„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის მიმართულებით“
მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი
საქართველოს რომელ კლინიკებში დაგხვდებათ კანადური სტანდარტი – ყველაფერი “აკრედიტაცია კანადის” შესახებ
სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და 20-ზე მეტი კლინიკის საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

🇨🇦 სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.
《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში.
《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგი ფხაკაძე საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ კატერინა ტარასოვასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მართავდა შეხვედრებს/ტრენინგებს ყველა კლინიკასთან, რომელიც 《აკრედიტაცია კანადის》ჩართულობით გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.


Accreditation Canada-ს 🇨🇦 1000-ზე მეტი ექსპერტი
60 წელზე მეტია, 12 500-ზე მეტ ლოკაციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციებთან ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

საქართველოში 《აკრედიტაცია კანადის》სტანდარტებით საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან შემდეგი კლინიკები:
🏥 კონსილიუმ მედულა

🏥 პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

🏥 ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

🏥 ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი

🏥 ინოვა ინვიტრო / Innova Invitro

🏥 ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია

🏥 წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

🏥 ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი – უროლოგიური ჰაბი

🏥 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

🏥 თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

🏥 კლინიკა ინოვა

🏥 ენ ქირონ +

🏥 ვივამედი

🏥 ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის – ქსენონი”

🏥 ჰერა 2011

🏥 ჟორდანიას კლინიკა

🏥 კლინიკა ალიანსი

🏥 სოლომედი

🏥 მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

🏥 საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი

🏥 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

🏥 ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

წყლის ალერგია – საშინელი, მაგრამ საბედნიეროდ იშვიათი დაავადება
სამედიცინო ანომალიათა სამეფოში, რამდენიმე დაავადება თუ ატყვევებს ცნობისმოყვარეობასა და შეშფოთებას ისე, როგორც აკვაგენური ციება, ფართოდ ცნობილი, როგორც „წყლის ალერგია“.
ეს იშვიათი სნეულება, წყალთან კონტაქტის ერთი შეხედვით უწყინარ ქმედებას მტანჯველ განსაცდელად აქცევს და ადამიანთა ცხოვრებას ფრიად ართულებს. მათ შორის არის 22 წლის ლორენ მონტეფუსკო სამხრეთ კაროლინას შტატიდან.
მონტეფუსკოს წყლის ალერგიის დიაგნოზი დაუსვეს და მისი ცხოვრების თანმდევია კანის ღრმად ქავილის მტანჯველი შეგრძნებები. ეს კი მხოლოდ წყალთან შეხებით არის გამოწვეული. მისი მონათხრობი ცხადყოფს იმ შემზარავ გამოცდილებებს, რომლებსაც ამ საშინელი დაავადების მქონე ადამიანები განიცდიან.
მიჩნეულია, რომ წყლის ალერგია წარმოიქმნება კანთან წყლის შეხების შედეგად გამოწვეული ანომალიური იმუნური პასუხით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი იმუნური სისტემა ფხიზელი დარაჯია, რომელიც ყოველთვის მზადყოფნაშია დამპყრობლების მიმართ. აკვაგენური ციების შემთხვევაში, წყალი როგორღაც იწვევს განგაშის პასუხს. შედეგად კი წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ჰისტამინი, რაც ნასუსხსა და ქავილს იწვევს.
მკვლევრებმა მიაკვლიეს მუტაციებს წყლის ალერგიებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ გენებში, მაგალითად, FABP5 გენში, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კანის ბარიერის ფუნქციაში. ამ გენში მომხდარი მუტაციები არღვევს კანის უნარს, რომ წყალი მოიგერიოს, რაც ააქტიურებს ანთებით რეაქციას.
მგრძნობელობას ასევე ხელს უწყობს იმუნურ რეგულაციებსა და კანის მთლიანობაში ჩართულ გენებში არსებული ვარიაციები. თუმცა, სიმწვავეზე გავლენას ასევე ახდენს ისეთი გარემოებითი ფაქტორები, როგორიც არის ჰორმონული ცვლილებები და ქიმიურ ნივთიერებათა ზემოქმედება.
გენეტიკური საფუძვლების შესწავლა ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნება ეს დაავადება და რა შეიძლება იყოს პოტენციური სამკურნალო საშუალებები. სპეციფიკური გენეტიკური მარკერების იდენტიფიცირებით, შეიძლება შემუშავდეს პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომა, რომელიც მიზანში დაავადების საფუძველ მექანიზმებს.
ამ ნაბიჯების მიუხედავად, წყლის ალერგიის შესახებ უმეტესი რამ ჯერ მაინც უცნობია. თუმცა, გენეტიკური, იმუნოლოგიური და დერმატოლოგიური ცნობების გაერთიანებით, მეცნიერთა მიზანია წყლის ალერგიის საიდუმლოთა გამომჟღავნება, რაც დიაგნოზისა და დაავადების მართვის გაუმჯობესების იმედს აჩენს.
წყლის ალერგიის პირველი დოკუმენტირებული ხსენება მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდს ეკუთვნის. დეტალურად არის აღწერილი შემთხვევები, როცა ადამიანები წყლით გამოწვეულ ქავილს განიცდიან.
მას შემდეგ, სამედიცინო ლიტერატურაში შემთხვევები სპორადულად ჩნდება. ბოლოდროინდელი ტენდენცია შემთხვევათა თანდათანობით ზრდაზე მიუთითებს, რაც განპირობებულია მედიკოსთა ცნობიერების ამაღლებითა და დიაგნოსტიკურ შესაძლებლობათა გაუმჯობესებით.
წყლის ალერგიის იშვიათობა მის საიდუმლოს უფრო მისტიკურს ხდის. ბუნდოვანების მიუხედავად, დაავადება წარუშლელ კვალს ტოვებს მის მქონეებზე. ამჟამინდელი შეფასებით, მსოფლიოში აღრიცხულია ასზე ნაკლები შემთხვევა. შედეგად, ის ჭინჭრის ციების ერთ-ერთი უიშვიათესი ფორმაა.
ამ ალერგიის მართვა დიდ გამოწვევას წარმოადგენს პაციენტებისა და ექიმებისათვის. არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ.
მკურნალობა
ალერგიის ტრადიციული სამკურნალო საშუალებები დროებით შვებას გვთავაზობს, მაგრამ არ შველის გამომწვევ მიზეზს.
ექსპერიმენტული თერაპიები, მაგალითად, ფოტოთერაპია (კანზე ულტრაიისფერი სინათლის ზემოქმედება) მიზნად ისახავს იმუნური სისტემის დამშვიდებას და ანთების შემცირებას. ამ თერაპიამ გარკვეული იმედისმომცემი შედეგები აჩვენა სიმპტომების შემსუბუქების მხრივ.
ბიოლოგიური აგენტები. ე. წ. დიდმოლეკულიანი წამლები, რომლებიც ცილებისგან არის დამზადებული, მიზანში იღებს ალერგიულ რეაქციებში ჩართულ კონკრეტულ იმუნურ გზებს. ისინი უფრო მიზანმიმართულ თერაპიულ მიდგომას გვთავაზობს, რომელსაც აქვს სიმპტომების გრძელვადიანი მართვის პოტენციალი.
წყლისგან თავის არიდება რთულია და მოითხოვს ფრთხილ დაგეგმვას, მათ შორის, სუფთად ყოფნის ალტერნატიულ გზებს.
დამცავი ბარიერების გამოყენება, მაგალითად, დამარბილებელი კრემების, შეიძლება დაგვეხმაროს კანსა და წყალს შორის ბარიერის წარმოქმნაში, რამაც შეიძლება შეამციროს სიმპტომების სიმწვავე და სიხშირე.
წყლის ალერგიის გამომწვევი იმუნური მექანიზმების შემდეგი კვლევა გადამწყვეტია ახალ სამკურნალო საშუალებათა საპოვნელად.
პროსტატის ან თირკმლის კიბოს აღმოფხვრა მინიმალური ინვაზიური რობოტ-ასისტირებული ლაპაროსკოპიული ქირურგიით
- მოკლე საავადმყოფოში ყოფნას და სწრაფ გამოჯანმრთელებას
- სისხლის მინიმალურ დანაკარგს
- ტკივილის მინიმუმამდე დაყვანას
- პროსტატის ოპერაციის შემდეგ შარდის შეკავების მაქსიმალურ შანსს
- პროსტატის ოპერაციის შემდეგ სექსუალური ფუნქციის შენარჩუნების მაქსიმალურ შანსს
- თირკმელის ოპერაციის დროს თირკმლის გადარჩენის მაქსიმალურ შანსს.
- ქირურგიული გართულებების მინიმალურ რისკს
MMT ჰოსპიტალის კიდევ ერთი კმაყოფილი პაციენტი, ნუგზარ კარკაძე!
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობის დასაფინანსებლად ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა
დედაქალაქის მერია წელიწადში, დაახლოებით, 25 000 ლარს გამოყოფს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მერია სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი სახის მედიკამენტს, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს.
„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამა 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. მოგვიანებით პროგრამას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა და დღემდე, მასში 250 მოქალაქე იყო ჩართული. მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს ორი სახის მედიკამენტის, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სრულად, 100%-ით დაფინანსებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო.
„ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტში წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, თავიდან პროგრამაში 15-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები ჩავრთეთ, მოგვიანებით კი, მიდგომა შეიცვალა და დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებით დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და ამ დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური პროგრამა მიიღო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გაბუნიამ, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში პროგრამამ მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ გაზარდა მოსახლეობის დაცულობა ავადმყოფობასთან დაკავშირებული დანახარჯებისგან.
„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ახალი გლობალური პროგრამა კარგად განსაზღვრავს მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად გამოწვევებს. გარკვეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკით, ერთობლივი ქმედებებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით საკმაოდ რეალისტურია პროგრესის დაჩქარება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის , ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე რეაგირების, ადამიანის ბიომონიტორინგის, გარემოს ჯანმრთელობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში.
საქართველოს ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები სრულად შეესაბამება გენერალურ პროგრამას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს საშუალება მისცა, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისით დაფარვა მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოქალაქისთვის და დაიცვას ისინი ჯანმრთელობისა და ფინანსური ტვირთისგან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი სტრატეგიების დაგეგმვაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, უზრუნველყოფასა და მის დაცვას.
მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, ჩვენი მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა სტრატეგიული ამოცანების მიღებისა და განხორციელებისადმი, რომლებიც „2025-2028 წლების მუშაობის მეთოთხმეტე გენერალური პროგრამის პროექტშია“ ასახული.
პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო მიზნად ისახავს შექმნას უფრო ჯანსაღი და უფრო მდგრადი მომავალი საკუთარი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მიხეილ სარჯველაძე – ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, თამარ გაბუნია დაესწრო.
კვლევის შედეგები – ჰერპესის ვირუსი შესაძლოა, დემენციის რისკს აორმაგებდეს
შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ პირველი ტიპის ჰერპესის (HSV-1) ვირუსის ქონა დემენციის ჩამოყალიბების რისკს აორმაგებს. ეს ასოციაცია ამ კოგნიტიური დარღვევის განმსაზღვრავი უმთავრესი ფაქტორებისგან, ასაკისა და გენეტიკურ ვარიანტ APOE-4-ისგან, დამოუკიდებლად ვლინდება.
შვედეთში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 80%-ში HSV-1-ის ანტისხეულებია, ანუ მათ ორგანიზმში პათოგენია მოხვედრილი. ორალური ჰერპესის მქონე ზოგ ადამიანს სიმპტომები საეროდ არ უვლინდება, ზოგს კი პირის მიდამოში ბუშტუკები უჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს ვირუსი კვალს მაინც ტოვებს.
ავტორების თქმით, დემენციასთან ჰერპესის კავშირზე უფრო და უფრო მეტი კვლევა მიანიშნებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმა ალცჰაიმერის დაავადებაა, რომლის მქონე პაციენტებსაც ხშირად ტვინში ცილოვანი დანალექი უჩნდებათ. თერაპიების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული, რათა კოგნიტიური დარღვევები შეაჩეროს. ასეთი მცდელობები მეტწილად უშედეგოა.
სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ზემოხსენებულ დანალექს შესაძლოა, იმუნურ ან ნერვულ სისტემაში საკუთარი როლი ჰქონდეს, როგორიცაა, მაგალითად, პათოგენებთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ალცჰაიმერი სხეულში უცხო და უკონტროლო მიკრობების შემოჭრის ნიშანი იყოს.
ადრეულმა კვლევებმა ალცჰაიმერის მქონე პაციენტების ტვინში HSV-1-ის მოულოდნელი რაოდენობა გამოავლინა, თანაც მათი 72% სწორედ ცილოვან დანალექში იყო. ეს მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ჰერპესის ვირუსის მიმართ ორგანიზმის იმუნური რეაქცია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებასთან მჭიდრო კავშირში იყოს.
ამ საკითხზე მეტის გასაგებად შვედეთში მომუშავე მეცნიერები 1002 ახალგაზრდას 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აქედან 82%-ის სხეულში HSV-1-ის ანტისხეულები იყო. დადგინდა, რომ მათ დემენციის ჩამოყალიბების ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე ამ ანტისხეულების არმქონე ინდივიდებს. აღმოაჩნდა, რომ გენური ვარიანტი APOE-4, როგორც რისკ-ფაქტორი, სიტუაციას უფრო მეტად არ ამწვავებს.
სპეციალისტებს სურთ, რომ ჩატარდეს კვლევები, რომლებითაც დაადგენენ, რამდენად შესაძლებელია, ჰერპესის მკურნალობით დემენცია ავიცილოთ თავიდან.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










