ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

გამოავლინეს ის მთავარი საკვები ნივთიერებები, რომლებიც თავის ტვინის დაბერებას ანელებს

#image_title

დაბერებასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესების გარკვევა დიდხანს სიცოცხლეში და სიბერეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ახალი კვლევაში, მეცნიერებმა ჩვენი თავის ტვინის დაბერების სიჩქარე კვების რაციონში შემავალ სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს დაუკავშირეს.

 

„2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება“

#image_title

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს ჯარიმები რჩებათ, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა.

ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა კობახიძემ.

„თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ყველა სექტორის განვითარების დღის წესრიგში“

#image_title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ახალი პროდუქტების აღმოცენება საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ყველა სექტორის განვითარების დღის წესრიგში. მისივე თქმით ქვეყანაში მაჩვენებლები იკლებს, თუმცა მაინც საყურადღებოა 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 10- დან ერთი ბავშვი მწეველია, რაც შეეხება მწეველობის სიმძიმეს ზოგად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% არის მწეველი და ეს უკავშირდება უდიდეს დანახარჯს, როგორც ფინანსურად ასევე სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის დანაკარგის კუთხით.

სპეციალისტების განცხადებით, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალებას და ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“ – გაბუნია

#image_title

„ჩვენთვის ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით. გასულ წელს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი განხორციელებული.. ეს იყო ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, 90-ამდე ბავშვმა მიიღო სერვისი უცხოეთში.

„ამ პროგრამაში 6 დაწესებულება მონაწილეობს სამ ქვეყანაში: თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში. ამ პროგრამის მართვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის ქართველი ექიმები, ვინც უცხოეთში მოღვაწეობენ. ყველაფერი არის იმისთვის რომ ბავშვისთვის საჭიროება დროულად და სწორად შეფასდეს და ბავშვმა მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება. შედეგები არის დამაიმედებელი.

თუმცა ოჯახების ნაწილი მაინც ირჩევს საქართველოში მკურნალობას, რადგან ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას იგივე შესაძლებლობა, რაც უცხოეთში. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტზე გავიდეთ ონკოლოგიის მიმართულებით.

სტრატეგიულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„ინსულინის პომპების ნაწილში რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო იქნება როგორც ტექნოლოგიურ მომზადება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა“ – გაბუნია

ვფიქრობთ, რომ ინსულინის პომპების ნაწილშიც რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო იქნება როგორც ტექნოლოგიურ მომზადება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა, – ამის შესახებ ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ბავშვთა ასაკში დიაბეტის მნიშვნელობაზე, მის მართვაზე და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინსულინის პომპები ამჟამად პროგრამულად არ ფინანსდება, თუმცა, გასულ წელს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები სრულად დაინერგა.

„ეს არის გარკვეულწილად პირველი ნაბიჯი, რაც შემდეგ ითვალისწინებს უფრო მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას. პომპაც არის ამ ერთიანი სისტემის ერთი ელემენტი. ესეც ტექნოლოგიური გადაწყვეტაა, ვმუშაობთ ჩვენ ამ მიმართულებით მომწოდებლებთანაც და სპეციალისტებთან იმისთვის, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს საქართველოში პომპების დანერგვის გეგმა. საჭიროა გარკვეული პერიოდი დანერგვისთვის, მშობლების, ასევე სპეციალისტების მომზადებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, დიდი დრო არ უნდა გავიდეს იქამდე, ვიდრე ჩვენ რეალურად გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვისთვის, რადგან ძალიან ეფექტურად სწრაფად წავიდა წინ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების გამოყენება. დაახლოებით წლინახევრის წინ ამაზე არც გვქონდა წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა ამ სისტემებით ბავშვების 100%-იანი მოცვა ყოფილიყო. ვფიქრობთ, რომ პომპების ნაწილშიც რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო იქნება როგორც ტექნოლოგიურ მომზადება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ეს უფრო ძვირადღირებული ტექნოლოგიაა სხვა დანარჩენთან შედარებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე მთავარია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო ხარისხის ინსულინი, ასევე მარტივი მოწყობილობები იმისთვის, რომ ინსულინის ინიექციები უმტკივნეულოდ გაიკეთონ.

„ჩვენთვის უზენაესია პაციენტის ინტერესი – სახელმწიფო არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას, ეს გამორიცხულია“-თამარ გაბუნია

ჩვენთვის უზენაესი არის პაციენტის ინტერესი. ის ორგანიზაცია, რომელიც აქამდე თავის თავს თვლის ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციად, პირველ რიგში უნდა იცავდეს იმ პრინციპს, რაც არის პაციენტის ინტერესისა და უფლების დაცვა. სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჯანდაცვაში არის სერვისების ნაწილი, რომელიც აუცილებლად დასაცავი ნაწილია და რასაც სახელმწიფო აფინანსებს. როდესაც ვსაუბრობთ უცხოური ინვესტიციისა და დონორის დახმარებაზე, სერვისების მიწოდების, რომ ბავშვმა სამედიცინო დახმარება მიიღოს, აქ უცხოური ინვესტიცია როლს არ ასრულებს. უცხოური ინვესტიციის როლი არის ახალი სტანდარტის დანერგვაში, განათლების ნაწილში, როდესაც ბავშვები იშვიათი დაავადებებით იგებენ საინფორმაციო ხასიათის ბროშურას ან საგანმანათლებლო კამპანია ფინანსდება დონორის დახმარებით. ეს ყველაფერი არის უაღრესად პოზიტიური ზეგავლენის მატარებელი ინიციატივები და ჯანდაცვის სამინისტრო ამას ყოველთვის მხარს უჭერდა და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი შენარჩუნდეს.

2017 წლიდან დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ სახელმწიფოს თავის თავზე გადმოებარებინა დონორების მიერ დაფინანსებული სერვისების მიწოდების უდიდესი ნაწილი. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც დღეს ჩვენთან თანამშრომლობს ამ ნაწილში, რეალურად მუშაობს სახელმწიფო კონტრაქტების ფარგლებში და ასევე აქვთ გარკვეული დონორული დახმარება,. რაც არის უდიდესი პოზიტიური ზეგავლენის მატარებელი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

„პანდემიის დროს სოციალური დისტანცირებისა და ნიღბების ტარების რეკომენდაციები მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა“-ენტონი ფაუჩი

#image_title

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მას არ განუხილავს არანაირი მეცნიერული მტკიცებულებები, როდესაც გასცა რეკომენდაციები სოციალური დისტანციის დაცვისა და ბავშვებისთვის ნიღბების ტარების აუცილებლობაზე. ამის შესახებ Washington Examiner-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფაუჩიმ ეს განცხადება აშშ-ში, კონგრესში გამართულ მოსმენაზე გააკეთა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში გაიმართა, თუმცა ახლა ფაუჩის ჩვენების სტენოგრამა გამოქვეყნდა.

როდესაც მოსმენაზე დაისვა კითხვა სოციალური დისტანცირების შესახებ, ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვერ იხსენებს რატომ გაიცა რეკომენდაცია სწორედ 6-ფუტიანი დისტანციის შესახებ.

„ეს ციფრი უბრალოდ გაჩნდა. არ მახსოვს, რომ გვემსჯელა 5 ფუტი უნდა იყოს, 6 თუ რამდენი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იმ დროს შესაბამისი კვლევის საჭირო სიზუსტით ჩატარება ძალიან რთული იქნებოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბავშვებისთვის ნიღბების გამოყენების რეკომენდაციის უკან არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ მდგარა.

ამასთან, ფაუჩიამ აღიარა, რომ პანდემიის დროს სავალდებულო ვაქცინაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ აშშ-ის მოსახლეობაში აცრების მიმართ ზოგადი ნდობა შემცირდა.

რა შემთხვევაშია უფლებამოსილი ექიმი, არ მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია მოსალოდნელი ჩარევის შესახებ – თქვენს უფლებებს “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

#image_title

《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი; ადვოკატი, სამართლის დოქტორი; პროფესორი; “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

ნინო ლიპარტია განმარტავს, რა არის პროფესიული/“თერაპიული“ პრივილეგია, როგორც პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან გამონაკლისი 🥼

“სამედიცინო კლინიკის მიერ ინფორმირებული თანხმობის მიღების დროს გასათვალისწინებელია ე.წ. „პროფესიული/თერაპიული პრივილეგია“, როგორც ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან გამონაკლისი.

სამედიცინო წარმომადგენელი უფლებამოსილია, არ მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია, თუ მიიჩნევს, რომ მიწოდებულ ინფორმაციას შეუძლია, ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს პაციენტს.

აღნიშნული  შეიძლება ითქვას მხოლოდ გამონაკლისზე, რომელიც სავალდებულოა დადასტურდეს შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებით.  ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რას გააკეთებდა „გონიერი ექიმი“ იმავე გარემოებებში. „გონიერი ექიმის“ სტანდარტი ითვალისწინებს პაციენტისათვის ძირითადი ელემენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ექიმის პროფესიული ვალდებულებაა, აცნობოს პაციენტს: დიაგნოზი ან ავადმყოფობის ხასიათი, შეთავაზებული ჩარევის ხასიათი და მოსალოდნელი შედეგი, ჩარევასთან დაკავშირებული განჭვრეტადი რისკები და მისი დადგომის ალბათობა, ჩარევის ალტერნატიული შეთავაზება, მისი რისკები და მოსალოდნელი შედეგები. ინფორმაციის მიწოდებისას ყურადღება უნდა მიეპყროს სხვადასხვა გარემოებას, მაგალითად, როგორიცაა პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღქმისა და ანალიზის უნარი. თუ ოპერაცია შეიცავს მძიმე გვერდითი ეფექტის მაღალ რიკს, ექიმი ვალდებულია, იყოს უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისას. ექიმი ვალდებულია პაციენტს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებული გართულების ტიპების, ტკივილის ხარისხისა და გამოჯანმრთელების პროგნოზის შესახებ. ძალიან დაბალი რისკის შესახებაც კი უნდა ეცნობოს პაციენტს, თუ რისკი დამახასიათებელია ოპერაციისათვის.

ექიმის მიერ ინფორმაციის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალური თვისებები და არ უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადად გონიერი და წინდახედული პაციენტის მიდგომა.

ექიმის ქმედება მიიჩნევა უკანონოდ, თუ: ა) ინფორმაციის მიწოდება მოხდა უხეშად და დაუფიქრებლად, რამაც მოახდინა პაციენტის წახალისება, უარი ეთქვა ოპერაციაზე. ბ) მიწოდებულ იქნა დიდი მოცულობით ინფორმაცია, ხოლო პაციენტმა ვერ მოახდინა მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის გადარჩევა; გ) მიწოდებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც თავისთავად ტრავმას აყენებს პაციენტის ჯანმრთელობას.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია პროფესიული/“თერაპიული“ პრივილეგიის შესახებ. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პაციენტს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან ამ ინფორმაციის მოცულობა შეიზღუდოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამას დაჟინებით მოითხოვს.

ინფორმაციის მიუწოდებლობის ან მისი მოცულობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის არარსებობისას – სხვა ექიმი.

ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ან მისი მოცულობის შეზღუდვაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება აისახება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში. პროფესიული პრივილეგიის არსებობის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას აწევს მტკიცების ტვირთი, იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმის მიერ ინფორმირებული თანხმობის მიღების პროცესში, არ იყო განცხადებული ინფორმაცია, სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე. სამედიცინო კლინიკა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ინფორმაციის მიწოდებისაგან თავი შეიკავა, სწორედ იმიტომ, რომ არსებობდა პაციენტისათვის ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენების რისკი.”

„ამ დროისთვის შვიდ ონკოპაციენტ ბავშვს ვმკურნალობთ“ – ესპანეთის წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი

#image_title

ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას საფრთხე ემუქრება. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ მკურნალობა ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესაბამისად, კანონს სახელმწიფო პროგრამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ქრონიკა“ ესპანეთში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც მათ საჯარო ტენდერით მიმართა.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვინც მოგვმართა საჯარო ტენდერით, რათა ქართველი ბავშვებისთვის შეეთავაზებინა უახლესი ტექნოლოგია. დავიწყეთ გასულ წელს და ძალიან კარგი იყო საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. ამ დრომდე 7 ბავშვს ვმკურნალობთ. შეთანხმების გაფორმებამდე საქართველოდან ორ ბავშვს ვმკურნალობდით, თუმცა მთავრობასთან თანამშრომლობით ახლა უფრო მეტი ოჯახი გვყავს საქართველოდან. ქართველი ბავშვების ჯანმრთელობაც უმჯობესდება. ისინი ძალიან მადლიერები უნდა იყვნენ საქართველოს მთავრობის, რომ ესპანეთში გადმოამისამართეს და იფიქრეს ასეთ ინიციატივაზე“, – აღნიშნა Quironslud-ის საერთაშორისო ხელმძღვანელმა მონიკა ფიგეროლამ „ქრონიკასთან“.

მამაკაცების უნაყოფობის გლობალური ეპიდემია – სპერმის სიმცირე და ჰორმონალური დისბალანსი

#image_title
მამაკაცების უნაყოფობის გლობალური ეპიდემია – სპერმის სიმცირე და ჰორმონალური დისბალანსი
რა არის რეპროდუქციული უნარის დაქვეითების მიზეზი? – უშვილო წყვილების რეალური პრობლემები

საუბრობს ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში „იმედის დღე“:

„ამ პრობლემას ექსპერტები გლობალურ პრობლემას უწოდებენ. ზოგადად, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება, სტატისტიკურად, ყოველ მე-20 მამაკაცთან აღინიშნება. თუმცა, ქვეყნების მიხედვით ეს სტატისტიკა განსხვავებულია. სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი ანუ სპერმატოგენეზის პროცესი ბოლო 40 წლის განმავლობაში 50%-თაა შემცირებული.

ეს ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მონაცემია. ხშირ შემთხვევაში, ჰორმონული დისბალანსი ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი და განმაპირობებელი რისკფაქტორია. ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ანდროგენია. ის პასუხისმგებელია როგორც მამაკაცის ჯანმრთელობაზე, ასევე მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე. როდესაც ტესტოსტერონის დონე დაქვეითებულია, ეს მნიშვნელოვანწილად სპერმაში სპერმატოზოიდების ხარისხსა და განაყოფიერების უნარს ამცირებს. ასევე პრობლემაზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, მათ შორის, სიმსუქნე.

იმ მამაკაცებს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30-ს, 50%-ით მეტი ალბათობა აქვთ იმისა, რომ დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. იგივე შეიძლება ვთქვათ მოწევაზე. მწეველებსა და არამწეველებში ამ მაჩვენებლების შედარების საკმაოდ ვალიდური მონაცემებია. მწეველებთან 30%-ით მეტია იმის ალბათობა, რომ დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ერთ-ერთი რისკფაქტორია და ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებს შესაძლოა, 30%-ით დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. 30 წლის ასაკის შემდეგ ტესტოსტერონის მაჩვენებელი 1-2%-ით ქვეითდება“

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights