სამშაბათი, ივნისი 16, 2026

“პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში” “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი

#post_seo_title

2024 წლის 23 აგვისტოს “პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს.

იოსებ დემეტრაშვილი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი იოსებ დემეტრაშვილი

კლინიკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • ეკა ყაველაშვილი – საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • ნათია გელაშვილი – pr & მარკეტინგის მენეჯერი.
  • ელისო ძიძიშვილი – ამბულატორიის ხელმძღვანელი.

თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლები კლინიკა პინეოში
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილისა და თათია გოჩაძის ვიზიტი პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში

ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ სტანდარტებს, კერძოდ, პაციენტთა ჩართულობის სტანდარტს კლინიკების განვითარების პროცესში.

აღნიშნული პროექტის თანახმად, ჰოსპიტალმა შეარჩია პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორები, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ პაციენტებთან და მათ ოჯახის წევრებთან – უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებასა და დაეხმარებიან ნებისმიერი მათთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი ვიზიტით კლინიკა პინეოში

პროექტის მიზანია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობის გაზრდა ჯანდაცვის პროცესში, რაც მოიცავს კომუნიკაციის გაუმჯობესებას, პრობლემების ეფექტურად მოგვარებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისად.

პროექტის ცენტრალური კომპონენტია პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორის (PRC) როლის შექმნა.

პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი ამ პროექტის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან, მათ ოჯახებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან ეფექტურ კომუნიკაციას. ეს როლი აუცილებელია პრობლემების მოგვარებისთვის, პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად და “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.

კოორდინატორი წარმოადგენს პაციენტთა ინტერესებს და მუშაობს ჯანდაცვის პერსონალთან, რათა შექმნას უფრო საპასუხო და თანამგრძნობი ჯანდაცვის გარემო. ეს პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მყისიერი საკითხების მოსაგვარებლად, არამედ პაციენტთა მოვლის გრძელვადიანი გაუმჯობესებისთვისაც.

ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში “პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ“ უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს კლინიკის ხელმძღვანელობას.
 კლინიკაში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:
პინეო QR
დაასკანერეთ QR კოდი და მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. კლინიკის “პაციენტთა ფორუმი”  რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე.

პაციენტთა საბჭოს ჩართულობა კლინიკის საქმიანობაში ემსახურება  მიზანს – დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი - აკრედიტაცია კანადა
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე ვიზიტით პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში
„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია."ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი კლინიკა პინეოში

 

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით.

 

აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

 კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით

ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით
#post_seo_title

პირველი ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. ეს არის პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა განათლების სამინისტროს აღიარება და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. ასევე ევროპულ ფიტნეს აკადემიასთან პარტნიორობით შესაძლებელი გახდა, საქართველოში საერთასორისო სერტიფიკატის აღება.

მომხმარებლებს ვთავაზობთ კვალიფიციურ ფიტნეს მწვრთნელებს და უსაფრთხო ვარჯიშს – ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით

ჩვენი მიზანია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ვარჯიშის დაწყებას, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოს ვარჯიში. ჩვენს  პროფესიულ ენაზე ამას ვუწოდებთ “ნულოვან ადაპტაციას“, როცა ადამიანს აქამდე არ ჰქონია ფიზიკური აქტივობების გამოცდილება. ამ შემთხვევაში ვარჯიშის ყველა პროგრამა უნდა იყოს შედგენილი იმ დეტალების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. თუ ადამიანს აქამდე არ უვარჯიშია, მან უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

1. უმჯობესი იქნება, თუ აიყვანს კვალიფიციურ, კომპეტენტურ მწვრთნელს, რომელიც მას დაეხმარება საწყის ეტაპზე სწორი პროგრამის შერჩევაში და მოძრაობების ტექნიკურ დეტალებში გარკვევაში.

2. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დამოუკიდებლად ვარჯიში, გაითვალისწინეთ: დატვირთვა უნდა იყოს ადეკვატური და  თანდათანობით იზრდებოდეს. არ არის საჭირო ეგრევე საბაზისო მოძრაობებზე გადასვლა, თანაც – წონებით. მიეცით ორგანიზმს და მის კუნთოვან სისტემას საშუალება, რომ ის დაუკავშირდეს ნერვულ სისტემას და ჩამოაყალიბოს ახალი ნეირონული კავშირები იმისათვის, რომ გამოგიმუშავდეთ მოძრაობის სწორი ბიომექანიკა. მოამზადეთ კუნთები ფიზიკური სტრესისათვის და ეს გააკეთეთ იზოლირებული მოძრაობებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ საბაზისო ვარჯიშებზე და ნელ-ნელა გაზარდოთ დამატებითი წონები.

როგორ აისახება ვარჯიში ჯანმრთელობაზე?

მჯდომარე (ჰიპოდინამიური) ცხოვრების წესი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის თანახმად, მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის 25%-ზე მეტი არ იღებს საკმარის ფიზიკურ დატვირთვას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში, მუშაობენ კომპიუტერთან, იყენებენ მობილურ მოწყობილობებს და მოიხმარენ გასართობ კონტენტს.

გაცხიმოვნების რისკი: ჟურნალ “The Lancet“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1975-2016 წლებში მსოფლიოში ჭარბწონიანი მოზრდილი ადამიანების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და 1,9 მილიარდს მიაღწია. მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ამ საგანგაშო ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორისაა.ფიზიკური აქტივობა  დადებითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემაზე. განსაკუთრებით, როცა ფიზიკური აქტივობა არის სისტემატური. ერთადერთი ეფექტური  საშუალება ადინამიური ცხოვრების წესთან ბრძოლაში არის ფიზიკური აქტივობა, სეირნობა, ვარჯიში ღია ცის ქვეშ თუ სახლში, ფიტნეს კლუბში თუ ველოსიპედის ტარება.

ჯანმრთელობის პრობლემები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1 მილიარდზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოსა და სხვა ქრონიკულ დაავადებათა განვითარების რისკი არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის გამო.

გაზრდილი სტრესი: ციფრულ მოწყობილობებსა და სოციალურ მედიასთან მუდმივმა კავშირმა, შეიძლება, გამოიწვიოს სტრესის მომატება და ფსიქოლოგიური პრობლემები. კვლევები აჩვენებს, რომ ვირტუალურ სივრცეში გატარებულმა ხანგრძლივმა დრომ შეიძლება იმოქმედოს ძილზე, თვითშეფასებასა და გონებრივ სიჯანსაღეზე.

რა ვარჯიშები არსებობს ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის

ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასაკიდან გამომდინარე, შეირჩევა სპორტული აქტივობები.

8 წლის ბავშვისათვის ფიტნეს დარბაზში სპორტულ დანადგარებთან მუშაობა არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით, თუ საუბარი გვაქვს დამატებითი წონით მუშაობაზე. ამ ასაკის ბავშვებს უფრო ფუნქციური და საერთო განმავითარებელი ვარჯიში სჭირდებათ.

მოზარდის შემთხვევაში შესაძლებელია სპორტული დანადგარებისა და თავისუფალი წონების გამოყენება, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მოზარდმა ჯერ არ დაასრულა ზრდა და მისთვის არ შეიძლება მაღალი ინტენსივობისა და მოცულობის ვარჯიშები. არ უნდა დაირღვეს აღდგენის მექანიზმები და კორტიზოლის დონე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გადავღალოთ ენდოკრინული ჯირკვლები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს მაღალი წონებით შესრულებულმა ვარჯიშებმა შეიძლება დაუზიანოს ეპიფიზური ფირფიტები, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ბავშვისა და მოზარდის  სიმაღლეში ზრდის შეფერხებას. აუცილებელია, რომ ბავშვები იყვნენ აქტიურები, მაგრამ ეს აქტიურობა არ უნდა ვნებდეს მათ.

როგორ შევარჩიოთ ფიტნეს დარბაზი

თბილისში ახლა ბევრი დარბაზია, ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, არჩევანი საკმაოდ დიდია.

დარბაზი უნდა შეირჩეს თქვენს მიერ დასახული მიზნებიდან გამომდინარე. პირობითად, თუ გსურთ კრივი, კროსფიტი ან ფუნქციური ვარჯიში, უნდა მიხვიდეთ დარბაზში, სადაც იქნება ეს მიმართულებები. როგორც წესი, კლასიკური ფიტნეს დარბაზები ამ მიმართულებებს მაღალი ხარისხით ვერ აწვდიან მომხმარებელს, რადგან მათ ცალკე კვალიფიკაციის მწვრთნელი სჭირდება, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს.

ბოლო დროს მომხმარებელი იწყებს არა დარბაზის შერჩევით, არამედ ის თავიდან ეძებს კარგ მწვრთნელს და ამის შემდეგ უკვე აინტერესებს დარბაზი. ვინც დამოუკიდებლად ვარჯიშობს, ისინი დარბაზს რამდენიმე კრიტერიუმით ირჩევენ, ესენია:

1. ლოკაცია;

2. აქტუალურობა (რამდენად პოპულარულია დარბაზი);

3. სერვისი (მომსახურების ხარისხი).

პერსონალის შესახებ ინფორმაცია:

პირველი ფიტნეს აკადემიის ლექტორები არიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ექიმი-რეაბილიტოლოგები, სპორტის უნივერსიტეტის ლექტორები, დარგის სპეციალისტები, ფიტნეს ექსპერტები და სპორტული ნუტრიციოლოგიის სპეციალისტები.

  • ირაკლი შენგელია-ექიმი რეაბილიტოლოგი
  • ირაკლი გვიშიანი-დარგის სპეციალისტი
  • ნინი გაწერელია-სპორტცმენი,დარგის სპეციალისტი სამედიცინო განათლებით
  • ნიკოლოზ ზაქაიძე-დარგის სპეციალისტი
  • კახაბერ ხვედელიძე -სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი
  • ვალიტა გორელჩანიკი-დარგი სპეციალისტი. А კლასის მწვრთნელი,ფიტნეს ექსპერტი
  • ვალა იჩხითი-სპორტული ნუტრიციოლოგიის სპეციალისტი

როგორ შევარჩიოთ კვალიფიციური, თანამედროვე ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს?

ამ ეტაპზე ფიტნეს ინსტრუქტორის შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია, რადგანაც საქართველოში ეს პროფესია არ არის რეგულირებადი, შესაბამისად, დამსაქმებლის მოთხოვნები დასაქმებულის მიმართ, როგორც კადრების შერჩევის კრიტერიუმები, არის ზედაპირული:

1. ვიზუალი;

2. სოცქსელებში აქტუალურობა;

3. კომუნიკაბელურობა.

დარბაზების თითქმის 90% არ ითხოვს კომპეტენციის რაიმე დამადასტურებელ ტესტირებას ან დოკუმენტის წარდგენას, რაც ბევრისათვის დასაქმების შესაძლებლობას ამარტივებს, შესაბამისად, რთულია მომხმარებლისათვის ამოცნობა, თუ რამდენად კომპეტენტურია მის მიერ დაქირავებული პერსონალურ მწვრთნელი. პირველი, რაც უნდა გაარკვიოთ კომპანიასთან, რომელიც პერსონალური მწვრთნელის სერვისს გთავაზობთ, არის ის, – აქვს თუ არა ამ მწვრთნელს მისი  კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთი. ეს საბუთი უნდა იყოს გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის  მქონე ორგანიზაციის და არა ფედერაციის ან კერძო ტრენინგცენტრის მიერ. ამ ეტაპზე მწვრთნელების შერჩევა ძირითადად ხდება რეკომენდაციების მიხედვით. თუ მომხმარებელი მწვრთნელით კმაყოფილია, ის მას რეკომენდაციას უწევს სხვა მომხმარებელთან.

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი აკადემია არსებობს საქართველოში, რომელმაც გაიარა განათლების სამინისტროს აკრედიტაცია და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს. ეს არის “პირველი ფიტნეს აკადემია.

#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind

ფიტპას ჯორჯიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა: GCCA-ის ახალი გადაწყვეტილება

ფიტპას ჯორჯიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა: GCCA-ის ახალი გადაწყვეტილება
#post_seo_title

ფიტპას ჯორჯიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა: GCCA-ის ახალი გადაწყვეტილება

ფიტნეს დარბაზებით სარგებლობის სააბონენტო სისტემა “ფიტპას ჯორჯიას” მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პირობითი ვალდებულებები განუსაზღვრა.

ფიტპას ჯორჯია და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ახალ ხელშეკრულებას აფორმებენ. GCCA-მ ფიტპას ჯორჯიას მიმართ პირობითი ვალდებულებები დააწესა მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო.

რას ითვალისწინებს GCCA-ს გადაწყვეტილება?

GCCA-მ „ფიტპას ჯორჯიას“ დაავალა:

  1. შიდა პოლიტიკის გამოსწორება: კომპანიის შიდა პოლიტიკა უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისი და გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
  2. მინიმუმი ინფორმაცია მომხმარებლისთვის: კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მომხმარებლებს უნდა ჰქონდეს ქართულ ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად.
  3. ხელსშეკრულების ცვლილებები: მომსახურების ხელშეკრულების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლებს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება 1 თვით ადრე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

GCCA-ის გადაწყვეტილების თანახმად, ფიტპას ჯორჯიას 3 თვის ვადა მიეცა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ფიტპას ჯორჯია კომპანიაა, რომელიც ყოველთვიური სააბონენტოს სანაცვლოდ სთავაზობს სპორტ დარბაზებით და სხვადასხვა სპორტულ და გამაჯანსაღებელ დაწესებულებებით სარგებლობის სერვისს. ეს სერვისი საშუალებას აძლევს კომპანიებს თავიანთი თანამშრომლებისათვის მიიღონ კომფორტული და მულტიფუნქციური სპორტული აქტივობები.

რა უნდა იცოდეთ ახალი რეგულაციების შესახებ?

  • უსაფრთხოება და სანდოობა: ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მათი უფლებები დაიცვას.
  • შეცვლილებების ეფექტი: კონტროლის სისტემა ვალდებულებების შესრულებით დაიცავს მომხმარებლების უფლებებს და გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს.
  • “გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

    მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;

    მომსახურების ხელშეკრულებაში, ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემთხვევაში, 1 თვით ადრე, სერვისის თითოეულ მომხმარებელს ელ-ფოსტის მეშვეობით აცნობოს.

    GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად,”- ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    კომპანია “ფიტპას ჯორჯია” კომპანიებს ყოველთვიური სააბონენტოს სანაცვლოდ მათი თანამშრომლებისთვის სპორტ დარბაზებით და სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი დაწესებულებებით სარგებლობის სერვისს სთავაზობს.

FDA-მ დაამტკიცა განახლებული Covid ვაქცინები, მაგრამ ისინი საქართველოში არ იქნება ხელმისაწვდომი – გიორგი ფხაკაძეინფორმაციას ავრცელებს

FDA-მ დაამტკიცა განახლებული Covid ვაქცინები, მაგრამ ისინი საქართველოში არ იქნება ხელმისაწვდომი - გიორგი ფხაკაძეინფორმაციას ავრცელებს
#post_seo_title

FDA-მ დაამტკიცა განახლებული Covid ვაქცინები, მაგრამ ისინი საქართველოში არ იქნება ხელმისაწვდომი – ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საკვების და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაამტკიცა Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ შექმნილი განახლებული ვაქცინები. ეს გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ მაშინ, როდესაც ამერიკაში ვირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება, რაც ახალ ვაქცინებს რამდენიმე დღეში საშუალებას მისცემს ამერიკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილში გავრცელდეს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო ამ ეტაპზე ვერ მიიღებს ამ განახლებულ ვაქცინებს.
ვაქცინების მიზანი:
ეს ახალი ვაქცინები მიზნად ისახავს KP.2 შტამს, რომელიც წარმოიშვა ომიკრონის მეტად გადამდები სუბვარიანტის, JN.1-ისგან. JN.1 მიმდინარე წლის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ KP.2 მაისში დომინანტური იყო, ახლა ის შეადგენს აშშ-ში ყველა შემთხვევის მხოლოდ 3%-ს, CDC-ის უახლესი მონაცემების მიხედვით.
CDC-ის რეკომენდაციები:
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) მოუწოდებს 6 თვეზე მეტი ასაკის ყველა ადამიანს, რომ მიიღოს განახლებული COVID-19 ვაქცინა ამ წელს. ეს რეკომენდაცია ეფუძნება მუდმივად ცვალებადი ვირუსის წინააღმდეგ საუკეთესო დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას.
გლობალური განსხვავებები:
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოსახლეობა მალე შეძლებს განახლებული ვაქცინების მიღებას, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა არ ექნება საქართველოს მოსახლეობას. ეს გარემოება ხაზს უსვამს გლობალური ჯანდაცვის უთანასწორობას, რაც ქვეყნებს შორის ვაქცინების ხელმისაწვდომობას ეხება.
მნიშვნელობა და პერსპექტივა:
COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან ერთად, განახლებული ვაქცინების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვირუსის გავრცელების შეკავებაში და ჯანდაცვის სფეროსთვის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ამ ვაქცინების სწრაფი გავრცელება აუცილებელია, რათა შემცირდეს მძიმე შემთხვევების რაოდენობა და თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები. თუმცა, საქართველოსთვის ვაქცინების მიუწვდომლობა კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს ვირუსთან ბრძოლის კუთხით.
Pfizer-ისა და Moderna-ს განახლებული ვაქცინების დამტკიცება, მათი სწრაფი გავრცელება და CDC-ის მიერ გაცემული რეკომენდაციები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მუდმივად განახლებული და ადაპტირებული მიდგომების მნიშვნელობას. თუმცა, საქართველოსთვის ეს ვაქცინები მიუწვდომელი დარჩება, რაც ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ გლობალური ჯანდაცვის სისტემა უფრო თანასწორი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ქვეყნისთვის.
შეიძლება იყოს მედიკამენტი and ტექსტი გამოსახულება

რა არის აკლიმატიზაცია და როგორ გამოვლინდება ის ბავშვთა პოპულაციაში? – საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრი ლალი გელაშვილი.

რა არის აკლიმატიზაცია და როგორ გამოვლინდება ის ბავშვთა პოპულაციაში? - საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრი ლალი გელაშვილი.
#post_seo_title

აკლიმატიზაცია ეს არის ორგანიზმის უნარი მოერგოს/შეეგუოს გარემო პირობების ცვლილებებს. რა არის აკლიმატიზაცია და როგორ გამოვლინდება ის ბავშვთა პოპულაციაში? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრი ლალი გელაშვილი.

ბავშვებში ეს პროცესი – აკლიმატიზაცია არ არის მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე ან უბრალოდ მოგზაურობაზე ადაპტაცია. ის ასევე მოიცავს მათ რეაგირებას ადგილობრივ და სწრაფ გარემო ცვლილებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები და დაავადებები.
ბავშვთა აკლიმატიზაციის პროცესის თვალყურის დევნება არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ კრიტიკულია მათი კეთილდღეობისთვის, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
რა არის აკლიმატიზაცია და როგორ გამოვლინდება ის ბავშვთა პოპულაციაში? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრი ლალი გელაშვილი.
ვრცლად სანახავად მიყევით ბმულს:
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, საავადმყოფო and ტექსტი გამოსახულება

აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას

აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.
#post_seo_title

თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში –  წყალტუბოში; თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია, აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას

„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.

იცით, რომ თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ?

,თეთრა მღვიმეს“ ადამიანის ცხოვრების 30 000 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი, მათ შორის, პირველყოფილი ადამიანის ძვლები, საყოფაცხოვრებო ნივთები და საბრძოლო იარაღები, როგორიცაა სპილენძის ისრის პირი. ეს უნიკალური აღმოჩენები მიუთითებს საქართველოს უძველეს სპილენძის დამუშავების ტექნოლოგიაზე.

სპელეოლოგიური და სამედიცინო მნიშვნელობა

„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.

ღვინის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები

მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 13-14 გრადუსია და ჭარბტენიანობა ქმნის იდეალურ გარემოს ღვინის დასაძველებლად. ინვესტორმა კომპანიამ „თეთრაში“ შექმნა სპეციალური საცავი და დაძველების სივრცეები, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს იმერულ ღვინოს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის იმერული ღვინოები და შეიძინონ ისინი.

გიდი-სომელიეების ჯგუფი და ტური

ტურის ფარგლებში მღვიმის დათვალიერებასთან ერთად ჩვენი გიდი- სომელიების მეშვეობით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიის შესახებ და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს. ტურის ფარგლებში თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიაზე, შეისწავლით მღვიმის უნიკალურობას და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს.

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.

მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარული „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ მღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ

საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

მომსახურების სახეები და ღირებულება

  • მღვიმის შემეცნებითი ტური – 15 ლარი
  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6-18წელი) – 7 ლარი
  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6 წლამდე) – უფასო
  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (1 სთ.) – 20 ლარი
  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (6-18წელი) -10 ლარი
  • ღვინის ტური სამი სახეობის ღვინის დეგუსტაციით – 25 ლარი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

სამუშაო დღეები: ყოველდღე

ცისტიტი  –  შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გავრცელებული დაავადება

ცისტიტი  –  შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გავრცელებული დაავადება
#post_seo_title

ცისტიტი  –  შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გავრცელებული დაავადება. გამოყოფენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ცისტიტი ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე კაცებში.
ცისტიტი, შარდის ბუშტის დაავადება, სიმპტომები, მკურნალობა, მწვავე ცისტიტი, ქრონიკული ცისტიტი, პრევენცია

ცისტიტი არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკომფორტი და საჭიროებს სათანადო ყურადღებას. დროული დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობის მეთოდების გამოყენება ეხმარება დაავადების ეფექტური მართვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

მიზეზები
·         ინფექციები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
·         ორგანიზმის გადაციება;
·         ხშირი შეკრულობა;
·         ანთებით დაავადებების გადატანა;
·         ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
·         ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობა.

სიმპტომები
·         ტკივილი და წვა შარდვისას;
·         ხშირი მოთხოვნა შარდვაზე;
·         მძაფრსუნიანი შარდი;
·         შარდის ფერის შეცვლა;
·         სისხლნარევი შარდი;
·         მწვავე ტკივილი წელის არეში;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა (39 გრადუსამდე).

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის უროლოგი ნიშნავს:
·         შარდის საერთო ანალიზს;
·         შარდის დათესვას ფლორაზე;
·         შარდის ბუშტის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         უროდინამიურ გამოკვლევას;
·         ცისტოსკოპიას.

მკურნალობა
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ანტიბიოტიკები;
·         იმუნური სისტემის გასაძლიერებელი პრეპარატები;
·         ფიზიოთერაპია.

დიეტა
მკურნალობის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
·         შემწვარი საკვები;
·         ცხარე საკვები;
·         შებოლილი საკვები;
·         ტკბილეული;
·         დამარინადებული საკვები.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
·         პიელონეფრიტი;
·         ჰემატურია;
·         ღვიძლის უკმარისობა.

რისკის ჯგუფი
·         ქრონიკული სასქესო ინფექციის მქონე პირები;
·         შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პირები;
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
·         ჰორმონალური დარღვევების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დღის მანძლზე საკმარისი სითხის მიღება;
·         შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა;
·         ნატურალური ქსოვილის თეთრეულის ტარება;
·         შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.

ნარკოლეპსია  – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა.

ნარკოლეპსია  – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა.
#post_seo_title

ნარკოლეპსია  – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა.

ნარკოლეპსია, ძილის დარღვევა, დღის ძილიანობა, ნერვული სისტემის დაავადება, სიმპტომები, მართვის მეთოდები

ნარკოლეპსია არის ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძლიერი ძილიანობა. ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და აუცილებელია მისი სწორად ამოცნობა და მართვა.

ნარკოლეპსია არის ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც ძილის ხარისხზე და დღის მანძილზე ენერგიის დონეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დროული დიაგნოსტიკა და ადექვატური მართვის მეთოდების გამოყენება საშუალებას გაწვდოს დაავადების ეფექტური კონტროლი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
·         ჰორმონალური დისბალანსი;
·         თავის ტვინის ტრავმები და ინფექციები;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         აუტოიმუნური დაავადებები;
·         გადაღლა;
·         ფსიქოლოგიური ტრავმები;
·         ფეხმძიმობა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძილიანობა;
·         მცირეხნიანი ჩაძინება ნებისმიერ დროს და ადგილას;
·         მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
·         მეხსიერების დაქვეითება;
·         კონცენტრაციის დაქვეითება;
·         კუნთების ტონუსის მოულოდნელი დაკარგვა;
·         ჰალუცინაციის განვითარება;
·         ძილის პარალიჩი;
·         კუნთების კანკალი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         პოლისომნოგრაფია;
·         სისხლის კლინიკური ანალიზი;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         ძილისადმი ლატენტურობის მრავლობითი ტესტირება;
·         ელექტროენცეფალოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         მასტიმულირებელი პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ დღისით ძილიანობას;
·         ანტიდეპრესანტები;
·         ფსიქომასტიმულირებელი პრეპარატები.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმების რისკი, პაციენტმა შეიძლება ჩაიძინოს ნებისმიერ მდგომარეობაში. დაავადებულებისთვის აკრძალულია ტრანსპორტთან, ცეცხლთან და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა.

რისკის ჯგუფი
·         მამაკაცები;
·         გენეტიკური მიდეკილების მქონე პირები ;
·         ფეხმძიმე ქალები;
·         თავის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანები;
·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ღამის ძილის რეჟიმის დაცვა;
·         ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
·         ემოციური და ფიზიკური დატვირთვებისგან თავის შეკავება;
·         ყავის, მაგარი ჩაის და მძიმე საკვების მიღება;
·         ძილის ხარისხზე გავლენის მქონე პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა;
·         ძილის დარღვევის დროული მკურნალობა.

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს
#post_seo_title

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას, პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს: სრულყოფილი პირველი დახმარების სახელმძღვანელო

ზაფხულში ქვეწარმავლების აქტიური პერიოდი იწყება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გველის ნაკბენების რისკს. საქართველოში 20-22 სახეობის გველი გვხვდება, რომელთაგან მხოლოდ ოთხი სახეობა არის შხამიანი: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა.

გიურზა: ყველაზე დიდი და საშიში გველი

გიურზა საქართველოს ყველაზე დიდი ზომის გველია (130 სმ-დან 160 სმ-მდე სიგრძის). მას აქვს გამოხვეული ცხვირი და მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლები. მისი სხეული მოყავისფრო-ქვიშისფერია ან მოწითალო-მოყავისფრო, ზურგზე კი მოზრდილი ლაქებით. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე.

გველის ნაკბენის სიმპტომები

გველის ნაკბენთან დაკავშირებული სიმპტომები მოიცავს:

  • წყვილი კბილის ანაბეჭდი: ნაკბენის ადგილას გამოკვეთილი კვალი.
  • სიწითლე და ტკივილი: ნაკბენის ადგილას სიწითლე, ტკივილი და შეშუპება.
  • თავბრუსხვევა და სისუსტე: ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა.
  • ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა: ოფლიანობისა და ნერწყვის გაძლიერება.
  • გულისრევა და ღებინება: გულისრევა, ზოგჯერ ღებინება.
  • სუნთქვის გაძნელება: სუნთქვის გაძნელება.
  • გონების დაბინდვა: მოგვიანებით შესაძლოა უგონო მდგომარეობა.

რა არ უნდა გააკეთოთ გველის ნაკბენის დროს

გველის ნაკბენის დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს:

  • არ დაუდოთ ლახტი: შხამი ძირითადად ლიმფური სადინარებით გადაადგილდება.
  • არ გაწოვოთ ჭრილობა: ნაკბენის ნაწილის გაწოვა მავნებელია.
  • არ გაკვეთოთ ან არ წაშალოთ ნაკბენი: ნაკბენის შეწოვის არაკეთილსინდისიერი მეთოდები, როგორც ჭრილობის მოწვა ან გაკვეთა.

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას

  1. დაზარალებულის მდებარეობა: დაყენეთ დაზარალებული ისეთ პოზიციაში, რომ იყოს უმოძრაოდ. მოძრაობის მინიმიზირება მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის დასამუხრუჭებლად.
  2. ნაკბენის მდებარეობა: შეინარჩუნეთ ნაკბენი გულის დონიდან ქვემოთ, რათა შემცირდოს შხამის მოხვედრა ცენტრალურ ცირკულაციაში.
  3. ჭრილობის დამუშავება: ჩამოიბანეთ ჭრილობა წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით და დააფინეთ სტერილური საფენით.
  4. ელასტიური ნახვევი: ნაკბენ ადგილზე მთელი სიგრძით დაადეთ ელასტიური ბინტი.

დასკვნა

გველის ნაკბენით გამოწვეული მდგომარეობა სწრაფ და სწორ რეაგირების საჭიროებს. იცოდეთ სიმპტომები და ნებას მიეცით პროფესიონალური დახმარების სექრეტულ შეწყვეტას. თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევით პირველადი დახმარების პრინციპების დაცვისას.

სამშობიაროების ნაწილი შესაძლოა, გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლდეს

სამშობიაროების ნაწილი შესაძლოა, გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლდეს
#post_seo_title

სამშობიარო დაწესებულებების ნაწილი, შესაძლოა, დროებით სექტორში მოქმედი გარკვეული რეგულაციისგან გათავისუფლდეს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი  ბრძანება

2024 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება, რომელიც სპეციალურად სამშობიარო დაწესებულებებისთვის გააფართოებს რეგულაციებიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. ბრძანება მიზნად ისახავს სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც ხანდაზმულ, ისე თანამედროვე სექრეტულ სამედიცინო მომსახურებისათვის.

ბრძანების მთავარი პრინციპები

  • გათავისუფლების შესაძლებლობა: მინისტრის ბრძანებით, სამშობიარო დაწესებულებები შესაძლოა დროებით გათავისუფლდნენ სექტორში მოქმედი გარკვეული რეგულაციისგან
  • ხარისხის შენარჩუნება: მთავარი პრინციპია, რომ რეგულაციებისგან გათავისუფლებამ არ უნდა მოახდინოს მომსახურების ხარისხზე უარყოფითი გავლენა.
  • გონივრული ვადა: დაწესებულებას მიეცემა გონივრული ვადა რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.
  • დოკუმენტაციის წარდგენა: თუ დაწესებულება ვერ უზრუნველჰყოფს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას განსაზღვრულ ვადაში, გადაწყვეტილება გაუქმდება.

ბრძანების მოქმედების სფერო

ბრძანება 2024 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და სპეციალისტების მიერ მიმღები ობიექტების ოპტიმიზაციის ხელშეწყობას.

ბრძანების გავლენა და მიზანი

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ემსახურება საზოგადოების საჭიროებების შესაბამისად სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას. მისი მიზანია, რომ რეგულაციებიმა არ იმოქმედოს სერვისების ხარისხზე და უნდა იზრუნონ იმისთვის, რომ აღნიშნულმა რეგულაციებმა უარყოფით გავლენა არ იქონიონ დაწესებულებებს შესაბამისი მომსახურების ხარისხზე.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights