სამშაბათი, ივნისი 16, 2026

რატომ ავადობენ, ბავშვები ხშირად? – ძირითადად დამნაშავე მშობელია

ბავშვთა საერთაშორისო დღე, 2020 წელი
#post_seo_title

რატომ ავადობენ, ბავშვები ხშირად?

ძირითადად დამნაშავე მშობელია...

„არ ირბინო, გაოფლიანდები“

„ფეხშიშველი ნუ დარბიხარ, ავად გახდები“

„არ გაჭუჭყიანდე“

„ხელი არ მოკიდო, დაისვრები“

„ძაღლს არ მიეკარო, ბეწვი გადაგეყლაპება“

ალბათ, ხშირად გაგიგიათ მსგავსი ფრაზები „ზედმეტად მზრუნველი“ მშობლებისაგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღზრდის ასეთი მეთოდებით ბავშვს სხვადასხვა საფრთხეს არიდებენ. სინამდვილეში კი სრულიად გაუცნობიერებლად, შვილების ჯანმრთელობასა და იმუნიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.

მშობლების ნაწილი შვილებს სტერირულ გარემოში ზრდის. ასმევს მხოლოდ გადადუღებულ ან თბილ წყალს, უკრძალავს ქვიშაში თამაშს, უზღუდავს საგნებთან შეხებას, აცმევს ზედმეტად თბილად, არ გაყავს სასეირნოდ ცივ ამინდში ან არ აჭმევს ნაყინს ყელის გაციების შიშით.

რეალურად კი ამ გზით ბავშვს იმ სასარგებლო მიკრობებს არიდებს, რომელიც მისთვის არათუ საზიანო, არამედ სასიკეთოა.

სწორედ აქედან გამომდინარე ექიმები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ბავშვი თუ ხშირად ავადობს, ძირითადად დამნაშავე მშობელია.

 

 

გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე მარტივ რჩევას

გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე მარტივ რჩევას
#post_seo_title

გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე მარტივ რჩევას

ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული რჩევები: მარტივი და ეფექტური გზები 

კვება

  • ჯანსაღი საკვების არჩევა: ჩაანაცვლეთ ტკბილეული ხილით, რაც ვიტამინებითა და აუცილებელი ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტებია. ეს დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში და მარტივად გაუმკლავდეთ სირთულეებს.
  • რეგულარული კვება: მიირთვით რეგულარულად რამდენიმე მცირე ულუფით დღეში. ეს ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას.
  • პროდუქტების შემოწმება: საკვების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას. აირჩიეთ პროდუქტები, რომლებიც მინიმუმი რაოდენობის ხელოვნური დანამატებით არის გაჯერებული და ზედმიწევნით შეამოწმეთ კონსერვანტებისა და სხვა ნივთიერებების არსებობა.

სითხის მიღება

მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და შეამცირეთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. წყალი საუკეთესო არჩევანია ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ფიზიკური აქტივობა

  • ყოველდღიურად ისეირნეთ და გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე. ზომიერი ფიზიკური აქტივობა და რეგულარული მოძრაობა ჯანმრთელობასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
  • შეეცადეთ ხშირად დაისვენოთ და მოაწყოთ განტვირთვის პერიოდი, რათა თავიდან აირიდოთ გადაღლა და ემოციური სტრესი.

ჰიგიენის დაცვა

  • პირადი ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები და გამოიყენეთ ნაკლებად ტოქსიური საოჯახო ქიმია, რაც რისკებს შეამცირებს და თავიდან აგარიდებთ ჯანმრთელობის პრობლემებს.
  • გამოიყენეთ დაბალი ტოქსიურობის პროდუქტები: ეს დაგეხმარებათ  ალერგიული რეაქციების და სუნთქვის პრობლემების თავიდან აცილებაში.

საზოგადოებრივი აქტივობა

  •  მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში სიარულს, თუ ავად ხართ, რათა არ გაავრცელოთ დაავადება. დაგეგმეთ თქვენი აქტივობა დაავადების საინკუბაციო პერიოდის მიხედვით.
  •  ვირუსების გავრცელების პერიოდში შეამცირეთ მრავალჯერადი ნივთების გამოყენება და მოერიდეთ საერთო ჭურჭლის გამოყენებას.

მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევების გათვალისწინებით, შეგიძლიათ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ და ჯანმრთელობას შესანიშნავად შეინარჩუნოთ.

პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტები – ოფთალმოლოგ ილონა წერედიანის გზამკვლევი

#post_seo_title

“ვივამედის” ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონა წერედიანი პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს:

“მიოპია რეფრაქციის ანომალიების ყველაზე ხშირი და გავრცელებული სახეა.  მიუხედავად დიდი მიღწევებისა მიოპიის პრობლემების შესწავლის საქმეში, პროგრესირებადი, გართულებული მიოპია დღესაც ერთ–ერთ პირველ ადგილზეა მხედველობითი ინვალიდობის გამომწვევ თვალის დაავადებათა შორის. მხედველობითი ინვალიდობის სტრუქტურაში მისი ხვედრითი წონა 35–44%–ს შეადგენს.

გართულებული, პროგრესირებადი მიოპია ახალგაზრდა ასაკშივე იწვევს შრომის უნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას ან სრულ დაკარგვას.მხედველობითი ინვალიდობა, პროფესიული შერჩევის მკვეთრი შეზღუდვა განსაზღვრავსპროგრესირებადი მიოპიის მედიკო–სოციალურმნიშვნელობას.
მიოპიის პრობლემათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს,ისეთი გართულებები როგორიცაა, ქორიორეტინალური დისტროფია,ბადურა გარსის ჩამოცლა, ასევე პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხები, რის გამოც მიოპიის პროგრესირებასა და მის გართულებებთან ბრძოლა ერთ–ერთი რთული სოციალური პრობლემის გადაჭრის გზად გვევლინება.
მიოპიის პროგრესირებასა და ქორიორეტინალური მიოპიური დისტროფიის პათოგენეზში წამყვანი როლი ენიჭება ბიომექანიკურ და ჰემოდინამიკურფაქტორებს.

სკლერის კაფსულის შესუსტებას სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების გავლენით თან ახლავს სკლერის გაწელვის ტენდენციის გაძლიერება თვალის კაკლის წინა–უკანა ღერძის დაგრძელებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის მდგომარეობაზე. მათ გაცილებით ნაკლები პლასტიური შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე სკლერას.არსებობს მათი ზრდისათვის ფიზიოლოგიური ზღვარი, რის შემდეგაც იწყება პათოლოგია ამ გარსების გაჭიმვისა და ტროფიკული დარღვევების სახით. ამ პირობებში მიოპია გვევლინება, უკვე არა როგორც რეფრაქციის ანომალია,  არამედ როგორც მიოპიური დაავადება, თანმხლები ფუნქციური და მორფოლოგიური გართულებებით.
რეფრაქციული ანომალიების განვითარებას ძირითადად განაპირობებს თვალის წინა–უკანა ღერძის ზომის მომატება ან შემცირება. ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზემოთხსენებული ანომალიების განვითარებაში რქოვანა და ბროლი.
ადამიანი იბადება ჰიპერმეტროპიული რეფრაქციით.მთელი ბავშვობის პერიოდი, მოზრდილობის პერიოდის ჩათვლით თვალის კაკალი უმნიშვნელოდ იმატებს ზომაში, რაც იწვევს ჰიპერმეტროპიული რეფრაქციის რეგრესს. ასაკის მატებასთან ერთად თვალის კაკლის ზომაში მომატება მცირდება და მოწიფულობის ასაკში აბსოლუტურად ჩერდება.

თვალის კაკლის ზრდა ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მისი სწრაფად ზრდის შემთხვევაშიჰიპერმეტროპიული რეფრაქციის რეგრესი მიმდინარეობს გაცილებით სწრაფად და თუ ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია ბავშვობის ასაკშივე რეგრესირდა, შემდგომში დიდი ალბათობით იწყებს განვითარებას მიოპიური რეფრაქცია. მოზრდილებში ახლომხედველობა აბსოლუტურ უმრავლესობაში სწრაფად ვითარდება ან ჩერდება, რაც უფრო ადრე ვითარდება მიოპია, მით უფრო პროგრესირებადია ვინაიდან თვალის კაკალს ზომაში მომატებისათვის რჩება დიდი დრო. მიოპია ძირითადად გვხვდება ინდივიდებში ძლიერი მხედველობითი დატვირთვით ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. გარდა ამისა გენეტიკური წინასწარგანწყობაც არანაკლებმნიშვნელოვანია. არსებობს თანამედროვე  შეხედულება ამ დაავადების გენეზისა: ა)ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი; ბ)არასწორი კვების რეჟიმი; გ) ხშირი ვირუსულ –ინფექციური დაავადებები; დ)ე.წ. მონიტორული დაავადება.

შრომის მიზანს წარმოადგენს   სკლერის ნარჩენი დეფორმაციის განსაზღვრა მედიალურად–ქვევით მზერისას “კითხვის რეჟიმი“.
კვლევის მასალა და მეთოდები  გამოკვლეულია 150 პაციენტი,რომლებიც დაყოფილნი არიან ასაკის მიხედვით 3 ჯგუფად. I ჯგუფი 50 პაციენტი 5–დან 12 წლი. II ჯგუფი 50 პაციენტი 13–დან 18 წელი. III ჯგუფი 50 პაციენტი 19 წლის ზევით. გამოსაკვლევ პაციენტებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა ხარისხის მიოპია. გამოსაკვლევი პაციენტების ასაკობრივი დაყოფა დაფუძვნებულია თვალის კაკლის ანატომიური განვითარების კრიტერიუმებზ.
სტანდარტული ოფთალმოლოგიური კვლევების გარდა, გამოსაკვლევ პაციენტებს ჩაუტარდათ თვალის კაკლის ულტრაბგერითი ბიომეტრია.
ყველა გამოსაკვლევ პაციენტს ჩაუტარდა წინასარ საანესთეზიო წვეთების ინსტილაცია, ულტრაბგერითი ბიომეტრის ზონდის დადება ხდებოდა ეკვატორის ერთი და იგივე წერტილის გამოყენებით, პირველ პოზიციაში ხდებოდა თვალის წინა–უკანა ღერძის ზომის განსაზღვრა, მეორე პოზიცია თვალის ზომის განსაზღვრა მედიალურად–შიგნით მზერისას, მესამე პოზიცია თვალის ზომის განსაზღვრა მედიალურად–ქვევით მზერისას „კითხვის რეჟიმი“. მიღებული შედეგები: პირველი ჯგუფის პაციენტებში, რომელთა ასაკი 5–დან 12 წელია „კითხვის რეჟიმში“ თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 93%–ით; მეორე ჯუფის პაციენტებში რომელთა ასაკი 13–დან 18 წელია თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 91%–ით; მესამე ჯგუფის პაციენტებში, რომელთა ასაკი 19 წლის ზევითაა თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 91,5%–ით.

„კითხვის რეჟიმში“ სკლერალური კაფსულის გაწელვის მიზეზია ექსტრაოკულარული კუნთების ზემოქმედება და თვალშიდა წნევის მომატება.
ვინაიდან სკლერა წარმოადგენს ფიბროზულ გარსს,ხასიათდება კარგად გამოხატული ელასტიურობით.გაძლიერებული აკომოდაცია, მომატებულიმხედველობითი დატვირთვა ახლო მანძილზე იწვევს სკლერის კაფსულის გაჭიმვას. ყოველი გაჭიმვა–შეკუმშვის შემდეგ რჩება ნარჩენი დეფორმაცია, ამ დეფორმაციების დაგროვება იწვევს სკლერის სისუსტეს და მიოპიის ჩამოყალიბებას როგორც პათოლოგია.
სკლერის განლევა, რაც დაკავშირებულია მიოპიურ დაავადებასთან, გარკვეულად ამცირებს სკლერისა და მხედველობის ნერვის დვრილის ტოლერანტობას თვალშიდა წნევის მიმართ, შემდგომში ინდუცირებას უწევს სკლერის ღერძულ გაჭიმვას და იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას.
მიღებული მონაცემების საუძველზე უნდა გაკეთდეს გარკვეული რეკომენდაციები სკლერის მკვებავი ან სხვა სამკურნალწამლო საშუალებების თვალთახედვით. სკლერის კვების გაუმჯობესება,შეამცირებს ნარჩენ ცვლილებებს სკლერაში, რაც მნიშვნელოვნად  შეამცირებს მიოპიური დაავადების განვითარებას.

#drpkhakadze #sheniekimi

მართალია თუ არა, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების IQ მცირდება

კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS)
#post_seo_title

მართალია თუ არა, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების IQ მცირდება

პანდემიის პირველ წელს ინფექციის შემდეგ მთელი რიგი გართულებები გამოვლინდა – მომატებული დაღლილობა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ყნოსვის დაკარგვა და თავის ტკივილი.

როგორც SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტები გაჩნდა, ვირუსის გავლენა სხეულზე გადავიდა და ის მთლიანად იპყრობს „კარკასს“. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ორგანო ან სისტემა, რომელიც არ არის დაზარალებული Covid-ით. ბოლო კვლევების შედეგებიც არ არის დამამშვიდებელი – დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი უარყოფითად მოქმედებს კოგნიტიურ შესაძლებლობებზე და ხელს უწყობს IQ-ს 3-9 ქულით დაქვეითებას.

ვირუსი ასევე ახდენს გავლენას სხეულის სხვა სისტემებზე, რაც გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით:

  • მომატებული დაღლილობა: მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ყოველდღიურ აქტივობებზე.
  • ქოშინი: სუნთქვის პრობლემები, რაც შესაძლოა მძიმე ფაზებში შეინიშნოს.
  • გულმკერდის ტკივილი: გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც ზოგჯერ სერიოზული და შემაწუხებელია.
  • ყნოსვის დაკარგვა: ყნოსვის ფუნქციის გაუარესება ან მთლიანად დაკარგვა.
  • თავის ტკივილი: ხშირი და ძლიერი თავის ტკივილები, რომლებიც რეციდივების სახით შეიძლება გამოჩნდეს.

პოსტკოვიდური სინდრომი
დაავადების სიმპტომები თავდაპირველი გამოჯანმრთელების შემდეგ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და სულ უფრო ხშირად საუბრობენ ეგრეთ წოდებულ პოსტკოვიდურ სინდრომზე. გრძელვადიანი COVID-19-ის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ინფიცირებიდან ოთხი კვირის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.

სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ Covid-ით ინფიცირებიდან ერთიდან 12 თვემდე პერიოდში, 18-დან 64 წლამდე ასაკის ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი დაავადება, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ით. 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, ყოველი მეოთხე ადამიანი განიცდის ინფექციის შედეგებს.
ყველაზე ხშირად, ექიმები აფიქსირებენ პოსტკოვიდურ სინდრომის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა
დაღლილობა, ცხელება, ხველა, ქოშინი და საჭმლის მომნელებელი პრობლემები. ბევრი პაციენტი ასევე უჩივის ხშირ თავის ტკივილს, თავბრუდახვევას, გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, დეპრესიას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

ნაღველკენჭოვანი დაავადება ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღველსადინარებში კენჭების გაჩენით

ნაღველკენჭოვანი დაავადება ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღველსადინარებში კენჭების გაჩენით
#post_seo_title

ნაღველკენჭოვანი დაავადება  –  დაავადება, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღველსადინარებში კენჭების გაჩენით.

ნაღველკენჭოვანი დაავადება  მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ ადრეული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა სიმპტომების კონტროლისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს. თუ მიიჩნევთ, რომ გაქვთ ამ დაავადების ნიშნები, აუცილებელია მკურნალობა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ბილირუბინისა და ქოლესტერინის ცვლის დამრღვევი მედიკამენტების მიღება;
·         არასწორი კვება, დიეტები;
·         ჭარბი წონა;
·         სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგები (შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლისტური სინდრომი);
·         კუჭ-ნაწილავის ტრაქტის დაავადებები;
·         კუჭის ოპერაციები.
ბავშვებში ნაღველკენჭოვანი დაავადება ჩნდება ნივთიერებათ ცვლის დარღვევით და ნღველგამომტანი სისტემის ფუნქციის მოშლის შედეგად.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ჭვალი;
·         მჩვხვლეტავი ტკივილი მარჯვენა ნეკნებ ქვეშ, რომელიც გადადის ზურგზე, მხარზე;
·         გულის რევა, ღებინება;
·         მწარე გემო პირში, გულძმარვა;
·         მაღალი ტემპერატურა, ციებ-ცხელება;
·         კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება (ობტურაციული სიყვითლე);
·         გაუფერულებული კალა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი, რომელიც ნიშნავს:
·         ფიზიკურ გამოკვლევას;
·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         ნაღვლის ბუშტის ქოლეცისტოგრაფიას;
·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვკლევას;
·         ნაღველგამტარი გზების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         ნაღველგამტარი გზების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ოპერატიული მეთოდებს (ქოლეცისტომია, ნაღვლის ბუშტის მოცილება – ქოლეცისტეკტომია);
·         ულტრა-ბგერით ან ელექტრომაგნიტურ მკურნალობას კენჭების დასაშლელად;
·         ურსოდეზოქსიქოლის და ჰენოდეზოქსიქოლის მჟავას მშეცველ პრეპარატებს.

საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დორული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ნაღვლის ბუშტის ანთება;
·         პანკრეატიტი;
·         ქოლანგიტი;
·         პერიქოლეცისტიტი;
·         ნაღვლის სადინარების დახშობა;
·         ნაღვლის ბუშტის გასკდომა;
·         პერიტონიტი;
·         მუცლის ღრუს აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
·         მოხუცები;
·         ქალები (განსაკუთრებით ფეხმძიმეები);
·         ნაკლებად მოძრავი ადამიანები;
·         ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანები (ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი).

პროფილაქტიკა
·         დაბალანსებული კვება;
·         საკმარისი სითხის მიღება;
·         სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება;
·         მუცლის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.

#drpkhakadze

„გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა მკურნალობის დაფინანსების საკითხი რამდენიმე კვირაში დადებითად გადაწყდება“

მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

„გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი რამდენიმე კვირაში დადებითად გადაწყდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როდიდან ამოქმედდება აღნიშნული დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროგრამა?

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ განახლებული დაფინანსების პროგრამა უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწვდოს.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მიერ გაკეთებული განცხადება გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროცესის შესახებ იძლევა იმედს, რომ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საჭირო სამედიცინო დახმარებით, რაც გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხსა და მკურნალობის ხელმისაწვდომობას.

„შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება დადებითად. ამის თაობაზე ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, უპირველესად იმ ხალხს, ვისაც ამის საჭიროება აქვს. პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის მკურნალობას უკავშირდება, სისტემურად იქნება გამართული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ეტაპზე დაფინანსების პროგრამით მხოლოდ აჭარასა და თბილისში რეგისტრირებული პაციენტები სარგებლობენ.

გაფანტული სკლეროზის პაციენტებისთვის მედიკამენტების დაფინანსების სისტემური პროგრამა უახლოეს მომავალში იქნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას.

ინფორმაცია პროგრამის შესახებ უახლოეს პერიოდში იქნება იმ პაციენტებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს, რაც უზრუნველყოფს პროგრამის წარმატებულ რეალიზაციას.

#drpkhakadze

67 წლის მიხეილ ვიშნიაკოვს მასშტაბური განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

2024 წლის მთავარი სამედიცინო მიღწევები - „ტიტანის გული და ღორის თირკმელი“
#post_seo_title

ეს ბატონი 67 წლის მიხეილ ვიშნიაკოვია, რომელსაც ცოტა ხნის წინ მასშტაბური განმეორებითი ოპერაცია მოზრდილთა კარდიოქირურგებმა არტურ ლემონჯავამ და ავთანდილ ცინცაძემ გაუკეთეს.

ბატონ მიხეილს გულზე ოპერაცია 1997 წელს, სანკტ-პეტერბურგში ჰქონდა გაკეთებული. კერძოდ, მაშინ მას ჩაუტარდა აორტის სარქვლის პროთეზირება მექანიკური სარქვლით და მიტრალური სარქვლის პლასტიკა.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაესვა დიაგნოზი: აღმავალი აორტის ანევრიზმა, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება, აორტის პოზიციაში არსებული მექანიკური სარქველი.
პაციენტი საჭიროებდა მასშტაბურ განმეორებით ოპერაციას. აორტის პოზიციაში არსებული მექანიკური სარქვლის პროთეზირების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის სურვილი იყო, შეცვლილიყო ბიოლოგიური სარქვლით.
პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა საკმაოდ მასშტაბური და ხანგრძლივი ოპერაცია – მიტრალური სარქვლის პლასტიკა, აორტის რგოლის გაფართოება, აორტის სარქვლის რეპროთეზირება ბიოლოგიური სარქვლით, აღმავალი აორტის ანევრიზმის რეზექცია და პროთეზირება ხელოვნური სისხლძარღვოვანი პროთეზით, სამკარიანი სარქვლის პლასტიკა.
ოპერაციამ და პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე. პაციენტი ამჟამად თავს გრძნობს კარგად.

კვლევა – ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება და დაბერების მეტაბოლიზმი

ახლესი კვლევის შედეგები - როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად
#post_seo_title

ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება და დაბერების მეტაბოლიზმი: ახალი კვლევის შედეგები

შეიძლება თუ არა ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება რეალურად დაეხმაროს დაბერების მეტაბოლიზმს?

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა იქონიოს მეტაბოლიზმზე და შეამციროს დაბერების პროცესთან დაკავშირებული პრობლემები. ტეხასის A&M უნივერსიტეტის AgriLife Research-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფოლატების ნაკლებობა, რომლებიც ბუნებრივ ვიტამინში – B9 ფორმებში გვხვდება, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ასაკთან დაკავშირებული მეტაბოლური ცვლილებების მართვისთვის.

ფოლიუმის მჟავა, იგივე ვიტამინი B9, მნიშვნელოვანია მრავალი ფიზიოლოგიური პროცესისთვის, მათ შორის:

  • დნმ-ის სინთეზი: მნიშვნელოვანი პროცესია უჯრედების გამრავლებისა და სარემონტო მექანიზმებისთვის.
  • წითელი სისხლის უჯრედების წარმოება: აუცილებელია ანემიის თავიდან ასაცილებლად.
  • უჯრედების ფუნქციონირება: ხელს უწყობს უჯრედების ჯანმრთელობასა და ზრდას.
  • ტეხასის A&M უნივერსიტეტის AgriLife Research-ის თაგვების კვლევამ აჩვენა, რომ ფოლატების დაბალი დონე, ვიტამინი B9 ბუნებრივად წარმოქმნილი ფორმა, ხელს უწყობს ძილის მეტაბოლიზმიდან გაღვიძებულ მეტაბოლიზმზე გადასვლას.
  •  ფოლიუმის ნაკლებობა ხელს უწყობს სხეულის მეტაბოლიზმის ეფექტურ გადართვას ცხიმების წვის რეჟიმიდან ნახშირწყლების წვის რეჟიმზე, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი აქტივობებისთვის.
  •  მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ნაკლებ ფოლიუმს იღებდა, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ განსხვავდებოდა კონტროლერისგან, რაც მიუთითებს მიტოვებულ განზომილებებზე.

როდესაც თაგვებსა და ადამიანებს სძინავთ, მათი მეტაბოლიზმი ორიენტირებულია სხეულის ცხიმების დაწვაზე. გაღვიძების დროს, ამოცანაა ნახშირწყლების დაწვა იმ ენერგიისთვის, რომელიც საჭიროა დღის აქტივობების შესასრულებლად.

როდესაც ასაკი გვემატება, ჩვენი სხეული ნაკლებად ეფექტურად მართავს მეტაბოლიზმის რეჟიმებს, რაც ხშირად იწვევს მეტაბოლური დარღვევების და ენერგიის დონის ცვლილებებს. ახალმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ფოლიუმის ნაკლებობა შეიძლება დაეხმაროს მეტაბოლიზმის სწრაფ გადართვას ძილის და გაღვიძების რეჟიმებს შორის.

რატომ არის ფოლიტები ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი?
რუთენშტეინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფოლიტები „აუცილებელია სხეულის სხვადასხვა ფუნქციებისთვის, მათ შორის დნმ-ის სინთეზისთვის, უჯრედების შეკეთებისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის“.

”ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი ზრდის ფაზებში,” – აღნიშნა მან, ”როგორიცაა ორსულობა და ჩვილობა და ხელს უწყობს უჯრედების ფუნქციონირებას და გაყოფას მოზრდილებში და ხელს უწყობს ანემიის თავიდან აცილებას.”

წყარო:

მიტრალური სტენოზი – წარმოადგენს გულის შეძენილ მანკს

მიტრალური სტენოზი - წარმოადგენს გულის შეძენილ მანკს
#post_seo_title

მიტრალური სტენოზი გულის დაავადებაა, წარმოადგენს გულის შეძენილ მანკს, რომლის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა ჯანმრთელობის დაცვას და ხარისხიანი ცხოვრების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მიტრალური სტენოზი – წარმოადგენს გულის შეძენილ მანკს. გამოიყოფა დაავადების სამი სახე:

·         იზოლირებული;
·         კომბინირებული, რომელიც ითვლება მიტრალური სარქვლის უკმარისობად;
·         მიტრალურ-აორტალური, რომელსაც ახლავს სხვა სარქველების დაზიანებაც.
უმეტესწილად ვლინდება მოსახლეობის მდედრობით სქესში, 40-60 წლის ასაკში.

მიზეზები
·         რევმატიზმი, რომელიც ვლინდება 20 წლის ასაკში;
·         ინფექციური ენდოკარდიტი;
·         სიფილისი;
·         ათეროსკლეროზი;
·         გულსისხლძარღვთა სისტემის ტრავმები;
·         მიტრალური სარქვლის კალცინოზი;
·         მარცხენა წინაგულის მიქსომა;
·         გულის თანდაყოლილი მანკები;
·         გული შიდა თრომბები;
·         მიტრალური სარქვლის პროთეზირება;
·         აორტული უკმარისობა.

სიმპტომები
დაავადების სიმპომებია:
·         სწრაფი დაღლა;
·         ხუთვა;
·         გულის არეში მუდმივი ტკივილი;
·         სველი ხველა;
·         ღამით ასთმური შეტევები;
·         ფილტვების შეშუპება;
·         სტენოკარდიული შეტევები;
·         განმეორებით ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, კუპეროზული პნევმონია;
·         ბაქტერიული ენდოკარდიტი;
·         ქუთუთოების გალურჯება;
·         ტუჩების ციანოზი;
·         სიმძიმე მუცლის არეში;
·         პერიფერიული შეშუპება;
·         კისრის ვენების დასიება;
·         ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         კარდიოლოგის მიერ საფუძვლიანი გამოკვლევა;
·         გულის არის პალპაცია;
·         ფოტოკარდიოგრაფია;
·         ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა;
·         ექოკარდიოგრამა;
·         გულმკერდის რენტგენი;
·         გულის ღრუს ზონდირება;
·         ატრიოგრაფია;
·         ვენტრიკულოგრაფია;
·         ანგიოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         მედიკამენტოზურ მკურნალობას;
·         ოპერატიულ ჩარევას, რომელიც რეკომენდირებულია ჰომოდინამიკის დარღვევის II, III, IV სტადიისას;
·         ღია და დახურულ კომისუროტომიას;
·         მიტრალური სარქვლის პროთეზირებას.

საშიშროება
დაავადების მთავარი საშიშროება არის ლეტალური შედეგი. მძიმე ფორმის ჩამოყალიბებისას პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 3 წელს.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         რევმატიზმის ანტირეციდიული პროფილაქტიკა;
·         ქრონიკული სტრეპტოკოკული ინექციების კერების სანაცია;
·         კარდიოლოგისა და რევმატოლოგის მხრიდან მუდმივი კონტროლი.

მიტრალური სტენოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე და სიმპტომების სიმძიმეზე.

#drpkhakadze

მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება

მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება
#post_seo_title

მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით და წარმოადგენს ჰიპოთერიოზის მძიმე ფორმას.

მიქსედემა არის სერიოზული ენდოკრინული დაავადება, რომელიც საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სწორად მართვა და ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიის დაცვა ეხმარება ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას.

მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია:
·         პირველადი ხასიათის დროს – ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიები, ტრავმები, იმუნიტეტის დაქვეითება, რაც გამოწვეულია ქრონიკული დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
·         მეორადი ხასიათის დროს – ინფექციური, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის ტრავმული ან შეშუპებით დაზიანება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         სახის, კიდურების დასიება;
·         კუნთების ტკივილი;
·         მოდუნება, ძილიანობა;
·         კანის სიმშრალე;
·         თმის მტრევადობა, ცვენა;
·         მეტყველების დაქვეითება;
·         ენის შეშუპება;
·         სმენის დაქვეითება;
·         მეხსიერების დაქვეითება;
·         ხმის ჩახლეჩვა;
·         შეკრულობა;
·         ბრადიკარდია;
·         არტერიული ჰიპერტენზია;
·         ხუთვა;
·         ანემია;
·         ძლიერი თავის ტკივილი;
·         სხეულის ტემპერატურის დაგდება;
·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგ ანალიზებს:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
·         სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსია;
·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;
·         იოდის შემცველი პრეპარატები.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         ჰიპოტირეოიდული კომა;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა;
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         სტენოკარდია;
·         თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
·         იშემიური ინსულტი.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         მენოპაუზის პირობებში მყოფი ქალბატონები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანები;
·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანები;
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         საკვებში საკმარისი იოდის გამოყენება;
·         სისხლში ჰორმონების რაოდენობის კონტროლი;
·         სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება;
·         ცხვირხახის დაავადებების დროული მკურნალობა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights