ორშაბათი, ივნისი 15, 2026

რა უნდა იცოდეს, 10 წლამდე ბავშვმა? – 10 მნიშვნელოვანი საკითხი

ბავშვთა საერთაშორისო დღე, 2020 წელი
#post_seo_title

რა უნდა იცოდეს, 10 წლამდე ბავშვმა? 10 მნიშვნელოვანი საკითხი

მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი, რაც ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს თავის შვილებთან საუბრისას. ამერიკელი მწერლის, ლინდსი მიდის მიერ შემოთავაზებული 10 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელი უნარების ჩამონათვალი, მშვენიერი გზამკვლევია ბავშვის სრულყოფილი აღზრდისთვის. ეს პუნქტები მშობლებში დიდი მოწონებით სარგებლობს, მშვენივრად აერთიანებს ცხოვრების საჭირო უნარებს და ღირებულებებს.

ბავშვთა ცოდნისა და უნარების განვითარება 10 წლამდე ასაკში არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ეტაპი. ბავშვის აღზრდა მოითხოვს არა მხოლოდ ბაზისურ ცოდნას, არამედ იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მომავალში წარმატებას მოუტანს.

  1. პატივისცემა
    პატივისცემა – ეს იმთავითვე უნდა იყოს ბავშვების ცხოვრებაში. ყველას მიმართ უპატივცემულობა გამართლებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მიხვდნენ, თუ როგორ უნდა მოექცნენ სხვებს.
  2. აქტიურობა და მხიარულება
    აქტიურობა და მხიარულება – ბავშვებისთვის ნორმალური და ბუნებრივი მდგომარეობაა. ნუ შეუშლით მათ ბალიშებით თამაშს და ჟრიამულს; პირიქით, იმხიარულეთ მათთან ერთად და გააძლიერეთ მათი სიხარული.
  3. უარი
    ბავშვებმა უნდა ისწავლონ უარის მიღება და მასთან შეგუება. ეს უნარი ეხმარება მათ ცხოვრებაში დაძაბულობისა და სირთულეების გადალახვაში.
  4. ემოციების გამოხატვა
    აუცილებელია, რომ ბავშვებმაი არ დამალონ ემოციები. ტკივილი, ტირილი და დარდი – ეს ნორმალური პროცესებია, რომელსაც უნდა გაუმკლავდნენ და გულში არ ჩაკეტონ.
  5. საკუთარ თავზე ზრუნვა
    ბავშვები უნდა სწავლობდნენ გადაწყვეტილებების მიღებას არა სხვების გავლენის ქვეშ, არამედ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ამით ისინი გააცნობიერებენ, რომ საკუთარი საჭიროებები და სურვილები მნიშვნელოვანია.
  6. წვრილმანების დაფასება
    ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო მომენტია, რომლებიც ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ და დაფასონ. ეს ფენომენი ეხმარება მათ წვრილმანებში სიხარულის პოვნაში.
  7. გატაცება
    ბავშვის გონება ყოველთვის უნდა იყოს გახსნილი ახალი ცოდნისა და აღმოჩენებისადმი. ხელი შეუწყეთ მას, რომ მუდმივად განავითაროს თავისი ინტერესები და გატაცებები.
  8. დაუშვებელი რაღაცები
    ნუ გაანებივრებთ ბავშვებს ზედმეტად და ნუ მიაჩვევთ მათ უმადურობას. ეცადეთ,  გააგებინოთ, რომ მშვენიერია ოჯახი და სახლი, მოსიყვარულე მშობლები ახვევია გარს – ეს ყველაფერი არის ბედნიერება.
  9. მშობლების სიყვარული
    აუხსენით ბავშვს, რომ მშობლებს ყოველთვის უყვართ და უჭერენ მხარს, როგორც არ უნდა მოიქცნენ. სიყვარული არის უანგარო, რომელიც არ არის დამოკიდებული ბავშვის ქცევაზე. მშობლებს მაინც ეყვარებათ, ყოველ მიზეზგარეშე.
  10. ზრდილობა
    ზრდილობა – ეს არის ძირითადი თვისება, რომელიც 10 წლამდე ასაკში უნდა გამოიმუშაონ ბავშვებმა. ყურადღება მიაქციეთ იმას, ასრულებენ თუ არა ისინი მშობლების რჩევებს და როგორ იქცევიან უფროსების მიმართ.

ეს რჩევები მშვენიერი გზამკვლევია ბავშვის სრულყოფილი განვითარების და  ფასეულობების ჩამოყალიბებისთვის. გამოიყენეთ ისინი თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში.

#drpkhakadze

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა გულგაჩერებული მამაკაცი ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა გულგაჩერებული მამაკაცი ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა
#post_seo_title

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, გულგაჩერებული მამაკაცი, ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა.

„ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა გულგაჩერებული მამაკაცი ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა. ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

ქ. ქუთაისში, სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ, სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა.
პაციენტის ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცს ფიზიკური დატვირთვის შედეგად დაეწყო ტკივილი გულმკერდის არეში და ტკივილის ფონზე დაკარგა გონება.
პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადმოცემით, ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია, კარდიომონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. წარმატებით ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განხორციელდა დეფიბრილაცია, აღდგა სუნთქვა და პულსი.
პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და ამიტომ პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადაწყვეტილებით წარმატებით იქნა გამოყენებულ ძვალშიდა კათეტერი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მამაკაცი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შეყვანილ იქნა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
საგანგებო სიტუაციების ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანებში მუდმივად ხდება სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აპარატურის განახლება.
2023 წლიდან სამედიცინო აღჭურვილია გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობითა და ძვალშიდა კათეტერით, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც ინტრავენური მიდგომა არის შეუძლებელი და პაციენტისთვის ინექციის ერთადერთ გზას წარმოადგენს.
გვეამაყება: პარამედიკოსი – გიორგი გაბედავა, ექთანი – თორნიკე ივანეიშვილი, მძღოლი – ნიკოლოზ კვანტალიანი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

#drpkhakadze

ნასიცხი გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობის შედეგად, რაც კანზე გაღიზიანებას იწვევს

ნასიცხი გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობის შედეგად, რაც კანზე გაღიზიანებას იწვევს
#post_seo_title

ნასიცხი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე გაღიზიანებული ადგილების გაჩენა, რაც გამოწვეულია ჩვილ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობით. დაავადება აღენიშნებათ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს და 30 წლამდე ასაკის ზრდასრულებს. ნასიცხი გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობის შედეგად, რაც კანზე გაღიზიანებას იწვევს.

ნასიცხი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე გაღიზიანებული ადგილების გაჩენა, რაც გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობით. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გავრცელებულია ჩვილ ბავშვებში, თუმცა შეიძლება შეიმჩნეოდეს 30 წლამდე ასაკის ადამიანებშიც. დროული მკურნალობა და სწორი ტენდენციების დაცვა ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებასა და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ნასიცხის ლოკალიზაციის ადგილები ყველაზე ხშირად არის:
·         კანის ნაკეცები;
·         მუხლებისა და იდაყვების მოსახარი;
·         სინთეტიკური ქსოვილის შეხების ადგილები.

მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
·         ტანსაცმლის მიერ კანის მექანიკური გაღიზიანება;
·         ქიმიურ ნივთიერებაზე რეაქცია;
·         კანის ბაქტერიებით დაინფიცირება;
·         კანის გადახურება;
·         მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ოფლიანობა.

სიმპტომები
დაავდებას ახასიათებს:
·         კანის ლოკალური გაწითლება;
·         გაწითლებულ ადგილებში წარმოიშობა სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;
·         გაღიზიანებულ ადგილებში წარმოიშობა წყლულები, რომლებიც სკდება თავისით და გამოიყოფა სითხე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის საერთო დათვალიერება.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კანის გაღიზიანების საწინააღმდეგო მალამოებს;
·         ანტიბაქტერიული მალამოების გამოყენებას;
·         ანტისეპტიკური პრეპარატების გამოყენებას.

საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე კანზე შესაძლოა განვითარდეს წყლულები და ჩირქოვანი კერები.

რისკის ჯგუფი
·         1 წლამდე ასაკის ბავშვები;
·         ჭარბწონიანი ადამიანები;
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ნატურალური ქსოვილის სამოსის ტარება;
·         ჭარბი ოფლიანობისას ტალკის გამოყენება;
·         კანის გადახურებისგან თავის დაცვა;
·         ღია ცის ქვეშ მზეზე დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
·         სამუშაო და საცხოვრებელ ადგილას კომფორტული, გრილი ტემპერატურის რეგულირება;
·         ჰიგიენის დაცვა.

ყივანახველა ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით

ყივანახველა ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით
#post_seo_title

ყივანახველა – ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რომელიც ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით. ყველაზე ხშირად ყივანახველა უჩნდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციით.

ყივანახველა რესპირაციული ჯანმრთელობის პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა დაავადებების სიმპტომი შეიძლება იყოს. მისი ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა სიმპტომების ეფექტურად მართვისა და დაავადების განვითარების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ზედა სასუნთქ გზებში ყივანახველას ჩხირის მოხვედრით, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordаtella pertussis. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით მაჩვენებელი შეადგენს შემთხვევების 90%-ს.

ყივანახველა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდოს, მათ შორის:

  • ვირუსული ინფექციები: როგორიცაა გრიპი ან გაციება.
  • ბაქტერიული ინფექციები: მაგალითად, ფილტვების ანთება.
  • ალერგიული რეაქციები: როგორიცაა ნესტოებისა და ყელის ალერგია.
  • ასთმის ან სხვაგვარი სინდრომების შედეგად.
  • ოსპიტალიზაციის ან გარემოს დაბინძურების მიზეზები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         რინიტი (სურდო);
·         ტემპერატურის უმნიშვნელოდ აწევა;
·         შეტევის ფორმის ხანგრძლივი ხველა, რომელიც ძლიერდება ღამის და გამთენიის საათებში;
·         გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება;
·         სუნთქვისას ხროტინი;
·         ლორწოვანი გამონადენი და ღებინება;
·         თვალების, ცხვირის არეში სისხლჩაქცევები;
·         სახის შესიება, სილურჯე;
·         კრუნჩხვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ინფექციონისტი ნიშნავს:
·         ზედა სასუნთქი გზების ნაცხის ანალიზს;
·         სისველის გამოკვლევას;
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
დაავადების გვიან სტადიაზე რეკომენდირებულია პულმონოლოგის კონსულტაცია.

ყივანახველის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         ყივანახველას საწინააღმდეგო გამაგლობულინს;
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
·         სედატიურ პრეპარატებს;
·         სპაზმოლიტიკებს;
·         ნეიროლეპტიკებს;
·         ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ პრეპარატებს;
·         ინჰალაციას;
·         ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს;
·         ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.
ყივანახველას მკურნალობა დიდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც ერთი მეთოდით ხება. რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი და ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მაქსიმალურად გამორიცხვა.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ვითარდება შემდეგი სახის გართულებები:
·         პნევმონია;
·         ბრონქიტი;
·         პლევრიტი;
·         ფილტვების ემფიზემა;
·         პნევმოტორაქსი;
·         ჩირქოვანი ოტიტი;
·         მუცლის კედლის კუნთების რღვევა;
·         ინსულტი;
·         სწორი ნაწლავის გამოვარდნა;
·         ბუასილი.
მოხუცებსა და ახალშობილებში შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
·         1 წლმადე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები;
·         მოხუცები;
·         სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების თანამშრომლები;
·         სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების თანამშრომლები.

პროფილაქტიკა
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         სასუნთქი გზების სისტემური ვარჯიშის შესრულება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         მოწევაზე უარის თქმა.

#drpkhakadze

ყივანახველა – „პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში“-ივანე ჩხაიძე

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
#post_seo_title

2024 წელს ყივანახველის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. იმუნიზაციის ექსპერტების შეფასება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს ყივანახველის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. მომართვიანობის ზრდა ყივანახველით ამბულატორიულ სექტორში აშკარაა.

„მომართვიანობის ზრდა ყივანახველით ამბულატორიულ სექტორში აშკარაა. ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ძირითადად ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. კლინიკაში გვაქვს ფილტვები ანთებით მიმდინარე შემთხვევები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია,ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში.

ყივანახველის შემთხვევების ზრდა 2024 წელს განსაზღვრავს მნიშვნელოვან ცვლილებებს იმუნური სისტემისა და რესპირაციული დაავადებების მონიტორინგში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება იშვიათია, პაციენტთა მომართვიანობის გაზრდილი ტენდენცია მკურნალობის პროცესს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვებში ყივანახველის შემთხვევების მატება გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა

შიდსი – აზინებს ორგანიზმის დამცავ სისტემას

შიდსი - აზინებს ორგანიზმის დამცავ სისტემას
#post_seo_title

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) – აივ-ინფექციის თერმალური სტადია, რომელიც აზინებს ორგანიზმის დამცავ სისტემას.

შიდსი წარმოადგენს იმუნური სისტემის უკმარისობას, რაც გამოიწვია აივ-ინფექციამ. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა შეიძლება რთული იყოს, თანამედროვე სამედიცინო საშუალებები და პრევენციული ზომები საშუალებას იძლევა ეფექტურად მართოთ.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ-ინფექციის ყველაზე მძიმე სტადია, რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ეს მდგომარეობა იწვევს იმუნური სისტემის უკმარისობას, რაც პაციენტს სუსტ მდგომარეობაში აყენებს და ზრდის დაავადებების რისკს.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის ძირითადი მიზეზია ადამიანის ორგანიზმის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც ორგანიზმში ანადგურებს ლეიკოციტებს, რითაც აქვეითებს მის წინააღმდეგობას ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.
დაავადების გადაცემა ხდება შემდეგი გზებით:
·         ფეხმძიმე დედისგან ნაყოფზე;
·         დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს;
·         დაავადებული სისხლის გადასხმისას;
·         არასტერილური სამედიცინო ან სხვა იარაღების გამოეყენებით (მაგალითად სილამაზის და ტატუ სალონებში);
·         დაინფიცირებული შპრიცით ნაკოტიკების გამოყენებისას;

სიმტომები
·         ვირუსული დაავადებები, ლიმფური კვანძების გადიდება, ორგანიზმის გამოფიტვა;
·         მუქი წითელი ფერის გამონაყარი კანზე, პირის ღრუსა და ცხვირის ლორწოვან გარსზე. მუდმივი რესპირატორული დაავადებები, ტემპერატურის ხშირი აწევა, ქრონიკული დაღლილობა, ღამით ჭარბი ოფლიანობა, მადის არქონა, წონის სწრაფი დაკარგვა, დიარეა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს იმუნოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;
·         იმუნობლოთინგი;
·         პჯრ-დიაგნოსტიკა.

მკურნალობა
·         ანტივირუსული პრეპარატები;
·         მეორადი ინფექციების მკურნალობა;
·         ვიტამინები;
·         ბიოლოგიურად აქტიური დანამატები;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ადამიანის პაპილომას ვირუსი;
·         კანდიდოზი;
·         მენინგიტი;
·         ჰერპესის ვირუსი;
·         პნევმონია.

რისკის ჯგუფი
·         ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;
·         დაუცველი სექსის მქონე პირები;
·         ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორს;
·         სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
·         ვენერიული დაავადებების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივების გამოყენება;
·         ვენერიული დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ერთჯერადი შპრიცის ხელმეორედ გამოყენებისგან თავის შეკავება;
·         სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია.

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი და რა უნდა გავითვალისწინოთ

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით
#post_seo_title

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი და რა უნდა გავითვალისწინოთ

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკები და რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა მოგზაურობის დროს – ეპიდემიოლოგები რეკომენდაციებს გასცემენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. “მაიმუნის ყვავილმა” 13 ქვეყანა მოიცვა.

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს.

“მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც იყო 2 წლის წინ. ასე რომ, აქ საგანგაშო და სანერვიულო საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არაფერი არ აქვს,“ – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მაიმუნის ყვავილის გავრცელება საგანგაშოა!“, – ინფორმაციას ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.
„მაიმუნის ყვავილი (mpox) სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით.
კანადაში, ტორონტოს ჯანდაცვის სამსახური ურჩევს მოსახლეობას, აიცრან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან შემთხვევები მკვეთრად იზრდება. წელს, აფრიკაში 14,000-ზე მეტი ინფექცია და 524 სიკვდილი დაფიქსირდა. ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი გენიტალებზე მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, რაც ართულებს მის აღმოჩენას. მართალია, სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ JYNNEOS ვაქცინა გამოიყენება მძიმე შემთხვევებისთვის. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“-ამბობს გიორგი ფხაკაძე.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც შედის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ვირუსის ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს: ცენტრალური აფრიკის, რომლის სიკვდილიანობა 10.6%-ია და დასავლეთ აფრიკის, რომლის სიკვდილიანობა 1-3.6%-ს აღწევს.
ევროპაში და ამერიკაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინა არ არსებობს, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა JYNNEOS ვაქცინა (ცნობილია როგორც Imvamune ან Imvanex), რომელიც შემუშავებულია ჩუტყვავილას წინააღმდეგ და გამოიყენება მაიმუნის ყვავილის მძიმე შემთხვევებისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ასევე, ანტივირუსული მედიკამენტი ტეკოვირიმატი (TPOXX), თავდაპირველად შემუშავებული ჩუტყვავილასთვის, ახლა სწავლების პროცესშია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ. თუმცა, კონგოში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტი გავრცელებაა, შემთხვევების დაახლოებით 60% მოდის 18 წლამდე პირებზე.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველებისგან, განსაკუთრებით მაიმუნებისა და მღრღნელებისგან, ასევე შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. ვირუსი იწყება სიმპტომებით, რომლებიც ჰგავს გაციებას, ამავდროულად ჩნდება კუნთების ტკივილი და გამონაყარი. დაავადებით გარდაცვალების რისკი მერყეობს 1%-დან 10%-მდე. მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი არ არსებობს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია.
კანადაში, ტორონტოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის შესაძლებლობა, აიცრან მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რადგან შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
31 ივლისის მონაცემებით, ტორონტოში 93 შემთხვევა დადასტურდა, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როდესაც 21 შემთხვევა დაფიქსირდა. აფრიკაში წელს მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – 14,000 ინფექცია და 524 სიკვდილი, რაც 160%-იანი ზრდაა შარშანდელთან შედარებით, WHO-ს მონაცემებით.
წლევანდელი ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი, რომელიც აღმოაჩინეს კონგოს ერთ-ერთ მაღას ქალაქში, შესაძლოა, ადამიანებს შორის უფრო ადვილად ვრცელდებოდეს და ახასიათებს განსხვავებული სიმპტომები. მას მოჰყვება უფრო მსუბუქი სიმპტომები და გამონაყარი, რომელიც ძირითადად გენიტალებზე ჩნდება, რაც ართულებს ვირუსის დროულად ამოცნობას და ხელს უწყობს მის გავრცელებას ადამიანებს შორის, რომლებიც შესაძლოა არც იცოდნენ, რომ ინფიცირებულნი არიან.

პრეპარატი, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, 100 პროცენტით იცავს შიდსისგან

შიდსი - აზინებს ორგანიზმის დამცავ სისტემას
#post_seo_title

პრეპარატი, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, 100 პროცენტით იცავს შიდსისგან – ახალი იმედები მედიცინაში

ლენკაპავირი: breakthrough პრეპარატი აივ-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის

40 წელზე მეტია, მეცნიერები მუშაობენ აივ-ის მკურნალობის გზების მოძებნაზე, ასევე მისგან ეფექტური დაცვის შესაქმნელად. თუმცა, არც ერთი ეს პრობლემა სრულად არ მოგვარებულა. მხოლოდ ანტირეტროვირუსული საშუალებების შემუშავება იყო შესაძლებელი, რომლებიც ანელებენ ვირუსის რეპროდუქციას, მაგრამ არ ანადგურებენ მას. დაავადების პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალება იყო პრეზერვატივი, მაგრამ ისინი ასევე არ უზრუნველყოფენ 100 პროცენტიან დაცვას და მეტიც, ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მეცნიერებმა მოახერხეს ამ პრობლემის ერთ-ერთი გზით გადაჭრა – Gilead Sciences Inc-მა გამოაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებული პრეპარატი, Lencapavir, უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას აივ-ისგან. ის ასევე ეფექტურია უკვე ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ.

აივ-ის მკურნალობის და პრევენციის სფეროში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები, თუმცა სრულად ეფექტური გამოსავალი ვერ მოიძებნა. მხოლოდ ანტირეტროვირუსული საშუალებების გამოყენება იყო შესაძლებელი, რაც ვირუსის რეპროდუქციას ანელებდა, მაგრამ სრულად ვერ ანადგურებდა მას. თუმცა, მეცნიერებმა მოახერხეს ამ პრობლემის ერთ-ერთი გზით გადაჭრა – Gilead Sciences Inc-მა გამოაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებული პრეპარატი, Lencapavir, უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას აივ-ისგან. ის ასევე ეფექტურია უკვე ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ.

როგორ მოქმედებს ლენკაპავირი?

ლენკაპავირი, რომელიც 2022 წელს გაიწერა აივ-ის მკურნალობის პრეპარატების სიაში, მისი უნიკალური მოქმედების მახასიათებლით გამოირჩევა. ის ინექციის ფორმით გამოიყენება წელიწადში ორჯერ და შეუძლია არა მხოლოდ აივ-ის ინფექციის პრევენცია, არამედ უკვე ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაც.

სლოან-კეტერინგის ინსტიტუტის თანახმად, ეს საშუალებას იძლევა არა მხოლოდ დაიცვას ადამიანის ორგანიზმი ვირუსის გავლენისგან, არამედ თავიდან აიცილოს აივ-ის გავრცელება. ანუ ადამიანი, რომელიც იღებს ლენკაპავირს, ხდება ნაკლებად ინფექციური.

ექსპერტების აღმოჩენები

ფუნქციონალური კვლევების შედეგად, ლენკაპავირი განსხვავდება სხვა მედიკამენტებისგან, რადგან ის მიზნად ისახავს ვირუსული კაფსიდის დამახასიათებელ სტრუქტურას, რაც ხელს უშლის ვირუსის ინტეგრირებას მასპინძელი უჯრედის დნმ-ში. 2024 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ლენკაპავირი არა მხოლოდ უშლის ვირუსს მის ბირთვში შეღწევას, არამედ მისი გარსის განადგურებასაც ახერხებს, რაც ნაჩვენებია eLife-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ლენკაპავირის ეფექტურობა პრევენციაში

ბოლოდროინდელი კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ლენკაპავირი 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს აივ-ისგან. სამხრეთ აფრიკისა და უგანდას რეგიონებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ლენკაპავირის მიღება ანტივირუსული მედიკამენტების სხვა ტიპებზე უკეთეს შედეგებს იძლევა. კვლევაში მონაწილეობდა 5300-ზე მეტი ქალი და მოზარდი გოგონა, რომლებიც ლენკაპავირის ინექციებს იღებდნენ, ვერ ინფიცირდნენ აივ-ით, მაშინ როცა სხვა პრეპარატების ჯგუფში გარკვეული ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა.

შედეგად, 2134 ქალიდან, ვინც იღებდა ლენკაპავირს, არც ერთი არ დაინფიცირდა აივ-ით. 1068 ადამიანის ჯგუფში, რომლებმაც მიიღეს ტრუვადა, 16 ქალი დაინფიცირდა აივ-ით. Gilead-ის პრესრელიზის თანახმად, მკვლევრებმა აივ იპოვეს 2136 ქალიდან 39-ში, რომლებიც იღებდნენ Descovy-ს აბებს. შედეგები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მონაცემთა ანალიზის დამოუკიდებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, ადრე შეეწყვიტა კვლევა და ყველა მონაწილეს შესთავაზა ლენკაპავირის ინიექციები, რომელიც უზრუნველყოფს უფრო საიმედო დაცვას ვირუსისგან.

ლენკაპავირი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს აივ-ის მკურნალობის და პრევენციის სფეროში. მისი 100%-იანი ეფექტურობა და უნიკალური მოქმედების მახასიათებლები აძლევს იმედს, რომ მომავალში აივ-ისგან დაცვა და მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ტარდება უღარიბეს ქვეყნებში, სადაც იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების დონე ყველაზე მაღალია, უახლოეს მომავალში წამალი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათი მოსახლეობისთვის. მიზეზი მისი მაღალი ღირებულებაა. რა თქმა უნდა, ლენკაპავირი არ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ წამლად, თუმცა, მკურნალობის წლიური კურსი, ანუ ორი ინიექცია, ამერიკელ პაციენტებს 42 ათას დოლარზე მეტი უჯდება.

Gilead გვპირდება, რომ აწარმოებს წამალს უფრო დიდი მოცულობით და დაბალი ფასებით, რათა ის ხელმისაწვდომი გახადოს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, დაავადების მაღალი მაჩვენებლით. მაგრამ, რადგან დროზე არაფერია ნათქვამი, ჯერჯერობით ეს დაპირება სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ვალდებულებას.

სამედიცინო ცენტრი ვივამედი, საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ სწავლებისა და ტრენინგების ჩატარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს

#post_seo_title

სამედიცინო ცენტრი ვივამედი, საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ სწავლებისა და ტრენინგების ჩატარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ვივამედის თანამშრომლებმა, ამჯერადაც გაიარეს ჯანდაცვის ობიექტების უსაფრთხოების მართვის მიმართულებით სწავლება რაც მოიცავს:
სახანძრო უსაფრთხოებას;
კომუნალურ მენეჯმენტს;
საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნას და ჰოსპიტალში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების წესებს.
ტრენინგები მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას კლინიკის პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის.
ეს საბოლოო ჯამში, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან არიდებას, ხოლო ასეთის დადგომის შემთხვევაში – გამომუშავებული უნარ-ჩვევებით პაციენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
ვივამედი გისურვებთ ჯანმრთელობას!

„აკრედიტაცია კანადის” ხელშეწყობით გაიმართა ტრენინგი

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია აკრედიტაცია კანადის”  ხელშეწყობით გაიმართა ტრენინგი
#post_seo_title

შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია / Nationwide Health Organization LLC-ში Accreditation Canada აკრედიტაცია კანადის”  ხელშეწყობით 12 და 13 აგვისტოს გაიმართა ტრენინგი კლინიკის პერსონალისათვის. მოწვეულმა სპეციალისტმა ქალბატონმა თამარ კრავეიშვილმა ისაუბრა თემაზე “მედიკამენტების შეჯერება”, ხოლო ბატონმა ირაკლი აფშინაშვილმა განიხილა თემა”პაციენტის იდენტიფიცირება”.

შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის მისაღებად, რისთვისაც ჩვენს ორგანიზაციაში სერიოზული და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

 “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights