ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

„სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“

„სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“
#post_seo_title

ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება,თუმცა ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან.ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს.

აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე. როგორიცაა კვლევითი მიმართულებების განვითარება. ეს არ ნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ფუნქციონირებას რაიმე ფორმით შეიძლება ხელი შეეშალოს. ეს არ არის ამ მასშტაბის დაფინანსება. ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო და ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქიდან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას.

მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები. ამით რა თქმა უნდა ისარგებლებს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული.

ასეთ ფონზე, ასეთი ჰუმანიტარული სფეროს შემხებლობა არავისთვის მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო. არ არის ეს ის სფერო , რომლის ინტერესებიც შეიძლება დაზიანების რისკებს დაექვემდებაროს,რაც არ უნდა ეს პოლიტიკურად საინტერესო იყოს“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას“-მიხეილ სარჯველაძე

„დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო თანამშრომლობით, ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქედან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ძირითადი წყარო არ არის გარე დაფინანსება და ის სახელმწიფო სახსრებიდან არსებობს.

„არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას, ან მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

„კვლევითი მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებებს გააჩნია თავისთავად, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს. ანუ, ის რაც საგრანტო ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს იყო კვლევითი მიმართულება და მხოლოდ ამის საფუძველზე ხორციელდებოდა ტრენინგები. ეს ერთი ნაწილია, მაგრამ ამით არ ამოიწურება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები. სხვა გრანტებიც აქვს ამ დაწესებულებას. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული არაერთი კვლევა გახლავთ გათვალისწინებული და ბევრი სხვა რამ. ეს არ იქნება ასე, რომ კვლევითი მიმართულება საერთოდ შეჩერდება, ამას ვერავინ იტყვის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ამ კვლევების მიმართულებაც, რომელიც უკვე დაგეგმილია, რომელიც ხორციელდებოდა, ამ საგრანტო პროექტის ფარგლებშიც, იმის შეფასებაც გაკეთდება ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა. დაწყებულია, რეალურად ეს მუშაობა და ამ ანალიტიკის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ წყვეტა არ გვქონდეს ამ კონკრეტული კვლევების მიმართულებით. არ ღირს უბრალოდ ამის გაკეთება და ის, რაც ნამუშევარია, მაგალითად წლევანდელ წელს, ამ დაწყებული პროექტის ფარგლებში და შესაბამისად, რაღაც რეზულტატები მოტანილია უკვე, ამის ბოლომდე მიყვანა შეიძლება ღირდეს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვაფასებთ რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სამომავლო დიზაინი ამ კვლევითი მიმართულებების, ტრენინგების და ა.შ. და ამის მიხედვით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

#drpkhakadze

პრეზერვატივი, თუ სწორად და რეგულარულად გამოიყენება, უსაფრთხო და მაღალეფექტურია – გიორგი ფხაკაძე

#post_seo_title

პრეზერვატივი, თუ სწორად და რეგულარულად გამოიყენება, უსაფრთხო და მაღალეფექტურია – წერს პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

• 🤰🏾 არასასურველი ორსულობის პრევენციაში
• 🛡 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და მათ შორის, HIV-ის პრევენციაში

დაიცავით თავი და აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა!

www.sheniekimi.ge #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi
✅ გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
Giorgi Pkhakadze World Health Organization (WHO) World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

კოვიდის აფეთქება ამერიკაში, ყოველ დღე მილიონი შემთხვევა ფიქსირდება – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

#post_seo_title

კოვიდის აფეთქება ამერიკაში –

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას აფრთხილებს:

🚨 გაფრთხილება: აშშ-ში COVID-19 ინფექციების დღიური რაოდენობა შოკისმომგვრელ 1️⃣ მილიონს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ყოველი 3️⃣3️⃣ ადამიანიდან 1 ინფიცირებულია COVID-19-ით! 😱

📊 ინფიცირების მაჩვენებელი 74%-ით გაიზარდა წინა წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რამდენად სერიოზულია ეს პანდემია. 🌡️

🛡️ დაცვა და პასუხისმგებლობა: დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობა. 😷 ატარეთ ნიღაბი, 🧼 ხშირად დაიბანეთ ხელები, 👫 შეინარჩუნეთ სოციალური დისტანცია და 💉 გაიკეთეთ ვაქცინა, თუ ჯერ არ მიგიღიათ.

💪 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენზეა დამოკიდებული. 💊

🌐 მეტი ინფორმაციისთვის და უსაფრთხოების რეკომენდაციების მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi

✅ გაიგეთ მეტი და მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ჩვენს ტელეგრამ არხზე! შემოგვიერთდით და იყავით ინფორმირებული: შენიკიმი ტელეგრამი
https://t.me/SheniEkimi
@highlight Giorgi Pkhakadze

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უწყობს ხელს

ახალი ტიპის ბაქტერია - პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება
#post_seo_title

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენებით იკვებება და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უწყობს ხელს. ეს შეიძლება გახდეს პლასტმასის contaminación-ის შემცირების ეფექტური საშუალება. ეს ინოვაციური აღმოჩენა ქმნის ახალ იმედს პლასტმასის ნარჩენების პრობლემების მოსაგვარებლად და გარემოს დაცულობისთვის.

მისი უნიკალური თვისებები საშუალებას აძლევს ბაქტერია, ეფექტურად მიიზიდოს და გადამუშაოს პლასტმასის ნარჩენები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

1950-იანი წლებიდან კაცობრიობა აწარმოებს უზარმაზარი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენებს. გამოყენების შემდეგ პლასტმასის ბოთლები და სხვა პროდუქტები ხვდება ნაგავსაყრელებზე და ასევე ზღვებსა და ოკეანეებში. წყალში ბევრი პლასტმასის ნარჩენია, მაგრამ ინფორმაცია ყველგან განსხვავებულია. ზოგიერთი წყარო საუბრობს 170 ტრილიონ ნაწილაკზე, რომელთა წონაა 2 მილიონ ტონამდე.

სხვა შეფასებით, პლასტმასის ნარჩენების მასა მსოფლიო ოკეანეში მინიმუმ 25 მილიონი ტონაა. დაბინძურება შედის თევზის და სხვა ცხოველების სხეულში, რაც იწვევს მათ გადაშენებას. პლანეტის სრული დაბინძურებისგან გადასარჩენად მეცნიერები ავითარებენ წყლის ნარჩენებისგან გაწმენდის სხვადასხვა გზებს.

ცოტა ხნის წინ, გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა შეძლეს შეექმნათ ახალი ტიპის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია პლასტმასით იკვებება. როგორ მოახერხეს მათ ახალი ჯიშის მიკრობების გაზრდა?

სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში, მეცნიერებმა შეაჯვარეს ორი ტიპის ბაქტერია. პირველი სახეობაა Vibrio natriegens, რომელიც სწრაფად მრავლდება მარილიან წყალში. მეორე ტიპის ბაქტერია, Ideonella sakaiensis, წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, დაშალოს პლასტმასა და მიირთვას იგი საკვებად.

სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა აიღეს ბაქტერია Ideonella sakaiensis და იზოლირებული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პლასტმასის დაშლაზე. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით ისინი შეიყვანეს ბაქტერიაში Vibrio natriegens. ასე მივიღეთ ჰიბრიდი, რომელიც კარგად ცურავს მარილიან წყალში და ანადგურებს პლასტმასას. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებს შეუძლიათ პლასტმასის დაშლა მარილიან წყალში +30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

ამჟამად გაურკვეველია გამოიყენებენ თუ არა ახალ ბაქტერიებს პრაქტიკაში. მეცნიერებს სურთ გააგრძელონ ექსპერიმენტები, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ რაიმე სასარგებლო, პლასტმასის დაშლისგან.

ახალი ბაქტერია გამოირჩევა უნიკალური მექანიზმებით, რომლებიც მას საშუალებას აძლევს პლასტმასის ნარჩენები ეფექტურად გადამუშავოს

ახალი ბაქტერია გამოირჩევა უნიკალური მექანიზმებით, რომლებიც მას საშუალებას აძლევს პლასტმასის ნარჩენები ეფექტურად გადამუშავოს.
ბაქტერია იყენებს სპეციალურ ენზიმებს, რომლებიც ახდენენ პლასტმასის მოლეკულების დაშლას და გარდაქმნას. ეს პროცესები მნიშვნელოვნად აამარტივებს პლასტმასის ნარჩენების მოშორებას.
ჩატარებული ტესტირებები აჩვენა, რომ ბაქტერია ეფექტურად გადამუშავებს პლასტმასის ნარჩენებს და დადებით შედეგებს იძლევა გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

კარდიომიოპათია – დაავადების ჯგუფი, რომლის განვითარების საფუძველია გულის კუნთებში განვითარებული დისტროფიული და სკლეროტული გართულებები

#post_seo_title

კარდიომიოპათია – დაავადების ჯგუფი, რომლის განვითარების საფუძველია გულის კუნთებში განვითარებული დისტროფიული და სკლეროტული გართულებები.

COVID-19-ის შემდეგ კარდიომიოპათიის შემთხვევები იზრდება, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას.

გულის ფუნქციის გაუმჯობესებისა და სიმპტომების შესამცირებლად საჭიროა მედიკამენტების მიღება; სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები და სხეულის ამოქმედების პროცედურები; მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რეგულარული გულის გამოკვლევები და ადრეული დიაგნოზი აუცილებელია. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა, ვაქცინაციის პროცესის გავლა ინფექციის რისკის შემცირების მიზნით.

გამოიყოფა კარდიომიოპათიის შემდეგი სახეობები:
·         დილატაციური;
·         ჰიპერტროფიული;
·         რესტრიქტიული;
·         არითმოგენური მარჯვენა პარკუჭოვანი.

მიზეზები
სამწუხაროდ დღემდე დაუდგენელია დაავადების ეთიოლოგია. მისი გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
·         ვირუსული ინფექციები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ადრე გადატანილი მიოკარდიუმი;
·         კარდიომიოციოტების დაზიანება ტოქსიკური ნივთიერებებით, ალერგენებით;
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევა;
·         იმუნური სისტემის დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         ძლიერი ტკივილი მკერდის არეში;
·         ხუთვა;
·         სახსრების შეშუპება;
·         ტაქიკარდია.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-კარდიოლოგი, რისთვისაც ატარებს:
·         ელექტროკარდიოგრამას;
·         ფილტვების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;
·         ექოკარდიოგრაფიას;
·         ვენტრიკულოგრაფიას;
·         გულის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         გულის ღრუს ზონდირებას;
·         მულტისპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კარდიოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა არ არსებობს, ყველა საშუალება მიმართულია გართულებების აღმოსაფხვრელად. თერაპიაში შეიძლება შევიდეს:
·         დიურეტიკები;
·         გულის გლიკოზიდები;
·         არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები;
·         ქირურგიული ჩარევა (მიტრალური სარქველის პროთეზი, გულის გადანერგვა).
პაციენტებმა უნდა გააკონტროლონ ფიზიკური დატვირთვა და დაიცვან დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხვას ცხოველურ ცხიმებს და მარილს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დროულად ზომების მიღება, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         გულის უკმარისობა;
·         არტერიული და ფილტვების თრომბოემბოლიები;
·         გულის გამტარობის დარღვევა;
·         რთული არითმია;
·         გულის მოულოდნელი კვდომის სინდრომი.
ქალებმა აღნიშნული დაავადების დადგენის შემთხვევაში უარი უნდა თქვან ფეხმძიმობაზე, რადგან დიდია ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა. აღნიშნული დაავადების დადგენიად ადამიანი ცოცხლობს 5 წლის მანძილზე, ეს მაჩვენებელი შეადგენს შემთხვევების 30%-ს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ოპერაციისა და გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტი ცოცხლობს 10 წელზე მეტს.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ დაავადების თავიდან ასაცილებლად არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდები.

კარდიომიოპათიის შემთხვევები კოვიდ19-ის შემდეგ

#post_seo_title
კარდიომიოპათიის შემთხვევები კოვიდ19-ის შემდეგ, როგორ მიმდინარეობდა კოვიდ19 იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ კარდიომიოპათია?

COVID-19-ის შემდეგ კარდიომიოპათიის შემთხვევები იზრდება, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას.

რეგულარული გულის გამოკვლევები და ადრეული დიაგნოზი აუცილებელია. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა, ვაქცინაციის პროცესის გავლა ინფექციის რისკის შემცირების მიზნით.

საუბრობენ კლინიკა ვივამედი • Vivamedi-ს კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა ნადარაია და კლინიკა “ვივამედის” ექიმი რევმატოლოგი გადაცემაში ლელა კეკელია გადაცემაში „იმუნიტეტი“:

„მიოკარდიტი არის გულის კუნთის ანთება. ამ შემთხვევაში საუბარია ვირუსულ მიოკარდიტზე.
ვირუსული მიოკარდიტი ხშირად ვითარდება ხოლმე ვირუსული ინფექციების დროს. კოვიდით განპირობებული მიოკარდიტების განვითარება აღწერილია, თუმცა ეს არ იყო მასიური და მასშტაბური.
დამტკიცებულია, რომ ხდება ვირუსული მიოკარდიტების ტრანპლატაცია დილატაციურ კარდიომიოპათიაში. შეიძლება, ეს გამოწვეული იყოს კორონავირუსით.
რაც შეეხება კითხვას, როგორ ვითარდება კარდიომიოპათიები, როგორც ყველა გულის დაავადება, რა თქმა უნდა, ამ დროს უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ძირითადად გამოიხატება გულის უკმარისობით, თრომბოზებითა და არითმიებით.
მოგეხსენებათ, რომ კოვიდინფექციების დროს სამივე ეს მომენტი მწვავდება…“

გულის ფუნქციის გაუმჯობესებისა და სიმპტომების შესამცირებლად საჭიროა მედიკამენტების მიღება; სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები და სხეულის ამოქმედების პროცედურები; მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

#drpkhakadze

მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International (JCI)-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და ამ მიმართულებით მსოფლიოში აღიარებულია ოქროს სტანდარტად.

საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო მუდმივად მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც პაციენტთა უფლებების დაცვას ემსახურება და ასეთ მაღალ შეფასებას იმსახურებს.

კლინიკის ხელმძღვანელებმა სამინისტროს განხორციელებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ არსებული სისტემების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#drpkhakadze

რა არის პოსტკოვიდური მდგომარეობა?

#post_seo_title

რა არის პოსტკოვიდური მდგომარეობა?

პოსტკოვიდური მდგომარეობა წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიის შემდეგ მიმდინარე ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ყურადღებასა და მკურნალობას. დროული დიაგნოზი და კომპლექსური მკურნალობა პრობლემების მართვის ეფექტური გზა არის.

საუბრობს კლინიკა “ვივამედის” კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში „იმუნიტეტი“:

„კოვიდპანდემიის დროს, დაახლოებით 7 მილიონამდე პაციენტი დაიღუპა. დიდი ნაწილი გადარჩა.
ამ პაციენტების დიდ ნაწილს მწვანე კოვიდინფექციის შემდეგ გაუგრძელდათ ეს სიმპტიმატიკა და გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ამას დაარქვეს ლონგ კოვიდი, ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი.
არის პაციენტების მეორე კაგეტორია, რომელთაც თითქოს, დაუმთავრდათ დაავადება, მაგრამ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ კვლავ დაეწყოთ იგივე სიმპტომატიკა. სწორედ ეს პაციენტები მოიაზრებიან პოსტკოვიდის კატეგორიაში და აღენიშნებათ ის ჩივილები, რაც ქონდათ კოვიდის პერიოდში:
  • ძირითადად დაღლილობა
  • ქოშინი
  • ხველა
  • ტაქიკარდია
  • ცხელება
  • თავის ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • დეპრესია
  • უძილობა
  • თმის ცვენა.
ყველაფერი ეს წამოვიდა წინა პლანზე.
ყველაზე ხშირი იყო ქოშინი, დაღლილობა და ხველა. სხვადასხვა კვლევებით, ფაქტობრივად, ეს 10-დან 40%-მდე პაციენტს აღენიშნებოდა…“
ვივამედი • Vivamedi გთავაზობთ ექიმების უფასო კონსულტაციას და მნიშვნელოვან ფასდაკლებას ლაბორატორიული კვლევის პაკეტებზე

#drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights