ბათუმში, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა 75-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც, სამუშაოს მაძიებლებს, 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
“ქალბატონი მარია ვან კერხოვე გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ეპიდემიოლოგი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეპიდემიისა და პანდემიის მომზადება/ პრევენციის დეპარტამენტის დირექტორი”- აცხადებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

“ალბათ, ყველას გახსოვთ, ის ხშირად ჯანმოს (WHO) სახელით გვაწვდიდა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდ 19-ის შესახებ პანდემიის დროს.
ის არის უდიდესი პროფესიონალი და ჩემთვის არის ინსპირაცია, თუ როგორ შეიძლება აკეთო უმნიშვნელოვანესი საქმე დიდი წნეხის მიუხედავად (მე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მარია კი – გლობალური მასშტაბით ვუძლებდით ამას)… მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი პროფესიის მცველები, ვაგრძელებდით და ვაგრძელებთ საკუთარ საქმეს – საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რომელიც დგას ჩვენ წინაშე.
ეს არის ჩვენი მოვალეობა და პროფესიის განუყოფელი ნაწილი.
მე და მარიამ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი “ბრძოლის” დეტალები კოვიდპანდემიის შესახებ და აღმოჩნდა, რომ მასაც არანაკლები “თავგადასავლები” გადაუტანია…
ფაქტობრივად, ახლაც ვართ ამ დეზინფორმაციის დიდი წნეხის ქვეშ…
„ხველა ორგანიზმის დამცველობით რეფლექსია და ნამდვილად არ არის ისე საშიში, როგორც მშობლებს ჰგონიათ.
ყველაზე ხშირად ხველას იწვევს მწვავე რესპირაციული ინფექციები, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია. ეს არის მწვავე ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი, როგორც ბავშვებში, ასე მოზრდილებში.
როგორ განასხვავებდათ მწვავე და ქრონიკული ხველა ერთმანეთისგან. თუ ხველა მიმდინარეობს ოთხ კვირამდე ის მწვავე ხველაა, თუ ხველა ხანგრძლივდება ოთხ კვირაზე მეტხანს, ის უკვე ქრონიკულია და მას თავისი მიზეზები გაჩნია. მწვავე ხველას ჩვენ სიმპტომური საშუალებებით ვმკურნალობთ და ხშირ შემთხვევაში ის საშიშროებას არ უქმნის ბავშვს, მაგრამ თუ ხველა გახანგრძლივდა, ის შეუძლია უკავშირდებოდეს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, თანდაყოლილი ანომალიები, უცხო სხეული და სხვა“, – ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ექიმმა პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ისაუბრა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით, რიგ სახელმწიფოებში, ამ სახის ქირურგიული ჩარევის პოპულარიზაციის ფონზე, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანები აწყდებიან უფრო მეტ დეპრესიასა და თანმდევ თვითმკვლელობას.
ჩატარებული კვლევის თანახმად, სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ადამიანები თვითმკვლელობის 12 – ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. 2021 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმკვლელობით 48 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა.
კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი 56 სამედიცინო დაწესებულებისა და 90 მილიონი პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით ჩატარდა.
ადამიანები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. პირველი ჯგუფი შედგებოდა 18-იდან 60-წლამდე ასაკის პირებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა ჰქონდათ გაკეთებული. მეორე ჯგუფი კი ადამიანებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა არ ჰქონდათ გაკეთებული, ხოლო მესამე ჯგუფი შედგებოდა ადამიანებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა არ ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ ჰქონდათ მაგალითად ვაზექტომია ჩატარებული.
კვლევის მიხედვით, სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ადამიანები რამდენიმე ასაკობირივი ჯგუფის ფარგლებში, თვითმკვლელობის შედარებით მაღალი ალბათობით გამოირჩევიან, ასევე, ეს ადამიანები სხვა სოციალურ ჯგუფებთან შედარებით უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.
„ნათელია, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ყოვლისმომცველი ფსიქიატრიული დახმარების საჭიროებას სქესის დადასტურების ოპერაციის შემდგომ წლებში“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
დოკუმენტის თანახმად, კვლევის შინაარსი მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობაა და არ წარმოადგენს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალურ შეხედულებებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბოლო კვლევაში გაანალიზდა მონაცემები 73 888 ადამიანის ძილისა და ჯანმრთელობის შესახებ. გაირკვა, რომ მათ, ვინც რეგულარულად იძინებდა ღამის 1-ელი საათის შემდეგ, უფრო მეტად აწუხებდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა, ვიდრე მათ, ვინც იძინებდა ღამის 1-ელ საათამდე.
მეცნიერთა განმარტება
ზოგადად, თუ ღამის 1-ელ ან 2 საათამდე არ დაიძინებთ, სავარაუდოა, რომ მზის ამოსვლიდან რამდენიმე საათამდე არ გაიღვიძებთ. ღამით მეტი აქტივობა დაკავშირებულია უფრო იმპულსურ და არაადაპტირებულ ქცევასთან.
„ტვინს აქვს მექანიზმები, რომლებიც დაკავშირებულია ქცევასთან, იმპულსურობასა და დათრგუნვასთან. როცა დიდხანს და გვიან იღვიძებ, ეს მექანიზმები მცირდება და ეს შეიძლება ასოცირებული იყოს ცუდ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან“, – ამბობს მეთიუ ლერერი.
ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გვიან ძილის დროს უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.
დღის კვების გრაფიკის დაცვა ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი განწყობისთვის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ექიმი გვაფრთხილებს, რომ ბავშვებს ზაფხულში მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყალი ან წვენი არ დავალევინოთ.
„თუ ბავშვს მანქანაში დატოვებული წყლისთვის ხელი მიუწვდება, ეცადეთ, რომ არ დალიოს. გირჩევდით, რომ არც კი გააკაროთ. შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის მავნე არ იყოს, მაგრამ ბავშვის სხეულისთვის ეს მავნეა”, – აცხადებს ექიმი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi