ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია – ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები. ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ისინი მოქალაქეებს. მაგალითად, სახელმწიფო თავად ყიდულობს და პაციენტებს უზრუნველყოფს იმ ინოვაციური მედიკამენტებით, რომელთა წარმოების უფლება, სხვა კომპანიებს, ჯერ კიდევ არ აქვთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ფასებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს ხედვაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, დაუშვებელია, დეფიციტური პროდუქტები, თუ მათი ფასები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდეს და მხოლოდ ბაზრის აქტორების კეთილსინდისიერებაზე იყოს დამოკიდებული.
„არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.
კონტროლის მექანიზმია, მაგალითად, რეფერენტული ფასები, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის გაყიდვა დაუშვებელია. ასევე – სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული წამლების დამოუკიდებლად შეძენა და დისტრიბუცია. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც და ვფიქრობ, მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება. ამ არცთუ არაერთგვაროვნების მიუხედავად, დღეს არსებული მდგომარეობას ვერც შევადარებთ ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ არსებულ ვითარებას, მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება – ის, რომ რეფერენტულმა ფასებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა, არის დადასტურებული ფაქტი. ასე რომ, სამომავლოდ, ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კონცეფციას უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარადგენს.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ახსოვს საზოგადოებას და უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა ეს პრობლემა. პრაქტიკულად ყველაზე ოპტიმალური ვერსიაა შემუშავებული და შეთანხმებული იმ კოლექტივთან, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას იმ დაწესებულებაში. ეს არის შესანიშნავი და გამორჩეული კოლექტივი, რომელსაც ძალიან ამბიციური გეგმების განხორციელების უნარი შესწევს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება სწორედ ის კოლექტივი, რომელიც ამჟამად მუშაობს ამ დაწესებულებაში.
კონცეფციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და უშუალოდ მუშაობას დავიწყებთ. გვაქვს გარკვეული იდეები – ერთი მხრივ, როგორ რეაბილიტირდეს არსებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება ახალი მშენებლობები, რომლის რესურსიც და პოტენციალიც იმ ტერიტორიას, რომელიც განაშენიანებას დაექვემდებარება, გააჩნია.
შესაბამისად, ვფიქრობთ, წამოვიწყოთ ისეთი სახის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ სრულიად ინოვაციურ, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება მთლიანად რეგიონის მასშტაბით ამ სექტორში ფლაგმანი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ხვრინვა: შეიძლება თუ არა ხვრინვის მკურნალობა მედიკამენტებით – პრობლემის მიზეზები და მოგვარების გზები
იცოდით, რომ ხვრინვა მხოლოდ თქვენი პარტნიორის ძილის დისტრუქციით არ სრულდება? ხვრინვას შესაძლოა გაცილებით მძიმე შედეგები მოყვეს, რომელიც უკავშირდება ცხვირ-ხახის სხვადასხვა პათოლოგიებს. ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე გვიზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ხვრინვის მიზეზებზე და მკურნალობის გზებზე.
ხვრინვის და აპნოეს კავშირი
ხვრინვა, ესაძლოა ერთ-ერთ უადვილეს პრობლემად გეჩვენოთ, სინამდვილეში, ძალიან სერიოზული რისკების შემცველია. ყველაზე საშიში მდგომარეობა, რომელიც ხვრინვას ახლავს, არის აპნოე — ღამით სუნთქვის შეჩერება. აპნოეს შემთხვევაში, სუნთქვის შეჩერების დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოქსიური მდგომარეობა, რაც უარყოფითად მოქმედებს ტვინის და გულის ჯანმრთელობაზე.
“ხვრინვა მხოლოდ ცუდი მოსასმენია, თუმცა მისი მთავარი პრობლემა აპნოეს რისკია,” – ამბობს ხათუნა ჩიტაძე. თუ სუნთქვა შეჩერდა, ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან 10 წუთამდე, რაც ძალიან სახიფათოა.
აპნოეს სიმპტომები და სახიფათო შედეგები
აპნოეს დროს, ადამიანი მალევე ფხიზლდება, მაგრამ ამ დროს გვერდით არავინ იმყოფება, შესაძლოა საკმაოდ საშიში იყოს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხვრინვას, უმეტესად, ოტოლარინგოლოგიური პრობლემები იწვევს და ამ პრობლემების მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტოზური გზით.
ხვრინვის გამომწვევი მიზეზები
ხვრინვის მიზეზი 70-75% შემთხვევაში არის:
ზემო რესპირატორულ გზებში არსებული პრობლემები
ცხვირის და ცხვირ-ხახის პათოლოგიური პროცესები
ადენოიდური ქსოვილი ბავშვებში
ძგიდის გამრუდება მოზრდილებში
მკურნალობის გზები:
მედიკამენტოზური მკურნალობა: ეს მეთოდი ეფექტური არის იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის სავალი გზები ნაწილობრივ ჩაკეტილია.
ქირურგიული მკურნალობა: როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა არ მოქმედებს, ან სავალი გზები სრულად ჩაკეტილია.
რატომ არის მნიშვნელოვანი პრობლემის დროული აღმოფხვრა?
დროული მკურნალობა აუცილებელია, რადგან აპნოე და სუნთქვის შეჩერება ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხვრინვის გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი.
დასკვნა
ხვრინვა შეიძლება იყოს მარტივი და უწყინარი სიმპტომი, თუმცა მის უკან შესაძლოა იყოს სერიოზული პრობლემები. თუ თქვენ ან თქვენი პარტნიორი ხვრინავთ, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ამ პრობლემას. დროულად მიმართეთ სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
8 October 2024, Tbilisi, Georgia Professor Giorgi Pkhakadze, PHIG Chair
The Georgian healthcare system is undergoing a significant transformation focused on improving the quality and safety of care through patient and family involvement. This transformation is spearheaded by the introduction of the Patient and Family Council (PFC) initiative, officially launched in January 2024 by the Public Health Institute of Georgia (PHIG), which serves as the official representative of Accreditation Canada (AC) in Georgia. This initiative, now implemented in over 20 hospitals in Tbilisi, Kutaisi, and Batumi, represents a major advancement toward creating a more patient-centered healthcare system in Georgia.
Medcentr Patient Council
PHIG’s Role as the Official Representative of Accreditation Canada
Since 2014, PHIG has worked closely with Accreditation Canada to drive healthcare reforms in Georgia, with a particular focus on improving patient safety and care quality. As the official representative of Accreditation Canada in Georgia, PHIG plays a pivotal role in assisting hospitals to meet international accreditation standards. This collaboration gained even more importance with the recent legal requirement that all healthcare facilities obtain international accreditation by January 1, 2025, to qualify for state funding.
As part of its efforts to enhance patient safety and care quality, PHIG introduced the Patient and Family Council (PFC) model in early 2024. The model offers patients and their families a structured platform to engage in healthcare decision-making, ensuring their voices are heard and their concerns addressed.
Pineo Patient Council
The Patient and Family Council Initiative
The PFC initiative follows a patient-centered approach that brings together healthcare providers, patients, and family members to collaborate on improving healthcare quality. The model is based on international best practices, adapted to fit the unique needs of the Georgian healthcare system. Currently implemented in over 20 hospitals in Tbilisi, Kutaisi, and Batumi, the initiative is set to expand to additional healthcare facilities across the country.
The primary objectives of the PFC model include:
1. Enhancing Patient Safety: By involving patients and families in discussions about hospital policies, safety protocols, and practices, the councils play a key role in identifying potential safety risks and proposing solutions.
2. Improving Communication: PFCs foster open dialogue between healthcare providers and patients, helping to build trust and improve transparency in healthcare settings.
3. Advocating for Patient Rights: The councils raise awareness of patient rights and ensure that these rights are respected within healthcare facilities.
4. Providing Feedback for Quality Improvement: PFCs offer valuable insights into patient experiences, which are used to inform hospital policies and drive continuous improvements in care quality.
JO ANN Patient Council
Creation of the PFC Secretariat
In January 2024, along with launching the PFC initiative, PHIG established a dedicated Patient and Family Council Secretariat. The Secretariat plays a crucial role in ensuring the success of the PFC model across Georgian hospitals by providing ongoing support and coordination.
The key roles and responsibilities of the PFC Secretariat include:
1. Training and Capacity Building: The Secretariat organizes training sessions for patients, family members, and healthcare staff who participate in the councils. These programs cover topics such as patient safety, effective communication, and patient rights. This ensures that all council members have the necessary skills and knowledge to contribute meaningfully to discussions and decisions.
2. Logistical Support: The Secretariat manages all logistical aspects of the councils, such as scheduling meetings, coordinating with hospital management, and ensuring that meeting materials are available. It also handles administrative tasks such as maintaining meeting records and tracking action items.
3. Patient Satisfaction Surveys: The Secretariat is responsible for conducting regular patient satisfaction surveys, essential for gathering feedback from patients and families about their healthcare experiences. These surveys help identify areas for improvement and assess the impact of the PFC initiative on patient outcomes.
4. Media and Public Awareness: The Secretariat collaborates with Sheni, Georgia’s leading independent public health news agency, to promote the work of the PFCs through various media channels. This includes publishing articles, sharing success stories, and educating the public about the importance of patient and family involvement in healthcare.
5. Support for Accreditation: The Secretariat helps hospitals working towards international accreditation by offering guidance on incorporating patient and family involvement into hospital policies and practices. Feedback from PFCs is crucial for hospitals seeking accreditation, as it demonstrates a commitment to patient-centered care.
6. Technical Assistance: The Secretariat provides ongoing technical support to ensure the councils operate effectively. This includes advising hospitals on how to integrate feedback from PFCs into quality improvement processes and resolving any challenges that may arise during the councils’ implementation.
What PFCs Do
The activities of PFCs include:
• Holding monthly meetings with 5–10 patients and family members, 1–2 hospital representatives, and a PHIG Secretariat representative providing logistical support.
• Reviewing patient satisfaction survey reports provided by the PHIG Secretariat, offering comments and recommendations for improvement.
• Providing general feedback to hospital management regarding issues such as services, renovations, and patient comfort.
• Receiving ongoing training from the PHIG Secretariat on patient rights, communication, and safety protocols.
• Sharing recommendations with hospital management, patients, and the public through channels managed by the PHIG Secretariat.
Case Study: Successful Implementation in Tbilisi, Kutaisi, and Batumi Hospitals
The PFC initiative has been successfully implemented in hospitals across Georgia’s three largest cities—Tbilisi, Kutaisi, and Batumi—leading to noticeable improvements in patient satisfaction and care quality.
• Tbilisi: Hospitals such as Hera 2011, Concilium Medulla, Jo Ann University Hospital, Pineo Ecosystems, and NQurion+ have fully integrated the PFC model into their daily operations. By engaging patients and families in care processes, these hospitals have reported enhanced communication, improved adherence to safety protocols, and greater focus on patient needs.
• Kutaisi: Hospital Ksenoni in Georgia’s second-largest city has benefited from the PFC model by bridging the gap between healthcare providers and patients. Councils have played a key role in improving discharge planning and follow-up care, resulting in better continuity of care and higher patient satisfaction.
• Batumi: The largest regional medical network, MedCenter, has embraced the PFC model to build trust between healthcare providers and the local community. PFCs have served as a forum for addressing patient concerns, resulting in more patient-centered care practices and a significant increase in patient satisfaction scores.
Looking Ahead: The Future of Patient and Family Councils in Georgia
The Patient and Family Council initiative, with the support of PHIG, marks a significant milestone in improving healthcare quality and safety in Georgia. By involving patients and families in decision-making processes, the PFC model has the potential to transform Georgia’s healthcare system into a more transparent, responsive, and patient-centered model.
As the initiative expands, PHIG plans to extend the PFC model to more hospitals across Georgia, with a particular focus on rural areas. The lessons learned from the initial roll-out in Tbilisi, Kutaisi, and Batumi will be applied to ensure the model’s success in diverse healthcare settings across the country.
In conclusion, the Patient and Family Council Secretariat plays a critical role in the success of this initiative by providing essential training, logistical support, and technical assistance. With PHIG’s ongoing support, Georgia’s healthcare system is on a path to becoming more patient-centered, with patients and their families playing an active role in care decisions.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
რას უნდა ავარიდოთ თავი, რათა შევამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი? – ალკოჰოლი – თამბაქო – ჭარბწონიანობა და სიმსუქნე – არაჯანსაღი კვება – ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ძუძუს კიბოს განკურნების მაღალი მაჩვენებელი აქვს ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში. ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. #BreastCancerAwarenessMonth#ძუძუსკიბო
ყლაპვის გაძნელება (დისმფაგია) არის პრობლემა, რომელიც მრავალ ადამიანზე მოქმედებს და მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა ფაქტორები და პირობები იწვევს ყლაპვის გაძნელებას და რა ღონისძიებებს შეიძლება მიმართოს სპეციალისტმა. რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა
ყლაპვის გაძნელების სხვა უამრავი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება საყლაპავის პათოლოგიით იყოს გამოწვეული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური. ფუნქციურს წარმოადგენს ე.წ. საყლაპავის სპაზმი, აქალაზია და ასე შემდეგ,- ამის შესახებ გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” სპეციალისტები საუბრობენ.
ყლაპვის გაძნელების მიზეზთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნევროზული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემაა. სინამდვილეში, ყლაპვის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაღეჭილი ლუკმა საყლაპავ მილში თავისუფლად გაივლის და კუჭში ჩადის. ის არ რჩება საყლაპავში და არ ეჩხირება ადამიანს ყელში. მხოლოდ შეგრძნება გახლავთ. ეს შეგრძნება შეიძლება, ადამიანს არა მხოლოდ ყლაპვისას, არამედ სრულიად უმიზეზოდაც ჰქონდესა,-ამბობს რეზო ომიაძე.
რატიანის განმარტებით, ჰიპოკრატე ამ სიმპტომს ,,ისტერიულ სიმპტომს“ ეძახდა, ვინაიდან ის დამახასიათებელი იყო ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ფსიქო-ემოციური სტატუსი წინა პლანზე ჰქონდათ გამოწეული. როცა ადამიანები უფრო ცუდ ხასიათზე არიან, შფოთვა, დეპრესია აქვთ, შეგრძნება მათთან უფრო ხშირად ვითარდება.
რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას, მოისმინეთ სრული განმარტება და მოგვარების გზები ნამდვილი ექიმებისგან:
დასკვნა
ყლაპვის გაძნელება მრავალი მიზეზის შედეგად შეიძლება წარმოიშვას. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს პრობლემა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გადაეცემა ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს — მიკრო-რნმ-ის აღმოჩენისათვის და მისი როლის განსაზღვრისთვის პოსტტრანსკრიპციული გენის რეგულირებაში.
ნობელის წლევანდელი პრემია პატივს მიაგებს ორ მეცნიერს იმ ფუნდამენტური პრინციპის აღმოჩენისთვის, რომელიც მართავს გენების აქტივობის რეგულირებას.
ჩვენს ქრომოსომებში შენახული ინფორმაცია შეიძლება შევადაროთ ჩვენი სხეულის ყველა უჯრედის ინსტრუქციის სახელმძღვანელოს. ყოველი უჯრედი ერთნაირ ქრომოსომას შეიცავს და შესაბამისად, ყველა უჯრედი შეიცავს გენების ზუსტად ერთნაირ კრებულს და ინსტრუქციათა ზუსტად ერთნაირ ნაკრებს. თუმცა, სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, მაგალითად, კუნთისა და ნერვულ უჯრედებს ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. როგორ ჩნდება ასეთი სხვაობები? პასუხი გენების რეგულირებაში იმალება, რაც თითოეულ უჯრედს მხოლოდ შესაფერისი ინსტრუქციის შერჩევის საშუალებას აძლევს. ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ გენების მხოლოდ სწორი კრებული იყოს აქტიური უჯრედთა თითოეულ ტიპში.
მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას. რა უნდა იცოდეთ
ახალი კვლევის თანახმად, თუკი გასული 30 წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, 2050 წლისთვის 740 მილიონ ბავშვსა და მოზარდს შეიძლება ობიექტების შორ მანძილზე დანახვა გაუჭირდეს.
კვლევის შეჯამება
ამ შემაშფოთებელ პროგნოზებზე დაყრდნობით, ჩინეთის სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 50 ქვეყანაში ჩატარებული 276 კვლევა, რომელიც მოიცავს 5,4 მილიონ ბავშვსა და მოზარდს. კვლევამ აჩვენა, რომ 1990-დან 2023 წლამდე, 5-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში მიოპიის მაჩვენებელი 24%-დან 36%-მდე გაიზარდა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: იაპონიაში – 86% ბავშვებისა და მოზარდების.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი: პარაგვაიში – 0.84%.
ეპიდემიის ზრდის მიზეზები
თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, 2050 წლისთვის ახალგაზრდების თითქმის 40% შეიძლება ახლომხედველი იყოს. განსაკუთრებით მწვავედ დგას სიტუაცია აზიაში, სადაც მიოპიის მაჩვენებელი შესაძლოა 70%-მდე გაიზარდოს.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ბავშვებში მხედველობის გაუარესება კიდევ უფრო მწვავედ მოხდა. მაგალითად, ჰონგ-კონგში 2020 წელს დაფიქსირდა სწრაფი ზრდა 6-8 წლის ბავშვებში.
მიოპიის გენეტიკური ფაქტორები
მიუხედავად იმისა, რომ მიოპიაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების საკმარისი დრო გარეთ გატარება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ მშობლები ახლომხედველები არიან, თუმცა ბავშვი მეტი დრო გარეთ ატარებს, მიოპიის განვითარება 60%-ით მცირდება.
საჭიროებები და შედეგები
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია მონაცემების შეგროვება მიოპიის გავრცელების გასაზომად, რადგან აშკარა სხვაობებია ეთნიკურ და გეოგრაფიულ ჭრილში. მაგალითად, აფრიკაში მიოპიის მაჩვენებელი შვიდჯერ დაბალია, ვიდრე აზიაში.
მნიშვნელოვანია, რომ გამოვავლინოთ, რატომ იზრდება მიოპიის მაჩვენებელი ახალგაზრდებში და შევიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზები მომავალ თაობებში მხედველობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
ჯერ არავინ იცის, რატომ ხდება ასე, მაგრამ არსებობს კორელაცია სწავლა-განათლების ხანგრძლივობასა და მიოპიის გაჩენას შორის. სინგაპურსა და ჰონგ-კონგში, 2-3 წლის ბავშვები, სკოლაში შესვლამდეც აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში.
„შესაძლებელია, რომ ფორმალური განათლების პრაქტიკის ადრეულ ასაკში დაწყება გავლენას ახდენდეს ბავშვობაში მიოპიის განვითარებაზე. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დროთა განმავლობაში მიოპიის ტენდენციაში გასარკვევად, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ახლომხედველობის მაჩვენებელი სწრაფად იზრდება“, — წერენ მკვლევრები.
დასკვნა
ახალი კვლევა ხაზს უსვამს ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის სერიოზულობას, რამაც უახლოეს წლებში შეიძლება მავნედ იმოქმედოს ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე. საჭიროა მეტი ინფორმაცია და აქტიური მიდგომები, რათა შევცვალოთ არსებული ტენდენციები და დავიცვათ მომავალი თაობები.
ბარიატრიული ქირურგია: ეფექტური მეთოდი ჭარბწონიანობისთვის და მისი რისკები
ბარიატრიული ქირურგია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საქართველოში როგორც ჭარბწონიანობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი. თუმცა, როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, ამ ოპერაციასაც ახლავს გარკვეული რისკები და გართულებები, რის შესახებაც პაციენტების ინფორმირება აუცილებელია.
ოპერაციის ძირითადი რისკები
ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტის, ექიმ დავით აბულაძის განცხადებით, მიუხედავად ყველა რეკომენდაციის დაცვისა და ოპერაციის სწორად ჩატარებისა, გართულებების რისკი ყოველთვის არსებობს.
ზოგიერთი ძირითადი რისკი მოიცავს:
ქირურგიული სისხლდენა: 0.9% – 1% ალბათობა.
ნაკერების უკმარისობა: 0.6% ალბათობა.
თრომბოემბოლია: 0.1% – 0.2% ალბათობა.
ოპერაციის შემდგომი გართულებები
ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ შესაძლებელია სხვადასხვა გართულებები, რომლებიც განსხვავდება ოპერაციის ტიპის მიხედვით:
ასტროეზოფაგური რეფლუქსი 15%-მდე პაციენტებში. უმეტეს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა კონტროლირებადია.
კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციების (ბაიპასი):
პეპტიური წყლულის რისკი 12-16%.
დემპინგის სინდრომის განვითარების რისკი 10%.
რკინისა და მიკროელემენტების დეფიციტი 5-7%.
ნაღვლის რეფლუქსი 25-30%.
დაბალი ხარისხის ოპერაციები
ექიმი აბულაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თურქეთში არსებულ პრაქტიკაზე, სადაც იაფფასიანი ოპერაციები ფართოდ გავრცელდა. მსგავსი ოპერაციების შემდეგ, პაციენტები ხშირად აწყდებიან სერიოზულ გართულებებს, რაც შეიძლება დიდხანს არ ვლინდებოდეს, მაგრამ საჭიროებდეს მკურნალობას.
განმეორებითი ოპერაციების სირთულე
დავით აბულაძე ამბობს, რომ წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ განმეორებითი ოპერაციის ჩატარება რთული პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ცხოვრების სტილი შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორებითი ოპერაცია შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს.
დასკვნა
ბარიატრიული ქირურგია წარმოადგენს სერიოზულ გადაწყვეტილებას და საჭიროებს ინფორმირებულ არჩევანს. ოპერაციის შედეგების გარდა, პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ პოსტოპერაციული მოვლა და ცხოვრების წესის ცვლილების მნიშვნელობა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.
გიორგი ფხაკაძემ ხაზი გაუსვა ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი. პაციენტები, რომლებიც განიხილავენ წონის დაკლების ოპერაციას, უნდა გაითვალისწინონ ოპერაციის შემდგომი პრობლემები. პაციენტებმა ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია სასურველია გაიკეთონ თავიანთივე ქვეყნებში.
„ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთე საქართველოში!
(არა თურქეთში)
სჯობს, საერთოდ არ გაიკეთო, თუ BMI -35-ზე ნაკლები გაქვს“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.