პარასკევი, ივნისი 12, 2026

„9 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 2742 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1147 – ქუთაისში, 982 – ბათუმში, 867 კი, ქალაქ რუსთავში.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 ფიზიკური პირია, ხოლო 732 – იურიდიული პირი.

3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 – მიკროავტობუსის, 245 – სატვირთო ავტომობილის, 7 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფრინველის გრიპის ახალი შტამისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

#image_title

მსოფლიოში ფრინველის გრიპის ახალი შტამისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 23 მაისს მექსიკის ჯანდაცვის რეგულირების სამსახურმა აცნობა ჯანმოს H5N2-ის ტიპის ფრინველის გრიპით ინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ეს არის H5N2-ის ტიპის ფრინველის გრიპით ადამიანის დაინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

59 წლის მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მას ფრინველებთან კონტაქტი არ ჰქონია. 17 აპრილს მას განუვითარდა ცხელება, ქოშინი, დიარეა, გულისრევა და ზოგადი სისუსტე. 24 აპრილს მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ის გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ის იმავე დღეს გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დარეგისტრირებულა. გარდაცვლილის 17 კონტაქტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

„ყივანახველას შემთხვევები მკვეთრად მომატებულია…“

#image_title

„მიმდინარე არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში გვქონდა, გაცილებით უფრო მეტია“, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვებში ყივანახველის შემთხვევების მატება გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა:

გააგრძელეთ კითხვა:

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია/აღჭურვისთვის სახელმწიფომ ₾37.1 მლნ გამოყო

ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 37.1 მლნ ლარი გამოიყო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა – 8 მლნ ლარი;
  • „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად – 3.7 მლნ ლარი;

აქედან, ინფექციური საავადმყოფოსთვის გამოყოფილი თანხა ასე ნაწილდება:

  1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება – 734.5 ათასი ლარი;
  2. შენობის აღჭურვა – 1.8 მლნ ლარი;
  3. ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა – 860 ათასი ლარი;
  4. ქონების გადასახადისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღების დაფინანსება – 386 ათასი ლარი.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

  1. აღჭურვა – 9.01 მლნ ლარი;
  2. რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა – 6.5 მლნ ლარი.
  • პროგრამის ადმინისტრირება – 400 ათასი ლარი;
  • მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა – 7.5 მლნ ლარი;
  • სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა – 1.8 მლნ ლარი.

დადგენილება ძალაში 4 ივნისს შევიდა.

როგორ ვიზრუნოთ ოსტეოპოროზის პრევენციაზე და როგორ შევარჩიოთ სწორად კალციუმის შემცველი საკვები დანამატები

#image_title

როგორ ვიზრუნოთ ოსტეოპოროზის პრევენციაზე და როგორ შევარჩიოთ სწორად კალციუმის შემცველი საკვები დანამატები

 კალციუმი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია, რომლის ნაკლებობაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადების განვითარების წინაშე აყენებს ადამიანს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც მჭიდრო კავშირში სწორედ კალციუმის დეფიციტთანაა, ოსტეოპოროზია. ოსტეოპოროზის პრევენციასა და კალციუმის როლზე გვესაუბრება ქ-ნი მარინა ცაგარელი – მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ძვლის მეტაბოლურ დარღვევათა განყოფილების ხელმძღვანელი.

  • ქალბატონო მარინა, როგორც ვიცით, ოსტეოპოროზი საშუალოდ 3-დან 1 ქალსა და 5-დან 1 მამაკაცში დიაგნოსტირდება, საგანგაშო ციფრებია.  პირველ რიგში გვითხარით, კონკრეტულად რას წარმოადგენს ოსტეოპოროზი და ვინ იმყოფება ოსტეოპოროზის რისკ-ჯგუფში?

ქ-ნი მარინა: ოსტეოპოროზი ეს არის ჩონჩხის ანუ ძვლების სისტემური დაავადება, რომელიც იწვევს ძვლის სიმკვრივის დაქვეითებას, ძვალი ხდება უფრო მყიფე და იზრდება მოტეხილობების რისკი. ადრე ვსაუბრობდით, რომ ოსტეოპოროზი 50 წლიდან ასაკის ადამიანებს ემართებათ, თუმცა, დღეს, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა. ოსტეოპოროზი ვითარდება მაშინ, როცა მცირდება ძვლის მინერალური სიმკვრივე ანუ ძვალში მცირდება კალციუმის რაოდენობა, ძვალი იფიტება, კარგავს სიმყარეს და ადვილად ტყდება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოსტეოპოროზის მაღალ რის-ჯგუფს წარმოადგენენ ის ქალები და მამაკაცები, რომლებსაც აქვთ ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივე – კალციუმით ღარიბი ძვალი. რისკ-ჯგუფებს განაპირობებს გენეტიკური განწყობა. მაღალ რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან 50+ ასაკის ქალები და მამაკაცები, რადგან მათთან კალციუმის ბალანსი ფიზიოლოგიურად მცირდება. უნდა ვახსენოთ ჰორმონალური დისბალანსი – როგორც ენდოკრინული სისტემის, ასევე რეპროდუქციული სისტემის დისბალანსით გამოწვეული ჰორმონალური დარღვევები იწვევენ კალციუმის ნაკლებობას ძვლებში და შესაბამისად, ოსტეოპოროზის რისკს ზრდიან. ასევე საყურადღებოა ქალის ცხოვრებაში საკმაოდ კრიტიკული პერიოდი – ორსულობა და ლაქტაცია, ამ დროს დიდი რაოდენობით ხარჯავს ორგანიზმი კალციუმს და შესაბამისად, მშობიარობის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში კალციუმის ბალანსის აღდგენა.

  • ქალბატონო მარინა, ახსენეთ, რომ კალციუმის ნაკლებობა ყველაზე მჭიდრო კავშირშია ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებასთან და შესაბამისად, ოსტეოპოროზის განვითარების რისკთან. კალციუმი საკმაოდ ცნობილი მინერალია და მისი დანამატებიც ფართო მოხმარების არის. საქართველოში ძალიან ბევრი კალციუმის პრეპარატია. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად კალციუმის შემცველი საკვები დანამატი?

ქ-ნი მარინა:  დიახ, კალციუმის შემცველი დანამატების აქტუალობა ძალიან მაღალია, მით უფრო როცა ვსაუბრობთ ძვლების სიჯანსაღესა და ოსტეოპოროზის პრევენციაზე. აქედან გამომდინარე, დღეს, ფარმაცევტული სფერო ძალიან გაჯერებულია კალციუმის დანამატებით, თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატი, კალციუმის შემცველი დანამატებიც იხვეწება და ერგება თანამედროვე სამედიცინო რეკომენდაციებს.
არსებობს კალციუმის დანამატების 3 თაობა. პირველი ესაა დანამატი, სადაც მხოლოდ კალციუმი შედის, თუმცა მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ კალციუმს შეწოვისათვის სჭირდება D ვიტამინი, გამოვიდა მეორე თაობის დანამატები, სადაც კალციუმი მოცემულია D ვიტამინთან ერთად. ამ მედიკამენტებში კალციუმი ძირითადად დიდი დოზებითაა წარმოდგენილი და რადგან მათ ადამიანები ხშირად თვითნებურად იღებენ, გვერდითი მოვლენების რისკიც მაღალია, მაგალითად, იზრდება კუჭ-ნაწლავის, შარდ-კენჭოვანი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება-გართულებების რისკი. შესაბამისად, იმისათვის რომ ოსტეოპოროზის პრევენციაზე ზრუნვა ყოფილიყო უფრო მეტად უსაფრთხო, შეიქმნა ახალი, მესამე თაობის კალციუმის შემცველი დანამატები, სადაც კალციუმი წარმოდგენილია უსაფრთხო, საპროფილაქტიკო დოზებით ძვლის მინერალიზაციისთვის და კალციუმის ათვისებისთვის მნიშვნელოვან მინერალებთან ერთად. მესამე თაობის კალციუმის შემცველ საკვებ დანამატებში მინიმუმამდეა დაყვანილი გვერდითი მოვლენების და კალციუმის ჰიპერდოზირების რისკი.

  • ქ-ნი მარინა, როგორც აღნიშნეთ, მე-3 თაობის კალციუმის შემცველი დანამატები არის ყველაზე უსაფრთხო. თქვენი პრაქტიკული გამოცდილებით, გთხოვთ, გაგვიზიარეთ, რომელი საკვები დანამატის მიღებაა ამ მხრივ რეკომენდებული?

ქ-ნი მარინა: როგორც აღვნიშნეთ, ფარმაცევტული ბაზარი ძალიან გაჯერებულია კალციუმის მედიკამენტებით, შესაბამისად როგორც რიგით მოქალაქეს, ასევე ექიმებსაც გვჭირდება კალციუმის შემცველი დანამატის სწორი შერჩევა. ამ მხრივ, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში წლებია ვიყენებ „კალციმერინს“. მასზე არჩევანის გაკეთება რამდენიმე კრიტერიუმმა განაპირობა. მნიშვნელოვანია ის, რომ „კალციმერინი“ გახლავთ ცნობილი ევროპული კომპანია „ვალმარკის“ მიერ წარმოებული ახალი, ანუ მესამე თაობის კალციუმის შემცველი საკვები დანამატი. მისი 1 აბი შეიცავს კალციუმის უსაფრთხო, რეკომენდებულ საპროფილაქტიკო დოზას 400 მგ-ს, რომელიც კალციუმით მდიდარი საკვების მიღების ფონზეც, არ ზრდის კალციუმის ზედოზირების რისკს. „კალციმერინში“ კალციუმის ოპტიმალური, უსაფრთხო ათვისებისთვის, კალციუმი წარმოდგენილია 3 მარილის კომბინაციით, რაც გვაძლევს სუფთა, იონიზირებული ანუ ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელ კალციუმს. ასევე გამდიდრებულია მაგნიუმითა და თუთიით, რაც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კალციუმის ათვისებას, ხოლო მეორე მხრივ, ძვლების მინერალიზაციასა და სიმტკიცეს. „კალციმერინში“ ასევე მოცემულია D ვიტამინი იმ დოზით, რაც კალციუმს ათვისებისთვის სჭირდება, ეს მოცემულობა კი საშუალებას გვაძლევს ცალკე მისაღები D ვიტამინის დოზის სწორად მართვის და ზედოზირების რისკის შემცირებას. „კალციმერინის“ მიღებისას, სრულად ხდება მასში არსებული 400 მგ კალციუმის ათვისება, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ხდება კალციუმის დალექვა, არ იზრდება კალციფიკატების და/ან ოქსალატური ქვების განვითარების რისკი. შესაბამისად, „კალციმერინში“ მინიმუმამდეა დაყვანილი კუჭ-ნაწლავის, შარდ-კენჭოვანი და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკი. აღსანიშნავია, რომ „კალციმერინი“ არის დასალევი, დაცული აბი, რომელიც იხსნება ნაწლავში, შესაბამისად გარდა იმისა, რომ მასში კალციუმი სრულად აითვისება და არ ილექება, ის ასევე არ იწვევს კუჭის გაღიზიანებას, მისი ათვისება არაა დამოკიდებული კუჭის მჟავიანობაზე და ამიტომ უსაფრთხოა მათთვისაც, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, მაგალითად, გასტიტი და ა.შ. აქედან გამომდინარე, როცა ვსაუბრობთ ოსტეოპოროზის პრევენციასა და კალციუმის ადექვატური დოზით მიღებაზე, შემიძლია ვთქვა, რომ „კალციმერინი“ სწორი და უსაფრთხო არჩევანია.

  • და ბოლოს, ქ-ნო მარინა, რომ შევაჯამოთ, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა პროფილაქტიკის მიზნით? როგორია პრევენციის როლი და რეკომენდაციები?

ქ-ნი მარინა: ისევე როგორც ყველა ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, ოსტეოპოროზშიც პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელზე ზრუნვაც მოიცავს ბავშვობის, მოზარდობის, მოზრდილობისა და ხანდაზმულობის პერიოდს. რადგან, სწორედ 25-30 წლამდე შევსებულ ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, ანუ დაგროვილ კალციუმს გახარჯავს ორგანიზმი მომდევნო წლებში. ოსტეოპოროზის გავრცელების მაღალი ნიშნულის გამო, გლობალური ჯანდაცვის, ევროპისა და ამერიკის ოსტეოპოროზის ასოციაციები მოგვიწოდებენ ოსტეოპოროზის პრევენციისკენ, რაც თავის თავში მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს – ფიზიკური აქტივობასა და რაციონის გამდიდრებას კალციუმით მდიდარი (ფორტიფიცირებული რძის პროდუქტები) საკვებით და ასევე, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი მესამე თაობის საკვები დანამატების უსაფრთხო, საპროფილაქტიკო დოზებით მიღებას.

ამას ტვინსა და ნაწლავს შორის „ჩუმ საუბარს“ ეძახიან – იწვევს თუ არა შფოთვა და გარემოს შეცვლა ბავშვებში მუცლის ტკივილს

#image_title

რა იწვევს ყველაზე ხშირად ბავშვებში მუცლის ტკივილს?

რა ჩივილები შეიძლება ახლდეს ამ პრობლემას?

საუბრობს ბავშვთა გასტროენტეროლოგი მარიამ ღუღუნიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“:

„ნაწლავი ძალიან დიდია, დიდი ფუნქცია და უნარებიც აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემა და კონკრეტული ნაწლავის ნერვული სისტემა ერთმანეთთან ჩვენდა უნებურად ძალიან დიდ კომუნიკაციაშია.

ამას სასიკეთო დატვირთვაც აქვს, თუმცა ხანდახან უარყოფითი. გააჩნია, რა კუთხით წარიმართება კომუნიკაცია. ამას ტვინსა და ნაწლავს შორის „ჩუმ საუბარს“ ეძახიან. გარემოზე ბავშვის რეაგირება ძალიან ინდივიდუალურია. ყველა თავის ემოციასა და შფოთვას სხვადასხვანაირად გამოხატავს. ზოგი ტკივილის, ზოგი სხვა ქმედებების სახით. მშობელს უნდა ჰქონდეს უნარი, გაარჩიოს, რამდენადაა ბავშვი ამ შფოთვაში ჩართული და რამდენად ახდენს მასზე გარემო გავლენას.

ხშირ შემთხვევაში, ბავშვსაც ძალიან ბევრი რამის გადმოცემა შეუძლია. იქნება ეს სიტყვიერი თუ ქცევითი. ექიმი ხშირად ქცევით ხვდება, რამდენადაა ტკივილი შფოთვასთან დაკავშირებული.“

 

ბავშვთა მხედველობის პრობლემები

ვინ თქვა, მხედველობა ასაკთან ერთად უარესდებაო? ასე რომ იყოს, არც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბიჭუნას ჰარი პოტერს და არც მის მიმბაძველ

მილიონობით პატარა ონავარს არ ეკეთებოდა სათვალე. მართლაც, მხედველობის დარღვევა უამრავ ბავშვს აწუხებს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა სკოლის ასაკში, როცა მხედველობას ყველაზე მეტი დატვირთვა ადგება: დღეს ვრცელი მოთხრობაა წასაკითხი, ხვალ – მათემატიკის საკონტროლო დასაწერი…

რატომ იჩენს თავს მხედველობის პრობლემები მცირე ასაკში? საჭიროა თუ არა, ბავშვებმა რეგულარულად ატარონ სათვალე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ოდიშარია.

ქალბატონო თამარ, რამდენად ხშირია ბავშვებს შორის მხედველობის დარღვევა?
საქართველოში ამ მხრივ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუკი ჩვენი ცენტრის მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, თვალის ამა თუ იმ დაავადებას ბავშვთა დაახლოებით 20% უჩივის. ყველაზე ხშირია რეფრაქციული მანკი (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი).

უცხოელ ექსპერტთა დასკვნით, სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა წარმატებული პრევენცია ერთნახევარ-ორჯერ ამცირებს თვალის დაავადებებს. აქედან გამომდინარე, სასურველია, ყველა ბავშვი წელიწადში ორჯერ გადიოდეს პროფილაქტიკურ გამოკვლევას.

უპირატესად რომელ ასაკში უვლინდებათ ბავშვებს მხედველობის პრობლემები, მაგალითად, რეფრაქციის მანკები?
რეფრაქციის მანკი შეძენილიც შეიძლება იყოს და თანდაყოლილიც. მხედველობის პრობლემები უმთავრესად 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უვლინდებათ, განსაკუთრებით – დაწყებითი კლასების მოწაფეებს. ამ პრობლემას დაწყებითი კლასის სინდრომი ეწოდება.

რა განაპირობებს ამ სინდრომის ჩამოყალიბებას?
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხედველობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ამ ასაკში სწავლის პროცესს გარკვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა ახლავს. როგორც  გამოკითხვამ აჩვენა, თვალების დაძაბვას, უპირველეს ყოვლისა, სასკოლო დაფა იწვევს. ამ პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხედველობის ჰიგიენის უგულებელყოფა.

სახელდობრ, რა წესები უნდა დაიცვას ბავშვმა მეცადინეობის დროს, რომ მხედველობას არ ავნოს?
მხედველობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ბავშვს მხედველობის ჰიგიენის დაცვა და თვალების მოდუნება უნდა ვასწავლოთ. მეცადინეობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას: ოთახი მთლიანად უნდა იყოს განათებული, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ ამავე დროს ლოკალურ განათებასაც (მაგიდის ნათურის) გამოვიყენებთ. მხოლოდ ლოკალური განათება მხედველობისთვის მავნებელია. იმავე პრინციპით არ შეიძლება კომპიუტერის ეკრანისა და ტელევიზორის სიბნელეში ყურება. აუცილებელია თვალებსა და წიგნს შორის ოპტიმალური მანძილის დაცვა. მეცადინეობისას, სასურველია, ბავშვი ყოველ 40-45 წუთში ერთხელ 10 წუთით შევასვენოთ.

რამდენად მავნებელია კომპიუტერი მხედველობისთვის?
კარგია, როდესაც ბავშვს სურს, იმუშაოს კომპიუტერთან და მეტი ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ მხედველობის გადატვირთვა არამც და არამც არ შეიძლება. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილი კომპიუტერთან რამდენიმე საათს ატარებს, ეს კი არამც და არამც არ შეიძლება.

ბევრს ჰგონია, თუ მონიტორს დამცავ ეკრანს დაუყენებს, მხედველობის პრობლემა არ ემუქრება. სინამდვილეში პრობლემა სულ სხვა რამ არის. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალში წარმოიქმნება აკომოდაციის სპაზმი, რაც ერთსა და იმავე მანძილზე დაძაბული (კონცენტრირებული) ყურებით გახლავთ განპირობებული, ამ სპაზმმა კი, ადვილი შესაძლებელია, ახლომხედველობას დაუდოს სათავე. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ მონიტორთან მუშაობისას ადამიანი ჩვეულებრივზე იშვიათად ახამხამებს თვალებს. შედეგად ყალიბდება მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც თვალების სიმშრალით, წვით, სიწითლით ვლინდება.

ბავშვებს მხედველობის პრობლემა რომ არ შეექმნათ, კომპიუტერთან ბევრი დრო არ უნდა დაყონ, ხოლო მუშაობისა თუ თამაშის დროს ხშირად შეისვენონ.

რა სახის ვარჯიშებს ურჩევთ ბავშვებს მხედველობის განტვირთვისთვის?
–  მხედველობის, როგორც თქვენ ბრძანეთ, განტვირთვისთვის საუკეთესო გზაა მზერის სხვადასხვა მანძილზე მდებარე საგნებზე გადატანა. სწორედ ამგვარ ვარჯიშს ვურჩევთ ბავშვებს სპაზმის მოსახსნელად.

1. სახესთან, ცხვირიდან დაახლოებით 15 სმ-ზე, დაიკავეთ საჩვენებელი თითი და შეხედეთ მის წვერს. შემდეგ მზერა თქვენგან 5-6 მეტრის იქით ან უფრო შორს მდებარე ნებისმიერ ობიექტზე გადაიტანეთ. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.

2. ეს ვარჯიში სრულდება ფანჯარასთან ან ბუნების წიაღში. აიფარეთ მარჯვენა ხელისგული მარჯვენა თვალზე. იმ საგნებიდან, რომლებიც თქვენს თვალწინაა, აირჩიეთ ერთ სწორ ხაზზე მდებარე რამდენიმე ობიექტი. მათგან უახლოესი თქვენივე საჩვენებელი თითი იქნება, რომელიც 20-30სმ მანძილზე უნდა გეკავოთ, მეორე თქვენგან 2-3 მეტრით იქნება დაშორებული, მესამე – 6-7 მეტრით და ა. შ. მზერა ახტუნავეთ საგნიდან საგანზე და ყოველ მათგანზე რამდენიმე წამით შეაყოვნეთ. შემდეგ იგივე გააკეთეთ უკუმიმართულებით ანუ უშორესი ობიექტიდან თქვენს თითამდე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მარცხენა თვალით, შემდეგ კი – ორივეთი ერთდროულად.

რამ უნდა აფიქრებინოს მშობელს, რომ მის შვილს მხედველობის პრობლემები აქვს?
რეფრაქციული მანკის დროს მშობლები ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი:

მეტისმეტად ახლოს უჯდება ტელევიზორს, კითხვისას თვალებთან ახლოს მიაქვს წიგნი, გვერდულად იყურება;

უჩივის თვალების წვას, დისკომფორტს, თავის ტკივილს, რომელიც მხედველობით დატვირთვას (ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერთან მუშაობას ან თამაშს, წერა-კითხვას) უკავშირდება.

რა პრინციპით ხდება მხედველობის კორექცია ბავშვებში?
მხედველობის კორექციისთვის უმთავრესად სათვალეს ვიყენებთ.  15 წლამდე ასაკის ბავშვებს ლინზების გამოყენებას არ ვურჩევთ, მაგრამ იშვიათად, მაგალითად, კერატოკონუსის ან მაღალი ხარისხის ახლომხედველობის  დროს, მაინც გვიწევს მათი დანიშვნა. ამ პათოლოგიების დროს საჭიროა მყარი ლინზის ტარება.

მხედველობის დარღვევების მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სათვალის სწორად და დროულად შერჩევას.

შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის შემთხვევაში სათვალე ბავშვმა მუდმივად უნდა ატაროს, ხოლო ახლომხედველობის დროს –  მხოლოდ შორს ყურებისას.

გარდა სათვალისა, მკურნალობის რა მეთოდებს მიმართავთ რეფრაქციული მანკის დროს?
კლინიკის პირობებში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პლეოპტიკური ვარჯიში, კერძოდ, კომპიუტერული ვარჯიშების კურსი.

სპეციალური სამკურნალო კომპიუტერული პროგრამები თამაშების პრინციპზეა აგებული და ძალიან მოსწონთ პატარებს. მინდა, ხაზი გავუსვა: რეფრაქციული მანკების მკურნალობა 15-16 წლამდე უნდა მოხდეს. თუ დაგვაგვიანდა, დარღვევის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ლაზერული ოპერაციით მხედველობის კორექცია კი 18 წლამდე არ არის რეკომენდებული.

მიზანშეწონილია თუ არა მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის ფიზიკური დატვირთვა, კერძოდ, სპორტი, ცეკვა?
ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სახის პრობლემა აქვს ბავშვს. თუკი ღერძული ახლომხედველობა და, შესაბამისად მაღალი მინუსი აღინიშნება, გარკვეული შეზღუდვები წესდება: არ შეიძლება წყალში თავით ხტომა, თავზე დგომა და სპორტის ტრავმული სახეობები, მაგალითად, კრივი. ეს იმიტომ, რომ ღერძული ახლომხედველობისას თვალის კაკლის გარსები გათხელებულია და დიდია გართულების ალბათობა. სხვა შემთხვევაში კი სპორტი არამცთუ საზიანო არ არის, სასარგებლოც კია. განსაკუთრებით მარგებელია სპორტის ისეთი სახეობები, სადაც მზერის სხვადასხვა მანძილზე გადატანით ხდება მხედველობის გავარჯიშება. ასეთია, მაგალითად, მაგიდის ტენისი, ჩოგბურთი, კალათბურთი.

როგორ მიხვდნენ მშობლები, რომ ახალშობილს მხედველობის პრობლემა აქვს?
ორი-სამი თვის ბავშვი საგნებზე მზერას უკვე უნდა აფიქსირებდეს. ამ ასაკში მშობელსაც შეუძლია, შვილს მხედველობა შეუმოწმოს: დაანახოს სათამაშო და დააკვირდეს, აყოლებს თუ არა მზერას.

მინდა, ახალშობილთა მშობლებს ვურჩიო: ნუ მიუტანენ ბავშვს ამა თუ იმ საგანს თვალებთან ახლოს. ბავშვი ისე უნდა დააწვინოთ და დაიკავოთ, რომ მისი ორივე თვალი ერთნაირი დატვირთვით მუშაობდეს.

ხშირად ახალშობილი თვალის ექიმთან  სიელმის გამო მიჰყავთ, მაგრამ ზოგიერთი მშობელი სპეციალისტთან ვიზიტისგან თავს იკავებს – იმედი აქვს, რომ სიელმე თავისთავად გაივლის.

5-6 თვემდე პერიოდული სიელმე ჯერ კიდევ დასაშვებია. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ე.წ. ბინოკულარული კავშირები თვალებს შორის – ორივე თვალი შეთანხმებულ მუშაობას იწყებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვებს, რომლებსაც ახალშობილობისას სიელმე გამოუვლინდათ, ძალიან ხშირად აღენიშნებათ ნევროლოგიური პრობლემები (მაგალითად, ქალასშიდა წნევა) და ნევროპათოლოგის კონსულტაცია სჭირდებათ.

რა ასაკში სჯობს სიელმის გამო ოპერაციის გაკეთება?
ქირურგიული ჩარევის დრო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, მხედველობის სიმახვილისა და ხასიათის, გადახრის კუთხის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით წყდება.

ყველას არ აქვს საშუალება, შვილი ექიმთან მიიყვანოს და, მით უმეტეს, უმკურნალოს. რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომელთაც მხედველობის პრობლემები აწუხებთ?
მართლაც, უმეტესად სწორედ უსახსრობაა იმის მიზეზი, რომ ექიმს დროულად არ მიმართავენ. აღსანიშნავია ის დიდი ყურადღება, რომელსაც ამ მხრივ იჩენს ქალბატონი სანდრა რულოვსი. სწორედ ქალბატონი სანდრას მეშვეობით გამოუჩნდა სპონსორი უსინათლოთა საზოგადოებას და მისი პატრონაჟით ხორციელდება უფასო პროექტები ამ საზოგადოების წევრთათვის.

ჩვენს კლინიკაში მოქმედებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვთა თვალის დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას ითვალისწინებს.

წყარო: ჟურნალი “ავერსი”

ქართული მინერალური წყლები – უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში

#image_title
საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, რომლებიც ბალნეოლოგიური მიზნით და სამრეწველო ჩამოსხმისთვის გამოიყენება.
მინერალური წყლების ყველაზე პოპულარულ სახეობებზე გიამბობთ.

თერმული და მინერალური წყლების უნიკალური თვისებები ძველი დროიდან არის ცნობილი — ადგილობრივი მცხოვრებნი მათ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ.

მრავალი თერმული და მინერალური წყაროს ბაზაზე საკურორტო ზონებია გახსნილი. სანატორიული მკურნალობა საქართველოში, სადაც რბილი კლიმატია, სუფთა ჰაერი, თერმული წყაროები და სამკურნალო ტალახი — ევროპის კურორტებზე ძვირადღირებული დასვენების შესანიშნავი ალტერნატივაა.

„ბორჯომი”

„ნაბეღლავი”

„საირმე”

„ბაკურიანი”

„ლუგელა”

„ზვარე”

წყალტუბო

შოვი

„ლიკანი“

„მიტარბი“

„ბახმარო“

„ძუღური“

ზრდის შეფერხება ბავშვთა ასაკში

ტყვიის ინტოქსიკაცია

ალბათ ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა, ასაკის შესაბამისად მიმდინარეობს თუ არა თქვენი შვილის ზრდა-განვითარება.

ბავშვის ფიზიკური განვითარების დარღვევებზე ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია გვესაუბრა.

რა პარამეტრებით ფასდება ბავშვის ფიზიკური განვითარება?
სიმაღლეში ზრდის ნორმალური ტემპი ბავშვის ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. თუ სიმაღლეში ზრდა შეფერხდა ან, პირიქით, ბავშვმა თანატოლებზე სწრაფად აიყარა ტანი, მშობელთან ერთად ამას პედიატრიც აქცევს ყურადღებას და პაციენტს ენდოკრინოლოგთან საკონსულტაციოდ გზავნის, რათა მოხდეს ნორმის ვარიანტის, ე.წ. კონსტიტუციური ფორმის, პათოლოგიური მდგომარეობისგან დიფერენცირება, დროულად დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

სიმაღლის შესაფასებლად სპეციალურ ცხრილებს – ე.წ. (პერ)ცენტილურ მრუდებს ვიყენებთ. მათში კონკრეტული პოპულაციისთვის ასაკისა და სქესის მიხედვით ნებისმიერი სამედიცინო პარამეტრის (სხეულის მასის, სხეულის მასის ინდექსის, თავის გარშემოწერილობის) ნორმის ფარგლები და საშუალო მონაცემებია მოყვანილი. ამ პარამეტრებზე დაკვირვება მუცლადყოფნის პერიოდში იწყება, დაბადებისას ახალშობილის სიგრძე და მასა ორსულობის შესაბამის ვადას ედარება და შემდგომ გრძელდება დაკვირვება ფიზიკური განვითარების პარამეტრებზე: წლამდე – 1-3 თვეში ერთხელ, 3 წლამდე – წელიწადში 2-4-ჯერ, მერე კი – წელიწადში 1-2-ჯერ.

დაახლოებით 4 წლიდან ბავშვის სიმაღლეში ზრდის ბაზალური სიჩქარე ყოველწლიურად 4-5 სანტიმეტრია. თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, ყურადღება ექცევა სხვა ფენოტიპურ და ზოგად ნიშნებს, პედიატრი გეგმავს პაციენტის ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას.

რა ახდენს გავლენას ბავშვის ნორმალურ ზრდაზე?
როგორც იცით, სიმაღლის მატება გენეტიკურად დაპროგრამებული პროცესია, უფრო მეტიც, ბავშვის საბოლოო სიმაღლე სწორედ მშობლების პარამეტრების მიხედვით შეიძლება გამოითვალოს: დედისა და მამის საშუალო სიმაღლეს (ანუ მათი სიმაღლეების ჯამს, გაყოფილს ორზე) ვაჟისთვის ვუმატებთ 6.5 სანტიმეტრს, გოგონასთვის კი ამდენივეს ვაკლებთ. ეს ე.წ სამიზნე სიმაღლის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც დაახლოებით 17-18 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის სიმაღლეზე მხოლოდ გენეტიკაა პასუხისმგებელი. დადგენილია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებას, დღის რეჟიმს, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, გუნება-განწყობასაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ, სიმაღლეში ზრდას სეზონურობა და დღეღამური რიტმიც კი ახასიათებს. ბავშვები ტანს ყველაზე ინტენსიურად გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იყრიან, გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე ზრდის ტემპი ყველაზე ნაკლებია, ზამთრის თვეებში კი შედარებით იმატებს.

რა იწვევს სიმაღლეში ზრდის შეფერხებას?
შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ქრონიკულმა არანამკურნალებმა ან არასწორად ნამკურნალებმა დაავადებამ. ენდოკრინული მიზეზებიდან ყველაზე ხშირად აღირიცხება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, კერძოდ, მისი ფუნქციური უკმარისობა, ასევე – ჰიპოფიზის ჰორმონების, კერძოდ, ზრდის ჰორმონის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე..

ყველაზე ხშირია ტანდაბლობის კონსტიტუციური და ოჯახური ფორმები, მარტივად რომ ვთქვათ, ტანდაბალი მშობლების ტანდაბალი შვილი, რაც თითქოსდა არ არის დარღვევა, თუმცა ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ხდება ისეთი გენების იდენტიფიცირება, რომლებიც ტანდაბლობის ასეთ ფორმებზეა პასუხისმგებელი. ცალკე უნდა გამოვყოთ ზრდისა და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური შეფერხება. ამ ფორმას ტანმაღალი მშობლების ტანდაბალი შვილიც შეიძლება ეწოდოს, თუმცა გამოკითხვისას ირკვევა, რომ ერთ-ერთი, ან ორივე მშობელი ბავშვობაში თავადაც შედარებით ტანდაბალი იყო, ტანი კი მოგვიანებით აიყარა, როდესაც მის თანაკლასელებს ზრდის პროცესი უკვე დასრულებული ჰქონდათ.

აღნიშნული მდგომარეეობა ნორმის ვარიანტს წარმოადგენს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოითხოვს ხანმოკლე მკურნალობას. მშობლებს ხშირად მოჰყავთ 13-16 წლის ვაჟები, რომლებიც თანატოლებთან შეადრებით ჩამორჩენას ძალიან განიცდიან. როდესაც მშობლებს ვეკითხებით, თავად რა სიმაღლის იყვნენ ამ ასაკში, ირკვევა, რომ მე-10 კლასამდე სპორტის გაკვეთილებზე მწკრივის ბოლოს ან ბოლოსწინა ადგილებზე იდგნენ. ასეთი ოჯახური ანამნეზი ამ მდგომარეობის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა ის ფაქტი, რომ მშობელმაც გვიან აიყარა ტანი, ყოველთვის არ გამორიცხავს პათოლოგიურ მდგომარეობას ბავშთან და ზრდის ტემპსა და ზოგად მდგომარეობაზე დინამიკაში დაკვირვებას მოითხოვს.

ენდოკრინული ჯაჭვი
ზრდის გენეტიკური პროგრამა სისრულეში მოჰყავს ენდოკრინულ სისტემას და ამ პროცესში თითქმის ყველა ჰორმონი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო ჰორმონები, ინსულინი, კალციუმის მარეგულირებელი პარათჰორმონი, D ვიტამინი) მონაწილეობს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდის ჰორმონს – სომატოტროპინს, რომელსაც თავის ტვინის ფუძეზე არსებული პატარა ჯირკვალი – ჰიპოფიზი გამოიმუშავებს.

ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული ტანდაბლობა შედარებით იშვიათია – მისი წილი სულ 3-4%-ს შეადგენს. ზრდაში ყველაზე აშკარა ჩამორჩენას იწვევს ზრდის ჰორმონის, სომატოტროპინის, თანდაყოლილი უკმარისობა. ასეთი ბავშვები ნორმალური წონისა და სიგრძისა იბადებიან, ზრდის შეფერხება 2-3 წლისთვის იწყება, თუმცა მანამდე შესაძლოა გამოვლინდეს მეტაბოლური დარღვევები, მაგალითად, გლუკოზის დონის დაქვეითება, რაც უდდეს გავლენას ახდენს ბავშვის სწორ განვითარებაზე.

რაზეა დამოკიდებული სომატოტროპინის სეკრეცია?
გენეტიკასთან ერთად ამაზე ძირითადად სამი გარეგანი ფაქტორია პასუხისმგებელი: კვება, ფიზიკური დატვირთვა და ძილი. კვლევებით დადასტურებულია, რომ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე თრგუნავს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, ხოლო გლუკოზის დონის დაქვეითება, პირიქით, ასტიმულირებს მის სეკრეციას. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი უნდა შიმშილობდეს, სრულფასოვანი კვება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია ფიზიკური განვითარებისთვის. დაბალანსებული რაციონი გულისხმობს ხილს, ბოსტნეულს, ცილებით მდიდარ საკვებს (ხორცს და თევზს) და რძის ნაწარმს.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ასაკის შესაბამისი სწორი ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას და ძვალსახსროვანი სისტემის სწორ განვითარებას.

ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა, ბავშვი ძილში იზრდებაო. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს სიმართლეა, სომატოტროპული ჰორმონის წარმოქმნა ჩაძინებიდან 1-2 საათში, ღრმა ძილის ფაზაში იმატებს.

ზრდის დარღვევის ორგანული მიზეზები
ზრდის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილმა მიზეზებმა: საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხებამ, ძვლოვანი სისტემის დაავადებებმა, ქრომოსომულმა ანომალიებმა. საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხებას, თავის მხრივ, შესაძლოა საფუძვლად ედოს ინფექცია, ორსულობისას თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება. ქრომოსომული ცვლილებებიდან ტანდაბლობას გოგონებში ყველაზე ხშირად ტერნერის სინდრომი იწვევს. ამ დროს გოგონებს ერთი სასქესო ქრომოსომა ან მისი ნაწილი აკლიათ, სიმაღლესთან ერთად ფერხდება პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებაც, კისრის გვერდით ზედაპირზე კი სიმეტრიული ფრთისებრი ნაოჭი შეინიშნება. შესაძლოა, განვითარების სხვა ანომალიებიც გამოვლინდეს.

ზრდის პროცესს ხელს უშლის ქრონიკული დაავადებებიც: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობა და მისი ეფექტური მართვაა მთავარი. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ე.წ. სიმაღლეში დაწევის ფენომენიც შეიძლება მივიღოთ.

ცალკე გამოყოფენ ე.წ. ფსიქოემოციურ ტანდაბლობას, რომელსაც ბავშვებსა და მოზარდებში ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესი იწვევს და სიმაღლის მატებისა და სქესობრივი განვითარების შეფერხებით ვლინდება. ზრდის ჰორმონის დეფიციტი ამ დროს ლაბორატორიულად დასტურდება. გარემოს შეცვლის შემდეგ მდგომარეობაც იცვლება, ჰორმონის დონე იმატებს. გახსოვდეთ, სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახი ნორმალური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

რას ნიშნავს ძვლოვანი ასაკი და როგორ ვსაზღვრავთ მას?
ძვლოვანი ანუ ბიოლოგიური ასაკის დადგენის ყველაზე გავრცელებული მეთოდი მარცხენა ხელის მტევნის რანტგენოგრაფიაა. რენტგენოგრამაზე უნდა ჩანდეს სხივ-მაჯის სახსრები და ზედა კიდურის ფალანგები. მოგეხსენებათ, მტევანი ბევრ მცირე ზომის ძვალს შეიცავს, რომლებიც თავდაპირველად ხრტილის სახითაა წარმოდგენილი. ხრტილი რენტგენის სხივებს ატარებს, ამიტომ რენტგენოგრამაზე არ ჩანს. როგორც კი ხრტილი გაძვალდება, რენტგენზე გამოჩნდება. თითოეული ხრტილი კონკრეტულ ასაკში განიცდის გაძვალებას. იმის მიხედვით, რამდენი ხრტილია გაძვალებული და რამდენი გამოჩნდა უკვე რენტგენის სურათზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მომწიფებულია ბავშვი ბიოლოგიურად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოლოგიური მომწიფების ტემპი ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს. შესაძლოა, ბიოლოგიური ასაკი დაახლოებით ერთი წლით ჩამორჩებოდეს ან უსწრებდეს საპასპორტო ასაკს.

წყარო: ჟურნალი “ავერსი”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

კვლევა – თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

#image_title

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაყვანილ თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ებრძვის.

იაპონიის აერონავტიკის საძიებო სააგენტოს (Jaxa) და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევით დადგინდა, რომ კოსმოსში ყოფნისას თაგვებმა განიცადეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერის მსგავსი, მაგრამ უფრო სწრაფად პროგრესირებადია. ცილა, რომელმაც ტრანსფორმაციის პროცესი შეანელა, Nrf2-ია.

კვლევის ფარგლებში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 თაგვი წაიყვანეს, სადაც მათ 31 დღე გაატარეს.

მათ შორის რადიაციის დამატებითი დასხივებით, კოსმოსური ფრენა იწვევს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, დაბერების პროცესის მსგავსს, როგორიცაა ძვლის სიმკვრივის დაკარგვა. კვლევისთვის, 6 თაგვს გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით Nrf2 „მოაშორეს“, დანარჩენ 6-ს კი – არა.

თაგვებს, რომლებსაც Nrf2 ცილა არ ჰქონდათ სისხლში დაბერების მსგავსი ცვლილებები სწრაფად განუვითარდათ, იმათმა კი, რომლებსაც Nrf2 ჰქონდათ, უფრო სუსტი ტრანსფორმაცია განიცადეს.

მკვლევარები თვლიან, რომ Nrf2 შეიძლება დედამიწაზე დაბერების პროცესის შენელებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, ეს აღმოჩენა მათ დაბერების პროცესთან ბრძოლასა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი და დიაბეტი, სამკურნალო მედიკამენტების შექმნაში დაეხმაროთ.

წყარო : japantimes.co.jp

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights