სამშაბათი, ივნისი 16, 2026

„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას“

#image_title

ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება,რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში,სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას – კიბო განაჩენი არ არის“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი“

ონკოლოგიური პაციენტები

საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ქართველი ექიმები არიან ის ხალხი, რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით ტოლს არ დაუდებენ არც ერთი ქვეყნის კოლეგებს. საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა მათ შორის მედიცინის სფეროში უმაღლესი აკადემიური ტრადიციებით და მე მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ქედი მოვიხარო უდიდესი ქართველი მედიკოსების წინაშე და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ.

სამწუხაროდ, მომიწევს იმის აღნიშვნაც, რომ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, ყველა ექიმის მიმართ თანაბარი პატივისცემით ვერ ვიქნებით განმსჭვალული და ექიმთა ერთი მცირე ნაწილის არაკვალიფიციურობას ან არაკეთილსინდისიერებას აქვს მთლიანად სექტორის რეპუტაციული დაზიანების ძალზედ დიდი ნეგატიური რესურსი. ასობით ექიმის წარმატებული მკურნალობის წარმატებული ისტორია შეიძლება ჩრდილში მოექცეს ერთის კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, რაც დასანანია.

ამავე მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა, რომ აღნიშნული გამოწვევები იქნეს დაძლეული, რისთვისაც აუცილებელი იქნება უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასთან ერთად ზრუნვა უწყვეტი დიპლომისშემდგომი განათლების გაღრმავების მიმართულებით“.-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა“

#image_title

აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უტიფარი ტყუილი, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები საკუთარ, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე რეალობასა და პატარა პაციენტების ინტერესებს.

„ყველა ვინც ეუბნება, თითოეული ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს ამას, არის დღეს პოლიტიკური მაროდიორი. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად. ეს არ არის, სხვა სფერო სადაც შეიძლება მოკრძალებული პასუხი გასცე. ეს არის სფერო, სადაც აბსოლუტურად გადაჭრით უნდა თქვა, რომ არცერთ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვს ასეთი პრობლემა არ შეექმნება. ამის სადარაჯოზე, სახელმწიფო, გამართული იდგება რა თქმა უნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია“-მიხეილ სარჯველაძე

#image_title

ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა.

მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად. ამ მიმართულებით ასევე პრიორიტეტი იქნება სერვისების ხარისხი და იმ დეფიციტების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 77-ე ასამბლეას ესწრება – ინტერვიუ ჟენევიდან

#image_title

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 77 -ე ასამბლეას ესწრება, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ ჟენევაში გაერო-ს მთავრ შტაბ ბინაში ტარდება.

გიორგი ფხაკაძე გაერო-ს სათავო ოფისში 🇪🇺🇬🇪

Sheniekimi.ge გიორგი ფხაკაძეს ჟენევაში დაუკავშირდა:

ახლა ვიმყოფები გაეროს სათავო ოფისში ასამბლიაზე. აქ მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ჯანდაცვის მინისტრები, ექსპერტები და ჯანდაცვის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სამედიცინო საკითხებზე.

  ეს არის მთავარი ადგილი ერთი კვირის მანძილზე, როცა ჟენევა ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრი.

  ასამბლიაზე განიხილება გლობალური საკითხები, ხდება ახალი მიღწევების და გამოწვევების გაზიარება. ძველი შეცდომების გააზრება და გზების პოვნა მათ გამოსასწორებლად.

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 77-ე ასამბლეაზე 🇪🇺🇬🇪

   ეს არის უნიკალური პლატფორმა შეხვედრებისთვის, რომელიც იძლევა საშუალებას – ვისწავლოთ, გავიზიაროთ და დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში.

  მე, როგორც მოგეხსენებათ, ვმუშაობ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიგრაციისაა და ჯანმრთელობის დეპარტამენტში და ჩამოვაყალიბე, შევიმუშავე სტრატეგია – თუ როგორ უნდა იყოს დანერგილი ჯანდაცვის სპეციალისტების კომპეტენციები, რომლებიც მუშაობენ მიგრანტებთან და ლტოლვილებთან.

  დაამტკიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამჟამად ამ სტრატეგიას ვნერგავ, როგორც ექსპერტი, მსოფლიოს მასშტაბით. 

  ეს სტრატეგია უკვე დავნერგეთ ნიგერიაში, ახლა კი სენაგლსა და მალიშიც გავემგზავრები… შემდეგ კი აღნიშნული პროექტის დასანერგად აღმოსავლეთ ევროპას და ლათინოამერიკასაც ვეწვევი…” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

„DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას“

#image_title
„DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას“-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება გასული წლის უმთავრესი და აუცულებელი სიახლე იყო.
„ეს არის სისტემა, რომლის იდეაც არის შემდეგი: ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება არა იმის მიხედვით, რომელ კლინიკას რა ფასი აქვს, არამედ ერთგვაროვნად ყველასთან მიმართებაში.
ვფიქრობ, რომ ეს არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა და ამის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ის, თუ რატომ იყენებს იგივე მოდელს შეერთებული შტატებიდან დაწყებული ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობით დამთავრებული.
დაინერგა ეს მეთოდი საქართველოშიც, რაც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას.ცხადია ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას არსებობს გამოწვევები.
ამ თემებზე სამუშაოდ ჰქონდა ძალიან კარგი ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს.ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა შეხვედრები, სადაც განიხილება DRG-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და რეფორმის შემდგომი ეტაპები და გეგმები.
DRG-ს დანერგვა ნიშნავს კიდეც იმას, რომ მისი სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს“- მიხეილ სარჯველაძე

#image_title

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11-წლიან შედეგებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ მოსახლეობას ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის თვალსაზრისით. ვიღაც ამას კარგად ნიღბავდა, ვიღაცას აქა-იქ წამოსცდებოდა კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.

ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების საქმისადმი სერიოზული მიდგომა საქართველოში სწორედ ამ დროიდან იწყება და ეს პროგრამაც არის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი ხერხემალი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, საკუთარი განცხადების დასტურად, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მოიყვანა, რომელიც 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

„სხვაობა, მოგეხსნებათ, რომ არამც უბრალოდ შთამბეჭდავია, არამედ ვსაუბრობთ სრულიად სხვადასხვა მიდგომაზე. წლებია მზარდი დინამიკა ნარჩუნდება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს“

#image_title
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.
„ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით:
• 2019 წელს – 36 მლნ ლარი
• 2020 წელს – 39 მლნ ლარი
• 2021 წელს – 123 მლნ ლარი
• 2022 წელს – 143 მლნ ლარი
• 2023 წელს – 174 მლნ ლარი
წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.
ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს

#image_title

ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველებმა დიაბეტი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეშვეობით განკურნეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Cell Discovery გამოქვეყნდა.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 59 წლის კაცზე, რომელსაც 25 წლის განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. დაავადების გამო მან პანკრეასის თითქმის ყველა უჯრედი დაკარგა, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ამასთან, პაციენტს დღეში ინსულინის რამდენიმე ინიექცია ესაჭიროებოდა.

კაცის სამკურნალოდ მეცნიერება ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებიდან პანკრეასის უჯრედები გაზარდეს, შემდეგ კი ისინი პაციენტის სხეულში გადანერგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დროთა განმავლობაში პაციენტის ორგანიზმმა ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავება დაიწყო.

ტრანსპლანტაცია 2021 წელს ჩატარდა. პაციენტი ინსულინს გარედან აღარ იღებდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სრულად შეწყვიტა სხვა მედიკამენტების მიღებაც.

სპეციალისტების შეფასებით, ეს რეგენერაციულ მედიცინაში დიდი გარღვევაა, რადგან აქამდე დიაბეტისგან სრულად ვერცერთი ადამიანის განკურნვა ვერ მოხერხდა. შესაძლებელი იყო მხოლოდ სისხლში შაქრის დონის მაჩვენებლის შენარჩუნება მკაცრი დიეტისა და ვარჯიშის დახმარებით.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგის დასადასტურებლად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ისინი ასევე აზუსტებენ, რომ ეს მეთოდი სავარაუდოდ არ გამოდგება პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობისთვის პანკრეასზე დიდი დატვირთვის გამო.

„ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას“-მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატით სიტყვით გამოდის.

მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა დეპუტატებს მიმდინარე კვირაში ჟენევაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

„მინდა გამოვყო შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ბატონ ჰანს კლუგესთან, გლობალური ფონდის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობის პირთან. ამ შეხვედრებისას მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების არა თუ უბრალოდ პერსპექტივები, არამედ სრულიად კონკრეტული გეგმები, რისი წინაპირობაც არის საქართველოსთან თანამშრომლობის მართლაც სამაგალითო წარმატება. მათ შორის, უნდა დავასახელოთ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის მიმართულება და სხვა. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, ამ თვალსაზრისით, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“, – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights