ორშაბათი, ივნისი 15, 2026

თამბაქო – ჰორმონები და ენდოკრინული სისტემა

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს მოხმარების მჭიდრო კავშირი ისეთ სერიოზულ მდგომარეობებთან, როგორიცაა სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ონკოლოგიური დაავადებები, უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ამის პარალელურად, მწეველობას მრავალმხრივი მოქმედება აქვს ჰორმონების გამომუშავებაზეც და აქედან გამომდინარე, მთლიანად ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებზე, რაც ხშირად მნიშვნელოვან კლინიკურ პრობლემებშიც ტრანსფორმირდება.

ამ ეფექტების განმსაზღვრელია ნიკოტინის, ტოქსინ თიოციანატის და სიგარეტში შემავალი 7000-მდე სხვა ტოქსინის უშუალო ზემოქმედება.

სიგარეტის წევის შედეგად უარყოფით ზეგავლენას განიცდის ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლისა და საკვერცხეების ფუნქციონირება, კალციუმის მეტაბოლიზმი და ინსულინის მოქმედება.

ყველაზე თვალსაჩინო კლინიკური შედეგები კი არის:

გააგრძელეთ კითხვა:

ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიების 35 ახალი სახეობა აღმოაჩინეს – კვლევა

ორგანიზმში ბაქტერიები
#image_title

მეცნიერებმა ბაზელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში პაციენტების ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშებში ბაქტერიების 30-ზე მეტ ახალი სახეობას მიაკვლიეს.

შესაძლოა, ეს მათთან დაკავშირებული ინფექციების მკურნალობაში დაგვეხმაროს. კვლევა ცხადყოფს, რომ ბუნებაში მრავალი პათოგენია, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით.

„ბაქტერიების ახალი სახეობებისა და მათი კლინიკური გამოვლენის ასეთი პირდაპირი კავშირის შესახებ ნაშრომები წარსულში იშვიათადაა გამოქვეყნებული”, — აცხადებენ ავტორები.

61 პათოგენი შეისწავლეს, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტების ბიოლოგიურ ნიმუშებში მიაგნეს. ტრადიციული მეთოდებით ბაქტერიების გენომის გაშიფვრა მარტივი არ აღმოჩნდა, ამიტომ სპეციალისტებმა სხვა გზას მიმართეს და შედეგები უკვე იდენტიფიცირებულ შტამებს შეადარეს.

საბოლოოდ, 35 ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელთაგანაც 27 სისხლის კულტურებიდან ან ღრმა ქსოვილების ნიმუშებიდან გამოაცალკევეს. 7 სახეობა კლინიკურ შესაბამისობაშიც დაფიქსირდა, ანუ თითოეული მათგანი ინფექციის წყარო აღმოჩნდა.

ახალი სახეობების უდიდესი ნაწილი 2 გვარს მიეკუთვნება: Corynebacterium-სა და Schaalia-ს. მათში შემავალი ბაქტერიები ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსის მიკრობიომის ნაწილია, მაგრამ შესაძლოა, სისხლში მოხვედრისას ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

61 ნიმუშიდან ერთ-ერთი ძნელად იდენტიფიცირებად ჯგუფში შედის. ეს პათოგენი ნელ-ნელა იკრებს ძალებს. ის 2022 წელს ძაღლისა და კატის ნაკბენებიდან აღებულ მასალაში აღმოაჩინეს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უკანასკნელი შედეგები ბაქტერიების კლინიკურ და ეკოლოგიურ როლში უკეთ გაგვარკვევს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMC Microbiology გამოქვეყნდა.

თუ პაციენტს დახურული სივრცის შიში აქვს, რა ალტერნატივას სთავაზობთ?

#image_title

რომელი ორგანოების კვლევისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია?

კომპიუტერული ტომოგრაფიით მთელი სხეულის კვლევა ონკოლოგიურ დაავადებათა გამოსავლენად, ანუ *მთელი სხეულის სკრინინგი კიბოზე*, ძალზედ ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში კტ უამრავი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოსავლენად და სამეთვალყურეოდ გამოიყენება.
მიმართავენ ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის, კერძოდ: სიმსივნური პათოლოგიის, სისტემური დაავადებების, თავის ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის, საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მილოვანი სეგმენტის, ძვლოვანი სისტემის დაზიანებების გამოვლენისა და მეთვალყურეობის მიზნით.
– თუ პაციენტს დახურული სივრცის (კლაუსტროფობია) შიში აქვს, რა ალტერნატივას სთავაზობთ?
კლაუსტროფობიის შემთხვევაში პაციენტს წინასწარ ვათვალიერებინებთ აპარატს, მისი მოძრაობის ამპლიტუდას, სიღრმესა და სიხშირეს. ვუხსნით, რომ კვლევის პროცესი მიმდინარეობს საშუალოდ 5–დან 10 წუთამდე (რასაკვირველია, გააჩნია კვლევის სირთულეს), მუდმივად ვართ პაციენტთან კონტაქტში მიკროფონის საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შევძლებთ პროცედურის შეწყვეტას. თუ ყველა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ანესთეზიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კვლევას ვატარებთ ინტრავენური ანესთეზიით.
კვლევაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე
☎️ 0322234023
📍MMT HOSPITAL ჩაჩავას ქ. №1

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა – დარტყმით ტალღოვანი თერაპიით

#image_title

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა – დარტყმით ტალღოვანი თერაპიით

თუ თქვენ გაწუხებთ!👇🏻
  • ერექციული დისფუნქცია
  • პეირონის დაავადება და სასქესო ასოს გამრუდება
  • მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის სინდრომი
  • ქრონიკული პროსტატიტი
  • პროსტატის ფიბროზი და კალცინოზი.
  • სახსრების ტკივილი ან ნებისმიერი სახის ნევრალგიური ტკივილი 👇🏻
მაშინ, ამ პრობლემების მოგვარება დარტყმით ტალღოვანი თერაპიით არის შესაძლებელი
პროცედურა არაინვაზიური, უსაფრთხო და მაღალეფექტურია, რაც ხელს უწყობს:
  • ახალი სისხლძარღვების განვითარებას
  • ანთების ჩაცხრობას
  • ახდენს ტკივილის მედიატორის (P ნივთიერების) დისპერსიას
  • უმჯობესდება კოლაგენის გამომუშავებას
  • უზრუნველყოფს ტრიგერული წერტილების დეაქტივაციას
☎️ ჩასაწერად დაგვიკავშირდით 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑 ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი პირად შეტყობინებაში!
▪ ონლაინ ჩაწერისთვის გამოიყენეთ ბმული: https://mmt.ge/visit/
📍 ქ.თბილისი, ჩაჩავას N1
─────────────────────────────
გისურვებთ ჯანმრთელობას !

„მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა“

#image_title

„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.

კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის 200-მდე ექიმი მონაწილეობდა. საპატიო თავმჯდომარე მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე იყო.

ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.

„ასე გაღებულ თითოეულ სისხლს სხვა ადამიანთა გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება“

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა
#image_title

„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ისე გააკეთონ ყველაფერი, რომ იყვნენ ჯანმრთელნი და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გადადგან ნაბიჯი და უანგაროდ გასცენ სისხლი. ასე გაღებულ თითოეულ სისხლს უკავშირდება სხვა ადამიანთა გადარჩენილი სიცოცხლე“.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს საქართველო სისხლის დონაციის მიმართულებით ახალი, საკანონმდებლო აქტის ამოქმედების პირას არის. მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც ძირეული ცვლილებები შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელიც უკავშირდება სისხლის უანგარო დონაციას.

ძირითადი სიახლე, რომელიც უკავშირდება ამ საკანონმდებლო აქტის მიღებას, არის ის, რომ დონაცია მთლიანად გადადის უანგარო პრინციპზე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

ნეფროლოგიური პროფილის კლინიკა “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია” პაციენტებს კანადური აკრედიტაციის ხარისხს სთავაზობს – ინტერვიუ კლინიკის მმართველებთან

#image_title

„შენი ექიმი“ გთავაზობთ ინტერვიუს შპს „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის“ წარმომადგენლებთან: ილშატ სალახოვ – Renal Health Organization-ის დირექტორის მოადგილე განვითარების საკითხებში და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სერგეი ივლიევ –  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი ნეფროლოგი:

 

_  მოგესალმებით, გვიამბეთ თქვენი კლინიკის შესახებ…

_ „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ მდებარეობს ქუთაისში. ეს სამედიცინო დაწესებულება ახორციელებს სამედიცინო და ნეფროლოგიურ მომსახურებას და პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს მოსახლეობაში ნეფროლოგიური დაავადებების გაჩენისა და ხარისხიანი მკურნალობის პრევენციის მიზნით.

შპს ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, ცდილობს, პაციენტთა მოვლისა და მკურნალობის სტანდარტები მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით პაციენტზე ორიენტირებული მიდგომებისა და ყველა რესურსის გამოყენებით, ის მოწოდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ნეფროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის რისკები, დაეხმაროს დიალიზზე მყოფ პაციენტებს და გააუმჯობესოს მათი ცხოვრების ხარისხი.

 

_ საინტერესოა, როგორ მიჰყვება თქვენი კლინიკა საერთაშორისო სტანდარტებს, მაგალითად, პაციენტების ჩართულობის ნაწილში?

_ ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის ხარისხი და მაღალი სტანდარტები, ამიტომაც ამ საკითხებზე მუშაობა გრძელდება. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტისა და მისი ოჯახის ჩართულობა მკურნალობის პროცესში. ამიტომ პერიოდულად ვახდენთ მათ გამოკითხვებს, როგორც სიტყვიერად, ასევე – ელექტრონულად.

_ საინტერესოა, რამდენად ითვალისწინებთ პაციენტთა მოსაზრებებს თქვენი კლინიკის განვითარების პროცესში?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ მათ კომენტარებსა და მოსაზრებებს და შესაბამისად, ვპასუხობთ ამ საკითხებს; ვასწორებთ შენიშვნებს და ვნერგავთ სიახლეებს. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მუდმივად ვამუშავებთ და ვქმნით ახალ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე.

_ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი გარემო ხვდება პაციენტს თქვენს კლინიკაში…

_ შპს ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი  – ატმოსფეროა. ექიმების პროფესიონალიზმი და თანამედროვე აპარატურა ბევრ კლინიკაშია, მაგრამ ჩვენი ატმოსფერო შეუცვლელია. ეს გამოიხატება როგორც ინტერიერში, ასევე კომუნიკაციის სტილში, ექიმების, ექთნების, ადმინისტრატორებისა და პაციენტების ურთიერთდამოკიდებულებაში. ჩვენ გვყავს მრავალეთნიკური სამედიცინო გუნდი და ყველა პატივს ვცემთ ერთმანეთს. ჩვენი პაციენტები თავს გრძნობენ თბილად და კომფორტულად, ამიტომ სიამოვნებით მოდიან ჩვენთან სამკურნალოდ და რეკომენდაციას უწევენ თავიანთ ნათესავებსა და მეგობრებს.

სამი წლის მუშაობის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ დაახლოებით 60% ჩვენთან ინფორმაციის გარეშე მოდის. ჩვენთან მკურნალობის გავლის შემდეგ კი ადამიანები აქტიურად ურჩევენ ჩვენს კლინიკას საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს და ნაცნობებს. ძალიან სასიამოვნოა მიღებაზე მოსმენა, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ ის ჩვენ რეკომენდაციას გვიწევს. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ამით!

_ გასაგებია… რას იტყოდით კლინიკის გუნდზე?

_ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, მეგობრული გუნდი. ჩვენი გუნდი გამორჩეულია მაღალი ლოიალურობით, შემოქმედებითი აზროვნებით, ურთიერთდახმარებითა და ახალი უნარების შესწავლის სურვილით. მაგრამ მთავარია კლინიკისადმი ერთგულება და საკუთარი კორპორატიული ეთიკის წესების დაცვა.

_ როგორ ფიქრობთ, კიდევ რა განსაზღვარს მომსახურების დონეს კლინიკაში?

_ მომსახურების დონეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვცდილობთ, ექიმის მუშაობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ექთნიდან დაწყებული, მთავარი ექიმით დასრულებული, ყველა ქმნის ყველაზე კომფორტულ პირობებს როგორც პაციენტისთვის, ასევე პერსოლანისათვის. ეს არის მთავარი პრინციპი და ამ მხრივ ყველა მაჩვენებელი მაღალი იქნება.

დღეისათვის ჩვენთან 100-ზე მეტი პაციენტი გადის დიალიზს და ამ ადამიანების უმეტესობა საჭიროებს მეთვალყურეობას პროცედურის დროს. ყველა ექიმს და ექთანს გავლილი აქვს ტრენინგები და აქვთ შესანიშნავი უნარები მედიცინის ამ სფეროში.

უახლესი აღჭურვილობისა და სახარჯო მასალის ტექნოლოგიური უპირატესობა; ასევე, გამოყენებული მედიკამენტების ფართო სპექტრი საშუალებას გვაძლევს – არა მხოლოდ უზრუნველვყოთ ყველაზე ეფექტური მკურნალობა, არამედ მაქსიმალური სიზუსტით დავაკვირდეთ დიალიზის ადეკვატურობის ინდექსის დინამიკას მოწყობილობის მონიტორზე პროცედურის დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისთვის ცხოვრების შესანიშნავი ხარისხისა და მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობის უზრუნველსაყოფად.

იყო საუკეთესო შენს სფეროში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია, თუ ერთდროულად გაქვს სურვილი, პროფესიონალიზმი და გყავს თანამოაზრეების გუნდი.

 

_ თქვენი კლინიკის უნიკალურ სერვისებზეც გვესაუბრეთ…

_ დასავლეთ საქართველოში დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის მხოლოდ ჩვენ გვაქვს ე.წ. „მშრალი წონის განსაზღვრა“ სპეციალური აპარატით. ეს მოწყობილობა არის BMC-Body Composition Monitor ან „მშრალი“ სკალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური დიალიზის პროცედურისთვის. ეს აპარატი სპეციალურად შექმნილია დიალიზის მქონე პაციენტებისთვის და საშუალებას გაძლევთ, ზუსტად გამოთვალოთ სითხის მოცულობა ქრონიკული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტის სხეულში. ეს პროცესი ეხმარება ნეფროლოგს დიალიზის პროცესის ეფექტურად მართვაში. ასევე არსებობს ვენების ლოკატორი მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს ვენის ზუსტ მდებარეობას და ეხმარება სამედიცინო პერსონალს ვენის პუნქციის შესრულებაში. მისი დახმარებით პროცედურა წარმატებით სრულდება პირველად, რაც ამცირებს ვენის პუნქციის ხანგრძლივობას.

_ თქვენი კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით – როგორ აფასებთ ამ პროცესს?

– დიახ, შპს ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია ამჟამად სამედიცინო აკრედიტაციის საერთაშორისო პროგრამას გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აკრედიტაციის ორგანიზაციის, Accreditation Canada-ს ეგიდით. კომპანიის ყველა თანამშრომელი გადის ტრენინგებს აკრედიტაციის ყველა განყოფილებასა და ასპექტში.

აკრედიტაციის მიზანია, დაადასტუროს შპს ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის შესაბამისობა სფეროს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან გადაუდებელი დახმარების, ნეფროლოგიის და ჰემოდიალიზის უზრუნველყოფის კუთხით. აკრედიტაციის პროცესის მხარდაჭერა „აკრედიტაცია კანადის“ მიერ საშუალებას მისცემს მას, განხორციელდეს უმაღლეს დონეზე. ეს აღუძრავს პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, ნდობას იმ დაწესებულების მიმართ,  რომლიც მათ ემსახურება. ეს გამოავლენს შპს ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ერთგულებას სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტებისადმი, განასხვავებს კომპანიას კონკურენტებისგან და გააგრძელებს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდგომ გაუმჯობესებას.

აკრედიტაცია არ არის მხოლოდ პაციენტების სასარგებლოდ. ეს არის ასევე განცხადება სამედიცინო პროფესიაში შემავალი პოტენციური თანამშრომლებისთვის, რომ ეს დაწესებულება საუკეთესო ადგილია სამუშაოდ, რომელიც იცავს ზრუნვის უმაღლეს სტანდარტებს.

_ გასაგებია. თქვენს კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ხომ?

შპს ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციაში ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები 555-ე დადგენილების სტანდარტების შესაბამისად და იგეგმება რენტგენის შენობის აღმართვა კომპიუტერული ტომოგრაფიის ბლოკით. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების გამოკვლევას.

_ საინტერესოა, სხვა ქვეყნებიდან თუ იწვევთ ამა თუ იმ პროფილის ექიმებს ხარისხის ამაღლების მიზნით?

_ დიახ, პაციენტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები პერიოდულად გაუწევენ კონსულტაციას ჰემოდიალიზის პროგრამაში მონაწილე ქრონიკულ პაციენტებს.

«ხორცის მჭამელი» ბაქტერიის აფეთქება იაპონიაში

«ხორცის მჭამელი» ბაქტერია
#image_title

ლეტალური «ხორცის მჭამელი» ბაქტერიის აფეთქება იაპონიაში: გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
იაპონიაში სწრაფად ვრცელდება, თითქმის 1000 შემთხვევაა ლეტალური ინფექციის, რაც განგაშს იწვევს ჯანდაცვის წარმომადგენლებში. დაავადება, ცნობილი როგორც სტრეპტოკოკული ტოქსიკური შოკის სინდრომი (STSS), იწვევს სერიოზულ დაავადებებს და შეიძლება იყოს ლეტალური ძალიან მოკლე პერიოდში.
რა არის STSS?
STSS, ანუ სტრეპტოკოკული ტოქსიკური შოკის სინდრომი, არის მძიმე დაავადება, გამოწვეული ჯგუფი A სტრეპტოკოკული (GAS) ბაქტერიებით ინფექციით. ის იწვევს შოკისა და მრავალი ორგანოს უკმარისობის სწრაფ განვითარებას, რაც ხშირად დასრულდება სიკვდილით 48 საათის განმავლობაში, თუ დაუყოვნებლივ არ დაიწყება მკურნალობა.
სიმპტომები და მკურნალობა
საწყისი სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ცახცახს, კუნთების ტკივილს და გულისრევას. დაავადების პროგრესირებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა, სწრაფი გულისცემა და ორგანოების უკმარისობა. მკურნალობა მოიცავს მაღალი დოზების ანტიბიოტიკების ინტრა-ვენურ შეყვანას და მხარდამჭერ მკურნალობას, რაც უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, რათა გაიზარდოს გადარჩენის შანსები.
მიმდინარე სიტუაცია იაპონიაში
ექსპერტები აფრთხილებენ იშვიათი, მაგრამ საშიში ბაქტერიული ინფექციის გავრცელებაზე, რომელიც იაპონიაში რეკორდულ ტემპით ვრცელდება. დაავადების სწრაფი პროგრესირება, რომელიც იწვევს ბევრ ლეტალურ შემთხვევას 48 საათის განმავლობაში, გაზრდის სისწრაფეს ჯანდაცვის წარმომადგენლებში. დაავადებას აქვს 30%-ის ლეტალურობა, რაც მას მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად აქცევს.
ვინ არის რისკის ქვეშ?
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მონაცემებით, „გახსნილი ჭრილობით მქონე პირები არიან STSS-ის რისკის ქვეშ.“ ეს მოიცავს პირებს, რომლებიც ახლახან გაიარეს ქირურგიული ჩარევა ან ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს გახსნილ წყლულებს. თუმცა, შემთხვევათა თითქმის ნახევარში ბაქტერიების შეღწევის წერტილი უცნობია, რაც ართულებს პრევენციულ ღონისძიებებს.
ეპიდემიის შეზღუდვის მცდელობები
იაპონიაში ჯანდაცვის წარმომადგენლები ცდილობენ გამოავლინონ STSS-ის შემთხვევების ზრდის მიზეზი. საზოგადოებრივი ინფორმირება და სიმპტომების მქონე პირებისთვის სწრაფი სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვანია. მთავრობა აქცენტს აკეთებს ადრეული დიაგნოზისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, რათა შემცირდეს ლეტალურობის მაჩვენებელი.
დასკვნა
სტრეპტოკოკული ტოქსიკური შოკის სინდრომის სწრაფი გავრცელება იაპონიაში სერიოზული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისია. თითქმის 1000 რეგისტრირებული შემთხვევისა და მნიშვნელოვანი ლეტალურობის მქონე, საჭიროა სრწმუნო ზომების მიღება, რათა გამოვლინდეს აფეთქების წყარო და თავიდან ავიცილოთ დამატებითი ინფექციები. ჯანდაცვის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანები დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას სიმპტომების გამოვლენისას და მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ გახსნილი ჭრილობები ან წყლულები. კოორდინირებული ძალისხმევა და სწრაფი მოქმედება აუცილებელია ამ ლეტალურ დაავადებასთან საბრძოლველად.
დამატებითი ინფორმაციისა და განახლებებისთვის მიმართეთ შემდეგ წყაროებს:
იყავით ინფორმირებული და მიიღეთ ზომები, რათა დაიცვათ თქვენი თავი და თქვენი ახლობლები ამ ლეტალური აფეთქებისგან.
მომზადებულია პროფესორ გიორგი ფხაკაძის, MD, MPH, PhD მიერ,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პირველი მედიაჰოლდინგის თავმჯდომარე და დამფუძნებელი საქართველოში
————-
⚠️ Смертельная вспышка «пожирающей плоть» бактерии охватывает Японию: количество жертв растет
✅ Все, что вам нужно знать
В Японии стремительно распространяется почти 1000 случаев смертельной инфекции, вызывая тревогу среди представителей здравоохранения. Заболевание, известное как синдром токсического шока, вызванного стрептококками (СТШС), вызывает серьезные заболевания и может быть смертельным в очень короткие сроки.
✅Что такое СТШС?
СТШС, или синдром токсического шока, вызванного стрептококками, – это тяжелое заболевание, вызванное инфекцией бактериями группы А (GAS). Оно приводит к быстрому развитию шока и множественной органной недостаточности, что часто заканчивается смертью в течение 48 часов, если не начать лечение немедленно.
✅ Симптомы и лечение
Начальные симптомы включают лихорадку, озноб, мышечные боли и тошноту. По мере прогрессирования болезни могут появляться такие симптомы, как низкое кровяное давление, учащенное сердцебиение и отказ органов. Лечение включает введение высоких доз антибиотиков внутривенно и поддерживающую терапию, которую необходимо начать как можно скорее для улучшения шансов на выживание.
✅ Текущая ситуация в Японии
Эксперты предупреждают о редкой, но опасной бактериальной инфекции, которая распространяется в Японии рекордными темпами. Быстрое развитие болезни, приводящее ко многим смертельным исходам в течение 48 часов, усиливает срочность среди органов здравоохранения. Заболевание имеет смертность 30%, что делает его значительной проблемой общественного здравоохранения.
✅ Кто находится в группе риска?
Согласно данным Центров по контролю и профилактике заболеваний США (CDC), «люди с открытыми ранами находятся в повышенной зоне риска для СТШС». Это включает людей, недавно перенесших операцию или вирусную инфекцию, вызывающую открытые язвы. Однако в почти половине случаев точка проникновения бактерий остается неизвестной, что усложняет профилактические меры.
✅ Усилия по сдерживанию вспышки
Органы здравоохранения Японии стремятся выявить причину увеличения числа случаев СТШС. Повышение осведомленности общественности и оперативное медицинское вмешательство для тех, кто проявляет симптомы, являются важными мерами. Правительство акцентирует внимание на ранней диагностике и лечении для снижения смертности.
✅ Заключение
Быстрое распространение синдрома токсического шока, вызванного стрептококками, в Японии является серьезным кризисом в области общественного здравоохранения. При наличии почти 1000 зарегистрированных случаев и значительного числа смертей необходимы срочные меры для выявления источника вспышки и предотвращения дальнейших инфекций. Органы здравоохранения настоятельно рекомендуют людям немедленно обращаться за медицинской помощью при появлении симптомов и принимать меры предосторожности, чтобы избежать открытых ран или язв. Координированные усилия и оперативные действия необходимы для борьбы с этой смертельной болезнью.
📌Для получения дополнительной информации и обновлений обращайтесь к следующим источникам:
✅Будьте в курсе событий и принимайте необходимые меры предосторожности, чтобы защитить себя и своих близких от этой смертельной вспышки.
📌 Подготовлено профессором Гиорги Пхакадзе, MD, MPH, PhD, Заведующий кафедрой общественного здравоохранения в Медицинском университете имени Давида Твилдиани,
Председатель и основатель первого медиахолдинга общественного здравоохранения в Грузии,
—-
⚠️ Deadly ‘Flesh-Eating Bacteria’ Outbreak Sweeps Japan, Death Toll Mounts.
✅Here’s All You Need to Know
Nearly 1,000 cases of a deadly infection are rapidly spreading across Japan, raising alarm among health officials. The disease, known as Streptococcal Toxic Shock Syndrome (STSS), is causing severe illness and can be fatal within a startlingly short period.
✅ What is STSS?
STSS, or Streptococcal Toxic Shock Syndrome, is a severe illness caused by infection with group A Streptococcus (GAS) bacteria. It leads to rapid onset of shock and multi-organ failure, often resulting in death within 48 hours if not promptly treated.
✅ Symptoms and Treatment
Initial symptoms include fever, chills, muscle aches, and nausea. As the disease progresses, symptoms such as low blood pressure, rapid heart rate, and organ failure can occur. Treatment involves high-dose intravenous antibiotics and supportive care, administered swiftly to improve survival rates.
✅ Current Situation in Japan
Experts warn of a rare but dangerous bacterial infection spreading at a record rate in Japan. The rapid progression of the disease, with many deaths occurring within 48 hours, has heightened the urgency among health authorities. The disease has a 30% fatality rate, making it a significant public health concern.
✅ Who is at Risk?
According to the US Centers for Disease Control and Prevention (CDC), “People with an open wound are at increased risk for STSS.” This includes individuals who recently had surgery or a viral infection causing open sores. However, the entry point of the bacteria remains unknown in nearly half of the cases, complicating prevention efforts.
✅ Efforts to Contain the Outbreak
Health officials in Japan are racing to identify the cause of the rise in STSS cases. Public awareness and prompt medical attention for those exhibiting symptoms are essential. The government emphasizes early diagnosis and treatment to reduce the fatality rate.
✅ Conclusion
The rapid spread of Streptococcal Toxic Shock Syndrome in Japan is a serious public health crisis. With nearly 1,000 cases reported and a significant death toll, urgent measures are needed to identify the outbreak’s source and prevent further infections. Public health authorities urge individuals to seek immediate medical attention if they experience symptoms and to take precautions to avoid open wounds or sores. Coordinated efforts and swift action are crucial to combating this deadly disease.
✅Stay informed and take necessary precautions to protect yourself and your loved ones from this deadly outbreak.
📌 Prepared by Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD,
Head of the Department of Public Health at David Tvildiani Medical University,
Chairman and Founder of the first public health media holding in Georgia,
—-
⚠️ Épidémie mortelle de bactérie « mangeuse de chair » au Japon : le bilan s’alourdit.
✅ Tout ce que vous devez savoir
Près de 1 000 cas d’une infection mortelle se propagent rapidement à travers le Japon, suscitant l’inquiétude des responsables de la santé. La maladie, connue sous le nom de syndrome de choc toxique streptococcique (SCTS), provoque des maladies graves et peut être fatale en très peu de temps.
✅ Qu’est-ce que le SCTS ?
Le SCTS, ou syndrome de choc toxique streptococcique, est une maladie grave causée par une infection par les bactéries streptocoques du groupe A (GAS). Elle entraîne une apparition rapide de choc et une défaillance multi-organes, souvent fatale en 48 heures si elle n’est pas traitée rapidement.
✅ Symptômes et Traitement
Les symptômes initiaux incluent fièvre, frissons, douleurs musculaires et nausées. À mesure que la maladie progresse, des symptômes tels qu’une pression artérielle basse, un rythme cardiaque rapide et une défaillance des organes peuvent survenir. Le traitement implique des antibiotiques intraveineux à haute dose et des soins de soutien, administrés rapidement pour améliorer les chances de survie.
✅ Situation actuelle au Japon
Les experts mettent en garde contre une infection bactérienne rare mais dangereuse qui se propage à un rythme record au Japon. La progression rapide de la maladie, avec de nombreux décès survenant en 48 heures, a intensifié l’urgence parmi les autorités sanitaires. La maladie a un taux de mortalité de 30 %, ce qui en fait un problème de santé publique majeur.
✅ Qui est à risque ?
Selon les Centres pour le contrôle et la prévention des maladies des États-Unis (CDC), “les personnes ayant une plaie ouverte sont plus à risque de SCTS.” Cela inclut les personnes ayant récemment subi une intervention chirurgicale ou une infection virale causant des plaies ouvertes. Cependant, le point d’entrée des bactéries reste inconnu dans près de la moitié des cas, compliquant les efforts de prévention.
✅ Efforts pour contenir l’épidémie
Les responsables de la santé au Japon s’efforcent d’identifier la cause de l’augmentation des cas de SCTS. La sensibilisation du public et une attention médicale rapide pour ceux qui présentent des symptômes sont essentielles. Le gouvernement met l’accent sur le diagnostic et le traitement précoces pour réduire le taux de mortalité.
✅ Conclusion
La propagation rapide du syndrome de choc toxique streptococcique au Japon est une grave crise de santé publique. Avec près de 1 000 cas signalés et un nombre important de décès, des mesures urgentes sont nécessaires pour identifier la source de l’épidémie et prévenir d’autres infections. Les autorités de santé publique exhortent les individus à consulter immédiatement un médecin s’ils présentent des symptômes et à prendre des précautions pour éviter les plaies ouvertes ou les ulcères. Des efforts coordonnés et des actions rapides sont cruciaux pour lutter contre cette maladie mortelle.
✅Restez informé et prenez les précautions nécessaires pour vous protéger, vous et vos proches, de cette épidémie mortelle.
📌 Préparé par le Professeur Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD,
Chef du Département de Santé Publique à l’Université Médicale David Tvildiani,
Président et Fondateur du premier groupe médiatique de santé publique en Géorgie,

 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) შესახებ კითხვებს “საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი”-ს ფტიზიატრ-პულმონოლოგი, მირანდა ორმოცაძე პასუხობს

#image_title

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ).

რა რისკ ფაქტორებია ფქოდის განვითარების და რამდენად საყურადღებოა ის?

დეტალებს ,,საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი”-ს ფტიზიატრ-პულმონოლოგი, მირანდა ორმოცაძე განმარტავს:

 

 

რა არის მელანომა და როგორია მკურნალობის მეთოდი? – “პინეოს” კლინიკური ონკოლოგის, მარიტა გუგუნავას განმარტება

#image_title

რა არის მელანომა? როგორ დგინდება მელანომის დიაგნოზი ?
 როგორია მკურნალობის მეთოდი და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის?

ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს პინეო სამედიცინო ეკოსისტემის კლინიკური ონკოლოგი მარიტა გუგუნავა.

 

#sheniekimi #drpkhakadze #melanoma #მელანომა #კანისკიბო #ულტრაიისფერისხივები #პრევენცია #მკურნალობა #ონკოლოგია

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights