ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ნაწლავის მიკრობიოტა – როგორ გავუძლიეროთ ჩვილს იმუნიტეტი

სამშობიაროების ნაწილი შესაძლოა, გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლდეს

დაბადების ტიპის გავლენა ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობაზე
იმუნიტეტი.  სწორედ  მის  მდგომარეობაზეა  დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ჰარმონიული ფუნქციონირება.  იმუნური სისტემა დაბადების პირველივე წუთებიდან ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას –  პათოგენებისგან დაცვას.   ეს მისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან დაბადების მომენტში  ის ჯერ კიდევ  არაა სრულად  მომწიფებული  და ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის  განმავლობაში ხდება იმუნიტეტის განსაკუთრებით ინტენსიური განვითარება. ნაწლავის მიკრობიოტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  იმუნიტეტის  ფორმირებისთვის.  გაიგეთ,  რა ფაქტორები მოქმედებენ  მიკრობიოტის  შემადგენლობაზე, როდის და როგორ ვითარდება ის და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ბიფიდობაქტერიებს.

ნაწლავის მიკრობიოტა – რა არის ეს?
იმუნიტეტის განვითარება, რომელიც მთელი ორგანიზმის მომწიფების ძირითადი პროცესია, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ადრეულ ბავშვობაში და შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 12 წლის ასაკამდე. ნაწლავი, მიუხედავად იმისა, რომ  მიეკუთვნება  საჭმლის მომნელებელ  სისტემას, ითვლება იმუნური  სისტემის  აუცილებელ   კომპონენტად. ის შეიცავს  სხეულის იმუნური უჯრედების 70-80%-ს, და  ნაწლავის მიკრობიოტა, ანუ მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან საჭმლის მომნელებელ  სისტემაში  რთულ  ეკოსისტემას, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის განვითარების პროცესში. ნაწლავის მიკრობიოტას აქვს მრავალი ფუნქცია და მისი სასარგებლო ბაქტერიები ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობის სწორად ფორმირებას დაბადებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის და ამ პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი.

როცა ახალშობილი ევლინება სამყაროს, მისი გარემო მთლიანად იცვლება – მანამდე ნაყოფი ვითარდებოდა დედის საშვილოსნოში, რომელშიც შეზღუდული იყო მიკროორგანიზმების ზემოქმედება. დაბადებისას ახალშობილი იწყებს კონტაქტს მიკროორგანიზმებთან, რომლებიც ყველგან არიან – დედის კანზე, ჰაერში, საგნებზე და ასევე გადაეცემიან  სამედიცინო პერსონალისგან.

„ნაწლავის მიკრობიოტა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მომწიფებაზე, საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მეტაბოლიზმზე და პათოგენების კოლონიზაციისგან დაცვაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე. ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირება უკიდურესად დინამიური პროცესია, რომელიც მოითხოვს გარემოს, ჰორმონული ცვლილებების, დედის ნაწლავის მიკრობიოტის, გენეტიკური ფაქტორების და იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ფაქტორების ურთიერთქმედებას.  სიცოცხლის პირველი წლები არის  ყველაზე ინტენსიური ცვლილებების პერიოდი ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის პერიოდი (ჩასახვის მომენტიდან დათვლილი) არის მისი ჯანმრთელობის პროგრამირების დრო” – განმარტავს პროფესორი იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაზე მიეკუთვნება:
ორსულობის ხანგრძლივობა
მშობიარობის ტიპი
დედის მიკრობიოტის შემადგენლობა
დედის და ბავშვის რაციონი
შესაძლო ჰოსპიტალიზაცია და მისი ხანგრძლივობა
გამოყენებული მედიკამენტები, მ.შ. ანტიბიოტიკთერაპია
საავადმყოფოს გარემო

დაბადების ტიპი და ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტა
ბუნებრივი გზით  დაბადებული  ჩვილი იღებს დამატებით მხარდაჭერას მისი იმუნური სისტემისთვის. ბუნებრივი მშობიარობის დროს მას პირველი უშუალო კონტაქტი აქვს დედის მიკრობიოტასთან, რის წყალობითაც მისი ნაწლავის მიკრობიოტა  მდიდრდება  ბაქტერიებით როგორც დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე სამშობიარო  გზებიდან.  სწორედ  დედის  ნაწლავის მიკრობიოტა   წარმოადგენს  მიკროორგანიზმების  ძირითად წყაროს, რომლებიც სახლდებიან ახალშობილის და ერთ ერთი პირველი სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ  ამ პროცესში, არიან Bიფიდობაცტერიუმ-ის გვარის წარმომადგენლები. ისინი ითვლებიან  ბაქტერიების ტიპად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში ადრეულ ბავშვობაში.

„კვლევამ აჩვენა, რომ დაბადების ტიპი მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც ნაწლავის კოლონიზაციაზე, ასევე ახალშობილის სხეულის სხვა ეკოლოგიურ ნიშებზე.

ვაგინალურად დაბადებული ჩვილების შემთხვევაში ის შეესაბამება იმას, რაცაა დედის სასქესო გზებსა  და ნაწლავში, ხოლო საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილების ნაწლავის მიკრობიოტა დედის კანზე არსებულის მსგავსია. ამიტომ, როგორც ჩანს, სწორედ პრე- და პრობიოტიკების მიღებამ შეიძლება შეცვალოს ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის პროფილი ფიზიოლოგიურად დაბადებულ ახალშობილებში დაფიქსირებულის დონემდე. შტამები, რომელთა დამატებით მიწოდებამ შეიძლება გააუმჯობესოს საკეისრო კვეთით დაბადებული  ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტის პროფილი, არის ბიფიდობაქტერიების გვარი, მათ შორის Bიფიდობაცტერიუმ ბრევე-ს სახეობა, რომელიც გამოცდილია კლინიკურ კვლევებში,” განმარტავს პროფ. იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

 

საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვის მხარდაჭერა
თანამედროვე მეცნიერების მიღწევებმა საშუალება მისცა საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტის მხარდასაჭერი მეთოდების შემუშავებას. ერთ-ერთია ბავშვის სწორი კვება დაბადების შემდეგ. ექსპერტები გვირჩევენ  ახალშობილის კვებას დედის რძით, თუმცა კვლევები აჩვენებენ, რომ საკეისრო კვეთით მშობიარობამ შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვების შეფერხება ან გაძნელება. ასეთ სიტუაციებში შეიძლება სასარგებლო იყოს  ბებიაქალის ან ლაქტაციის კონსულტანტის დახმარება. თუმცა ზოგჯერ, სპეციალისტების მხარდაჭერის მიუხედავად, გამართლებული მიზეზების გამო ლაქტაციის შენარჩუნება შეუძლებელია. ასეთ სიტუაციებში პედიატრთან ერთად უნდა აირჩიოთ რძე ბიფიდობაქტერიების დამატებით, ანუ ბაქტერიების, რომლებსაც  ახალშობილი დედისგან იღებს ბუნებრივი მშობიარობის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ძუძუთი კვება ჩვილთა კვების ყველაზე შესაფერისი და იაფი გზაა და რეკომენდებულია ადრეული ასაკის  ბავშვებისთვის მრავალფეროვან კვებასთან ერთად. დედის რძე შეიცავს ბავშვის სწორი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და იცავს მას დაავადებებისა და ინფექციებისგან. ძუძუთი კვება იძლევა საუკეთესო შედეგს, როდესაც დედა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სწორად იკვებება და როდესაც გამართლებულია ბავშვის ძუძუთი კვება. კვების წესის შეცვლის შესახებ  გადაწყვეტილების მიღებამდე, დედამ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

რა კავშირია არტერიულ წნევასა და ინსულტის განვითარებას შორის?

რა კავშირია არტერიულ წნევასა და ინსულტის განვითარებას შორის?

გადაცემაში „პირადი ექიმი“ ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე  საუბრობს:

„როდესაც რომელიმე დაავადების რისკ ფაქტორსა და მის გამოვლენაზე, მის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რადგანაც რისკის ფაქტორების სწორი აღქმა გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ და მძიმე დაავადების პრევენცია შევძლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია ინსულტზე, რომელიც მოზრდილთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა.

სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით,გულის კარდიალური პათოლოგიის შემდეგ, მეორე ადგილზეა. რაც შეეხება ფუნქციური უნარშეზღუდულობის გამოწვევას, ამ შემთხვევაში, უდავო „ლიდერია“.

არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფაქტორია.

ინსულტი ორი სახის არსებობს: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობითაა გამოწვეული. ჰემორაგიული ინსულტი გახლავთ, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევით ვითარდება. ორივე ფორმა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ჰემორაგიული ინსულტი, რომელსაც უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახასიათებს.  საშუალოდ, 80% – 20%-თან თანაფარდობაა.

ორივე შემთხვევაში  გვაქვს ინსულტი, გნებავთ ჰემორაგიული, გნებავთ იშემიური, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შედეგია. თუ თავად ჰიპერტენზიის ინსულტის განვითარებაზე გავლენაზე ვისაუბრებთ, მას მხოლოდ რისკის ფაქტორის როლი არ აქვს. ის ეტიოლოგიური ფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ვითარდება წინაპირობები, რომლებიც შემდგომში ინსულტს იწვევს.“

ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს

„მეტაბოლიზმი გულისხმობს მთელ პროცესს, რომლითაც საკვები გარდაქმნება ენერგიად, რათა ჩვენი ორგანიზმის მიერ მისი გამოყენება მოხდეს სხვადასხვა ფუნქციებისთვის.
ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა, მაგალითად:
ინსულინისადმი წინააღმდეგობა (როდესაც ორგანიზმის უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას), სიმსუქნე, დისლიპიდემია, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება, მეტაბოლური სინდრომი (მეტაბოლური დარღვევების ჯგუფი, მათ შორის მაღალი წნევა, სისხლში შაქრის მომატებული დონე, მაღალი ქოლესტერინი და მუცლის ცხიმის მომატება).
მეტაბოლურმა დარღვევებმა უამრავი ქრონიკული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს, მეორე ტიპის დიაბეტიდან დაწყებული, საკვერცხის პოლიკისტოზით და უნაყოფობით დამთავრებული.
რა კავშირია ნაწლავის ჯანმრთელობას და მეტაბოლურ ჯანმრთელობას შორის?
მეტაბოლური დისფუნქცია ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ბარიერის გამტარიანობის გაზრდით.
ნაწლავის ბარიერი ნაწლავის შიგთავსს სისხლის ნაკადისგან ჰყოფს. როდესაც ნაწლავის ბარიერი, სხვადასხვა მიზეზებით, ზედმეტად გამტარი ხდება, საკვები ნივთიერებების გარდა, ენდოტოქსინი, ლიპოპოლისაქარიდიც (LPS) ხვდება სისხლის მიმოქცევაში. ლიპოპოლისაქარიდი ააქტიურებს ანთების გამომწვევ ციტოკინებს და იწვევს ქრონიკულ, დაბალი ხარისხის ანთებას, რაც ასოცირდება როგორც წონის მატებასთან, ასევე უზმოზე გლუკოზის მაღალ დონესთან.
ლორწოს ფენა, რომელიც ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიდა კედელს, გადამწყვეტ როლს ასრულებს ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობისგან დაცვაში. ზოგიერთი ბაქტერია, როგორიცაა, მაგალითად, Akkermansia muciniphila, იკვებება ლორწოს ფენის შემადგენელი გლიკოპროტეინებით, მუცინებით. როდესაც Akkermansia muciniphila მოიხმარს მუცინს, ნაწლავის კედელი აძლიერებს მუცინების გამომუშავებას, რითაც ხელს უწყობს დამცავი ფენის შევსებას და შენარჩუნებას. ეს აძლიერებს ნაწლავის ბარიერის მთლიანობას და ხელს უწყობს ზოგადად ნაწლავის ჯანმრთელობას.
შესაბამისად, ნაწლავის დისბიოზმა, ანუ ნაწლავში აკერმანსიას და სხვა ბაქტერიების არარსებობამ ან სიმცირემ, შეიძლება ზემოთ ნახსენები ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობა, ეგრეთ წოდებული “მჟონავი ნაწლავი” გამოიწვიოს.
ნაწლავის ბარიერის მთლიანობის გარდა, მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ნაწლავში გარკვეული მეტაბოლიტების, განსაკუთრებით კი ბუტირატის წარმოება.
ბუტირატი არის მოკლე ჯაჭვოვანი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის ბაქტერიების მიერ ბოჭკოვანი საკვების დუღილის (ფერმენტაციის) შედეგად. მას უამრავი სარგებელი აქვს, მათ შორის ანთების შემცირება, ნაწლავის ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესება, მადის დარეგულირება და ინსულინისადმი მგრძნობელობის გაზრდა. ეს ეფექტები ხელს უწყობს წონის და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციას და აუმჯობესებს მეტაბოლურ ჯანმრთელობას.
როგორც ვხედავთ, ნაწლავს მნიშვნელოვანი როლი აქვს მეტაბოლურ ჯანმრთელობაში. ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნება და ბოჭკოთი მდიდარი დიეტა გადამწყვეტია წონის კლებისთვის, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, მეტაბოლური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.“
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Metabolic dysfunction can partially result from an increase in the permeability of the gut barrier, which separates the contents of the gut from the bloodstream. When the gut barrier becomes too permeable, levels of lipopolysaccharide (LPS) from Gram-negative bacteria in the bloodstream increase. This triggers the activation of pro-inflammatory cytokines, leading to chronic low-grade inflammation. This inflammation is associated with weight gain and higher fasting glucose levels.
The mucus layer that coats the inner wall of the digestive tract plays a crucial role in protecting against gut barrier permeability. Certain bacteria, such as Akkermansia muciniphila, thrive on mucins found in the mucus layer. When Akkermansia muciniphila consumes mucin, the host increases its production of mucins, helping to replenish and maintain the protective layer. This enhances the integrity of the intestinal barrier and contributes to overall gut health.
In addition to the protective role of the gut barrier, the production of specific metabolites, particularly butyrate, also influences metabolic health. Butyrate is a short-chain fatty acid produced by gut bacteria during the fermentation of dietary fibers. It provides numerous benefits, including reducing inflammation, improving gut barrier function, and increasing insulin sensitivity. These effects contribute to metabolic health and can help regulate weight and blood glucose levels.
So, we can see that, the gut has a critical role in mediating metabolic health through the protection of the gut barrier and the production of beneficial metabolites like butyrate. Maintaining a healthy gut microbiome and consuming a fiber-rich diet are crucial for optimizing these mechanisms and promoting overall metabolic well-being.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9459697
/https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7230435
/https://www.frontiersin.org/…/10.3389/fnut.2023.1120168/full
https://www.mdpi.com/2227-9059/10/1/83

განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, შშმ პირთა უფლებებისა და სოციალური სერვისების განვითარების მექანიზმები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა წლების განმავლობაში მხარეთა შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, შშმ პირთა უფლებებისა და სოციალური სერვისების განვითარების მექანიზმები, ასევე ისაუბრეს მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალურ დონეზე შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნასა და მხარდამჭერი სერვისებს, რაც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, შშმ პირთა უფლებების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და თანამშრომლობა,რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება მნიშვნელოვანია.

განიხილეს საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა, ასევე – საქართველოში მცხოვრები…

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიას შორის, ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა, ასევე – საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ” შეთანხმებას, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა. ხელშეკრულება მოიცავს დებულებებს უკანონო მიგრაციის შემცირებაზე, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასა და საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ, შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასა და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას.

თავის მხრივ, მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულმა, მიხეილ სარჯველაძეს, მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით, გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს “ტელეპათიურად” ამოძრავებს

ჩინეთმა წარადგინა ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისი, რომელიც მაიმუნს ჩაუნერგეს.

ჩინურმა კომპანიამ განაცხადა, რომ მან წარმატებით შეიმუშავა ტვინის ჩიპი და ჩაუნერგეს მაიმუნს, რომელსაც ახლა შეუძლია დისტანციურად მართოს რობოტის მკლავი მოწყობილობით.

პეკინში ახლახან გამართულ ტექნოლოგიურ ფორუმზე ნაჩვენებ სადემონსტრაციო ვიდეოში აღბეჭდილი იყო, როგორ აკონტროლებს ეს ცხოველი მექანიკურ ხელს გონების ძალით, “ტელეპათიურად”.

ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალებამ Xinhua გაავრცელა. ადგილობრივი ნეიროტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ახალი ჩიპი შექმნა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი Beijing Xinzhida Neurotechnology-ა. მათ ნეიროკომპიუტერულ ინტერფეისს NeuCyber Array BMI ეწოდება.

ღონისძიებაზე ამ კომპანიისთვის მოწყობილ კუთხეში საზოგადოებას ახალი სისტემა წარუდგინეს. ეკრანზე ნაჩვენები იყო მაიმუნი, რომელიც ტვინში ჩანერგილი ელექტროდების დახმარებით ოდნავ მოშორებით დადგმულ მექანიკური ხელს დისტანციურად ამოძრავებს და მარწყვს იღებს.

დამთვალიერებლებს აღნიშნულ სივრცეში სწორედ ამ ექსპერიმენტული მოწყობილობის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ამის მიუხედავად, იქ არა ნამდვილი მაიმუნი, არამედ სათამაშო იყო მოთავსებული.

ჩინეთში არსებულ ტვინის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ახალი ინტერფეისი ნეირონებში წარმოქმნილ ელექტრულ სიგნალებში უმნიშვნელო ცვლილებებს აფიქსირებს. ის შემდეგ ამ იმპულსებს შიფრავს და მათ რეალურ ქმედებად გარდაქმნის.

იმავე პრინციპით მუშაობს ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის ჩიპიც, რომელიც ადამიანს ტვინში უკვე ჩაუნერგეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ეს პაციენტი კომპიუტერში ჭადრაკსადა Mario Kart-ს სწორედ ინტერფეისის მეშვეობით თამაშობს ისე, რომ ამისთვის ხელების გამოყენება არ სჭირდება.

ამგვარი ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს სხვებთან კომუნიკაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ამის მიუხედავად, იმ მაიმუნებისთვის, რომლებზეც Neuralink-მა საკუთარი ტექნოლოგია გამოცადა, ყველაფერი ასე კარგად არ დასრულებულა.

საქმე ისაა, რომ 2022 წლის მონაცემებით, ამ ექსპერიმენტებს 1500-ზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ მაიმუნებიც, რომელთა 21%-იც მოწყობილობასთან შეუგუებლობას შეეწირა.

გაიზიარებს თუ არა მათ ბედს ჩინური კომპანიის ცდისპირი მაიმუნიც, მომავალი გვიჩვენებს.

„ზომბი ნეირონები” -რა არის “ზომბი ნეირონი” და როგორ ვიყენებთ მას – კვლევა

მეცნიერები თაგვებს სწავლობდნენ რა დროსაც “ზომბი ნეირონები” აღმოაჩინეს. ეს ნეირონი ხორცის მჭამელი და ვირუსით დაინფიცირებული ნამდვილად არ არის, მაგრამ ნორმალური ურთიერთქმედება შეწყვეტილი აქვს — მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციურად ცოცხლია. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა და ტვინის შესწავლაში დაგვეხმარება.

პორტუგალიელი მეცნიერები სწავლობდნენ ტვინის ნათხემის ნაწილს. მათ აინტერესებდათ თუ რა როლი აქვს ნათხემს სწავლაში.

ნათხემი ადამიანისა და ხერხემლიანების თავის ტვინის მოგრძო ნაწილია. ის მნიშვნელოვანია უმთავრესად მოძრაობათა კოორდინაციაში, სხეულის წონასწორობის, პოზისა და ტონუსის დაცვაში. ტვინის ეს რეგიონი სწრაფად მოძრავ ცხოველებს განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული.

ტვინის ეს ნაწილი მოძრაობასთან დაკავშირებულ სენსორულ ინფორმაციას ამუშავებს. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, ის გვეხმარება გადატვირთულ ქუჩაში გადაადგილებაში, სასმლით სავსე ჭიქის ხელში წყლის დაქცევის გარეშე აღებაში და ასევე მნიშვნელოვანია სწავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუ მოძრაობისას რაიმეს შევეჯახებით, ტვინის ეს უბანი გვეხმარება ინფორმაციის დამახსოვრებაში და იმაში, რომ იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ. კვლევის საგანი სწორედ ეს იყო — როგორ ხდება დასწავლის ეს პროცესი.

ოპტოგენეტიკის გამოყენებით, სადაც უჯრედებზე სინათლით მოქმედებენ, მკვლევრებმა ნათხემის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, “ცოცვის ბოჭკოები” გამოავლინეს.

“ცოცვის ბოჭკოებზე სინათლით მოქმედების შემდეგ თაგვებმა თვალის დახამხამება ისწავლეს. ამან დაადასტურა, რომ ბოჭკოები ასოციაციური სწავლისთვის მნიშვნელოვანია”, — თქვა ნეირომეცნიერმა ტატიანა სილვამ.

აქამდეც ითვლებოდა, რომ ეს ბოჭკოები სწავლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ახალი კვლევა ამის სერიოზული მტკიცებულებაა. ტვინის სხვა უჯრედებზე მსგავსი მანიპულაციის შემდეგ იგივე შედეგი ვერ მიიღეს.

უკვე ამის შემდეგ, მკვლევრებმა ზომბი ნეირონის ეფექტი შენიშნეს. სინათლისადმი მგრძნობიარე ცილა Channelrhodopsin-2 (ChR2)-ს დანერგვამ, როგორც ოპტოგენეტიკური მანიპულაციის ნაწილი, არსებითად იმოქმედა მცოცავ ბოჭკოვან უჯრედებზე.

ეს ნეირონები კლასიკური გაგებით კვლავ აქტიური იყო, შესაბამისად ცოცხალიც, მაგრამ მათგან “შეტყობინება არ გადაიცემოდა”. კონკრეტული ნეირონები სხვა ნერვული ქსელებისთვის უბრალოდ გათიშული იყო, რაც თაგვებს დასწავლაში ხელს უშლიდა.

“აღმოჩნდა, რომ ChR2-ის შეყვანამ ბოჭკოების ბუნებრივი თვისებები შეცვალა”, — თქვა ნეირომეცნიერმა მეგან კერიმ.

ახლა ჩვენ ბევრად მეტი ვიცით იმაზე, თუ როგორ ხდება სწავლა ნათხემში. თაგვისა და ადამიანის ტვინს შორის მსგავსების გათვალისწინებით, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ იგივე პროცესები მხდება ჩვენს ტვინშიც.

“ეს შედეგები ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბოჭკოვანი სიგნალები აუცილებელია ნათხემის ასოციაციური სწავლისთვის“, — ამბობს კერი.

კვლევა Nature Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

ის რაც მოზარდის ტვინის შესახებ უმჯობესია ვიცოდეთ

ადამიანის ტვინის ევოლუცია

სტატიის ავტორია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა და მოზარდთა კვებითი ქცევის სპეციალისტი მარიამ შოვნაძე

– მოზარდობა არის ტვინის მნიშვნელოვანი ზრდისა და განვითარების პერიოდი. თავის ტვინი მაქსიმალურ ზომას გოგონებში 11 წლის ასაკში აღწევს, ხოლო ბიჭებში 14 წლის ასაკში. ზომის ცვლილების მიუხედავად, ტვინის განვითარება გრძელდება 20 წლამდე. მოზარდის ტვინის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიჩქარით იზრდება.

– თავის ტვინის წინა ნაწილი, რომელსაც პრეფრონტალურ ქერქს ვუწოდებთ, ყველაზე ბოლოს მწიფდება. ეს უბანი  პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან უნარებზე როგორიც არის დაგეგმვა, პრიორიტეტების განაწილება და იმპულსის მართვა.

– იქედან გამომდინარე, რომ პრეფრონტალური ქერქის განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მოზარდს შესაძლოა გაუჭირდეს იმპულსის მართვა, დაგეგმვა მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე და აქტუალური გახდეს რისკისშემცველი ქცევა.

– მოზარდობის პერიოდში ძილის რეჟიმი იცვლება მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო. წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ იძინოს 9-10 საათი ყოველ ღამე.

– მოზარდობის პერიოდი გულისხმობს  ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას. ეს ხელს უწყობს ტვინში უფრო ეფექტური კავშირების შექმნას, რაც განაპირობებს აზროვნების ახალი სტრატეგიებს, შემოქმედებით იდეებსა  და შეხედულებებს სამყაროს შესახებ.

– მოზარდის ტვინი მოქნილია, რაც გულისხმობს რომ  მას შეუძლია შეიცვალოს, მოერგოს და რეაგირება მოახდინოს გარემო ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, საინტერესო აქტივობები, შეთავაზებული რესურსები, ვარჯიში, ხელოვნება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვის მოთხოვნები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

5 ჯანსაღი პროდუქტი, რომელთა მოხმარებისასაც ზომიერებაა საჭირო

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს.

„სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო”), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.

კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.

მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°C-დან 10°Cმდე, შესაძლოა გამოიყენოთ მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ – ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“, – აცხადებენ სააგენტოში.

რა არის ნეირომრავალფეროვნება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რა არის ნეირომრავალფეროვნება?
ნეირომრავალფეროვნება შედარებით ახალი ცნებაა და ეფუძნება იდეას, რომ ადამიანების განცდები და გარე სამყაროსთან ინტერაქცია ბევრი განსხვავებული გზით არის შესაძლებელი, რომ არ არსებობს  ერთადერთი ,,სწორი“ სწავლის, აზროვნების, ან მოქცევის წესი. მნიშვნელოვანი მომენტი ამ პერსპექტივაში არის ის, რომ აღნიშნული განსხვავებები არ განიხილება როგორც დეფიციტი, არამედ, ეს არის ნერვული სისტემის განსხვავებული ტიპი, რომლითაც ადამიანი ცხოვრობს და რომლის საშუალებითაც ურთიერთქმედებს გარშემომყოფებთან და გარემოსთან, ხშირად, მთელი ცხოვრების მანძილზე.
რა მდგომარეობები ხვდება ამ კატეგორიაში?
ნეირომრავლფეროვნების პერსპექტივაში განიხილება უკლებლივ ყველა ადამიანი, თუმცა ყველაზე ხშირად ამ ქუდის ქვეშ მოიაზრებენ ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპექტიურობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრის აშლილობა, დისლექსია, დისკალკულია, დასწავლის სირთულეები, ენის განვითარების დარღვევა, ტიკური აშლილობები, მათ შორის, ჟილ და ლა ტურეტის სინდრომი.

საინტერესოა, რომ ნეირომრავალფეროვნების მოძრაობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიქმნა. მოძრაობის მიზანი იყო და ეხლაც არის, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, მიმღებლობის და ინკლუზიის გაზრდა, ამ მდგომარეობებთან დაკავშირებული სტიგმის აღმოფხვრა. ამდენად, იდეების საწყისები უფრო სოციალურია, თუმცა დღეს, აღნიშნული იდეა გავრცელებულია და მიღებულია როგორც ფსიქოლგთა, ისე სამედიცინო და საგანმანათლებლო წრეებშიც. აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება ბევრი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს კლინიკურ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების და საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობების და სინდრომების მიმართ დამოკიდებულებისა და შეხედულების მოდიფიკაციას, ასევე ამ მიმართულებით არსებული არასწორი მოსაზრებების ე.წ მითების გაქარწყლებას.

როგორია ნეიროტიპური ადამიანები?
ნეიროტიპური ადამიანები, არიან ადამიანები ნერვული სისტემის ტიპური (ანუ ჩვეულებრივ ყველაზე ხშირი, მოსალოდნელი) განვითარების პატერნით. რაც, ცხადია, შესწავლილია და შეფასების პროცესში სწორედ ამ მოსალოდნელ პატერნს დარდება თითოეული ბავშვის განვითარება ან მოზრდილის ფუნქციონირება. ამ შემთხვევაში იგულისხმება ფიზიკური, შემეცნებითი, ემოციური და პიროვნული სფეროების განვითარება. რა თქმა უნდა თითოეული ინდივიდი უნიკალურია და აქვს საკუთარი განვითარების ტრაექტორია და ტემპი, თუმცა გარკვეული ეტაპის გავლა ტიპური ნერვული სისტემის შემთხვევაში მსგავსად ხდება და განსხვავება მინიმალურია. მოზრდილობაში ასეთ ადამიანებს, როგორც წესი არ უჩნდებათ განცდა, რომ მათი ტვინი ძალიან გასხვავებულად ფუნქციონირებს.
განსხვავებული ნერვული სისტემა ყოველთვის ბავშვობის ასაკიდანვე აქვს ადამიანს?
როგორც აღვნიშნე, ნეირომრავალფეროვნება მოიაზრებს განსხვავებული ნერვული სისტემის ტიპებს და ამ ქოლგის ქვეშ ხვდება როგორც ბავშვობის ასაკიდან არსებული და მუდმივი მდგომარეობები, ასევე ცხოვრების მანძილზე შეძენილი მდგომარეობებიც, როგორიცაა ქალა-ტვინის ტრავმა, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც შეეხება ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. თუმცა უფრო ხშირად ნეირომრავალფეროვნების ქვეშ, მოიაზრება მდგომარეობები, რომელიც ადამიანს აქვს დაბადებიდან და მთელი ცხოვრება. შესაბამისად, განსხვავებული სწავლის ტემპი, პრობლემებთან გამკლავების გზები და განსხვავებული ქცევაც ექნებათ ცხოვრების ყველა ეტაპზე.

განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვობის პერიოდი, რადგან ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ სწორი მხარდაჭერა ბავშვის, რომ მაქსიმალურად გავუადვილოთ გარემოსთან ადაპტაცია, მეორეს მხრივ მშობლების, მასწავლებლების და სამედიცინო პერსონალის განათლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც მათაც გაუადვილებს ინტერქაციას ნეიროგანსხვავებულ ადამიანებთან და სტრესის ხარისხსსაც შეამცირებს.

შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპია მოზარდობის ე.წ თინეიჯერობის პერიოდი. ამ პერიოდში, ნერვული სისტემა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და განსაკუთრებით მოწყვლადია სოციალური ურთიერთობების და ემოციური სფეროები. ვინაიდან, თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხიმგებელია იმპულსის კონტროლზე, რისკების შეფასებაზე, სოციალური სიტუაციის შეფასებასა და  საკუთარი მოქმედებების შედეგების განჭვრეტაზე ჯერ კიდევ  ფორმირების პროცესშია. აქედან გამომდინარე, მოზარდების განსაკუთრებით მოწყვლად პოპულაციაა ემოციური სფეროს აშლილობების მხრივ, როგორიცაა შფოთვითი აშლილობები, გუნება-განწყობილების აშლილობები, მაგალითად დეპრესია. ამ შემთხვევაში, ნეიროგანსხავვებული მოზარდები, ცხადია, მეტად მოწყვლადები არიან, რადგან თუ არ მოხდა დროულად განსხვავების დადგენა, გარშემომყოფებს მცდარად აქვთ მათგან ტიპური ქცევის, ტიპური ემოციური რეაგირების ან გარკვეული აკადემიური მიღწევების მოლოდინი და თუ მოზარდი ამ მოლოდინს არ მართლებს, თუ  მას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა ოჯახის, სკოლის და თანატოლების მხრიდან, რიგ შემთხვევევბში ამას შესაძლოა მოჰყვეს მთელი რიგი პრობლემები როგორიცაა მაღალი შფოთვა, დეპრესიული გუნება ან ქცევითი პრობლემები.
როგორია სტუდენტობა?
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც ადამიანი იძენს პროფესიას და თანდათან ხდება სრულიად დამოუკიდებელი მშობლებისგან. საბედნიეროდ დღეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების დიდ უმრავლესობას შექმნილი აქვს ფსიქიკური კონსულტირების ცენტრები, რომლებიც შეიქმნა ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით.  სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ კვალიფიციური პროფესიონალის კონსულტაცია, მოხდეს საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების გადამისამართება დეტალურ შეფასებაზე, მათი ფსიქოგანათლება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
რა პრობლემებს აწყდებიან ასეთი ადამიანები?
ნეიროგანსხვავებული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სხვა ადამიანების მოლოდინები. რადგან ეს არის მოსახლეობის მცირე ნაწილი. ხშირად, ადამიანებს აქვთ მოლოდინები და განწყობა, რომ ასეთი პირი უნდა იქცეოდეს, ფიქრობდეს და განიცდიდეს, როგორც ნეიროტიპური. ამ მოლოდინებიდან გამომდინარე, განსხვავებულ ადამიენბს უწევთ ე. წ ,,შენიღბვა“  ანუ ცდილობენ მოერგონ ამ მოლოდინებს და საზოგადოებრივ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, ისინი განსაკუთრებით აკონტროლებენ ქცევას და ემოციურ გამოვლინებებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ძლიერ ზეგავლენას მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე: მაღალ შფოთვას, გამოფიტვას, იდენტობის დაკარგვას, დეპრესიას, სუიციდურ აზრებს, ფსიქოსომატურ გამოვლინებებს და ა.შ.
1. პირველ რიგში მდგომარეობის იდენტიფიცირება, ნეიროგანსხვავებულობის გამოვლენა,  ასეთის არსებობის შემთხვევაში; რაც მისცემს საშუალებას, მშობლებს, მასწავლებლებს და სხვა ადამიანებს დაუჭირონ მხარი და ბევრ სტრესულ სიტუაციას აარიდონ ნეიროგანსხვავებული ადამიანი.
2. ფიზიკური, ფსიქიკური განვითარების სტიმულირება- მაქსიმალურად ოპტიმალური გარემოს მოწყობა ნერვული სისტემის გაძლიერების მიზნით,
3. სენსორული და ემოციური რეგულაციის ხელშეწყობა
4. ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული ბუნებრივი სწავლების მეთოდები, ინკლუზიური განათლება;
5. სოციალური კავშირების შეძენის და შენარჩუნების ხელშეწყობა;
6. ფიზიკური და ფსიქიკური  კეთილდღეობის  და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;
7. განსხვავებული შესაძლებლობების და ნეირორესურსის ადამიანების პატივისცემა, მიმღებლობა და ცნობიერების ამაღლება.

წყარო: https://fortuna.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights