პარასკევი, ივნისი 12, 2026

საკვები, სუფთა ჰაერი და სოციალური ურთიერთობები – ბავშვები სოფელში

ბავშვი სოფელში
#image_title

სოფელში დასვენების დადებითი მხარეები, საკვები, სუფთა ჰაერი და სოციალური ურთიერთობები  – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“:

„ბავშვმა რომ კარგად გაატაროს დრო და კარგად დაისვენოს – სოფელი ყველაზე კარგი ვარიანტია.

პირველ რიგში, აღსანშნავია საკვები – სოფლისა და ქალაქის საკვები ერთმანეთს ვერ შეედრება. დღევანდელ საკვებ პროდუქტებში ძალიან ბევრი ისეთი მავნე ნაერთია, როგორებიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სიმსივნეებს, – ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, სარძევე ჯირკვლის კიბოს, კაცებში – წინამდებარე ჯირკვლის კიბოსა და მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეებს იწვევს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ ბავშვს სარგებელი მოუტანოთ, სოფლის საკვები, რომლებიც ნაკლებად შეიცავს იმ დანამატებს, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება, უფრო ჯანსაღია მისი სხეულისთვის და უფრო მეტადაც წაადგება.

მნიშვნელოვანი სარგებელია სუფთა ჰაერი და ატმოსფერო.  ჰაერი თბილისში და ზოგადად, დიდ ქალაქებშია, ძალიან დაბინძურებულია.
სოფელში, ტყესთან ახლოს, სადაც უამრავი ნაძვი, ფიჭვია – ისეთ ნივთიერებებს გამოჰყოფენ, რომლებიც თავიანთი აგებულებით სალბუტამოლის მსგავსია. ეს მედიკამენტი კი მედიცინაში იმისათვის გამოყენება, რომ სასუნთქი გზები გავაფართოოთ. იმავეს გამოყოფენ ჩამოთვლილი მცენარეებიც. ასეთ გარემოში ბავშვის სასუნთქი გზები, ბრონქიოლები გაფართოებული იქნება, ბევრ ჰაერს ჩაისუნთქავს, სხეულში ჟანგბადის კონცენტრაცია ბევრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოცოცხლდება და ენერგია დაუბრუნდება. ამიტომაცაა, რომ სოფლისა და ქალაქის ბავშვები ფიზიკურად ერთნაირები ვერ იქნებიან.

სოფლის უზარმაზარი სივრცე ბავშვებს ფიზიკურ აქტივობაში ეხმარება. ბავშვს სოფელში უზარმაზარი სივრცე ექნება, ბოსტანში, ყანაში, მოედანზე გაირბენს. ასეთ შემთხვევაში მისი ფიზიკური აქტივობა მის სხეულში ყველაფერს წაადგება – მათ შორის, გულს-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემას. ამიტომაცაა ხოლმე, რომ სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა. ქალაქში ბავშვები ნაკლებად მოძრაობენ, წონაში იმატებენ. გოგონებში ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადება საკვერცხეების პოლიკისტოზია, რომელიც ჭარბ წონას უკავშირდება.

დღეს ქალაქში მეტ-ნაკლებად ყველანი სახლში ვართ, მაგრამ ან ტელეფონთან, ან ტელევიზორთან ვართ. სოფელში კი ერთმანეთისთვის მეტი დროა. ეს ენდორფინების უზარმაზარი წყაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სოციალურად ვითარდებიან. სოციალური განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური და გონებრივი. სოციალური განვითარება ადამიანს დეპრესიის, შფოთვის, სტრესისკენ ნაკლებად მიდრეკილს ხდის. სტრესს ძალიან ბევრი დაავადება უკავშირდება. მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

სოფელში წყალი გაცილებით სუფთაა – ყველა იმ ელექტროლიტითაა მდიდარი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება. სოფელში ინდუსტრიალიზაციის ხარისხი ძალიან ნაკლებია. ჩვენ დღეს ინდუსტრიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყვიის შემცველობა ძალიან დიდია. გონებრივი უნარ-ჩვევების შემცირება, მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, გაღიზიანებადობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი – ეს ჩივილები ხშირად ტყვიას უკავშირდება. ტყვია ბავშვის როგორც ნერვული სისტემის, ასევე მთლიანად სხეულის ჩუმი მტერია. სოფელში ტყვიის შემცველობა ბევრად უფრო დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ გონებრივი განვითარების ხარისხი უფრო მაღალი იქნება.

ასეთ ბავშვებს არა მარტო კარგად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული, კუნთოვანი, ძვლოვანი სისტემა, არამედ ისინი სამყაროს სრულიად ახალი თვალითა და კუთხით ხედავენ.

გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება“

 

კენჭის დაშლა ოპერაციის გარეშე, უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით

კენჭის დაშლა
#image_title

კენჭის დაშლა ოპერაციის გარეშე, უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით,

ავტომატური დამიზნებით შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობის თანამედროვე ეფექტური მეთოდია.
„პაციენტი სპეციალურ ნანომემბრანაზე წვება, რომელიც ტალღას დანაკარგის გარეშე ატარებს, ამასთანავე, ძველი ლითოტრიფსიისგან განსხვავებით აპარატი 225 კილოგრამზეა გათვლილი და პაციენტის წონა დაბრკოლება აღარ არის” – აღნიშნავს საქართველოსა და ევროპის უროლოგთა ასოციაციის, ონკოუროლოგიის ასოციაციის წევრი, ნიკა გაგოშიძე.
MODULITH SLX-F2 კენჭის დამშლელი აპარატის დარტყმითი ტალღები სხეულში ღრმად შეღწევის უნარით გამოირჩევა. თუ სხვა მოდელის აპარატებს 13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“, STORZ MEDICAL-ის ცილინდრული წყაროს ტალღები 18 სმ-ის სიღრმეზე ვრცელდება. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია დიდი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მქონე პაციენტებისათვის.
⬇ დეტალური ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვირეკეთ:
📞 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑
📲 ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი პირად შეტყობინებაში და ჩვენ დაგიკავშირდებით!

აუცილებელია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის დროული ჩატარება

ინსულტი - რეაბილიტაცია

ინსულტის შემდეგ, სასიცოცხლო ფუნქციებისა და ზოგადი მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე, უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო მკურნალობა.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინსულტის შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ აღიდგინოთ შესაძლებლობები და განავითაროთ ფუნქციური უნარ-ჩვევები. ჩვეულებრივ, ინსულტის რეაბილიტაცია იწყება ინსულტიდან 24-48 საათის შემდეგ.

ინსულტის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობა ძირითადად მიმართულია – მოძრაობის უნარის (ფიზიკური თერაპია), მეტყველების და ყლაპვის უნარის (მეტყვლების თერაპია), ყოველდღიურ აქტივოვბებში მონაწილეობისა და საკუთარი თავის მოვლის (ოკუპაციური თერაპია), კოგნიტური, კომუნიკაციური და ფსიქოლოგიური (ფსიქოლოგიური დახმარება) შეზღუდვის გაუმჯობესებაზე.

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია კიდურების მოძრაობის სიფართის, ძალის, წონასწორობის, კოორდინაციისა და სიარულის აღდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს დიაგნოზის დასმიდან დაუყოვნებლივ.

ინსულტის შემდეგ, ფიზიკურ შეზღუდვასთან ერთად, ხშირია კოგნიტური ფუნქციის სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა, როგორიცაა: ყურადღება, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე, ვერბალური და მხედველობითი მეხსიერება, მეტყველება და აღქმა. აღნიშნული ფუნქციების გაუმჯობესებაში, ნეირო და ფსიქოთერაპიის პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობები.

კომუნიკაციის დარღვევები შეიძლება შეეხოს კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა ლაპარაკი, აღქმა, კითხვა, წერა, ჟესტიკულაცია და პრაგმატიკა (საუბრის წარმართვის პრაქტიკული უნარი, კონტექსტის/სიტუაციის გათვალისწინებით). კომუნიკაციის დარღვევის არსებობა უარყოფითად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, სოციალურ ჩართულობასა და დამოუკიდებლობის ხარისხზე.
კვლევები ადასტურებს, რომ ინსულტის შემდგომი დროული რეაბილიტაცია ხელს უწყობს პაციენტის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას ყოველდღიურ ცხოვრებაში- საკუთარი თავის მოვლას, სოციუმში დაბრუნებას. კომპლექსური და მულტიდისციპლინური მიდგომა უზრუნველყოფს დადებით ეფექტს.

კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში სარეაბილიტაციო ღონისძიებები იგეგმება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის ძირითადი წევრები არიან: ფიზიკური, ოკუპაციური, მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჰიდრო თერაპევტები, ექიმ-ნევროლოგები და ექიმ-რეაბილიტოლოგები. აღნიშნული გუნდი ინსულტის მქონე პაციენტთან და მათ ოჯახის წევრებთან ერთად ქმნის პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეაბილიტაციის კურსს, რომლის შედეგია ბენეფიციარის ცხოვრებს ხარისხის გაუმჯობესება.

ამ დრომდე, კენ ვოლკერის კლინიკაში ინსულტის და ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციის კურსი ჩაიტარა 430-მა ბენეფიციარმა. ჩვენი გუნდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა ჩვენთან მოსული თითოეული პაციენტი ისევ დაუბრუნდეს დამოუკიდებელი ცხოვრების წესს.

სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ აქტიურად ერთვება პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში – კანადური ხარისხი საქართველოში

მედცენტრი ბათუმი
#image_title

პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესში აქტიურად ჩაერთო ბათუმის სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“, რომელშიც შედის კლინიკები:

  1. შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი” (პუშკინის ქუჩა)
  2. შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი (ბაგრატიონის ქუჩა)
  3. შპს ,,სოლომედი”
  4. შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა”
  5. შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”

გადადით ბმულზე – https://www.facebook.com/share/p/Np3cu5tEtdPK5hFu/?mibextid=WC7FNe

გადადით ბმულზეhttps://www.facebook.com/share/p/yjLGzWkoQvx8PcDx/?mibextid=WC7FNe

აღნიშნულ კლინიკებში, გარდა პაციენტთა კმაყოფილების კვლევისა, ასევე იქმნებაპაციენტთა საბჭოები, რომელთა პირველი შეხვედრა 27 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიმართება.

პაციენტები რეგულარულადთვეში ერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილ საკითხებზე, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის. „პაციენტთა საბჭოების“ შეკრებას დაესწრება პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი, იოსებ დემეტრაშვილი და მედიაჰოლდინგ „შენის“ რედაქტორი თათია გოჩაძე. აქვე აღვნიშნავთ, რომ „შენი ექიმი“ აქტიურად გააშუქებს ყველა კლინიკაში პაციენტთა ჩართულობის საკითხს.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში, საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

 სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – აკრედიტაცია კანადის სტანდარტების მიხედვით და პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესში სწორედ დასავლური სტანდარტის უმაღლესი ხარისხია. ამიტომ სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრის“ მხრიდან ეს გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების ინტერესებსა და სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხის ამაღლებაზეა ორიენტირებული.

  აქვე აღსანიშნავია, რომ პაციენტთა კმაყოფილების კვლევა მიმდინარეობს საქართველოს 20-ზე მეტ კლინიკაში. ყველა ეს კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში გახლავთ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

აქვე გაცნობებთ, რომ „პაციენტთა საბჭოების“ პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა კლინიკებში: „პინეო“ და „ვივამედი“. ასევე პირველი შეხვედრა დაგეგმილია ქუთაისის „ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციასა“ და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონში“. აღნიშნულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრებიან პაციენტთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, იოსებ დემეტრაშვილი და მედიაჰოლდინგ „შენის“ რედაქტორი, თათია გოჩაძე.

   ცნობისთვის: „პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/sheniekimi

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პარვოვირუსული ინფექცია – როგორ უნდა მართონ მშობლებმა

ვიტილიგო
#post_seo_title

პარვოვირუსული ინფექცია – როგორ უნდა მართონ მშობლებმა სახლის პირობებში გამონაყრით მიმდინარე დაავადებები…

საუბრობს პედიატრი, თსსუ პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“:

„ბავშვებში ძალიან მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა. გართულებები იშვიათად გვხვდება.  ძირითადად, ტემპერატურული რეაქციითა და სახეზე გამონაყარით ვლინდება. ტანზეც ჩნდება გამონაყარი. განსაკუთრებით, ტემპერატურის დროს. ეს არის ლაქოვანი გამონაყარი, გავს წითელას. განსხვავება არის ის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიცხე რომ გაივლის, გამონაყარი შეიძლება გაქრეს, ან მინელდეს და შემდგომ უკვე თავიდან გამოჩნდეს. ოჯახის პირობებში, მდგომარეობა სიმპტომურად უნდა ვმართოთ. ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა თუ აიწევს, გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალება. გამონაყარისთვის არაფერია საჭირო. გამონაყარი ალერგიის ფონზე ჩნდება. რაიმე განსაკუთრებული დისკომფორტი არ ახასიათებს. ძირითადად, 4-5 დღის განმავლობაში გვხვდება. შემდგომ ეს გამონაყარი ნელ-ნელა ალაგდება და გაივლის.

დაავადებას უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ ყველაფერი ბავშვის ორგანიზმზეა დამოკიდებული. თუ იქ რაიმე სუსტი წერტილია, შესაძლებელია, ვირუსმა დააზიანოს. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუ მაღალი ცხელება 3 დღეზე მეტხანს გრძელდება, ან ცხელებათა შორის ინტერვალი შემცირდა და ვერ აკონტროლებს სიცხის დამწევით, ან ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა, სითხეს, საკვებს ვერ იღებს, ღებინება აღენიშნება ან რაიმე უჩვეულო სიმპტომი აქვს, რა თქმა უნდა, ექიმთან კონტაქტი აუცილებელია.

პარვოვირუსული ინფექცია ორსულებისათვის საყურადღებოდ ითვლება. ისევე, როგორც ჰერპესს, ციტომეგალოვირუსს შეუძლია, ნაყოფი დააზიანოს და შემდგომი პრობლემები გამოიწვიოს. ზუსტად ასევე შეიძლება პარვოვირუსმაც იმოქმედოს. ეს ვირუსი სისხლის წითელი უჯრედების დაშლასთან არის ხოლმე დაკავშირებული და ანემია ვითარდება. ამას კი, თავის მხრივ, სხვა პრობლემები მოჰყვება.“

კვლევა – დანამატი, რომელიც აგრესიას 28%-მდე ამცირებს

გრესიას ამცირებს
#image_title

ახალი კვლევის თანახმად, ომეგა-3  საკვებ დანამატი აგრესიასაც ამცირებს.

ამ აღმოჩენას გარკვეული წინაპირობებიც ჰქონდა. ძველ კვლევებში ომეგა-3 შიზოფრენიის პრევენციასთან დაკავშირდა. რაც შეეხება აგრესიას, ის და ანტისოციალური ქცევები ნაწილობრივ საკვები ნივთიერებების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. რასაც ვჭამთ, ის პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ტვინის ქიმიასთან.

კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. ისინი 3 918 ადამიანს დააკვირდნენ. ომეგა-3-ის მიღებამ მათში აგრესია 28%-ით შეამცირა.

„ვფიქრობ, დროა ომეგა-3 ადამიანებში აგრესიის შესამცირებლად გამოვიყენოთ”, — თქვა ნეირობიოლოგმა, ადრიან რეინიმ.

აღსანიშნავია, რომ კვლევამ მოიცვა როგორც ახალგაზრდები, ისე ზრდასრულები.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ომეგა-3 ამცირებს ანთებას და დადებითად მოქმედებს ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე. სწორედ ეს უნდა იყოს აგრესიის შემცირების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მეცნიერები კვლევების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ.

თამბაქო – ჰორმონები და ენდოკრინული სისტემა

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს მოხმარების მჭიდრო კავშირი ისეთ სერიოზულ მდგომარეობებთან, როგორიცაა სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ონკოლოგიური დაავადებები, უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ამის პარალელურად, მწეველობას მრავალმხრივი მოქმედება აქვს ჰორმონების გამომუშავებაზეც და აქედან გამომდინარე, მთლიანად ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებზე, რაც ხშირად მნიშვნელოვან კლინიკურ პრობლემებშიც ტრანსფორმირდება.

ამ ეფექტების განმსაზღვრელია ნიკოტინის, ტოქსინ თიოციანატის და სიგარეტში შემავალი 7000-მდე სხვა ტოქსინის უშუალო ზემოქმედება.

სიგარეტის წევის შედეგად უარყოფით ზეგავლენას განიცდის ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლისა და საკვერცხეების ფუნქციონირება, კალციუმის მეტაბოლიზმი და ინსულინის მოქმედება.

ყველაზე თვალსაჩინო კლინიკური შედეგები კი არის:

გააგრძელეთ კითხვა:

ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიების 35 ახალი სახეობა აღმოაჩინეს – კვლევა

ორგანიზმში ბაქტერიები
#image_title

მეცნიერებმა ბაზელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში პაციენტების ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშებში ბაქტერიების 30-ზე მეტ ახალი სახეობას მიაკვლიეს.

შესაძლოა, ეს მათთან დაკავშირებული ინფექციების მკურნალობაში დაგვეხმაროს. კვლევა ცხადყოფს, რომ ბუნებაში მრავალი პათოგენია, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით.

„ბაქტერიების ახალი სახეობებისა და მათი კლინიკური გამოვლენის ასეთი პირდაპირი კავშირის შესახებ ნაშრომები წარსულში იშვიათადაა გამოქვეყნებული”, — აცხადებენ ავტორები.

61 პათოგენი შეისწავლეს, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტების ბიოლოგიურ ნიმუშებში მიაგნეს. ტრადიციული მეთოდებით ბაქტერიების გენომის გაშიფვრა მარტივი არ აღმოჩნდა, ამიტომ სპეციალისტებმა სხვა გზას მიმართეს და შედეგები უკვე იდენტიფიცირებულ შტამებს შეადარეს.

საბოლოოდ, 35 ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელთაგანაც 27 სისხლის კულტურებიდან ან ღრმა ქსოვილების ნიმუშებიდან გამოაცალკევეს. 7 სახეობა კლინიკურ შესაბამისობაშიც დაფიქსირდა, ანუ თითოეული მათგანი ინფექციის წყარო აღმოჩნდა.

ახალი სახეობების უდიდესი ნაწილი 2 გვარს მიეკუთვნება: Corynebacterium-სა და Schaalia-ს. მათში შემავალი ბაქტერიები ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსის მიკრობიომის ნაწილია, მაგრამ შესაძლოა, სისხლში მოხვედრისას ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

61 ნიმუშიდან ერთ-ერთი ძნელად იდენტიფიცირებად ჯგუფში შედის. ეს პათოგენი ნელ-ნელა იკრებს ძალებს. ის 2022 წელს ძაღლისა და კატის ნაკბენებიდან აღებულ მასალაში აღმოაჩინეს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უკანასკნელი შედეგები ბაქტერიების კლინიკურ და ეკოლოგიურ როლში უკეთ გაგვარკვევს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMC Microbiology გამოქვეყნდა.

თუ პაციენტს დახურული სივრცის შიში აქვს, რა ალტერნატივას სთავაზობთ?

#image_title

რომელი ორგანოების კვლევისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია?

კომპიუტერული ტომოგრაფიით მთელი სხეულის კვლევა ონკოლოგიურ დაავადებათა გამოსავლენად, ანუ *მთელი სხეულის სკრინინგი კიბოზე*, ძალზედ ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში კტ უამრავი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოსავლენად და სამეთვალყურეოდ გამოიყენება.
მიმართავენ ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის, კერძოდ: სიმსივნური პათოლოგიის, სისტემური დაავადებების, თავის ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის, საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მილოვანი სეგმენტის, ძვლოვანი სისტემის დაზიანებების გამოვლენისა და მეთვალყურეობის მიზნით.
– თუ პაციენტს დახურული სივრცის (კლაუსტროფობია) შიში აქვს, რა ალტერნატივას სთავაზობთ?
კლაუსტროფობიის შემთხვევაში პაციენტს წინასწარ ვათვალიერებინებთ აპარატს, მისი მოძრაობის ამპლიტუდას, სიღრმესა და სიხშირეს. ვუხსნით, რომ კვლევის პროცესი მიმდინარეობს საშუალოდ 5–დან 10 წუთამდე (რასაკვირველია, გააჩნია კვლევის სირთულეს), მუდმივად ვართ პაციენტთან კონტაქტში მიკროფონის საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შევძლებთ პროცედურის შეწყვეტას. თუ ყველა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ანესთეზიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კვლევას ვატარებთ ინტრავენური ანესთეზიით.
კვლევაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე
☎️ 0322234023
📍MMT HOSPITAL ჩაჩავას ქ. №1

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა – დარტყმით ტალღოვანი თერაპიით

#image_title

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა – დარტყმით ტალღოვანი თერაპიით

თუ თქვენ გაწუხებთ!👇🏻
  • ერექციული დისფუნქცია
  • პეირონის დაავადება და სასქესო ასოს გამრუდება
  • მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის სინდრომი
  • ქრონიკული პროსტატიტი
  • პროსტატის ფიბროზი და კალცინოზი.
  • სახსრების ტკივილი ან ნებისმიერი სახის ნევრალგიური ტკივილი 👇🏻
მაშინ, ამ პრობლემების მოგვარება დარტყმით ტალღოვანი თერაპიით არის შესაძლებელი
პროცედურა არაინვაზიური, უსაფრთხო და მაღალეფექტურია, რაც ხელს უწყობს:
  • ახალი სისხლძარღვების განვითარებას
  • ანთების ჩაცხრობას
  • ახდენს ტკივილის მედიატორის (P ნივთიერების) დისპერსიას
  • უმჯობესდება კოლაგენის გამომუშავებას
  • უზრუნველყოფს ტრიგერული წერტილების დეაქტივაციას
☎️ ჩასაწერად დაგვიკავშირდით 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑 ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი პირად შეტყობინებაში!
▪ ონლაინ ჩაწერისთვის გამოიყენეთ ბმული: https://mmt.ge/visit/
📍 ქ.თბილისი, ჩაჩავას N1
─────────────────────────────
გისურვებთ ჯანმრთელობას !
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights