„ყველაზე ძვირი“ თუ ყველაზე აუცილებელი? – საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა
საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა – პროფესორი გიორგი ფხაკაძე 25/08/2024 ჟენევა, შვეიცარია
საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების რეალური ღირებულების განხილვა – პროფესორი გიორგი ფხაკაძე 25/08/2024 ჟენევა, შვეიცარია
მაიმუნის ყვავილის კრიზისი – პროფესორი გიორგი ფხაკაძე 25/08/2024 ჟენევა, შვეიცარია

2024 წლის 23 აგვისტოს “პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს.


ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ სტანდარტებს, კერძოდ, პაციენტთა ჩართულობის სტანდარტს კლინიკების განვითარების პროცესში.
აღნიშნული პროექტის თანახმად, ჰოსპიტალმა შეარჩია პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორები, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ პაციენტებთან და მათ ოჯახის წევრებთან – უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებასა და დაეხმარებიან ნებისმიერი მათთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში.

პროექტის მიზანია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობის გაზრდა ჯანდაცვის პროცესში, რაც მოიცავს კომუნიკაციის გაუმჯობესებას, პრობლემების ეფექტურად მოგვარებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისად.
პროექტის ცენტრალური კომპონენტია პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორის (PRC) როლის შექმნა.
პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი ამ პროექტის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან, მათ ოჯახებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან ეფექტურ კომუნიკაციას. ეს როლი აუცილებელია პრობლემების მოგვარებისთვის, პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად და “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.
კოორდინატორი წარმოადგენს პაციენტთა ინტერესებს და მუშაობს ჯანდაცვის პერსონალთან, რათა შექმნას უფრო საპასუხო და თანამგრძნობი ჯანდაცვის გარემო. ეს პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მყისიერი საკითხების მოსაგვარებლად, არამედ პაციენტთა მოვლის გრძელვადიანი გაუმჯობესებისთვისაც.

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. კლინიკის “პაციენტთა ფორუმი” რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე.
პაციენტთა საბჭოს ჩართულობა კლინიკის საქმიანობაში ემსახურება მიზანს – დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები სამედიცინო მომსახურების მისაღებად.


პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.
“პაციენტთა საბჭო“ შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით.
აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.
გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია.
კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება. შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.
მომხმარებლებს ვთავაზობთ კვალიფიციურ ფიტნეს მწვრთნელებს და უსაფრთხო ვარჯიშს – ფიტნეს აკადემია არის საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით
ჩვენი მიზანია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ვარჯიშის დაწყებას, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოს ვარჯიში. ჩვენს პროფესიულ ენაზე ამას ვუწოდებთ “ნულოვან ადაპტაციას“, როცა ადამიანს აქამდე არ ჰქონია ფიზიკური აქტივობების გამოცდილება. ამ შემთხვევაში ვარჯიშის ყველა პროგრამა უნდა იყოს შედგენილი იმ დეტალების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. თუ ადამიანს აქამდე არ უვარჯიშია, მან უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:
1. უმჯობესი იქნება, თუ აიყვანს კვალიფიციურ, კომპეტენტურ მწვრთნელს, რომელიც მას დაეხმარება საწყის ეტაპზე სწორი პროგრამის შერჩევაში და მოძრაობების ტექნიკურ დეტალებში გარკვევაში.
2. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დამოუკიდებლად ვარჯიში, გაითვალისწინეთ: დატვირთვა უნდა იყოს ადეკვატური და თანდათანობით იზრდებოდეს. არ არის საჭირო ეგრევე საბაზისო მოძრაობებზე გადასვლა, თანაც – წონებით. მიეცით ორგანიზმს და მის კუნთოვან სისტემას საშუალება, რომ ის დაუკავშირდეს ნერვულ სისტემას და ჩამოაყალიბოს ახალი ნეირონული კავშირები იმისათვის, რომ გამოგიმუშავდეთ მოძრაობის სწორი ბიომექანიკა. მოამზადეთ კუნთები ფიზიკური სტრესისათვის და ეს გააკეთეთ იზოლირებული მოძრაობებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ საბაზისო ვარჯიშებზე და ნელ-ნელა გაზარდოთ დამატებითი წონები.
როგორ აისახება ვარჯიში ჯანმრთელობაზე?
მჯდომარე (ჰიპოდინამიური) ცხოვრების წესი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის თანახმად, მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის 25%-ზე მეტი არ იღებს საკმარის ფიზიკურ დატვირთვას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში, მუშაობენ კომპიუტერთან, იყენებენ მობილურ მოწყობილობებს და მოიხმარენ გასართობ კონტენტს.
გაცხიმოვნების რისკი: ჟურნალ “The Lancet“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1975-2016 წლებში მსოფლიოში ჭარბწონიანი მოზრდილი ადამიანების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და 1,9 მილიარდს მიაღწია. მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ამ საგანგაშო ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორისაა.ფიზიკური აქტივობა დადებითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემაზე. განსაკუთრებით, როცა ფიზიკური აქტივობა არის სისტემატური. ერთადერთი ეფექტური საშუალება ადინამიური ცხოვრების წესთან ბრძოლაში არის ფიზიკური აქტივობა, სეირნობა, ვარჯიში ღია ცის ქვეშ თუ სახლში, ფიტნეს კლუბში თუ ველოსიპედის ტარება.
ჯანმრთელობის პრობლემები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1 მილიარდზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოსა და სხვა ქრონიკულ დაავადებათა განვითარების რისკი არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის გამო.
გაზრდილი სტრესი: ციფრულ მოწყობილობებსა და სოციალურ მედიასთან მუდმივმა კავშირმა, შეიძლება, გამოიწვიოს სტრესის მომატება და ფსიქოლოგიური პრობლემები. კვლევები აჩვენებს, რომ ვირტუალურ სივრცეში გატარებულმა ხანგრძლივმა დრომ შეიძლება იმოქმედოს ძილზე, თვითშეფასებასა და გონებრივ სიჯანსაღეზე.
რა ვარჯიშები არსებობს ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის
ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასაკიდან გამომდინარე, შეირჩევა სპორტული აქტივობები.
8 წლის ბავშვისათვის ფიტნეს დარბაზში სპორტულ დანადგარებთან მუშაობა არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით, თუ საუბარი გვაქვს დამატებითი წონით მუშაობაზე. ამ ასაკის ბავშვებს უფრო ფუნქციური და საერთო განმავითარებელი ვარჯიში სჭირდებათ.
მოზარდის შემთხვევაში შესაძლებელია სპორტული დანადგარებისა და თავისუფალი წონების გამოყენება, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მოზარდმა ჯერ არ დაასრულა ზრდა და მისთვის არ შეიძლება მაღალი ინტენსივობისა და მოცულობის ვარჯიშები. არ უნდა დაირღვეს აღდგენის მექანიზმები და კორტიზოლის დონე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გადავღალოთ ენდოკრინული ჯირკვლები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს მაღალი წონებით შესრულებულმა ვარჯიშებმა შეიძლება დაუზიანოს ეპიფიზური ფირფიტები, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ბავშვისა და მოზარდის სიმაღლეში ზრდის შეფერხებას. აუცილებელია, რომ ბავშვები იყვნენ აქტიურები, მაგრამ ეს აქტიურობა არ უნდა ვნებდეს მათ.
როგორ შევარჩიოთ ფიტნეს დარბაზი
თბილისში ახლა ბევრი დარბაზია, ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, არჩევანი საკმაოდ დიდია.
დარბაზი უნდა შეირჩეს თქვენს მიერ დასახული მიზნებიდან გამომდინარე. პირობითად, თუ გსურთ კრივი, კროსფიტი ან ფუნქციური ვარჯიში, უნდა მიხვიდეთ დარბაზში, სადაც იქნება ეს მიმართულებები. როგორც წესი, კლასიკური ფიტნეს დარბაზები ამ მიმართულებებს მაღალი ხარისხით ვერ აწვდიან მომხმარებელს, რადგან მათ ცალკე კვალიფიკაციის მწვრთნელი სჭირდება, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს.
ბოლო დროს მომხმარებელი იწყებს არა დარბაზის შერჩევით, არამედ ის თავიდან ეძებს კარგ მწვრთნელს და ამის შემდეგ უკვე აინტერესებს დარბაზი. ვინც დამოუკიდებლად ვარჯიშობს, ისინი დარბაზს რამდენიმე კრიტერიუმით ირჩევენ, ესენია:
1. ლოკაცია;
2. აქტუალურობა (რამდენად პოპულარულია დარბაზი);
3. სერვისი (მომსახურების ხარისხი).
პერსონალის შესახებ ინფორმაცია:
პირველი ფიტნეს აკადემიის ლექტორები არიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ექიმი-რეაბილიტოლოგები, სპორტის უნივერსიტეტის ლექტორები, დარგის სპეციალისტები, ფიტნეს ექსპერტები და სპორტული ნუტრიციოლოგიის სპეციალისტები.
როგორ შევარჩიოთ კვალიფიციური, თანამედროვე ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს?
ამ ეტაპზე ფიტნეს ინსტრუქტორის შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია, რადგანაც საქართველოში ეს პროფესია არ არის რეგულირებადი, შესაბამისად, დამსაქმებლის მოთხოვნები დასაქმებულის მიმართ, როგორც კადრების შერჩევის კრიტერიუმები, არის ზედაპირული:
1. ვიზუალი;
2. სოცქსელებში აქტუალურობა;
3. კომუნიკაბელურობა.
დარბაზების თითქმის 90% არ ითხოვს კომპეტენციის რაიმე დამადასტურებელ ტესტირებას ან დოკუმენტის წარდგენას, რაც ბევრისათვის დასაქმების შესაძლებლობას ამარტივებს, შესაბამისად, რთულია მომხმარებლისათვის ამოცნობა, თუ რამდენად კომპეტენტურია მის მიერ დაქირავებული პერსონალურ მწვრთნელი. პირველი, რაც უნდა გაარკვიოთ კომპანიასთან, რომელიც პერსონალური მწვრთნელის სერვისს გთავაზობთ, არის ის, – აქვს თუ არა ამ მწვრთნელს მისი კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთი. ეს საბუთი უნდა იყოს გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მქონე ორგანიზაციის და არა ფედერაციის ან კერძო ტრენინგცენტრის მიერ. ამ ეტაპზე მწვრთნელების შერჩევა ძირითადად ხდება რეკომენდაციების მიხედვით. თუ მომხმარებელი მწვრთნელით კმაყოფილია, ის მას რეკომენდაციას უწევს სხვა მომხმარებელთან.
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი აკადემია არსებობს საქართველოში, რომელმაც გაიარა განათლების სამინისტროს აკრედიტაცია და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს. ეს არის “პირველი ფიტნეს აკადემია.
#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind
ფიტნეს დარბაზებით სარგებლობის სააბონენტო სისტემა “ფიტპას ჯორჯიას” მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პირობითი ვალდებულებები განუსაზღვრა.
ფიტპას ჯორჯია და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ახალ ხელშეკრულებას აფორმებენ. GCCA-მ ფიტპას ჯორჯიას მიმართ პირობითი ვალდებულებები დააწესა მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო.
რას ითვალისწინებს GCCA-ს გადაწყვეტილება?
GCCA-მ „ფიტპას ჯორჯიას“ დაავალა:
GCCA-ის გადაწყვეტილების თანახმად, ფიტპას ჯორჯიას 3 თვის ვადა მიეცა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ფიტპას ჯორჯია კომპანიაა, რომელიც ყოველთვიური სააბონენტოს სანაცვლოდ სთავაზობს სპორტ დარბაზებით და სხვადასხვა სპორტულ და გამაჯანსაღებელ დაწესებულებებით სარგებლობის სერვისს. ეს სერვისი საშუალებას აძლევს კომპანიებს თავიანთი თანამშრომლებისათვის მიიღონ კომფორტული და მულტიფუნქციური სპორტული აქტივობები.
რა უნდა იცოდეთ ახალი რეგულაციების შესახებ?
მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
მომსახურების ხელშეკრულებაში, ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემთხვევაში, 1 თვით ადრე, სერვისის თითოეულ მომხმარებელს ელ-ფოსტის მეშვეობით აცნობოს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად,”- ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია “ფიტპას ჯორჯია” კომპანიებს ყოველთვიური სააბონენტოს სანაცვლოდ მათი თანამშრომლებისთვის სპორტ დარბაზებით და სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი დაწესებულებებით სარგებლობის სერვისს სთავაზობს.


„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.
იცით, რომ თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ?
„,თეთრა მღვიმეს“ ადამიანის ცხოვრების 30 000 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი, მათ შორის, პირველყოფილი ადამიანის ძვლები, საყოფაცხოვრებო ნივთები და საბრძოლო იარაღები, როგორიცაა სპილენძის ისრის პირი. ეს უნიკალური აღმოჩენები მიუთითებს საქართველოს უძველეს სპილენძის დამუშავების ტექნოლოგიაზე.
სპელეოლოგიური და სამედიცინო მნიშვნელობა
„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.
ღვინის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები
მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 13-14 გრადუსია და ჭარბტენიანობა ქმნის იდეალურ გარემოს ღვინის დასაძველებლად. ინვესტორმა კომპანიამ „თეთრაში“ შექმნა სპეციალური საცავი და დაძველების სივრცეები, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს იმერულ ღვინოს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის იმერული ღვინოები და შეიძინონ ისინი.
გიდი-სომელიეების ჯგუფი და ტური
ტურის ფარგლებში მღვიმის დათვალიერებასთან ერთად ჩვენი გიდი- სომელიების მეშვეობით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიის შესახებ და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს. ტურის ფარგლებში თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიაზე, შეისწავლით მღვიმის უნიკალურობას და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.
მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარული „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ მღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ
საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
მომსახურების სახეები და ღირებულება
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
სამუშაო დღეები: ყოველდღე
ცისტიტი – შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გავრცელებული დაავადება. გამოყოფენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ცისტიტი ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე კაცებში.
ცისტიტი, შარდის ბუშტის დაავადება, სიმპტომები, მკურნალობა, მწვავე ცისტიტი, ქრონიკული ცისტიტი, პრევენცია
ცისტიტი არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკომფორტი და საჭიროებს სათანადო ყურადღებას. დროული დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობის მეთოდების გამოყენება ეხმარება დაავადების ეფექტური მართვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
მიზეზები
· ინფექციები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
· ორგანიზმის გადაციება;
· ხშირი შეკრულობა;
· ანთებით დაავადებების გადატანა;
· ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
· ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობა.
სიმპტომები
· ტკივილი და წვა შარდვისას;
· ხშირი მოთხოვნა შარდვაზე;
· მძაფრსუნიანი შარდი;
· შარდის ფერის შეცვლა;
· სისხლნარევი შარდი;
· მწვავე ტკივილი წელის არეში;
· სხეულის ტემპერატურის აწევა (39 გრადუსამდე).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის უროლოგი ნიშნავს:
· შარდის საერთო ანალიზს;
· შარდის დათესვას ფლორაზე;
· შარდის ბუშტის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· უროდინამიურ გამოკვლევას;
· ცისტოსკოპიას.
მკურნალობა
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ანტიბიოტიკები;
· იმუნური სისტემის გასაძლიერებელი პრეპარატები;
· ფიზიოთერაპია.
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
· შემწვარი საკვები;
· ცხარე საკვები;
· შებოლილი საკვები;
· ტკბილეული;
· დამარინადებული საკვები.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
· პიელონეფრიტი;
· ჰემატურია;
· ღვიძლის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
· ქრონიკული სასქესო ინფექციის მქონე პირები;
· შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პირები;
· სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
· ჰორმონალური დარღვევების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დღის მანძლზე საკმარისი სითხის მიღება;
· შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა;
· ნატურალური ქსოვილის თეთრეულის ტარება;
· შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.