ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზედაც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო. მინდა, ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არც ერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მცირე განცხადება გავაკეთო, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ონკოპაციენტის და ზოგადად, ყველა პაციენტის შეხედულება, მდგომარეობა და აზრი. ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზედაც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო და მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ასევე, მინდა ყველამ კარგად იცოდეს და ვინც მე მიცნობს, ალბათ ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცის, რომ არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციის და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც ამიერიდან შემეშლება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით – არც მსოფლმხედველობით, არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არასდროს არავისთვის მიმიცია. მინდა, ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არც ერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა. ეს სამინისტროს მოვალეობაა და ეს უნდა იცოდეს სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველა კლინიკამ და ეს კარგად უნდა იცოდეს თითოეულმა პაციენტმა. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა თვითონ გადაწყვეტს, ვინ რა გზით რას მოითხოვს – ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი ან თუნდაც შესაფასებელი, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პეტიციის ან გარკვეული აქციის ჩატარების საჭიროება ობიექტურად სამინისტროსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში არ იარსებებს.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ შეხვედრას, დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა იყო, რომელსაც ესწრებოდნენ პაციენტებიც და ასევე არაპაციენტებიც. თითოეული პაციენტის კონკრეტული სატკივარი, ზოგადი შეხედულება, ინდივიდუალურზეც და ზოგადზეც, მოსმენილი იყო. სამინისტრომ დაიწყო ინტენსიურად მუშაობა კონკრეტული საკითხების მოწესრიგებაზე. ამ საკითხების დიდი ნაწილი ამ დრომდეც მოწესრიგებულია და გაგრძელდება მუშაობა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

რა გავლენას ახდენს სტრესი ადამიანის ცხოვრებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი დასვენება?

xr:d:DAGCAK4jeKw:53,j:2942400892394507721,t:24041013
რა გავლენას ახდენს სტრესი ადამიანის ცხოვრებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი დასვენება?
საუბრობს ფრანგული სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი, თერაპევტი ეკატერინე ლიპარტაშვილი გადაცემაში „იმუნიტეტი“:

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის ბი­ო­ლო­გია

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის ბი­ო­ლო­გია

ადა­მი­ანს ორი თირ­კმე­ლი აქვს.

სა­შარ­დე გზე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი­ა: ორი შარ­დსაწ­ვე­თი (ი­სი­ნი თი­თო­ე­ულ თირ­კმელს აკავ­ში­რებს შარ­დის ბუშ­ტთან), შარ­დის ბუშ­ტი და შარ­დსა­დე­ნი (მი­ლი, რო­მე­ლიც შარ­დის ბუშ­ტი­დან სხე­უ­ლის გა­რეთ მი­ე­მარ­თე­ბა). თი­თო­ე­უ­ლი თირ­კმე­ლი მუდ­მი­ვად წარ­მოქ­მნის შარდს, რო­მე­ლიც შარ­დსაწ­ვე­თე­ბის გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში და­ბა­ლი წნე­ვით ჩა­ე­დი­ნე­ბა. შემ­დეგ შარ­დი შარ­დსა­დე­ნის გავ­ლით გა­მო­დის სხე­უ­ლი­დან, მა­მა­კა­ცებ­ში პე­ნი­სით, ხო­ლო ქა­ლებ­ში – ვულ­ვის სი­ახ­ლო­ვეს. შარ­დში ნორ­მა­ში, რო­გორც წე­სი, არ არის ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სხვა პა­თო­ლო­გი­უ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი.

თირ­კმლე­ბი
თირ­კმლე­ბი ლო­ბი­ოს მარ­ცვლის ფორ­მის ორ­­­გა­­ნო­ე­ბი­ა, რო­მელ­თა სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა. ისი­ნი ხერ­ხემ­ლის აქეთ­-ი­ქით, სა­ჭ­­­­­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის შემ­ცვე­ლი მუც­­­ლის ღრუს უკა­ნაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სისხლს აორ­ტის ტო­ტე­ბი­დან – თირ­კმლე­ბის არ­ტე­რი­ე­ბი­დან იღებს. სის­ხლი მათ­გან უფ­რო და უფ­რო მცი­რე არ­ტე­რი­ებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე მცი­რე ზო­მი­სას არ­ტე­რი­ო­ლე­ბი ეწო­დე­ბა. არ­ტე­რი­ო­ლე­ბი­დან სის­ხლი გლო­მე­რუ­ლებ­ში, ანუ გორ­გლებ­ში გა­და­დის, სა­დაც უმ­ცი­რე­სი სის­ხლძარ­ღვე­ბის – კა­პი­ლა­რე­ბის ქსე­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი. გლო­მე­რუ­ლე­ბი­დან სის­ხლი არ­ტე­რი­ო­ლე­ბით გა­მო­დის და პა­ტა­რა ვე­ნებ­ში გა­და­ე­დი­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ან­დე­ბა და წარ­მოქ­მნის თირ­კმლის ვე­ნას, რო­მელ­საც ამ ორ­გა­ნო­დან სის­ხლი გა­აქვს.
ნეფ­რო­ნი თირ­კმლის უმ­ცი­რე­სი, მიკ­როს­კო­პი­უ­ლი ერ­­თე­­უ­ლი­ა, რო­მე­ლიც ფილ­ტრავს სისხლს და წარ­მოქ­მნის შარდს. თი­თო­ე­ულ თირ­კმელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი მი­ლი­ო­ნი ნეფ­რო­ნი­ა. ისი­ნი შედ­გე­ბა გლო­მე­რუ­ლის, მი­ლა­კი­სა და შემ­კრე­ბი სა­დინა­რის­გან. გლო­მე­რუ­ლას, ანუ გორ­გალს, გარს აკ­რავს თხე­ლი, თა­სის ფორ­მის ბო­უ­მე­ნის კაფ­სუ­ლა. კაფ­სუ­ლის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ბო­უ­მე­ნის სივ­რცი­დან გა­ფილ­ტრუ­ლი სითხე (შარ­დი) მი­ლა­კით გა­ე­დი­ნე­ბა. ნეფ­რო­ნის მე­სა­მე ნა­წი­ლი შემ­კრე­ბი სა­დი­ნა­რი­ა, რო­მელ­შიც შარ­დი რამ­დე­ნი­მე მი­ლა­კი­დან გროვ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მი­ლა­კი, თა­ვის მხრივ, სა­მი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პროქ­სი­მა­ლუ­რი კლაკ­ნი­ლი მი­ლა­კი, ჰენ­ლეს მარ­ყუ­ჟი და დის­ტა­ლუ­რი კლაკ­ნი­ლი მი­ლა­კი.
თირ­კმელ­ში ორი ნა­წი­ლი გა­მო­ი­ყო­ფა: გა­რე­თა (ქერ­ქო­ვა­ნი) ნა­წი­ლი და შიგ­ნი­თა (ტვი­ნო­ვა­ნი) ნა­წი­ლი. ყვე­ლა გლო­მე­რუ­ლა გა­რე­თა ნა­წილ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მი­ლა­კე­ბი კი – რო­გორც ქერ­ქო­ვან, ისე ტვი­ნო­ვან ნა­წი­ლებ­ში. ათა­სო­ბით ნეფ­რო­ნის შემ­კრე­ბი სა­დინ­არი­დან შარ­დი თირ­კმლე­ბის ფი­ა­ლებ­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა. თი­თო­ე­ულ თირ­კმელ­ში რამ­დე­ნი­მე ფი­ა­ლა­ა, რომ­ლე­ბიც ცენ­ტრა­ლურ სივ­რცეს – თირ­კმლე­ბის მენჯს უკავ­შირ­დე­ბა. მენ­ჯი­დან შარ­დი შარ­დსაწ­ვეთ­ში გა­და­დის.

ფრჩხილ­-კვი­რის­ტა­ვის სინ­დრო­მი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხომივან უჯრედებზე

რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხომივან უჯრედებზე (ადიპოციტებზე).

ჩვენ არ ვართ დაზღვეული სტრესისაგან, რთული სამუშაო გრაფიკი, ძილის ნაკლებობა, ოჯახური პრობლემები და უმრავი სხვა ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სტრესს.

ცნობილი ენდოკრინოლოგის, ჰანს სელიეს თეორიის თანახმად, სტრესი არსებობს ორი ტიპის:

დისტრესი (ნეგატიური) და ეუტსტრესი (სასარგებლო სტრესი)

დისტრესი შეიძლება იყოს ფსიქო-ემოციური, ინფორმატიული და ფიზიოლოგიური.

ყველა ამ ნეგატიური სტრესის სახეობას აერთინებს ერთი რამ, -კორტიზოლის დონის სიჭარბე ორგანიზმში. თუმცა თავად კორტიზოლი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ორგანიზმისათვის, თუ მისი დონე არის ზომიერი.

ფიზიკური დატვირთვის დროს ასევე გამოიყოფა კორტიზოლი და თუ ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისათვის არ არის ძალიან მაღალი, კორტიზოლი 45 წუთის განმავლობაში დგება საწყის ნორმაში. ასეთი ვარჯიში პოზიტიურ სტრესს მიუკუთვნება (ეუტსტრესი)

კორტიზოლი:

სტრესის ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. სტრესის და ინტენსიური ვარჯიშის დროს, შეიძლება, მისი დონე. კორტიზოლი არეგულირებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შენარჩუნებას.

თუ ადამიანი ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში იმყოფება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შეიძლება, ვარჯიშმა გაამწვავოს მისი ფიზიკური მდგომარება. ასევე  ფსიქოემოციურ და ინფორმატიულ დისტრესს შეუძლია გამოიწვიოს სომატური რეაქციები.

კორტიზოლი და გაცხიმოვნება:

გლუკოკორტიკოიდებს შეუძლიათ მადის გაზრდა მსუყე საკვების მიმართ (მაღალკალორიული საკვები)

თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება მუცლის ღრუში;

აბდომინურ გაცხიმოვნებას და მის არაკეთილსასურველ მეტაბოლურ შედეგებს.

ბეტა-ადრენორეცეპტორები და ალფა-ადრენორეცეპტორები – ცხიმოვანი უჯრედების (ადოციტების) ზედაპირზეა განლაგებული,

ისინი არეგულირებენ მეტაბოლიზმს და ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციებ.

ასევე ამ რეცეპტორებზე ზეგავლენას ახდენენ  კატეხოლომინები (ადრენალინი, ნორადრენალინი, დოფამინი), ისინი გამოიყოფიან ვარჯიშის დროს,

ალფა-ადრენორეცეპტორები:

ალფა-ადრენორეცეპტორები იყოფა ორ ქვეტიპად: ალფა-1 და ალფა-2.

ალფა-1 ადრენორეცეპტორები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ლიპოლიზის ინჰიბიციასთან (ცხიმის დაშლა) და სისხლძარღვთა შეკუმშვის სტიმულაციასთან (ვაზოკონსტრიქცია).

ალფა-2 -ადრენორეცეპტორები მონაწილეობენ ლიპოლიზის ინჰიბირებაში,

ბეტა-ადრენორეცეპტორები:

ბეტა-ადრენორეცეპტორები ასევე იყოფა ორ ქვეტიპად: ბეტა-1 და ბეტა-2.

ბეტა-1 ბეტა-ადრენორეცეპტორები ძირითადად განლაგებულია გულის კუნთზე და შეუძლია გულის შეკუმშვების სიხშირისა და სიძლიერის გაზრდა.

ბეტა-2 ბეტა-ადრენორეცეპტორები, მეორე მხრივ, ძირითადად გვხვდება ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთში. ისინი ხელს უწყობენ გლუვი კუნთების მოდუნებას, ბრონქებისა და სისხლძარღვების გაფართოებას. ცხიმოვან ქსოვილთან დაკავშირებით, ბეტა-ადრენორეცეპტორების გააქტიურებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ლიპოლიზს (ცხიმების დაშლას) და ცხიმოვანი მჟავების გამოყოფას.

მეორე მხრივ, ალფა-ადრენორეცეპტორების გააქტიურებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ლიპოლიზის ინჰიბირება და შეამციროს ცხიმოვანი მჟავების გამოყოფა. ბეტა- და ალფა-ადრენორეცეპტორების გააქტიურების უნიკალურკომბინაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტაბოლურ პროცესებსა და ცხიმოვანი ქსოვილის რეგულირებაზე. ცხიმოვანი ქსოვილის ალფა და ბეტა ადრენორეცეპტორები რეაგირებენ სხვადასხვა ჰორმონებსა და მედიატორებზე.

კორტიზოლის მაღალი დონის გახანგრძლივებით, მაგალითად, ქრონიკული სტრესის დროს, შეიძლება, შესუსტდეს კორტიზოლის მოქმედება ბეტა-ადრენორეცეპტორებზე და ამის ნაცვლად გააქტიურდეს ალფა-ადრენორეცეპტორები, რაც იწვევს ლიპოლიზის ინჰიბირებას. ასევე ამ რეცეპტორების გააქტიურება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ზოგ ადამიანს უფრო მგრძნობიარე აქვს ბეტა რეცეპტორები, ვიდრე ალფა, აქედან გამომდინარე, ზოგი  ჰორმონების სტიმულირება (ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი) იმოქმედებს იმ რეცეპტორებზე, რომლებიც უფრო მგრძნობიარეა მათ მიმართ. ამრიგად, კორტიზოლი გავლენას ახდენს ცხიმოვანი ქსოვილის ორივე ტიპის რეცეპტორზე, მაგრამ ეფექტები შეიძლება დამოკიდებული იყოს სტრესის ხანგრძლივობასა და დონეზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქციაზე. მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება და ქრონიკული სტრესის შემცირება, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მეტაბოლურ პროცესებსა და ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განაწილებაზე.

ეს იმ ჰორმონებისა და მედიატორების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც რეაგირებენ ცხიმოვანი ქსოვილის ალფა და ბეტა-ადრენორეცეპტორები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და მეტაბოლური პროცესების რეგულირებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ჰორმონების გამომუშავების დონე და ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ვარჯიშის ტიპისა და ინტენსივობის, ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. ბოლო კვლევების თანახმად დადგინდა, რომ კორტიზოლის (VO2-ის) დონე ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების 60% ინტენსივობიდან იწყებს ზრდას ვარჯიშის ინტენსივობის ზრდის პროპორციულად, მაშინაც კი, თუ ის ხანგრძლივი არაა. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დაწყებიდან უკვე ერთი წუთის შემდეგ ააქტიურებს კორტიზოლის გამომუშავებას. თუმცა VO2-ის 50%-იანი და უფრო დაბალი ინტენსივობა არ იწვევს კორტიზოლის დონის მნიშვნელოვან ზრდას! კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიზოლის გაზრდილმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლეპტინის დონეზე ორგანიზმში. ზოგიერთ შემთხვევაში, მომატებულმა კორტიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ლეპტინის (პეპტიდური ჰორმონი, რომელიც თრგუნავს შიმშილის გრძნობას) დონის დაქვეითება ან ამ ჰორმონის მიმართ მგრძნობელობის ცვლილება, მაგალითად, მადის ცვლილება, გამოხატული – საკვების მიღების გაზრდისკენ.

კორტიზოლის კონცენტრაცია იზრდება ძალისმიერი ვარჯიშისას, მაგრამ არის მოკლევადიანი და არ იწვევს კუნთოვანი ქსოვილის კატაბოლიზმს, მაგრამ ზრდის მადას. გაზრდილი სტრესით, კორტიზოლის ამაღლებული დონე ნარჩუნდება დღეებისა და კვირების განმავლობაში. გარდა ამისა, მკაცრი დიეტების დროს, კორტიზოლი, აკავებს სითხეს ორგანიზმში. ვარჯიშის დროს კორტიზოლის კონცენტრაცია სისხლში პირველ წუთებში იზრდება დაახლოებით 60 გ/დლ-მდე, შემდეგ მცირდება დაახლოებით 35 გ/ დლ-მდე და უკვე დაახლოებით 45 წუთში იწყებს ისევ მატებას, შემდეგ ასევე სწრაფად იკლებს ნორმამდე. ე. ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჭარბი წონის ადამიანისათვის მაღალი ინტენსივობის დატვირთვამ შესაძლოა წონის კლების ნაცვლად წონის მატება გამოიწვიოს, ვინაიდან მაღალმა კორტიზოლმა შეიძლება დააქვეითოს ლიპტინის დონე (რაც გაზრდის მადას) და გაააქტიუროს ცხიმოვან უჯრედებზე განლაგებული ალფა რეცეპტორები, რაც შეიძლება ლიპოლიზის ნაცვლად ლიპოგენეზის (ცხიმის დაგროვება) მიზეზი გახდეს.

აერობული ვარჯიშის სიმძლავრე განისაზღვრება ჟანგბადის მოხმარების დონით (VO2 max) როდესაც დატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 20-25%-ს (ჩვეულებრივი სიარული), ენერგიის ძირითადი წყაროა ტრიგლიცერიდები (ცხიმი). თუმცა, სიხარული რომ ნაადრევი არ აღმოჩნდეს, უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია ინტრამუსკულურ და არა კანქვეშა ცხიმზე. მცირე რაოდენობით ენერგია ისევ სისხლში არსებული გლუკოზისა და ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე მოდის. გარდა ამისა, პროცესში ერთვება კუნთებში არსებული გლიკოგენი, ეს კი ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მიღებულ ენერგიას ნიშნავს, თუმცა, მთავარი წყარო მაინც ცხიმია. ეს ხდება საფუძველი არასწორი შეხედულებების პულსის გარკვეულ ზონებში „ცხიმისმწველი ვარჯიშების“ შესახებ და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ინტრამუსკულური ცხიმია, რომელსაც ბევრი არაფერი აქვს საერთო პრობლემურ ადგილებში დაგროვილ ცხიმთან.  როდესაც დატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 85%-ს (სწრაფი სირბილი), ენერგიის მთავარი წყაროა კუნთების გლიკოგენი. სისხლში გლუკოზის მოხმარების დონე იზრდება. ინტრამუსკულური ცხიმისა და სისხლიდან ცხიმმჟავების მოხმარება ოდნავ მცირდება. მთლიანი ენერგეტიკული ხარჯი უკვე საკმაოდ დიდია. დატვირთვის შემდგომი მატებით დაიხარჯება უფრო მეტი კუნთოვანი გლიკოგენი და ნაკლები ცხიმი

დასკვნა:

ცხიმის ენერგიად გამოყენება არ იწყება 40-წუთიანი კარდიოს შემდეგ; ცხიმის „ენერგიად გამოყენება“ შეიძლება დაიწყოს კარდიოს პირველი წუთებიდან, თუმცა ეს მაინც ინტრამუსკულური და არა კანქვეშა ცხიმია; ყოველ შემთხვევაში, კალორიების დეფიციტის გარეშე, ინტრამუსკულური ცხიმი შეივსება საკვებიდან, ისე რომ არ შეეხება პრობლემურ ადგილებში დაგროვილ ცხიმს. ორგანიზმი ყოველთვის მოიხმარს ადვილად ხელმისაწვდომ სუბსტრატებს, რათა არ დახარჯოს ენერგია დეპონირებული სუბსტრატების დაშლაზე. ამიტომ, როდესაც ვარჯიშის შემდეგ ან მის დროს თქვენ აღგენიშნებათ სისხლში გლუკოზის შემცირება, ამის გამო გრძნობთ თავბრუსხვევას ან გულისრევას. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზმში ადვილად ხელმისაწვდომი სუბსტრატები ამოიწურა და გლიკოგენის ან ცხიმის დაშლას დრო სჭირდება.

„მინდა დიდი მადლობა მოვუხადო იმ საღამოს მომუშავე ყველა პერსონალს…“-მადლიერი პაციენტი

მადლიერი პაციენტი

„2016 წლის 11 სექტემბერს მოვხვდი თქვენს კლინიკაში ენტეროვირუსის დიაგნოზით, მინდა დიდი მადლობა მოვუხადო იმ საღამოს მომუშავე ყველა პერსონალს, ასეთი სითბოსთვის და დიდი ყურადღებისთვის.

მიხარია, რომ არსებობენ კიდევ ასეთი თბილი ადამიანები. დიდი მადლობა ყველას იმ სითბოსთვის, რაც მე იმ საღამოს დავინახე ჩვენს მიმართ. გაიხარეთ და უფალი გფარავდეთ, მიყვარხართ ყველა. კიდევ მადლობა.“

მაია ზურბაია

ექიმისთვის არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე მადლიერი პაციენტის სიტყვები

xr:d:DAGCAK4jeKw:38,j:3409649342423182720,t:24041011
გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსთვის, რასაც ჩვენს მიმართ გამოხატავთ კომენტარებში და წერილებში.
ექიმისთვის არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე მადლიერი პაციენტის სიტყვებია. ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რათა კიდევ უფრო მეტი შემართებით და ძალისხმევით განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა და დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რათა მათ ჯანმრთელად და ბედნიერად განაგრძონ ცხოვრება.
MMT ჰოსპიტალი – თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე
მოგვწერეთ ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით, რათა მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია
მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას #5 / ჩაჩავას #1
ქ.ბათუმი, რუსთაველის #35 ,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი”
საკონტაქტო ნომერი : 0322 23 40 23 / 595 233023
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights