ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

“მაიმუნის ყვავილი” | ჯანმო განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს – „ძირითადად სქესობრივი გზით გადაეცემა. შესაძლებელია კანთან კონტაქტის გზით ან ძალიან ახლო მანძილიდან კონტაქტის“

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით
#post_seo_title

“მაიმუნის ყვავილი” | ჯანმო განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს – „ძირითადად სქესობრივი გზით გადაეცემა. შესაძლებელია კანთან კონტაქტის გზით ან ძალიან ახლო მანძილიდან კონტაქტის დროს, როდესაც საუბრის დროს ჰაერწვეთოვანი გზით შეიძლება გავრცელდეს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 ჯანმო განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს – ვირუსული დაავადება, მაიმუნის ყვავილი  ახლა გავრცველების ისტორიულ პიკშია. ინფექცია აფრიკის კონტინენტზე 1970 წლიდან არსებობს.

„2022 წლიდან იყო პირველი აფეთქება როდესაც უკვე მაიმუნის ყვავილი აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ გავრცელდა“ – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 122 ქვეყანაშია მაიუმუნის ქყვავილი ამ ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული. 122 ქვეყნიდან 115 ქვეყანაში პირვეკლად. 7 ქვეყანაში ათწლეულებია გავრცელებულია.

„ძირითადად სქესობრივი გზით გადაეცემა. შესაძლებელია კანთან კონტაქტის გზით ან ძალიან ახლო მანძილიდან კონტაქტის დროს, როდესაც საუბრის დროს ჰაერწვეთოვანი გზით შეიძლება გავრცელდეს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იგივე მდგომარეობა იყო გამოცხადებული 2022 წელს, თუმცა, წლევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმით, რომ არის ახალი შტამი, რომელიც წინანდელზე უფრო საშიშია.
წელს გამოვლენილი შტამი წინაზე მეტად აგრესიულია და ლეტალური შედეგიც შედარებით ხშირად დგება. გავრცელება ფიზიკური კონტაქტით, სქესობრივი კავშირით და წვეთოვანი გზით ხდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები და ორსულები არიან.

ამ ხალხს საკმარისი ინფორმაცია არც ინფექციის გავრცელების და არც მისი მკურნალობის შესახებ არ აქვს. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობისთვის საჭირო პირობებიც არ არსებობს, რაც კონგოსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზია. მხოლოდ კონგოში, ინფიცირების მაჩვენებელი 15 ათასს, დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.

17 000 ინფიცირებული აფრიკის 13 ქვეყანაში და პირველი დადასტურებული შემთხვევა ევროპაში – ეს უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სრული სტატისტიკაა. სწორედ ეს ფაქტები, რომ “მაიმუნის ყვავილი” აფრიკის კონტინენტს გაცდა და თანაც ინფიცირების წლევანდელი მონაცემები შარშანდელს 160%-ით აჭარბებს, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. ჯანმო-მ Mpox-ი გასულ კვირას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. აქვე გაკეთდა განმარტება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ახალი “კოვიდი” არ არის.

გარკვეულ ზონებში, შესაძლოა, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა და იზოლირება საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იქ, სადაც მწვავე სიტუაცია და აფეთქებაა, დროულად უნდა დაიწყოს ვაქცინაცია. სწორედ ჯანმო-სთან შეთანხმებით, ერთ-ერთმა დანიურმა კომპანიამ (Bavarian Nordic BAVA.CO ) უკვე დაიწყო ვაქცინის ახალ პარტიაზე მუშაობა და, წლის ბოლომდე, 2 მილიონი ერთეულის წარმოებას გეგმავს.

საერთაშორისო მიმოსვლის, განსაკუთრებით კი ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკი, ბუნებრივად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებობს, რასაც ინფექციონისტები ადასტურებენ. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

“მაიმუნის ყვავილის” წინა ტალღის დროს, 2022 წელს, საქართველოში ერთადერთი შემთხვევა გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის ქვეყნებში “მპოქსის”სწრაფი გავრცელების გამო, 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამსაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ფართომასშტაბიანი გავრცელება აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

მაიმუნის ყვავილი“ ვირუსული დაავადებაა, რომელიც პირველად აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა. ეს დაავადება ენდემურად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, თუმცა ამჟამად მისი გავრცელება უფრო ფართო ხდება.

საუბრობს ექიმი და ბლოგერი არჩილ მარაშანია “:

ხშირად დასმული კითხვები

ამჟამინდელი სტატისტიკა

ამჟამად, აფრიკის კონტინენტზე 13-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 500-ზე მეტი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პირველი შემთხვევა ევროპაში აღინიშნა შვედეთში.

სიმპტომები

„მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყრით, რომელიც ლოკალიზებულია ხელებზე, პირზე, სახეზე, გულმკერდზე და გენიტალიებზე. სხვა სიმპტომები მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, ლიმფური კვანძების გადიდებას, თავის ტკივილს, წელის და კუნთების ტკივილს. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 4 კვირამდე.

როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილი“?

ინფექცია გადამდებია და ხდება პირად კონტაქტზე. ინფექციის გადაცემა ხდება დაავდებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით (ახლო კონტაქტი – კანით კანზე, გამონაყართან კონტაქტით, ლორწოვანთან კონტაქტით, ნერწყვთან კონტაქტით, ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით და/ან სექსუალური კონტაქტით).

ეს მოიცავს:

  • კანზე კანზე კონტაქტი
  • გამონაყართან კონტაქტი
  • ლორწოვანებთან კონტაქტი
  • ნერწყვთან კონტაქტი
  • ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტი
  • სექსუალური კონტაქტი
როგორია მაიმუნის ყვავილის მკურნალობა?
ხელმისაწვდომი მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს (თუმცა, მიმდინარეობს კვლევები და არსებობს რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი). მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია.
როგორია მაიმუნის ყვავილის პრევენციული ღონისძიებები?
პრევენცია შესაძლებელია სავარაუდოდ ინფიცირებულ ადამიანთან/ცხოველთან კონტაქტისთვის თავის არიდებითა და ვაქცინაციით.
მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არსებობს, თუმცა, მისი რაოდენობა შეზღუდულია და მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.
ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ ეტაპზე, ევროპაში გავრცელების რისკი დაბალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს განცხადება, პირველ რიგში, ემსახურება საერთაშორისო რეაგრების აუცილებლობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე კონცენტრირებას”.

 

#drpkhakadze

ჭიებით დაინფიცირება ბავშვებში ზოგადი და მრავალფეროვანი სიმტომებით გამოიხატება

ჭიებით დაინფიცირება ბავშვებში ზოგადი და მრავალფეროვანი სიმტომებით გამოიხატება
#post_seo_title

ჭიებით დაინფიცირება ბავშვებში ზოგადი და მრავალფეროვანი სიმტომებით გამოიხატება

ჭიებით დაინფიცირება ბავშვებში ზოგადი და მრავალფეროვანი სიმტომებით გამოიხატება – სოციალურ ქსელში საუბრობს ექიმი, ირინა ქოქოლაძე :

  • ადვილად დაღლა
  • თავის ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • ცვლილებები კანზე: (გამომშრალი კანი, ხორკლიანი გამონაყარი)
  • მშრალი წამოხველება
  • თვალის თეთრი გარსის ცვლილება, რომელიც მოყვითალო ფერს იძენს.
  • მუცლის ტკივილი
  • გაძლიერებული ნერწყვდენა
  • უმადობა ან პირიქით, მადის გაძლიერება.
  • უკანა ტანის ქავილი.

ბავშვი ზემოთაღნიშნულ სიმპტომებს თუ უჩივის, ჭიაზე გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. უნდა დადგინდეს, რა სახის ჭიითაა ინფიცირებული ბავშვი, შემდეგ კი დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ზოგადად დიაგნოსტიკისთვის განავლის ანალიზი ყოველთვის უტყუარ პასუხს არ იძლევა, ამიტომ უმჯობესია ანუსის ირგვლივ ანაფხეკის აღება სპეციალური პლასტირით.

განსაკუთრებით ეფექტურია, დილას ბავშვის გაღვიძებისთანავე, ბანაობამდე თუ ავიღებთ ანაფხეკს – არის სპეციალური პლასტირები, რომლებიც მაგრდება პერიანალურ არეზე.

მკურნალობა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, რადგან არასწორად მიღებული ანტიჰელმინთური პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.

დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა

დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრმა რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა. დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა

შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და რეანიმატოლოგებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა.

პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალ ხარჯიანი შემთხვევები, DRG-თან ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. აქვე აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება.

ცვლილებებზე სამინისტრომ დარგის ექსპერტებთან და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა. ამასთან, აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგეგმილი სიახლეების მიზანი DRG დაფინანსების მოდელის სრულყოფაა, უშუალოდ ეს ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე. ასევე – კლინიკების ეფექტურად საქმიანობაზე.

ახალი ინიციატივების შესახებ პრეზენტაცია, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სულაბერიძემ წარადგინა. შემდეგ კი შეხვედრა, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრაზე, DRG-ს ქვეყანაში იმპლემენტაცია წარმატებულ რეფორმად შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. სილვიუ დომენტეს განცხადებით, ამით, მოქალაქეების ფინანსური დაცულობა და ჯანდაცვისა თუ ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვანია DRG სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება.

როგორც აღინიშნა, სიახლის ამოქმედებისთანავე, განხორციელდება აქტიური მონიტორინგი, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარისა და აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრები ნინო ნიჟარაძე და ლევან ჩაკვეტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე. ასევე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კიკნაველიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა.

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს.

ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

“პომიდვრის ჯადოსნური ძალა: ჯანმრთელობის სარგებელი და სიფრთხილის წესები”

“პომიდვრის ჯადოსნური ძალა: ჯანმრთელობის სარგებელი და სიფრთხილის წესები”
#post_seo_title

“პომიდვრის ჯადოსნური ძალა: ჯანმრთელობის სარგებელი და სიფრთხილის წესები”

პომიდვრის ჯადოსნური ძალა: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, 25/08/2024 ჟენევა, შვეიცარია

პომიდორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია. მისი გემოვნება, მრავალფეროვნება და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები მას განსაკუთრებულს ხდის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პომიდორი მრავალ სარგებელს გვთავაზობს, ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება მისი მიღება რისკის შემცველი იყოს. ამ სტატიაში განვიხილავთ პომიდვრის სარგებელს ჯანმრთელობისთვის და ვისთვის არის აუცილებელი სიფრთხილის გამოჩენა.
პომიდვრის სარგებელი ჯანმრთელობისთვის
1. ანტიოქსიდანტების მდიდარი წყარო:
პომიდორი ძლიერი ანტიოქსიდანტების წყაროა, მათ შორის ლიკოპინი, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს. ლიკოპინი ცნობილია ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა გულის დაავადებები და გარკვეული ტიპის კიბო, განსაკუთრებით პროსტატის კიბო, რისკის შემცირების უნარით. ის ამცირებს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას და ხელს უწყობს ანთების შემცირებას.
2. გულის ჯანმრთელობა:
პომიდვრის მიღება ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. ლიკოპინი და სხვა ანტიოქსიდანტები პომიდორში ამცირებენ „ცუდ“ ქოლესტერინის დონეს და არეგულირებენ წნევას, რაც გულის დაავადებების რისკს ამცირებს. პომიდორში შემავალი კალიუმი ასევე დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე.
3. კანის ჯანმრთელობა:
პომიდვრის ანტიოქსიდანტები, მათ შორის C და A ვიტამინები, ხელს უწყობენ კანის დაცვას მზის მავნე სხივებისგან და კანის კოლაგენის გამომუშავებას. ლიკოპინი ხელს უშლის მზის სხივებისგან კანის დაზიანებას და შესაძლოა კანის დაბერების ნიშნების შემცირებაში დაგეხმაროთ.
4. კიბოს პროფილაქტიკა:
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ პომიდვრის რეგულარული მოხმარება ამცირებს ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკს. პომიდვრის მაღალი ლიკოპინის შემცველობა დაკავშირებულია პროსტატის, ფილტვის და კუჭის კიბოს რისკის შემცირებასთან. პომიდორში ასევე არის ბეტა-კაროტინი და კვერცეტინი, რომლებიც კიბოს პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
5. საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა:
პომიდორი მდიდარია ბოჭკოებით, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის. ბოჭკოები ხელს უწყობენ ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უშლიან ყაბზობას და ამცირებენ კოლორექტალური კიბოს რისკს. ასევე, პომიდვრის მაღალი წყლის შემცველობა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი პროცესების გამარტივებას და ორგანიზმის ჰიდრატაციას.
6. თვალის ჯანმრთელობა:
პომიდორში არსებული A ვიტამინი და ლიკოპინი იცავს თვალებს ღამის სიბრმავისგან და ამცირებს ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის რისკს. ამ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ თვალების დაცვა ჟანგბადის დაზიანებისგან.
ვინ უნდა მოერიდოს პომიდვრის მიღებას?
მიუხედავად იმისა, რომ პომიდორი ბევრი სარგებელი გვთავაზობს, ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა მისი მიღება პრობლემატური იყოს:
1. მჟავიანობის მომატების და რეფლუქსის მქონე პირები:
პომიდორს აქვს მაღალი მჟავიანობა, რაც შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა და დისკომფორტი მათთვის, ვისაც აქვს მჟავიანობა ან რეფლუქსი. ასეთმა ადამიანებმა უნდა შეზღუდონ პომიდვრის მიღება ან სრულიად მოერიდონ მას.
2. თირკმლის პრობლემების მქონე პირები:
პომიდორი მდიდარია კალიუმით, რაც შეიძლება პრობლემატური იყოს მათთვის, ვისაც აქვს თირკმლის დაავადება. თირკმელებს უწევთ კალიუმის დონის რეგულირება ორგანიზმში, და როცა ისინი არ ფუნქციონირებენ სწორად, ზედმეტი კალიუმი შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია – მდგომარეობა, რომლის დროსაც კალიუმის დონე სისხლში საშიში დონით იმატებს. ასეთ პირებმა უნდა გააკონტროლონ პომიდვრის მოხმარება.
3. ალერგიების ან მგრძნობელობის მქონე პირები:
იშვიათი, მაგრამ ზოგი ადამიანი ალერგიულია პომიდორის მიმართ. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის გამონაყარს, ქავილს, შეშუპებას ან საჭმლის მომნელებელ დისკომფორტს. ასევე, პირებს, რომლებსაც აქვთ პირის ღრუს ალერგიული სინდრომი, შეიძლება ჰქონდეთ რეაქცია პომიდორზე.
4. ართრიტის მქონე პირები:
ზოგიერთი ადამიანი, ვისაც აქვს ართრიტი, განსაკუთრებით ოსტეოართრიტი, აღნიშნავს, რომ ღამის ყვავილისებური მცენარეები, მათ შორის პომიდორი, აუარესებს მათ სიმპტომებს. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სოლანინის არსებობასთან, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულებები შეზღუდულია. ართრიტის მქონე პირებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, თუ როგორ რეაგირებს მათი სხეული პომიდორზე.
5. მკურნალობის გარკვეული ტიპების მქონე პირები:
პომიდორში შემავალი მაღალი K ვიტამინის დონე შესაძლოა ხელი შეუშალოს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების, მაგალითად, ვარფარინის მოქმედებას. K ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, ამიტომ ასეთი მკურნალობის მქონე პირებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან პომიდვრის მოხმარების უსაფრთხოების შესახებ.
პომიდორი არის ჯანსაღი და მრავალფუნქციური საკვები, რომელიც უამრავ სარგებელს გვთავაზობს, გულისა და კანის ჯანმრთელობიდან დაწყებული, კიბოს პროფილაქტიკით დასრულებული. თუმცა, ყველა ადამიანს არ შეუძლია მისი უპირობო მიღება. პომიდორი უნდა მოერიდონ პირებმა, ვისაც აქვს მჟავიანობის მომატება, თირკმლის პრობლემები, გარკვეული ალერგიები, ართრიტი ან ის ვინც მკურნალობის გარკვეულ ტიპებს იღებს. როგორც ნებისმიერ საკვებთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია პირადი ჯანმრთელობის პირობების გათვალისწინება და ექიმთან კონსულტაციის გავლა, თუ არსებობს კითხვები პომიდვრის დიეტაში შეტანის თაობაზე.

„ყველაზე ძვირი“ თუ ყველაზე აუცილებელი? – საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა

„ყველაზე ძვირი“ თუ ყველაზე აუცილებელი? – საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა
#post_seo_title

„ყველაზე ძვირი“ თუ ყველაზე აუცილებელი? – საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა

საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა – პროფესორი გიორგი ფხაკაძე 25/08/2024 ჟენევა, შვეიცარია

სტატია „ყველაზე ძვირი ჯანდაცვის პროგრამები“ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად დიდი თანხები იხარჯება სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამებზე, თუმცა, იგი არ უზრუნველყოფს სიღრმისეულ ანალიზს, თუ რა დადებითი შედეგები აქვს ამ პროგრამებს საქართველოს მოსახლეობისთვის. ასევე, სტატიის მიერ გამოყენებული 2014 და 2024 წლების ხარჯების შედარება არ ითვალისწინებს ინფლაციას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის მედიკამენტების, სამედიცინო აპარატურის, მასალებისა და ხელფასების ფასების ზრდას, რაც შეუძლებელს ხდის ამ ორი წლის ხარჯების პირდაპირ შედარებას. 2014 წელს ჯანდაცვის ხარისხი ასევე ექსტრემალურად დაბალი იყო ნებისმიერი ინდიკატორის მიხედვით, ამიტომ ამ წლების შედარება არაადეკვატურია.
10 ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის პროგრამის დადებითი შედეგები:
1. აივ/შიდსის მართვა (16 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: აივ/შიდსის პროგრამა ამცირებს გრძელვადიან სამედიცინო ხარჯებს, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მართვა უფრო ეფექტურია, ვიდრე გართულებული შემთხვევების მკურნალობა.
ჯანმრთელობის სარგებელი: პაციენტები იღებენ აუცილებელ მკურნალობას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: აივ/შიდსის გავრცელების შეზღუდვა დაცვას უწევს არა მხოლოდ ინფიცირებულ პირებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების რისკებს.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: დაავადების მართვა და მკურნალობა უზრუნველყოფს პაციენტების ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ამცირებს სიღარიბის რისკს.
2. ტუბერკულოზის მართვა (17.2 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: დროული და სრულყოფილი მკურნალობა ტუბერკულოზის წინააღმდეგ გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ჯანმრთელობის ხარჯებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ნაკლები გართულებული შემთხვევა დაფიქსირდება.
ჯანმრთელობის სარგებელი: პაციენტები იღებენ სათანადო მკურნალობას, რაც უზრუნველყოფს მათ გამოჯანმრთელებას და სიცოცხლის გაგრძელებას.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ტუბერკულოზის კონტროლი ამცირებს დაავადების გავრცელების რისკებს, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: ტუბერკულოზის მართვა ამცირებს პაციენტთა ეკონომიკურ ტვირთს, რაც დადებითად მოქმედებს მათ ცხოვრების ხარისხზე და სამუშაო უნარიანობაზე.
3. იმუნიზაცია (30 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: ვაქცინაციის პროგრამა გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ავადმყოფობის გამო გამოწვეულ ხარჯებს, რაც სახელმწიფოს და საზოგადოებისათვის ფინანსურად სასარგებლოა.
ჯანმრთელობის სარგებელი: ვაქცინაცია იცავს ბავშვებსა და მოზრდილებს სერიოზული დაავადებებისგან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობის რისკებს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: იმუნიზაციის პროგრამა ქმნის საზოგადოების კოლექტიურ იმუნიტეტს, რაც ამცირებს ეპიდემიის რისკებს და დაავადებების გავრცელებას.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: ვაქცინაცია უზრუნველყოფს ჯანმრთელ მომავალ თაობას, რაც ამცირებს სიღარიბის განმეორებადი ციკლების რისკებს.
4. დიაბეტის მართვა (30 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: დიაბეტის მართვის პროგრამა ამცირებს გართულებების რისკებს, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის ხარჯების შემცირებას გრძელვადიან პერიოდში.
ჯანმრთელობის სარგებელი: პაციენტებს უზრუნველყოფენ აუცილებელი მედიკამენტებითა და მკურნალობით, რაც აუმჯობესებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას და სიცოცხლის ხარისხს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: დიაბეტის კონტროლი ამცირებს ჯანდაცვის სისტემის დატვირთვას და ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: დიაბეტის მართვა ხელს უწყობს პაციენტების შრომისუნარიანობას, რაც ამცირებს სიღარიბის დონეს და აუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.
5. იშვიათი დაავადებების მკურნალობა (44 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: იშვიათი დაავადებების მკურნალობა უზრუნველყოფს პაციენტების სიცოცხლის გადარჩენას და ამცირებს ხანგრძლივი სამედიცინო დახმარების საჭიროებას, რაც ხარჯების შემცირებას იწვევს.
ჯანმრთელობის სარგებელი: მკურნალობის უზრუნველყოფა აუმჯობესებს პაციენტების სიცოცხლის ხარისხს და აძლევს მათ შანსს სრულფასოვნად იცხოვრონ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: იშვიათი დაავადებების მართვა ხელს უწყობს საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ამცირებს სისტემურ დატვირთვას.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: მკურნალობის უზრუნველყოფა ამცირებს ოჯახების ფინანსურ ტვირთს და იცავს მათ სიღარიბისგან, რაც სოციალურ სტაბილურობას უწყობს ხელს.
6. ფსიქიკური ჯანმრთელობა (50 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ხარჯებს, რადგან პაციენტების რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია ამცირებს მძიმე მდგომარეობების წარმოქმნის რისკს.
ჯანმრთელობის სარგებელი: პაციენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა აუმჯობესებს მათ სიცოცხლის ხარისხს და ხელს უწყობს ნორმალურ სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობას.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვა ამცირებს საზოგადოებრივ რისკებს, როგორიცაა კრიმინალი და თვითმკვლელობა, რაც მთლიანად დადებითად მოქმედებს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა ხელს უწყობს პაციენტების დასაქმებას და ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ამცირებს სიღარიბის დონეს.
7. დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (50 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: თირკმლის დიალიზისა და ტრანსპლანტაციის პროგრამა საშუალებას აძლევს პაციენტებს იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რაც გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს.
ჯანმრთელობის სარგებელი: დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია საშუალებას აძლევს პაციენტებს გადარჩნენ და გააუმჯობესონ სიცოცხლის ხარისხი.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: დიალიზისა და ტრანსპლანტაციის პროგრამა ამცირებს დაავადებების გავრცელებას და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: მკურნალობის უზრუნველყოფა ამცირებს პაციენტების ეკონომიკურ ტვირთს და აუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.
8. რეფერალური მომსახურება (70 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: რეფერალური მომსახურების პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტების დროულ დახმარებას, რაც გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას.
ჯანმრთელობის სარგებელი: პაციენტებს კრიტიკულ სიტუაციებში დროული დახმარება ეძლევათ, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადარჩენის შანსებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: რეფერალური მომსახურება უზრუნველყოფს დაავადებების ეფექტურ კონტროლს და აუმჯობესებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ხელს უწყობს პაციენტების სწრაფ რეაბილიტაციას და ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ამცირებს სიღარიბის რისკს.
9. პირველადი და გადაუდებელი დახმარება (210 მლნ ლარი):
ფინანსური სარგებელი: სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისები ამცირებს ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროებას, რაც გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს.
ჯანმრთელობის სარგებელი: გადაუდებელი დახმარების დროული უზრუნველყოფა კრიტიკულ სიტუაციებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადარჩენის შანსებს და ხელს უწყობს პაციენტების სიცოცხლის გაგრძელებას.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: სასწრაფო დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა აძლიერებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ამცირებს პაციენტების ჯანმრთელობის გართულებების რისკებს.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: გადაუდებელი დახმარების დროული უზრუნველყოფა ხელს უწყობს პაციენტების სწრაფ სოციალურ და ეკონომიკურ რეაბილიტაციას, რაც ამცირებს სიღარიბის რისკს და აუმჯობესებს მოსახლეობის საერთო კეთილდღეობას.
10. მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (1.035 მლრდ ლარი):
ფინანსური სარგებელი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო ფენების სამედიცინო მომსახურებას, რაც გრძელვადიან პერიოდში ამცირებს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეულ ხარჯებს.
ჯანმრთელობის სარგებელი: პროგრამა უზრუნველყოფს მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით, მათ შორის გეგმური და გადაუდებელი დახმარებით, რაც აუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის საერთო დონეს და ამცირებს სიკვდილიანობას.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: საყოველთაო ჯანდაცვა უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, რაც ამცირებს დაავადებების გავრცელების რისკებს და აუმჯობესებს ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
სოციალური და სიღარიბის შემცირების ეფექტი: პროგრამა ამცირებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს ჯანმრთელობის ხარჯებზე, რაც ხელს უწყობს სიღარიბის დონის შემცირებას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
დასკვნა:
სტატია „ყველაზე ძვირი ჯანდაცვის პროგრამები“ ცდილობს აღწეროს, თუ რამდენი თანხა იხარჯება სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამებზე, მაგრამ მასში არ არის გათვალისწინებული ამ პროგრამების დადებითი შედეგები საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობისთვის. მხოლოდ ბიუჯეტში ხარჯების რაოდენობის ნახსენები საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, რაც ფასდაუდებელია.
2014 და 2024 წლების ხარჯების პირდაპირი შედარება ასევე არარელევანტურია, რადგან არ ითვალისწინებს ინფლაციისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, მედიკამენტების, სამედიცინო აპარატურისა და მასალების ღირებულების გაზრდას, ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდას. ამასთან, 2014 წელს ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალი იყო, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეუსაბამობას ამ ორი წლის შედარებისას.
ჯანდაცვის პროგრამების მიზანი არა მხოლოდ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაა, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერება და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროგრამა შეფასდეს არა მხოლოდ ხარჯების, არამედ მისი სოციალური და ჯანმრთელობის შედეგების თვალსაზრისით.

#drpkhakadze

მაიმუნის ყვავილის კრიზისი: რატომ არ არის საკმარისი WHO-ს $135 მილიონი რეალური გამოწვევების დასაძლევად?

მაიმუნის ყვავილის კრიზისი: რატომ არ არის საკმარისი WHO-ს $135 მილიონი რეალური გამოწვევების დასაძლევად?
#post_seo_title

მაიმუნის ყვავილის კრიზისი: რატომ არ არის საკმარისი WHO-ს $135 მილიონი რეალური გამოწვევების დასაძლევად?

მაიმუნის ყვავილის კრიზისი – პროფესორი გიორგი ფხაკაძე 25/08/2024 ჟენევა, შვეიცარია

სტატია, რომელიც ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი 135 მილიონი აშშ დოლარის ხარჯვას, სწორად აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა საჭიროა დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. თუმცა, არსებული მონაცემების ფონზე, ეს თანხა არ არის საკმარისი.
ძირითადი კრიტიკული შენიშვნები:
1. განმარტებების ნაკლებობა ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ: 2024 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, 12 ქვეყანაში დაფიქსირებულია 3,562 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 26 გარდაცვალება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დემოკრატიულ კონგოს რესპუბლიკაში, სადაც 3,235 შემთხვევა და 26 გარდაცვალებაა დაფიქსირებული. ასევე, ბურუნდში 153 შემთხვევა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 45 შემთხვევა. ეს რიცხვები მიუთითებს, რომ ცენტრალურ აფრიკაში სიტუაცია ძალიან კრიტიკულია, და მიუხედავად $135 მილიონის გამოყოფისა, ეს თანხა საკმარისი არ იქნება ამ კრიზისის ეფექტურად გადასაჭრელად.
2. ქმედებების საჭიროების უგულებელყოფა: მიუხედავად იმისა, რომ WHO გეგმავს $135 მილიონი დოლარის გამოყენებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, სტატიაში არ არის ნათლად მითითებული, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების განაწილება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემოკრატიულ კონგოს რესპუბლიკაში დაავადების გავრცელება უკვე აღწევს საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციის (PHEIC) დონეს. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, სასწრაფო და კოორდინირებული ქმედებები აუცილებელია, რათა მოხდეს სწრაფი რეაგირება და ინფიცირებულთა დახმარება.
3. სასწრაფო ქმედებების საჭიროება: არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით დემოკრატიულ კონგოს რესპუბლიკაში და მის მეზობელ ქვეყნებში, მოითხოვს უფრო ინტენსიურ და სასწრაფო ქმედებებს. WHO-ს მიერ გამოყოფილი თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, შესაძლოა არ იყოს საკმარისი, თუ არ იქნება გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად და მიზანმიმართულად. გლობალური რისკის შეფასების მიხედვით, აღმოსავლეთ კონგოსა და მის მეზობელ ქვეყნებში რისკი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის შეკავება საჭიროებს მასშტაბურ, სწრაფ და კოორდინირებულ მოქმედებას.
4. გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინება: WHO-ს მიერ გამოყოფილი თანხა უნდა იყოს გამოყენებული არა მხოლოდ არსებული კრიზისის მოსაგვარებლად, არამედ გრძელვადიანი პრევენციისთვის. ინფრასტრუქტურის გაძლიერება, დაავადების გავრცელების შეზღუდვა და მოსახლეობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მომავალში მსგავსი კრიზისები თავიდან იქნას აცილებული. ამ მიზნით, აუცილებელია არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელება.
5. სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა: სტატია არ იძლევა სიღრმისეულ ანალიზს ცენტრალურ აფრიკაში არსებული სიტუაციის შესახებ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მკითხველს შეცდომაში შეიყვანოს. არსებული რეალობა გაცილებით კრიტიკულია, ვიდრე სტატია აღწერს, და საჭიროა უფრო დეტალური ინფორმაცია, რომ მკითხველებმა ზუსტად გაიგონ, რამდენად მძიმეა სიტუაცია და რა ზომებია საჭირო კრიზისის მართვისთვის.
დასასრულს, $135 მილიონი, რომელიც WHO-მ გამოყო, მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს, თუმცა არსებული მონაცემებისა და ინფიცირების სიხშირის გათვალისწინებით, ეს თანხა საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო ფართო ფინანსური და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, ასევე დროული და კოორდინირებული მოქმედებები, რათა დაავადების გავრცელება ეფექტურად შეჩერდეს და მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამასთან, აუცილებელია, რომ სტატია მოიცავდეს უფრო სიღრმისეულ ანალიზს, რათა მკითხველმა ზუსტად გაიგოს, რა გამოწვევები დგას WHO-ს წინაშე და რა რეალური მდგომარეობაა ადგილზე, რაც თავიდან ააცილებს მკითხველს შეცდომაში შეყვანას და არასწორ წარმოდგენებს.

გიორგი ფხაკაძის რეაქცია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს მონაცემებზე

„ყველაზე ძვირი“ თუ ყველაზე აუცილებელი? – საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა
#post_seo_title

“პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში” “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი

#post_seo_title

2024 წლის 23 აგვისტოს “პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს.

იოსებ დემეტრაშვილი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი იოსებ დემეტრაშვილი

კლინიკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • ეკა ყაველაშვილი – საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • ნათია გელაშვილი – pr & მარკეტინგის მენეჯერი.
  • ელისო ძიძიშვილი – ამბულატორიის ხელმძღვანელი.

თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლები კლინიკა პინეოში
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილისა და თათია გოჩაძის ვიზიტი პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში

ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ სტანდარტებს, კერძოდ, პაციენტთა ჩართულობის სტანდარტს კლინიკების განვითარების პროცესში.

აღნიშნული პროექტის თანახმად, ჰოსპიტალმა შეარჩია პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორები, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ პაციენტებთან და მათ ოჯახის წევრებთან – უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებასა და დაეხმარებიან ნებისმიერი მათთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი ვიზიტით კლინიკა პინეოში

პროექტის მიზანია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობის გაზრდა ჯანდაცვის პროცესში, რაც მოიცავს კომუნიკაციის გაუმჯობესებას, პრობლემების ეფექტურად მოგვარებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისად.

პროექტის ცენტრალური კომპონენტია პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორის (PRC) როლის შექმნა.

პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი ამ პროექტის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან, მათ ოჯახებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან ეფექტურ კომუნიკაციას. ეს როლი აუცილებელია პრობლემების მოგვარებისთვის, პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად და “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.

კოორდინატორი წარმოადგენს პაციენტთა ინტერესებს და მუშაობს ჯანდაცვის პერსონალთან, რათა შექმნას უფრო საპასუხო და თანამგრძნობი ჯანდაცვის გარემო. ეს პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მყისიერი საკითხების მოსაგვარებლად, არამედ პაციენტთა მოვლის გრძელვადიანი გაუმჯობესებისთვისაც.

ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში “პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ“ უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს კლინიკის ხელმძღვანელობას.
 კლინიკაში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:
პინეო QR
დაასკანერეთ QR კოდი და მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. კლინიკის “პაციენტთა ფორუმი”  რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე.

პაციენტთა საბჭოს ჩართულობა კლინიკის საქმიანობაში ემსახურება  მიზანს – დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი - აკრედიტაცია კანადა
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე ვიზიტით პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში
„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია."ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი კლინიკა პინეოში

 

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით.

 

აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

 კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით

ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით
#post_seo_title

პირველი ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. ეს არის პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა განათლების სამინისტროს აღიარება და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. ასევე ევროპულ ფიტნეს აკადემიასთან პარტნიორობით შესაძლებელი გახდა, საქართველოში საერთასორისო სერტიფიკატის აღება.

მომხმარებლებს ვთავაზობთ კვალიფიციურ ფიტნეს მწვრთნელებს და უსაფრთხო ვარჯიშს – ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით

ჩვენი მიზანია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ვარჯიშის დაწყებას, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოს ვარჯიში. ჩვენს  პროფესიულ ენაზე ამას ვუწოდებთ “ნულოვან ადაპტაციას“, როცა ადამიანს აქამდე არ ჰქონია ფიზიკური აქტივობების გამოცდილება. ამ შემთხვევაში ვარჯიშის ყველა პროგრამა უნდა იყოს შედგენილი იმ დეტალების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. თუ ადამიანს აქამდე არ უვარჯიშია, მან უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

1. უმჯობესი იქნება, თუ აიყვანს კვალიფიციურ, კომპეტენტურ მწვრთნელს, რომელიც მას დაეხმარება საწყის ეტაპზე სწორი პროგრამის შერჩევაში და მოძრაობების ტექნიკურ დეტალებში გარკვევაში.

2. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დამოუკიდებლად ვარჯიში, გაითვალისწინეთ: დატვირთვა უნდა იყოს ადეკვატური და  თანდათანობით იზრდებოდეს. არ არის საჭირო ეგრევე საბაზისო მოძრაობებზე გადასვლა, თანაც – წონებით. მიეცით ორგანიზმს და მის კუნთოვან სისტემას საშუალება, რომ ის დაუკავშირდეს ნერვულ სისტემას და ჩამოაყალიბოს ახალი ნეირონული კავშირები იმისათვის, რომ გამოგიმუშავდეთ მოძრაობის სწორი ბიომექანიკა. მოამზადეთ კუნთები ფიზიკური სტრესისათვის და ეს გააკეთეთ იზოლირებული მოძრაობებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ საბაზისო ვარჯიშებზე და ნელ-ნელა გაზარდოთ დამატებითი წონები.

როგორ აისახება ვარჯიში ჯანმრთელობაზე?

მჯდომარე (ჰიპოდინამიური) ცხოვრების წესი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის თანახმად, მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის 25%-ზე მეტი არ იღებს საკმარის ფიზიკურ დატვირთვას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში, მუშაობენ კომპიუტერთან, იყენებენ მობილურ მოწყობილობებს და მოიხმარენ გასართობ კონტენტს.

გაცხიმოვნების რისკი: ჟურნალ “The Lancet“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1975-2016 წლებში მსოფლიოში ჭარბწონიანი მოზრდილი ადამიანების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და 1,9 მილიარდს მიაღწია. მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ამ საგანგაშო ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორისაა.ფიზიკური აქტივობა  დადებითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემაზე. განსაკუთრებით, როცა ფიზიკური აქტივობა არის სისტემატური. ერთადერთი ეფექტური  საშუალება ადინამიური ცხოვრების წესთან ბრძოლაში არის ფიზიკური აქტივობა, სეირნობა, ვარჯიში ღია ცის ქვეშ თუ სახლში, ფიტნეს კლუბში თუ ველოსიპედის ტარება.

ჯანმრთელობის პრობლემები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1 მილიარდზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოსა და სხვა ქრონიკულ დაავადებათა განვითარების რისკი არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის გამო.

გაზრდილი სტრესი: ციფრულ მოწყობილობებსა და სოციალურ მედიასთან მუდმივმა კავშირმა, შეიძლება, გამოიწვიოს სტრესის მომატება და ფსიქოლოგიური პრობლემები. კვლევები აჩვენებს, რომ ვირტუალურ სივრცეში გატარებულმა ხანგრძლივმა დრომ შეიძლება იმოქმედოს ძილზე, თვითშეფასებასა და გონებრივ სიჯანსაღეზე.

რა ვარჯიშები არსებობს ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის

ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასაკიდან გამომდინარე, შეირჩევა სპორტული აქტივობები.

8 წლის ბავშვისათვის ფიტნეს დარბაზში სპორტულ დანადგარებთან მუშაობა არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით, თუ საუბარი გვაქვს დამატებითი წონით მუშაობაზე. ამ ასაკის ბავშვებს უფრო ფუნქციური და საერთო განმავითარებელი ვარჯიში სჭირდებათ.

მოზარდის შემთხვევაში შესაძლებელია სპორტული დანადგარებისა და თავისუფალი წონების გამოყენება, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მოზარდმა ჯერ არ დაასრულა ზრდა და მისთვის არ შეიძლება მაღალი ინტენსივობისა და მოცულობის ვარჯიშები. არ უნდა დაირღვეს აღდგენის მექანიზმები და კორტიზოლის დონე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გადავღალოთ ენდოკრინული ჯირკვლები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს მაღალი წონებით შესრულებულმა ვარჯიშებმა შეიძლება დაუზიანოს ეპიფიზური ფირფიტები, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ბავშვისა და მოზარდის  სიმაღლეში ზრდის შეფერხებას. აუცილებელია, რომ ბავშვები იყვნენ აქტიურები, მაგრამ ეს აქტიურობა არ უნდა ვნებდეს მათ.

როგორ შევარჩიოთ ფიტნეს დარბაზი

თბილისში ახლა ბევრი დარბაზია, ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, არჩევანი საკმაოდ დიდია.

დარბაზი უნდა შეირჩეს თქვენს მიერ დასახული მიზნებიდან გამომდინარე. პირობითად, თუ გსურთ კრივი, კროსფიტი ან ფუნქციური ვარჯიში, უნდა მიხვიდეთ დარბაზში, სადაც იქნება ეს მიმართულებები. როგორც წესი, კლასიკური ფიტნეს დარბაზები ამ მიმართულებებს მაღალი ხარისხით ვერ აწვდიან მომხმარებელს, რადგან მათ ცალკე კვალიფიკაციის მწვრთნელი სჭირდება, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს.

ბოლო დროს მომხმარებელი იწყებს არა დარბაზის შერჩევით, არამედ ის თავიდან ეძებს კარგ მწვრთნელს და ამის შემდეგ უკვე აინტერესებს დარბაზი. ვინც დამოუკიდებლად ვარჯიშობს, ისინი დარბაზს რამდენიმე კრიტერიუმით ირჩევენ, ესენია:

1. ლოკაცია;

2. აქტუალურობა (რამდენად პოპულარულია დარბაზი);

3. სერვისი (მომსახურების ხარისხი).

პერსონალის შესახებ ინფორმაცია:

პირველი ფიტნეს აკადემიის ლექტორები არიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ექიმი-რეაბილიტოლოგები, სპორტის უნივერსიტეტის ლექტორები, დარგის სპეციალისტები, ფიტნეს ექსპერტები და სპორტული ნუტრიციოლოგიის სპეციალისტები.

  • ირაკლი შენგელია-ექიმი რეაბილიტოლოგი
  • ირაკლი გვიშიანი-დარგის სპეციალისტი
  • ნინი გაწერელია-სპორტცმენი,დარგის სპეციალისტი სამედიცინო განათლებით
  • ნიკოლოზ ზაქაიძე-დარგის სპეციალისტი
  • კახაბერ ხვედელიძე -სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი
  • ვალიტა გორელჩანიკი-დარგი სპეციალისტი. А კლასის მწვრთნელი,ფიტნეს ექსპერტი
  • ვალა იჩხითი-სპორტული ნუტრიციოლოგიის სპეციალისტი

როგორ შევარჩიოთ კვალიფიციური, თანამედროვე ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს?

ამ ეტაპზე ფიტნეს ინსტრუქტორის შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია, რადგანაც საქართველოში ეს პროფესია არ არის რეგულირებადი, შესაბამისად, დამსაქმებლის მოთხოვნები დასაქმებულის მიმართ, როგორც კადრების შერჩევის კრიტერიუმები, არის ზედაპირული:

1. ვიზუალი;

2. სოცქსელებში აქტუალურობა;

3. კომუნიკაბელურობა.

დარბაზების თითქმის 90% არ ითხოვს კომპეტენციის რაიმე დამადასტურებელ ტესტირებას ან დოკუმენტის წარდგენას, რაც ბევრისათვის დასაქმების შესაძლებლობას ამარტივებს, შესაბამისად, რთულია მომხმარებლისათვის ამოცნობა, თუ რამდენად კომპეტენტურია მის მიერ დაქირავებული პერსონალურ მწვრთნელი. პირველი, რაც უნდა გაარკვიოთ კომპანიასთან, რომელიც პერსონალური მწვრთნელის სერვისს გთავაზობთ, არის ის, – აქვს თუ არა ამ მწვრთნელს მისი  კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთი. ეს საბუთი უნდა იყოს გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის  მქონე ორგანიზაციის და არა ფედერაციის ან კერძო ტრენინგცენტრის მიერ. ამ ეტაპზე მწვრთნელების შერჩევა ძირითადად ხდება რეკომენდაციების მიხედვით. თუ მომხმარებელი მწვრთნელით კმაყოფილია, ის მას რეკომენდაციას უწევს სხვა მომხმარებელთან.

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი აკადემია არსებობს საქართველოში, რომელმაც გაიარა განათლების სამინისტროს აკრედიტაცია და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს. ეს არის “პირველი ფიტნეს აკადემია.

#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights