ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური ფორუმი გაიმართება 🥼⚖️

#image_title

2024 წლის 15 ივნისს “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით, ქ. თბილისში, სასტუმრო თბილისი მერიოტში, ჩატარდება სამედიცინო სამართლის ყოველწლიური ფორუმი, რომელიც დაეთმობა სამედიცინო სამართლის პრობლემურ და მნიშვნელოვნად აქტუალურ საკითხებს.

კონგრესის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები🥼👇:

✅️პაციენტის ავტონომიის უფლება;

✅️ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი;

✅️სამედიცინო მომსახურების გამწევის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი საკითხები;

✅️მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემატიკა სამედიცინო დავების წარმოებისას, სამედიცინო მუშაკთა პასუხისმგებლობის დაზღვევის ასპექტები;

✅️სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევები და აშ.

ფორუმში სპიკერის სტატუსით მოწვეულები არიან:

ირმა გელაშვილი – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ქეთევან მესხიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

ნინო მამულაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

ნატალია მოწონელიძე – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

მეგი საჯაია – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი;

ქეთევან მჭედლიშვილი -ჰედრიხი – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;

გივი ჯავაშვილი – დოქტორი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;

ნინო ლიპარტია – პროფესორი, სამართლის დოქტორი, ადვოკატი;

ირაკლი გოგოხია –  ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის სამედიცინო დირექტორი.

სამედიცინო სამართლის ფორუმის აღნიშნული ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

მოსამართლეები, ადვოკატები, მედიატორები, სამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიკოსები, სამეცნიერო საზოგადოებისა და სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და აშ.

ღონისძიების განმავლობაში სამუშაო დროის ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, სადაც ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები სამედიცინო სამართლის საკითხების შესახებ.

 

 

მცენარის ვირუსმა თაგვებში კიბოს მეტასტაზები მოსპო

#image_title

ვირუსმა, რომელიც შავთვალა ლობიოს აინფიცირებს, ფართო ეფექტიანობა აჩვენა თაგვებში მთელი რიგი მეტასტაზური სიმსივნეების აღკვეთაში, რაც აჩენს იმედს, რომ ამ ვირუსმა შეიძლება იგივე შედეგები ადამიანებშიც აჩვენოს. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში იუწყებიან.

აივ ინფექციის ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა

#image_title

ვაქცინების უმთავრესი დანიშნულება ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა, რომლებიც სხვადასხვა ვირუსის მიმართ ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს. მეცნიერები აივ ინფექციის საწინააღმდეგო ამგვარ პრეპარატებზეც მუშაობენ. მათ შორისაა ახალი ექსპერიმენტული საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ კლინიკურ ცდებს გადის.

შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა მცირერიცხოვან საკვლევ ჯგუფში ვაქცინამ ე.წ. ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ფორმირება განაპირობა. 1990-იან წლებში აღმოჩენილი ეს ცილები აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსის რამდენიმე შტამს აფიქსირებს და უტევს, მაგრამ პრეპარატებით მათი გამომუშავების პროვოცირება მარტივი არაა.

თავად დაავადებულ ადამიანებში ასეთი ანტისხეულების გაჩენას წლები სჭირდება და ისინი პაციენტების მხოლოდ 10-25%-ში გვხვდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შედეგს ახალი ვაქცინის 2 დოზით მიაღწიეს, თანაც რამდენიმე კვირაში.

ექსპერიმენტული საშუალება აივ ინფექციის ყველაზე გავრცელებულ ტიპ HIV-1-ზეა ორიენტირებული, კონკრეტულად კი ვირუსის გარე საფარველზე, რომელიც მუტაციის პარალელურად სტაბილურად ნარჩუნდება. პრეპარატის გამოცდის პირველი ფაზა 2019 წელს დაიწყო და მასში მონაწილეობა 24-მა ჯანმრთელმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგანაც 4 პლაცებოს იღებდა. კვლევა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ცდისპირებში კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლის მიმართ მწვავე ალერგიული რეაქცია გამოვლინდა.

მანამდე 5-მა ინდივიდმა 4-დან 3 დოზა მიიღო, 15-მა კი — 2. ამ დროის განმავლობაში შეგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ უკანასკნელ ჯგუფში გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმატებით გამომუშავდა, ხოლო იმ 5 ადამიანიდან ეს მხოლოდ 2-ში დაფიქსირდა. ამ ცილების ყველაზე ძლიერმა კატეგორიამ უჯრედებზე ჩატარებულ ცდებში ინფექციის შტამების 15-35% გააუვნებლა.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა ვაქცინის ფორმულა შეცვალეს და კვლევას სწორედ მისით განაახლებენ.

სეზონური ალერგიული რინიტი, დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა – ინტერვიუ ალერგოლოგთან

#image_title

სეზონური ალერგიული რინიტი ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთებით მიმდინარე ალერგიულ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ სეზონზე ვლინდება. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მსოფლიო მოსახლეობის 10-30%-ში გვხვდება. გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პირობებში მისი გავრცელება კიდევ უფრო მზარდია.

რა იწვევს სეზონურ ალერგიულ რინიტს? როგორია მისი სიმპტომები? როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ალერგოლოგს, ქეთევან ომიაძეს მივმართეთ.

რა ტიპის ალერგენები იწვევს დაავადებას და წელიწადის რა დროს მატულობს მისი შემთხვევები?

სეზონური ალერგიული რინიტის გამომწვევია მცენარის მტვერი. მაგალითად, გაზაფხულზე ხე-მცენარეები ყვავილობენ, ზაფხულში – მარცვლოვანი მცენარეები, ხოლო შემოდგომაზე – სარეველები. სიმპტომებიც ვლინდება იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონზე მოყვავილე მცენარის მიმართ აქვს ადამიანს მომატებული მგრძნობელობა. დაავადება შეიძლება განსაკუთრებით გამწვავდეს ტემპერატურის ცვლილებისა და ქარიანი ამინდის დროს.

რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ალერგიულ რინიტს?

სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომებია: ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამონადენი; მრავალჯერადი ცემინება; ცხვირის გაჭედვა; ცხვირის, თვალების, ყელის, ყურების ქავილი; ცრემლდენა და თვალების სიწითლე; ხველა და ჰაერის უკმარისობა. ჩამოთვლილთაგან შესაძლოა გამოხატული იყოს რომელიმე ერთი ან სხვადასხვა სიმპტომის კომბინაცია.

რა გართულებები ახასიათებს დაავადებას?

ალერგიული რინიტი უარყოფითად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ასევე, მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა: ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტი), შუა ყურის ანთება (ოტიტი), ცხვირის პოლიპოზი, ძილის დარღვევა, ძილის აპნოე, ასთმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ ალერგოლოგს და აიცილოთ გარემოს არასასურველი გავლენა ცხოვრების ხარისხზე.

როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება დეტალურ ანამნეზს, კლინიკურ სურათს და ისეთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, როგორიცაა: კანის სინჯები და სისხლის შრატში ალერგენ-სპეციფიკური IgE ანტისხეულების განსაზღვრა.

ალერგიული რინიტი საჭიროებს სპეციფიკურ, დაავადების სიმპტომებზე, მათი მიმდინარეობის სიმწვავეზე, გამოვლენის პერიოდსა და ხანგრძლივობაზე ორიენტირებულ მკურნალობას. იმისთვის, რომ ის ეფექტური იყოს, აუცილებელია დაინიშნოს ექიმის მიერ. ალერგიული რინიტის მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, ინტრანაზალურ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ინტრანაზალურ სტეროიდებს, ანტილეიკოტრიენებს და იმუნოთერაპიას.

ასევე, მაპროვოცირებელი ფაქტორების იდენტიფიკაციის შემდეგ, სასურველია შეიზღუდოს მათი ექსპოზიცია. დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობის პარალელურად, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

● მოერიდეთ შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად, ვარჯიშს დილის 10 სთ-დან შუადღის 4 სთ-მდე, რადგან ამ პერიოდში ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაღალია. იყავით შენობაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში;

● დაკეტეთ ფანჯრები სახლსა და მანქანაში, ჩართეთ კონდიციონერი;

● მოერიდეთ ტანსაცმლის გარეთ გაშრობას ქარიან ამინდში;

● სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები, რათა ჩამოირეცხოთ დალექილი მტვერი;

● მცენარეთა ყვავილობის პიკის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზღვის კურორტს, რადგან ზღვაზე მცენარეული საფარველი ნაკლებია, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი შთანთქავს ჰაერში არსებულ ალერგენებს.

Რატომ უნდა მივიღოთ ცივი შხაპი?

#image_title

Რატომ უნდა მივიღოთ ცივი შხაპი?

წყალი ადამიანის სხეულის 60 პროცენტს შეადგენს. წყალი უნარჩუნებს თქვენს კანს ელასტიურობასა და ბრწყინვალებას, ხსნის კაპილარებს, წმინდავს ორგანოებს, ანიჭებს სისხლს სიჯანსაღეს, ასტიმულირებს ჯირკვლოვანი სისტემის ჯანმრთელ სეკრეციას. Როდესაც ცივი დუშის დრო კაპილარები იხსნება და შემდეგ თავის ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება სისხლი იწყებს ახლიდან ორგანოებში ცირკულაციას, თითოეულ ორგანოს თავისი ცირკულაციის რითმი გააჩნია, ამის შედეგად ისინი იწმნიდება, ხოლო ჯირკვლოვანი სისტემა იწყებს უკეთ ფუნქციონირებას, ქრება თქვენი ნევროზი და სიბრაზე. დაიწყეთ 15 წამიდან და შეგიძლიათ 30 წამამდეც გაზარდოთ. თუმცა მიყევით ნელ-ნელა, დააკვირდით როგორ მოქმედებს თქვენზე და შემდეგ გაზარდეთ დრო.

Რა სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ? 

დაიწყეთ კიდურებით-ხელები, ფეხები და მკლავები. არ დაიწყოთ ბარძაყებით რათა არ დაირღვეს კალციუმ-მაგნეზიუმის ბალანსი. იგივე წესი მოქმედებს სასქესო ორგანოებსა და თავზე. არ მიიღოთ ცივი შხაპი ორსულობის დროს, თუ გაქვთ მენსტრუალური პერიოდი, თუ გაქვთ სიცხე ან გაწუხებთ რევმატიზმი და გულის პრობლემები. Მაღალწნევიანობის შემთხვევაში დაიწყეთ ცივი შხაპი ნელ-ნელა. გამოიყენეთ კოტონის შორტები რომ დაიცვათ ბარძაყები და სასქესო ორგანოები.

Როგორ გავლენას ახდენას სხვადასხვა ორგანოზე მიღებული ცივი შხაპი? 

თუ თქვენ ცივ წყალს 10/15 წუთის განმავლობაში ქვედა ტუჩის ქვემოთ დაისხავთ თქვენი გონება გახდება ნათელი და სუფთა. თუ ცივ წყალს წარბებსა და ზედა ტუჩს შორის დაისხავთ იქნებით ძალიან ენერგიული. თუ წყალს მისცემთ საშუალებას ყელიდან მთლიან სხეულზე და ხელებზე  დაგესხათ ამით შეცვლით თქვენს უჯრედებს. თუკი ცივ წყალს ფეხებზე დაისხავთ და მარცხენა ფეხს მარჯვენა ფეხით დაიმასაჟებთ, ხოლო მარჯვენა ფეხით მარცხენას ამას იგივე ეფექტი ექნება რაც მთლიანი სხეულის მასაჟს. ფეხის მასაჟის დროს არ გამოიყენოთ ხელები.  თქვენი სხეულის ყველა ორგანო მთლიანად შეიცვლება. ცივი შხაპის დროს სისხლი გამოცდის თავისცირკულაციის ძალას, ამ დროს ის არ გრძნობს სიცივეს. Როდესაც კაპილარები იხსნება ამ დროს იწმინდება სისხლი, ხოლო სისხლის გაწმენდა ორგანოების ახლიდან ჯანმრთელ  ფუნქციონირებას უწყობს ხელს.  ცივი შხაპის შემდეგ ჩაიცვი თბილი ტანსაცმელი და მოიხურე პლედი, ხოლო თუ გარეთ ცხელა ამ შემთხვევაში გამოიყენეთ დიდი აბაზანის პირსახოცი. Სწორედ ცივი შხაპის დახმარებით შეგიძლიათ ჯანმრთელობის შენარჩუნება.

შექმნეს უნივერსალური სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლებელია ყველა ჯგუფის სისხლში

ადამიანებს აქვთ სისხლის 4 ჯგუფი, რომელთა შორის არის მხოლოდ ერთი უნივერსალური, ანუ შესაფერისია აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის – ეს არის ჯგუფი I (O). მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო ჯგუფია, დონორის სისხლი ხშირად მაინც დეფიციტია. ამიტომ, მეცნიერები რამდენიმე ათეული წელია მუშაობენ ხელოვნური უნივერსალური სისხლის შექმნაზე, რომელიც ყველა პაციენტს გამოადგება. თუმცა, დადებითი შედეგი მხოლოდ ახლაა მიღწეული. ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გზა, რათა სისხლი უნივერსალური გახადონ ნაწლავის ბაქტერიების გამოყენებით.

რატომ არის რთული უნივერსალური დონორის სისხლის შექმნა?
არასწორი სისხლის ჯგუფის გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური რეაქცია. მიზეზი ის არის, რომ იმუნური სისტემა ცნობს უცხო შაქრის მოლეკულებს, რომლებსაც ასევე უწოდებენ “ანტიგენებს”, სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე და იწყებენ მათზე შეტევას.  მხოლოდ I სისხლის ჯგუფი არ შეიცავს ანტიგენებს, ამიტომ უნივერსალურია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ანტიგენების მოცილებით შესაძლებელია სისხლის უნივერსალური, ანუ I ჯგუფის მიღება. მეცნიერები ამაზე მუშაობდნენ ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ფერმენტების გამოყენებით. მაგალითად, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოიყენებოდა ფერმენტები მოუხალავი ყავის მარცვლებიდან II და III ჯგუფის ანტიგენების მოსაშორებლად.

მას შემდეგ, ექსპერიმენტები ტარდება სხვადასხვა, უფრო ეფექტური ფერმენტების გამოყენებით, რომლებიც აშორებდნენ ანტიგენებს ორივე, II და III ჯგუფის სისხლში. ორივე ჯგუფის სისხლში სისხლის წითელი უჯრედების გაწმენდის შემდეგ, მოლეკულურ დონეზე ისინი ზუსტად ჰგავდნენ I ჯგუფის სისხლის წითელ უჯრედებს. ანუ უნივერსალური სისხლის შექმნა შეუძლებელი იყო.როგორც ნაშრომის ავტორები ამბობენ, „ჯადოსნურ ფერმენტზე ან ფერმენტებზე ნადირობა უკვე მიმდინარეობს და ისინი ძალიან მალე გამოჩნდებიან. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეეძლებათ გადაჭრას ადამიანის სისხლის დეფიციტის, ან თუნდაც შეუთავსებლობის პრობლემა. მართალია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ტექნოლოგია ეფექტურია, არამედ იაფიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრაქტიკაში დიდი მოთხოვნა არ იქნება.

ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ძალიან სწრაფად იმატებს

#image_title

ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გამო დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დღითიდღე იმატებს. ახალი კვლევით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მავნე აირის, ნახშირორჟანგის, დონე ამჟამად იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო 50 000 წელში.

მეცნიერებს ამაში ანტარქტიკის რეგიონში არსებული ყინულის ანალიზი დაეხმარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბოლოს ნახშირორჟანგის დონის განსაკუთრებული მატება (ცხადია, ბუნებრივი) 7 000 წლის წინ დაფიქსირდა. ამ დროს 55 წლის განმავლობაში აღნიშნული აირის კონცენტრაცია მილიონში 14 ერთეულით იზრდებოდა. ახლა ამას მხოლოდ 5-6 წელი სჭირდება, ანუ, ავტორების თქმით, ეს პროცესი 10-ჯერაა აჩქარებული.

“წარსულის გამოკვლევა აჩვენებს, რამდენად განსხვავებულია დღევანდელობა. CO2-ის მატების ამჟამინდელი ტემპი უპრეცედენტოა”, — აცხადებენ მეცნიერები.

ყინულში არსებული ბუშტუკები ატმოსფეროს ადრინდელი შმცველობის შესახებ ინახავს ინფორმაციას.

ფოტო: Oregon State University

მათთვის ბოლო გამყინვარებისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პერიოდების შესახებ ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ დეტალური მონაცემები არ ჰქონდათ. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი პერიოდები ჩრდილოამერიკული ყინულოვანი საფარის კოლაფსით იყო გამოწვეული. ეს ჯაჭვურ რეაქციებს განაპირობებდა, მათ შორის ტროპიკულ მუსონებს, სამხრეთ ნახევარსფეროში დასავლეთის ქარებს და ოკეანეებიდან CO2-ის გამოყოფას.

ამაზე უდიდეს გავლენას სწორედ დასავლეთის ქარები ახდენდა, რომლებიც ღრმაოკეანურ დინებებზე ზემოქმედებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ჰაერის მსგავსი მასები უფრო გაძლიერდეს და სამხრეთის ოკეანის მიერ ნახშირორჟანგის შეკავების უნარი შეასუსტოს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს

#image_title

ნათხემის ლათინური შესატყვისი cerebellum “პატარა ტვინს” ნიშნავს. ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემის ამ საკმაოდ მცირე ზომის ნაწილში ნეირონების 3/4-ზე მეტია თავმოყრილი და ის ტვინის მთლიანი მასის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.  მიუხედავად ამისა, მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს.

ნათხემი თავის ქალის ქვედა მხარესაა განლაგებული, ძირითადად, კოორდინირებულ მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მაგალითად წონასწორობის დაცვაზე. ახალი კვლევით დადგინდა, რომ “პატარა ტვინს”, ასევე, საკუთარი როლი აქვს სწავლის პროცესშიც. მეცნიერები წინა ნაშრომს დაეყრდნონ, რომელშიც სწორედ ეს საკითხი იყო განხილული.

„დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ნათხემის ერთადერთი ფუნქცია ჩვენი მოძრაობის კონტროლი იყო. ახლა უკვე ვიცით, რომ მასში არის არეალები, რომლებიც ფიქრის პროცესში მონაწილე რეგიონებთანაა დაკავშირებული და, როგორც ჩანს, მათთან ერთად განვითარდა”, – აცხადებენ სპეციალისტები.

კვლევა მაიმუნებზე ჩაატარეს, რომელთაც ეკრანზე გამოსახული სურათების მიხედვით ან მარჯვენა ხელი უნდა აემოძრავებინათ, ან მარცხენა. სწორი მხარის არჩევისას ჯილდოდ ისინი წვენს იღებდნენ. როდესაც პრეპარატების მეშვეობით ცხოველთა ნათხემის უკანა-ლატერალური ნაწილი დროებით გათიშეს, ამან დასწავლაზე იქონია გავლენა. კერძოდ, ჯილდოს მიუხედავად, მაიმუნებს უკვე უჭირდათ იმის გახსენება, თუ რომელი ხელი უნდა აემოძრავებინათ ფოტოს საპასუხოდ.

„როცა ნათხემის ამ რეგიონს თიშავ, ახლად დასწავლის პროცესი ფერხდება. ეს ძალიან ნელა ხდება, რამდენიმე ცდის განმავლობაში, და ქცევაც იმ დონის აღარაა, როგორიც იყო. ესაა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ნათხემი ჯილდოთი განსაზღვრულ ინფორმაციას პრიმატებში კოგნიტიური ფუნქციის ფორმირებისთვის”, – ამბობენ ავტორები.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

რა შემთხვევაშია პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი, თუ მას ცოფი დაუდასტურდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა
#image_title

რა შემთხვევაშია პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი, თუ მას ცოფი დაუდასტურდა

საუბრობს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი „ტვ პირველთან“:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანების ხარისხს. პირველ რიგში, განსაკუთრებით მაღალი რისკია იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ნაკბენი და კანზე ხილული ჭრილობაა.

ძირითადად, ვირუსი ცხოველის ნერწყვში იმყოფება, ამიტომ, თუ არსებობს რისკი, რომ ნერწყვი მოხვდა ჭრილობაში, მაშინ ეს ყველა შემთხვევაში მაღალ რისკად ითვლება.

ცხოველს თუ ცოფი აქვს, ცოფის ვირუსი მაღალი კონცენტრაციით არის ცხოველის ნერწყვში, ამიტომ, თუ ნაკაწრიან კანზე მოხვდა ნერწყვი, აუცილებელი არ არის კბენა და გაკაწვრა, – ესეც რისკფაქტორია.
აცრილი ცხოველებშიც ცოფის შემთხვევა იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია.  დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ცხოველის აცრაც ადეკვატურად, ხარისხიანი ვაქცინით არის ჩატარებული. ამის გარანტია არ არის, თუმცა მკვეთრად ამცირებს.

თუ ცხოველი დაიკარგება ან განუვითარდება არაადეკვატური ქცევა, ან ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ეს მკვეთრად ზრდის რისკს და ადამიანში ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჩამთავრდეს. სრული კურსი 4 ვაქცინას მოიცავს.

ვაქცინასთან ერთად ზოგ შემთხვევაში გვჭირდება ე.წ. იმუნოგლობულინი. ეს მაშინ არის საჭირო, როდესაც ჭრილობა არის ღრმა და მასში ნერწყვი თუ მოხვდა, ამ შემთხვევაში იმუნოგლობულინი ნაკბენის ირგვლივაც კეთდება.

თუ კბილით არის გაკაწრული, ყველაზე მაღალი რისკიამ – სახე და კისერი, ანუ რაც უფრო ახლოს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, შემდეგი არის ხელი, ხოლო ნაკლებ რისკად ქვედა კიდურები მიიჩნევა.

როდესაც ცხოველთან კონტაქტის შემდეგ გვაქვს კანის მთლიანობის დარღვევა, ჩანაჭდევი აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს ჩამობანა წყლით და საპნით ხანგრძლივად, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში, [მითია, რომ ამ დროს ყველაზე ეფექტიანი სარეცხის საპონია], შემდეგ დავამუშაოთ სპირტით ან იოდით და არ შევახვიოთ. თუ ჭრილობა სისხლმდენია, შემდეგ უკვე ქირურგიული დამუშავება სჭირდება.

არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე დაგვიანებულია და აზრი აღარ აქვს, ნებისმიერ დროს, როდესაც ვაქცინაცია რაღაც მიზეზის გამო შეფერხდა, ის მაინც უნდა ჩატარდეს. ინკუბაციური პერიოდი შესაძლოა თვეებიც გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დაველოდებით. ამიტომ არის მინიმალური ვადა – 10 დღე.

თუ არის ცოფი, 10 დღის განმავლობაში ქცევა იცვლება ან ცხოველი კვდება. თუ ცოფი პაციენტს უკვე ნამდვილად აქვს და უკვე ინფიცირდა, დაზიანდა ნერვული სისტემა, მისი გადარჩენა შეუძლებელია“.

„ბოლო თვეებში მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსის შემთხვევებმა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში“

#image_title
„ბოლო თვეებში მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსის შემთხვევებმა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ამ დაავადებას მეხუთე დაავადებასაც უწოდებენ, რადგან ისტორიულად ის იყო მეხუთე გამონაყრით მიმდინარე ექვს დაავადებას შორის, რასაც ჩვენში ჯერ კიდევ „ბატონებს“ უწოდებენ. ეს გამონაყრით მიმდინარე ინფექცია ხშირად არადიაგნოსტირებული რჩება. ზოგჯერ არასწორად კვალიფიცირდება, როგორც ალერგიული გამონაყარი და ასეთი პაციენტები არასწორ და უშედეგო მკურნალობას იღებენ.
როგორ გადაეცემა პარვოვირუსი?
ვირუსი წვეთებით გადამდებია (როგორც, მაგალითად, გრიპის ვირუსი და კორონავირუსი). ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. პაციენტი განსაკუთრებით გადამდებია გამონაყრის გაჩენამდე რამდენიმე დღე.
სიმპტომები
დაავადება ვლინდება გამონაყრის და ზოგჯერ სახსრების ანთების სახით (სახსრების ტკივილი, შეშუპება). ასევე შეიძლება ახასიათებს სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, გულისრევის შეგრძნება და სურდო. ზოგჯერ ვლინდება მკვეთრად გამოხატული წითელი ფერის გამონაყარი უპირატესად ლოყებზე. ბავშვებში ასეთ გამონაყარს „გალაწუნებულ ლოყას“ ამსგავსებენ. გამონაყარი ტანზე და კიდურებზეც ვრცელდება და ხშირად თან ახლავს ქავილი.
პარვოვირუსული ინფექცია იშვიათად შეიძლება მიმდინარეობდეს არატიპიურად და, მაგალითად, იასამნისფერი ლაქოვანი, მტკივნეული გამონაყარი განვითარდეს მხოლოდ ხელებზე და ფეხებზე („ხელთათმანების და წინდების“ სინდრომსაც უწოდებენ).
შესაძლებელია სრულიად უსიმპტომო მიმდინარეობაც. ასეთი ადამიანების სისხლში ლაბორატორიული კვლევით ვლინდება ანტისხეულები და ხშირად არც იციან, რომ გადატანილი ქონიათ ეს ინფექცია.
გართულებები
შესაძლო გართულებებია მიოკარდიტი, ვასკულიტი, გლომერულონეფრიტი ან ენცეფალიტი.
ორსულის ინფიცირებას შესაძლებელია ნაყოფის მძიმე დაზიანება და წყალმანკის განვითარება მოყვეს, რაც შესაძლებელია ნაყოფის დაღუპვით დასრულდეს (შემთხვევათა 2-6%-ში). დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი მერყეობს 25-50%-ის ფარგლებში. ყველაზე კრიტიკული ასაკი ნაყოფის დაზინების კუთხით ორსულობის მე-13-16 კვირაა.
განსაკუთრებით საყურადღებო გართულებაა მძიმე ანემია. ამ დროს აღინიშნება სიფერმკრთალე, ძლიერი დაღლილობა და ანემიისათვის დამახასიათებელი ლაბორატორიული ცვლილებები.
დიაგნოსტიკა
სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM და IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში. IgM ანტისხეულები ჩნდება ინფიცირებიდან 10-12 დღეში, ხოლო IgG ანტისხეულები – 2 კვირის შემდეგ. IgM ანტისხეულები ორგანიზმში რჩება რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო IgG ანტისხეულები – მთელი ცხოვრების მანძილზე.
მკურნალობა
პარვოვირუსის სამკურნალო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ტემპერატურის მომატების ან სახსრების ტკივილის დროს გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი და სხვ.). ასპირინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ქავილის შემთხვევაში გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები.
პარვოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს“, – წერს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights