FDA-მ დაამტკიცა განახლებული Covid ვაქცინები, მაგრამ ისინი საქართველოში არ იქნება ხელმისაწვდომი – ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს



„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.
იცით, რომ თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ?
„,თეთრა მღვიმეს“ ადამიანის ცხოვრების 30 000 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი, მათ შორის, პირველყოფილი ადამიანის ძვლები, საყოფაცხოვრებო ნივთები და საბრძოლო იარაღები, როგორიცაა სპილენძის ისრის პირი. ეს უნიკალური აღმოჩენები მიუთითებს საქართველოს უძველეს სპილენძის დამუშავების ტექნოლოგიაზე.
სპელეოლოგიური და სამედიცინო მნიშვნელობა
„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.
ღვინის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები
მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 13-14 გრადუსია და ჭარბტენიანობა ქმნის იდეალურ გარემოს ღვინის დასაძველებლად. ინვესტორმა კომპანიამ „თეთრაში“ შექმნა სპეციალური საცავი და დაძველების სივრცეები, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს იმერულ ღვინოს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის იმერული ღვინოები და შეიძინონ ისინი.
გიდი-სომელიეების ჯგუფი და ტური
ტურის ფარგლებში მღვიმის დათვალიერებასთან ერთად ჩვენი გიდი- სომელიების მეშვეობით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიის შესახებ და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს. ტურის ფარგლებში თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიაზე, შეისწავლით მღვიმის უნიკალურობას და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.
მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარული „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ მღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ
საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
მომსახურების სახეები და ღირებულება
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
სამუშაო დღეები: ყოველდღე
ცისტიტი – შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გავრცელებული დაავადება. გამოყოფენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ცისტიტი ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე კაცებში.
ცისტიტი, შარდის ბუშტის დაავადება, სიმპტომები, მკურნალობა, მწვავე ცისტიტი, ქრონიკული ცისტიტი, პრევენცია
ცისტიტი არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკომფორტი და საჭიროებს სათანადო ყურადღებას. დროული დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობის მეთოდების გამოყენება ეხმარება დაავადების ეფექტური მართვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
მიზეზები
· ინფექციები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
· ორგანიზმის გადაციება;
· ხშირი შეკრულობა;
· ანთებით დაავადებების გადატანა;
· ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
· ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობა.
სიმპტომები
· ტკივილი და წვა შარდვისას;
· ხშირი მოთხოვნა შარდვაზე;
· მძაფრსუნიანი შარდი;
· შარდის ფერის შეცვლა;
· სისხლნარევი შარდი;
· მწვავე ტკივილი წელის არეში;
· სხეულის ტემპერატურის აწევა (39 გრადუსამდე).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის უროლოგი ნიშნავს:
· შარდის საერთო ანალიზს;
· შარდის დათესვას ფლორაზე;
· შარდის ბუშტის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· უროდინამიურ გამოკვლევას;
· ცისტოსკოპიას.
მკურნალობა
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ანტიბიოტიკები;
· იმუნური სისტემის გასაძლიერებელი პრეპარატები;
· ფიზიოთერაპია.
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
· შემწვარი საკვები;
· ცხარე საკვები;
· შებოლილი საკვები;
· ტკბილეული;
· დამარინადებული საკვები.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
· პიელონეფრიტი;
· ჰემატურია;
· ღვიძლის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
· ქრონიკული სასქესო ინფექციის მქონე პირები;
· შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პირები;
· სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
· ჰორმონალური დარღვევების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დღის მანძლზე საკმარისი სითხის მიღება;
· შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა;
· ნატურალური ქსოვილის თეთრეულის ტარება;
· შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.
ნარკოლეპსია, ძილის დარღვევა, დღის ძილიანობა, ნერვული სისტემის დაავადება, სიმპტომები, მართვის მეთოდები
ნარკოლეპსია არის ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძლიერი ძილიანობა. ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და აუცილებელია მისი სწორად ამოცნობა და მართვა.
ნარკოლეპსია არის ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც ძილის ხარისხზე და დღის მანძილზე ენერგიის დონეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დროული დიაგნოსტიკა და ადექვატური მართვის მეთოდების გამოყენება საშუალებას გაწვდოს დაავადების ეფექტური კონტროლი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· ჰორმონალური დისბალანსი;
· თავის ტვინის ტრავმები და ინფექციები;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· შაქრიანი დიაბეტი;
· აუტოიმუნური დაავადებები;
· გადაღლა;
· ფსიქოლოგიური ტრავმები;
· ფეხმძიმობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძილიანობა;
· მცირეხნიანი ჩაძინება ნებისმიერ დროს და ადგილას;
· მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
· მეხსიერების დაქვეითება;
· კონცენტრაციის დაქვეითება;
· კუნთების ტონუსის მოულოდნელი დაკარგვა;
· ჰალუცინაციის განვითარება;
· ძილის პარალიჩი;
· კუნთების კანკალი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· პოლისომნოგრაფია;
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· ძილისადმი ლატენტურობის მრავლობითი ტესტირება;
· ელექტროენცეფალოგრაფია;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მასტიმულირებელი პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ დღისით ძილიანობას;
· ანტიდეპრესანტები;
· ფსიქომასტიმულირებელი პრეპარატები.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმების რისკი, პაციენტმა შეიძლება ჩაიძინოს ნებისმიერ მდგომარეობაში. დაავადებულებისთვის აკრძალულია ტრანსპორტთან, ცეცხლთან და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა.
რისკის ჯგუფი
· მამაკაცები;
· გენეტიკური მიდეკილების მქონე პირები ;
· ფეხმძიმე ქალები;
· თავის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანები;
· აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ღამის ძილის რეჟიმის დაცვა;
· ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
· ემოციური და ფიზიკური დატვირთვებისგან თავის შეკავება;
· ყავის, მაგარი ჩაის და მძიმე საკვების მიღება;
· ძილის ხარისხზე გავლენის მქონე პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა;
· ძილის დარღვევის დროული მკურნალობა.

ტრადიციული მედიცინა მდიდარი ისტორიის მქონე პრაქტიკაა, რომელიც სხვადასხვა კულტურების ძირძველ თეორიებზე, რწმენასა და გამოცდილებას ეფუძნება. იგი მოიცავს ცოდნას, უნარებს და პრაქტიკებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ტრადიციული მედიცინის მნიშვნელობა
ტრადიციული მედიცინა მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად საჭირო პრაქტიკებს, რომელთა შორისაა დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოზი, გაუმჯობესება და მკურნალობა. მისი მეთოდები ხშირად არ ეფუძნება თანამედროვე მეცნიერულ კვლევებს, მაგრამ ისინი ეფუძნება კულტურულ და ისტორიულ გამოცდილებას, რაც მას მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს სექრეტულ სამედიცინო პრაქტიკებში.
ჯანმო-ს განმარტებები
მნიშვნელოვანია გაეცნოთ ჯანმო-ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) განმარტებებს ტრადიციული, დამატებითი და მცენარეული მედიკამენტების შესახებ:
ტრადიციული მედიცინის ინტეგრაცია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში
ტრადიციული მედიცინის და თანამედროვე მედიცინის შორის ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ორივე მიმართულება გამოყენებულ იქნას ერთმანეთის დამატებად, რათა უფრო ფართო და მიდგომა იყოს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მკურნალობის პროცესში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ტრადიციული მედიცინის სტრატეგია მიზნად ისახავს ტრადიციული და დამატებითი მედიცინის (T&CM) ინტეგრაციის ხელშეწყობას და წევრ სახელმწიფოების მხარდაჭერას.
სტრატეგიის ძირითადი მიზნები მოიცავს:
T&CM-ის ინტეგრაცია ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში მოიცავს:
მცენარეული მედიკამენტების საერთაშორისო მარეგულირებელი თანამშრომლობა (IRCH), ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრები და ექსპერტთა საკონსულტაციო პანელები უზრუნველყოფენ:
T&CM-ის საერთაშორისო ტერმინოლოგია და კლასიფიკაცია:
ეთიკური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა:
ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება:
მონიტორინგი და შეფასება:
ტრადიციული მედიცინის სტრატეგიები და ინიციატივები ხელს უწყობს ტრადიციული და დამატებითი მედიცინის ინტეგრაციას და მათი ეფექტური გამოყენების განვითარებას ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში.
მაიმუნის ყვავილის საფრთხეების მართვა და პანიკის თავიდან აცილება მნიშვნელოვანი საკითხებია. ევროპაში მისი გავრცელების რისკი ამჟამად დაბალია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეაგირებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე. შეინარჩუნეთ სიფრთხილე და იყავით ინფორმირებული თქვენი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. გაეცანით სტატიას და გაიგეთ, „მაიმუნის ყვავილის” ძირითადი სიმპტომები.
ამ ხალხს საკმარისი ინფორმაცია არც ინფექციის გავრცელების და არც მისი მკურნალობის შესახებ არ აქვს. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობისთვის საჭირო პირობებიც არ არსებობს, რაც კონგოსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზია. მხოლოდ კონგოში, ინფიცირების მაჩვენებელი 15 ათასს, დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.
17 000 ინფიცირებული აფრიკის 13 ქვეყანაში და პირველი დადასტურებული შემთხვევა ევროპაში – ეს უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სრული სტატისტიკაა. სწორედ ეს ფაქტები, რომ “მაიმუნის ყვავილი” აფრიკის კონტინენტს გაცდა და თანაც ინფიცირების წლევანდელი მონაცემები შარშანდელს 160%-ით აჭარბებს, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. ჯანმო-მ Mpox-ი გასულ კვირას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. აქვე გაკეთდა განმარტება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ახალი “კოვიდი” არ არის.
გარკვეულ ზონებში, შესაძლოა, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა და იზოლირება საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იქ, სადაც მწვავე სიტუაცია და აფეთქებაა, დროულად უნდა დაიწყოს ვაქცინაცია. სწორედ ჯანმო-სთან შეთანხმებით, ერთ-ერთმა დანიურმა კომპანიამ (Bavarian Nordic BAVA.CO ) უკვე დაიწყო ვაქცინის ახალ პარტიაზე მუშაობა და, წლის ბოლომდე, 2 მილიონი ერთეულის წარმოებას გეგმავს.
საერთაშორისო მიმოსვლის, განსაკუთრებით კი ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკი, ბუნებრივად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებობს, რასაც ინფექციონისტები ადასტურებენ. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“მაიმუნის ყვავილის” წინა ტალღის დროს, 2022 წელს, საქართველოში ერთადერთი შემთხვევა გამოვლინდა.
„მაიმუნის ყვავილი“ ვირუსული დაავადებაა, რომელიც პირველად აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა. ეს დაავადება ენდემურად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, თუმცა ამჟამად მისი გავრცელება უფრო ფართო ხდება.
საუბრობს ექიმი და ბლოგერი არჩილ მარაშანია “:
ხშირად დასმული კითხვები
ამჟამად, აფრიკის კონტინენტზე 13-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 500-ზე მეტი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პირველი შემთხვევა ევროპაში აღინიშნა შვედეთში.
„მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყრით, რომელიც ლოკალიზებულია ხელებზე, პირზე, სახეზე, გულმკერდზე და გენიტალიებზე. სხვა სიმპტომები მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, ლიმფური კვანძების გადიდებას, თავის ტკივილს, წელის და კუნთების ტკივილს. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 4 კვირამდე.
ინფექცია გადამდებია და ხდება პირად კონტაქტზე. ინფექციის გადაცემა ხდება დაავდებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით (ახლო კონტაქტი – კანით კანზე, გამონაყართან კონტაქტით, ლორწოვანთან კონტაქტით, ნერწყვთან კონტაქტით, ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით და/ან სექსუალური კონტაქტით).
ეს მოიცავს: