პარასკევი, ივნისი 12, 2026

​​ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, სწორი არ არის

ბავშვები - წვნიანი
#image_title

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა.

„სიტყვა „რეჟიმი“ ხშირად გაგებულია მკაცრად დეტერმინირებულ ფორმად. არავითარ შემთხვევაში! რეჟიმით კვება ნიშნავს ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას. ბავშვმა ცხრაზე, თორმეტსა და სამზე კი არ უნდა ჭამოს, არამედ მისი ბიოლოგიური რიტმის მიხედვით. ამ ბიოლოგიურ რიტმს მისი ტვინი განაპირობებს. გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია. გადამეტებული ულუფის შემდეგ ირთვება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც გაცხარებულად მუშაობს ამ პერიოდში. ის აქტიურ ცხოვრების წესს ანელებს. მონელება არ უნდა მოხდეს სირბილის დროს. მონელება მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა მოხდეს. ბავშვი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში და ძილიანობა ჭარბობს გაკვეთილებზე. რა თქმა უნდა, ეს სწავლის პროცესის შემაფერხებელია.

ძალიან ბევრი სტერეოტიპული უზუსტობებია. სტერეოტიპია, რომ ცხიმი ცუდია, მძიმეა და ა.შ. ცხიმის გარეშე არ არსებობს ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმი. ოჯახში თევზისადმი არის ძალიან მანკიერი განწყობა. ოდითგანვე თევზი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი იყო. ტექნოლოგიების წყალობით შენახვის პირობები სხვაა. არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ყველას ყურში ჩაგვესმის ბავშვობიდან: „ფრთხილად ჭამე, ფხა არ გაგეჩხიროს.“ ეს გარკვეული შიში ბავშვში თევზის მიმართ იწვევს თევზის მიღების დაკეტვას საერთოდ. რაციონიდან ამოდის თევზეული და ეს ძალიან მანკიერი რამ არის ტვინის განვითარებისთვის.

რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, ტვინის განვითარება მით უფრო სწორად მიდის. სამწუხაროდ, ესეც სტერეოტიპია, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს რაღაც. უნდა არის კატეგორიული ფენომენი.​ ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, სწორი არ არის. ბავშვმა წვნიანი უნდა ჭამოს, მაგრამ აუცილებლად არ უნდა ჭამოს,“ – ამ თემაზე ბაკურ კოტეტიშვილმა ისაუბრა.

წყარო: https://fortuna.ge

ბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული

ტკბილეული - ბავშვები
#image_title

​პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში შაქრის გამოყენების ცუდ პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხუთ წლამდე ბავშვები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ტკბილეულის, 2 წლამდე კი ის საერთოდ არ უნდა იყოს მენიუში.

„ფაფების დატკბობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შაქარი და მარილი – ეს არის ორი მავნე პროდუქტი. ორივე ადამიანის ჯანმრთელობის ფარული მტერია. მშობლებს კატეგორიულად ვაფრთხილებ ხოლმე, ბავშვმა მინიმუმ ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული. არანაირი დამტკბარი ფაფა! ბავშვს ვაძლევთ მხოლოდ მარცვლეულის ფაფას. თავიდან ვიწყებთ ურძეო ფაფებით და ნელ-ნელა გადაგვყავს რძიან ფაფებზე. ​არავითარი შაქრის დანამატი არც ფაფაში და არც შემდგომ სხვა საკვებ პროდუქტებში არ უნდა იყოს.ტკბილეულს კატეგორიულად ვკრძალავთ ორ წლამდე. ​დღის განმავლობაში შაქრის რაოდენობა მაქსიმუმ 30-40 გრამია. ამაზე მეტი რაოდენობის შაქარი არ უნდა მიიღოს ბავშვმა. ტკბილეულის სახით ბავშვი არანაირ ტკბილს არ უნდა იღებდეს მინიმუმ ხუთ წლამდე ასაკში, არანაირ ტკბილ სითხეს, არანაირ ტკბილ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ოჯახში გამომცხვარ კექსებს. ხშირად ამბობენ ხოლმე: არ ვყიდულობ, მაგრამ სახლში ვუკეთებ. სახლში გაკეთებულიც არ უნდა იყოს შაქრის შემცველობით. კი ბატონო, გაუმზადეთ ბავშვს სახლში ორცხობილა თუ ნამცხვარი, ოღონდ გააკეთეთ შაქრის გარეშე. თუ გინდათ, რომ არომატი ჰქონდეს, გაუკეთეთ ცოცხალი ხილი.

შაქარი არღვევს მეტაბოლიზმს ორგანიზმში, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი, ხდება ინსულინარული აპარატის გამოფიტვა. ეს შეიძლება იყოს მომავალში დიაბეტის წინაპირობა,​ ბავშვობის ასაკში კი სიმსუქნის წინაპირობა. ბავშვთა ასაკში განვითარებული სიმსუქნე, მოზრდილ ასაკში სწორედ დიაბეტის განვითარების წინაპირობაა“ – განაცხადა ანა მაღრაძემ.

წყარო: https://fortuna.ge

მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს რამდენიმე სკოლაში განახორციელა

როგორია WHO-ს პოზიცია ტრადიციული მედიცინის მიმართ?
#image_title

მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს რამდენიმე სკოლაში განახორციელა – რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებს იმუნიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ ვესაუბროთ.

საქართველოს 5 საჯარო სკოლაში “იმუნური პატრულის” საპილოტე პროგრამა განხორციელდა. “იმუნური პატრული” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი, თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამაა ინფექციური დაავადებების, იმუნური სისტემისა და ვაქცინების შესახებ. ეს პროგრამა მოზარდებს ეხმარება, სახალისო გზით შეისწავლონ, როგორ ვრცელდება დაავადებები, მიიღონ ინფორმაცია ვაქცინაციასა და ვაქცინების როლზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. იგი ბავშვებს კრიტიკული აზროვნების უნარს უვითარებს და სანდო ინფორმაციის მოძიებასა და ამოცნობაში ეხმარება.

თამაში უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა და ახლა, ევროკავშირისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ხუთ სკოლაშიც წარმატებით ხორციელდება.

გააგრძელეთ კითხვა:

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში” პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

#image_title

  2024 წლის 26 ივნისს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში” „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა.

  კლინიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი მაგდა კოსტავა, “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი და  “აკრედიტაცია კანადის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათია გოჩაძე კლინიკის პაციენტებს შეხვდენენ და პაციენტთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

 

პაციენტთა საბჭოზე განხილულ იქნა პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყდა, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად – თვეში ერთხელ გაიმართება, რათა განიხილონ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილი აქტუალური საკითხები.

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი” საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი.

სწორედ ამ მიზნით, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ, რეგულარულად შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

“შენი ექიმი” ქუთაისის საავადმყოფო “ქსენონის” კლინიკურ და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს, მაგდა კოსტავას ესაუბრა:

“ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ საკუთარი თავი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან მიმართებაში.

ვფიქრობ, აკრედიტაციის პროცესი არის უდიდესი საქმე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. ყველა კლინიკას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უკეთესი და გაუმჯობესებული სერვისი მიაწოდოს მომხმარებელს;   შესთავაზოს უფრო მეტად მათზე მორგებული, უსაფრთხო გარემო და შესთავაზოს გაუმჯობესებული ხარისხი თანამედროვე მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის გამოყენებით, რომელიც მოწოდებული არის სტანდარტების მიხედვით.

აკრედიტირებული კლინიკა ნიშნავს იმას, რომ რა სერვისიც შეუძლია მიიღოს ადამიანმა საფრანგეთში ან იტალიაში, იგივე სერვისი შეუძლია მიიღოს საქართველოში. ეს არის უდიდესი მონაპოვარი საქართველოს ჯანდაცვისთვის.

რაც შეეხება აკრედიტაციის პროცესს, ჩვენ უკვე ერთი წელია, ამ პროცესში ვართ ჩართული აქტიურად და თითოეული სტანდარტის გავლისას, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს  მუშაობა.

14 ჯგუფი მუშაობს და 14 სტანდარტს ვამუშავებთ მაქსიმალური ჩართულობით. ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციის ხარჯზე, ჩართულები არიან როგორც განყოფილების ხელმძღვანელები, წამყვანი სპეციალისტები, საექთნო ხაზი, ხარისხის გუნდი, რეგისტრატორები – თითქმის მთელი კლინიკა ვართ ამ პროცესში. ვმეცადინეობთ აქტიურად, ვუყურებთ ჯანსაღად ამ პროცესს, არ ვუყურებთ როგორც მოთხოვნას, ვუყურებთ როგორც განვითარების შესაძლებლობას.
ვსწავლობთ ყოველდღიურად, ვიზრდებით…

  ვცდილობთ, რაც მოგვეთხოვება მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავნერგოთ. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია დანერგვა და შემდეგ განხორციელება და გაუმჯობესება.

საქმის დაწყება არის უკვე დიდი შედეგი, რაც შემდგომში უკეთეს და უკეთეს შედეგს მოიტანს.

რაც შეეხება ამ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს პაციენტთა ჩართულობას კლინიკის განვითარების პროცესში, ყველაფერს ვქმნით პაციენტებისთვის და მათთან უკუკავშირი არის უმნიშვნელოვანესი. ეს შესაძლებლობაც, რომ მათი ჩართულობით და მათი მოსაზრებებით რედიზაინი გავაკეთოთ ჩვენი სერვისების, არის ძალიან სასარგებლო და საინტერესო.

 

მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ჩვენი კლინიკის პაციენტთა საბჭოს ფუნქციონირებას, რადაგანაც ეს ადამიანები ჩვენ გვეხმარებიან, რომ უკეთესი გავხდეთ.”

“შენი ექიმი” ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” პაციენტთა საბჭოს წევრებსაც ესაუბრა. გთავაზობთ კომენტარებს:

ფატი მეტრეველი:

“ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ საავადმყოფოს მომსახურებით. როდესაც რამე დამჭირდება – ანალიზები ან გამოკვლევები, აქ მოვდივარ. აქ მოსვლისას ძალიან დიდ სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობ თითოეული პერსონალისგან.

შემოსვლისთანავე ძალიან თბილი მომსახურე პერსონალი გვხვდება, რომლებიც გზას გაგიკვლავენ და სიამოვნებით დაგეხმარებიან. ნამდვილად ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ აქ მომუშავე პერსონალს.”

ფატი მეტრეველი; გიორგი გოგებაშვილი

გიორგი გოგებაშვილი:

“ძალიან დიდი მადლობა ამ კლინიკას და წარმატებებს ვუსურვებ.”

ლალი ბრეგაძე:

“ჩვენც დიალიზის პაციენტები ვართ და სიცოცხლეს ქალბატონ ლელა ექიმს ვუმადლით. უკმაყოფილებას ნამდვილად ვერ გამოვთქვამ, ყველაფერი შესანიშნავ დონეზეა.”

ლალი ბრეგაძე; მთვარისა მესხი

მთვარისა მესხი:

“უკვე 7 წელია, დიალიზის პაციენტი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კლინიკის მომსახურებით”

ლუბა აბულაძე:

“ერთი წელია, დიალეზზე დავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ექიმიც და ექთნებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. არ შემიძლია, რომ მათზე საქებარი სიტყვები არ ვთქვა.”

მირანდა გაბახაძე:

“ნამდვილად ოჯახური გარემოა და ძალიან კმაყოფილი ვარ.”

გივი ნებიერიძე:

“ძალიან კმაყოფილი ვარ, ნამდვილად ოჯახური გარემოა. ძალიან დიდი სითბო და ადამიანური დამოკიდებულებაა პერსონალის მხრიდან.

გივი ნებიერიძე; ირაკლი ძნელაძე

ირაკლი ძნელაძე:

“ძალიან კმაყოფილი ვარ. დამჭირდა აქ მკურნალობა და ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.”

ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.

შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.

ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/ksenoni

ან დაასკანერეთ QR კოდი:

ჯანმრთელობა, სწორი კვება, წონასთან დაკავშირებული პრობლემები

რა უნდა ვჭამოთ დილით
#post_seo_title

პასუხები სეზონის მთავარ კითხვებზე ექიმ შოთა ჯანჯღავასგან
არსებობს თემები, რომელიც ყოველთვის ყველასთვის აქტუალურია. ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორედ ასეთი თემებია ჯანმრთელობა, სწორი კვება, წონასთან დაკავშირებული პრობლემები… დისკუსიებს ამ საკითხზე და სხვადასხვა მოსაზრებებს შეხვდებით ყველგან, სოციალური ქსელებიდან დაწყებული სამეგობრო შეკრებებით დამთავრებული. ამ თემის ირგვლივ კითხვები კი განსაკუთრებით ზაფხულში იმატებს. ჩვენს საიუბილეო, მეასე ნომერში გვინდოდა სწორედ ამ თემაზე და სეზონის მთავარ კითხვებზე, კომპეტენტურ და თავის საქმის პროფესიონალ ექიმს ესაუბრა. ამიტომ, “ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტში“ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგ შოთა ჯანჯღავას ვესტუმრეთ.

პანდემიიდან გამომდინარე, ალბათ ყველას შეგვეცვალა ცხოვრების წესი…რამდენად აქტუალურია წონასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო პერიოდში?
მე-20 საუკუნის ბოლოდან აქტიურად ვითარდება სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომის პანდემიური მაჩვენებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი Covid-პანდემიის პერიოდში გაუარესდა, რადგან შეგვეცვალა ცხოვრების წესი. ამ ცვლილებებმა კი გამოიწვია მეტაბოლური ცვლის დარღვევა. განსაკუთრებით კოვიდ გადატანილ პაციენტებში აქტუალურია წონის მატების პრობლემა. დღესდღეობით, ფაქტიურად გაორმაგებულია ენდოკრინოლოგებთან მომართვიანობის მაჩვენებელი. გააქტიურდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური მდგომარეობები, რომელიც შეიძლება შემდგომში მეტაბოლური ცვლის დარღვევის მაპროვოცირებელი იყოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Covid 19-მა რაოდენობრივად გაზარდა მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტების რაოდენობა.

ზოგი ადამიანისთვის წონა მხოლოდ ვიზუალური კუთხითაა პრობლემა, თუმცა მოდით ვისაუბროთ იმ გართულებებსა და ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელსაც არაჯანსაღი კვება და ჭარბი წონა იწვევს.

ზოგადად, სიმსუქნე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. ეს არის ბიოქიმიურ პროცესებზე დამყარებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელიც მხოლოდ ზედმეტი ცხიმის დაგროვებით არ შემოიფარგლება. თვითონ ცხიმიც კი არის ენდოკრინოლოგიურად აქტიური ორგანო, მასში სინთეზირდება ჰორმონები, ხდება ჰორმონების მეტაბოლიზმი. შესაბამისად, თუნდაც უბრალო გასუქების ფონზეც, ორგანიზმში გარკვეული ნეგატიური ცვლილებები ხდება. წონის ნორმული მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. ნორმა გახლავთ 24,9-მდე, მის ზემოთ უკვე ორგანიზმში გარკვეული ძვრები, ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეოს. ქალბატონებში ჰორმონალური ცვლილებები ძირითადად გამოიხატება აკნოზური გამონაყარის გაჩენით, თმიანობის მომატებით, გუნება-განწყობის ცვალებადობითა და დეპრესიულობით. მამაკაცებში ეს სიმპტომებია ხასიათის ცვალებადობა, ერექციული დისფუნქცია…

ჭარბი წონა, როგორც აღვნიშნეთ ბიოქიმიური ძვრებზე დამყარებული მდგომარეობა, რომელიც თავიდან შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მხოლოდ ჭარბი წონა, მაგრამ შემდგომში გამოიწვიოს ისეთი პრობლემები როგორიცაა ღვიძლის ჰეპატოზი, გულსისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სასქესო ჰორმონების ცვალებადობა. სრულიად მოსალოდნელია, რომ ჭარბი წონის დროს განვითარდეს ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის დისფუნქცია, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს.

მართალია სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მაგრამ ალბათ თითქმის ყველამ ვიცით ის ძირითადი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის პრევენციაში დაგვეხმარება. მაინც როგორია 5 ძირითადი რჩევა ამ სფეროს პროფესიონალისგან, ექიმ შოთა ჯანჯღავასგან?
ოდესაც ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც უჭირთ დიეტის დაცვა, ვაძლევთ 5 ძირითად რჩევას. ესენია:

1. მარილის და შაქრის ამოღება. ცნება, რომ მათი რაციონიდან სრულად ამოღება არ შეიძლება, მცდარია.

2. წყლის მიღება უნდა გაიზარდოს. დღეში უნდა მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლიტრი. ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის სქესზე, ასაკსა და ფიზიკურ დატვირთვაზე.

3. ჯერადი კვების რაციონი. მაგალითად, კვებებს შორის 3 საათიანი შუალედი და ზომიერი ულუფები. ასეთი კვებისას ორგანიზმი მაშინვე იწყებს მეტაბოლიზმის დარეგულირებას.

4. კვების შეწყვეტა საღამოს 8-9 საათის შემდგომ, ან დაწოლამდე 3-4 საათით ადრე.

5. რაციონიდან ტკბილი და გაზიანი სასმელების ამოღება.

როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში, არსებობს რაიმე კონკრეტული რჩევები ამ სეზონთან მიმართებაში?
ადამიანის ორგანიზმს ცილა-ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი ყოველთვის სჭირდება. თუმცა, ზაფხულის პერიოდში, ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს გაზარდონ სეზონური ხილ-ბოსტნეულის რაოდენობა დღის რაციონში. ხილ-ბოსტნეული მდიდარია ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებით, მინერალებით. ასევე მწვანე ბოსტნეული ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და დადებით გავლენას ახდენს მიკროფლორაზე – საკუთრივ ბიფიდო ბაქტერიების რაოდენობაზე. პაციენტებს ვურჩევთ მოერიდონ ისეთ ძალიან ტკბილ ხილს, როგორიცაა ბალი, ყურძენი, ლეღვი, მსხალი, კარალიოკი… ნაკლებად ტკბილი ხილი კი დღეში 200-300 გრ სრულიად მისაღებია.

ვახსენეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება და მიკროფლორა…ზოგადად რა როლს თამაშობს ნაწლავის მიკროფლორა და რა გავლენა აქვს მას წონაზე?
ზოგადად, ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმისთვის გადამწყვეტი როლი აკისრია იმას თუ რა მდგომარეობაშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული საკვებიდან თუ რა ნივთიერებებს და რა რაოდენობით შეიწოვს ან მოინელებს ორგანიზმი. მაგალითად, თუ დარღვეულია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა, შეიძლება 200 გრ ცხიმის მიღებაც გახდეს წონის მატების მიზეზი. წონის კორექციისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიკროფლორა იყოს მოწესრიგებული, არ იყოს მიდრეკილება ყაბზობისკენ. პაციენტთან პირველი კითხვა არის – როგორია მისი კუჭის მოქმედება. ეს ერთ-ერთი მთავარი მიმანიშნებელი ფაქტორია იმაზე თუ რა მდგომარეობაშია პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მიკროფლორა.

როგორ ხდება მიკროფლორის მოწესრიგება?
პირველ რიგში კვების რაციონი უნდა იყოს მოწესრიგებული. თუ ვხედავთ, რომ ამის მიუხედავათ კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიების რაოდენობა არის მცირე, უკვე მკურნალობაში ემატება პრე და პრობიოტიკების შემცველი დანამატი, რომელიც ძალიან დადებით ზეგავლენას ახდენს მიკროფლორაზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობაზე.

გამოიყენება თუ არ პრობიოტიკი წონის რეგულაციისთვის?
ზოგადად, შეკრულობის შემთხვევაში პაციენტებს ახასიათებთ წონის მატების აქტიური ტენდენცია. აქედან გამომდინარე თუ მიკროფლორას გავაუმჯობესებთ, გაუმჯობესდება საკვების მონელება, ცხიმების ემულგირება და ორგანიზმი შეიწოვს იმ რაოდენობით ნივთიერებებს რაც მას სჭირდება და არა ზედმეტს. არ მოხდება ზედმეტი კალორიების, ცხიმების შეწოვა და ეს გააუმჯობესებს წონის კლების ტენდენციას. რა თქმა უნდა, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ პრე და პრობიოტიკები წონაში დასაკლები საშუალებებია, მაგრამ, ისინი რა თქმა უნდა, მონელების პროცესს აუმჯობესებენ და ეხმარებიან ორგანიზმს თავად გათვალოს, თუ რა რეგულაციები ესაჭიროება მას წონასთან მიმართებაში.

რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ პრობიოტიკის შერჩევისას და პირადად თქვენ რომელ პრობიოტიკს ანიჭებთ უპირატესობას?
პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს – სადაა წარმოებული, როგორი შემადგენლობა აქვს და რა მტკიცებულებების ბაზა გააჩნია აღნიშნულ დანამატს. მისი შედეგიანობა და უსაფრთხოება კლინიკური კვლევების საფუძველზე უნდა იყოს დასაბუთებული. დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე რამდენიმე დანამატია, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. შემიძლია აღვნიშნო „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ რომელსაც აქტიურად მოვიხმართ. ის ერთადერთი პრობიოტიკია საქართველოში, რომელიც შექმნილია WHO/FDA/WGO/AAGP / ESPGHAN-ის რეკომენდაციების სრული დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი წარმოებისას გათვალისწინებულია ყველა ის კრიტერიუმი, რაც უზრუნველყოფს პრობიოტიკის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას.

ზოგადად, ყოველთვის, ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მსგავსი ტიპის დანამატები ექიმმა დანიშნოს მაგრამ, თუ ადამიანი ერთხელ მაინცაა ნამყოფი ექიმთან, იცის საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა, მას შეუძლია ექიმისგან დამოუკიდებლად ჩაიტაროს კურსი. ასევე თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება ენტეროვირუსებისადმი შესაძლებელია აღნიშნული დანამატის სიმპტომურად გამოყენება.

წყარო: http://beautymagazine.ge

3 მავნე ჩვევა, რომელსაც ყველა უნდა მოერიდოს – ნუნების მოჭრა, ან 10 წუთზე მეტ ხანს ბანაობა

3 მავნე ჩვევა
#image_title

ნუნების მოჭრა, ან 10 წუთზე მეტ ხანს ბანაობა შეცდომაა – ზაზა თელია ასახელებს 13 მავნე ჩვევას, რომელსაც ყველა უნდა მოერიდოს.

მავნე ჩვევათა ჩამონათვალში, მაკიაჟით დაძინებასა და შილაკის პროცედურაზეც ამახვილებს ყურადღებას.

1. “პრიშიკების” ხელით წვალება

2. მაკიაჟით დაძინება

3. ცხელი წყლით ბანაობა

4. ნუნების მოჭრა, გასწორება (Trimming Cuticles)

5. ფრჩხილების მოკვნეტა

6. ყოველდღიურად თმის ვარცხნილობის კეთება თმის უთოს გამოყენებით

7. სველი თმის დავარცხნა

8. შხაპის მიღება 5-10 წუთზე მეტხანს

9. გარუჯვა

10. გაპარსვა ამოსული თმის საპირისპირო მიმართულებით

11. სავარჯიშო ტანსაცმლის მეორედ გამოყენება გარეცხვის გარეშე

12. ტუჩების კბენა

13. შილაქის კეთება,” – წერს ზაზა თელია “ფეისბუქზე”.

შარდის შეუკავებლობა – მშობიარობა, კვების რეჟიმის შეცვლა, ინფექციები, პროსტატის პრობლემები, ნევროლოგიური დარღვევები, ონკოლოგიური დაავადებები და მენოპაუზა

შარდის შეუკავებლობა
#image_title

შარდის შეუკავებლობა, ანუ შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა შეიძლება ჯანმრთელობის რიგი პრობლემებით და ფიზიკური ცვლილებებით იყოს გამოწვეული, ისეთით, მაგალითად, როგორიცაა- მშობიარობა, კვების რეჟიმის შეცვლა, ინფექციები, პროსტატის პრობლემები, ნევროლოგიური დარღვევები, ონკოლოგიური დაავადებები და მენოპაუზა.

ცნობილია, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა გზით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
ეს მედიკამენტებია:
დიურეტიკები, როგორიცაა: ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი (ლაზიქსი), ბუმეტანიდი, ტრიამტერინი ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად.
ეს მედიკამენტები აძლიერებენ თირკმლის მიერ შარდის გამომუშავებას; იწვევენ ხშირ შარდვას, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომს (როდესაც შარდის ბუშტი თვითნებურად იკუმშება, იმის მიუხედავად, სავსეა თუ არა შარდით) და შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას, სტრესულ შეუკავებლობას.
კუნთის რელაქსანტები და სედატივები (დამამშვიდებლები), მაგალითად: დიაზეპამი (ვალიუმი), ქლორდიაზეპოქსიდი (ლიბრიუმი), ლორაზეპამი (ატივანი).
ამ ჯგუფის მედიკამენტები იწვევენ სედაციას და ძილიანობას, რაც შარდსადენის მოდუნებას იწვევს. შეიძლება გამოიწვიონ ხშირი შარდვა, შარდის სტრესული შეუკავებლობა, შარდვის სურვილისას შეშფოთების ნაკლებობა ან ტუალეტის გამოყენების სურვილის შემცირება.
ნარკოტიკები, მაგალითად: ოქსიკოდონი (პერკოსეტი), მეპერიდინი (დემეროლი), მორფინი.
ეს მედიკამენტებიც იწვევენ სედაციას ან ძილიანობას. შედეგად, შარდის ბუშტი დუნდება, რაც მასში დიდი რაოდენობით შარდის დარჩენას განაპირობებს. ამ მედიკამენტებთან ასევე დაკავშირებულია შარდვის სურვილისას შეშფოთების ნაკლებობა ან ტუალეტის გამოყენების სურვილის შემცირება, შარდვის დაწყების სირთულე, რთული შარდვა (როდესაც მუცლის კუნთების აქტიური გამოყენება ხდება შარდვისას), შარდის სუსტი ნაკადი, შარდვათა შორის შარდის წვეთვა, ურგენტული შეუკავებლობა, რომელიც შარდის ბუშტის მომატებული აქტიურობისას ვლინდება.
ანტი-ჰისტამინური მედიკამენტები, როგორიცაა: დიფენჰიდრამინი (ბენადრილი) და ქლორფენირამინი (ქლორ-ტრიმეტონი).
ეს მედიკამენტები ადუნებენ შარდის ბუშტს და იწვევენ მოშარდვის შემდეგ მასში დიდი რაოდენობით შარდის დარჩენას; იწვევენ შარდის შეუკავებლობას შარდის ბუშტის გადავსების გამო.
ალფა-ადრენობლოკატორები: ტერაზოსინი (ჰიტრინი), დოქსაზოსინი (კარდურა).
აღნიშნული მედიკამენტები იწვევენ შარდის ბუშტის ყელის კუნთების მოდუნებას და შარდის შეუკავებლობას ხველის, ცემინების, სიცილის, ვარჯიშის დროს.
ეს ინფორმაცია არ გახლავთ მოწოდება რომელიმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტაზე ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ემსახურება შარდის ბუშტის კონტროლზე გარკვეული მედიკამენტების პოტენციური ეფექტების შესახებ ინფორმირებულობას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ ამ პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გაქვთ შარდის შეუკავებლობა. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ გარკვეული მედიკამენტი იწვევს ან აუარესებს შეუკავებლობას, ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა, შეგიცვალოთ მედიკამენტი ან გირჩიოთ სხვა სახის მკურნალობის მეთოდი პრობლემის სამართავად.
არასოდეს შეწყვიტოთ გამოწერილი მედიკამენტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
———
Urinary incontinence can be caused or worsened by certain medications. Here are some key points about medications that can affect bladder control:
Diuretics, commonly used for high blood pressure, increase urine production and can lead to frequent urination and urgency.
Alpha-blockers, also used for hypertension, can relax bladder muscles and cause leakage, especially in women.
Antidepressants may impair bladder contraction, worsening overflow incontinence symptoms.
Sedatives and sleeping pills can decrease awareness of the need to urinate, potentially causing nighttime incontinence.
Antihistamines can relax the bladder, leading to urinary retention and overflow incontinence.
Muscle relaxants may relax the urethra, contributing to stress incontinence.
Narcotics can cause sedation and bladder relaxation, leading to difficulty urinating and leakage.
If you suspect medications are causing or worsening incontinence, it’s crucial to discuss this with your doctor. They may be able to adjust dosages, switch to alternative medications, or recommend other treatments to manage the issue.
Never stop taking prescribed medications without consulting your healthcare provider first.

ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით

კითხვები მარილთან დაკავშირებით
#image_title

ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით

კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ?
პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდებაბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

კითხვა: რა რაოდენობით მარილი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად?
პასუხი: თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.

კითხვა:  რომელი პროდუქტი შეიცავს მარილს დიდი რაოდენობით?
პასუხი: მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები. თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ  ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა  შეზღუდოთ.

კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს, პროდუქტებში მარილის შემცველობის დონე მაღალია თუ დაბალი?
პასუხი: დაბალი შემცველობა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე;

საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე;

მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.
კითხვა: რა განსხვავებაა მარილსა და Na-ს შორის?
პასუხი:  Na მარილის შემადგენელი ნაწილია.

კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს პროდუქტებში მარილის შემცველობა, თუ ეტიკეტზე მხოლოდ Na-ის რაოდენობა იქნება მითითებული
პასუხი: ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას.

კითხვა: მიყვარს მარილიანი საკვები, რა ალტერნატივა შეიძლება გამოვიყენო?
პასუხი: საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.

დაავადებას 2-4 წლით ადრე გამოავლენს – ახალი მიგნება

საკვერცხის კიბო

მეცნიერებმა სისხლში იმუნური უჯრედების ცვლილება დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა, საკვერცხის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებაში დაგვეხმაროს. მათი თქმით, ის დაავადებას 2-4 წლით ადრე გამოავლენს, ვიდრე ტრადიციული მეთოდები, რაც პაციენტებს გადარჩენის მეტ შანსს მისცემს.

საკვერცხის კიბო ყველაზე მომაკვდინებელ სიმსივნეებს შორისაა, რომელსაც 5-წლიანი გადარჩენის 51%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს. პაციენტების დაახლოებით 70%-ში განსაკუთრებულად ანომალიური მავნე ქსოვილები გვხვდება, რომლებიც ზრდისა და გავრცელების რისკს შეიცავს. ამგვარ შემთხვევებში დიაგნოზის დროულად დასმა მნიშვნელოვანია, რადგან დაუყოვნებლივმა ქიმიოთერაპიამ და ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. თუ ამ ტიპის სიმსივნის ლოკალიზება მოხერხდება, 5 ან მეტი წლით გადარჩენის შანსი დაახლოებით 93%-მდე იზრდება.

პრობლემა ისაა, რომ შემთხვევების უმეტესობაში საკვერცხის მაღალი რისკის შემცველი კიბო მხოლოდ გვიანდელ სტადიაზე ვლინდება, როცა ის სხვა ორგანოებზეცაა მოდებული (ამ დროს 5-წლიანი გადარჩენის შანსი 31%-დე შეიძლება ჩამოვიდეს). მიზეზი ადრეული სტადიების უსიმპტომობა და სიმსივნის მცირე ზომაა. ასევე, იმ ტრადიციული ტესტების ნაკლები მგრძნობელობა, რომლებიც მასთან დაკავშირებულ ცილებს აფიქსირებს.

არაა გამორიცხული, ახალმა კვლევამ ეს შეცვალოს.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ბიოლოგიური ინდიკატორი, რომელიც ადრეულ სტადიაზეც შესამჩნევია. მას ავტორებმა 466 პაციენტის სისხლის ნიმუშის შესწავლის შედეგად მიაკვლიეს. თითოეულ მათგანს ანალიზის აღებიდან 5 წლის განმავლობაში საკვერცხის კიბო აღმოაჩნდა.

მათ სისხლში, ჯანმრთელ ქალებთან შედარებით, T ლიმფოციტების რაოდენობა განსაკუთრებულად შეცვლილი იყო. ესაა იმუნური უჯრედები, რომლებიც სიმსივნურ ქსოვილებს ამოიცნობს და უტევს. შესაძლოა, ეს ინდიკატორი დიაგნოზამდე 2-4 წლით ადრე დაფიქსირდეს, რაც ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა დაავადებას ებრძვის.

ავტორები ამბობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ახალი ტესტის შექმნის იმედს იძლევა, რომელიც ზემოხსენებული უჯრედების მიმართ მგრძნობიარე იქნება.

“საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შესაძლოა, მილიონობით ქალისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს”, — ამბობენ მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოცემაში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა.

პირველად საქართველოში ჩატარდა ევროპის ქირურგთა ასოციაციის 26 კონგრესი

ევროპის ქირურგთა ასოციაციის კონგრესი
#image_title

ქ. ბათუმში 2024 წლის 20-23 ივნისს, პირველად საქართველოში ჩატარდა ევროპის ქირურგთა ასოციაციის 26 კონგრესი.

კონგრესში ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ და მოხსენებებით წარდგნენ, კლინიკა ვივამედის და მის ბაზაზე არსებული ქირურგიული კათედრის თანამშრომლები.
კათედრის გამგე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ ჩხაიძე.
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკისთვის, რათა მოხდეს მისი საუკეთესო ნაწილის, ახალგაზრდა თაობის ექიმების მეტი ჩართულობა სამეცნიერო- კვლევით საქმიანობაში და ეს რათქმაუნდა ხელს უწყობს კლინიკის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.
მადლობა ქირურგთა ასოციაციებს და შემდგომი წარმატებები კლინიკა ვივამედს!
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights