ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია არა მარტო ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ამ შემთხვევას უფროსები ხშირად  „უზრდელობას“, „სისულელეს“ ან „გამოხტომებს“ უწოდებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი შვილები არც თუ ისე იშვიათად „გაბუტულის როლს ირგებენ“. საქმე ის არის, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების დეპრესიის სიმპტომები ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ თუ უფროსი ასაკის ადამიანების დეპრესიის დიაგნოსტირება მეტ-ნაკლებად არაპროფილირებულ სპეციალისტებს ან ახლობლებსაც კი შეუძლიათ, ბავშვების შემთხვევაში ეს გაცილებით რთული პროცესია.

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია? 

ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორია ძალადობა. ეს შეიძლება იყოს სკოლაში ჩაგვრა ან სხვა ჯგუფური თუ ოჯახური ძალადობა (მოზარდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარტნიორის ძალადობაც). ოჯახურ ძალადობაში იგულისხმება არა მარტო ფიზიკური ზეწოლა, არამედ დამცირება, დაცინვა, ემოციის გამოხატვის აკრძალვა და სხვ. ეს არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმებია, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელ გავლენას ახდენს.

თუმცა არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ოჯახში, სადაც ძალაუფლების დისბალანსია, ბავშვი ამ სიტუაციის ტყვეობაში ექცევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მთელ მსოფლიოში პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების თითქმის მესამედზე პარტნიორი ძალადობს. ასეთ სიტუაციაში ბავშვი ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ის შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. მსგავს მდგომარეობას სპეციალისტები „გვერდით ზიანს“ (collateral damage) უწოდებენ.

ძალადობის მოწმეს შიშისა და განგაშის შეგრძნების პაალელურად ეუფლება ის შეგრძნებები, რომლებსაც არაპირდაპირი მსხვერპლი განიცდს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ოჯახში მიმდინარე მოვლენებში ბავშვი საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

დეპრესიის გამომწვევი სხვა რისკფაქტორები ასეთია:

– მემკვიდრეობითობა, მათ შორის ოჯახის წევრების ფსიქიკური დაავადება;

– ქრონიკული დაავადება;

– პრობლემის რეალური მასშტაბის გაზვიადებისკენ ან მათზე „ჩაციკლვისკენ“ მიდრეკილება;

– ემოციების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები;

– აკადემიური ცოდნისა და უნარის უკმარისობა;

– არასასურველი ცხოვრებისეული მოვლენები (მშობლების განქორწინება, ახლობლის სიკვდილი, მეგობრის დაკარგვა, საცხოვრებელი ადგილის იძულებით შეცვლა);

– სხვა ფსიქიკური დარღვევა. მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, შფოთვითი აშლილობა ან ყურადღების დეფიციტის სინდრომი.

როგორ გავიგო, რომ ჩემს შვილს დეპრესია აქვს? 

დეპრესიის სიმპტომები ბავშვის ასაკსა და მისი განვითარების დონზეა დამოკიდებული. მაგალითად, დეპრესიის მქონე 5 წლის ბავშვი და 15 წლის მოზარდი, როგორც წესი, აბსოლუტურად განსხვავებულად იქცევიან. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვი თავის გრძნობებსა თუ ემოციებს ზუსტად ვერ აღწერს და არც დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლეს აქვს უნარი, თავისი განწყობის შესახებ სწორად ილაპარაკოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ტრადიციული გაგებით, ის ნაკლებ „დეპრესიული“ იქნება გარეგნულად. სწორედ ამიტომ ძალიან მარტივია საბავშვო დეპრესია და სხვა სახის ქცევითი დარღვევა ერთმანეთში აგერიოთ (მაგალითად, ყურადღების დეფიციტის სინდრომი).

ბავშვის დეპრესიული მდგომარეობის ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე გამოხატულება არის სუიციდური აზრები, ამის შესახებ ხმამაღალი განცხადებები და თვითდაზიანება. ეს სიმპტომები 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშიც გვხვდება, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ნებისმიერი სუიციდური გამოთქმა დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაშინაც კი, როდესაც მსგავსი ქცევა თქვენ, როგორც მშობელს, „მანიპულატორულად“ გეჩვენებათ.

„უმჯობესია, საერთოდ არ ვიყო!“, „ნეტავ ყველაფერი დასრულდეს!“, „ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით დავასრულებდი!“ – ეს ის ფრაზებია, რომლებიც მშობელმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. სუიციდური ქცევა დეპრესიასთან რომ მჭიდროდ არის დაკავშირებული, დღეს უკვე ამაზე არავინ დავობს.

თვითმკვლელობის 95%-ს ჩადიან ის ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ და უმრავლეს შემთხვევაში ეს დეპრესიულ ეპიზოდებს უკავშირდება.

სუიციდური აზრების პარალელურად, დეპრესია შემდეგი ფორმებითაც ვლინდება:

– ბავშვი გაღიზიანებულია, თქვენ მას შეამჩნიეთ აგრესიული ქცევა, უმნიშვნელო მიზეზის გამო ტირის ან გულგატეხილია;

– შეწყვიტა იმ წრეზე სიარული, რომელიც ძალიან უყვარდა ან აღარ ხვდება იმ მეგობრებს, რომლებთანაც ადრე დროს სიამოვნებით ატარებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი ინტერესები დაკარგა;

– ბავშვს გაუჩნდა ფიზიკური სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა;

– ძილთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო: გვიან იძინებს, ღამე ხშირად ეღვიძება ან დილით წუწუნებს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საერთოდ არ უძინია;

– მადა დაკარგა ან პირიქით, უზომოდ ბევრს ჭამს;

– დაკარგა კონცენტრაციის უნარი;

– ბავშვი ცოტას მოძრაობს ან პირიქით, ჰიპერაქტიური გახდა;

– მას გაუჩნდა დანაშაულის შეგრძნება, ფიქრობს, რომ „რაღაც ცუდი მოხდება“, დარდობს, რომ არავის უყვარს ან საკუთარი თავისადმი სიძულვილს განიცდის;

– ბავშვს შეამჩნიეთ აგრესია, ისტერიკა, ფორიაქი მშობლებთან განშორებისას (ყველაზე ხშირად დედასთან).;

– ბავშვმა სწავლა შეწყვიტა.

ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი განწყობა ან მანიპულაცია იყოს? 

დიახ, მაგრამ ეს შეიძლება დეპრესიაც იყოს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება. თუ დეპრესიას არ უმკურნალებთ, ამან, შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ:

დეპრესიული ეპიზოდის გამეორება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს მკურნალობის კურსი არ გაუვლია. სწორედ ამიტომ დეპრესიის ცალკეული ეპიზოდი, დიდი ალბათობით,  მომავალშიც განმეორდება.

პრობლემები ურთიერთობებში. დეპრესია სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაზე უარყოფითად აისახება. ასეთ დროს ბავშვს კონტაქტის დამყარება უჭირს. მას სხვა ადამიანების ნდობა ან მათთვის ემოციების გაზიარება არ შეუძლია.

სარისკო და დაუფიქრებელი საქციელი. დეპრესიის მქონე ბავშვები ხშირად ეხვევიან ავანტიურაში, რომელსაც სხვა სიტუაციაში თავიდან აუცილებლად აირიდებდნენ. ეს შეიძლება იყოს სახლიდან წასვლა, მიტოვებული ნაგებობის შესწავლა ან „ცუდი კომპანიონების“ შერჩევა.

ფსიქოატიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება. ალკოჰოლი, სიგარეტი, აკრძალული ნივთიერებები – ეს არის ის, რასაც ბავშვები და მოზარდები გამოუვალ სიტუაციაში მიმართავენ, რათა როგორმე თავიანთი განწყობა აიმაღლონ.

ადრეულ ასაკში დეპრესიას შეუძლია ადამიანს სამყაროს შესახებ უარყოფითი წარმოდგენა ან ზოგადად, ნეგატიური აზროვნება ჩამოუყალიბოს. ეს კი მას დანაშულის მუდმივ შეგრძნებას, თავდაჯერებულობის ნაკლებობასა და წარმოქმნილი პრობლემების ვერ გადაწყვეტისკენ მიდრეკილებას უყალიბებს.

ესე იგი, ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ?

დიახ. ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. საბავშვო დეპრესიის დიაგნოსტიკა რთული პროცესია და არ არსებობს არანაირი ობიექტური ანალიზი ან კვლევა, რომელიც ზუსტად შეძლებდა პასუხის გაცემას – აქვს თუ არა ბავშვს დეპრესია. ამიტომ მეტი სიზუსტისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ვიზიტი და კლინიკური ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული ღრმა პათოფსიქოლოგიური კვლევა. საბოლოო დიანოზის დასასმელად კი, სპეციალისტი ცხოვრების ანამნეზს დეტალურად ამოწმებს, პაციენტის ოჯახურ სიტუაციას აფასებს, ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მოსაზრებებს ისმენს და მიღებაზე ბავშვის ქცევას აკვირდება. ხშირად ძალიან გამოსადეგია პაციენტის მეგობრების ან სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელთა მოსაზრებები (მასწავლებლები, დახასიათება სკოლიდან).

ჩემს შვილს ანტიდეპრესანტებით უნდა ვუმკურნალო? 

მსუბუქი დეპრესიის დროს ფსიქოთერაპიაც საკმარისია. სხვა შემთხვევაში კი ამ პროცესს ანტიდეპრესანტები ემატება: ჩვეულებისამებრ, რეკომენდებულია სწორედ ეს მეთოდები. დეპრესიის დროს ბავშვებს ენიშნებათ ისეთი ჯგუფის ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ისინი ზემოქმედებენ ისე, რომ სეროტონინი ტვინში უფრო დიდხანს მოქმედებს).

მკურნალობა დიდხანს გრძელდება? 

ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ კურსი, სულ ცოტა, ნახევარ წელიწადს გრძელდება. გარკვეული ფაქტორები კი მის ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად:

– დეპრესიის თანამდევი დაავადებების არ არსებობა;
– იუმორის გრძნობა;
– მაღალი ინტელექტი;
– საკუთარი ემოციების მართვის კარგი უნარი;
– პრობლემებთან გამკლავებისა და მათზე კონცენტირების უნარი;
– კარგი მეგობრული კავშირები;
– ახლო ურთიერთობა ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრთან;
– სოციალური წარმატება.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია? დეპრესიის 10 სიმპტომი

სტატიის ავტორია: ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული ქოუჩი, NLP ოსტატი ნინი ჭაჭია

დეპრესია (ძირითადი დეპრესიული აშლილობა) არის გავრცელებული და სერიოზული სამედიცინო დაავადება, რომელიც უარყოფითად აისახება იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს, როგორ ფიქრობთ და როგორ მოქმედებთ. საბედნიეროდ, ის ასევე განკურნებადია. დეპრესია იწვევს სევდის განცდას და/ან ინტერესის დაკარგვას იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციური და ფიზიკური პრობლემები და შეამციროს თქვენი მუშაობის უნარი სამსახურში და სახლში. საწუხაროდ დეპრესია იმ რთული დაავადებების რიცხვშია, რომელთა მკურნალობის უგულებელყოფამ შეიძლება ადამიანი სუიციდამდე ან სუიციდის მცდელობამდე მიიყვანოს.

დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანმა უარყოფითმა ცხოვრებისეულმა ცვლილებებმაც, მაგალითად, სამსახურის დაკარგვამ, განქორწინებამ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის აღმოჩენამ — განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც გენეტიკურად თუ სხვა მიზეზებით უკვე იყვნენ დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშ. განგრძობითი სირთულეები, მაგალითად, ხანგრძლივი უმუშევრობა, ძალადობრივ ან ცივ ურთიერთობაში ყოფნა, მარტოობა ან სამსახურებრივი სტრესი ზრდის დეპრესიის რისკს. არსებობს ორი ტიპის დეპრესია:

ეგზოგენური დეპრესია – გარე ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია სტრესი, არასასიამოვნო მოვლენა და ა.შ.

ენდოგენური – ბიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე დეპრესია;

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დეპრესია თვითმკურნალობით არ იკურნება და ასევე არაფერი სამარცხვინო არ არის თუ ამ დაავადებით ხართ დაავადებული. დეპრესია ზუსტად ისეთი დაავადებაა, როგორიცაა კუჭის წყლული, შაქრიანი დიაბეტი ან სხვა დაავადებები. შემთხვევების 70% იკურნება და ქრონიკული დეპრესიის შემთხვევაში შეიძლება მისი მართვა ისე, რომ ამ დაავადებამ იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ნეგატიური ზეგავლენა.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

დეპრესიის დასადგენად არსებობს 3 ძირითადი სიმპტომი და 7 დამატებითი სიმპტომი. თუ ადამიანს ძირითადი სიმპტომებიდან და დამატებითი ორ-ორი სიმპტომი ახასიათებს და ეს სიმპტომები 2 კვირის განმავლობაში სისტემური ხასიათისაა, მაშინ სავარაუდოდ ამ ადამიანს აქვს დეპრესია.

დეპრესიის 10 სიმპტომი:

ძირითადი სიმპტომები:

1. სტაბილურად დაქვეითებული ხასიათი;

2. ანჰედონია – სიამოვნების და სიხარულის მიღების დაქვეითება;

3. ენერგიის დაქვეითება, ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;

დამატებითი სიმპტომები:

4.კონცენტრაციის უნარის დარღევა, დაქვეითება;

5.დაქვეითებული, დაბალი თვითშეფასება. ამ დროს ადამიანი საკუთარ მნიშვნელობას, ფასეულობას ვეღარ ხედავს, განიცდის;

6. დანაშაულის გადაჭარბებით აღქმა. ადამიანი ვეღარ ასხვავებს შეცდომებსა და დანაშაულს. უმნიშვნელო შეცდომასაც დანაშაულად მიიჩნევს;

7. მომავლის პესიმისტური ხედვა;

8.მადის დაქვეითება, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს პირიქით მადის მომატება ხდება;

9.ძილის დარღვევა. უფრო ხშირად ქრონიკული ძილიანობა, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს შეიძლება პირიქითაც იყოს ანუ უძილობას ჰქონდეს ადგილი;

10.სუიციდის ტენდენციები;

დეპრესიისთვის დამახასიათებელი გრძნობები და განცდები:

სევდა, ნაღველი;

უბედურება;

უხალისობა;

ადვილად გაღიზიანებადობა, დაძაბულობა, შფოთვა;

ემოციური გადატვირთულობა;

დანაშაულის გრძნობა;

იმედგაცრუება;

სასოწარკვეთა;

თავდაჯერების ნაკლებობა, საკუთარი მნიშვნელობის/ფასეულობის დაქვეითება;

ორჭოფობა, ეჭვი;

ყურადღების გაფანტულობა;

დეპრესიისათვის დამახასიათებელი ფიქრები:

„ვერაფერს მივაღწიე”

„უსარგებლო ვარ”

„არაფერი გამომდის”

„ჩემი ბრალია”

„უარესის ღირსიც ვარ”

„ჩემს თავს არაფერი კარგი არ ხდება”

„უაზრო, მომაბეზრებელი და უშინაარსოა სამყარო”

„არაფერი არ მაბედნიერებს”

„ეს არასდროს შეიცვლება”

„სიცოცხლეს აზრი არ აქვს”

„უჩემოდ ყველა უკეთ იქნება”

დეპრესიის ქცევითი სიმპტომები

ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ჩამოშორება;

მუდმივად სახლში დარჩენა (სოციალური იზოლაცია);

საყვარელი აქტივობების შეწყვეტა;

სამსახურის საქმეების ან სკოლის დავალებების შეუსრულებლობა;

ალკოჰოლისა და დამამშვიდებლების იმედად ყოფნა;

დეპრესიის ფიზიკური სიმპტომები

მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;

შეუძლოდ, ცუდად ყოფნა;

მუცლის, თავის ან კუნთების ხშირი ტკივილი

გულისრევის შეგრძნება;

ძილის პრობლემები;

მადის დაკარგვა ან ცვლილება;

წონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება;

როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას?

აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს (ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს);

დაისახეთ რეალისტური მიზნები დეპრესიის ფონზე. ძალიან ბევრს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. დიდი ამოცანები დაყავით პატარა მიზნებად, დაადგინეთ პრიორიტეტები და ყურადღება გაამახვილეთ პირველხარისხოვან ამოცანებზე;

დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, გაუზიარეთ თქვენი ემოციები და ენდეთ მათ;

აუცილებლად აკეთეთ ისეთი აქტივობები რაც სიამოვნებას განიჭებთ;

იყავით ფიზიკურად აქტიური,- ისეირნეთ, ივარჯიშეთ;

იკვებეთ ჯანსაღად და შეეცადეთ მიიღოთ მეტი ცილა და მინიმუმამდე დაიყვანოთ ნახშირწყლები;

შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფოკუსირება მოახდინოთ სასიამოვნო, პოზიტიურ შინაარსებზე;

დეპრესია არის დაავადება, რომელიც თვითმკურნალობით არ იკურნება და შესაძლებელია თვითმკურნალობის მცდელობამ დაამძიმოს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა. ამიტომ აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.

წყარო:

ფოტო: Shutterstock.com

„7-საათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა, უდიდესი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ, თორაკალური ქირურგის, ბექა შუბითიძის მიმართ“ – მადლიერი პაციენტი

მადლიერი პაციენტი

„18 აპრილს #თოდუასკლინიკა-ში მამას ჩაუტარდა ოპერაცია,”მარჯვენა ფილტვის ზედა ლობექტონია”.
7-საათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რისთვისაც უდიდესი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ, უშუალოდ, თორაკალური ქირურგის, ბატონ ბექა შუბითიძის Beqa Shubitidze მიმართ!
რა თქმა უნდა, დიდი მადლობა, მის თანაგუნდელებს!
ასევე, დიდ მადლობას ვუხდით მედპერსონალს სითბოსა და ყურადღებისთვის!
მშვიდობა და ჯანმრთელობა ყველას!“
ლელა ლომიძე

კვლევა – ჩახუტება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

„აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები”, – აცხადებენ ავტორები.

მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.

დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.

კვლევა – თვითმკვლელობის მაჩვენებლები იზრდება, როდესაც ჰაერის ხარისხი იკლებს

ახალმა კვლევამ, რომელიც მოიცავს 1400 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემებს მთელს ჩინეთში, აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი იზრდება ჰაერის ხარისხის დაქვეითებით. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა გეგმამ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელიწადში ათიათასობით თვითმკვლელობის თავიდან აცილება.

კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.

ჩინეთს აქვს რამდენიმე ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში, მისი მეტროპოლიები დაფარულია სქელი სმოგით, რომელიც მძიმედ ეკიდება მილიონობით ურბანულ მაცხოვრებელს.

ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.

2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.

2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.

ჰონკონგის ჩინეთის უნივერსიტეტის ეკონომისტმა პენ ჟანგმა და მისმა კოლეგებმა ისარგებლეს ამ “გასაოცარი” ტენდენციებით, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა ჰაერის დაბინძურების ეფექტის იზოლირება სუიციდის რისკზე სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან.

მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.

„მიუხედავად იმისა, რომ რჩება ბევრი ღია კითხვა ჰაერის ხარისხთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირთან დაკავშირებით, ეს ანალიზი აქტუალურობას მატებს მთელ მსოფლიოში დაბინძურების კონტროლის პოლიტიკის მოწოდებებს“, წერს გუნდი.

სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.

ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.

„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

წყარო: 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ჰერპეს ვირუსის გამწვავება და მისი კავშირი ჩუტყვავილასთან…

xr:d:DAGCd9ubXew:9,j:8285922344377970900,t:24041508
ჰერპეს ვირუსის გამწვავება და მისი კავშირი ჩუტყვავილასთან…
უვნებელი მიკრობი თუ შენელებული მოქმედების ბომბი?
საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი მერი ტიტვინიძე ქეთი ასათიანის რუბრიკაში „დიეტა +“
„მოსახლეობას, ჰერპესის ვირუსის სახელის ხსენებისას დაძაბულობა არ აქვს. გამოითქვა მოსაზრება, ვარაუდი, რომ მოსახლეობის 80-90%-ს ორგანიზმში ეს ვირუსი აქვს. შესაბამისად, შესაძლოა, მის მიმართ ცოტა ზერელე, ზედაპირული დამოკიდებულება ამით იყოს განპირობებული.“
რა საფრთხე დგას, თითქოს ერთის მხრივ, უვნებელი ვირუსის უკან?
„ამ „მარტივმა“ ვირუსმა, რომელიც, შესაძლოა, ბანალური გამონაყარი იყოს ტუჩზე, შეიწირა 8 დღის ახალშობილის სიცოცხლე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილებში ეს ვირუსი შეუქცევად ცვლილებებს იწვევს და როდესაც ვსაუბრობთ ახალშობილზე, ძალიან რთულია, თავის შეკავება, რომ არ ჩაეხუტოთ, არ აკოცოთ. კატეგორიულად უნდა აღვნიშნოთ, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვირუსი აქტიურ თუ ლატენტურ ფაზაშია, – გამონაყარი არის თუ არა, ვარაუდია გამოთქმული, რომ ოჯახის წევრისგან დასნეულდა ახალშობილი, კოცნის შედეგად.
სამწუხაროდ, ეს ერთი შემთხვევა არ არის.
თუნდაც ერთი შემთხვევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ, მშობლები მეტი სიფხიზლით, მეტი ყურადღებით ვიყოთ…“

ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, სრულად დაუფინანსდება

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება.

“მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;

ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე,” – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.

 

პროფესორი გიორგი ფხაკაძე თბილისში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიების კონფერენციას ესწრება

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
2024 წლის 18-20 აპრილს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – „ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიები და კონცეფციები“, რომელსაც ესწრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

 

“აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის – ORPHEUS-ის ყოველწლიური
კონფერენცია, რომელსაც „მასპინძლობს“ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ORPHEUS-ი აერთიანებს 131 უნივერსიტეტს 42 ქვეყნიდან; მას როგორც ორგანიზაციას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აღნიშნული ტიპის „Research on Research”კონფერენციების ორგანიზების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

🔸„ვადასტურებთ“ ამ ორგანიზაციის მაღალ რეპუტაციას დარგის სამეცნიერო წრეებში, კერძოდ სადოქტორო სწავლების შეფასების სტანდარტებსა და PHD ტრენინგის ორგანიზებას „საუკეთესო პრაქტიკის“ რეკომენდირების საკითხში.

ღონისძიებაზე განიხილება ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) რეფორმა, რომელიც ეხება განახლებულ შეთანხმებას კვლევის შეფასებაში ერთიანი მიმართულების დაფუძნების შესახებ და თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს და/ან სადოქტორო პროგრამებს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში „უპასუხონ“
EUA-ს შეთანხმებას რეფორმის ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საქართველოს სტუმრობს ; ავტორიტეტული ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის:
▪️ ORPHEUS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ჯონ კრიმერსი;
▪️ AMSE-ს პრეზიდენტი: პროფესორი ჰარმ პიტერსი;
▪️ AMEE-ს პრეზიდენტი: პროფესორი სუბჰა რამანი;
▪️ CoARA კოალიციის დამფუძნებელი, EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი;
▪️ ANVUR: პროფესორი მენიკო რიზი, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების შეფასების იტალიის ეროვნული სააგენტო, CoARA (კოალიცია კვლევითი შეფასებისათვის) გლობალური ინიციატივის – მართვის საბჭოს წევრი.
▪️ WFME-ს პრეზიდენტი: პროფესორი რიკარდო ლეინ-ბორკესი;
▪️ ORPHEUS-ის ყოფილი პრეზიდენტი: პროფესორი ბობ ჰარისი სადოქტორო სწავლების დირექტორი კაროლინსკას უნივერსიტეტში და სხვა, გამოცდილი ექსპერტები.

 

კონფერენციას აქვს დიდი მნიშვნელობა მედიცინისა და ჯანდაცვით მეცნიერებებში უნივერსიტეტთა განვითარებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე;

განვმარტავთ: მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ასოციაცია და/ან დაახლოება არ/ვერ წყდება მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების დონეზე; ამ საქმეში
ყველამ (სხვა ინსტიტუციებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა) თავისი წვლილი უნდა შეიტანოს;”

დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://www.air.gov.ge.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights