სამშაბათი, ივნისი 16, 2026

“ვივამედში” “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი

#post_seo_title

2024 წლის 29 აგვისტოს კლინიკა “ვივამედში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს.

კლინიკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • დირექტორი, სოფიო დათუაშვილი
  • ხარისხის სამსახურიდან თეა ონიანი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ლაშა მოსიაშვილი და ნოდო წამალაიძე
  • კლინიკის იურიდიული სამსახურიდან ნატო გოგოლიძე
  • ამბულატორიის უფროსი სულხან აბესაძე
  • სოციალური მუშაკი იანა დერიგლაზოვა
  • პაციენტთა საბჭოს წევრები: ნათელა ცენტერაძე, ბადრი ცინცაძე, ზაირა მიქატაძე.
იოსებ დემეტრაშვილი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი იოსებ დემეტრაშვილი კლინიკა ვივამედში

ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ სტანდარტებს, კერძოდ, პაციენტთა ჩართულობის სტანდარტს კლინიკების განვითარების პროცესში.

აღნიშნული პროექტის თანახმად, კლინიკამ შეარჩია პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორები, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ პაციენტებთან და მათ ოჯახის წევრებთან – უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებასა და დაეხმარებიან ნებისმიერი მათთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში.

თათია გოჩაძე
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი თათია გოჩაძე კლინიკა ვივამედში

პროექტის მიზანია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობის გაზრდა ჯანდაცვის პროცესში, რაც მოიცავს კომუნიკაციის გაუმჯობესებას, პრობლემების ეფექტურად მოგვარებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობაში.

პროექტის ცენტრალური კომპონენტია პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორის (PRC) როლის შექმნა.

პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი ამ პროექტის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან, მათ ოჯახებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან ეფექტურ კომუნიკაციას. ეს როლი აუცილებელია პრობლემების მოგვარებისთვის, პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად და “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.

კოორდინატორი წარმოადგენს პაციენტთა ინტერესებს და მუშაობს ჯანდაცვის პერსონალთან, რათა შექმნას უფრო საპასუხო და თანამგრძნობი ჯანდაცვის გარემო. ეს პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მყისიერი საკითხების მოსაგვარებლად, არამედ პაციენტთა მოვლის გრძელვადიანი გაუმჯობესებისთვისაც.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლების ვიზიტი კლინიკა ვივამედში
ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში “ვივამედმა“ უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
 ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:
ვივამედი QR კოდი
დაასკანერეთ QR კოდი და შეავსეთ კითხვარი

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „ვივამედის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე. პაციენტთა საბჭოს ჩართულობა ჰოსპიტლის საქმიანობაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლების ვიზიტი ვივამედში

„ვივამედის“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით."ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია."ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია

კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

ევროპაში, ახალი ვირუსი გავრცელდა, ამ ეტაპზე, ვაქცინა არ არსებობს

რა სიმპტომები აქვს მომაკვდინებელ ვირუსს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მომაკვდინებელი ვირუსი კიდევ სამ ქვეყანასა და ბრიტანეთის ტერიტორიაზე დააფიქსირეს
#post_seo_title

ევროპაში, დაიწყო ვირუსის გავრცელება, რომელიც იწვევს ცხელებას, სახელწოდებით,  Oropush. ვირუსის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე, ვაქცინა არ არსებობს. ოროპუშის ცხელება: ვირუსი, სიმპტომები და პრევენცია

ოროფუშის ცხელება: ვირუსი, სიმპტომები და პრევენცია

რას წარმოადგენს ოროფუშის ცხელება?

ოროფუშის ცხელება ახალი ვირუსული დაავადებაა, რომლის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 9 აგვისტოს გავრცელდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულმა ცენტრმა დააანონსა, რომ ამ წლის მარტიდან ივლისამდე ევროპაში გამოვლინდა ოროპუშის ცხელების 19 შემთხვევა: ესპანეთში 12, იტალიაში 5 და გერმანიაში 2 შემთხვევა. ყველა დაავადებული პირი ბრაზილიიდან ან კუბიდან ჩამოსული იყო, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა 2023 წლის ბოლოს.

ოროფუშის ცხელების გამომწვევი მიზეზი

ოროფუშის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ვრცელდება მწერებისა და კოღოების ნაკბენით. ვირუსი არსებობს უკვე თითქმის 70 წელია, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ ახლახან დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს.

ოროფუშის ცხელების სიმპტომები

სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 3-12 დღის განმავლობაში. დაავადების 40%-ში სიმპტომები შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

ძირითადი სიმპტომებია:

  • ცხელება
  • გამონაყარი
  • თავის ტკივილი
  • ტკივილი კუნთებსა და სახსრებში

ზოგჯერ, შესაძლოა, აღინიშნოს დიარეა და გულისრევა, თუმცა დაავადება არ იწვევს სურდოს, ხველას ან ქოშინს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, 2-7 დღის შემდეგ ქრება, თუმცა შესაძლოა რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კვლავ დაბრუნდეს და გამოიწვიოს ზოგადი სისუსტე.

როგორ უნდა გადავარჩინოთ თავი ოროფუშის ცხელებისგან?

ამჟამად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ან ანტივირუსული პრეპარატები არ არსებობს. ამიტომ, პრევენცია არის ყველაზე ეფექტური საშუალება:

  1. გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები – ეს ხელს უშლის მწერების ნაკბენებს, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ.
  2. გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო ბადეები – ისინი განსაკუთრებით ეფექტურია იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი გავრცელებულია.
  3. კონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა – განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ოროპუშის ვირუსი გავრცელებულია, 3 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მონიტორინგს.

დასკვნა

ოროფუშის ცხელება წარმოადგენს ახალი ვირუსული დაავადების საფრთხეს, რომლის პრევენცია მნიშვნელოვანია ვაქცინების და ანტივირუსული პრეპარატების არარსებობის ფონზე. ყურადღებით უნდა ვიყოთ, მივიღოთ უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვირუსი აქტიურად ვრცელდება, რათა მინიმუმამდე შევამციროთ დაავადების რისკი.

რა არის ნასიცხი? რა იწვევს ნასიცხს? – გიორგი ფხაკაძის რჩევები

დამოუკიდებელი აკრედიტაცია: გადამწყვეტი ნაბიჯი სილამაზის, ტატუსა და პირსინგის სექტორების უსაფრთხოებისა და სტანდარტების ასამაღლებლად
#post_seo_title

რა არის ნასიცხი? რა იწვევს ნასიცხს? – საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

რა არის ნასიცხი? რა იწვევს ნასიცხს?  – „დღეს ვისაუბრებთ ნასიცხზე, მდგომარეობაზე, რომელიც ხშირად გვხვდება ზაფხულის ცხელ პერიოდში.

ნასიცხი არის კანის პრობლემა, რომელიც ვითარდება მაღალი ტენიანობისა და სითბოს შედეგად. ის ხშირის შემთხვევაში ხასიათდება სიწითლით, წვის შეგრძნებითა და მცირე გამონაყარით – ახასიათებს კანზე გაღიზიანებული ადგილების გაჩენა, რაც გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობით.

უფრო დეტალურად გავიგოთ, რა იწვევს ნასიცხს და როგორ მოვიქცეთ.

ნასიცხი ძირითადად გამოწვეულია კანის ფორების დახშობით, რაც ხდება მაშინ, როდესაც ზედმეტად ცხელდება და იოფლება ადამიანი. შესაძლოა, ეს მოხდეს ტენიან ამინდში ან ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც ხდება სხეულის გადახურება.

ნასიცხის ძირითადი სიმპტომებია:

  • კანზე წვრილად გამონაყარი
  • სიწითლე
  • წვის შეგრძნება

ზოგ შემთხვევაში, მცირე ბუშტუკების გაჩენა

თუკი ამ სიმპტომებს შეამჩნევთ, უმჯობესია მიიღოთ შესაბამისი ზომები.

ნასიცხის დიაგნოზი, ხშირ შემთხვევაში მარტივად დადგინდება მარტივი დიაგნოზით.

თქვენ თუ გაქვთ რამე ეჭვი, შეგიძლიათ მიმართოთ დერმატოლოგს ან თქვენ პირად ექიმს. ნასიცხის მკურნალობა მოიცავს ნასიცხის გაგრილებას და სველი ზედაპირების გამშრალებას.

რეკომენდებულია ანტისეპტიკური კრემების გამოყენება და თავისუფალი, სუნთქვადი ტანსაცმლის ტარება. ნასიცხის თავიდან აცილების მიზნით, ეცადეთ, თავი აარიდოთ ზედმეტ სითბოსა და ტენიანობას. ატარეთ მსუბუქი, ჰაეროვანი ტანსაცმელი და ხშირად განაახლეთ ოფლიანი კანი.

დასკვნა: ნასიცხი ადვილად პრევენცირებადი და მართვადი მდგომარეობაა. მიიღეთ საჭირო ზომები და მოუარეთ კანს.

თუ გაქვთ რაიმე სიმპტომი ან შეკითხვები, მიმართეთ ექიმს

ნასიცხი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე გაღიზიანებული ადგილების გაჩენა, რაც გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობით. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გავრცელებულია ჩვილ ბავშვებში, თუმცა შეიძლება შეიმჩნეოდეს 30 წლამდე ასაკის ადამიანებშიც. დროული მკურნალობა და სწორი ტენდენციების დაცვა ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებასა და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

 

ციტომეგალოვირუსი  – ჰერპეს-ვირუსის ტიპის ვირუსი საკმაოდ რთული დაავადებაა

ციტომეგალოვირუსი  ჰერპეს-ვირუსის ტიპის ვირუსი საკმაოდ რთული დაავადებაა
#post_seo_title

ციტომეგალოვირუსი  –  ჰერპეს-ვირუსის ტიპის ვირუსი, რომელიც საკმაოდ რთული დაავადებაა. ციტომეგალოვირუსი: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ჰერპეს-ვირუსის ამ ტიპზე

ციტომეგალოვირუსის სირთულე გამოწვეულია ვირუსის ჩხირების ორგანიზმში ხანგრძლივი არსებობის გამო, რომელიც არ ვლინდება ან სხვა უფრო იოლი დაავადებების ფორმებით ახდენს გამოვლენას.

ციტომეგალოვირუსი არის ჰერპეს-ვირუსების ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი, რომელიც ორგანიზმში ხანგრძლივად არსებობს. CMV ვირუსი ძირითადად ვრცელდება სხეულის სეკრეტებით, როგორიცაა ნერწყვი, სისხლი, შარდი და გენიტალური სეკრეტები. ნფექცია ხშირად უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, რაც მისი დიაგნოსტირების სირთულეს განაპირობებს.

დაავადების გავრცელება
დაავადების გავრცელება ხდება:
·         ჰაერ-წვეთოვანი გზით;
·         სქესობრივი გზით;
·         ტრანსმისიული გზით – დაავადებული სისხლის გადასხმით;
·         ვერტიკალური გზით – ორსული ქალისგან ნაყოფზე, ან ძუძუთი კვების დროს რძით.

სიმპტომები
·         ვირუსული დაავადებების გააქტიურება;
·         ბრონქიტის, პნევმონიის განვითარება და შინაგანი ორგანოების დაზიანება;
·         თირკმელების ქსოვილების დაზიანება.
·         გახანგრძლივებული რესპირატორული დაავადებები;
·         კუნთების ტკივილი;
·         თავის ტკივილი;
·         ლიმფური კვანძების დაზიანება და ლიმფადენიტის განვითარება;
·         გამონაყარი კანზე.

დიაგნოსტიკა
·         ბიოლოგიური სითხეების ანალიზი;
·         პჯრ დიაგნოსტიკა;
·         კულტურალური გამოკვლევა.
·         სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე.

მკურნალობა
·         იმუნიტეტის გასაძლიერებელი იმუნომოდულატორები;
·         ანტიბიოტიკები თანმხლები ბაქტერიული პათოლოგიების სამკურნალოდ, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ იმუნიტეტზე.

საშიშროება
ზრდასრულებისთვის დაავადება საშიშროებას არ წარმოადგენს.

რისკის ჯგუფი და პროფილაქტიკა
ციტომეგალოვირუსით დაავადებულია პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ვირუსი ორგანიზმში ფარული ფორმით არსებობს, მაგრამ გააქტიურების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. პროფილაქტიკური მეთოდი ფაქტიურად არ არსებობს, საჭიროა იმუნიტეტის გაძლიერება.

პირველი გადანერგვა და მისი პერსპექტივები – პაციენტს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს

პაციენტს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს - პირველი გადანერგვა და მისი პერსპექტივები
#post_seo_title

ტიტანის ხელოვნური გული: პირველი გადანერგვა და მისი პერსპექტივები – 58 წლის ამერიკელი კაცი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც მწყობრიდან გამოსული გული ტიტანის დროებითი, სისხლის ტუმბოთი ჩაუნაცვლეს.

58 წლის ამერიკელ კაცს მწყობრიდან გამოსული გული ტიტანის დროებითი, სისხლის ტუმბოთი ჩაუნაცვლეს. ლითონის ორგანო კომპანია BiVACOR-მა დაამზადა. მიზანი ადამიანის გულის რაც შეიძლება დიდი ხნით ჩანაცვლება იყო.

რატომ არის ტიტანის ხელოვნური გული რევოლუციური?

BiVACOR-ის მიერ დამზადებული ხელოვნური გული (TAH) წარმოადგენს ტექნოლოგიურ მიღწევას გულის ჩანაცვლების სფეროში. ეს მოწყობილობა გამოირჩევა თავისი უნიკალური დიზაინით და შესაძლებლობებით:

  1. ტიტანის და ლითონის მახასიათებლები: აღნიშნული ხელოვნური გული მზადდება ტიტანისგან, რაც მას ხდის კოროზიისადმი გამძლეს და მექანიკური ცვეთისთვის ნაკლებად მგრძნობიარეს.
  2. მოქნილი კამერები და რჟვარი ტუმბო: მიუხედავად იმისა, რომ BiVACOR-ის სრულიად ხელოვნური გული (TAH) რეალური გულის მსგავსად არ სცემს, მის შიგნით არსებული მაგნიტური ლევიტაციური როტორი უზრუნველყოფს სისხლის ეფექტურ ტუმბვას ფილტვებსა და მთელ სხეულში.
  3. გარე კონტროლერი: მოწყობილობა იკვებება პატარა, პორტაბეულური კონტროლერით, რომელიც კუჭშია მოთავსებული, რაც კომფორტულ და მარტივ მართვას უზრუნველყოფს.

პირველი წარმატებული გადანერგვა

პირველი ტიტანის ხელოვნური გული წარმატებით ჩაუნერგეს გულის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტს ტეხასის გულის ინსტიტუტში. ექიმების განცხადებით, მოწყობილობა კარგად მუშაობდა მთელი რვა დღის განმავლობაში, ვიდრე რეალური გულის დონორი გამოჩნდა.

BiVACOR-ის დამფუძნებელი დენიელ ტიმსი აღნიშნავს: „წარმოუდგენლად ამაყი ვარ, რომ ხელოვნური გულის ადამიანის სხეულში გადანერგვის მომსწრე ვარ. ეს მიღწევა ჩვენი გუნდისა და პაციენტების სიმამაცის შედეგია.“

ხელოვნური გულის ტექნოლოგიის პროგრესი

ამჟამად, გულის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ყველაზე ეფექტური მკურნალობა დონორის გულია, თუმცა მისი დროულად ხელმისაწვდომობა ხშირად გამოწვევას წარმოადგენს. წელიწადში მსოფლიოში დაახლოებით 6000 გულის გადანერგვა ტარდება. BiVACOR-ის ხელოვნური გული განკუთვნილია ამ პრობლემის გადასაჭრელად და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის იმ პაციენტებისათვის, რომლებიც დონორის გულის მოლოდინში არიან.

FDA-ს მიერ მიღებული დამტკიცება

BiVACOR-ის გული FDA-ს მიერ დამტკიცდა და 2024 წლის ბოლომდე, მისი იმპლანტაცია ხუთ პაციენტზე მოხდება. ეს ახალ ეტაპს წარმოადგენს ხელოვნური გულის ტექნოლოგიაში და სავარაუდოა, რომ უახლოეს თვეებში სხვა პაციენტებზე გადანერგვის შესაძლებლობა გაჩნდება.

გარდა ამისა, BiVACOR-ის ხელოვნური გული განსხვავდება SynCardia-ს მიერ წარმოებული ხელოვნური გულისგან, რომელიც შედარებით დიდი და ნაკლებად გამძლეა. BiVACOR-ის მოწყობილობა კი „პარადიგმულ ცვლილებას“ წარმოადგენს ხელოვნური გულის დიზაინში, რაც მის უნიკალურობასა და ეფექტურობას ხაზს უსვამს.

დასკვნა: ტიტანის ხელოვნური გული წარმოადგენს მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანს გულის ჩანაცვლების სფეროში. მისი უნიკალური ტექნოლოგიები და პოტენციალი ცვლის იმპლანტაციის სტანდარტებს და ეხმარება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს სიცოცხლის შენარჩუნებაში.

მომზადებულია bivacor.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ტყვიის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, ხმელ სუნელებში საგანგაშო რაოდენობის ტყვია აღმოაჩინეს - რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?
#post_seo_title

ბათუმში აღებული ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა – სუნელი დაილუქა და დამფასოებელ კომპანიას შესაბამისი დავალებები მიეცა, ხოლო მწარმოებელი ინდ. მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” (მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4) ხმელი სუნელის (დამზადების თარიღი: 18.07.2024 წელი) ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმით დასტურდება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას.

ობიექტში განთავსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა დასახელებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე, წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული ტესტირება ტოქსიკურობაზე (ტყვიის შემცველობაზე).

„ნთკ 2016-ის” არაგეგმური სახელმწიფო კონტროლისას დადგინდა, რომ ხმელი სუნელის მწარმოებელი ბიზნესოპერატორია ინდივიდუალური მეწარმე (მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი ზემო ხვედურეთი და ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი), ხოლო შპს „ნთკ 2016“ არის დამფასოებელი.

შესაბამისად, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდმეწარმესთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სრულყოფილად არ აწარმოებს ჩანაწერებს მიკვლევადობის შესახებ; დარღვეულია ეტიკეტირების წესი. მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით, დაილუქა ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა), რომელთა ნაწილი წარმოებულია ინდმეწარმის მიერ, ხოლო კურკუმა იმპორტირებულია ინდოეთიდან (პარტია: 25.03.2024-24.03.2026-მდე).

ბიზნესოპერატორს დაევალა დალუქული ნიმუშების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ხმელი სუნელის რეალიზაციის აკრძალვა, ბაზარზე განთავსება, განთავსებული ამოღება და გამოთხოვილი სურსათის თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება”,- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როგორ დავიცვათ თავი და რა მოვიმოქმედოთ, თუ გვაქვს მაიმუნის ყვავილი?“ – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში 

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით
#post_seo_title

როგორ დავიცვათ თავი და რა მოვიმოქმედოთ, თუ გვაქვს მაიმუნის ყვავილი? – World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

როგორ დავიცვათ თავი და რა მოვიმოქმედოთ, თუ გვაქვს მაიმუნის ყვავილი?

შეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სქელი ლორი და ტექსტიშეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს სქელი ლორი, ჩემოდანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულება

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო...
#post_seo_title

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად  – საუბრობს ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში  “დილამშვიდობისა საქართველო”:

„ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების სურვილით უშვებენ არის ის, რომ რაციონიდან ცხიმის სრულად ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია.

ცხიმს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, – ნახშირწყალზე ორჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულებით ხასიათდება. ცხიმი შედის თავის ტვინისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს უჯრედის სტრუქტურის შემადგენლობაში.

თუ როგორ განვითარდება  ნერვული სისტემა, თავის ტვინი, როგორ იფუნქციონირებს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის უჯრედი, ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული.

როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმისაგან წარმოიქმნება. ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილში ინახება.

ცხიმს ჯანმრთელობისათვის და მეტაბოლიზმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ცხიმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ტრანსცხიმები. ნაჯერია ძირითადად ის ცხიმები, რომლებიც მყარი სახით გვხვდება. მაგალითად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ხორცში.

ტროპიკული წარმოების ცხიმები, –  ქოქოსის რძე. უჯერი ცხიმები ყველაზე სასარგებლო ცხიმებია, რომლებიც, ძირითადად, თხევადი სახით გვხვდება. მაგალითად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თევზის ცხიმი, სელის ცხიმი, ზეითუნის ზეთი. ყველაზე მეტად უჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა მოვიხმაროთ.

ყველაზე საშიში ცხიმები საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, – ტრანსცხიმებია, რომლებიც ხელოვნურად, გადამუშავების შედეგად მიღებული მყარი ცხიმია. ის დიდი ხნის განმავლობაში ვარგისიანობას ინახავს. ასეთი პროდუქტები გამოიყენება ძეხვეულში, საკონდიტრო ნაწარმში, მაიონეზში. ეს ცხიმები ჯანსაღი არ არის, არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. შეიცავს ტოქსინებს და სხვა მავნე, არაჯანსაღ ნივთიერებებს, რომლებიც შემდგომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას საფუძვლად უდევს.

იდეალურ შემთხვევაში, ცივი დაწურვის ზეთები გამოვიყენოთ. სჯობს, პროდუქტები ზეითუნის ზეთში გრილზე შევწვათ, ან ფოლგაში გავახვიოთ.“

ცხიმის ჟანგვა: ენერგიისთვის ცხიმის დაშლაც ხან გრძლივი პროცესია (ბეტა-ჟანგვა), სადაც ატფ პირდაპირ არ წარმოიქმნება

#post_seo_title

ცხიმის ჟანგვა:

ენერგიისთვის ცხიმის დაშლაც ხან გრძლივი პროცესია (ბეტა-ჟანგვა), სადაც ატფ პირდაპირ არ წარმოიქმნება.

როდესაც ცხიმი თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად (ლიპოლიზი) იშლება, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავე ბი მიტოქონდრიაში გადადის, სადაც ბე ტა-ჟანგვის დროს ნახშირორჟანგის გამოყენებით აცეტილ CoA წარმოიქმნება. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ჟანგვით უფრო მეტ ატფ-ის მოლეკულას ვიღებთ, ვიდრე გლუკოზის ან გლიკო გენის დაჟანგვით. როდესაც გლუკოზის ერთი მოლეკულა მეტაბოლური რეაქციების სრული ციკლით 36 ატფ-ს გვაძლევს, ცხიმოვანი მჟავებით ეს რიცხვი უფრო დიდია. მაგალითად, პალმიტინის თავისუფალი ცხიმოვანი მჟავის ერთი მოლეკულა 129 ატფ-ს გამოიმუშავებს.

ლიპოლიზი: მარაგის სახით არსებუ ლი ტრიგლიცერიდების თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად დაშლის ბიოლოგიური პროცესი.

საჭმლის ულუფები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში, ულიფების რეკომენდაციები, როგორც წესი, გრამებსა და მილილიტრებშია მოცემული, მაგრამ ჩვეულებრივი საკვების ულუფის ზომებითაც გვხვდება (მაგ., სუფრის კოვზი ან საჭმლის რაოდენობა) და შეერთებული შტატებისგან შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის (BDA) ვებ საიტზე სხვადასხვა საკვების ულუფების ყოვლისმომცველი სიაა წარმოდგენილი.

თითოეულ ჯგუფში ზოგიერთი უფრო გავრცელებული საკვები და შესაბამისი ულუფის ზომებია მოცემული. საცნობარო ულუფების ზომები დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივ ჯანსაღ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და 2000 კილოკალორიას არაღემატება. ინდივიდუალური საჭიროებები, ასაკის, სქესის, ჯანმრთელობისა და აქტივობის დონის მიხედვით შეიძლება განსხვავდე ბოდეს. ადამიანის მიერ პირადად შეჩეული საკვების რეალური რაოდენობა/ულუფა, შეიძლება იმაზე მეტი ან ნაკლები იყოს, ვიდრე მოცემულ ცხრილშია განსაზღვრული და ინდივიდის კონკრეტულ საჭიროებაზეა დამოკიდებული.

გამოიყენეთ ჯანსაღი ხემსის (სნექის) ვარიანტების სქემა (ცხრილი 5). საჭმელში მაკროელემენტების წყაროს იდენტიფიცირება ადამიანებს დამუშავებული და საკვებად მოსახერხებელი საჭმლის ნაცვლად უმეტესად ჯანსაღი პროდუქტების შერჩევაში ეხმარება. ჯანსაღი ხემსის (სნექის) ვარიანტების სქემაში წარმოდგენილი სია ყოვლისმომცველი არ არის, მაგრამ შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით

ჯანსაღი ხემსი მიირთვან და მაღალ ბოჭკოვანი ნახშირწყლების, უცხიმო ცილების და მცირე რაოდენობით ჯანსაღი ცხიმის წყაროს კვების რაციონში გამოყენება შეძლონ. ხემსის მიღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმის ცოდნაა, თუ როგორ უნდა აირჩიოთ საკვები

ხემსისთვის, როდესაც უკვე გამზადებუ ლი ვარიანტი ხელმისაწვდომი არ არის. ამ სიტუაციაში მოგზაურობის დროს ან დატვირთული კვირის განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდეთ, როდესაც საჭმლის წინასწარ მოსამზადებლად დრო არ გქონდათ.

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#post_seo_title

ცოფი – ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის უჯრედების დაზიანებით და მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი მოშლით. რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება

ცოფი – ამ დაავდებით ადამიანების 15% ავადდება, რომელთა უმრავლესობას იგი ცოფიანი ცხოველის ნაკბენით უჩნდება. დაავადების ფორმა დამოკიდებულია წყაროზე, დოზასა და ვირუსის ვირულენტურობაზე.

ცოფი არის სერიოზული ვირუსული დაავადება, რომელიც სწრაფად გადადის ცხოველებიდან ადამიანზე და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. დროული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია დაავადების წარმატებით მართვასა და მისი გავრცელების თავიდან აცილებაში.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ადამიანის ორგანიზმში რაბდოვირუსების  ჯგუფის რიბონუკლეინის მჟავას შემცველი ვირუსის მოხვედრის შედეგად. ვირუსი ბუნებაში არსებობს ერთი ცხოველიდან მეორეზე გადასვლის გამო. ადამიანში ცოფის გაჩენის მიზეზებია:
·         დაავადებული ცხოველის ნაკბენი (ძაღლი, კატა, მგელი და ა.შ.);
·         თვალში ან კანის დაზიანებულ ნაწილში დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრა;
·         ვირუსის გადაცემა საკვებით.
გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებით საშიშია სახის არეში ნაკბენი.
ცოფის სიმპტომები
ცოფის სიმპტომები შეიძლება დაიყოს სპეციფიკურ, არასპეციფიკურ და ადგილობრივ სიმპტომებად. სპეციფიკური სიმპტომები:
·         ძლიერი ნერწყვდენა;
·         მოულოდნელი აღგზნება, რომელსაც შეიძლება ახლდეს ჰალუცინაცია და ბოდვა;
·         საყლაპავი და სასუნთქი კუნთების სპაზმები, რომელიც საყლაპავში წყლის ან ცივი ჰაერის მოხვედრისას წარმოიქმნება;
·         სხვადასხვა კუნთების პარალიჩი.
არასპეციფიკური სიმპტომები:
·         სხეულის ტემპერატურა 40°-ზე ზემოთ;
·         საერთო სისუსტე;
·         მადის დაკარგვა;
·         უძილობა;
·         დეპრესია;
·         გულის ცემის გახშირება.
ადგილობრივი სიმპტომები, წარმოიშობა ნაკბენ ადგილზე:
·         ტკივილი ხელის დაჭერის დროს;
·         ნაკბენის გარშემო კანის სიწითლე;
·         ნაკბენი ადგილის შეშუპება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი. იმისათვის, რომ დადგინდეს როგორ განიკურნოს ცოფი, ექიმი ატარებს საერთო ანალიზს, ანამნეზის ანალიზს და ნიშნავს:
·         ნერწყვის და ცერებროსპინალური სითხის ჰისტოლოგიურ ანალიზს;
·         ტრომბოციტების აქტივაციის ფაქტორის რეაქციის დადგენას კანის ბიოპტატებზე და თვალის რქოვანაზე.

ცოფის მკურნალობა
სამწუხაროდ, ცოფისგან სრულად განკურნების მეთოდი დღემდე არ არსებობს. ყველა ქმდება მიმართულია მისი კლინიკური სიმპტომების აღმოფხვრისკენ. ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ სტაციონარში და ენიშნება:
·         სედატიური პრეპარატები;
·         გაუმტკივარების საშუალებები;
·         კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         გლუკოზისა და ვიტამინების ინექციები.

საშიშროება
თუ არ განხორციელდება დაავადების დროული დადგენა და მკურნალობა, აუცილებლად დადგება ლეტალური შედეგი, რომელიც შემთხვევების 100%-ში ვლინდება. დროული პროფილაქტიკაც კი ვერ იძლევა დაავადების თავიდან აცილების საშუალებას.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         მაწანწალა ცხოველებისთვის თავის არიდება;
·         შინაური ცხოველების ვაქცინაცია.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights