ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას აფრთხილებს: „დაფიქსირდა 12 000 კორონავირუსის შემთხვევა.“

ქუთაისის “შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის” ექიმი ეპიდემიოლოგი, რუსუდან ხაჭაპურიძე საზოგადოებას მიმართავს:
ხელის ჰიგიენის როლი ინფექციების გავრცელებაში
სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებაში ხელის ჰიგიენას გადამწყვეტი როლი ეკისრება. დადგენილია რომ ჩვეულებრივ ხელზე ყოველ 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 100–1000 მიკროორგანიზმია, რომლის 10% კანის ღრმა შრეებშია მოთავსებული, დიდი რაოდენობით არის მოტავსებული ბრჩხილების არეში.
ევროპის საავადმყოფოებში ყოველწლიურად 5 მილიონი ინფექცია გვხვდება, შემთხვევათა 70%, არ იცავდა ხელის ჰიგიენას, რამაც განაპირობა დამატებით 25 მილიონი საწოლდღე და 13–24 მილიარდი ევროს ეკონომიკური ტვირთი.
დაუბანელ ხელზე გვხვდება კონკრეტული ინდივიდისათვის დამახასიატებელი (ე.წ. რეზიდენტური) და ტრანზიტორული მიკროფლორა.
რეზიდენტური მიკროორგანიზმებია : Corynebacterium spp(დიფტეროიდები), Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus.
ტრანზიტორული მიკროორგანიზმები – E. coli, Klebsiella spp., Pseudomonas spp., Salmonella spp, სხვა გრამ(-) მიკრობები,
სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენას გადამწყვეტი მნისვნელობა ენიჭება სამედიცინო მანიპულაციასთან ასოცირებული (სმაი) ინფექციების გავრცელებაში.
კანის დაზიანებულ ადგილებში შეიძლება კოლონიზირდეს მიკრობთა მდგრადი(ჰოსპიტალური) ფორმები, რომლებიც აყალიბებენ პერსონალის ხელის რეზიდენტულ(მაგრამ არა ნორმალურს) ფლორას. ამ შემთხვევაში პერსონალის ხელები არის როგორც ინფექციის გავრცელების ფაქტორი, ასევე-რეზერვუარი.
მიკრობების კოლონიზირება კანზე
ტრანსმისიისას მიკრობები არ იღუპებიან და ინარჩუნებენ გამრავლების უნარს!
არასწორი ჰიგიენის შედეგად ხელები რჩება დაბინძურებული!
ხელის დაბანის სამი დონე არსებობს :
ჩვეულებრივი დაბანა – საპნითა და თბილი წყლის გამოყენებით.
ხელის ჰიგიენური დაბან – ჩვეულებრივი დაბანის შემდეგ ხდება ანტისეპტიკით ხელის დამუშავება.
ქირურგიული დაბანა – ვიყენებთ ანტისეპტიკს ორჯერადად ხელის დაბანის შემდეგ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება,თუმცა ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან.ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს.
აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე. როგორიცაა კვლევითი მიმართულებების განვითარება. ეს არ ნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ფუნქციონირებას რაიმე ფორმით შეიძლება ხელი შეეშალოს. ეს არ არის ამ მასშტაბის დაფინანსება. ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო და ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქიდან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას.
მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები. ამით რა თქმა უნდა ისარგებლებს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული.
ასეთ ფონზე, ასეთი ჰუმანიტარული სფეროს შემხებლობა არავისთვის მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო. არ არის ეს ის სფერო , რომლის ინტერესებიც შეიძლება დაზიანების რისკებს დაექვემდებაროს,რაც არ უნდა ეს პოლიტიკურად საინტერესო იყოს“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ძირითადი წყარო არ არის გარე დაფინანსება და ის სახელმწიფო სახსრებიდან არსებობს.
„არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას, ან მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.
„კვლევითი მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებებს გააჩნია თავისთავად, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს. ანუ, ის რაც საგრანტო ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს იყო კვლევითი მიმართულება და მხოლოდ ამის საფუძველზე ხორციელდებოდა ტრენინგები. ეს ერთი ნაწილია, მაგრამ ამით არ ამოიწურება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები. სხვა გრანტებიც აქვს ამ დაწესებულებას. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული არაერთი კვლევა გახლავთ გათვალისწინებული და ბევრი სხვა რამ. ეს არ იქნება ასე, რომ კვლევითი მიმართულება საერთოდ შეჩერდება, ამას ვერავინ იტყვის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ამ კვლევების მიმართულებაც, რომელიც უკვე დაგეგმილია, რომელიც ხორციელდებოდა, ამ საგრანტო პროექტის ფარგლებშიც, იმის შეფასებაც გაკეთდება ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა. დაწყებულია, რეალურად ეს მუშაობა და ამ ანალიტიკის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ წყვეტა არ გვქონდეს ამ კონკრეტული კვლევების მიმართულებით. არ ღირს უბრალოდ ამის გაკეთება და ის, რაც ნამუშევარია, მაგალითად წლევანდელ წელს, ამ დაწყებული პროექტის ფარგლებში და შესაბამისად, რაღაც რეზულტატები მოტანილია უკვე, ამის ბოლომდე მიყვანა შეიძლება ღირდეს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვაფასებთ რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სამომავლო დიზაინი ამ კვლევითი მიმართულებების, ტრენინგების და ა.შ. და ამის მიხედვით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
პრეზერვატივი, თუ სწორად და რეგულარულად გამოიყენება, უსაფრთხო და მაღალეფექტურია – წერს პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
• 🤰🏾 არასასურველი ორსულობის პრევენციაში
• 🛡 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და მათ შორის, HIV-ის პრევენციაში
დაიცავით თავი და აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა!
www.sheniekimi.ge #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi
✅ გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
Giorgi Pkhakadze World Health Organization (WHO) World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში
კოვიდის აფეთქება ამერიკაში –
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას აფრთხილებს:
🚨 გაფრთხილება: აშშ-ში COVID-19 ინფექციების დღიური რაოდენობა შოკისმომგვრელ 1️⃣ მილიონს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ყოველი 3️⃣3️⃣ ადამიანიდან 1 ინფიცირებულია COVID-19-ით! 😱
📊 ინფიცირების მაჩვენებელი 74%-ით გაიზარდა წინა წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რამდენად სერიოზულია ეს პანდემია. 🌡️
🛡️ დაცვა და პასუხისმგებლობა: დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობა. 😷 ატარეთ ნიღაბი, 🧼 ხშირად დაიბანეთ ხელები, 👫 შეინარჩუნეთ სოციალური დისტანცია და 💉 გაიკეთეთ ვაქცინა, თუ ჯერ არ მიგიღიათ.
💪 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენზეა დამოკიდებული. 💊
🌐 მეტი ინფორმაციისთვის და უსაფრთხოების რეკომენდაციების მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.sheniekimi.ge
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi
✅ გაიგეთ მეტი და მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ჩვენს ტელეგრამ არხზე! შემოგვიერთდით და იყავით ინფორმირებული: შენიკიმი ტელეგრამი
https://t.me/SheniEkimi
@highlight Giorgi Pkhakadze
მისი უნიკალური თვისებები საშუალებას აძლევს ბაქტერია, ეფექტურად მიიზიდოს და გადამუშაოს პლასტმასის ნარჩენები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
1950-იანი წლებიდან კაცობრიობა აწარმოებს უზარმაზარი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენებს. გამოყენების შემდეგ პლასტმასის ბოთლები და სხვა პროდუქტები ხვდება ნაგავსაყრელებზე და ასევე ზღვებსა და ოკეანეებში. წყალში ბევრი პლასტმასის ნარჩენია, მაგრამ ინფორმაცია ყველგან განსხვავებულია. ზოგიერთი წყარო საუბრობს 170 ტრილიონ ნაწილაკზე, რომელთა წონაა 2 მილიონ ტონამდე.
სხვა შეფასებით, პლასტმასის ნარჩენების მასა მსოფლიო ოკეანეში მინიმუმ 25 მილიონი ტონაა. დაბინძურება შედის თევზის და სხვა ცხოველების სხეულში, რაც იწვევს მათ გადაშენებას. პლანეტის სრული დაბინძურებისგან გადასარჩენად მეცნიერები ავითარებენ წყლის ნარჩენებისგან გაწმენდის სხვადასხვა გზებს.
ცოტა ხნის წინ, გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა შეძლეს შეექმნათ ახალი ტიპის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია პლასტმასით იკვებება. როგორ მოახერხეს მათ ახალი ჯიშის მიკრობების გაზრდა?
სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში, მეცნიერებმა შეაჯვარეს ორი ტიპის ბაქტერია. პირველი სახეობაა Vibrio natriegens, რომელიც სწრაფად მრავლდება მარილიან წყალში. მეორე ტიპის ბაქტერია, Ideonella sakaiensis, წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, დაშალოს პლასტმასა და მიირთვას იგი საკვებად.
სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა აიღეს ბაქტერია Ideonella sakaiensis და იზოლირებული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პლასტმასის დაშლაზე. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით ისინი შეიყვანეს ბაქტერიაში Vibrio natriegens. ასე მივიღეთ ჰიბრიდი, რომელიც კარგად ცურავს მარილიან წყალში და ანადგურებს პლასტმასას. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებს შეუძლიათ პლასტმასის დაშლა მარილიან წყალში +30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.
ამჟამად გაურკვეველია გამოიყენებენ თუ არა ახალ ბაქტერიებს პრაქტიკაში. მეცნიერებს სურთ გააგრძელონ ექსპერიმენტები, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ რაიმე სასარგებლო, პლასტმასის დაშლისგან.

COVID-19-ის შემდეგ კარდიომიოპათიის შემთხვევები იზრდება, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას.
გულის ფუნქციის გაუმჯობესებისა და სიმპტომების შესამცირებლად საჭიროა მედიკამენტების მიღება; სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები და სხეულის ამოქმედების პროცედურები; მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
რეგულარული გულის გამოკვლევები და ადრეული დიაგნოზი აუცილებელია. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა, ვაქცინაციის პროცესის გავლა ინფექციის რისკის შემცირების მიზნით.
გამოიყოფა კარდიომიოპათიის შემდეგი სახეობები:
· დილატაციური;
· ჰიპერტროფიული;
· რესტრიქტიული;
· არითმოგენური მარჯვენა პარკუჭოვანი.
მიზეზები
სამწუხაროდ დღემდე დაუდგენელია დაავადების ეთიოლოგია. მისი გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
· ვირუსული ინფექციები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
· ადრე გადატანილი მიოკარდიუმი;
· კარდიომიოციოტების დაზიანება ტოქსიკური ნივთიერებებით, ალერგენებით;
· ენდოკრინული სისტემის დარღვევა;
· იმუნური სისტემის დარღვევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· ძლიერი ტკივილი მკერდის არეში;
· ხუთვა;
· სახსრების შეშუპება;
· ტაქიკარდია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-კარდიოლოგი, რისთვისაც ატარებს:
· ელექტროკარდიოგრამას;
· ფილტვების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;
· ექოკარდიოგრაფიას;
· ვენტრიკულოგრაფიას;
· გულის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· გულის ღრუს ზონდირებას;
· მულტისპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კარდიოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა არ არსებობს, ყველა საშუალება მიმართულია გართულებების აღმოსაფხვრელად. თერაპიაში შეიძლება შევიდეს:
· დიურეტიკები;
· გულის გლიკოზიდები;
· არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები;
· ქირურგიული ჩარევა (მიტრალური სარქველის პროთეზი, გულის გადანერგვა).
პაციენტებმა უნდა გააკონტროლონ ფიზიკური დატვირთვა და დაიცვან დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხვას ცხოველურ ცხიმებს და მარილს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დროულად ზომების მიღება, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· გულის უკმარისობა;
· არტერიული და ფილტვების თრომბოემბოლიები;
· გულის გამტარობის დარღვევა;
· რთული არითმია;
· გულის მოულოდნელი კვდომის სინდრომი.
ქალებმა აღნიშნული დაავადების დადგენის შემთხვევაში უარი უნდა თქვან ფეხმძიმობაზე, რადგან დიდია ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა. აღნიშნული დაავადების დადგენიად ადამიანი ცოცხლობს 5 წლის მანძილზე, ეს მაჩვენებელი შეადგენს შემთხვევების 30%-ს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ოპერაციისა და გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტი ცოცხლობს 10 წელზე მეტს.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ დაავადების თავიდან ასაცილებლად არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდები.
COVID-19-ის შემდეგ კარდიომიოპათიის შემთხვევები იზრდება, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას.
რეგულარული გულის გამოკვლევები და ადრეული დიაგნოზი აუცილებელია. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა, ვაქცინაციის პროცესის გავლა ინფექციის რისკის შემცირების მიზნით.
საუბრობენ კლინიკა ვივამედი • Vivamedi-ს კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა ნადარაია და კლინიკა “ვივამედის” ექიმი რევმატოლოგი გადაცემაში ლელა კეკელია გადაცემაში „იმუნიტეტი“: