შაბათი, ივნისი 13, 2026

„ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს“- მიხეილ სარჯველაძე

#image_title

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11-წლიან შედეგებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ მოსახლეობას ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის თვალსაზრისით. ვიღაც ამას კარგად ნიღბავდა, ვიღაცას აქა-იქ წამოსცდებოდა კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.

ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების საქმისადმი სერიოზული მიდგომა საქართველოში სწორედ ამ დროიდან იწყება და ეს პროგრამაც არის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი ხერხემალი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, საკუთარი განცხადების დასტურად, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მოიყვანა, რომელიც 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

„სხვაობა, მოგეხსნებათ, რომ არამც უბრალოდ შთამბეჭდავია, არამედ ვსაუბრობთ სრულიად სხვადასხვა მიდგომაზე. წლებია მზარდი დინამიკა ნარჩუნდება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს“

#image_title
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.
„ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით:
• 2019 წელს – 36 მლნ ლარი
• 2020 წელს – 39 მლნ ლარი
• 2021 წელს – 123 მლნ ლარი
• 2022 წელს – 143 მლნ ლარი
• 2023 წელს – 174 მლნ ლარი
წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.
ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს

#image_title

ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველებმა დიაბეტი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეშვეობით განკურნეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Cell Discovery გამოქვეყნდა.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 59 წლის კაცზე, რომელსაც 25 წლის განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. დაავადების გამო მან პანკრეასის თითქმის ყველა უჯრედი დაკარგა, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ამასთან, პაციენტს დღეში ინსულინის რამდენიმე ინიექცია ესაჭიროებოდა.

კაცის სამკურნალოდ მეცნიერება ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებიდან პანკრეასის უჯრედები გაზარდეს, შემდეგ კი ისინი პაციენტის სხეულში გადანერგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დროთა განმავლობაში პაციენტის ორგანიზმმა ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავება დაიწყო.

ტრანსპლანტაცია 2021 წელს ჩატარდა. პაციენტი ინსულინს გარედან აღარ იღებდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სრულად შეწყვიტა სხვა მედიკამენტების მიღებაც.

სპეციალისტების შეფასებით, ეს რეგენერაციულ მედიცინაში დიდი გარღვევაა, რადგან აქამდე დიაბეტისგან სრულად ვერცერთი ადამიანის განკურნვა ვერ მოხერხდა. შესაძლებელი იყო მხოლოდ სისხლში შაქრის დონის მაჩვენებლის შენარჩუნება მკაცრი დიეტისა და ვარჯიშის დახმარებით.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგის დასადასტურებლად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ისინი ასევე აზუსტებენ, რომ ეს მეთოდი სავარაუდოდ არ გამოდგება პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობისთვის პანკრეასზე დიდი დატვირთვის გამო.

„ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას“-მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატით სიტყვით გამოდის.

მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა დეპუტატებს მიმდინარე კვირაში ჟენევაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

„მინდა გამოვყო შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ბატონ ჰანს კლუგესთან, გლობალური ფონდის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობის პირთან. ამ შეხვედრებისას მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების არა თუ უბრალოდ პერსპექტივები, არამედ სრულიად კონკრეტული გეგმები, რისი წინაპირობაც არის საქართველოსთან თანამშრომლობის მართლაც სამაგალითო წარმატება. მათ შორის, უნდა დავასახელოთ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის მიმართულება და სხვა. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, ამ თვალსაზრისით, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“, – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს.

„ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება“- მიხეილ სარჯველაძე

ონკოლოგიური პაციენტები

„ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას“, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს.

„ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, განახორციელებს უპრობლემოდ. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მკურნალობის გარეშე შეიძლება დარჩეს, ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა, 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო, ბენეფიციარებს, ყველა საჭირო სერვისს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ უფინანსებს. პროგრამაში, ჩართულია 3 ქვეყნის: თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის 6 წამყვანი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა. პროგრამით უკვე 89 ბავშვმა ისარგებლა.

კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება დაავადებები, რომელიც კოღოებს გადააქვთ

#image_title

კლიმატის ცვლი­ლე­ბის გამო კოღოებით გადამდები დაავადებები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში ვრცელდება. სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც კო­ღო­ებს და ასე­ვე სხვა მწე­რებს გა­და­აქვთ.

მწერები ავრცელებენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა მალარია და დენგეს ცხელება. მათი პრე­ვა­ლენ­ტო­ბა ბოლო 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საგ­რძნო­ბად გა­ი­ზარ­და, რად­გან გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ მათ გავ­რცე­ლე­ბას უფრო თბი­ლი და ნო­ტიო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგრა­დო­ბის გლო­ბა­ლუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, რე­ი­ჩელ ლოუს გან­ცხა­დე­ბით, უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­ღო­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გავ­რცელ­დე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის, აზი­ის, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­სა და ავ­სტრა­ლი­ის ამ­ჟა­მად და­უ­ზა­რა­ლე­ბელ ნა­წი­ლებ­ში.

“გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ მა­ლა­რი­ი­სა და დენ­გეს გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. მსოფ­ლიო ამის­თვის მზად უნდა იყოს. რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ ცხე­ლი სე­ზო­ნე­ბი კო­ღო­ე­ბით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ხელს შე­უ­წყობს. დენ­გე ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა ტრო­პი­კულ და სუბტ­რო­პი­კულ რე­გი­ო­ნებ­ში, იგი აზი­ურ ვე­ფხვის კო­ღოს გა­და­აქვს ( Aedes albopictus), ეს მწე­რი უკვე ევ­რო­პის 13 ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და: იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, მალ­ტა, მო­ნა­კო, სან მა­რი­ნო, გიბ­რალ­ტა­რი, შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, სა­ბერ­ძნე­თი და პორ­ტუ­გა­ლია”, – ამ­ბობს ლოუ.

2000 წელს მსოფ­ლი­ო­ში დენ­გეს ცხე­ლე­ბის 500 000 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი – რა­ო­დე­ნო­ბა 5 მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბო­და.

წყა­რო

მარიხუანა და მოზარდები

#image_title

დღესაც ბევრი მოსაზრებაა იმის თაობაზე, რომ მარიხუანა ან კანაფი ცუდად არ მოქმედებს ორგანიზმზე, რადგან ის ბალახია და თითქოს და არაფერს არ აშავებს, სამკურნალოც კი არის. თუმცა  არ დაგავიწყდეთ აქვე, რომ მრავალი ბალახი არსებობს რომელიც შხამიანია, რომლებისგანაც ოდითგან შხამებიც კი მზადდებოდა.

მარიხუანა და კანაფი ნელი მოქმედების ბომბია, რომებიც თითქოსდა არაფერს აშავებს დღევანდელი ამ წუთიერი მოხმარებით, პირიქით სასიამოვნო ეიფორიაშიც გამყოფებთ, მაგრამ სამომავლოდ ადამიანის და მით უმეტეს მოზარდების ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევენ.

დიდი ხანია უკვე ტარდება კვლევები ევროპასა და ამერიკაში და ეხლა უკვე საქართველოშიც, მარიხუანას მავნე ზეგავლენაზე მოზარდებში.


წარმოგიდგენთ რამოდენიმე კვლევის  შედეგს მოკლედ
2014 წლის ჩატარებული ევროპული კვლევის თანახმად(ჰოლანდია), იმ ქვეყნებში სადაც ლეგალიზებულია კანაფი, მოზარდთა 1/3-ზე მეტი და უპირატესად 15 წლიდან აქტიურად მოიხმარენ მარიხუანას. ევროპაში ჩატარებული   კვლევებითვე დაზუსტდა რომ ბაზარზე გამოტანილი მარიხუანა ან კანაფი სულაც  არ იყიდება, როგორც სუფთა ბალახი და ის შეიცავს უამრავ პესტიციდს, მძიმე მეტალს ეფექტის გასაძლიერებლად. (გამოიკვლიეს პოლიციაში არსებული მასალები). ეს ყველაფერი კი უარეს დარტყმას აყენებს მომხმარებლის და ამ შემთხვევაში მოზარდების  ორგანიზმს.

ამერიკაში და კანადაში პოლიციის მიერ  ამოღებული მარიხუანიდან, კვლევებით დადგინდა, რომ ეს ვითომ „ბალახი“  შეიცავს 33-ზე მეტ განსხვავებულ ქიმიურ ნივთიერებას და მათში  ყველაზე აქტიურ ინგრედიენტს –D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლს, რომელიც  უდიდეს გავლენას ახდენს ტვინის უჯრედების ფუნქციონირებაზე.სწორედ ამ ნივთიერების წყალობით მარიხუანა მოქმედებს  უბნებზე, რომლებიც პასუხს აგებს მოზარდების და ახალგაზრდების ორგანიზმში  მეხსიერებაზე, შეგრძნებებზე, კოორდინაციაზე, განსჯის უნარზე და სხვა.

 2015 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა(ESPAD-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ეროვნული მასშტაბის კვლევა) – პირველი სასკოლო გამოკითხვის შედეგები  მე-10 კლასელ ბავშვებთან(კვლევა ჩატარდა სხვადასხვა სკოლებში,სულ გამოიკითხა 2477 ბავშვი).

გამოკითხულთა – 11%-ში ,აქედან 19% ბიჭებს,3% გოგოებს  სიცოცხლის განმავლობაში(ასაკი-14-15 წელი) ერთხელ მაინც ჰქონდათ გასინჯული მარიხუანა ან კანაფი.გამოკითხულ ბავშვთა 8%-ს მოწეული ჰქონდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და გამოკითხულთა 4%-ს უკანასკნელი 30დღის განმავლობაში . მოსწავლეების 2,35%-ს მარიხუანა ან კანაფი გასინჯული ჰქონდათ 13 წლამდე ასაკში.

ერთ-ერთიი ბოლო ჩატარებული ინსტრუმენტალური (კტ,მრტ) და ფუნციონალური  კვლევით მეცნიერ უეინ ჰოლმა შეადარა ავსტრალიელი და ევროპელი  მოზარდების და ახალგაზრდების სტატისტიკა და დაამატა საკუთარი კვლევა, რომლის თანახმადაც იმ მოზარდების ტვინი,რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ   მარიხუანას სტრუქტურულადაც კი განსხვავებულია იმ მოზარდების ტვინისგან, რომლებიც არ არიან მომხმარებლები.მწეველებთან შემცირებულია ჰიპოკამპუსი,რომელიც მეხსიერებაზე აგებს პასუხს. ქვეითდება ნებისყოფა და მეხსიერება.

მწეველ და არამწეველ მოზარდთა შედარებით ამ კვლევაში დადგინდა,რომ მათი საგანმანათლებლო გზა სხვადასხვაა, მწეველები უმეტეს პროცენტში დაბალი ქულებით გამოირჩევიან სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში და ხშირად აღარც ასრულებენ სწავლას, წყვეტენ მას, იმ ბავშვებთან შედარებით რომლებიც არ მოიხმარენ მარიხუანასა თუ ტრაქნვილიზატორებს.

სამწუხაროა რომ მოზარდები და ახალგაზრდები ხშირად მოიხმარენ მარიხუანას ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ან იშვიათად ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან ერთად, ეფექტის გასაძლიერებლად ერთი მხრივ და მეორეს მხრივ თვალის ასახვევად მშობლებისთვის. ეს კიდევ ერთ დამატებით დამაზიანებელ ფაქტორად ითვლება.

როგორც პედიატრი გეტყვით, რომ  მარიხუანა, კანაფი განსაკუთრებით მავნებელია პუბერტატულ ასაკში, როცა ჯერ კიდევ არ არის  ნერვული სისტემა ბოლომდე ჩამოყალიბებული და ლაბილურია.ეს ის ასაკია როცა თავის შეცნობა მიმდინარეობს , ემოციების მართვა საზოგადოებაში ჯერ კიდევ ისწავლება, პიროვნების საბოლოოდ ჩამოყალიბება ხდება, პროფესიის შერჩევა იწყება  და ეს ყველაფერი შეიძლება 21-25 წლის ასაკამდეც გაგრძელდეს ინდივიდუალურად. ცნობილია აგრეთვე ,ამ ასაკში ხდება ჰორმონული ცვლილებები და ჭარბი რაოდენობით ჰორმონების გამოყოფა მოქმედებს ნერვულ სისტემაზე,იწვევს აგზნების და შეკავების პროცესებს,რთული პერიოდია კი ,მაგრამ ამასთან სწორედ ეს სირთულეებია,რომელიც  საბოლოოდ აყალიბებს  თითოეული მოზარდის ნერვულ სისტემას და რომლის წყალობითაც პიროვნებამ  ცხოვრების ბოლომდე უნდა მიიტანოს თავი.სწორედ ამ ჯაჭვში მავნე ნივთიერებების ზემოქმედებით არღვევენ მოზარდები და ახალგაზრდები ყველაზე მთავარ გამძღოლს ცხოვრების ასპარეზზე,ჯანმრთელ და მყარ ნერვულ – ფსიქიკურ  სისტემას.ის იწვევს, თავის ტვინის ფუნქციონირების და მეტაბოლიზმის მოშლას.აქედან გამომდინარე  სამწუხაროდ, 17-18 წლამდე ასაკში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით რეგისტრირებულთა სტატისტიკა წლიდან წლამდე მატულობს.მომატებულია სუიციდის მცდელობები.

ამის გარდა, პუბერტატულ ასაკში მარიხუანას ხშირმა მოხმარებამ  შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულ პროცესები.აგრეთვე წარსულში ატოპიური დერმატიტის მქონე პირებში შესაძლოა ბრონქული ასთმა განავითაროს.ზიანდება სასუნთქი სისტემა –  ხშირი ხველით და დიდი რაოდენობით ალერგენების მიღებით სხვადასხვა დონეზე,ზოგჯერ ვითარდება: ლარინგიტები,ტრაქეიტები, ბრონქიტები და პნევმონიებიც,რომლებიც რთულად ემორჩილებიან მკურნალობას. მარიხუანას ხშირად მომხმარებელი მოზარდები და ახალგაზრდები,მით უმეტეს  თამბაქოს მოხმარებასთან ერთად  – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციებისა და ფილტვის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ იყენებენ თავს.

როგორც პედიატრი და დედა ვეცდები პირდაპირ მოზარდებს და ახალგაზრდებს მივმართო:
თქვენს  ასაკში ტვინში მიდის რესტუქტურიზაციის პროცესები,ისევე როგორც დიდ მშენებლობაზე რამოდენიმე პროექტი რომ შენდებოდეს,იქმნება ახალი ნერვული კავშირები ,ხდება მიელინის გარსის ფორმირება.მიელინიზებული ნერვული უჯრედები უზრუნველყოფენ სიგნალის გადაცემას,დამცველობითი თუ მააქტივირებელი პროცესების მართვას და ამით იზრდება თქვენი კოგნიტურ შესაძლებლობები,საზოგადოებაში სწორი ადაპტაციის უნარი.თქვენ ამ ასაკში სწავლობთ ემოციების მართვას,მოთმინების უნარის გამომუშავებას ოჯახებისთვის,საქმიანობისთვის,კარიერისთვის.

მოზარდები რომლებიც ხშირად მოიხმართ კანაფს,მცენარეული ნაერთი  THC-ით,პესტიციდებთან და მძიმე მეტალებთან ერთად ხელს უშლიან თქვენი ნერვული უჯრედების რუხი და თეთრი ნივთიერებების მომწიფებას,მიელინიზაციას,რაც მომქედებს თქვენი ტვინის მომწიფებასა და განვითარებაზე.

მოწევის დროს და შემდეგ, 1-2 საათის მანძილზე თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ თავს,მოდუნებული ხართ,თითქოს გარშემო ყველაფერი კარგადაა,ეს თითქოს ნისლის მდგომარეობაა და მოგწონთ კიდევაც,მაგრამ ამ დროს თქვენს ტვინში იწყება მიჩვევა,დაკანონება  ამ მდგომარეობაზე,ემოციების დათრგუნვით ირღვევა  თქვენი პიროვნების შეცნობა,რეალობისგან გაქცევით,თქვენ გახდებით ასოციალურები და ნელ-ნელა მხოლოდ იმ ადამიანებთან დაგაინტერესებთ კონტაქტის დამყარება  ვინც მსგავსად იქნება დამოკიდებული მარიხუანაზე,კანაფზე,ალკოჰოლზე, ტაბლეტებსა თუ ჰეროინზე.დანარჩენი ადამიანებისა თუ მოვლენების მიმართ ნელ-ნელა ინერტული გახდებით.ის მოზარდები ვინც ხშირად მოიხმართ მარიხუანას და ბევრი წლების მანძილზე, არ ანებებთ თავს, მომავალში უმეტეს პროცენტში ფსიქოლოგების ან ფსიქიატრების პაციენტები ხდებით ან დამოკიდებული უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე.სამწუხაროდ მასზე დამოკიდებულებისას  დგება დრო ,როცა თქვენ გაგიჭირდებათ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება ოჯახური თუ კარიერული თვალსაზრისით.

ამ ყველაფერს ემატება ის თვალის წვეთები,რასაც სისტემატიურად იწვეთებთ თვალში,სიწითლის შესამცირებლად და მშობლებისა თუ გარშემომყოფებისთვის თვალის ასახვევად.ხშირ შემთხვევაში თქვენ ისეთ წვეთებს იყენებთ,რომლებიც არ გამოიყენება 5-7 დღეზე მეტხანს და მათი ჰიპერდოზირება აზიანებს როგორც თვალს,ასევე მოქმედებს ნერვულ სისტემაზე იწვევს აქტივაციას იმ ტვინისას რომელიც თქვენ მოადუნეთ და აქ უკვე იწყება ქაოსი.(ერთი მხრივ მოდუნებულია,მეორე მხრივ ააქტივებთ)მარიხუანასა და კანაფის გარდა ხშირია ტრანქვილიზატორებისა და სედაციური საშუალებების მოხმარება:ბიო,ჰალუცინოგენები,მაგიური სოკოები,ტაბლეტები(ექსტაზი).

მარიხუანას ხშირი მოხმარება მოზრდილ ასკაში ინტელექტის დაქვეითებას იწვევს!

დასკვნისკენ რომ წავიდეთ- კეთილსაიმედო ამ კვლევებში ის არის,რომ მარიხუანის მოწევის სრულად შეწყვეტის შემდგომ მალევე იწყება ტვინის უჯრედების აღდგენის პროცესი(რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს ნაკლებად ახასიათებს) თუ უკვე არ მოხდა მოზარდში ნერვული ან ფსიქიური დარღვევა.რამოდენიმე თვეა საჭირო,რომ მიელინიზაციის გამოსწორების და ნელ-ნელა ჰიპოკამპუსის გაზრდაც დაიწყოს,რითიც მეხსიერებაც ნელ-ნელა უმჯობესდება.თუმცა კიდევ ერთხელ გავმეორდები,ამისთვის საჭიროა მოწევის სრულებით შეწყვეტა ან მოწევებს შორის დიდ პაუზების გაკეთება.

სახელმწიფო,ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და მშობლები ერთად უნდა დავდგეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად!!!

იყავით ყურადღებით მოზარდებო!!!
გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!!!
აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, კარგი ძილის რეჟიმი!!!
ეს თქვენი და თქვენი მომავალი ოჯახების სიჯანსაღის პრედიქტორია!!!

გისურვებთ ჯანმრთელობას პედიატრი თეა შავთვალაძე.

წყარო:

როგორ იზომება სელენისა და ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში?

მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება
#image_title

როგორ იზომება სელენისა და ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში?

„სელენი არის ძალიან მნიშვნელოვანი მიკრონუტრიენტი, მისი ფუნქცია ორგანიზმში განისაზღვრებას და შემოიფარგლება მრავალ ქსოვილზე, ორგანოზე. სელენი არის აუცილებელი იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ის არის ძალიან მძლავრი ანტიოქსიდანტი, ანუ ანთებით პროცესებთან ბრძოლაში არის ჩაბმული. სელენი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ის იღებს მონაწილეონას T4-ის აქტიურ ჰორმონალურ T3-ად გარდაქმნის პროცესში…“

„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის მიმართულებით“

#image_title
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ სარჯველაძემ, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებულმა რეფორმებმა: წამლებზე რეფერენტული ფასის განსაზღვრამ და მწარმოებლისგან, ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის ამოქმედებამ, სახელმწიფოს შესაძლებლობა მისცა ულიმიტოდ უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით.
ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის მიმართულებით.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა , სადაც მხარეებმა 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან და გლობალური ფონდის წარმომადგენელთან.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ჟენევაში გამართულ შეხვედრებში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მონაწილეობდნენ.

მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი

#image_title
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სამ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს ასახავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანაბარი, მაღალი ხარისხის, ინკლუზიურ და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორებისა და ავადობის შემცირებას, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ორმხრივი შეხვედრა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, საქართველოში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, ჯანდაცვის სამინისტროსა და პირადად მინისტრისგან დიდი წინ გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შესაძლებლობა ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის პროცედურის დანერგვის შედეგად გახდა შესაძლებელი. მისივე თქმით, ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის გეგმის შემუშავება, ჯანმოს საქართველოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით გრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრები გამართა ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან და გლობალური ფონდის წარმომადგენელთან.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ჟენევაში გამართულ შეხვედრებში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მონაწილეობდნენ.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights