სამშაბათი, ივნისი 16, 2026

ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია

22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება!

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!

პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, მას შემდეგ ყოველწლიურად მსოფლიოს 192 ქვეყანაში ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისთვის აღინიშნება.
2024 წლისთვის დედამიწის დღის თემა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული და 2040 წლისთვის პლასტმასის წარმოების 60%-ით შემცირებას ითხოვს.

2021 წელს, თემით – „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ – ეს დღე ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ პროცესებზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენა.

თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული დედამიწისა და ჩვენი მომავალი. ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია.

ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!

გარემოზე ზრუნვა ყველას პასუხისმგებლობაა!

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს.
ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ამ ორ ქვეყანას, საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებს.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით.
შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი ელისა კაკო ესწრებოდნენ.

შემდეგი პანდემია გრიპის ვირუსით იქნება გამოწვეული – მეცნიერები გვაფრთხილებენ

წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ახალ პანდემიას გამოიწვევს.

საერთაშორისო კვლევის შედეგების მიხედვით, დაავადების წამყვანი ექსპერტების 57%-ს მიაჩნია, რომ მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების შემდეგი გლობალური გავრცელების მიზეზი შტამი იქნება – გრიპის ვირუსი.

„ყოველ ზამთარში გრიპი ჩნდება. ამ ეპიდემიებს შეიძლება ეწოდოს მცირე პანდემიები. ისინი მეტ-ნაკლებად კონტროლდება, რადგან სხვადასხვა შტამი, რომლებიც მათ იწვევენ, საკმარისად ვირუსული არ არის – მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება”, – ამბობს ის.

ამავდროულად, კვლევაში მონაწილე ექსპერტების 21%-ის აზრით, გრიპის შემდეგ პანდემიის შემდეგი ყველაზე სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს მეცნიერებისთვის უცნობი ვირუსი, სახელად დაავადება X. ისინი თვლიან, რომ შემდეგი პანდემია ამით იქნება გამოწვეული. ჯერ კიდევ ამოუცნობი მიკროორგანიზმის მიერ, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება, როგორიცაა Sars-CoV-2 ვირუსი, რომელმაც გამოიწვია Covid-19, როდესაც მან დაიწყო ადამიანების ინფიცირება 2019 წელს.

ზოგიერთი მეცნიერი ჯერ კიდევ თვლის, რომ Sars-CoV-2 ვირუსი რჩება საფრთხედ, კვლევაში მონაწილე მეცნიერთა 15% მას ასახელებს პანდემიის ყველაზე სავარაუდო მიზეზად უახლოეს მომავალში.

ამავდროულად, მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ გრიპის მრავალი შტამის, მათ შორის H5N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შემუშავებულია, განსხვავებით Covid-19-ის სიტუაციისგან, როდესაც ვაქცინა თავიდან უნდა შემუშავებულიყო.

“ეს სახლი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პროექტია, ნივთები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიტანე”- გიორგი ფხაკაძე

{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს მსახიობი გოგოლა კალანდაძე თბილისის რეზიდენციაში ესტუმრა. ვიდეოს „ტვ პირველი“ აქვეყნებს

პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენცია მე-16 საუკუნის სასახლეა, სადაც დრო ჩერდება და ზღაპრულ სამყაროში გადადიხარ…✨️

„ეს არის ჩემი რეზიდენცია. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი გემოვნება აქვს გიორგი ფხაკაძეს და როგორი სტრატეგიული დაგეგმარება შეუძლია, უნდა ნახოს ეს სახლი…

იყო დრო, როდესაც საჭმლის ფულიც არ მქონდა, სახლში ჩავდე ყველაფერი. ეს რეზიდენცია ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია…

ამ სახლში მთელი მსოფლიოს ნივთებია თავმოყრილი. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, სხადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ალბათ, 10 კონტეინერით ჩამოვიტანე ნივთები, დანა-ჩანგალიც კი არ მაქვს თბილისში ნაყიდი…“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე და საკუთარ შთამბეჭდავ და საოცარ რეზიდენციას დეტალურად გვაცობს:

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს შეხვდა

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა.

მხარეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ჯანდაცვის სერვისებსა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის, ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს საიმედო მეგობარი და პარტნიორია.

 

 

 

“მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მედიცინას იმიტომ, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს!” -გიორგი ფხაკაძე TV “იმედში” ბარიატრიულ ქირურგიაზე საუბრობს

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

“მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მედიცინას იმიტომ, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს!” – პროფესორი Giorgi Pkhakadze გადაცემა “იმუნიტეტში” ბარიატრიულ ქირურგიაზე საუბრობს:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ავტორი: თათია გოჩაძე

2024 წლის 18-20 აპრილს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – „ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიები და კონცეფციები“.

აღნიშნულ კონფერენციას აქტიურ მედიამხარდაჭერას უცხადებს “შენი პულსი” და გაგაცნობთ მონაწილეთა მოსაზრებებს აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე:

გიორგი ფხაკაძე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტი, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის პროფესორი, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში:

“უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქი 3 დღით არის თბილისი. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სამედიცინო უმაღლესი განათლება არის საერთაშორისო დონის.

ჩვენი ექსპერტები, სპეციალისტები არიან თანასწორუფლებიანი პარტნიორები ამ პროცესში.

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე არის, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი უმაღლესი სამედიცინო განათლების ცენტრი.”

თამარ თალაკვაძე – პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი საქართველოში:

“დღევანდელი კონფერენცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შეკრებილი არიან სამედიცინო განათლების, სადოქტორო სწავლების მთავარი პერსონები, რომლებიც რეალურად ქმნიან ამინდს ამ სფეროში.

27 ქვეყნიდან გვყავს სტუმრები, 28-ე ქვეყანას ჩვენ წარმოვადგენთ. კონფერენცია აქტიურ ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. მათთან ათეული წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და დღეს რომ ვმასპინძლობთ “ორფეუსის” კონფერენციას, ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხი.

აქ იმყოფებოდა სამთავრობო წარმომადგენლობა – სამინისტროდან და ხარისხის მართვის დეპარტამენტიდან.

ჩვენ ამ საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ვაგრძელებთ და შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია თესალონიკში, სადაც მივემგზავრებით…

საქართველოში ასეთი წარმომადგენლობის ჩამოსვლა ადასტურებს, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი დიდია, რაც ძალიან მახარებს.”

ირინე ფხაკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი საქართველოში:

“ნებისმიერი კონფერენცია თუ ფორუმი, სადაც მონაწილეობენ აკადემიური პირები დარგის ექსპერტებთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმისმიერი დარგის განვითარებისთვის. განსაკუთრებით, თუ ეს კონფერენცია საერთაშორისო დონისაა და ისეთი წარმომადგენლობითია, როგორიც დღეს არის.

აქ ყველაზე რეიტინგული საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების პრეზიდენტები და წარმომადგენლები მსჯელობენ სადოქტორო განათლების, სამეცნიერო კვლევებს გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლების შესახებ.

მჯერა, რომ აქ გაზიარებული რჩევები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები ნამდვილად დაეხმარება დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ეს შედეგი დაუბრუნდება საზოგადოებას”

გურამ სანადირაძე – პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი:

” შარშან გახლდით ბელგიაში ამ კონფერენციაზე და მაშინ გადაწყვიტეს, შემდეგი ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო და ეს ძალიან მახარებს, რადგან ეს აღიარებას ნიშნავს ჩვენი სამედიცინო სკოლის, მომზადების მეთოდებისა. ამიტომ ძალიან მოხარული ვარ ამ კონფერენციით.”

PROF. JANET CARTON – University College Dublin, Ireland:

“მე ძალიან მახარებს დღევანდელი კონფერენცია, საინტერესოა, რადგან საუბარია უმაღლეს სამედიცინო განათლებაზე.

ეს უდიდესი რამაა თქვენი ქვეყნისთვის, რადგან თბილისში ახლა არიან უდიდესი მკვლევრები უმაღლეს სამედიცინო განათლებაში და ეს დიდი წარმატებაა საქართველოსთვის.”

ZVONIMI MLINARIC – University of Zagreb Faculty of Pharmacy and Biochemistry, Croatia:

“ჩემთვის ეს კონფერენცია არის საინტერესო, რადგან მაქვს საშუალება, ჩემს კოლეგებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მეც მივიღო გამოცდილება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩართულები არიან სამედიცინო განათლებაში.”

ნინო თაბაგარი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი:

“ვფიქრობ, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია ევროპასთან დაახლოებისა.

ამ ტიპის კონფერენციები შედარებით იშვიათია, რადგან ეხება კვლევებს, მათი ორგანიზაციის საკითხებს და ამ კონფერენციამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა საქართველოში…”

ლევან ტვილდიანი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი:

” “ორფეუსი” პირველად ატარებს კონფერენციას საქართველოში, რაც ნამდვილად საპატიოა ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტისთვის – ჩვენ ვართ მათი ძირითადი პარტნიორი.

ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისთავად სადოქტორო სწავლების სამეცნიერო სტანდარტებს ეხება. ეს სტანდარტები შეიმუშავება არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

მონაწილეობენ წამყვანი სამედიცინო დარგის ორგანიზაციები. ჩვენს ქართველ კოლეგებს, ადგილობრივებს, აქვთ არაჩვეულებროვი საშუალება, რომ ეზიარონ ამ ხედვებს, პოზიციებს, მიიღონ დისკუსიებში მონაწილეობა, გაუზიარონ საკუთარი აზრი უცხოელ კოლეგებს და ა.შ. ჩვენს კონფერენციას ესწრება 99 უცხოელი წარმომადგენელი 27 სხვადასხვა ქვეყნიდან.”

ნანა ტატიშვილი – პროფესორი, ტვილდიანის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

“ამ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრების და მეცნიერების გაზრდას, მათ საუკეთესო კვალიფიკაციას და ეროვნული სტანდარტების დანერგვას.

ეს კონფერენცია და საერთაშორისო გამოცდილება დაგვეხმარება როგორც მენტორების, ასევე მკვლევრების პროფესიულ ზრდაში.”

თეა კორძაძე – აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:


“ეს არის ევროპული დონის კონფერენცია, რომელზეც შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ საქართველოში ტარდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ კონფერენციის საქართველოში ჩატარებისთვის.

ამ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის…”

გიორგი გაბუნია, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მედიცინის დოქტორი:


“ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როდესაც ასეთი დიდი წარმომადგენლობითი ორგანო ჩამოდის და გვიტარებს საინტერესო შეხვედრებს.

ქართულ სამედიცინო სივრცეში შეუფასებელია თითოეული ჩვენგანისთვის აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება, ყველა გამოცდილი სპეციალისტის მიღწევების გაზიარება, შეცნობა და გათავისება.

ძალიან დიდი მადლობა დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტს ამ საქმის სულის ჩადგმისათვის, ასე დიდებულად და წარმატებით ჩვენამდე მოტანისათვის.”

Livia Puljak – University of split school of medicine, TRIBE PhD prigram, Croatia:

“ჩემთვის ეს კონფერენცია არის პროგრესი, ჰარმონიზაცია. რაც მთავარია, სწავლა კოლეგებისგან, სხვა ქვეყნებისგან, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ უმაღლესი სამედიცინო განათლება.

ძალიან მიხარია, რომ ეს ტარდება საქართველოში, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო!”

თინათინ კუჭუხიძე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული:

“საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის კვლევა და მეცნიერება, განსაკუთრებით ჩვენს სფეროში. შესაბამისად, ეს კონფერენცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიცნოთ და დავეკონტაქტოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, როგორც სამედიცინო განათლებაში, ასევე სხვადასხვა სფეროში და გავცვალოთ ჩვენი კვლევები და მოსაზრებები.”

ალეკო კურდაძე -დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი:

“ამ კონფერენციას ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველად ტარდება საქართველოში. ეს არამარტო მე, როგორც სტუდენტს, დამეხმარება განვითარებაში, არამედ მთელს ქვეყანას, რადგან დიდი მომავალი იხსნება ევროპისაკენ, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია.”

აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის – ORPHEUS-ის ყოველწლიური
კონფერენცია, რომელსაც მასპინძლობს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ORPHEUS აერთიანებს 131 უნივერსიტეტს 42 ქვეყნიდან; მას, როგორც ორგანიზაციას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აღნიშნული ტიპის „Research on Research”კონფერენციების ორგანიზების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

ცნობილია ამ ორგანიზაციის მაღალი რეპუტაცია დარგის სამეცნიერო წრეებში, კერძოდ სადოქტორო სწავლების შეფასების სტანდარტებსა და PHD ტრენინგის ორგანიზებას „საუკეთესო პრაქტიკის“ რეკომენდირების საკითხში.

ღონისძიებაზე განიხილება ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) რეფორმა, რომელიც ეხება განახლებულ შეთანხმებას კვლევის შეფასებაში ერთიანი მიმართულების დაფუძნების შესახებ და თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს და/ან სადოქტორო პროგრამებს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში „უპასუხონ“
EUA-ს შეთანხმებას რეფორმის ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საქართველოს სტუმრობს ავტორიტეტული ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის:
▪️ ORPHEUS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ჯონ კრიმერსი;
▪️ AMSE-ს პრეზიდენტი: პროფესორი ჰარმ პიტერსი;
▪️ AMEE-ს პრეზიდენტი: პროფესორი სუბჰა რამანი;
▪️ CoARA კოალიციის დამფუძნებელი, EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი;
▪️ ANVUR: პროფესორი მენიკო რიზი, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების შეფასების იტალიის ეროვნული სააგენტო, CoARA (კოალიცია კვლევითი შეფასებისათვის) გლობალური ინიციატივის – მართვის საბჭოს წევრი.
▪️ WFME-ს პრეზიდენტი: პროფესორი რიკარდო ლეინ-ბორკესი;
▪️ ORPHEUS-ის ყოფილი პრეზიდენტი: პროფესორი ბობ ჰარისი სადოქტორო სწავლების დირექტორი კაროლინსკას უნივერსიტეტში და სხვა, გამოცდილი ექსპერტები.

კონფერენციას აქვს დიდი მნიშვნელობა მედიცინისა და ჯანდაცვით მეცნიერებებში უნივერსიტეტთა განვითარებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

რა შემთხვევაში ემართებათ ინსულტი – ნევროლოგი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

ინსულტი - რეაბილიტაცია

ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე გადაცემაში “პირადი ექიმი” ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე საუბრობს:

„ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორი არტერიული ჰიპერტენზიაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს, ინსულტის, ისევე, როგორც მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი გვაქვს. შესაბამისად, ამ დაავადებას უნდა ვებრძოლოთ. არტერიული წნევა მოვიწესრიგოთ და ეს მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ინსულტი და არა მხოლოდ ინსულტი, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებიც. გარდა არტერიული ჰიპერტენზიისა, გულის გარკვეული პათოლოგიები საყურადღებოა. განსაკუთრებით, გულის რითმის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოციმციმე არითმიაა. აღმოჩნდა, რომ მოციმციმე არითმიის შემთხვევაში, გულის გარკვეულ უბანში, უფრო ხშირად წინაგულში, თრომბი წარმოიქმნება, შესაძლოა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვი დაიხშოს და იშემიური ინსულტი განვითარდეს.

ტრადიციულად, შაქრიანი დიაბეტი ინსულტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენს სისხლში შაქრის კონცენტრაციის მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად თვალი ვადევნოთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ათეროსკლეროზი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის განვითარების ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორია.

ცხოვრების წესი ასევე ძალიან საყურადღებო ფაქტორია. დადგენილია, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის უგულებელყოფა, ინსულტის განვითარების ერთ-ერთი რისკის ფაქტორია. არა მხოლოდ ინსულტის, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების. თუნდაც მცირე ფიზიკური დატვირთვა ინსულტის თავიდან აცილების თვალსაზრისით ძალიან დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, კიბეზე ასვლა არა ლიფტით, არამედ ფეხით. ხშირი წამოდგომა სამუშაო ადგილიდან, მაგიდიდან, ოთახში რამდენიმე ნაბიჯის გავლა. თითქოს, არაფერი, მაგრამ დადგენილია, რომ ასეთი აქტივობაც კი, გარკვეულ როლს ასრულებს. ცხადია, ეფექტი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.“

დედის სისხლის ჯგუფმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე

ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ დედის სისხლის ჯგუფს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მისი შთამომავლობის ინტელექტუალურ განვითარებაზე.

გამოქვეყნებული მონაცემებით, სისხლის პირველი ჯგუფის მქონე დედებს უფრო მეტი შანსი აქვთ, გააჩინონ მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვები.

სტატიას Planet Today აქვეყნებს.

დედის სისხლის ჯგუფმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე. 

სამეცნიერო საზოგადოება დიდი ხანია ამტკიცებს, რომ გენეტიკური ფაქტორები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში. თუმცა, მკვლევარების აზრით, ბავშვის მომავალ განვითარებაზე გავლენას ახდენს დედის სისხლის ჯგუფიც.

მეორე სისხლის ჯგუფის მქონე დედები გამომგონებლებისა და პროგრამისტების მშობლები ხდებიან. მესამე სისხლის ჯგუფის ქალები ძალიან მგრძნობიარე და კრეატიული ბავშვების დედები არიან. ადამიანებს. IV ჯგუფის სისხლის მქონე დედები ხშირად აჩენენ მომავალ სპორტსმენებს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გენეტიკური ფაქტორები ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე გავლენის მხოლოდ 70%-ს განაპირობებს.

ექსპერიმენტში 1000-ზე მეტი საშუალო ასაკის ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც უნივერსიტეტის ექსპერტები აღნიშნავენ, „1“ სისხლის ჯგუფის მქონე დედებს აქვთ რამდენიმე გენეტიკური უპირატესობა, რაც ხელს უწყობს მათ შთამომავლობაში ინტელექტის უფრო მაღალი დონის ჩამოყალიბებას. კერძოდ, ასეთ დედებს დაორსულების ალბათობა შედარებით დაბალი აქვთ, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის ემბრიონის შერჩევას.

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია არა მარტო ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ამ შემთხვევას უფროსები ხშირად  „უზრდელობას“, „სისულელეს“ ან „გამოხტომებს“ უწოდებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი შვილები არც თუ ისე იშვიათად „გაბუტულის როლს ირგებენ“. საქმე ის არის, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების დეპრესიის სიმპტომები ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ თუ უფროსი ასაკის ადამიანების დეპრესიის დიაგნოსტირება მეტ-ნაკლებად არაპროფილირებულ სპეციალისტებს ან ახლობლებსაც კი შეუძლიათ, ბავშვების შემთხვევაში ეს გაცილებით რთული პროცესია.

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია? 

ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორია ძალადობა. ეს შეიძლება იყოს სკოლაში ჩაგვრა ან სხვა ჯგუფური თუ ოჯახური ძალადობა (მოზარდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარტნიორის ძალადობაც). ოჯახურ ძალადობაში იგულისხმება არა მარტო ფიზიკური ზეწოლა, არამედ დამცირება, დაცინვა, ემოციის გამოხატვის აკრძალვა და სხვ. ეს არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმებია, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელ გავლენას ახდენს.

თუმცა არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ოჯახში, სადაც ძალაუფლების დისბალანსია, ბავშვი ამ სიტუაციის ტყვეობაში ექცევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მთელ მსოფლიოში პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების თითქმის მესამედზე პარტნიორი ძალადობს. ასეთ სიტუაციაში ბავშვი ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ის შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. მსგავს მდგომარეობას სპეციალისტები „გვერდით ზიანს“ (collateral damage) უწოდებენ.

ძალადობის მოწმეს შიშისა და განგაშის შეგრძნების პაალელურად ეუფლება ის შეგრძნებები, რომლებსაც არაპირდაპირი მსხვერპლი განიცდს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ოჯახში მიმდინარე მოვლენებში ბავშვი საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

დეპრესიის გამომწვევი სხვა რისკფაქტორები ასეთია:

– მემკვიდრეობითობა, მათ შორის ოჯახის წევრების ფსიქიკური დაავადება;

– ქრონიკული დაავადება;

– პრობლემის რეალური მასშტაბის გაზვიადებისკენ ან მათზე „ჩაციკლვისკენ“ მიდრეკილება;

– ემოციების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები;

– აკადემიური ცოდნისა და უნარის უკმარისობა;

– არასასურველი ცხოვრებისეული მოვლენები (მშობლების განქორწინება, ახლობლის სიკვდილი, მეგობრის დაკარგვა, საცხოვრებელი ადგილის იძულებით შეცვლა);

– სხვა ფსიქიკური დარღვევა. მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, შფოთვითი აშლილობა ან ყურადღების დეფიციტის სინდრომი.

როგორ გავიგო, რომ ჩემს შვილს დეპრესია აქვს? 

დეპრესიის სიმპტომები ბავშვის ასაკსა და მისი განვითარების დონზეა დამოკიდებული. მაგალითად, დეპრესიის მქონე 5 წლის ბავშვი და 15 წლის მოზარდი, როგორც წესი, აბსოლუტურად განსხვავებულად იქცევიან. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვი თავის გრძნობებსა თუ ემოციებს ზუსტად ვერ აღწერს და არც დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლეს აქვს უნარი, თავისი განწყობის შესახებ სწორად ილაპარაკოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ტრადიციული გაგებით, ის ნაკლებ „დეპრესიული“ იქნება გარეგნულად. სწორედ ამიტომ ძალიან მარტივია საბავშვო დეპრესია და სხვა სახის ქცევითი დარღვევა ერთმანეთში აგერიოთ (მაგალითად, ყურადღების დეფიციტის სინდრომი).

ბავშვის დეპრესიული მდგომარეობის ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე გამოხატულება არის სუიციდური აზრები, ამის შესახებ ხმამაღალი განცხადებები და თვითდაზიანება. ეს სიმპტომები 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშიც გვხვდება, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ნებისმიერი სუიციდური გამოთქმა დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაშინაც კი, როდესაც მსგავსი ქცევა თქვენ, როგორც მშობელს, „მანიპულატორულად“ გეჩვენებათ.

„უმჯობესია, საერთოდ არ ვიყო!“, „ნეტავ ყველაფერი დასრულდეს!“, „ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით დავასრულებდი!“ – ეს ის ფრაზებია, რომლებიც მშობელმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. სუიციდური ქცევა დეპრესიასთან რომ მჭიდროდ არის დაკავშირებული, დღეს უკვე ამაზე არავინ დავობს.

თვითმკვლელობის 95%-ს ჩადიან ის ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ და უმრავლეს შემთხვევაში ეს დეპრესიულ ეპიზოდებს უკავშირდება.

სუიციდური აზრების პარალელურად, დეპრესია შემდეგი ფორმებითაც ვლინდება:

– ბავშვი გაღიზიანებულია, თქვენ მას შეამჩნიეთ აგრესიული ქცევა, უმნიშვნელო მიზეზის გამო ტირის ან გულგატეხილია;

– შეწყვიტა იმ წრეზე სიარული, რომელიც ძალიან უყვარდა ან აღარ ხვდება იმ მეგობრებს, რომლებთანაც ადრე დროს სიამოვნებით ატარებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი ინტერესები დაკარგა;

– ბავშვს გაუჩნდა ფიზიკური სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა;

– ძილთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო: გვიან იძინებს, ღამე ხშირად ეღვიძება ან დილით წუწუნებს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საერთოდ არ უძინია;

– მადა დაკარგა ან პირიქით, უზომოდ ბევრს ჭამს;

– დაკარგა კონცენტრაციის უნარი;

– ბავშვი ცოტას მოძრაობს ან პირიქით, ჰიპერაქტიური გახდა;

– მას გაუჩნდა დანაშაულის შეგრძნება, ფიქრობს, რომ „რაღაც ცუდი მოხდება“, დარდობს, რომ არავის უყვარს ან საკუთარი თავისადმი სიძულვილს განიცდის;

– ბავშვს შეამჩნიეთ აგრესია, ისტერიკა, ფორიაქი მშობლებთან განშორებისას (ყველაზე ხშირად დედასთან).;

– ბავშვმა სწავლა შეწყვიტა.

ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი განწყობა ან მანიპულაცია იყოს? 

დიახ, მაგრამ ეს შეიძლება დეპრესიაც იყოს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება. თუ დეპრესიას არ უმკურნალებთ, ამან, შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ:

დეპრესიული ეპიზოდის გამეორება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს მკურნალობის კურსი არ გაუვლია. სწორედ ამიტომ დეპრესიის ცალკეული ეპიზოდი, დიდი ალბათობით,  მომავალშიც განმეორდება.

პრობლემები ურთიერთობებში. დეპრესია სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაზე უარყოფითად აისახება. ასეთ დროს ბავშვს კონტაქტის დამყარება უჭირს. მას სხვა ადამიანების ნდობა ან მათთვის ემოციების გაზიარება არ შეუძლია.

სარისკო და დაუფიქრებელი საქციელი. დეპრესიის მქონე ბავშვები ხშირად ეხვევიან ავანტიურაში, რომელსაც სხვა სიტუაციაში თავიდან აუცილებლად აირიდებდნენ. ეს შეიძლება იყოს სახლიდან წასვლა, მიტოვებული ნაგებობის შესწავლა ან „ცუდი კომპანიონების“ შერჩევა.

ფსიქოატიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება. ალკოჰოლი, სიგარეტი, აკრძალული ნივთიერებები – ეს არის ის, რასაც ბავშვები და მოზარდები გამოუვალ სიტუაციაში მიმართავენ, რათა როგორმე თავიანთი განწყობა აიმაღლონ.

ადრეულ ასაკში დეპრესიას შეუძლია ადამიანს სამყაროს შესახებ უარყოფითი წარმოდგენა ან ზოგადად, ნეგატიური აზროვნება ჩამოუყალიბოს. ეს კი მას დანაშულის მუდმივ შეგრძნებას, თავდაჯერებულობის ნაკლებობასა და წარმოქმნილი პრობლემების ვერ გადაწყვეტისკენ მიდრეკილებას უყალიბებს.

ესე იგი, ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ?

დიახ. ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. საბავშვო დეპრესიის დიაგნოსტიკა რთული პროცესია და არ არსებობს არანაირი ობიექტური ანალიზი ან კვლევა, რომელიც ზუსტად შეძლებდა პასუხის გაცემას – აქვს თუ არა ბავშვს დეპრესია. ამიტომ მეტი სიზუსტისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ვიზიტი და კლინიკური ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული ღრმა პათოფსიქოლოგიური კვლევა. საბოლოო დიანოზის დასასმელად კი, სპეციალისტი ცხოვრების ანამნეზს დეტალურად ამოწმებს, პაციენტის ოჯახურ სიტუაციას აფასებს, ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მოსაზრებებს ისმენს და მიღებაზე ბავშვის ქცევას აკვირდება. ხშირად ძალიან გამოსადეგია პაციენტის მეგობრების ან სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელთა მოსაზრებები (მასწავლებლები, დახასიათება სკოლიდან).

ჩემს შვილს ანტიდეპრესანტებით უნდა ვუმკურნალო? 

მსუბუქი დეპრესიის დროს ფსიქოთერაპიაც საკმარისია. სხვა შემთხვევაში კი ამ პროცესს ანტიდეპრესანტები ემატება: ჩვეულებისამებრ, რეკომენდებულია სწორედ ეს მეთოდები. დეპრესიის დროს ბავშვებს ენიშნებათ ისეთი ჯგუფის ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ისინი ზემოქმედებენ ისე, რომ სეროტონინი ტვინში უფრო დიდხანს მოქმედებს).

მკურნალობა დიდხანს გრძელდება? 

ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ კურსი, სულ ცოტა, ნახევარ წელიწადს გრძელდება. გარკვეული ფაქტორები კი მის ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად:

– დეპრესიის თანამდევი დაავადებების არ არსებობა;
– იუმორის გრძნობა;
– მაღალი ინტელექტი;
– საკუთარი ემოციების მართვის კარგი უნარი;
– პრობლემებთან გამკლავებისა და მათზე კონცენტირების უნარი;
– კარგი მეგობრული კავშირები;
– ახლო ურთიერთობა ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრთან;
– სოციალური წარმატება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights